თეგი: ნანა მახარაძე

პრეზიდენტმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა. დღეს 9 აპრილს მიმდინარე ღონისძიებას სხვადასხვა პროფესიის ქალები ესწრებიან. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის ნანა მალაშხია დაჯილდოვდეს ღირსების მედლით. საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის ნანა მახარაძე დაჯილდოვდეს ღირსების მედლით“, - ითქვა ღონისძიებაზე. პრეზიდენტის შეფასებით, ნანა მახარაძის სურათი გასცდა ჩვენს საზღვრებს და მთელ მსოფლიოში მას იცნობენ, როგორც 9 აპრილის სახეს. მეორე - ნანა მალაშხია, რომელიც ასევე გახდა საქართველოს ევროპული მომავლის სახე და გავიდა ჩვენ საზღვრებს გარეთ და ამით დავანახეთ, რა უნდა საქართველოს“. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ღონისძიებას მასპინძლობს, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს 9 აპრილს უკავშირდება და რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებიან.

ნანა მახარაძე: ის 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს

ის 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ, რადგან ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის. ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში, - ამის შესახებ 9 აპრილის სიმბოლომ ნანა მახარაძემ პრეზიდენტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის ღირსების მედლით დაჯილდოვდა. „ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და თქვენ, დამსწრე საზოგაოდებას. გიყურებთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მანდილოსნებს და მე ვიცი, რომ თქვენ ხართ საქართველოს ზურგის მთრევი ქალბატონები, ამისთვის უდიდესი მადლობა თქვენ. ეს 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ იმიტომ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ვეროპისკენ არის. ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში“, - განაცხადა ნანა მახარაძემ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის სიმბოლო, ქალი საქართველოს დროშით, ნანა მახარაძე და მიმდინარე წლის მარტის აქციებზე, ქალი ევროკავშირის დროშით ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა. 34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის გამთენიას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.