თეგი: ნავთობკომპანია
Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს
ბრიტანულმა Shell-მა გამოაცხადა, რომ აპირებს, დახუროს თავისი ბენზინგასამართი სადგურები რუსეთში და შეაჩერებს ქვეყნიდან ნავთობის ყველა შესყიდვას უკრაინაში შეჭრის ფონზე. ენერგეტიკულმა გიგანტმა განაცხადა, რომ აპირებს, უარი თქვას რუსულ ენერგეტიკაში ყოველგვარი ჩართულობისგან, მათ შორის გაზის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ჩათვლით. Shell დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა შაბათ-კვირას, მას შემდეგ, რაც რუსული ნედლი ნავთობი ტვირთი ფასდაკლებით შეიძინა. ამის გამო, კომპანიამ ბოდიში მოიხადა. როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა
იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა
იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ Qatar Energy-სთან $28.75 მილიარდიან პროექტს - North Field East მოაწერა ხელი. ყატარი საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობს, რაც მიზნად ისახავს ყატარის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალი LNG ექსპორტიორის პოზიციის გაძლიერებას. ENI– ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესალზიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპა რუსული ენერგიის ალტერნატივას ეძებს. საერთო ჯამში, ჩრდილოეთ ველის გაფართოების გეგმა მოიცავს ექვს LNG მატარებელს, რომლებიც გააძლიერებენ ყატარის სიმძლავრეს 77 მილიონი ტონიდან წელიწადში (MTPA), 126 MTPA– მდე, 2027 წლისთვის. მეხუთე და მეექვსე მატარებლები მეორე ფაზის ნაწილია. წყაროების განცხადებით, Exxon Mobil Corp, Shell და Conocophillips ასევე მიიღებენ მონაწილეობას ჩრდილოეთ ველის გაფართოებაში. Qatar Energy– ის აღმასრულებელი დირექტორი საად ალ-კაბი ამბობს, რომ ინვესტირების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, აზიის მყიდველები პროექტის ბაზრის ნახევარს შეადგენენ, ხოლო დანარჩენი ევროპელი მყიდველები იქნებიან. 16 ივნისს, ენერგოკომპანიებმა ავსტრიულმა OMV-მ, იტალიურმა Eni-მ, გერმანულმა Uniper-მა 15 ივნისს რუსული „გაზპრომისგან“ გაზის მოცულობის შემცირებაზე შეტყობინება მიიღეს. იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა მარტში შეაჩერა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინში შეიჭრა. ნავთობის გიგანტი, იტალიური Eni „ცისფერი ნაკადის“ პროექტიდან გასვლით, რუსულ „გაზპრომთან“ თანამშრომლობას წყვეტს აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს
ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კლინიკის ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა - მედია
ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რავილ მაგანოვი მოსკოვში, კლინიკის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მაგანოვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ცნობისთვის, რავილ მაგანოვი ნავთობკომპანია „ლუკოილში“ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე 2020 წლიდან იყო.
ქუვეითის ნავთობკომპანიამ ნავთობის გაჟონვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ქუვეითის ნავთობკომპანიამ ხმელეთზე ნავთობის გაჟონვის შემდეგ „საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა. დაშავებულების შესახებ ცნობები ან წარმოების შეფერხება არ დაფიქსირებულა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის დასავლეთში ნავთობის გაჟონვას მოჰყვა, - ნათქვამია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის განცხადებაში. „გაჟონვის შედეგად დაზიანებები არ მომხდარა და წარმოება არ დაზარალებულა“, - ციტირებს AFP კომპანიის სპიკერს კუსაი ალ-ამერს, რომელიც აღნიშნავს, რომ ტოქსიკური ორთქლი არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, ნავთობის გაჟონვა საცხოვრებელ უბნებში არ მომხდარა. „ჩვენი გუნდი ადგიულზეა გაჟონვის წყაროს დასადგენად და ინციდენტის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ალ-ამერმა. მან ნავთობის გაჟონვის ზუსტი მდებარეობა არ დააკონკრეტა. ქუვეითი ნავთობის მთავარი მწარმოებელი ქვეყანაა, სადაც მთავრობის შემოსავლების თითქმის 90 პროცენტი ნავთობზე მოდის. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მთავარი წევრი დღე-ღამეში დაახლოებით 2,7 მილიონ ბარელს აწარმოებს.