თეგი: მძიმე ტექნიკა
მედია: რუსეთს ყირიმში მძიმე სამხედრო ტექნიკა გადააქვს
უკრაინული მედია, თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსებს ოკუპირებულ ყირიმში მძიმე სამხედრო ტექნიკა გადააქვთ. ტექნიკის გადაადგილება თვითმხილველებმა ყირიმის ხიდთან დააფიქსირეს. გავრცელებული კადრების მიხედვით, კოლონის შემადგენლობაში იყო T-72 და T-80 ტიპის ტანკები, თვითმავალი ჰაუბიცები, ჯავშანტრანსპორტიორები ქვეითთა საბრძოლო მანქანები. გარდა ამისა, ოკუპანტებს ყირიმში სპეციალური აღჭურვილობაც შეაქვთ, მათ შორის სარაკეტო კომპლექსები, საინჟინრო მანქანები და საწვავის ავზები.
ჩეხეთი უკრაინას მძიმე ტექნიკას გადასცემს
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინას შემდგომ სამხედრო დახმარებას გადასცემს. ჩერნოხოვას თქმით, დახმარების ახალ პაკეტში მძიმე ტექნიკა შედის, თუმცა ჩეხეთი უსაფრთხოების მიზეზების გამო დეტალებს არ ახმაურებს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალებიდან, ასევე უკრაინისა და მისი მოკავშირეების განცხადებებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ უკრაინას ტანკები, ვერტმფრენები, თოფები და სარაკეტო გამშვებები გადასცა. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სამხედრო ტექნიკის ექსპორტმა უკრაინაში მხოლოდ 2022 წელს 1,9 მილიარდ ევროს გადააჭარბა, პრაღის ჯამური დახმარება კიევისთვის 4,2 მილიარდ ევროს შეადგენს.
უკრაინამ პარტნიორებისგან მძიმე ტექნიკის მიღება დაიწყო - ანდრი ერმაკი
საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას, რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად მძიმე ტექნიკას უკვე აწვდიან. ამის შესახებ RBC-უკრაინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრი ერმაკზე დაყრდნობით იტყობინება. „ამ ომის მოსაგებად ჩვენ გვჭირდება მეტი სამხედრო და მძიმე ტექნიკა. თანამშრომლობა ჩვენს მოკავშირეებთან გრძელდება და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ დავიწყეთ მძიმე ტექნიკის მიღება", - ამბობს ერმაკი, რომელიც დარწმუნებულია, რომ იარაღის მიწოდება მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, პარტნიორები უკრაინის მხარდაჭერას განაგრობენ. უკრაინის ძალები სოლედარში თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას ცდილობენ - ჰანა მალიარი შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.