თეგი: ნელი დოროყაშვილი
სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებულის სხდომაზე, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა. ნელი დოროყაშვილი სასამართლოზე არ გამოცხადებულა. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს. მოგვიანებით, პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ედავებოდნენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.
საქალაქო სასამართლო, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო „2022 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო ოჯახური ძალადობის ბრალდების საქმეზე. ნიკოლოზ ბასილაშვილი: რთული პერიოდი გავიარე, სამართლიან განაჩენს ველოდი საქმის არსებითად განხილვისას სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, დაცვის მხარის მიერ ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელმა ნელი დოროყაშვილის ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულის ჩვენება თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის მიერვე განხორციელებულ ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებთან და არ ქმნიდა გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე, არ დადასტურდა ეკონომიკური ძალადობის, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით დაზარალებულის შევიწროების ფაქტები. კერძოდ, საბანკო ამონაწერებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მხრიდან პლასტიკური ბარათის დაბლოკვის ფაქტები. ასევე, არ დადასტურდა გენდერული ნიშნით დაზარალებულის კონტროლი, პროფესიული საქმიანობისთვის ხელშეშლა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში (2018 წ) და საქართველოში (2019წ) განხორციელებულ შესაძლო ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებს, დაზარალებულის მხრიდან სამართალდამცავ ორგანოებში მიმართვიანობას ადგილი არ ჰქონია. ამ ეპიზოდებშიც უტყუარად არ დადასტურდა პირის ბრალეულობა. 2020 წლის 21 მაისის, ე.წ. ავჭალის ეპიზოდში, ასევე არ იყო წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. უდანაშაულობის პრეზუმციის ცნების შესაბამისად, სასამართლომ ყოველგვარი გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა”,- აღნიშნულია სასამართლოს ინფორმაციაში. ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.
დოროყაშვილი ბასილაშვილის წინააღმდეგ, სამართლებრივ დავას ყველა ინსტანციაში აპირებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ განაჩენს, მისი ყოფილი ცოლი ნელი დოროყაშვილი Facebook-ზე გამოეხმაურა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო დოროყაშვილი ბასილაშვილის წინააღმდეგ, ყველა ინსტანციაში აპირებს სამართლებრივ დავას. ნიკოლოზ ბასილაშვილი: რთული პერიოდი გავიარე, სამართლიან განაჩენს ველოდი „სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭოს მტკიცებულებებით სავსე საქმეზე სტატუსისა და გავლენების გამო, ჩვენ მაინც მივიღებთ სამართლიანობას. ამ „ქეისს" გავხდით მაგალითად, თუ როგორ მუშაობს საქართველოში სასამართლო სისტემა“, - წერს დოროყაშვილი. საქალაქო სასამართლო, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს მანამდე, სოციალურ ქსელში, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. „გაფორმდა ფემიციდი! მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად“,- წერს აბაშიძე. როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, „მსხვერპლი ქალის მონელების უფლებას“ არავის არ მისცემენ და ნელი დოროყაშვილის დაცვა გაგრძელდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას და გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს. დოროყაშვილი ბასილაშვილის წინააღმდეგ, სამართლებრივ დავას ყველა ინსტანციაში აპირებს „ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არა ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს. ბრალდების მხარეს დარჩა განცდა, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულები, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილს ამხელდა დანაშაულში. ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა და ამასთან, ბრალდებული და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა“, - განაცხადა პროკურორმა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.