თეგი: ნაწლავის კიბო
ექსპერიმენტში მონაწილე პაციენტები კიბოსგან განიკურნენ - კვლევა
სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადებულების მცირე ჯგუფი სასწაულის მომსწრე გახდა. ექსპერიმენტული მკურნალობის შემდეგ ადამიანებში დაავადება გაქრა. კიდევ მეტია გასარკვევი იმის შესახებ, თუ როგორ განიკურნენ კიბოთი დაავადებული ადამიანები, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ ასეთი შედეგები კიბოს კვლევის ისტორიაში არასოდეს დაფიქსირებულა. ძალიან მცირე კვლევაში, პაციენტები იღებდნენ წამალს, სახელწოდებით დოსტარლიმაბს და ექვსი თვის განმავლობაში თითოეულმა მათგანმა დაინახა, რომ სიმსივნე გაქრა. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ონკოლოგი ჰანა სანოფი აღნიშნავს, რომ 100%-იანი შედეგი დღემდე არ უნახავს. „არის იმუნოთერაპიული მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებს არა უშუალოდ კიბოზე, არამედ რეალურად აიძულებენ ადამიანის იმუნურ სისტემას არსებითად შეასრულოს სამუშაო. ეს არის მედიკამენტები, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდნენ მელანომისა და სხვა კიბოს დროს, მაგრამ ნამდვილად არ გამოიყენებოდა კოლორექტალური კიბოს დროს“, - აღნიშნავს სანოფი.