თეგი: ნედლეული
ევროკავშირმა და ყაზახეთმა ნედლეულის შესახებ სტრატეგიული შეთანხმება გააფორმეს
ევროკავშირმა და ყაზახეთმა, ნედლეულის, აკუმულატორებისა და განახლებადი წყალბადის სფეროში, სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ევროკომისიის (EC) პრესსამსახურმა განაცხადა. „7 ნოემბერს, ეგვიპტეში COP-27-ში მონაწილეობისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ევროკავშირსა და ყაზახეთს შორის პარტნიორობის დამყარების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ნედლეულის, დახვეწილი მასალებისა და განახლებადი წყალბადის საიმედო და მდგრადი მარაგი ეკონომიკისთვის ახალი, უფრო სუფთა საძირკვლის გასაღებია „განსაკუთრებით მაშინ, როცა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას ვამცირებთ“. ევროკომისია განმარტავს, რომ „შეთანხმება მიზნად ისახავს ნედლეულისა და დახვეწილი მასალების საიმედო და მდგრადი მიწოდებასა და განვითარებას“. ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს „ნედლეულის, აკუმულატორებისა და განახლებადი წყალბადის მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაუმჯობესებას“ და „ორმხრივი თანამშრომლობას შესაძლებლობების განვითარების, უნარების, კვლევისა და ინოვაციების სფეროში“.