თეგი: ნატო
ბრიუსელში დღეს NATO-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება
ბრიუსელში დღეს NATO-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაუძღვება. „NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის განსახილველად, რომლის წინაშეც ევროპა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მდგარა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც დაგეგმილ მინისტერიალთან დაკავშირებით ისაუბრა.
ოლაფ შოლცი: გერმანია NATO-ში ფინეთის გაწევრიანების ინტერესს მიესალმება
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ფინეთის მიერ NATO-ში გაწევრიანების ნებისმიერ ინტერესს მიესალმება. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ცნობით, ეს საკითხი უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დღეს ფინეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, დაუჭერს თუ არა გერმანია მხარს ფინეთს, თუ ეს სახელმწიფო ალიანსში გაწევრიანებას გადაწყვეტს, ოლაფ შოლცმა უპასუხა, რომ ფინეთსა და NAT0-ს შორის თანამშრომლობა უკვე არსებობს. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ამ საკითხს განიხილავს. ამასთან სანა მარინმა გერმანიასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ ვლადიმერ პუტინის ომის დაფინანსება და რუსეთიდან წიაღისეული საწვავის შესყიდვაზე უარი თქვან. „ეს უნდა შეწყდეს... დარწმუნებული ვარ, რომ გერმანია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ცდილობენ სხვა გზების პოვნას,“ - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა. ცნობილია, რომ ფინეთი, ცივი ომის დროს ისტორიულად ნეიტრალურობას ინარჩუნებდა. ამასთან, ეს სახელმწიფო ევროკავშირის წევრია, მაგრამ NATO-ს წევრი არ არის. ბოლო წლებში ფინეთმა გააძლიერა თანამშრომლობა დასავლურ სამხედრო ალიანსთან და მისი თავდაცვის ძალების პოლიტიკა NATO-სთან თავსებადობას ეფუძნება. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ ფინეთი NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობას ინარჩუნებს. ფინეთი და შვედეთი პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ სხვადასხვა აქტივობაში 1994 წლიდან არიან ჩართულები. ასევე წაიკითხეთ ფინეთმა F-35-ის ავიაგამანადგურებლების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან $9,4 მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ
ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა
ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის, შაბათს სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტის ოფისმა განცხადება გაავრცელა. ფინეთის პრეზიდენტმა პუტინს უთხრა, რომ 2021 წლის ბოლოს, რუსეთის მიერ შეუქცევადად გაჟღერებულმა მოთხოვნამ, რომ დაიბლოკოს ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე 2022 წლის თებერვალში, ფინეთის უსაფრთხოების გარემო შეცვალა. „საუბარი იყო პირდაპირი და ესკალაციის გარეშე წარიმართა“, - იუწყება სახელმწიფოს მეთაური პრეს-რელიზში. როგორც ნიინისტომ აღნიშნა, პრეზიდენტ პუტინს 2012 წელს მათი პირველი შეხვედრისას უთხრა, რომ თითოეული სუვერენული სახელმწიფო მაქსიმალურად იცავს საკუთარ უსაფრთხოებას. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა ფინელ კოლეგას განუცხადა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და NATO-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება, რომელმაც შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანოს. შეგახსენებთ, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს იენს სტოლტენბერგი: თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს ოლაფ შოლცი: ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს შვედეთის მმართველი პარტია NATO-ში გაწევრიანებაზე პოზიციას 15 მაისს გამოაცხადებს NATO-ში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა NAT0-ში გაწევრიანება პირველად მოითხოვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ საჭირო ეროვნულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება მიღებული“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაში. NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას ფინეთის პარლამენტარებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი. გუშინ, სკანდინავიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი და ფინეთი ერთდროულად განაცხადებენ ალიანსში გაწევრიანებას მომავალი კვირის დასაწყისში. მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილ ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მოჰყვება რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები. ცნობისათვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.