თეგი: ნედლი ნავთობი
ბოლო 6 წელიწადში პირველად, ევროპამ აშშ-ის ნავთობის შესყიდვებით, აზიის ქვეყნებს გაუსწრო
ევროპამ, აშშ-ის ნავთობის შესყიდვებით აზიურ ქვეყნებს გაუსწრო და ბოლო 6 წელიწადში ამერიკული ნავთობის მსხვილი მომხმარებელი გახდა. Bloomberg-ის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ევროპამ საშუალოდ აშშ-დან 213,1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი მიიღო, მაშინ, როცა აზიაში ეს მაჩვენებელი 191,1 მილიონი ბარელი იყო. ბოლოს, ევროპა აშშ-ის ნავთობის შესყიდვებში აზიის ქვეყნებს 2016 წელს უსწრებდა, როცა აშშ-მა ნედლი ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვა მოხსნა. ნავთობის ნაკადების ეს ცვლილება ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვნად გადაანაწილა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ენერგომომარაგება. პუტინის ომის დაფინანსების შეჩერების მცდელობისას, აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა რუსულ ნავთობზე სანქციები დააწესეს. შედეგად, უფრო მეტმა ევროპულმა ქვეყანამ მიმართა შეერთებულ შტატებს ნავთობის იმპორტისთვის, ხოლო რუსეთი თავის ნედლ ნავთობს ღრმა ფასდაკლებით სთავაზობს ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი, რომლებსაც არანაირი აკრძალვა არ დაუწესებიათ. აშშ-ს ნედლი ნავთობის მოპოვება იზრდება, მაგრამ არა საკმარისად სწრაფად, რომ აზიისა და ევროპის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. ასევე, როგორც ჩანს, ახლო აღმოსავლეთს აქვს გარკვეული შეზღუდვა ევროპაში რესურსების გაგზავნაზე. რეგიონის უმსხვილესი მწარმოებლები საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები უკვე ცდილობენ შეასრულონ თავიანთი საწარმოო ვალდებულებები OPEC+-ის შეთანხმებით. სხვა მომწოდებლები, როგორიცაა ლიბია, ებრძვიან პოლიტიკურ არეულობას, რომელიც ექსპორტს ზღუდავს.
WSJ: დეკემბერში რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი 22%-ით შემცირდა
რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო ექსპორტი დეკემბერში 22%-ით შემცირდა. მედიის ცნობით, პუტინმა რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესების საპასუხო განკარგულება გამოსცა 2022 წლის 11 თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, საშუალო დღიური ექსპორტის მოცულობა ამ თვეში დაახლოებით 2,5 მილიონი ბარელი იყო, იუწყება The Wall Street Journal ანალიტიკოსთა ფირმა Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით. ანალიტიკოსები ამ შემცირებას უკავშირებენ ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ნავთობის ოფშორულ მიწოდებაზე აკრძალვის დაწესებას და რუსეთიდან ზღვით ტრანსპორტირებულ ნავთობის ბარელზე ($60) ზღვრულ ზღვარს. ამ ფასზე შეთანხმდნენ ევროკავშირი, G7-ის ქვეყნები და ავსტრალია. „ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რუსული ნავთობის შემსყიდველების წრე დავიწროვდა. რუსულ ნედლ ნავთობს ყიდულობს ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი და ბულგარეთი, რომელიც გათავისუფლებულია ევროკავშირის სანქციებისგან“, - თქვა Kpler-ის ანალიტიკოსმა მეტ სმიტმა. მისივე თქმით, ექსპორტის შემცირება შესაძლოა, გამოწვეული იყოს ზამთრის ამინდითაც, რაც გავლენას ახდენს ნავთობის გადატვირთვაზე. აშშ-მ და ევროკავშირმა ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრად 60 დოლარი დაადგინეს. რუსეთის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ნავთობს არ მიჰყიდის ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ შეზღუდვებს.