თეგი: ნავთობსადენი
Shell-ი მექსიკის ყურესა და აშშ-ს შორის საკვანძო ნავთობსადენს დროებით ხურავს
ენერგოგიგანტი Shell-ი სექტემბერში აშშ-სა და მექსიკის ყურეს შორის მდებარე საკვანძო ნავთობსადების მუშაობას ორი კვრით აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. ნავთობსადენი ლუიზიანას ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ამარაგებს. Odyssey-ისა და Delta-ს ნავთობსადენები დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებისთვის სექტემბრის დასაწყისში ორი კვირით დაიხურება. Odyssey-ის ნავთობსადენი მექსიკის აღმოსავლეთ ყურეში მდებარეობს და მისი სიმძლავრე დღეში 220 000 ბარელია. ის Delta-ს ნავთობსადენს უკავშირდება და ლუიზიანაში Shell Norco-ს გადამამუშავებელ ქარხნებს ნედლეულს აწვდის.
ნავთობსადენ„დრუჟბაზე“, რომლითაც ნავთობი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება, გაჟონვა დაფიქსირდა
პოლონეთმა 11 ოქტომბერს, საღამოს, „დრუჟბის“ ნავთობსადენის ერთ-ერთ ხაზზე, ნავთობის გაჟონვა აღმოაჩინა. ამის შესახებ პოლონური ოპერატორი PERN იტყობინება. მილის დაზიანების მიზეზი უცნობია. დაზიანების ადგილი პლოცკიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს. აღნიშნულია, რომ დაზიანებულია ხაზი, რომლითაც გერმანიას ნავთობი მიეწოდება. ოპერატორმა განაცხადა, რომ ნავთობსადენის დაზიანების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სპეციალური სამსახურები. როგორც ცნობილია, „დრუჟბის“ მილსადენი არის მთავარი მარშრუტი, რომლითაც ნედლი ნავთობი გერმანიას მიეწოდება. ამასთან, „დრუჟბის“ ნავთობსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. მისი საერთო სიგრძეა დაახლოებით 5200 კმ. და მილსადენის მარშრუტი რუსეთიდან ბელორუსში გადის, სადაც ორ განშტოებად იყოფა: ჩრდილოეთით (ბელორუსი, პოლონეთი და გერმანია) და სამხრეთით (უკრაინა, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი). ივნისში რუსული მედია წერდა, რომ ბრიანკის ოლქში, რუსეთთან ახლოს „დრუჟბის“ ნავთობსადენის აფეთქება სცადეს.
ცნობილია, რა მოცულობის ნავთობი გადაიზიდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 2006-2022 წლებში
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 2006 წლიდან (კომერციული მიწოდების დაწყებიდან) 2022 წლის ბოლომდე, 4 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანზიტი 5 250 ტანკერით განხორციელდა. BTC-მ მსოფლიო ბაზრებს 2021 წელს 200 მილიონ ბარელზე მეტი, ხოლო 2022 წელს 224,4 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი. აღსანიშნავია, რომ BTC ნავთობსადენის საერთო სიგრძე 1768 კილომეტრია, საიდანაც 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე, 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო და 2005 წლის 18 მაისს მილსადენი ნავთობით დაიტვირთა. BTC Co-ს, რომელიც პროექტის განსახორციელებლად 2002 წლის პირველ აგვისტოს შეიქმნა, აქციონერები არიან: BP (30,1 პროცენტი), სოკარი (25 პროცენტი), MOL (8,9 პროცენტი), Equinor (8,71 პროცენტი), TRAO (6 ,53 პროცენტი), Eni (5,0 პროცენტი), TotalEnergies (5,0 პროცენტი), Itochu (3,4 პროცენტი), INPEX (2,5 პროცენტი), ExxonMobil (2,5 პროცენტი) და ONGC Videsh (2,36 პროცენტი).
ბულგარეთი და საბერძნეთი, ტრანსბალკანური ნავთობსადენის პროექტის განახლებას აპირებენ
ბულგარეთის ხელისუფლებამ საბერძნეთთან ტრანსბალკანური ნავთობსადენის პროექტის განახლების შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ფორუმზე „ბულგარეთის ენერგეტიკა - სტრატეგია 2023-2053“ განაცხადა. ბერძნულ ალექსანდროპოლისსა და ბულგარულ ბურგასს შორის ნავთობსადენის მშენებლობის იდეა დაახლოებით 20 წლის წინ გაჩნდა. 2011 წელს ბულგარეთმა ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიზეზების გამო მიატოვა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა წელიწადში 50 მილიონ ტონამდე რუსული ნავთობის მისი ტერიტორიის გავლით საბერძნეთში გადატანას. რამდენიმე კვირის წინ ბულგარეთის პრეზიდენტი პროექტის განახლებაზე საუბრობდა, ახლა კი ნავთობი საპირისპირო მიმართულებით - საბერძნეთიდან ბულგარეთში უნდა ამოტუმბოს. „ჩვენ შევთანხმდით საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, საბერძნეთის პრეზიდენტთან, რომ რაც შეიძლება მალე განახლებულიყო ბურგას-ალექსანდრუპოლისის პროექტი, მაგრამ ამჯერად მარაგი ალექსანდროპოლიდან ბურგასში უნდა წავიდეს. ეს აუცილებელია როგორც ჩვენი ქარხნისთვის, ასევე სხვა ქარხნებისთვის შავი ზღვის რეგიონში, რათა მათ ნავთობის მიღება მთელი მსოფლიოდან შეეძლოთ“, - განაცხადა რუმენ რადევმა.