თეგი: ნიკოლოზ შანავა

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ნიკოლოზ შანავა სამხედრო პატივით დაკრძალეს

ქალაქ იზიუმთან რუს ოკუპანტებთან შეტაკების დროს​ გარდაცვლილი 21 წლის ნიკოლოზ შანავა თბილისში, სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მებრძოლის ხსოვნას რიგითმა მოქალაქეებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა მიაგეს პატივი. უკრაინაში სულ 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა. ნიკოლოზ შანავა საქართველოში 15 აპრილს ჩამოასვენეს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ უკრაინაში 16 აპრილს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა