თეგი: ნიგერი

საფრანგეთს ნიგერიდან ჯარი გაჰყავს

საფრანგეთი პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნიგერიდან ჯარს გაიყვანს. მაკრონის თქმით, 1500 ჯარისკაცის გაყვანა წლის ბოლომდე იგეგმება და რომ საფრანგეთმა უარი განაცხადა „პუტჩისტების მძევლობაზე.“ საფრანგეთმა ნიგერიდან საკუთარი ელჩი უკვე გაიწვია. Reuters-ის თანახმად, საფრანგეთის გასვლა, სავარაუდოდ, გაამძაფრებს დასავლეთის შეშფოთებას აფრიკაში რუსეთის გავლენის გაფართოების გამო. დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფი „ვაგნერი" უკვე იმყოფება ნიგერის მეზობელ მალიში. ივლისის ბოლოს, სამხედრო მეამბოხეების ჯგუფმა ნიგერში პრეზიდენტის მოჰამედ ბაზუმის გადაყენების შესახებ გამოაცხადა. შემდეგ მათ ჩამოაყალიბეს სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭო (Conseil national pour la sauvegarde de la patrie, CNSP), რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალი აბდურაჰმანე ჭიანი, რომელიც მართავდა ქვეყანას. დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკურმა გაერთიანებამ (ECOWAS) შეაჩერა ნიგერის წევრობა ორგანიზაციაში და მკაცრი სანქციები დაუწესა ქვეყანას. გარდა ამისა, ECOWAS-ის ლიდერებმა აჯანყებულებისგან ბაზუმის გათავისუფლება მოითხოვეს. 25 აგვისტოს ნიგერის სამხედროებმა საფრანგეთის ელჩს და მის მეუღლეს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადეს და საელჩოს შენობაში დარჩნენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამბოხებულებს არ აქვთ საფრანგეთის ელჩის გაძევების უფლება, რადგან „შეთანხმება გაცემულია ნიგერის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ.“ 2 სექტემბერს, დედაქალაქ ნიამეის სასამართლომ საფრანგეთის ელჩის გაძევების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.  

ნიგერი თხევადი ნავთობის გაზის ექსპორტს კრძალავს

ნიგერმა თხევადი ნავთობის გაზის (LPG) ყველა ექსპორტი აკრძალა. ნათქვამია მთავრობის განცხადებაში, იუწყება Reuters. ეროვნული პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს შიდა ბაზრის მომარაგებისთვის, ხოლო ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში შეიძლება, გამოითხოვოს სპეციალური ავტორიზაცია ექსპორტზე, ნათქვამია განცხადებაში. ნიგერი ჩვეულებრივ, ჭარბი დოზით ექსპორტს მეზობელ ნიგერიაში ახორციელებს. თხევადი ნავთობის გაზი გამოიყენება როგორც ალტერნატივა სათბობი ნავთობისა და ელექტროენერგიისა იმ ადგილებში, სადაც არ არის ბუნებრივი გაზის მილსადენი გაყვანილი.