თეგი: ნეიტრალური სტატუსი
მოლდოვა ნეიტრალური სტატუსის გაუქმებასა და სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხს განიხილავს - სანდუ
მოლდოვა ნეიტრალური სტატუსის გაუქმებასა და სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. „ახლა მიმდინარეობს სერიოზული დისკუსია ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ, რამდენად შეგვიძლია ჩვენ დამოუკიდებლად თავის დაცვა, თუ უნდა ვიყოთ უფრო დიდი ალიანსის ნაწილი. თუ ამ მომენტამდე მივედით, მაშინ ჩვენ ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის შეცვლა მოგვიწევს. ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესის გზით. მოლდოვა მშვიდობიანი ქვეყანაა. მოლდოვაა არ დაუწყია ომი მეზობლების წინააღმდეგ. რუსეთის პროპაგანდამ მოახერხა, დაერწმუნებინა მოსახლეობის ნაწილი, რომ ნეიტრალიტეტი ნიშნავს, რომ არ უნდა ჩადო ინვესტიცია თავდაცვის სექტორში, რომ არაფერი უნდა გააკეთო და არ გაქვს თავდაცვის შესაძლებლობები, რაც არასწორია“, - აღნიშნა მაია სანდუმ.