თეგი: ნატოს სამიტი

იენს სტოლტენბერგი: NATO-მ საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გაააქტიუროს

NATO-მ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გაააქტიუროს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ორგანიზაციის საგანგებო სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ასევე ვიმედოვნებ, რომ შევთანხმდებით, გავააქტიუროთ ინდივიდუალური მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან. მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, დაიცვან სუვერენიტეტი და უფლება, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი. მისი თქმით, ნატო ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. „თუმცა, ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ომი არ გადაიზრდება ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტში, რაც კიდევ უფრო დიდ მსხვერპლსა და განადგურებას მოიტანს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი გავიდა ნატო-რუსეთის თანამშრომლობის დამფუძნებელი აქტიდან. „ისინი ისევ და ისევ არღვევენ მას. მათ მკაფიოდ დაარღვიეს ის 2014-ში, როდესაც უკანონოდ განახორციელეს ყირიმის ანექსია და დაიწყეს დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში. დაარღვიეს, როდესაც 2008-ში საქართველოში შევიდნენ, და რა თქმა უნდა, ახლა უკრაინაში შეჭრა არის ნატო-რუსეთის თანამშრომლობის დამფუძნებელი აქტის უხეში დარღვევა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. 24-25 მარტს ბრიუსელში NATO-ს სამიტი ჩატარდება.  ასევე წაიკითხეთ  იენს სტოლტენბერგი: NАТО-ს სამიტზე ალიანსის წევრები ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ოთხი ახალი საბძოლო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდებიან  იენს სტოლტენბერგი: პუტინმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში, გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში