თეგი: ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდა. სომხური მედიის ცნობით, შეხვედრას სომხეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალენ სიმონიანი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჰაკობ არშაკიანი ესწრებოდნენ.უშიშროების საბჭოს სხდომაზე სომხეთის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ალიევი: სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის აზერბაიჯანის შეთავაზებულ 5 პირობას დათანხმდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. ალიევის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 9 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის დროს მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოსტკონფლიქტური ვითარებისა და ბრიუსელში 6 აპრილს გამართული მოლაპარაკებების შესახებ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუს კოლეგას აცნობა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანული მხარის 5 პირობა მიიღო. აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს: - მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა; - მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ; - მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან; - მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია; - დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ; მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი გასულ კვირას ბრიუსელში შეხვდნენ. 26 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა. ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვევა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვევა, სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „შექმნილი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. ასევე, ამ კვირაში პუტინი გააგრძელებს შეხვედრების სერიას ეკონომიკურ ვითარების განსახილველად“, - ციტირებს პესკოვს სომხური მედია.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა. ამის შესახებ გამოცემა „არმენპრესი“ იტყობინება. როგორც ცნობილია, აეროპორტში ფაშინიანს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო დახვდა. სომხური მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
მოსკოვი და ერევანი ურთიერთობებს აღრმავებენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „შეშფოთება გამოთქვეს რიგი ქვეყნების მიერ ცალმხრივი სანქციების დაწესების გამო“. ამის შესახებ ნათქვამია ორი ქვეყნის ლიდერების განცხადებაში, რომელიც მოსკოვში შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. ფაშინიანმა და პუტინმა საერთო ინტერესების ფარგლებში, საერთაშორისო აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა და რეგიონული თემები განიხილეს. „გაცვალეს მოსაზრებები პოლიტიკურ, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებზე, ასევე ორმხრივი ფართო დღის წესრიგის შესახებ. მხარეებმა გამოთქვეს განზრახვა ხელი შეუწყონ პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთისა და სომხეთის პროვინციებსა და რეგიონებს შორის. მიაღწიეს შეთანხმებას ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარების წახალისების შესახებ. პუტინმა და ფაშინიანმა აღნიშნეს რეგულარული მაღალი დონის დიალოგის მნიშვნელობა. ამ კუთხით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის რუსეთის ფედერაციაში ოფიციალური ვიზიტის აქტუალურობა და მნიშვნელობა, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გაამყაროს ორმხრივად მომგებიანი პოლიტიკური კონტაქტები, გააღრმაოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ინტეგრაციული პროცესები ევრაზიის რეგიონში, უზრუნველყოს სამხრეთ კავკასიაში საკითხების მოგვარება და სტაბილურობის გაზრდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მოსკოვსა და ერევანს შორის ბიოუსაფრთხოების საკითხებში მიღწეული შეთანხმებების შემდგომი განხორციელების მნიშვნელობას (...). დადასტურდა, რომ ორი ქვეყნის ტერიტორიები არ იქნება გამოყოფილი მესამე ქვეყნების მიერ გამოსაყენებლად ბიოუსაფრთხოებაში ერთმანეთის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებების განსახორციელებლად. მხარეები ინარჩუნებენ საერთო მიდგომებს საერთო წარსულის მიმართ და გამოთქვეს განზრახვა, განაგრძონ ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვისა და ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ. მხარეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ძალისხმევა რასიზმთან, ქსენოფობიასთან, ნეონაციზმთან, ასევე ეროვნების, ენის ან რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - ნათქვამია განცხადებაში. ამავე თემაზე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა
ილჰამ ალიევი: სამშვიდობო შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში, არ ვაღიარებთ სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება სომხეთისთვის "ბოლო შანსია" და თუ ამაზე უარს იტყვიან, აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას ოფიციალურად არ აღიარებს. ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა მსოფლიოს აზერბაიჯანელთა მე-5 კონგრესის შეხვედრაზე, რომელიც ყარაბაღში, რომელიც ქალაქ შუშაში 22 აპრილს გაიმართა. "წამოვაყენეთ შეთავაზება, რომელიც ხუთი კონკრეტული პრინციპისგან შედგება და სომხეთმა ეს პრინციპები მიიღო... სწორედ ამ ხუთი პრინციპის საფუძველზე ვაპირებთ მოლაპარაკებების წარმოებას. ამჟამად, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები აყალიბებენ სამუშაო ჯგუფებს. ვთვლი, რომ ახლო მომავალში აუცილებელია კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყება. ეს არ უნდა გაჭიანურდეს, რადგან სამშვიდობო შეთანხმება სწორედ ხუთ პრინციპზე იქნება ხელმოწერილი,“ – განაცხადა ალიევმა. 9 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი 31 მარტს ბრიუსელში შეხვდნენ. 26 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს.გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა. ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ალიევი: სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის აზერბაიჯანის შეთავაზებულ 5 პირობას დათანხმდა
ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო
ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო. სომხური მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ქუჩების გადეკეტვა დაიწყეს. დემონსტრანტები ამბობენ, რომ სახლებში არ წავლენ, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გუნდის გადადგომაა. ცნობისთვის, ამ წუთებში გადაკეტილია მიასნიკიანის, ჰერაცის, გნუნის, ვარდანანცის ცენტრალური გამზირები და სხვა ადგილები, არის ავტომანქანების საცობები.
ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე პროტესტის 200-მდე მონაწილე დააკავეს
ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე პროტესტის 200-მდე დააკავეს. ადგილობირივ მედია პოლიციის ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელიც ისჯება ჯარიმით (სომხეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლი). ოპოზიცია ერევნის სხვადასხვა რაიონში საპროტესტო აქციას მართავს, რამდენიმე ქუჩა გადაკეტილია. პოლიციამ News.am-ს განუცხადა, რომ „დილიდან ქალაქში 30-მდე ქუჩა იყო გადაკეტილი, თუმცა სამართალდამცველებმა მოძრაობა სწრაფად აღადგინეს“. აქციის მონაწილეებმა შეაჩერეს მოძრაობა ერევნის ცენტრში მთავარ გამზირებსა და ქუჩებზე, იტყობინება „ინტერფაქსის“ კორესპონდენტი. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომის მოთხოვნით „დაუმორჩილებლობის აქცია“ ერევანში დღეს დილიდან მიმდინარეობს. აქცია ოპოზიციამ გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს დააანონსა. აქციის მონაწილეების ნაწილმა საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალა და ღამე ქუჩაში გაათენა. ისინი აცხადებენ, რომ სახლში არ წავლენ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს აზერბაიჯანთან პოზიციების დათმობაში ადანაშაულებს. ფაშინიანის ოპონენტები ამბობენ, რომ მას აქვს განზრახვა, ბაქოსთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს აღიარებს. ასევე წაიკითხეთ ექსკლუზიურად Europetime-სთვის - ექსკლუზიური რეპორტაჟი ყარაბაღიდან
ფაშინიანი რუსეთს ეწვევა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთს სამუშაო ვიზიტით 16 მაისს გაემგზავრება. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი მოსკოვში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს (ОДКБ) სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი. მოსკოვი და ერევანი ურთიერთობებს აღრმავებენ ფაშინიანი ბოლო ერთ თვეში მოსკოვს უკვე მეორედ ეწვევა.
შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა
აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბრიუსელში შეხვდნენ, რათა მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო გეგმა განეხილათ. ეს ის საკითხია, რომელმაც ერევანში ოპოზიციის მხრიდან საპროტესტო ტალღა გამოიწვია. სამმხრივ შეხვედრამდე მიშელმა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდეტ ილჰამ ალიევთან შეხვედრები ცალ-ცალკე გამართა. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ალიევმა მიშელს განუცხადა რომ აზერბაიჯანმა ჩამოაყალიბა ხუთი პრინციპი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონმდებლობაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის“. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს „პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების შემუშავების პროცესი დაჩქარდება", - ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ერევანში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე 352 ადამიანი დააკავეს მაგრამ ფაშინიანი შიდა ზეწოლას განიცდის ოპონენტების მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ძალიან ბევრს უთმობს აზერბაიჯანს. არეულობა ასევე ემთხვევა რუსეთის ომს უკრაინაში, რამაც აიძულა ბევრი ყოფილი საბჭოთა მეზობელი, გადაეფასებინა საკუთარი უსაფრთხოება.
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს მტკიცე გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ, სომეხი და ქართველი მოქალაქეებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს
„საქართველოს მტკიცე გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სომეხი და ქართველი მოქალაქეებისთვის, საკუთარი იდენტობის და რელიგიური ღირებულებების შენარჩუნების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც ტექსტში აცხადებს. სომხეთის პრემიერი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს. „გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საუკუნეების განმავლობაში ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის - საქართველოს მტკიცე გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სომეხი და ქართველი მოქალაქეებისთვის, საკუთარი იდენტობის და რელიგიური ღირებულებების შენარჩუნების თვალსაზრისით. რთულ ისტორიულ ჟამს, ჩვენ, მეგობრობის სულისკვეთებით, ყოველთვის ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში. დარწმუნებული ვარ, რომ მრავალმხრივი თანამშრომლობის გამოცდილება, რომელიც საფუძვლად უდევს ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის, მომავალში კიდევ უფრო გამდიდრდება ახალი და ურთიერთსასარგებლო მიღწევებით, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეთა კეთილდღეობას, დაგვეხმარება რეგიონში არსებული გამოწვევების დაძლევაში და უზრუნველყოფს წინსვლას. გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ საქმიანობას. მოძმე ქართველ ერს კი ვუსურვებ კეთილდღეობას და მშვიდობას“, - აღნიშნულია მილოცვაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ტრანზიტის საკითხები განიხილეს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან ქალაქ დილიჟანში სამუშაო შეხვედრა გამართა. კოლეგებმა შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა. ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. ასევე მზადყოფნა გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ფაშინიანი: სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმებების შესრულება, სომხეთისა და თურქეთის უწყებების მუშაობაზეა დამოკიდებული
„ჩემი მიზანია, კოორდინირებულად ვიმუშაო იმისთვის, რომ თურქეთთან მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება, რეალურად სწრაფად შესრულდეს“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ გასულ კვირას, თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნიან. ამასთან, განხორციელდება ავიაგადაზიდვები თურქეთი-სომხეთისა და საპირისპირო მიმართულებით. ორ ქვეყანას შორის საზღვარი 1993 წელს ანკარის ინიციატივით დაიხურა. ქვეყნების უთანხმოება, სხვა საკითხებთან ერთად, ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლის სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესსა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირდებოდა, რომელშიც თურქეთი აზერბაიჯანს უჭერდა მხარს. 2018 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა გამოთქვა მზადყოფნა, თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები წინაპირობების გარეშე აღედგინა. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ერევანი სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებისთვის ბრძოლას განაგრძობს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ნიკოლ ფაშინიანმა "ურთიერთობების ნორმალიზებაზე" ისაუბრეს
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანი Twitter-ზე წერს. თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ ფაშინიანი: სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმებების შესრულება, სომხეთისა და თურქეთის უწყებების მუშაობაზეა დამოკიდებული ფაშინიანის თქმით, ლიდერებმა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის შესახებ ისაუბრეს. „თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნეთ ის მნიშვნელობა, რასაც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს ვანიჭებთ. ჩვენ ველოდებით, 1-ელ ივლისს ჩვენი სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების ადრეულ განხორციელებას", - წერს ფაშინიანი.
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას
სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განცხადებით, ტრადიციულად, მეგობრული ურთიერთობები ორ მოძმე ხალხს შორის, რომელიც მდიდარ კულტურულ, ისტორიულ მემკვიდრეობასა და ღირებულებების იდენტურ სისტემას ეფუძნება, თანმიმდევრული მუშაობისა და მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით გამყარებას განაგრძობს, რაც შემდგომი ურთიერთქმედებისა და სახელმწიფოს მშენებლობისთვის წინაპირობებს ქმნის. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 30 წელი მხოლოდ წამია სომეხი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, მაგრამ დამოუკიდებლობის აღდგენიდან ორი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს პერიოდი მნიშვნელოვანი მიღწევებისა და წარმატებების მდიდარი კეთილმეზობლური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებისა და მოწესრიგების უმნიშვნელოვანეს პერიოდად ხასიათდება. „სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეზობელ და მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების თანმიმდევრულ განვითარებას და მტკიცე ვალდებულებას, რომ ყველა სფეროში არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაფართოოთ, ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ მილოცვაში.
ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველო-სომხეთის საზღვართან ახალი საავტომობილო ხიდის გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საავტომობილო ხიდი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. „ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს“. „მოხარული ვარ, ვუმასპინძლო მას საქართველოში. კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არამხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს. ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე ერთობლივად აშენებული, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად ორმაგდება საზღვარზე ტრანსპორტის გამტარობა. უმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ხიდი არამხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი. მან მადლობა გადაუხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომლის მხრიდანაც ხიდის მშენებლობისთვის 7 მლნ ევროზე მეტი გამოიყო. „მინდა აღვნიშნო, რომ ხიდი არამხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს ჩვენს ქვეყანაში საგზაო დერეფნის განვითარება მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, უკვე აშენებული გვაქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის ნახევარი, ხოლო სულ რაღაც 2 წელიწადში მისი ყველა ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება. ასეთი მასშტაბური პროექტების კონტექსტში კიდევ უფრო აქტუალური ხდება, რა თქმა უნდა, გამშვები პუნქტების თანამედროვე სტანდარტების ხიდის ფუნქციონირებაც და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ორი მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადგომა. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. შეიძლება ითქვას, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ. ეს ხიდი გვაძლიერებს ჩვენ, ჩვენს ქვეყნებს, მთლიანად რეგიონს, ამიტომ კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას მოგახსენებთ, ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს მშვიდობას, ჩვენს ხალხს კეთილდღეობას და წინსვლას. დიდი მადლობა!“, - განაცხადა პრემიერმა.
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ სომხეთის პრემიერმა ახალი საავტომობილო ხიდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის განხორციელებისთვის ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა. „საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ. ასევე, უნდა აღვნიშნო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ყოველდღიური სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა, ორ ქვეყანას შორის განვითარდეს სასაზღვრო თანამშრომლობა, რაც საპრევენციო ღონისძიებებში გამოგვადგა კოვიდის პერიოდში. ჩვენს ქვეყნებს შორის საჭიროა კულტურულ-ჰუმანიტარულ, ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტების და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შეთავაზება. სომხეთის და საქართველოს რეგიონებს შორის დეცენტრალიზაციის მიმართულებით მინდა აღვნიშნო, რომ აქ გვაქვს დიდი შესაძლებლობა და უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო პროექტები. მნიშვნელოვანია ასევე გარემოს დაცვის, დასაქმების, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროებში შემდგომი ურთიერთობების განვითარება. უნდა გავააქტიუროთ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ამ ყველაფრის განსახორციელებლად საჭიროა უწყებათაშორისი შეხვედრები, მჭიდრო კავშირები, ამიტომ უნდა გაადვილებული იყოს ჩვენი ურთიერთობა, რასაც ხელს შეუწყობს ეს ხიდი. მადლობას ვუხდი ყველა ჩართულ მხარეს, ვინც განახორციელა ეს დიდი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს და ურთიერთსასარგებლო საქმიანობაში ხელს შეგვიწყობს. ყველას ვუსურვე წარმატებას ჩვენი ქვეყნების სასარგებლოდ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა პირისპირ შეხვედრისას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში. ხაზი გაესვა არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, მათ შორის თბილისში გამართული სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
ნიკოლ ფაშინიანი: რაც შეეხება ტვირთგადაზიდვებს, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ერთობლივი უწყვეტი სამუშაო მათი ადვილი გადაადგილებისთვის
„97%-ით გვაქვს სავაჭრო ბრუნვის ზრდა დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად განვავითაროთ და გავაღრმავოთ ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა“, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მისივე თქმით, ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევების პირობებში, თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. „ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ მოგესალმოთ ყველას სომხურ-ქართული პარტნიორული, მჭიდრო და მრავალშინაარსიანი თანამშრომლობის მაუწყებელი ამ ხიდის ამოქმედების ღონისძიებაზე. უსათუოდ საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ჩვენი ორი მეგობარი ქვეყნის საუკუნოვან კავშირებს აქვს ასეთი თანამედროვე და დროის მოთხოვნილების შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის საჭიროება, რაც მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს მომავალ ვრცელ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად განვავითაროთ და გავაღრმავოთ ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა. პატივცემულო დამსწრეებო, ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევების პირობებში, თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. დღეს გამიკვირდა, დავაფიქსირეთ, რომ გასულ წელთან შედარებით, ამ დროსთან შედარებით 97%-ით გვაქვს სავაჭრო ბრუნვის ზრდა. მართალია, წინა წლების ბაზა არ იყო დიდი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც უწყვეტი, თანმიმდევრული, ერთობლივი სამუშაოების განხორციელების შედეგია“, - განაცახდა ფაშიანმა. მისი თქმით, სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მეტად დიდი პოტენციალი აქვს. „არის შესაძლებლობები მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტიის, ინფორმატიკის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. აშკარაა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაციო გზებს, რაც იძლევა მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის საშუალებას და სასიცოცხლო კავშირის უზრუნველყოფას ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის სატრანსპორტო სფეროს პრიორიტეტი ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, რეალური ნაბიჯები გადავდგათ არამხოლოდ სპარსეთის ყურის და შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, არამედ სატრანსპორტო სფეროს საკვანძო კავშირის უზრუნველყოფა საკვანძო სხვა ინიციატივებში. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეთანხმებების შერწყმით, აქტიური სამუშაოებით დავაინტერესებთ უკვე დაინტერესებულ და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, ჩავრთოთ რეგიონულ თანამშრომლობაში. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის კანონიერი მგზავრგადაზიდვა, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზებით. რაც შეეხება ტვირთგადაზიდვებს, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ერთობლივი უწყვეტი სამუშაო მათი ადვილი გადაადგილებისთვის. ამ კონტექსტში ასევე ხაზს ვუსვამ სარკინიგზო და მულტიმოდალურ, კერძოდ, საბორნე გადაზიდვების მნიშვნელობას“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
რა შედეგით დასრულდა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში
ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობას განაგრძობენ. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში შედგება. შეხვედრაზე, შარლ მიშელის ინფორმაციით, ასევე განიხილეს სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და ტერიტორიების განაღმვის საკითხები. ფაშინიანსა და ალიევს შორის განსახილველ საკითხებს შორის იყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხიც. ამასთან დაკავშირებით, ორმხრივი სახელმწიფო კომისია ბრიუსელში ნოემბერში შეიკრიბება. ბრიუსელის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ბრიუსელში კიდევ ერთხელ ნოემბერში გამართავენ შეხვედრას.
მედია: ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, რამდენიმე თვეში გაფორმდეს მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი დეპუტატებს შეხვდა და რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს. მხარეების განცხადებით, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. „ჩვენ მზად ვართ, სამშვიდობო ხელშეკრულებას წლის ბოლომდე მოვაწეროთ ხელი“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მედიასთან განაცახდა, რომ შესაძლოა, რამდენიმე თვეში სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს.
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანთან საზღვრების გახსნით
სომხეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანთან საზღვრების გახსნით და ამ პროცესის დასრულებას რუსეთის მხარდაჭერით ელის. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე განაცხადა. მედია: ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა ფაშინიანმა 2021 წლის 11 იანვარს მოსკოვში გაფორმებულ შეთანხმებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაშინ შეთანხმებული პროექტის თანახმად, ერევანი სატრანსპორტო მარშრუტებს აზერბაიჯანის ტერიტორიით, ხოლო ბაქო - სომხეთის ტერიტორიით მიიღებს. ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, რამდენიმე თვეში გაფორმდეს „გლობალური თვალსაზრისით, ეს არის ახალი საერთაშორისო სავაჭრო გზების გახსნის შესაძლებლობა და უნდა ითქვას, რომ ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამით და ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხს უახლოეს მომავალში რუსეთის მხარდაჭერით მოვაგვარებთ“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ფაშინიანის თქმით, სომხეთი ასევე ითვალისწინებს რუსეთის მხარდაჭერას აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში, მათ შორის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე. „რუსეთის ფედერაცია აზერბაიჯანისთვისაც ძალიან ახლო პარტნიორია და ვფიქრობ, რომ ეს ხსნის შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. ამასთან, მისი თქმით, ერევანს ანკარასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის იმედი აქვს. „ჩვენ დავიწყეთ საუბარი თურქეთთან. იმედი გვაქვს, რომ რუსეთის მხარდაჭერით ამ ქვეყანასთან ურთიერთობებს გავაუმჯობესებთ“, - განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.
ნიკოლ ფაშინიანი ფილიპ რიკერს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს, ფილიპ რიკერს შეხვდა. სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული რიგი საკითხები განიხილეს. ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში, აშშ-ის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სახელმწიფოს მნიშვნელოვან როლს ხაზი გაუსვა. ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში მოლაპარაკებების პროცესის აღდგენის აუცილებლობას და პლატფორმის გამოცდილებით სარგებლობას მთიანი ყარაბაღის საკითხის ყოვლისმომცველი მოგვარების კონტექსტში. მხარეებმა ასევე გაცვალეს აზრები სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების სხვა საკითხებზე.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შუაღამისას დაწყებული შეტაკებების შედეგად, სომხურ მხარეს, სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანმა შარლ მიშელს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარება გააცნო „სამწუხაროდ, ეს რიცხვი საბოლოო არ არის", -აღნიშნა სომხეთის პრემიერმა. ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი მოქმედებები ოთხი მიმართულებით განახორციელეს, მოგვიანებით კი კიდევ ორი-სამი მიმართულება დაემატა. მთავრობის მეთაურმა უარყო ბაქოს განცხადებები, რომ აზერბაიჯანის ქმედებები განხორციელდა სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ და ამ ცნობებს აბსოლუტურად მცდარი უწოდა. ამ დროისთვის საომარი მოქმედებების ინტენსივობა შემცირდა, განაცხადა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა და ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის თავდასხმები ერთი-ორი მიმართულებით გრძელდება. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი აფასებენ სიტუაციას, ითვლიან ზარალს და განახლებული ინფორმაცია ოფიციალურად გამოქვეყნდება. დაღუპულების შესახებ საუბრობს აზერბაიჯანული მხარე, თუმცა, კონკრეტული რიცხვი ჯერ არ დაუსახელებია. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს დაღუპულია 105 ადამიანი
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, სოხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცახდა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებისას სომხეთის მხარეს 105 ადამიანია დაღუპული. სომხეთი: აზერბაიჯანთან შეტაკებები შესაძლოა, ომში გადაიზარდოს ამასთან აღნიშნა, რომ, აზერბაიჯანმა სომხეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა. მანამდე, სომხეთმა განაცხადა, რომ არსებობს რისკი, რომ აზერბაიჯანთან სასიკვდილო შეტაკებები ომში გადაიზარდოს. ერევანმა მოუწოდა დიდ სახელმწიფოებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მძიმე ვითარებას, რომელმაც, მისი თქმით, შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი დიდი კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში. „თქვენ იცით, რამდენად მყიფეა სიტუაცია ჩვენს რეგიონში. სიტუაციის ესკალაცია გრძელდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სსრკ-ს საზღვრებში აღიაროს
სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სსრკ-ს საზღვრებში, თუ აზერბაიჯანი, სომხეთის ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თუ აზერბაიჯანელი სამხედროები გამოვლენ სომხეთის ტერიტორიიდან და სსრკ-ს საზღვრებში დადგებიან, მაშინ ჩვენ ამას ვაღიარებთ. არ აქვს მნიშვნელობა არც სამხედრო ბალანსს, არც მოკავშირეებსა და არც იმას, თუ ვისი მოკავშირეა უფრო ძლიერი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება“, - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანის თქმით, „მშვიდობის სახელით მძიმე გადაწყვეტილებების მიღებაზე" აიღო პასუხისმგებლობა. „მაგრამ რთული გადაწყვეტილებების მიღება არ ნიშნავს სომხეთის ეროვნული, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, რათა გარანტირებული იყოს სომხეთის გრძელვადიანი უსაფრთხოება“, - განაცხადა პრემიერმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
ერევანში, პარლამენტთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „გამოდით ქუჩებში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაურეკოს ჩვენს მეგობრებს და ნათესავებს და დაუძახოს აქ. გადაკეტეთ ქუჩები. არ მისცეთ უფლება ამ მოღალატეებს გაყიდონ ქვეყანა", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ბაგრამიანის გამზირზე, სადაც ეროვნული ასამბლეის შენობაა განთავსებული, აქციის მონაწილეებმა მოძრაობა გადაკეტეს. მანამდე, ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სსრკ-ს საზღვრებში, თუ აზერბაიჯანი, სომხეთის ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ სომხეთის მხარეს, აზერბაიჯანთან შეტაკებისას 105 ადამიანი დაიღუპა.
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს 135 სამხედროა დაღუპული
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული დაზუსტებული მონაცემებით, აზერბაიჯანის საზღვარზე 13-14 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების შედეგად 135 სომეხი სამხედრო დაიღუპა. ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს „დღემდე სომხეთის მხარეს დადასტურებული მსხვერპლის რაოდენობა 135-ი ადამიანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი საბოლოო არ არის. ბევრი დაჭრილია“, - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის ცნობით, ესკალაციის ზონაში ოპერატიული ვითარება ამ დროისთვის შედარებით მშვიდია. „წუხელ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებითად დაცული იყო. შემიძლია აღვნიშნო, რომ შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული დავალება“, - განაცხადა პაპიკიანმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.
ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მთავრობის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ხელმძღვანელობით დელეგაცია მიიღო. ფაშინიანმა შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს მართლაც უპრეცედენტო ვიზიტია აშშ-დან სომხეთში და ჩვენ ვაფასებთ მას. „ყველა სომეხი სომხეთის სანდო მეგობრად გთვლით. მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ს, სომხური დემოკრატიის მხარდაჭერისთვის, რადგან ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მთავრობის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს. მინდა გამოვხატო ჩვენი ერთგულება დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისადმი, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ხედავთ, ეს არ არის მარტივი გზა. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც მინდა აღვნიშნო: ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მკაფიო პოზიციას სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, აშშ-ის მთავრობის მკაფიო ფორმულირებები დასაფასებელია, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა არსებული ვითარება და ჩვენ ვიმედოვნებთ და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ ეს სიტუაცია დარჩეს გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეყრდნობით აშშ-ის მხარდაჭერას“, - განაცხადა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს. ნენსი პელოსის ერევანში ჰკითხეს, არის თუ არა აშშ მზად სომხეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. შეგახსენებთ, სომხეთის ოფიციალურმა პირმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ დახმარებაზე უარის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა. „ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განუცხადა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ეროვნულ ტელევიზიას და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეადარა პისტოლეტს, რომელიც ტყვიებს არ ისროდა. Reuters-ის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
რა საკითხები განიხილეს ნენსი პელოსიმ და ნიკოლ ფაშინიანმა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრცელებს. მისი მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მთავრობა გააგრძელებს თანმიმდევრულ ნაბიჯებს დემოკრატიის განმტკიცებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით. ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მთავრობის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს „სომხეთში დემოკრატიის მხარდაჭერა, სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია, თურქეთის საწინააღმდეგო პოზიცია მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით - ამ და ყველა სხვა თვალსაზრისით, ჩვენ სომხეთის მეგობარი ვართ. ჩვენ აქ ვართ თქვენი მთავრობის პატივისცემის გამო. შარშან ჩატარდა არჩევნები, რომელიც ჩაითვალა თავისუფლად და სამართლიანად. იყო თქვენი შესანიშნავი გამარჯვება საომარ პირობებსა და სხვა გარემოებებში“, – აღნიშნა თავის მხრივ, ნენსი პელოსიმ. სომხეთის პრემიერის ოფისის ცნობოთ, „ნიკოლ ფაშინიანმა და ნენსი პელოსიმ ისაუბრეს აზერბაიჯანის აგრესიაზე სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანული შენაერთების გაყვანის აუცილებლობაზე“.საუბარი ასევე შეეხო რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესაძლებლობებს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებს.აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამერიკული მხარე გააგრძელებს აქტიურ წვლილს ორმხრივი მრავალსექტორული თანამშრომლობისა და სომხეთში დემოკრატიის განვითარების მიზნით. ნენსი პელოსიმ ვიზიტის შეჯამებისას, Twitter-ზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამერიკა სომხეთის გვერდით დგას და ის მსოფლიოს მასშტაბით ავტოკრატიასთან მიმდინარე ბრძოლაში, ყოველთვის მხარს დაუჭერს დემოკრატიასა და თავისუფლებას.
პუტინმა ფაშინიანს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მილოცვა გაუგზავნა. „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სომხეთთან მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნები წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში, კოორდინაციას უწევენ ძალისხმევას EAEU-ს, CSTO-ს, დსთ-სა და სხვა მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში“, - აღნიშნულია წერილში სომხური მედიის ცნობით.
ჯო ბაიდენი: ჩვენ გავაგრძელებთ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფების მხარდაჭერას
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გულწრფელად ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღის იუბილეს. ჩვენ გავაგრძელებთ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფების, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას“, - აღნიშნულია წერილში.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესაძლოა, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდეს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ოქტომბრის დასაწყისში, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდეს, იუწყება Trend-ი. „2022 წლის 6 ოქტომბერს, პრაღაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობა სამიტს გამართავს. ახლა ჩვენ, სამიტზე დასწრების შესაძლებლობას განვიხილავთ. შესაძლოა, სამიტს ესტუმროს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ფაშინიანიც. შესაძლოა, ჩვენ მოვახერხოთ მასთან საუბარი“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში.
ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობის, სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა განვიხილეთ
"ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა განვიხილე", - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა „კარგი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა. სამხრეთ კავკასია უნდა იქცეს შესაძლებლობების რეგიონად”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების კარგი საფუძველია. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება მიმოიხილეს. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
სომხეთი ფაშინიანი: მოკავშირე ქვეყნებს ფულს ვუხდით, მაგრამ იარაღს არ გვაწვდიან
მთავრობამ დაიწყო შეიარაღებული ძალების რეფორმირების ფართომასშტაბიანი პროცესი, მაგრამ ამ პროვოკაციებით აზერბაიჯანი ცდილობს, დარწმუნდეს, რომ სომხეთი ამ რეფორმებს ვერ განახორციელებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. „თქვენ იცით, რომ ყველა მიმართულებით, ყველა შემთხვევაში, სადაც ეს შესაძლებელია, სამწუხაროდ, მათ [ანუ აზერბაიჯანელებს] აქვთ გარკვეული წარმატებები ჩვენს მოკავშირეებთან ურთიერთობის კუთხითაც და ისინი ცდილობენ, უზრუნველყონ იარაღი და საბრძოლო მასალა. სომხეთს არ მიეწოდება, გვაქვს შემთხვევები, როცა 100 მილიონი დოლარია გადახდილი, მაგრამ სომხეთისთვის მიწოდების ვალდებულებები არ სრულდება, მათ შორის მოკავშირე ქვეყნების მხრიდან, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო რეალობაა, ღრმად უნდა გავაანალიზოთ. ეს სიტუაცია“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
სომხეთის პრემიერი: მსოფლიოს კოლაფსის მომსწრენი ვართ, არ არსებობს რეგიონში ქვეყანა, რომელსაც ეს შოკი არ დაარტყამს
„სომხეთი ძალიან აქტიურად მუშაობს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან; სომხეთი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრი, ისმენს და ეთანხმება ყველა მოწოდებას და ხაზს უსვამს, რომ საკითხები უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით, მაგრამ ხედავს, რომ აზერბაიჯანი მუდმივად მიმართავს აგრესიულ ქმედებებს“. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ვითარებაში სომხეთი საერთაშორისო პარტნიორებს თანმიმდევრულად სთავაზობს შემდეგ გადაწყვეტას, რომელიც მისი თქმით, შეიძლება, იყოს გამოსავალი: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განლაგება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. „იქნება ეს გაეროს უშიშროების საბჭოს, ეუთოს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მისია“, - აღნიშნა ფაშინიანმა. ფაშინიანის თქმით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს მსოფლიო ყველას თვალწინ ინგრევა. „დღეს მე ვიტყვი, რომ არ არსებობს ქვეყანა, ყოველ შემთხვევაში, ევრაზიის რეგიონში, რომელიც ამ შოკის თავისი წილი არ შეეხება“, - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნასა და ზავის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ. სომხეთი სამი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ნიკოლ ფაშინიანი ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე, მოლაპარაკებებს გამართავენ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე პრაღაში მოლაპარაკებებს გამართავენ. როგორც ცნობილია, შეხვედრის ინიციატორი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანია. ცნობისთვის, 6-7 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი შეხვედრა გაიმართება.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პირველი პირისპირ შეხვედრა პრაღაში, ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს იგეგმება. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. „ხვალ, თურქეთის დროით 19:00 საათზე, პრეზიდენტი ერდოღანი პრაღაში ორმხრივ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრ პაშინიანთან“, - წერს გაზეთი Milliyet. Sabah-ის ცნობით, შეხვედრის დროს თურქეთის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შესთავაზებს სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრების გამართვას ორმხრივი ურთიერთობების დასარეგულირებლად თურქეთსა და სომხეთში და არა მესამე ქვეყნებში. გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად სომხეთმა „პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს, ასევე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი“, - წერს გაზეთი. სომხურ მხარეს ფაშინიან-ერდოღანის მოახლოებული შეხვედრის შესახებ ჯერ ოფიციალურად არ გაუცხადებია. მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს, რომ ასეთი შეხვედრა სავარაუდოა.
ერდოღანმა და ფაშინიანმა პრაღაში, პირისპირ შეხვედრა გამართეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრაღაში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. დახურული შეხვედრა პრაღის სასახლეში, პირველი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე სხვა ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. მანამდე, ერდოღანმა, ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოკლე საუბარი გამართეს სამიტის წინ. სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ოთხმხრივი შეხვედრა ჰქონდათ. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ეს თურქეთისა და სომხეთის ლიდერების პირველი შეხვედრაა განვლილი 13 წლის განმავლობაში. ბოლოს ერთმანეთს აბდულა გული და სერჟ სარქსიანი შეხვდნენ.
სომხური მხარე საუბრობს, რა თემები განიხილეს ფაშინიანმა და ერდოღანმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი და ამ მიმართულებით შემდგომი შესაძლო ნაბიჯები განიხილეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ორი ლიდერის შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების დისკუსიის შედეგად მიღწეული შეთანხმებების უმოკლეს ვადაში განხორციელების აუცილებლობას. ერდოღანმა და ფაშინიანმა პრაღაში, პირისპირ შეხვედრა გამართეს კერძოდ, საუბარია მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე, სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე.მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონულ პროცესებზე. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ოთხმხრივი შეხვედრა ჰქონდათ.
ფაშინიანი მზადაა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც რუსი სამხედროები მთიან ყარაბაღში 15-20 წლით დარჩებიან
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა, 31 ოქტომბერს სოჭში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, მთიან ყარაბაღში რუს სამშვიდობოებს ყოფნის ვადა გაუხანგრძლივდებათ. ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე, რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე ამის შესახებ მან მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა. „ოფიციალურად ვაცხადებ: მზად ვარ, ხელი მოვაწერო დოკუმენტს სოჭში და ვაღიარო, რომ რუსი სამშვიდობოების ყოფნა ყარაბაღში უპირობოდ და წინაპირობის გარეშე გაგრძელდება 10, 15, 20 წლით. მე ვთავაზობ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ეს არის სამმხრივი დოკუმენტი და თუ რუსეთთან შევთანხმდით, ჩვენ ვიქნებით უმრავლესობაში“, - განაცხადა ფაშინიანმა. ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დაპირება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელებმა უნდა დატოვონ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა, ჯერ არ შესრულებულა. „ეს კითხვები უნდა დაისვას - რუსეთი მკაცრად იცავს თავის წინადადებებს თუ არა“, - განაცხადა ფაშინიანმა. როგორც ცნობილია, ამ თვის ბოლოს ფაშინიანი სოჭში გაემგზავრება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად. 2020 წლის ნოემბერში სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ. შეთანხმების თანახმად, გადაწყდა რეგიონში რუსეთის ფედერაციის „სამშვიდობო კონტინგენტის“ განლაგება. აგვისტოში ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შექმნილი ვითარებაზე, რუსეთის სამხედრო კონტინგენტთან დაკავშირებით სომხეთის საზოგადოებას კითხვები აქვს. ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა სოჭში 31 ოქტომბერს გაიმართება. რა გავლენა აქვს „პრაღის შეთანხმებას“ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და რა ახალი შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის
ფაშინიანი ირანში ჩავიდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის მიწვევით თეირანში მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანს ირანის პრეზიდენტი საადაბადის ისტორიულ-კულტურულ კომპლექსში შეხვდება. მხარები რეგიონულ და ორმხრივ საკითხებს განიხილავენ, თანამშრომლობის შესახებ რიგ დოკუმენტებს მოაწერენ ხელს და ერთობლივ ბრიფინგს გამართვენ. ფაშინიანი მანამდე სოჭში შეხვდა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს.
სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება თბილისში იგეგმება. ეს შესაძლოა, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში მოხდეს. ამის შესახებ სომხური გაზეთი Hraparak-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი Hraparak-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სამშვიდობო ხელშეკრულების ე.წ. „დასავლურ ვერსიას“ მოაწერენ ხელს. ილჰამ ალიევი: მნიშვნელოვანია, შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა ამასთან, ხელშეკრულების გაფორმების ადგილად თბილისი შემთხვევითი არ არის შერჩეული, რადგან ამ დოკუმენტის ხელმოწერით „მთელი სამხრეთ კავკასია თურქეთის გავლენის ზონაში მოექცევა“, ხოლო საქართველო „ამ რეგიონში, დასავლეთის ინტერესების მთავარი ოპერატორია“. „ამ შეთანხმების ხელმოწერით სომხეთი ოფიციალურად და საბოლოოდ იტყვის უარს არცაზე (მთიანი ყარაბაღი - რედ.). შეწყვეტს არამხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების, არამედ მთელი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დაფინანსებას - ადგილობრივი თვითმმართველობებიდან დაწყებული საპრეზიდენტო აპარატით დამთავრებული. ერევანს მხოლოდ გარკვეული საქველმოქმედო პროგრამების განხორციელების უფლება ექნება, მაგალითად, საბავშვო ბაღების გარემონტება“, - წერს გაზეთი. მანამდე, ბაქო და ერევანი არ გამორიცხავდნენ, რომ შესაძლოა, სამშვიდობო ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმებულიყო. სად შეიძლება, ხელი მოეწეროს ხსენებულ დოკუმენტს, მხარეები ჯერჯერობით არ საუბრობენ. გაზეთ Hraparak-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ერევნის, ბაქოსა და თბილისის ოფიციალურ სტრუქტურებში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, თბილისში ვიზიტისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი გამოვიდა ინიციატივით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთიანი მოლაპარაკებების პლატფორმა - აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი შეიქმნას და მოალაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაიმართოს. ასევე წაიკითხეთ: სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე
ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კოლეგებმა საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს. „გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ დროისათვის მიმდინარე საკითხების შესახებ“, - წერია ინფორმაციაში. სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს
პუტინი სომხეთში ვიზიტით ჩადის
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს და განიხილეს 23 ნოემბერს ერევანში, CSTO-ს მოახლოებული სამიტი. ასევე, 22 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტის დღის წესრიგი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, 31 ოქტომბერს სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ რიგ მოვლენებზე, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს.
ღარიბაშვილი და ფაშინიანი, ერევანში, საქართველო-სომხეთის უწყებათშორისი კომისიის სხდომის გამართვაზე შეთანხმდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ვითარების გაუმჯობესების და ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მუდმივი განვითარების აუცილებლობას და შეთანხმდნენ საქართველო-სომხეთის უწყებათშორისი კომისიის სხდომის გამართვის თაობაზე ერევანში, 2023 წლის დასაწყისში.
ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე, დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი განაცხადა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს დეკლარაციის პროექტებისა და სომხეთის დასახმარებელი ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. სამიტზე გამოსვლისას, რომელიც ერევანში მიმდინარეობს, ფაშინიანმა ორგანიზაციას მოუწოდა, სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მოქმედებებს პოლიტიკური შეფასება მისცეს. ფაშინიანის თქმით, მოკავშირეებმა უნდა აიძულონ აზერბაიჯანი, რომ ჯარები გაიყვანოს მის მიერ დაკავებული სომხური ტერიტორიებიდან. საპირისპირო მოქმედება „შეიძლება ნიშნავდეს ОДКБ-ს უარს სამოკავშირეო ვალდებულებების შესრულებაზე“. შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრები არიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი.
ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: ლაჩინის დერეფანი არ არის „რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ“
ლაჩინის დერეფნის კრიზისი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის ლიდერთან ორმხრივი შეხვედრის დროს. ფაშინიანის თქმით, უკვე ოცი დღეა, რაც ლაჩინის დერეფანი ჩაკეტილია და მთიან ყარაბაღში ეს არის რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა. მისივე თქმით, სამმხრივი განცხადების მიხედვით, ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ კი ლაჩინის დერეფანში მგზავრებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილების გარანტია გასცა.„გამოდის, რომ ლაჩინის დერეფანი არ არის რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ. და, რა თქმა უნდა, გვსურს, განვიხილოთ ეს სიტუაცია და რა ვარიანტები არსებობს მის მოსაგვარებლად", - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთში ОДКБ -ს წვრთნების ჩატარებაზე უარი განაცხადა
სომხეთის რესპუბლიკაში, ამ ვითარებაში ОДКБ -ს (კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია) სამშვიდობო წვრთნების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 10 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ოფიციალური ერევნის გადაწყვეტილება გამოაცხადა. ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე, დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „სომხეთის თავდაცვის მინისტრმა წერილობით აცნობა ОДКБ-ს გაერთიანებულ შტაბს, რომ არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია მსგავსი სამხედრო წვრთნების ჩატარება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. წელს ეს სამხედრო წვრთნები არ ჩატარდება“. ყირგიზეთმა თავის ტერიტორიაზე დაგეგმილი ОДКБ-ს წვრთნები გააუქმა მისი თქმით, იდეა, რომ რუსეთის ფედერაცია არის ნომერ პირველი მოკავშირე, ისევე როგორც სომხეთის უსაფრთხოების სფეროს გარანტი, იყო ქვაკუთხედი ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში. „უნდა ვთქვა, რომ ჩვენც აღვიქვით ეს საკითხი და განვაგრძობთ მის აღქმას. 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი, ისევე როგორც მთავარი დღის წესრიგი რუსეთის ფედერაციასთან იყო შემდეგი: გვეშინოდა, რომ აზერბაიჯანი აგრესიულ ქმედებებს განახორციელებდა საერთაშორისოდ აღიარებული სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის წინააღმდეგ. ეს იყო ჩვენი კონტაქტების მთავარი თემა რუსეთთან. ჩემი აზრით, ეს საუბარი ძალიან კონკრეტული იყო. ამ საუბრების შედეგად მივიღეთ ოფიციალური გარანტიები, რომ სომხეთის რესპუბლიკის საზღვრები წითელი ხაზია, როგორც ჩვენი მოკავშირეებისთვის, ასევე უსაფრთხოების პარტნიორებისთვის. როდესაც 2021 წლის მაისის მოვლენები მოხდა სოტკ-ხოზნავარის მონაკვეთზე, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრა, ბუნებრივია, ჩვენ ველოდით კონკრეტულ ქმედებებს ჩვენი რუსი პარტნიორებისგან. ჩვენი მოთხოვნებისა და მიმართვების პასუხად მივიღეთ შენიშვნა, რომლის მიხედვითაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრები არ არის დემარკირებული. შედეგად წარმოიშვა არსებითი წინააღმდეგობა. ამ შემთხვევაში სად გადის ის წითელი ხაზი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში? ამ კონტექსტში, ჩვენი მომავალი ურთიერთობების ასაშენებლად, ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ეს წითელი ხაზი არსებობს დე იურე და ეს არის ОДКБ-ს პასუხისმგებლობის სფერო ჩვენს რეგიონში. კერძოდ, სომხეთის რესპუბლიკაში. ერევანში გამართულ ОДКБ-ს სამიტზე სომხეთის მიერ წარმოდგენილი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ჩვენ გვქონდა არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული პრობლემა, იმის დემონსტრირება და გაგება, თუ რა არის ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფერო სომხეთში. ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ ამ ხაზის მითითების გარეშე, ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ სხვა დოკუმენტის მიღებას. ეს საუბარი არ დასრულებულა და კვლავ რჩება ჩვენს დღის წესრიგში“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრები არიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელორუსი.
პესკოვი: კრემლი, ОДКБ-ს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ფაშინიანის პოზიციას შეისწავლის
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, ОДКБ-ს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ფაშინიანის პოზიციას გამოეხმაურა. ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთში ОДКБ -ს წვრთნების ჩატარებაზე უარი განაცხადა მისი თქმით, კრემლი შეისწავლის სომხეთის პოზიციას, რომლის თანახმადაც ფაშინიანმა უარი თქვა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე არ ჩაატაროს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამხედრო წვრთნები. პესკოვის თქმით, ამ განცხადების შეფასება ახლა ნაადრევია. „სომხეთის პრემიერის ეს განცხადება საკმაოდ ახალია და ვფიქრობ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნები ერთმანეთთან კავშირზე იქნებიან და ისინი გაარკვევენ სომხეთის პოზიციის დეტალებს", - განაცხადა პესკოვმა. მისივე სიტყვებით, სომხეთთან დიალოგი ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება, რადგან ეს სახელმწიფო რუსეთის ახლო მეგობარი და პარტნიორია.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობთთ, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის მეთაურის სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები მიმოიხილეს. „ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. აღინიშნა, რომ ეკონომიკურ კომისიას პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ, რაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონის მაჩვენებელია. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნიკოლ ფაშინიანი: დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ
დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სხდომაზე მხარეები სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას განიხილავენ, მათ შორის ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. „პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო დამსწრეებო, მოხარული ვარ, ერევანში მივიღო ჩემი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილი და მისი დელეგაცია, სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს 12-ე სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს ის, რომ პრემიერები თავმჯდომარეობენ დღევანდელ სხდომას. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2019 წლიდან დღემდე უკვე სამი მთავრობათაშორისი სხდომა ჩატარდა, რაც ჩვენს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ხელს შეუწყობს. ორივე მხარემ შევასრულეთ ჩვენს მიერ დადებული ყველა პირობა. დღევანდელი დღის წესრიგი ძალიან ფართოა და მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა სფეროები. დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ. ბატონ პრემიერთან განვიხილავთ უსაფრთხოების და რეგიონულ საკითხებს. მსგავს საკითხებში არის ურთიერთგაგება, რაც განპირობებულია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობებით. ნება მიბოძეთ, წარმატება ვუსურვო ყველა შეთანხმების შესრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებს მაღალ დონეზე ავიყვანთ, გავაღრმავებთ, რისთვისაც საჭიროა ყოველდღიური მზრუნველობა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთი საქართველოსთვის მე-6 სავაჭრო პარტნიორი გახდა, რაც მისასალმებელია
ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა და ძმობა გვაქვს და ჩვენი დღევანდელი სხდომაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობისა და რეგიონალური სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობებს შორის საკმაოდ პოზიტიური დინამიკაა. ღარიბაშვილის თქმით, გასულ წელს, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 70%-ით დაახლოებით და მილიარდ დოლარს გადააჭარბა, შესაბამისად, სომხეთი საქართველოსთვის გახდა რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი. „დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმები თქვენს მთავრობას, კომისიის წევრებს. დიდი პატივია ჩემთვის, ვიმყოფებოდე ერევანში და ჩემს კოლეგასთან, მეგობართან ერთად ვუხელმძღვანელო ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომას. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა და ძმობა გვაქვს და ჩვენი დღევანდელი სხდომაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობისა და რეგიონალური სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი. ჩვენ საკმაოდ პოზიტიური დინამიკა გვაქვს მთავრობებს შორის. მინდა აღვნიშნო სიამოვნებით, რომ იანვარ-ნოემბრის პერიოდში, გასულ წელს, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 70%-ით დაახლოებით, გასულ წელს და მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მართლაც მისასალმებელი შედეგია და სომხეთი საქართველოსთვის გახდა მე-6 სავაჭრო პარტნიორი, ტოპ ათეულში მე-6 სავაჭრო პოზიცია დაიკავა სომხეთმა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ამას გარდა მინდა ვთქვა, რომ ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, გადაზიდვები, ტვირთბრუნვა, ყველა მიმართულებით არის გაზრდილი აღნიშნული მონაცემები,“- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება და ხალხი დაინტერესებულია, რომ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა. მთავრობის მეთაურმა მშვიდობიანი სამეზობლო პლატფორმის ინიციატივაზე ისაუბრა. „მე ასევე მინდა აღვნიშნო ბატონო პრემიერ-მინისტრო და ძვირფასო კომისიის წევრებო, რომ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, დაინტერესებულები ვართ, რომ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა. ამ მიზნით, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ინიციატივა მშვიდობიანი სამეზობლო პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებ და რა თქმა უნდა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ფორმატი არ ჩაანაცვლებს სხვა ფორმატებს და სხვა ინიციატივებს. პირიქით, ვფიქრობ ეს დაეხმარება, კიდევ უფრო გააძლიერებს შესაძლებლობებს, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ვინაიდან კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია მივაღწიოთ ძლიერ, გრძელვადიან ეკონომიკურ აღმასვლას და კეთილდღეობას ჩვენი ხალხების. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის კომისიის წევრებს, ძალიან ნაყოფიერი სამუშაო ჩატარდა ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ, კიდევ ერთხელ მინდა, მოგესალმოთ ყველას გულით, მოგილოცოთ ახალი წელი და შობა, გისურვოთ წარმატება, ჩვენს მეგობარ სომეხ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, დიდი მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა.
ხელი მოეწერა დოკუმენტს, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები ორი ქვეყნის საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა, - ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ. ნიკოლ ფაშინიანი: დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს. მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ. ხელი მოეწერა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომის ოქმს. კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღარიბაშვილი ფაშინიანთან შეხვედრაზე: რეგიონული მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები განვიხილეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ღარიბაშვილის თქმით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონალური მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონალური მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და სხვა ორმხრივი პროგრამები ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობებთან ერთად”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ფაშინიანი: დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება თურქეთთან და საზღვრების გახსნა იქნება ძალიან პოზიტიური არამხოლოდ ჩვენი რეგიონული სიტუაციისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ, საერთაშორისო დონეზეც
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და ჩვენი საზღვრების გახსნა ძალიან პოზიტიური იქნება არამხოლოდ ჩვენი რეგიონული სიტუაციისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც. მისივე თქმით, ვიდრე თურქეთში მიწისძვრა მოხდებოდა, მათ სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით პოლიტიკური დიალოგი ჰქონდათ. „გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგვეგზავნა და მაშველებიც მიგვეყოლებინა, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ მოტივზე იყო დაფუძნებული, რადგან მილიონობით ადამიანი ჩვენს ახლო ქვეყანაში მოექცა ამ ტრაგედიის ქვეშ. ამ ჰუმანიტარულ მისიაზე ძალიან პოზიტიური რეაქცია იყო თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, ამან პოლიტიკური შედეგებიც მოიტანა, ურთიერთობები გაუმჯობესდა, თუმცა, ჩვენი თავდაპირველი მოტივაცია წმინდა ჰუმანიტარული იყო. ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ ქვეყანას, რაც შეგვიძლია იმის ფარგლებში. რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, ვიდრე მიწისძვრა მოხდებოდა, ჩვენ გვქონდა პოლიტიკური დიალოგი სპეციალური წარმომადგენლის საშუალებით და მიმაჩნია, რომ რეალურად, ეს დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იცით რას ვგულისხმობ? ატმოსფეროს შექმნისთვის ამ გადაწყვეტილების მისაღებად და მიმაჩნია, რომ ამ ჰუმანიტარული „საუბრით“ შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება თურქეთთან და ჩვენი საზღვრების გახსნა იქნება ძალიან პოზიტიური არამხოლოდ ჩვენი რეგიონული სიტუაციისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანმა დაადასტურა, რომ კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანს და კიდევ ორ პირს სომხეთში არ უშვებენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის კონსტანტინე ზატულინის, ტელეარხ RT-ის ხელმძღვანელის მარგარიტა სიმონიანისა და მედიამაგნატ არამ გაბრელიანოვი ქვეყანაში არ შეუშვეს. ფაშინიანის თქმით, ვინც არჩეული მთავრობის მიმართ უპატივცემულობას ავლენს, სომხეთში არ შეუშვებენ.„მათ, ვინც არჩეულ მთავრობას პატივს არ სცემენ, არ შეეშვებიან სომხეთში“, - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანის თქმით, სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და აქვს უფლება, მის მიმართ პატივისცემის მოლოდინი ჰქონდეს.
რეგიონში მშვიდობა ნიშნავს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარებას - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობა ნიშნავს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარებას. "ერევანი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივეს ელოდება აზერბაიჯანისგან, სომხეთის სსრ-ს მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებას. აზერბაიჯანის ბრალდებები, რომ სამშვიდობო შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესში სომხეთმა უარი თქვა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე, რეალობას არ შეესაბამება", - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანთან და საქართველოსთან საჭიროა ურთიერთობების გაღრმავება. ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-თურქეთის საზღვრის მალე გახსნის იმედი გამოთქვა.
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ ბაქოც იგივეს გააკეთებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება რეალური გახდება, თუ ორივე მხარე მკაფიოდ, ორაზროვნების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ერთხელ და სამუდამოდ ვალდებულებას აიღებს, ერთმანეთს ტერიტორიული პრეტენზიები არ წაუყენოს. მისივე თქმით, ხსენებული დებულება აზერბაიჯანულ მხარესთან 2022 წლის ოქტომბერში პრაღასა და სოჭში უმაღლესი დონის ბოლო შეხვედრებზე შეთანხმდა. „მინდა განმეორებით ვთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკა სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ აზერბაიჯანიც იგივეს გააკეთებს და აღიარებს სომხეთის სსრ-ის ტერიტორიას როგორც სომხეთის რესპუბლიკას”, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. ეს ნაბიჯი ფაქტობრივად მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღიარებას ნიშნავს, რომელიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის სსრ-ში შედიოდა. სომხეთი უარყოფს რეგიონში თავის სამხედრო ჩართულობას და აცხადებს, რომ იქ ყარაბაღის ადგილობრივი თავდაცვის ძალები არიან განლაგებულნი.
ფაშინიანი 9 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დღეს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით მოსკოვში გაემგზავრება. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი, 9 მაისს „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებს მიიღებს მონაწილეობას. „პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწვევით დღეს, სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდ სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც 9 მაისს გაიმართება“,- აცხადებს ფაშინიანის ოფისი.
რა შედეგით დასრულდა შარლ მიშელის, სომხეთის პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრა ბიუსელში
შარლ მიშელი მშვიდობის მიღწევის პერსპექტივას მიესალმა ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის საერთო საზღვრის გასწვრივ შეტაკებების სერიის ფონზე, ბრიუსელში მოლაპარაკებები გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან სამმხრივი შეხვედრის მასპინძლობის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორი ლიდერი იზიარებს საერთო მზადყოფნას, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა მისაღწევად. ამის შესახებ Politico წერს. „აშშ-ში ჩატარებული ბოლოდროინდელი პოზიტიური მოლაპარაკებების შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, იმპულსი უნდა იყოს შენარჩუნებული, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისკენ“, - განაცხადა მიშელმა. ენტონი ბლინკენი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ექნება დადებითი ეფექტი მათ საზღვრებს მიღმაც ამავდროულად, მიშელმა განაცხადა, რომ ამ ორივემ მკაფიო პროგრესს მიაღწია სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მიშელი ვარაუდობს, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, დაკავებული სამხედროების გაცვლის პროცესი შედგეს. შარლ მიშელის თქმით, ამ თემაზე პოზიციები ახლა ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს, განსაკუთრებით, სარკინიგზო კავშირების გახსნასთან დაკავშირებით ნახიჩევანთან და მის გავლით. შესაბამის გუნდებს დაევალათ, დაასრულონ პრინციპული შეთანხმება და საჭირო სამშენებლო სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხები. „დღეს ბრიუსელში მეხუთე შეხვედრა გულწრფელი, ღია და შედეგზე ორიენტირებული იყო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე პროგრესზე. ლიდერები იზიარებდნენ საერთო მზადყოფნას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის. სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ განვიხილეთ პროგრესი და საზღვრის დელიმიტაციის შემდგომი ნაბიჯები. ამ კონტექსტში, ლიდერები შეთანხმდნენ სასაზღვრო საკითხებზე ორმხრივი შეხვედრების განახლებაზე. ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი ცალსახა ერთგულება 1991 წლის ალმათის დეკლარაციისა და სომხეთის (29,800 კმ2) და აზერბაიჯანის (86,600 კმ2) შესაბამისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საზღვრის საბოლოო დელიმიტაცია მოლაპარაკებების გზით იქნება შეთანხმებული. მჯერა, მნიშვნელოვანია, თავი შეიკავოთ მტრული რიტორიკისაგან, გამოვიჩინოთ ლიდერობა, რათა მივაღწიოთ ორმხრივად მისაღებ გადაწყვეტილებებს. ევროკავშირს არ აქვს ფარული დღის წესრიგი. ჩვენი ერთადერთი მიზანია, დავეხმაროთ სომხეთსა და აზერბაიჯანს ყოვლისმომცველი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში. ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ მათ ერთობლივ ძალისხმევაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბრიუსელში შეხვედრები იმდენჯერ ჩავატაროთ, რამდენიც საჭირო იქნება. ლიდერები კვლავ შეხვდებიან ბრიუსელში ივლისში. და როგორც უკვე საჯაროდ იყო გამოცხადებული, ჩვენ ასევე შევხვდებით უახლოეს მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტ, მაკრონთან და გერმანიის კანცლერ, შოლცთან ერთად კიშინოვში. მე ასევე ვაპირებ ლიდერების მოწვევას მორიგი ასეთი შეხვედრისთვის ოქტომბერში, გრანადაში EPC-ის მესამე სამიტის ფარგლებში“, - განაცხადა შარლ მიშელმა. ორი ქვეყნის დიპლომატები ვაშინგტონში ამ თვის დასაწყისში შეხვდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ”ხელშესახები” პროგრესია მიღწეული სამშვიდობო გარიგებისკენ მიმავალ გზაზე.
სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს
სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს. პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერევნის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად ნებისმიერი აღიარება დამოკიდებული იქნება მთიან რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტიაზე. რა შედეგით დასრულდა შარლ მიშელის, სომხეთის პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრა ბიუსელში მისივე თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორია, 86.6 ათასი კვადრატული კილომეტრი, რომლის აღიარებისთვის ერევანი მზადაა, მოიცავს მთიან ყარაბაღს. ფაშინიანის განმარტებით, მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში უნდა განიხილებოდეს. ფაშინიანი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე შეთანხმება მალე მიიღწევა. „საერთაშორისო საზოგადოების აღქმა სულ უფრო მეტად იხრება იმ ფორმულისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დათქმის გარეშე აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა - 29 800 და 86 600 კვადრატულ კილომეტრებზე. სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა 86 600 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში. ჩვენი აზრით, აზერბაიჯანი მზადაა, აღიაროს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა 29800 კვადრატულ კილომეტრზე. თუ ამ საკითხში ერთმანეთს სწორად გავუგებთ, მაშინ სომხეთი, დიახ, აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას 86 600 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში იმ გაგებით, რომ აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას 29 800 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. ერევანი ფიქრობს, რომ ბაქო აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
ფაშინიანმა მარია ზახაროვას მოუწოდა, თავი შეიკავოს მისი სიტყვების კომენტირებისგან
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მის სიტყვებზე კომენტარი არ უნდა გააკეთოს, არამედ მხოლოდ უნდა გაითვალისწინოს. ასე გამოეხმაურა ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებებს, რომელმაც კომენტარი გააკეთა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებებზე ქვეყნის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) შესახებ. ზახაროვამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა კომენტარი ფაშინიანის ბოლო განცხადებაზე სომხეთის შესაძლო გასვლის შესახებ, რომლის თანახმად, სომხეთმა, შესაძლოა, დატოვოს CSTO, თუ ეს ორგანიზაცია, სადაც რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თავის არაეფექტიანობას წარმოაჩენს. ფაშინიანმა პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რომელთაგან ერთ-ერთი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას ეხებოდა. პრემიერმა უპასუხა, რომ არ იცის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელმა წარმომადგენელმა გააკეთა ასეთი განცხადება და აღნიშნა: „რუსეთის ფედერაციაში თანამოსაუბრეები არიან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და მთავრობის თავმჯდომარე. ისეთი პატივცემული და მეგობრული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც კი, როგორიც რუსეთია, ჩემს ნათქვამზე კომენტარს ვერ უნდა აკეთებდეს“. „თუ ეს ფიგურალური თქმაა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან სომხეთის გასვლის შესახებ პოზიციის ლობირებისთვის, მაშინ, ჩემი აზრით, საჭიროა სიტყვებით მანიპულირების მთელი საფრთხე მაინც გვესმოდეს“, - განაცხადა უფრო ადრე ფაშინიანის სიტყვების კომენტირებისას მარია ზახაროვამ.
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდნენ - მედია
სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე. „ჩვენ საკმაოდ კარგ პროგრესს ვაღწევთ ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. ამ კონტექსტში, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი მაქვს, მალე დაიწყება ნორმალური და კონსტრუქციული დიალოგი ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს. ამის შესახებ ალიევმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს გაფართოებულ ფორმატში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილხამ ალიევმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიწვევისთვის ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა. სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს „არსებობს სერიოზული წინაპირობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. დღეს რუსული მხარის ინიციატივით შედგება სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებს შორის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განაცხადა, სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის. „ამის შესახებ ხმამაღლა არასდროს გვითქვამს, მაგრამ, ვფიქრობ, შესამჩნევია, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები უკრაინასთან ომში. ჩვენი შეგრძნება ამ ომისა და კონფლიქტისგან არის შეშფოთება, რადგანაც ის მოქმედებს ყველა ჩვენს ურთიერთობაზე”, – აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
ნიკოლ ფაშინიანი თურქეთში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა
15-წლიანი პაუზის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთს სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია. პრემიერ-მინისტრს თან ახლავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ერევნის სპეციალური წარმომადგენელი ანკარასთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში, რუბენ რუბინიანი.მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს აეროპორტში სომხეთთან დიალოგში თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სერდარ კილიჩი დახვდა. სომხეთის ლიდერი თურქეთში თითქმის 15 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა.
ფაშინიანი საქართველოს ეწვევა
საქართველოს, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. ვიზიტის თარიღი ინფორმაციაში მითითებული არ არის. საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
ფაშინიანი საქართველოშია
საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. საპატიო სტუმარს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა. სომხეთის პრემიერის დახვედრის ცერემონიაში ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მონაწილეობდა. ფაშინიანი საქართველოს ეწვევა ნიკოლ ფაშინიანის თანმხლებ დელეგაციაში შედიან სომხეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.
სომხეთმა და საქართველომ სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის დაწყებაზე მოილაპარაკეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ საუბრის დროს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის დინამიკა. შეხვედრისას მიმოიხილეს აგრეთვე რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის ფარგლებში, საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის. „პრემიერებმა შეხვედრისას ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირებს. რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ერთობლივი სწრაფვით, სომხეთმა და საქართველომ მოილაპარაკეს სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის დაწყებაზე, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას და ამავდროულად ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდეს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დინამიკა. განსახილველ საკითხთა შორის იყო სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმართულებები. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, კულტურისა და სხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის კავშირების გასაძლიერებლად. გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მიმოიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფაშინიანი: სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გარეშე, აზერბაიჯანთან კიდევ ერთი ომი „ძალიან სავარაუდოა“
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ვიდრე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის და ასევე რატიფიცირებული ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ, ომი ძალიან სავარაუდოა. მან აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში გენოციდის განხორციელებაში და იქ „გეტოს“ შექმნაში დაადანაშაულა. „ამას ემატება აზერბაიჯანის აშკარა აგრესიული რიტორიკა, სიძულვილის ენა, დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება, სადაც ვხედავთ, რომ მსოფლიო წესრიგი, რომელიც ჩვენ ვივარაუდეთ, არ არსებობს. ახალი ესკალაციები, ახალი ომები ყოველთვის შესაძლებელია, რაც არ ნიშნავს, რომ ეს მოხდება. ეს ასევე არ ნიშნავს, რომ ეს არ მოხდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა ფაქტობრივად ყოველდღე ხდება,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა AFP-სთან ინტერვიუში. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 21 ივლისს შუშის გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა, რომ სომხეთი ახლა თანდათან ხდება მეტოქეობის ზონა, რამაც შეიძლება, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მისი თქმით, არა მარტო რუსები და ამერიკელები, არამედ სხვა ქვეყნებიც აქტიურად ერევიან სიტუაციაში. „ვფიქრობ, სომხეთის მთავრობას არ აქვს მკაფიო საგარეო პოლიტიკური სტრატეგია. ყარაბაღის მეორე ომამდე ჰქონდათ. ახლა ვხედავთ, რომ მათ ეს არ აქვთ, რამაც შეიძლება, სერიოზული პრობლემები შეუქმნას მათ,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ქვეყანაზე სრულად დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა. ფაშინიანის თქმით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთმა „იგემა ამ შეცდომის მწარე ნაყოფი“, ერევანმა დაიწყო უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციის მცდელობები. „სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99.999%-ით იყო დაკავშირებული რუსეთთან, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის კუთხითაც. თუმცა დღეს, როცა თავად რუსეთს სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, ამ ვითარებაში, ცხადია, რომ რუსეთის ფედერაცია სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დააკმაყოფილებდა სომხეთის უსაფრთხოების საჭიროებებს. ანუ, ამ მაგალითმა უნდა გვაჩვენოს, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ადგილზე დამოკიდებულება ან მიჯაჭვულობა, თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა,“ - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანის თქმით, რუსი პარტნიორები სომხურ მხარეს ეუბნებიან, რომ დასავლეთის ქვეყნები სომხეთთან მუშაობენ და ქვეყნის მთავრობას უბიძგებენ, მიიღონ ზომები რუსეთის რეგიონიდან განდევნის მიზნით. „მაგრამ, ჩვენს რუს პარტნიორებთან საუბრისას ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს და შეფასებას, რომ პირიქით, ვხედავთ, რომ თავად რუსეთი ტოვებს რეგიონს იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც გადადგამს ან არ დგამს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს სომხეთსა და CSTO-ს შორის, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, ურთიერთობა გაუარესდა. 2020 წელს მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ CSTO-მ ერევანს პრაქტიკული დახმარება არ გაუწია. ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს
ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს
ზოგიერთი რუსი აქტორის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის ზოგიერთი ძალები ერევანს რუსეთთან დაშორებისკენ უბიძგებენ, სომხეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთი თავად ტოვებს რეგიონს. „ჩვენს რუს პარტნიორებთან საუბრისას ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს და შეფასებას, რომ პირიქით, ვხედავთ, რომ თავად რუსეთი ტოვებს რეგიონს იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც გადადგამს ან არ დგამს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. ამის შესახებ მან La Repubblica-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ფაშინიანის თქმით, უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ქვეყანაზე სრულად დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა. ფაშინიანის თქმით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთმა „იგემა ამ შეცდომის მწარე ნაყოფი“, ერევანმა დაიწყო უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციის მცდელობები. „სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99.999%-ით იყო დაკავშირებული რუსეთთან, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის კუთხითაც. თუმცა დღეს, როცა თავად რუსეთს სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, ამ ვითარებაში, ცხადია, რომ რუსეთის ფედერაცია სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დააკმაყოფილებდა სომხეთის უსაფრთხოების საჭიროებებს. ანუ, ამ მაგალითმა უნდა გვაჩვენოს, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ადგილზე დამოკიდებულება ან მიჯაჭვულობა, თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა,“ - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს მოსკოვის საპროტესტო ნოტა მოჰყვა
სომხეთის ელჩი ვაღარშაკ ჰარუთუნიანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას საპროტესტო ნოტა გადასცეს, რაც რუსეთის განცხადებით, „ერევნის მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯებს უკავშირდება.“ რუსული მედიის თანახმად, სამინისტროში აღნიშნეს, რომ საუბარია რესპუბლიკაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესის დაწყებაზე, პრემიერ - მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის უკრაინაში ვიზიტზე და კიევში ჰუმანიტარული დახმარების გადაცემაზე, ასევე, ქვეყანაში სამხედრო წვრთნებზე შეერთებული შტატების მონაწილეობით. გარდა ამისა, ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას და მთლიანად, სამინისტროს მიმართ „შეურაცხმყოფელი განცხადებების“ გამო. ასევე, სამინისტროში შეშფოთება გამოთქვეს ბლოგერის, მიქაელ ბადალიანის და „Sputnik სომხეთის“ მიმომხილველის აშოტ გევორკიანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავების გამო. ვრცლად გაეცანით Europetime-ის მასალას სომხეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით: ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
ნიკოლ ფაშინიანი ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრებს მართავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „საუბრის დროს ლაჩინის დერეფნის დაბლოკვის შედეგად მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ აზერბაიჯანული ჯარების კონცენტრირებასა და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე დაძაბულობის ზრდის ტენდენციების საკითხებზე იმსჯელეს.“ ამავე წყაროს ცნობით, ფაშინიანმა პრაღასა და ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებებისადმი და ყველა საკითხის მოგვარებისთვის მხოლოდ დიპლომატიური საშუალებებით და კონსტრუქციულ ატმოსფეროში მიდგომებისადმი ერთგულება დაადასტურა. „მზად ვარ, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სასწრაფო მოლაპარაკებები გავმართო, რომელიც საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის შემცირებაზე იქნება მიმართული,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერისთვის მზადყოფნა დაადასტურა. ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთანაც გამართა. საუბრის დროს გერმანიის კანცლერსაც დაუდასტურა, რომ მზად არის. აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან სასწრაფო მოლაპარაკებები გამართოს.
ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი მის ქართველ კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს ტელეფონით ესაუბრა. მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „მხარეებმა განიხილეს: მთიან ყარაბაღში შექმნილი კრიზისი, რომელიც ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირამ გამოიწვი;, მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანული ჯარების დაგროვებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე დაძაბულობის ზრდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მზადაა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის საჭირო ძალისხმევას მიმართოს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს არსებული პრობლემების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარების მნიშვნელობას. „პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზადაა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სასწრაფო დისკუსიები გამართოს,“ - ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფაშინიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სარკის ხოჰანისიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დროებით უფროსის მოადგილე არტურ გასპარიანი უხელმძღვანელებს. ხოჰანისიანი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 28 აპრილს დაინიშნა. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს გამოეყო და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში შევიდა.
ფაშინიანი ერდოღანის შეთავაზებაზე: სხვადასხვა იდეა არსებობს, არ მინდა, რომელიმე გამოვყო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი სამიტის გამართვის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივაზე აცხადებს, რომ საკითხი მთლიან სურათში უნდა განიხილონ. „არსებობს სხვადასხვა შეთავაზება და იდეები. არ მინდა, ამ იდეებიდან რომელიმე ერთი გამოვყო. ეს არ არის ერთადერთი იდეა, რომლის მიმართაც ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავდი,“ - განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს. თურქეთი რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს
სომხეთი ICC-ის რომის სტატუტის სრულად რატიფიცირებას მოახდენს - ფაშინიანი
სომხეთი სრულად მოახდენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 13 სექტემბერს, პარლამენტში განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს „მთავრობამ რომის სტატუტი გადაუგზავნა ეროვნულ ასამბლეას და ჩემი და ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ ის სრულად იქნება რატიფიცირებული. ამას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან, ეს ეხება სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება მარტში დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. მისი დაკავების ვალდებულება ექნებათ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, გარკვეული ძალები ომში სომხეთის ჩართვას ცდილობენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები ომში სომხეთის ჩათრევას ცდილობენ. ფაშინიანის თქმით, ისინი არ მისცემენ საშუალებას არც შიდა და არც გარე ძალებს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ. ფაშინიანმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის მიერ დაწყებული „ანტიტერორისტული ოპერაციის“ საპასუხოდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის დაბომბვა დაიწყეს. „პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე, ასევე გარკვეული დროის წინ დაიწყეს ოპერაცია მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზის გასარღვევად და პოზიციების, გარკვეული მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის დასახლებული პუნქტების ასაღებად. აზერბაიჯანმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდისთვის, სომხეთს არავისთვის მიუნიჭებია მანდატი მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის ჩასატარებლად. გარკვეული ძალები, როგორც შიდა, ისე გარე, სომხეთის ომში ჩართვას ცდილობენ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში არ არიან. მათ ეს არ გამოუვათ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, კერძოდ, ემოციური თვალსაზრისით, ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა გარკვეულ ძალებს, არც შიდას და არც გარეს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.
ვითარება ყარაბაღში - ბოლო ცნობები და საერთაშორისო გამოხმაურება
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სომხური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ „ფაშინიანმა და ბლინკენმა განიხილეს „აზერბაიჯანის თავდასხმის“ შემდეგ მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება“. ამასთან, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ძალის გამოყენება დაუშვებელია და აღნიშნა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობა დეესკალაციისთვის. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, გარკვეული ძალები ომში სომხეთის ჩართვას ცდილობენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული. ამასთან, ბაქო იტყობინება, რომ შუშაში, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, ერთი პირი დაიღუპა თავდასხმის დროს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი იყენებს ზუსტ მართვად საბრძოლო მასალას ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. „და, ყველა საშუალებით, თავიდან ირიდებს მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანს. აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში სომხური წარმოშობის მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანის კონსტიტუციით და საერთაშორისო ვალდებულებებით. დაშლა და განიარაღება!“ – დაწერა ჰიქმეთ ჰაჯიევმა Twitter-ზე. მიმდინარე პროცესებს გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო აქტორებისგან. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აზერბაიჯანს ყარაბაღში ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს. „ალიევის „ანტიტერორისტული ოპერაცია“ მთიან ყარაბაღში არის კოდური სიტყვა სომხების ეთნიკური წმენდისთვის. პუტინმა ალიევს მწვანე შუქი აუნთო ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობის დასამხობად. ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტაზე და უზრუნველყოს სომხეთის მთავრობისთვის ყველა საჭირო დახმარება,“ – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აზერბაიჯანს ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი გმობს სამხედრო ესკალაციას კონტაქტის ხაზის გასწვრივ და ყარაბაღის სხვა ადგილებში. ბორელი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ბაქოსა და ყარაბაღის სომხებს შორის დიალოგის დაბრუნება. „ეს სამხედრო ესკალაცია არ უნდა იქნეს გამოყენებული ადგილობრივი მოსახლეობის გასახლების საბაბად. ძალადობა უნდა შეწყდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მშვიდობისა და ნორმალიზაციის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ყველა მხარის ჭეშმარიტი ვალდებულებაა საჭირო მოლაპარაკების შედეგების მისაღწევად. ევროკავშირი რჩება სრულად ჩართული დიალოგის ხელშეწყობისთვის,“ – აღნიშნულია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, საჭიროა აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის დაწყება. „აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ჭეშმარიტი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის,“ - აცხადებს მიშელი. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მოუწოდა ბაქოს, შეწყვიტოს ცეცხლი და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.
ფაშინიანი „ყარაბაღში „რუსი სამშვიდობოების“ „კრახზე“ მიუთითებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკრიტიკა რუსული „სამშვიდობო კონტინგენტი“, რომელიც მთიან ყარაბაღში 2020 წლის ბოლოდან იმყოფება. ამის შესახებ მან Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. Meduza-ს ცნობით, ფაშინიანის სიტყვებს ინტერფაქსი ციტირებს. „რუსული პრესა ხშირად წერს, რომ სომხეთი თავისი წარუმატებლობას რუსეთს აბრალებს. საერთოდ ჩვენს წარუმატებლობაში არავის ვადანაშაულებთ. არსებობს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ხელმღვანელების 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლაჩინის დერეფანი სრულად უნდა იყოს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლის ქვეშ, რომ სამშვიდობო კონტინგენტმა უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება. თუ რუს სამშვიდობოებს შეეძლოთ შეთანხმების მიღწევა მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის, რატომ არ გააკეთეს ეს მანამდე, ვიდრე აზერბაიჯანი თავს დაესხმებოდა მთიან ყარაბაღს? ამაზე ყველამ ისაუბრა, ჩვენ ვთქვით, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებით არის გარშემორტყმული. რატომ არ იყო მაშინ რუსეთის შუამავლობა? ეს ის კითხვებია, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანის ჯარებმა ჩაატარეს „ანტიტეროროსტული ოპერაცია“ მთიან ყარაბაღში „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“. 20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა. 20 სექტემბრის დილისთვის მთიანი ყარაბაღის დაბომბვის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 სექტემბერს განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მედიის ცნობით, 20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროებზე თავდასხმის დროს, ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ძალების მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ივან კოვგანი დაიღუპა. პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.
საგარეო უსაფრთხოების ის სისტემები, რომლის ნაწილნიც ვართ, არაეფექტიანია - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საგარეო უსაფრთხოების ის სისტემები, სადაც ერევანია წარმოდგენილი, არაეფექტიანია. ფაშინიანის თქმით, ბოლო წლებში მომხდარმა არაერთმა მოვლენამ სომხეთს დასკვნების გაკეთება აიძულა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდასხმა მთიან ყარაბაღზე სერიოზულ კითხვებს აჩენს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის მიზნებსა და მოტივებზე მთიან ყარაბაღში. ფაშინიანმა მოვლენების ამგვარ შესაძლო განვითარებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს და რუსულ სამშვიდობო ძალებს დააკისრა. მისივე თქმით, სომხეთი მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ თუ ამ ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო მთავრობა მიიღებს ყარაბაღიდან წამოსულ სომხებს. „ბოლო წლებში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა მიგვიყვანა აშკარა დასკვნამდე, რომ გარე უსაფრთხოების სისტემები, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, არ არის ეფექტური სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს ჩანდა 44-დღიანი ომში და 2021 წლის მაისსა და ნოემბერში განვითარებულ მოვლენების დროს, ასევე 2022 წლის სექტემბერში და სია გრძელდება," - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ყარაბაღში ეთნიკური სომხები ეთიკური წმენდის საფრთხის წინაშე დგანან და თუ არ შეიქმნა რეალური საცხოვრებელი პირობები და ეთნიკური წმენდისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმები, იზრდება ალბათობა, რომ მოსახლეობა გადარჩენის ერთადერთ გზად სომხეთში დაბრუნებას განიხილავს.
ფაშინიანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერევნის ყოფილი მერი დააკავეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მცდელობისთვის ერევნის ყოფილი მერი დააკავეს. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ერევნის ყოფილ მერს, ალბერტ ბაზეიანს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მცდელობასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში სდებს ბრალს. მის გარდა კიდევ 7 ადამიანს ადანაშაულებენ. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბაზეიანმა და მასთან ერთად დაკავებულებმა განზრახვა სისრულეში უწყების ჩართვის გამო ვერ მოიყვანეს. ბაზეიანის ადვოკატმა გევორგ მელიქიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და თავს მიიჩნევს პოლიტპატიმრად, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული დაძაბულობის ფონზე დააპატიმრა. გევორგ მელიქიანმა ასევე განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ბაზეიანის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართა. დღეს დილით დაიწყო ოპოზიციის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის აქციები ერევანში. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და ჰუმანიტარულ დახმარებას მთიანი ყარაბაღისთვის. შეიქმნა ეროვნული კომიტეტი პრემიერ-მინისტრის ხელისუფლების გადასაყენებლად, საპარლამენტო ოპოზიცია კი, ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას აპირებს. ერევანში ერთი კვირის წინ დაწყებული საპროტესტო აქციების განმავლობაში ასზე მეტი ადამიანია დაკავებული. პროტესტის მონაწილეების თქმით, არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას ჩამოერთვა ავტონომია და აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელობასთან ჩართულობას აგრძელებს
ფაშინიანი: უახლოეს დღეებში ყარაბაღში სომხები აღარ დარჩებიან, ეს არის ეთნიკური წმენდის აქტი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება. როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, ერევანში, მთავრობის სხდომაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ „ეს ეთნიკური წმენდის პირდაპირი აქტია.“ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშის მიერ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების დაგმობას, თუმცა, ფაშინიანის შეფასებით, თუ ამას კონკრეტული ქმედებები არ მოჰყვება, ეს განცხადებები განხილული იქნება მხოლოდ „ისტორიისთვის მორალური სტატისტიკის შექმნად." სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, 28 სექტემბრის 12:00 საათის მდგომარეობით, ყარაბაღიდან სომხეთში ჩავიდა 68 386 იძულებით გადაადგილებული პირი. სომხური მხარის მონაცემებით, ყარაბაღის მოსახლეობა 120 000 იყო. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს
მედია: სომხეთში საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალები ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანისკენ მოუწოდებენ
სომხეთში გარკვეული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს რუსეთთან დაკავშირებული ორგანიზაციებიდან გასვლის პროცესი და ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანოს, - ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" სომხური სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, განცხადების ავტორები გმობენ იმ საფრთხეს, რაც "სომხეთის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიული მთლიანობას რუსეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ემუქრება" და სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა დატოვოს. განცხადების ავტორები „ყარაბაღელი სომხების იძულებით დეპატრიაციას შიმშილისა და სამხედრო აგრესიის გზით“ იმავე ლოგიკით განიხილავენ, როგორც „რუსეთის აგრესიასა და გენოციდს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ“. ისინი ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ, მიმართოს ევროკავშირს სრულუფლებიანი გაწევრიანების თხოვნით, ხელი მოაწეროს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც შეერთებულ შტატებთან, კანადასთან, ინდოეთთან და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან და დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა დასავლურ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო და სამხედრო ტექნიკური გაღრმავების მიზნით.
რატომ განაცხადა ალიევმა უარი გრანადაში ჩასვლასა და ფაშინიანთან შეხვედრაზე
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩასვლაზე უარი განაცხადა, იუწყება აზერბაიჯანული მედია. ვიზიტის ფარგლებში 5 ოქტომბერს იყო დაგეგმილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა. აზერბაიჯანული მედია მიზეზად საფრანგეთის „დესტრუქციული განცხადებებს და ამის გამო სიტუაციის გამწვავებას“ ასახელებს. „ასეთ პირობებში აზერბაიჯანულმა მხარემ უარი განაცხადა მოლაპარაკებაზე,“ - წერს გამოცემა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.
ზელენსკი და ფაშინიანი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ესპანეთის ქალაქ გრანადაში შეხვედრის ამსახველ ფოტოს ზელენსკი ავრცელებს. გრანადაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით, პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მიმდინარეობს. „ჩემი პირველი შეხვედრის დროს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ყურადღება გავამახვილე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ვითარებაზე. უკრაინა დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობითა და მის ხალხთან მეგობრული ურთიერთობებით. ასევე განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონთაშორისი ეკონომიკური პროექტები,“ - წერს ზელენსკი. ცნობისათვის, გასულ თვეში ფაშინიანის მეუღლე კიევში იმყოფებოდა. უფრო ადრე, ივნისში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის. ფაშინიანის მეუღლე უკრაინაში: ომებში წამებული ბავშვები ყველა ჩვენგანის, უფროსების მარცხია ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
ფაშინიანი ევროპარლამენტში: სომხეთი მზადაა, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას
დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან და და დაარეგულიროს ურთიერთობები ამ ქვეყანასთან. ფაშინიანის თქმით, ერევანი მზად არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, რომელიც ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პრინციპებს ასახავს, და ასევე მოიაზრებს სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას, რომლებიც ქვეყნების სუვერენიტეტზე იქნება დაფუძნებული. კერძოდ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე მზად არის მეღრის რკინიგზა გახსნას, მაგრამ არა როგორც ექსტერიტორიალური დერეფანი. ფაშინიანმა ამავე გამოსვლაში განაცხადა, რომ სომხეთისა და მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხების უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში, მოკავშირეები არ დაეხმარნენ. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ე.წ. დერეფნის საკითხი შეიძლება, სომხეთზე ახალი თავდასხმისა და ტერიტორიების დაპყრობის საბაბი გახადოს. მან ევროპარლამენტარებს რეგიონში მშვიდობის დამყარებაში დახმარება სთხოვა. მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი მზად არის, ევროკავშირთან ახლოს იყოს “იმდენად, რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს.” თავის გამოსვლაში ფაშინიანმა აზერბაიჯანის „ანტიტერორისტული ოპერაციის“ შედეგები ეთნიკურ წმენდად შეაფასა. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება სომხეთის 1016 მოქალაქე.
ალიევსა და ფაშინიანს შორის ბრიუსელში, ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ,ნიკოლ ფაშინიანს შორის ოქტომბრის ბოლოს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი აცხადებს. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიზეზად დროის უკმარისობა დაასახელა. "ჩვენი მიზანია, ყარაბაღში მცხოვრები სომხები თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. გრანადაში გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრის გათვალისწინებით, რომელსაც ალიევი არ დაესწრო, ახლა ვცდილობთ, ფაშინიანსა და ალიევს შორის შეხვედრა ბრიუსელში გავმართოთ. ნელი პროცესის მიუხედავად, გვჯერა, რომ შედეგი დოკუმენტზე ხელის მოწერა იქნება,“ - აღნიშნა კლაარმა, თუმცა მომდევნო შეხვდრის დრო არ დაუზუსტებია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები შეთანხმდნენ, მონაწილეობა მიიღონ ოქტომბრის ბოლოს, ბრიუსელის შეხვედრაში.
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ეწვია
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ფორუმი ოფიციალურად დღეს გაიხსნება.
ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტი გეგმის მიხედვით ვითარდება - პატივს ვცემთ სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებები საქართველოს ინტერესებს ეფუძნება
საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მისი გადაწყვეტილებები ეფუძნება ქვეყნის ინტერესებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტი გეგმის მიხედვით ვითარდება. „ჩვენ გადავედით საინტერესო ეტაპზე. პირველი ეტაპი დასრულდა და ახლა გვყავს ორი ფინალისტი, უკვე კონკრეტული წინადადების განხილვის ეტაპზე, რომელიც რამდენიმე თვიანი პროცედურაა, რომელსაც საერთაშორისო, წამყვან საკონსულტაციო ექსპერტულ კომპანიებთან ერთად ვახორციელებთ. პარალელურად მიდის სამშენებლო ტექნიკური დავალების მომზადება საზღვაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ზოგადად, ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანი პროექტია „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ვსაუბრობთ გრძელვადიან ხედვაზე, რომელიც ათწლეულებს უკავშირდება და ანაკლიის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ანაკლიის პროექტით არ შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა. აქ საუბარია როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს და ჩვენი რკინიგზის მოცულობა თითქმის გაორმაგდეს, ასევე, საუბარია სხვა როგორც მშრალ, ასევე საზღვაო საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ამაზეც იქნება ფორუმის ფარგლებში საუბარი. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. პატივს ვცემთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება საქართველოს ინტერესებს. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებით ყურადღებით და პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებებს სტრატეგიულ ობიექტებთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ჩვენ დაგვხვდა ძალიან რთული მემკვიდრეობა, როდესაც ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო გასხვისებული, უპასუხისმგებლოდ, რამაც ათწლეულები შეზღუდა საქართველოს ამა თუ იმ ეკონომიკური დარგის კონკურენტუნარიანობა. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით და პროფესიონალურად”, - განაცხადა მინისტრმა IPN-ის ცნობით.
ასადოვი ფაშინიანს თბილისში: ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავისი პოზიცია იმისათვის, რომ დამყარებულიყო მშვიდობა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავისი პოზიცია იმისათვის, რომ დამყარებულიყო მშვიდობა. ასადოვის თქმით, აზერბაიჯანს შესანიშნავი ეკონომიკური სავაჭრო დაკავშირების შესაძლებლობა გააჩნია 4-დან 3 მეზობელთან. „ფაშინიანმა წამოჭრა საკითხი და მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ამის მიმართ. ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავისი პოზიცია იმისათვის, რომ დამყარებულიყო მშვიდობა. გასულ თვეში, ამ ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, ჩვენ იგივე ინტერესი გამოვხატეთ, რომ ისევ დამკვიდრდეს მშვიდობა, რომელიც შეეხება განსაკუთრებით სატრანსპორტო სფეროს იმ დეკლარაციის შესაბამისად, რომელიც 2020 წლის 9-10 ნოემბერს გაფორმდა და ეხება ყველა კომუნიკაციას. აზერბაიჯანი ძალიან ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ ასეთი პოზიცია წარმოეჩინა. გვინდა, ეს კომუნიკაცია ღიად მიმდინარეობდეს. ეს მარტო ჩვენზე არ არის მხოლოდ დამოკიდებული, თუ მეორე მხარეც მოისურვებს, შეგვიძლია წინ წავიდეთ. ჩვენ კიდევ სხვა შესაძლებლობების გამოყენება შეგვიძლია“,-აღნიშნა ალი ასადოვმა. ფაშინიანი თბილისში: სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმედია, რამდენიმე თვეში აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს შეთანხმებას და აღვადგენთ ურთიერთობებს
ფაშინიანი თბილისში: სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმედია, რამდენიმე თვეში აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს შეთანხმებას და აღვადგენთ ურთიერთობებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამიერკავკასიას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა, ეს არის ისეთი მდგომარეობა, სადაც ქვეყნები არსებობენ ღია საზღვრებით, დაკავშირებულნი არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით, აქვთ ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ დიალოგის საშუალებით. სომხეთის პრემიერის თქმით, სწორედ ამიტომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი“, რომლის მიზანია, განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის, ელექტორგადამცემი ხაზების მოდერნიზაციით და აშენებით. მისი თქმით, სომხეთი მოხარული იქნება, შეასრულოს სატრანზიტო ფუნქცია, გაატაროს ნავთობსადენები, ელექტრო კაბელები თუ სხვა ხაზები თავის ტერიტორიაზე. „სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც კვეთს სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს, უკვე არსებობს უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში. რამდენიმე გზა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს. ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირებისთვის. თანამედროვე კომუნიკაციებით შეიძლება, ეს გახდეს ეფექტიანი გზა საქართველოს პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის დაკავშირებისთვის, ეს სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას ჩვენს რეგიონში,“ – განაცხადა ფაშინიანმა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ოთხ პრინციპს. „პირველი ასეთი პრინციპია ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობგადამტანი თუ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა მუშაობს და ფუნქციონირებს შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში, სადაც ისინი გადიან. მეორე პრინციპი – თითოეული ქვეყანა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციების საშუალებით უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის მათი ტერიტორიების კვეთას, იქნება ეს საავტომობილო თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით. უახლოეს პერიოდში სპეციალური ერთეული ჩამოყალიბდება სომხეთის სამართალდამცავი სტრუქტურის ფარგლებში, რომელიც უფლებამოსილი იქნება საერთაშორისო კომუნიკაციის უსაფრთხოებაზე, რომელიც გაივლის სომხეთს, იქნება ეს სატრანსპორტო საშუალებები თუ პირები, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებებს ატარებენ. მესამე პრინციპი – ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება, იყოს გამოყენებული, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტრანსპორტირებისთვის. მეოთხე პრინციპი – ყველა ქვეყანას შეუძლია, ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით, სწორედ ამ ორ პრინციპზე დაყრდნობით, სასაზღვრო თუ საბაჟო პროცედურების ოპტიმიზაცია შესაძლებელია. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა სომხეთის მზაობას, ხელახლა გახსნას, ააშენოს ან განაახლოს რეგიონული კომუნიკაციები ამ პრინციპებზე დაყრდნობით. ეს პრინციპები საჭიროა, რომ თავიდან ავიცილოთ გაურკვევლობა თუ განსხვავებული ინტერპრეტაცია. უახლოეს მომავალში ასევე ოფიციალურად წარმოვადგენთ ამ პროექტს ჩვენი რეგიონის ქვეყნების მთავრობებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ასევე ინვესტორების ჩართულობით ამ პროექტის განხორციელებას შევძლებთ,“ – განაცხადა სომხეთის პრემიერმა. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, „მშვიდობის გზაჯვარედინი“ მშვიდობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. „ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დასრულდება შემდეგ რამდენიმე თვეში. ასევე საჭიროდ ვთვლი, წარმოვადგინო მშვიდობის საკითხზე კიდევ ორი დამატებითი ასპექტი, რომელზეც შევთანხმდით აზერბაიჯანთან – სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმის გაზიარებით, რომ 29 ათასი კილომეტრი და აზერბაიჯანის მხარე თავის საკუთარ შესაბამის ტერიტორიულ მოცვას აღიარებს. ეს უზრუნველყოფს, რომ განაცხადები გაკეთებული ორივე მხარის მიერ არ დატოვებს არანაირ სივრცეს საიმისოდ, რომ მეორე მხარემ არ აღიაროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა გარდა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისა,“ – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. ასევე წაიკითხეთ: სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ამასთან „მოიშველია“ 1991 წლის ალმათის დეკლარაციაზე და აღნიშნა, რომ ამ დეკლარაციის მიხედვით, საბჭოთა კავშირი წყვეტს არსებობას და 12 რესპუბლიკა, რომელიც ხელს აწერს დეკლარაციას, მათ შორის სომხეთი და აზერბაიჯანი, აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს იმ დროისთვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში. „ანუ, საზღვრები, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ხდება სახელმწიფო საზღვრები. ამ პრინციპებზე დაყრდნობით იმედი გვაქვს, რომ შემდეგ რამდენიმე თვეში უკვე აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს შეთანხმებას მშვიდობაზე და განვაახლებთ ჩვენს ურთიერთობებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე გვექნება სიახლეები უახლოეს მომავალში სომხეთ-თურქეთის აეროპორტის გასახსნელად, როგორც თურქეთის, ასევე დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის, ეს თავისთავად დადებით სტიმულს შექმნის მთელი რეგიონისთვის,“ – განაცხადა ფაშინიანმა. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას. მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილონ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოებია, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას.
ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე ისაუბრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკო ფაშინიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე გაამახვილა ყურადღება. სომხეთის პრემიერის თქმით, აბრეშუმის გზის კვალდაკვალ სომხეთი მოხარული იქნება, შეასრულოს სატრანზიტო ფუნქცია, გაატაროს ნავთობსადენები, ელექტრო კაბელები თუ სხვა თავის ტერიტორიაზე. ფაშინიანის თქმით, სწორედ მშვიდობიანი თანაარსებობა არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანიც არის განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით. „სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც კვეთს სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს, უკვე არსებობს უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში. რამდენიმე გზა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს. ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირებისთვის. თანამედროვე კომუნიკაციებით შეიძლება, ეს გახდეს ეფექტიანი გზა საქართველოს პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის დაკავშირებისთვის, ეს სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას ჩვენს რეგიონში,“ – განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანმა განაცხად, რომ „აბრეშუმის გზა“ ისტორიული მნიშვნელობისაა და გულისხმობს ერების ერთმანეთთან დაკავშირებას, რისი მნიშვნელობაც სომხეთს კარგად ესმის. „ჩვენს ორ მეზობელთან [ირანთან და საქართველოსთან] ღიაა გზები და ჩვენი ურთიერთობა მეგობრული ხასიათისაა. თუმცა გზები ორ მეზობელთან [აზერბაიჯანთან და თურქეთთან] დაკეტილია, რაც აჩვენებს ჩვენს ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. „მაგრამ აქ არ მოვსულვარ, რომ მესაუბრა რთულ ურთიერთობებზე. აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო-მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი. ასევე ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს, ამიერკავკასიას, სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა. რას წარმოადგენს მშვიდობა?! ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ქვეყნები არსებობენ და ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, ისინი ურთიერთდაკავშირებულები არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით, აქვთ აკუმულირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ დიალოგის საშუალებით და ეს წარმოადგენს მშვიდობას. ყველაფერი ეს ღია საზღვრებთან ერთად, იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული თუ პოლიტიკური კავშირები, თავისთავად ასეთი დამაკავშირებელი გზების გარეშე ვერ იარსებებდა. ეს არის მიზეზი რატომაც შეიმუშავა ჩვენმა მთავრობამ მშვიდობის პროექტი, გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი, რომელიც ჩვენი შეხედულებით არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მისი მიზანია, განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით,“ - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ოთხ პრინციპს. „პირველი ასეთი პრინციპია ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობგადამტანი თუ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა მუშაობს და ფუნქციონირებს შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში, სადაც ისინი გადიან. მეორე პრინციპი – თითოეული ქვეყანა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციების საშუალებით უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის მათი ტერიტორიების კვეთას, იქნება ეს საავტომობილო თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით. უახლოეს პერიოდში სპეციალური ერთეული ჩამოყალიბდება სომხეთის სამართალდამცავი სტრუქტურის ფარგლებში, რომელიც უფლებამოსილი იქნება საერთაშორისო კომუნიკაციის უსაფრთხოებაზე, რომელიც გაივლის სომხეთს, იქნება ეს სატრანსპორტო საშუალებები თუ პირები, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებებს ატარებენ. მესამე პრინციპი – ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება, იყოს გამოყენებული, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტრანსპორტირებისთვის. მეოთხე პრინციპი – ყველა ქვეყანას შეუძლია, ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით, სწორედ ამ ორ პრინციპზე დაყრდნობით, სასაზღვრო თუ საბაჟო პროცედურების ოპტიმიზაცია შესაძლებელია. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა სომხეთის მზაობას, ხელახლა გახსნას, ააშენოს ან განაახლოს რეგიონული კომუნიკაციები ამ პრინციპებზე დაყრდნობით. ეს პრინციპები საჭიროა, რომ თავიდან ავიცილოთ გაურკვევლობა თუ განსხვავებული ინტერპრეტაცია. უახლოეს მომავალში ასევე ოფიციალურად წარმოვადგენთ ამ პროექტს ჩვენი რეგიონის ქვეყნების მთავრობებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ასევე ინვესტორების ჩართულობით ამ პროექტის განხორციელებას შევძლებთ,“ – განაცხადა სომხეთის პრემიერმა. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, „მშვიდობის გზაჯვარედინი“ მშვიდობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. „ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დასრულდება შემდეგ რამდენიმე თვეში. ასევე საჭიროდ ვთვლი, წარმოვადგინო მშვიდობის საკითხზე კიდევ ორი დამატებითი ასპექტი, რომელზეც შევთანხმდით აზერბაიჯანთან – სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმის გაზიარებით, რომ აზერბაიჯანის მხარე თავის შესაბამის ტერიტორიულ მოცვას აღიარებს. ეს უზრუნველყოფს, რომ განაცხადები გაკეთებული ორივე მხარის მიერ არ დატოვებს არანაირ სივრცეს საიმისოდ, რომ მეორე მხარემ არ აღიაროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა გარდა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისა,“ – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ამასთან „მოიშველია“ 1991 წლის ალმათის დეკლარაციაზე და აღნიშნა, რომ ამ დეკლარაციის მიხედვით, საბჭოთა კავშირი წყვეტს არსებობას და 12 რესპუბლიკა, რომელიც ხელს აწერს დეკლარაციას, მათ შორის სომხეთი და აზერბაიჯანი, აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს იმ დროისთვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში. „ანუ, საზღვრები, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ხდება სახელმწიფო საზღვრები. ამ პრინციპებზე დაყრდნობით იმედი გვაქვს, რომ შემდეგ რამდენიმე თვეში უკვე აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს შეთანხმებას მშვიდობაზე და განვაახლებთ ჩვენს ურთიერთობებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე გვექნება სიახლეები უახლოეს მომავალში სომხეთ-თურქეთის აეროპორტის გასახსნელად, როგორც თურქეთის, ასევე დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის, ეს თავისთავად დადებით სტიმულს შექმნის მთელი რეგიონისთვის,“ – განაცხადა ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოსთან, თურქეთთან და ირანთან სომხეთის ურთიერთობებზე
სომხეთის მთავრობა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას, თურქეთთან კი, ურთიერთობის ნორმალიზებას გეგმავს. „აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია ჩვენს გეგმებშია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ამ გეგმის წინსვლა სომხეთის სახელმწიფო ინტერესებში შედის,“ - განუცხადა ფაშინიანმა პარლამენტის წევრებს. მისი თქმით, სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთი ინსტრუმენტი მსოფლიო წესრიგის ნგრევის პირობებში არის სამშობლოს გაიგივება სახელმწიფოსთან, მის ტერიტორიასთან, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან. „ამ აღქმიდან გამომდინარე საკვანძო, პრაქტიკული საკითხი, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, არის სახელმწიფოს გეოგრაფიული მდებარეობის გაცნობიერება და აღმოსავლეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის შესახებ გლობალური დისკუსიის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვმდებარეობთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გვყავს ოთხი მეზობელი და ყველა ძირითადი საფრთხე და შესაძლებლობა, რაც შეიძლება გვქონდეს, მათთან ურთიერთობაში იმალება. ამ კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების მეგობრული, თანამშრომლობითი ხასიათის კიდევ უფრო გაღრმავება,“ - განაცხადა ფაშინიანმა. ამასთან, ოფიციალური ერევანი იმედოვნებს, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის შესახებ შეთანხმებები უახლოეს მომავალში მიიღწევა. „იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ განვახორციელებთ იმ შეთანხმებებს, რომლებიც მიღწეულ იქნა სომხეთისა და თურქეთის სპეციალური დესპანების შეხვედრების შემდეგ,“ - განაცხადა ფაშინიანმა. პრემიერის თქმით, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვარი ამ ეტაპზე უნდა გაიხსნას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეთანხმებების გარდა, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც ჩატარდა. ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე 26 ოქტომბერს ისაუბრა. ფაშინიანის თქმით, სწორედ მშვიდობიანი თანაარსებობა არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანიც არის განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით.
სომხეთი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების შენარჩუნებაში, ერევნისთვის რაიმე სარგებელს ვერ ხედავს - ფაშინიანი
სომხეთი ვერ ხედავს სარგებელს თავის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების ყოფნის გაგრძელებაში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სადავო რეგიონი მთიანი ყარაბაღი დაიბრუნა, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა. ფაშინიანის თქმით, ერევანი ამჟამად ეძებს ახალ პარტნიორებს, რადგან მოსკოვს არ შეუსრულებია სამოკავშირეო ვალდებულებები. „ამ მოვლენებმა არსებითად მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ უნდა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში და ჩვენ ვცდილობთ ამის გაკეთებას ახლა,“ განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა WSJ-ს. მოგვიანებით, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არაფერი იცის ფაშინიანის კომენტარების შესახებ. „ჩვენ ჯერ არ ვიცით, თქვა თუ არა მან ეს სიტყვები და თქვა თუ არა, სად, რა კონტექსტში. ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია," - ციტირებს პესკოვს საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი." 102-ე რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში 1995 წლიდან მოქმედებს, დაახლოებით 3500 სამხედრო მოსამსახურით. ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა ბოლო პერიოდში არაერთხელ უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
ფაშინიანმა საქართველოს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა: ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით
სომხეთის პრემიერმა საქართველოს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. პარიზში მიმდინარე ფორუმზე, სადაც პანელურ დისკუსიაში ფაშინიანი საქართველოს პრემიერთან ერთად მონაწილეობს, მან ხაზი გაუსვა კონფლიქტების მოგვარების მნიშვნელობას. „მინდა, მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოსადმი, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება, საქართველოს ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ,“ განაცხადა ფაშინიანმა პანელზე - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში - მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე.” პარიზის მშვიდობის ფორუმი, რომელიც 10 ნოემბერს გაიხსნა, 11 ნოემბერსაც გაგრძელდება. ფორუმში მონაწილეობენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
ფაშინიანი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების (CSTO) ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსის მხარის ინიციატივით, ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. „მხარეებმა განიხილეს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, 23 ნოემბერს CSTO-ს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სხდომის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, ფაშინიანმა აცნობა ლუკაშენკოს, რომ ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ შეხვედრაში და იმედი გამოთქვა, რომ CSTO-ში მისი კოლეგები გაგებით მოეკიდებიან ამ გადაწყვეტილებას,“ - წერს სომხური მედია. ფაშინიანის გადაწყვეტილების მიზეზი ინფორმაციაში განმარტებული არ არის. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
რა საკითხები განიხილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და სომხეთის პრემიერმა
სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. საუბარი შეეხო მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის. შეხვედრისას განსაკუთრებულად აღინიშნა ევროკომისიის რეკომენდაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს აქტიურ მუშაობას შემდგომში საჭირო ვალდებულებებისა და პროცედურების შესასრულებლად. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის საკითხებსაც. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დინამიკასა და პერსპექტივებზე. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე სომეხ კოლეგას სურენ პაპიკიანს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერა ხელი. სომხური მხარის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და რომ ფიქსირდება თანამშრომლობის გაფართოება სხვადასხვა სფეროში.
დოქერტი ფაშინიანს: დიდი ბრიტანეთი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთი) სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ოფისი იუწყება. პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები აქტიურ ფაზაშია. მან ხაზი გაუსვა სომხეთ-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრის მნიშვნელობას, რომელიც ახლახან გაიმართა. ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთ-ბრიტანულ თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები ხელს შეუწყობს მის სრულად რეალიზებას. თავის მხრივ, დოქერტიმ ხაზი გაუსვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის ბოლო ოფიციალურ ვიზიტს დიდ ბრიტანეთში, რამაც ახალი ბიძგი მისცა ორმხრივი კავშირების გაფართოებასა და გაღრმავებას. მინისტრმა ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის ინტერესს სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით. მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი. მან ხაზი გაუსვა 14 მაისს და 15 ივლისს ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრების შემდეგ შეთანხმებულ პრინციპებზე დაფუძნებული სამშვიდობო პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის საკითხზე და აზრები გაცვალეს რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობის, ასევე ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე. დოქერტი თბილისში ხვალ, 21 ნოემბერს ჩამოდის. ინფორმაცია Europetime-ს დიდი ბრიტანეთის საელჩოში დაუდასტურეს. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში დოქერტი ეწვევა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს. მინისტრი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს განიხილავს და ხაზს გაუსვამს ქვეყნებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.
ფაშინიანი: სომხეთმა მილიონობით დოლარი გადაუხადა რუსეთს იარაღში, მაგრამ არც იარაღი მიუღია და არც ფული დაუბრუნებია
სომხეთის პრემიერის განცხადებით, სომხეთმა მილიონობით დოლარი გადაუხადა რუსეთს იარაღში, მაგრამ არც იარაღი მიუღია და ვერც ფული დაიბრუნა. ფაშინიანის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ რა მექანიზმებით შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა. „მაგალითად, ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს სომხეთის [ეროვნული] ვალის შემცირება რუსეთის მიმართ გადახდილი თანხის ოდენობით. ეს არ არის ერთადერთი ვარიანტი. მაგრამ აქაც თავად რუსეთს სჭირდება შეიარაღება და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ. იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსიები კონკრეტულ შედეგებს მოიტანს,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას ფაშინიანმა შეცდომა უწოდა. ბოლო ხანს ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრებს არ ესწრება, თუმცა კანმარტავს, რომ CSTO-ს დატოვებას არ აპირებს. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
ფაშინიანი: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სრულად და ერთმნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში უპასუხა შეკითხვას, მზად არის თუ არა სომხეთი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „მე საჯაროდ რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩვენ სრულად და ერთმნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას და სახელმწიფოებრიობას,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერმა გაიხსენა რეზოლუციები, რომლებსაც საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად ყოველწლიურად წარადგენს გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიაზე. ჰუმანიტარული ხასიათის დოკუმენტი ადასტურებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზგასმით აღნიშნავს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. როგორც ფაშინიანმა განაცხადა, გაეროში ამ საკითხის კენჭისყრაში სომხეთის მონაწილეობა 2019 წლიდან მნიშვნელოვნად განსხვავებულია და ამის გამო საქართველოს წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს. „და ჩვენი პოზიცია - ჩვენ ერთმნიშვნელოვნად და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და დემოკრატიას,“ - განაცხადა ფაშინიანმა მანამდე სომხეთი ხმას აძლევდა რეზოლუციის წინააღმდეგ, ხოლო 2019 წლიდან ოფიციალური ერევანი [ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2018 წელს დაიკავა] კენჭისყრაში აღარ მონაწილეობს.
რას პასუხობს ფაშინიანი პუტინის განცხადებას, რომ სომხეთმა თავად თქვა უარი ყარაბაღზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმის შესახებ, რომ სომხეთმა მთიან ყარაბაღზე თავად თქვა უარი, მისი აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებით. „ამ თემას დიდი განხილვა მოჰყვა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ. 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია. ეს საჯარო განცხადებები, თუ არ ვცდები, სოციალურ ქსელებში არსებობს. რუსეთი რომ მსგავსი განცხადებისთვის ემზადებოდა, პრესიდან გავიგე,“ - განუცხადა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს. მისი სიტყვებით, ეს განცხადება ეწინააღმდეგება 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებას, 2021 წელს კი აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. „ამ საკითხზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (რუსული აბრევიატურა - ОДКБ) და რუსეთს მივმართეთ, რომელთანაც ჩვენ ცალკე შეთანხმებული სამართლებრივი ბაზა გვაქვს. ნული რეაქცია. მაშინ მე გადადგომის შესახებ განვაცხადე და ეროვნული კრება დავითხოვე, 20 ივნისს დაინიშნა არჩევნები. იმ დღეებში სომხეთსა და აზერბაიჯანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდა. იყო მაღალი ალბათობა, რომ თუ სომხეთის მთავრობა სხვაგვარად მოიქცეოდა, არჩევნები ვერ ჩატარებულიყო, სომხეთის რესპუბლიკა დაშლილიყო,“ - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაზეც. მან ჩამოთვალა ერევნის მოქმედებები, „რომელთა გამოც, სრულყოფილად ვერ მოხერხდა სამმხრივი შეთანხმების მიღწევა.“ „ვურჩევდი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, წაიკითხოს 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმება მე-8 პუნქტის ჩათვლით. წაიკითხონ და ნახონ, ვინ რომელი ვალდებულება არ შეასრულა. 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაშია ნათქვამი, რომ აზერბაიჯანი უნდა დაესხას თავს მთიან ყარაბაღს და ამ დროს რუსი მშვიდობისმყოფელები თავშესაფრებში იმყოფებოდნენ?" - იკითხა ფაშინიანმა. მისივე თქმით, რუსული სამშვიდობო კონტინგენტი მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერალური კრების გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფებოდა. „ფედერალური კრების ამ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სამშვიდობო კონტინგენტი იქ მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავადაა. სად არის ახლა მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობა?" - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები იძულებული გახდა სომხეთში წასულიყო. ერევნის თანახმად, წლის დასაწყისში რეგიონის სომხური მოსახლეობა 120 ათას ადამიანს შეადგენდა. 2023 წლის 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და საკუთარი სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა.
ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩადის
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი დაესწრება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) საბჭოს სხდომას, სამშაბათს კი - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) არაფორმალურ სამიტს სანქტ-პეტერბურგში. ოქტომბერში ფაშინიანი, ერევანსა და მოსკოვს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს ყირგიზეთში არ დაესწრო. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
სომხეთი ევრაზიის ჯგუფის მორიგე თავმჯდომარის როლში ეკონომიკაზე კონცენტრირდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის აპირებს, წევრთა "პოლიტიკურ ამბიციებზე" წინ დააყენოს ეკონომიკური თანამშრომლობა, როცა 2024 წლის პირველი იანვრიდან გახდება რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAES) მორიგე თავმჯდომარე. ფაშინიანმა ეს განცხადება გააკეთა სანქტ-პეტერბურგში, სადაც მონაწილეობა მიიღო EAES-ის საბჭოს შეხვედრაში. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ასევე შედიან ყაზახეთი, ბელორუსი და ყირგიზეთი. ფაშინიანმა სიმბოლურად მიიჩნია, რომ სომხეთის პრეზიდენტობა ემთხვევა EAEU ხელშეკრულების ხელმოწერის მეათე წლისთავს, „რაც ეფუძნება ძირითად პრინციპს, რომ EAEU არის ეკონომიკური გაერთიანება, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური და, მით უმეტეს, გეოპოლიტიკური დღის წესრიგი. „ჩვენ ვაგრძელებთ ამის აღქმას და ამ კონტექსტში ვავითარებთ თანამშრომლობას ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ ყველა მცდელობა ევრაზიული კავშირის პოლიტიზებისკენ,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ EAEU-ში დაგროვდა ფუნდამენტური ხასიათის არაერთი გადაუჭრელი პრობლემა და რომ აუცილებელია წევრმა ქვეყნებმა მიაღწიონ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებს საერთო ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების მიდგომების, პრინციპებისა და მექანიზმების ჰარმონიზაციის შესახებ. სომხეთის ტრადიციულად ახლო კავშირები მოსკოვთან ბოლო თვეებში დაიძაბა. ერევნის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სომხეთის შეფასებით, მოსკოვმა მას მხარი არ დაუჭირა მაშინ, როცა მეტოქე აზერბაიჯანმა წელს კონტროლი დაიბრუნა ეთნიკური სომხებით დასახლებულ, მთიანი ყარაბაღის რეგიონზე. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
ალიევმა და ფაშინიანმა სანქტ-პეტერბურგში შეხვედრა გამართეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სანქტ-პეტერბურგში შეხვდრა გამართეს. 26 დეკემბერს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელმძღვანელების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრების სამიტი ჩატარდა. სომხეთის პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ „არაოფიციალური კონტაქტის“ დროს განიხილეს „სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დღის წესრიგი“. „განხილვა შედგა ორმხრივ ფორმატში,“ - აღნიშნა ბაღდასარიანმა, რომელსაც შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია. ეს იყო ალიევისა და ფაშინიანის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბაქომ მთიან ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციისა და მოგვიანებით, სუვერენიტეტის აღდგენის შესახებ გამოაცხადა. ორი ქვეყნის ლიდერები ადრე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის ორგანიზებით, ერთმანეთს ბრიუსელში, ივლისში შეხვდნენ. შემდეგ, დაგეგმილი შეხვედრები ბაქოს უარის გამო გადაიდო. უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს. თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭო აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 13 დეკემბერს. მიშელი ოქტომბერში აპირებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ემასპინძლა ბრიუსელში, თუმცა ალიევმა მოლაპარაკებები გააუქმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გამოეთიშა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. „ჩვენ კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რათა წავხალისოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ნორმალიზაციის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულება კარგია საქართველოსთვისაც. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება, რათა მათი ურთიერთობები მოწესრიგდეს. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს დემარკაციის პროცესს, ეს სამშვიდობო შეთანხმება ასევე შეიძლება, გახდეს კარგი საფუძველი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რეგიონში კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რაც ასევე კარგია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ფაშინიანმა საახალწლო მიმართვისას „მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე“ ისაუბრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საახალწლო მიმართვაში ბოდიში მოუხადა მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილებსა და სომხეთის მოქალაქეებს და მეზობლებთან „ურთიერთობების ნორმალიზაციაზე“ ისაუბრა. „ჩვენ შევძელით და შეგვიძლია ჩვენი სახელმწიფოს, სომხეთის რესპუბლიკის გაძღოლა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების უკიდურესად რთულ გზაზე. ჩვენ ამ გზის უმეტესი ნაწილი გავიარეთ, მაგრამ ჩვენ ვართ დაზღვეული ახალი განსაცდელებისა და სირთულეებისგან.“ „ასევე მსურს, ბოდიში მოვუხადო ყველა თქვენგანს სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, მთიანი ყარაბაღიდან ჩვენს ყველა დასა და ძმას, რომლებიც ლტოლვილებად იქცნენ, იმ ტკივილისათვის, რაც ბოლო წლებში გამოიარეთ. ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე ისაუბრა „ბოდიშს გიხდით არა იმიტომ, რომ რაიმე დანაშაული მიმიძღვის თქვენ წინაშე, ან რაიმე ვალდებულება, ან პირობა დამავიწყდა ერთი წუთითაც კი, არამედ იმიტომ, რომ ვიცი, რას გრძნობთ - და მეც იმავეს ვგრძნობ. „მაგრამ ამ გრძნობამ არ შეიძლება, ხელი შემიშალოს ჩემი, როგორც ქვეყნის მეთაურის, მოვალეობების შესრულებაში, რაც ნიშნავს, რომ ყოველი გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია, შევიმუშაოთ რეგიონში ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ფორმულები და გავაგრძელებთ ამ გზით მუშაობას სახელმწიფოსთვის, მომავლისთვის, მომავალი თაობებისათვის,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ალიევი თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე, ფაშინიანის მიერ წარდგენილ პროექტს პიარ კამპანიას უწოდებს
„თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახსენა პროექტი სახელწოდებით „მშვიდობის გაჯვარედინი“. ეს პროექტი სავარაუდოდ ითვალისწინებს კომუნიკაციების განვითარებას აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. თუმცა, აზერბაიჯანი ამ წინადადებას უკვე სამი წელია აყენებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მას ახალი ინიციატივა უწოდა. საერთოდ, შესაძლებელია თუ არა რეგიონში მსგავსი პროექტების განხორციელება აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე?“ ამ შეკითხვით მიმართეს მედიის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ადგილობრივ ტელევიზიებთან ინტერვიუში. „რა თქმა უნდა, არა. თქვენ ალბათ კარგად იცით - ეს შეუძლებელია. ვფიქრობ, ეს მხოლოდ პიარ კამპანიაა. მოგეხსენებათ, სომხეთმა არ შეასრულა 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დებულება და ფაქტიურად უგულებელყოფს თავის ვალდებულებებს. ამიტომაც გამოვიდნენ ასეთი წინადადებით, რომ გადაფარონ და ამავდროულად უგულებელყონ „ზანგაზურის დერეფნის“ სიტყვათა კომბინაცია. ისიც უნდა ვთქვა, რომ სიტყვათა კომბინაცია „ზანგაზურის დერეფანი“ რაღაცნაირად ძალიან აღიზიანებს მათ. მე მათ ვეუბნები, რომ დერეფანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტს, არის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი, რომელიც გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დგება. არის აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანიც, მაგრამ რატომღაც სომხეთში ამ დერეფნისადმი დამოკიდებულება ცოტა განსხვავებულია. ამიტომ დაარქვეს მას ჯერ სომხური გზაჯვარედინი და შემდეგ „მშვიდობის გზაჯვარედინი,“ მაგრამ ეს რეალურად სხვა არაფერია თუ არა პიარ კამპანია,“ - განაცხადა ალიევმა. ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე გასული წლის ოქტომბერში ისაუბრა.
ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს „შეიარაღების კონტროლის შესახებ“ შეთანხმების გაფორმება შესთავაზა
მმართველი პარტიის საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს „შეიარაღების კონტროლის შესახებ“ შეთანხმების გაფორმება შესთავაზა. კერძოდ, „სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანს სთავაზობს ორი ქვეყნის სასაზღვრო ზოლიდან სამხედრო შენაერთების ერთდროულად და თანაბრად გაყვანასა და სასაზღვრო რაიონების დემილიტარიზაციას, თუმცა ფაშინიანის თქმით, ბაქო უარზეა. „შემიძლია, კიდევ ერთი წინადადებით გამოვიდე. მოდით, გავაფორმოთ შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმება, რათა სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეიარაღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწიონ და ჰქონდეთ საშუალება, მისი შესრულება აკონტროლონ,” – განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანი დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. „ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა. 17:00 საათზე მედიისთვის გაკეთდება საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები,“ - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფაშინიანი თბილისშია
საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა; შედგება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა, რომლის შემდეგაც რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს
საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და სომხეთი ყოველთვის იყვნენ სტრატეგიული მეგობრები, პარტნიორები და ეს რეალობა დღეს ოფიციალურად გაფორმდა. „განსაკუთრებით მინდა, გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში, გასულ წელს დავაანონსეთ, რომ ჩვენ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა ასევე, აღვნიშნო, რომ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არამხოლოდ მეზობლები. გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა, ურთიერთობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და დე ფაქტოდ, შეიძლება, ასე ითქვას, ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე, შეიძლება, ითქვას, ეს რეალობა, მოცემულობა გაფორმდა და ხელი მოვაწერეთ ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. ფაშინიანი საქართველოს დღეს ეწვია. სომხეთი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას იმედოვნებს აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშვიდობა საქართველოს განვითარებასაც შეუწყობს ხელს
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთმა და საქართველომ დღეს დიდ წინსვლას მიაღწიეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებისას ისაუბრა სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, რაც ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დღეს შედგა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი მე-13 სხდომა. „მადლობა მინდა, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენს ქართველ კოლეგებს ამ სხდომის თბილისში მასპინძლობისა და მაღალი დონით ორგანიზებისთვის. მინდა, გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობასა და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის, ასევე ხალხის როლს. ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. სიხარულით მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 2019 წლის მთავრობათშორისი კომისიის ფორმატის განახლების შემდეგ სხდომები ტარდება ყოველთვის და ხელს უწყობს კომისიის მუშაობას. დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სფერო, დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით,“ – განაცხადა ფაშინიანმა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურის გახსნაზე. „ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის საბაჟო ურთიერთობის მიმართულებით აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა და ამ შემთხვევაში საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დრო შემცირდება. ჩვენს კოლეგებს წარვუდგინე ასევე სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი, რაზეც ვისაუბრე და წარმოვადგინე გასული წლის ოქტომბერში ღარიბაშვილის მოწვევით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის დროს. ეს ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენობის დაცვის საკითხი. ჩვენი რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი. სომხეთმა და საქართველო დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას. პრემიერთან ერთად ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანმიმართულობას. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ, რაზეც ვისაუბრეთ ასევე სხდომის დროს,“ – განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერმა ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას
„დიდი ოპტიმიზმითა შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგს, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში არსებობდეს, დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. „მინდა, აღვნიშნო, რომ მადლიერი ვართ ჩვენი სომეხი კოლეგების. ორივე ქვეყანა მოწოდებულია, ორივე მთავრობა მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში არსებობდეს, დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. პრემიერმა ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია და ჩვენი მთავრობის პოზიცია. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ, რომ ჩვენი წვლილი. კონტრიბუცია შევიტანოთ აი, ამ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთელი რეგიონის ქვეყნებსა და ხალხებს მოუტანს სარგებელს. დიდი ოპტიმიზმითა და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს. მინდა, გამოვთქვა ჩვენი იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, სტაბილურობას შეიწუობს ხელს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და ერებისთვის,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს
უწყებებს დავავალებთ, ქმედითი ნაბიჯები გადადგან საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად - ფაშინიანი თბილისში
თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განააცხადა, რომ „მხარეები შეთანხმდნენ საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მიყვანაზე. „ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ, უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად. ასევე ვისაუბრე აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით სომხეთის რესპუბლიკის ძალისხმევაზე. ხაზი გაესვა, რომ მილიტარიზაციული და სხვა მიმართულებები ხელს არ შეუწყობს ჩვენს ურთიერთობებს. როცა შევათანხმებთ და საჯარო პრინციპებზე მშვიდობის ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, მაშინ იქნება მიღწეული მშვიდობა რეგიონში. ჩემს სიტყვას ვასრულებ იმით, რომ ერთობლივი დადგენილება მივიღეთ, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ კანონიერი ურთიერთობები ყველა მიმართულებით და ამ გზაზე შესაძლო წარმოქმნილი ყველა პრობლემა განვიხილოთ ურთიერთგაგების პრინციპით. ბატონო ღარიბაშვილო, დიდი მადლობა ჩემი და ჩემი დელეგაციის თბილი მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს თანამშრომლობას“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით.“ დღესვე ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი.
სომხეთი დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით - ფაშინიანი თბილისში
თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით“. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას ქართველ კოლეგებს გააცნო სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, - ინიციატივა, რომელიც მან თბილისში, „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე წარადგინა ოქტომბერში. ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენობის დაცვის საკითხი. ჩვენი რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მოისმინა ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, ისეთის, როგორიცაა შავი ზღვის კაბელის პროექტი.“ მისი თქმით, საქართველოს მსგავსად, სომხეთშიც ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა და ამ დინამიკის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. „ისევე, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მნიშვნელოვანია ამ დინამიკის შენარჩუნება. ასევე, ბატონ პრემიერთან კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ დეკემბერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, თვე, 15 დეკემბერი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველომ მიიღო, მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ქვეყანა გახდა უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, არამედ, რეგიონისთვისაც და კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ახლა აუცილებელია, გაგრძელდეს მაღალი ტემპით ახალ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. მსხვილ პროექტებს ვგულისხმობ, ბუნებრივია. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს და ჩემს კოლეგას, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს და მინდა ვთხოვო და გადავცე სიტყვა,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც ცნობილია, შავი ზღვის კაბელის პროექტში სომხეთის ჩართვას ევროკავშირი მხარს უჭერს. გასული წლის 6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივი განცხადება მიიღეს. მისი მიხედვით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირი და სომხეთი მოწოდებულნი არიან, გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები. „კომისია და სომხეთი გააორმაგებენ ძალისხმევას მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონულ პროექტებში, კერძოდ, შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტში აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, უნგრეთთან და რუმინეთთან ერთად,“ ვკითხულობთ 6 ოქტომბრის განცხადებაში. მოგვიანებით, 16 ნოემბერს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა „შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტში სომხეთის შეერთების მნიშვნელობას.“ 25 იანვარს შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში პოტენციურ პროექტებსა და სავაჭრო გზებზე საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებდა, რომ სომხეთის ჩართულობით არის დაინტერესებული აშშ-ც. ასევე ცნობილია, რომ აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, გეგმაზე მუშაობენ. ცნობისთვის, შავი ზღვის კაბელის პროექტის დაწყებისას არსებული შეთანხმებით, აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვას, რუმინეთს და შემდეგ გაიყიდება უნგრეთში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა შეთანხმებას „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს.
სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს - ზურაბიშვილი
„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში,“ შესაბამის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ.“ საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს
ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. „ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. პრემიერ-მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული პარტნიორობა არაფორმალურ გარემოში განიხილეს. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს 26 იანვარს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ფაშინიანმა 26 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით.“ ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი.
სომხეთი აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის გასაფორმებლად იწვევს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანმა ბაქო თავდაუსხმელობის პაქტის გასაფორმებლად მიიწვია. ფაშინიანმა დასძინა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს უსაფრთხოების გარანტიის რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა. მაგალითად, ჯარების სარკისებური გაყვანა სომხეთის სსრ და აზერბაიჯანის სსრ ადმინისტრაციული საზღვრიდან. „ჩვენ აზერბაიჯანს შევთავაზეთ საზღვრის დემილიტარიზაცია, აგრეთვე, იარაღის ურთიერთკონტროლის მექანიზმი. ასევე თავდაუსხმელობის პაქტზე ხელმოწერა, თუ აღმოჩნდება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ერევანს არ აქვს პრეტენზია სხვა ტერიტორიებზე, გარდა მისი სუვერენული ტერიტორიისა, ამიტომ მზადაა, გასცეს ასეთი გარანტიები, მაგრამ ელის მსგავს გარანტიებს სხვებისგან. მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ძირითადი პირობები უკვე შექმნილია და ის არ ეთანხმება ერევნის სურვილს ხელშეკრულების გარანტორების შესახებ. ამავდროულად, სომხეთმა გამოაცხადა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პოზიციაში რეგრესია. ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადრე განაცხადეს, რომ სამშვიდობო შეთანხმებისთვის გასული წლის ბოლომდე უნდა მოეწერათ ხელი. მაგრამ საერთაშორისო შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით გარღვევა ვერ მოიტანა.
ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. მისი თქმით, ადრე თავდაცვის სფეროში სომხეთის ურთიერთობების 95-97 პროცენტს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა შეადგენდა, მაგრამ ახლა ეს არ შეიძლება, მოხდეს როგორც ობიექტური, ასევე, სუბიექტური მიზეზების გამო. „სომხეთმა უნდა გაიგოს, ვისთან შეიძლება, რეალურად გვქონდეს სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვითი ურთიერთობები,“ - განაცხადა ფაშინიანმა. მან აღნიშნა, რომ 2022 წლის იანვარში სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთთან თანამშრომლობით არმიის რეფორმის კონცეფცია მოამზადა. თუმცა სომხეთის პრემიერის თქმით, იმ წლის ზამთრის მოვლენებმა - აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკირებამ აჩვენა, რომ „ამ კონცეფციით წინსვლა შეუძლებელია და ახლა უნდა გვესმოდეს, რამდენად რეალურია მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა.“ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, არმიის განვითარების კონცეფცია უნდა შეიცვალოს. მან პირობა დადო, რომ მსგავსი დოკუმენტი წლის ბოლომდე მიიღება
ფაშინიანი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ცვლის
საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი ცვლის სამხრეთ კავკასიის რეგიონს და სომხეთისთვის ეს სასარგებლოა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სამთავრობო საათის დროს უპასუხა შეკითხვას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ეხებოდა. კერძოდ, არის თუ არა ეს ახალი ეტაპის დასაწყისი სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებში? ფაშინიანმა გაიხსენა, რომ დოკუმენტი ასახავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს, რაც ასახავს ორივე ქვეყნის ნებას. „შეიცვალა როგორც სომხეთის ურთიერთობების ბუნება რეგიონის ქვეყნებთან, ასევე თავად რეგიონის მიმართ. ერთ-ერთი რეალობა ის არის, რომ გასულ წელს, საქართველომ ოფიციალურად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. გვინდა თუ არა, ეს ობიექტურად აისახება ჩვენს რეგიონზე. ოთხი მეზობელი ქვეყნიდან, ორი არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი. და თუ ადრე ვამბობდით - სად არის ევროკავშირი და სად ვართ ჩვენ, ახლა ყველაფერი იცვლება. ახლა ევროკავშირი რეალურად ჩვენი რეგიონია. ამ მხრივ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული დიალოგი საქართველოსთან, რომელთანაც ურთიერთობაში აუცილებელია არა რაღაც კონკრეტულ საკითხებზე ჩაჭიდება, არამედ, მათი გადაჭრის გზების ძიება,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთი დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით - ფაშინიანი თბილისში
სომხეთი NATO-ს უახლოვდება – ხავიერ კოლომინა
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოვდება.„ძალიან გამამხნევებელია სომხეთის გადაწყვეტილება, რომელიც საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში მიიღეს, ცვლილება, რომლის მიღებაც გადაწყვიტეს. ვიცი, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც რთულია და ალბათ, დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახალისებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაგვიახლოვდნენ და სომხეთ სწორედ ამას აკეთებს," – განაცხადა კოლომინამ. ელჩმა გაამჟღავნა, რომ ორი მხარე ახლა ახლოსაა ახალი „ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამასთან“, რომელიც განასახიერებს სომხეთის უფრო მჭიდრო პარტნიორობას ალიანსთან. მან არ ისაუბრა სამოქმედო გეგმის დეტალებზე და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ის დასახავს "საკმაოდ ამბიციურ მიზნებს." კოლომინას ინტერვიუს უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა. ის დაიმუქრა, რომ NATO-სთან ერევნის დაახლოებას სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ მეტი დაძაბულობის გამოწვევა შეუძლია. „უკვე ვნახეთ NATO-სთან სიახლოვე ზოგიერთ ქვეყანას რას უკეთებს: კონფლიქტებში ჩაბმა, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვა, ყველა სფეროში უცხოურ გეგმებზე დაყოლიება და, რაც მთავარია, საკუთარი ეროვნული ინტერესების რეალიზაციის შესაძლებლობის არარსებობა. უმჯობესი იქნება სომხეთმა რუკა გადაშალოს და დახედოს რეგიონს, რა ქვეყნებს შორის არის. დასავლეთი ყველას აძლევს პირობებს, ნეტავ რომელი მათგანი შესრულებულა და სად," – ამბობს ზახაროვა. ამერიკელი მაღალჩინოსნის შემდეგ, სომხეთში ხავიერ კოლომინა ჩავიდა რა ფორმატებში თანამშრომლობს სომხეთი NATO-სთან ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი ინფორმაციისთვის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს.
„მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა დააპატიმრონ და ვინ არა“ - ფაშინიანის პასუხი შეკითხვაზე, დააპატიმრებდა თუ არა სომხეთი პუტინს ICC-ის ორდერის საფუძველზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, დააპატიმრებს თუ არა მისი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, თუკი ეს უკანასკნელი სომხეთში ჩავა. ფაშინიანს ეს კითხვა ბრიტანულ გაზეთ Telegraph-თან ინტერვიუში დაუსვეს. „სომხეთმა გაატარა ფართომასშტაბიანი დემოკრატიული რეფორმები, და მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა დააპატიმრონ და ვინ არა," განაცხადა სომხეთის პრემიერმა. მანამდე, ერევანმა გადაწყვიტა, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), რომელსაც პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გამოცემული მისი როლისთვის უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის პროცესში. რუსეთი სომხეთის ტრადიციული მოკავშირეა, თუმცა ბოლო წლებში მათ ურთიერთობაში სხვადასხვა საკითხზე დაძაბულობამ იმატა. დღეიდან სომხეთს შეუძლია, პუტინი ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში დააკავოს
ფაშინიანი: NATO-ში გაწევრიანება ჩვენს დღის წესრიგში არ არის
რუსეთმა CSTO-ით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? ისწრაფვის თუ არა სომხეთი NATO-ს მომავალი წევრობისკენ. ამ შეკითხვას უპასუხა სომხეთის პრემიერმა ბრიტანულ Telegraph-თან ინტერვიუში. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი აღნიშნულ საკითხს არ განიხილავს. „ჩვენ არ გვითქვამს, რომ უარვყოფთ და ვწყვეტთ რუსეთთან თანამშრომლობას ზოგადად და კონკრეტულად უსაფრთხოების სექტორში. რაც ჩვენ ვთქვით არის ის, რომ ვაპირებთ ჩვენი ურთიერთობების დივერსიფიკაციას უსაფრთხოების სექტორში. და რას ნიშნავს ეს? ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ ვაპირებთ რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების გაწყვეტას? არა, ეს ამას არ ნიშნავს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენ ვემზადებით და მზად ვართ, განვიხილოთ და ვმუშაობთ ურთიერთობების დამყარებაზე, მაგალითად, ევროკავშირთან, რაც უკვე რეალობაა და დიდი, საფრანგეთთან, რომელიც უკვე რეალობაა დიდწილად, შეერთებულ შტატებთან, რომელიც უკვე დიდწილად რეალობაა, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, რომელიც უკვე დიდწილად რეალობაა, ინდოეთთან, რომელიც უკვე დიდწილად რეალობაა და - ბევრ სხვა ქვეყანასთან. ჩვენი უსაფრთხოების ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან, ინდოეთთან ან ევროკავშირთან, ბუნებრივია, არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ეს უბრალოდ იმ რეალობის შედეგია, რომ უსაფრთხოების ურთიერთობები, რომლებიც წარსულში გვქონდა, არ პასუხობს ჩვენს უსაფრთხოების საჭიროებებს. რაც შეეხება NATO-ს, ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგის საკითხი. NATO-ში გაწევრიანებაზე არც გვქონია განხილვა და არც განვიხილავთ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს პარტნიორული ურთიერთობები NATO-სთან და ახალი არაფერია. ადრე გვქონდა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, ახლა ეს პროგრამა რეფორმატირდება გარკვეულ პარტნიორულ ფორმატში, რომელიც არ გულისხმობს წევრობას. იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ დღეს მაინც დე იურე ვართ CSTO-ს წევრი და არ ვარ დარწმუნებული, არის თუ არა ამ თემაზე მსჯელობა ზოგადად, უფრო სწორედ სომხეთში. თუ რამდენად შეესაბამება ალიანსზე დაფუძნებული სტრატეგია სომხეთის ინტერესებს, ზოგადად, გრძელვადიან პერსპექტივაში,“ აღნიშნა ფაშინიანმა. რას ცვლის რეგიონისთვის სომხეთის დაახლოება NATO-სთან
ფაშინიანი: ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები უკრაინის წინააღმდეგ ომში
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კვირას, 11 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი სამხედრო თანამშრომლობის პროექტები არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ სომხეთის მეზობელი და დიდი ხნის მეტოქე, აზერბაიჯანი, მტკიცე სამშვიდობო ხელშეკრულების ერთგული რჩება, მიუხედავად მისი პრეზიდენტის განცხადებებისა საზღვრების დემარკაციის შესახებ. ფაშინიანმა ბოლო თვეებში არაერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთი ვეღარ დაეყრდნო რუსეთს თავდაცვის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, რადგან მისმა ქვეყანამ ვერ მიიღო მოსკოვისგან დახმარება. ბრიტანულ Daily Telegraph-თან საუბრისას ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ მან 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე განაცხადა, რომ ის ვერ დადგებოდა მოსკოვის გვერდით, როგორც მოკავშირე. „მე ვთქვი, უკრაინის ვითარებაზე, ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირე. და ეს არის რეალობა," - განუცხადა ფაშინიანმა გაზეთს. „მაგრამ მინდა, ასევე გითხრათ, რომ აშშ-სთან ან საფრანგეთთან ან სხვა პარტნიორებთან, ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში არ არის მიმართული ჩვენი სხვა უსაფრთხოების სექტორში სხვა პარტნიორის წინააღმდეგ,“ განმარტა ფაშინიანმა. ამავე ინტერვიუდან: „მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა დააპატიმრონ და ვინ არა“ - ფაშინიანის პასუხი შეკითხვაზე, დააპატიმრებდა თუ არა სომხეთი პუტინს ICC-ის ორდერის საფუძველზე
რუსეთი ერევნისგან გარანტიებს ითხოვს, რომ პუტინს სომხეთში შესაძლო ვიზიტის დროს არ დააკავებენ
კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სომხეთში შესაძლო ვიზიტისთვის კონკრეტული გარანტიების მიღებაა საჭირო. „ჩვენ უკვე ვთქვით, რომ, უსიტყვოდ, ახალ რეალობას, რომელიც დაკავშირებულია სომხეთის ამ საერთაშორისო სტატუტში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ ჰქონდეს ნეგატიური გავლენა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან გარკვეული გარანტიების მიღება ჩვენი სომეხი პარტნიორებისგან. ეს საკითხი ჯერ კიდევ უნდა გადაწყდეს ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, რასაც ვაპირებთ," - აღნიშნა პესკოვმა. „მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა დააპატიმრონ და ვინ არა“ - ფაშინიანის პასუხი შეკითხვაზე, დააპატიმრებდა თუ არა სომხეთი პუტინს ICC-ის ორდერის საფუძველზე
ფაშინიანი: აზერბაიჯანის განზრახვები იგივე რჩება - სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შიშობს, რომ აზერბაიჯანმა შეიძლება სომხეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს. ამის შესახებ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ერევანი სთავაზობს ბაქოს, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის დროს გამოყენებული იყოს საბჭოთა პერიოდის რუკები და ამ ხაზებიდან შეიარაღებული ძალები გაყვანილი იყოს. მაგრამ, ფაშინიანის თქმით, ბაქო არაკონსტრუქციულ პოზიციას იკავებს და დროდადრო აყენებს საბჭოთა სომხეთის ტერიტორიაზე არსებული 4 ანკლავის საკითხს. ამასთან, არაფერს ამბობს, იმაზე, რომ დღეს აზერბაიჯანის ოკუპაციის ქვეშ სომხეთის 30 სოფლის ტერიტორიაა. მისი თქმით, სომხეთი თანახმაა საზღვრების დელიმიტაციაზე ან ამ პროცესის ლოკალურად განხორციელებაზე, საზღვრის ნაწილებად დაყოფით. „მაგრამ აზერბაიჯანი, როგორც ჩანს, თავს არიდებს ამ ვარიანტს. ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ შეიძლება, არსებობდეს ამის ერთი მიზეზი - დაიწყოს საბრძოლო მოქმედება საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე, სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციის, ფართომასშტაბიან ომში გადაყვანის პერსპექტივით,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერის თქმით, 13 თებერვალს, „აზერბაიჯანის აგრესიული მოქმედებების შედეგად სიუნიქის ოლქის კაპანის თემის ნერკინ ჰანდის მონაკვეთზე სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე საბრძოლო მოვალეობის შესრულებისას 4 ჯარისკაცი დაიღუპა.“ „საჭიროდ მიმაჩნია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარი აზერბაიჯანის დესტრუქციული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა. 12 თებერვალს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე, სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამ განცხადების შემდეგ სომხეთის სამხედრო პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ მომხდარზე დაიწყო გამოძიება, რადგან არსებობს თავდაცვის მინისტრის მკაფიო ბრძანება, არ დაუშვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა და პროვოკაციებზე აყოლა. ამის მიუხედავად, მეორე დილით აზერბაიჯანმა მასიური ცეცხლი გაუხსნა აღნიშნულ პოზიციებს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დავკარგეთ. მოვლენების აღწერა გვიჩვენებს, რომ აზერბაიჯანის განზრახვები იგივე რჩება - სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარება,“ - განაცხადა ფაშინიანმა.
რაზე შეთანხმდნენ ფაშინიანი და ალიევი მიუნხენში
17 თებერვალს, მიუნხენში, გერმანიის კანცლერიa ოლაფ შოლცი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა. აზერბაიჯანული სააგენტო Azertag-ის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები, ურთიერთობების ნორმალიზება და საზღვრების დელიმიტაციის საკითხი. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაევალათ, ოპერატიულად მოაწყონ შეხვედრები სამშვიდობო შეთანხმებისა და საზღვრის დელიმიტაციის კომისიის შესახებ. კავკასიის ქვეყნების ლიდერებმა მიუნხენში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადეს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მალე შეხვდებიან ერთმანეთს, რათა დადგინდეს საზღვრები და მიაღწიონ წინსვლას სამშვიდობო ხელშეკრულების საქმეში. აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო APA-ს ილჰამ ალიევის განცხადება მოჰყავს, რომ მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი "მალე" შეხვდება სომეხ კოლეგა არარატ მირზოიანს, თუმცა თარიღი მითითებული არ არის. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ეხება სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შემდგომ განხილვას და შეთანხმებას. ფაშინიანმა ასევე დასძინა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შემდგომ განხილვასა და შეთანხმებას უნდა დაეთმოს. „რა თქმა უნდა, სამშვიდობო შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეთანხმებულია, მაგრამ რამდენიმე ფუნდამენტური მუხლი ჯერ არ არის შეთანხმებული და ამ მიმართულებით სამუშაო უნდა ჩატარდეს. ჩვენ შევთანხმდით ამ სამუშაოს შესრულებაზე. “ - განმარტა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ამავდროულად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა და აღნიშნა, რომ უკვე მიღწეულია შეთანხმებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე, საზღვრების დემარკაციაზე და სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებზე.
მაკრონი: საფრანგეთი სომხეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას გააგრძელებს
საფრანგეთი გააგრძელებს სომხეთთან თანამშრომლობის განვითარებას თავდაცვის სფეროში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის წინ განაცხადა. „ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობის განვითარებას თავდაცვის სფეროში. საფრანგეთმა თანხმობა განაცხადა თავდაცვის ტექნიკის მიწოდებაზე, საფრანგეთი გააგრძელებს თავისი ვალდებულებების შესაბამისად მუშაობას ამ სფეროში და მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს რაიმე ესკალაცია,“ - განაცხადა მაკრონმა. მანვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარების მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს. „აქაც ჩვენ პროგრესს ვაღწევთ სუვერენიტეტისა და ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესების სასარგებლოდ. გაძლიერდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სტაბილურობას, მიუკერძოებელ ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებისთვის და დაუცველი მოსახლეობის უსაფრთხოებას სამხედრო საკონტაქტო ზონებში. სომხეთმა ასევე უნდა ისარგებლოს მშვიდობის ევროპული ინსტრუმენტებით. ევროკავშირს და სომხეთს სურთ ახალი პარტნიორობის გრაფიკი,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონი ფაშინიანთან შეხვედრაზე: ჩვენ გვინდა, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის რეგიონი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში შეხვედრა გამართეს. როგორც შეხვედრამდე გავრცელებული განცხადებებიდან ირკევა, მხარეებმა „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართულ დისკუსიებზე ისაუბრეს.“ მაკრონმა შეაქო ფაშინიანის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, რომელსაც ალიევი აკრიტიკებს. „სიუნიქში ბოლოდროინდელი ინციდენტები ადასტურებს, რომ ესკალაციის საფრთხე რეალური რჩება. საფრანგეთი წუხს, რომ 12 თებერვალს სროლის შედეგად აზერბაიჯანელი დაიჭრა, რაც ასევე სრული გამჭვირვალობით მიიღო სომხეთის ხელმძღვანელობამ, მაგრამ საფრანგეთი სინანულს გამოხატავს აზერბაიჯანის არაპროპორციული საპასუხო დარტყმის გამო, რის შედეგადაც, სომხურ მხარეს ოთხი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. საფრანგეთი გააგრძელებს მცდელობებს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემით. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების შესრულებისკენ. ამ გადაწყვეტილების თანახმად, აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს, რომ პირებმა, რომლებმაც დატოვეს მთიანი ყარაბაღი 2023 წლის 19 სექტემბრიდან და რომელთაც სურთ დაბრუნდნენ, შეძლონ ამის გაკეთება უსაფრთხოდ, შეუფერხებლად და სწრაფად. ჩვენ გვინდა, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის რეგიონი და აუცილებელია საკომუნიკაციო არხები იყოს ინტეგრაციის ხელშემწყობი ფაქტორები და არა დაყოფა. მე ვიმყოფებოდი ცენტრალურ აზიაში და მსურს, განვითარდეს საკომუნიკაციო კავშირები ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის. და მივესალმები თქვენს "მშვიდობის გზაჯვარედინის" ინიციატივას ამ საერთო ამბიციაში,“ აღნიშნა მაკრონმა. თავის მხრივ, ფაშინიანმა მაკრონი სომხეთში ვიზიტით მიიწვია. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებულ დინამიკურ ეტაპზეა. ჩვენი კავშირები ღრმავდება ეკონომიკის სფეროში, ჩვენი კავშირები ღრმავდება პოლიტიკურად. ასევე, ხაზი უნდა გავუსვა თქვენს წვლილს სომხეთის ირგვლივ ხელსაყრელი გარემოს შექმნაში. თქვენ ახსენეთ ოთხმხრივი შეხვედრა პრაღაში, 2022 წლის 6 ოქტომბერს, სადაც, ფაქტობრივად, ხაზი გაესვა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ქვაკუთხედის პრინციპებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრინციპების დაცვის შემთხვევაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ნამდვილად მიღწევადი და რეალურია. და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩვენს ერთგულებას მიღწეული შეთანხმებების მიმართ. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადაგიხადოთ სომხეთის გამძლეობისთვის მხარდაჭერისთვის. თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ თავდაცვის სფეროში, ფაქტობრივად, ჩვენ დავამყარეთ ახალი ურთიერთობები, რაც აუცილებელია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ არის კრიტიკა და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკა, როგორც ვთქვი, აღიარებს ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას. და ამ თვალსაზრისით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ვერავის შეშფოთებას ვერ გამოიწვევს, რადგან ჩვენი ერთადერთი ამოცანაა რეგიონში სწორი ბალანსის ჩამოყალიბება და მხოლოდ ლეგიტიმური, სუვერენული, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, საზღვრების დაცვა. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის მდგრადობის გაზრდა. ასევე მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული მადლობა სომხეთის დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ ნამდვილად შევდივართ ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ დინამიკურ ფაზაში. და აქვე მინდა ხაზი გავუსვა საფრანგეთის და პირადად თქვენ მხარდაჭერას, რადგან ევროკავშირს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის,“ აღნიშნა ფაშინიანმა. მაკრონი: საფრანგეთი სომხეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას გააგრძელებს
ფაშინიანი: სომხეთმა ОДКБ-ს წევრობა გაყინა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2023 წლის სექტემბრის და ოქტომბრის მოვლენების დროს, რუსეთის მაღალჩინოსნები სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ კანონიერად არჩეული, ლეგიტიმური მთავრობის დამხობისკენ. ფაშინიანი გულისხმობდა პერიოდს, როცა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაბრუნებას სომხეთში მოჰყვა საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ბოლო წლებია, რუსული ტელეარხები აწარმოებენ კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ანტიპროპაგანდას სომხეთის ხელისუფლების და პირადად პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. ამასთან, სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის დახურვა დღის წესრიგში არ დგას, ხოლო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები „ინსტიტუციური ტრადიციების ფარგლებშია." 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს. 2023 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად, აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი. 2023 წლის ოქტომბერში სომხეთმა უარი თქვა ყირგიზეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე, ხოლო ნოემბერში ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს, რომელიც მინსკში ჩატარდა.
ფაშინიანი: აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმისთვის ემზადება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმისთვის ემზადება. მისი თქმით, ბაქოს ოფიციალური განცხადებები „დასავლეთ აზერბაიჯანის“ შესახებ ნიშნავს, რომ სომხეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს აზერბაიჯანულად მიიჩნევს. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი პრაქტიკულად არ ცნობს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მისი საზღვრების ხელშეუხებლობას, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიურ დონეზე აზერბაიჯანი ირწმუნება, რომ მას არ აქვს თავდასხმის განზრახვა. „ჩვენი ამოცანაა, სამშვიდობო შეთანხმებაში გამოვხატოთ სამი პრინციპი, რომელიც გამოცხადდა და გამოქვეყნდა საერთაშორისო პლატფორმებზე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში. ამ პრობლემებისა და ოფიციალური ბაქოს განცხადებების გაანალიზებით, მივდივართ დასკვნამდე, რომ, დიახ, სომხეთზე თავდასხმა ძალიან სავარაუდოა,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. 17 თებერვალს, მიუნხენში, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა.
ირაკლი კობახიძესა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანისაგან მიიღო მიწვევა, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმოს მისი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.“ ცნობისათვის, 9 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ზელენსკი სომხეთს ეწვევა - მედია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა. შესაბამის ინფორმაციას სომხური ტელეარხი Factor TV წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ვიზიტის სავარაუდო დროდ მარტი სახელდება, თუმცა კონკრეტული თარიღი დადასტურებული არ არის.
ОДКБ სომხეთს უსაფრთხოების პრობლემებს უქმნის - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) საფრთხეს უქმნის ერევანს. „CSTO, ნაცვლად იმისა, რომ შეასრულოს უსაფრთხოების ვალდებულებები სომხეთის წინაშე, პირიქით, ქმნის უსაფრთხოების პრობლემებს. და ეს პოზიცია, მე გულწრფელად ვამბობ, არის საფრთხე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის,“ - ციტირებს სომხური საინფორმაციო სააგენტო ფაშინიანს. „ჩვენ დავუსვით შეკითხვა CSTO-ს და დღემდე პასუხი არ მიგვიღია. და ამ კითხვაზე პასუხის არარსებობა, ჩვენი აზრით, საფრთხეს უქმნის სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. კითხვა ძალიან მარტივია: რა არის CSTO-ს პასუხისმგებლობის სფერო სომხეთის რესპუბლიკაში? და ეს კითხვა გაჩნდა 2021 წლის მაისის, 2021 წლის ნოემბრის, 2022 წლის სექტემბრის მოვლენების შემდეგ. შესაბამისად, ამ გარემოებიდან გამომდინარე, CSTO, მიუხედავად თავისი ვალდებულებისა, რომლის მიხედვითაც, მას ადეკვატური პოზიცია და პასუხი უნდა ჰქონოდა, აკეთებს ზუსტად საპირისპიროს. ახლა კი დე ფაქტო გავყინეთ და თუ ეს პროცესი გაგრძელდა, დე იურე უნდა გავყინოთ (წევრობა). კიდევ რა შეიძლება, გაკეთდეს? - განაცხადა ფაშინიანმა. მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთმა ОДКБ-ს წევრობა გაყინა. მან რუსეთი სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2023 წლის სექტემბრის და ოქტომბრის მოვლენების დროს, რუსეთის მაღალჩინოსნები სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ კანონიერად არჩეული, ლეგიტიმური მთავრობის დამხობისკენ. ფაშინიანი გულისხმობდა პერიოდს, როცა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაბრუნებას სომხეთში მოჰყვა საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ბოლო წლებია, რუსული ტელეარხები აწარმოებენ კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ანტიპროპაგანდას სომხეთის ხელისუფლების და პირადად პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. ამასთან, სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის დახურვა დღის წესრიგში არ დგას, ხოლო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები „ინსტიტუციური ტრადიციების ფარგლებშია." 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს. 2023 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად, აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი. 2023 წლის ოქტომბერში სომხეთმა უარი თქვა ყირგიზეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე, ხოლო ნოემბერში ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს, რომელიც მინსკში ჩატარდა.
ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), თუ არ უპასუხებს ერევნის მიერ დასმულ შეკითხვებს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით. ფაშინიანის თქმით, სომხეთმა მიიღო გარანტიები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან, რომ მზადაა აზერბაიჯანთან საზღვარზე სამშვიდობო ძალები განალაგოს, მაგრამ ორგანიზაციას რესპუბლიკაში მისი პასუხისმგებლობის ზონა არ მიუთითებია. „ჩვენ გვაქვს შეკითხვა: სამშვიდობოები ნეიტრალური მხარეა და ОДКБ ჩვენი ორგანიზაციაა. აქ წარმოიქმნება შეუსაბამობები, თუ სომხეთის სუვერენული ტერიტორია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის „წითელი ხაზია“, მაშინ აჩვენეთ, რა არის თქვენი გაგებით სომხეთის სუვერენული ტერიტორია. ფაშინიანი: სომხეთმა ОДКБ-ს წევრობა გაყინა მათ არ უჩვენებიათ სომხეთის სუვერენული ტერიტორია. დღეს ეს საკითხი „მაგიდაზეა“. თუ ОДКБ ამ კითხვას უპასუხებს და პასუხი ჩვენს იდეებს შეესაბამება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ სომხეთსა და ОДКБ -ს შორის არსებული საკითხები მოგვარებულია, ყველა შემდგომი შედეგით. თუ არა, მაშინ სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, ვერ გეტყვით, როდის,“ - განაცხადა ფაშინიანმა.
ომის თავიდან აცილების მიზნით, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია დაიწყო - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ სომხეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა ტავუშის რეგიონის საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლებთან შეხვედრისას ისაუბრა, იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაიწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი, რათა თავიდან აიცილოს ომი. ფაშინიანის თქმით, ეს პროცესი პრაქტიკულ ეტაპზე გადადის. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ სპეციალური კომისიები უნდა წავიდნენ და გადაწყვიტონ, სად იწყება სომხეთის რესპუბლიკა და ეს უნდა გახდეს სახელმწიფო საზღვარი. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა რადიო „აზათუთიუნს“ განუცხადეს, ნიკოლ ფაშინიანმა არ გასცა მკაფიო პასუხი საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებთათვის შემაშფოთებელ კითხვებზე, მაგრამ პირობა დადო, რომ ყველა მათი შეფასება იქნება გათვალისწინებული.
სტოლტენბერგი ფაშინიანთან შეხვედრაზე: NATO-ს ყველა პარტნიორმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა პუტინმა უკრაინაში არ გაიმარჯვოს
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა. სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა სომხეთ-NATO-ს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გაცვალეს აზრები რეგიონულ პროცესებზე, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დისკუსიებზე. მოგვიანებით, ნიკოლ ფაშინიანისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით გაგრძელდა. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აცნობეს, პირისპირ შეხვედრისას თანამოსაუბრეებმა სომხეთ-NATO-ს ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს. სტოლტენბერგმა შეაქო სომხეთი მისი ხანგრძლივი პარტნიორობისა და NATO-ს ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის, მათ შორი,ს KFOR-ის სამშვიდობო მისიაში ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდისთვის. „თითქმის 20 წლის განმავლობაში, სომხეთი არის მთავარი პარტნიორი NATO-ს KFOR-ის სამშვიდობო მისიაში, რომელიც ეხმარება კოსოვოს ყველა თემისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფას,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის გზაზე. „ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროს წინაშე ვდგავართ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ”NATO მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის მშვიდობიან მისწრაფებებს.” მან ისაუბრა უკრაინაზეც. „თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ მისი აგრესია აქ არ შეჩერდება და სხვა ავტორიტარული აქტორები გათამამდებიან,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. სტოლტენბერგმა NATO-ს ყველა პარტნიორს მოუწოდა, „გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა პუტინმა არ გაიმარჯვოს თავის აგრესიულ ომში.“ მან გაიმეორა, რომ „ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს. ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა სომხეთის საშინაო რეფორმების პროგრესზე. „თქვენ ასევე აჩვენეთ რეალური ვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ფაშინიანი, ლაიენი და ბლინკენი ბრიუსელში შეხვედრისას, სამმხრივი თანამშრომლობის გზებს განიხილავენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 5 აპრილს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ და სამმხრივი თანამშრომლობის გზებს განიხილავენ. შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანზე, არმენ გრიგორიანზე დაყრდნობით ავრცელებს. „მიმდინარე წლის 5 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის, რათა განიხილონ სამმხრივი თანამშრომლობის გზები, რომლებიც ხელს შეუწყობს სომხეთის განვითარებას. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას,“ - ციტირებს მედია არმენ გრიგორიანს. ცნობისთვის, 2023 წლის 5 ოქტომბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გრანადაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთის მხარდასაჭერად ევროკავშირი-აშშ-ის ერთობლივი ღონისძიება მზადდებოდა. ერევანმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების სურვილი ღიად დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთი მოკავშირედ რჩება, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და კიევში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რამაც რუსეთის გაბრაზებაც გამოიწვია. ბოლო პერიოდში ერევანი ასევე ხშირად მიუთითებდა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო.
საქართველო და სომხეთი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას აანონსებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ურთიერთობები საქართველოსა და შორის დინამიკურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან მალევე ვარ ოფიციალური ვიზიტით სომხეთში. მინდა, გულთბილი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის. ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხების მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. ჩვენ მოვაწერეთ შეთანხმებას ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რამაც ჩვენი თანამშრომლობა თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა. ეს დეკლარაცია პირველ ყოვლისა მიმართულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ და დეკლარაცია ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და პრინციპებს, გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ამ ღირებულებების მიმართ. დღევანდელ შეხვედრაზე ბატონ პრემიერ-მინისტრს, კოლეგას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის სახელით დავუდასტურე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. ვუერთდები პრემიერ-მინისტრის კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დინამიკურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. გვქონდა საუბარი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, სხვადასხვა განზომილებაზე, თანამშრომლობაზე პოლიტიკური თვალსაზრისით, ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, საქართველო მზად არის, დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. „ჩვენ გვქონდა დეტალური საუბარი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას იმ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით, რომელიც არის ჩვენი რეგიონის წინაშე. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოო ჯამში დაგვირგვინდება სათანადო შეთანხმებით,“ აღნიშნა კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მიიწვია. „მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის და შევინარჩუნოთ ის მაღალი დინამიკა, რომელიც ახასიათებს დღეს ჩვენს პარტნიორობას. ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნები და რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია,“ - აღნიშნა პრემიერმა. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დაინტერესებულია არამხოლოდ ურთიერთობების ნორმალიზაციით, არამედ, პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას. „შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება. მინდა, დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და კიდევ უფრო ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენს ურთიერთობებში,“ - განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანი: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გავლენა აქვს რეგიონსა და ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. როგორც ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, გასული წლის ბოლოს საქართველოსთვის მინიჭებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსი მნიშვნელოვანია და მას არამარტო რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ, ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას.“ სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ირაკლი კობახიძე წვლილს შეიტანს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. „6 იანვრის შემდეგ, როცა მთავრობათაშორისი კომიტეტის მეცამეტე სხდომა ჩატარდა, ამ სესიაზე ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას ისეთი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, რომლებიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს. მაქვს საშუალება, ახლა განვიხილო პრაქტიკული განხორციელების გზები ჩემს ახალ კოლეგასთან და ის ქმედებები, რომლებიც საჭიროა ამ დეკლარაციის განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღიარებულია ორივე ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არამხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობისაა, არამედ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა არის მდგრადობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე დადებული თანამშრომლობა. წინა წელს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მიიღო და მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არამარტო ჩვენს რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, სომხეთი მზადაა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაფერი გააკეთოს. ერევანი ელის, რომ მეორე მხრიდანაც იგივე დამოკიდებულება იქნება. „მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისკენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ უმაღლეს დონეზე სამი პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. ალმაათის 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც აღიარებს ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, დელიმიტაციის პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, [ასევე] ალმაათის დეკლარაციის საფუძველზე კვლავ, ორივე ქვეყანას შორის მოხდეს ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ურთიერთობების დალაგება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მშვიდობა და ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას იქნება სამომავლო თანამშრომლობის საწინდარი სტრატეგიული ურთიერთობების დასალაგებლად აზერბაიჯანთან. საქართველო დაინტერესებულია არამხოლოდ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციით, არამედ, პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება. მინდა, დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და კიდევ უფრო ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენს ურთიერთობებში,“ - განაცხადა ფაშინიანმა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება დაეთმო რეგიონულ პროცესებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მიიწვია,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 16 მარტს ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.
ფაშინიანი კობახიძესთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღო. სომხური მედიის ცნობით, მხარებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობები. „დღეს მე და ჩემს კოლეგას გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა შესაძლო და აუცილებელი ნაბიჯები ამ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული განხორცილებისთვის. ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო აღიარება ამ დეკლარაციის მნიშვნელოვანი ელემენტია. დღეს ასევე განვიხილეთ სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა," – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. იანვარში, თბილისში სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიის მე-13 შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ფაშინიანის თქმით, ეს განსაზღვრავს ორმხრივი ურთიერთობის სამომავლო განვითარების ამბიციურ პერსპექტივას, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს. უწყებებს დავავალებთ, ქმედითი ნაბიჯები გადადგან საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად - ფაშინიანი თბილისში
ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს
სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში წვლილის შეტანა სომხეთის რესპუბლიკის პრიორიტეტია, რომლის კონტექსტში მე მნიშვნელობას ვანიჭებ რეგიონის ინფრასტრუქტურის განბლოკვას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბერძნულ გამოცემა Kathimerini-თან ინტერვიუში განაცხადა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს. „პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს, მათ შორის, გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას, საავტომობილო გადაზიდვებს, მილსადენების გაყვანას, ელექტროგადამცემ ხაზებს და ინტერნეტსადენებს, ერთი მხრივ, შავ ზღვასა და მეორე მხრივ, სპარსეთისა და ომანის ყურეს შორის, სომხეთის ტერიტორიის გავლით. სარკინიგზო მაგისტრალის ყველაზე ოპტიმალური მარშრუტი, რომელიც საქართველოდან სომხეთში და შემდეგ ირანში მიდის, გაივლის აზერბაიჯანის ნახიჩევანს – ეს რკინიგზა არსებობდა საბჭოთა პერიოდში. არსებობს ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის ფრთა, რომელსაც შეუძლია, დააკავშიროს კასპიის და ხმელთაშუა ზღვები სომხეთის ტერიტორიის გავლით. ამისთვის აუცილებელია, რომ სარკინიგზო და საავტომობილო გზები, მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სადენები აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით დაუკავშირდენენ თურქეთს. ჩვენ მზად ვართ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის,“ – განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანი: აზერბაიჯანი ცდილობს, მოძებნოს მიზეზები რეგიონში ახალი ომის დასაწყებად
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აშკარაა, აზერბაიჯანი ცდილობს, მოძებნოს მიზეზები რეგიონში ახალი ომის დასაწყებად. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთის ხელისუფლებას არასდროს ჰქონია ამბიციები ტავუშის რეგიონის ოთხ სოფელთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც აშკარაა, რომ აზერბაიჯანი ცდილობს, მოძებნოს მიზეზები რეგიონში ახალი ფართომასშტაბიანი ომის დასაწყებად. „ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, გზავნილი არის ის, რომ სომხეთის რესპუბლიკას არ აქვს პრეტენზია საერთაშორისოდ აღიარებული, სუვერენული ტერიტორიის გარეთ, მათ შორის აზერბაიჯანის მიერ ნახსენები სოფლების ტერიტორიებზე, სოფელი ყიზილ ჰაჯილი კი დღეს 100 პროცენტით აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშაა. ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გაუსვას, თუ სად არის სომხეთის საზღვარი და ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანიც გადადგამს ნაბიჯს ამ მიმართულებით,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანი: ისტორიული სომხეთი და რეალური სომხეთი სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ერთმანეთს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ისტორიული სომხეთი და რეალური სომხეთი არამხოლოდ შეუთავსებელია, არამედ, ხშირად ეწინააღმდეგებიან და სერიოზულ საფრთხესაც კი უქმნიან ერთმანეთს. ფაშინიანი ამბობს, რომ ქვეყნის მთავრობასთან ერთად, დიდი ხნის განმავლობაში ისტორიული სომხეთის ფსიქოლოგიის და ტრადიციების მატარებელი იყო და მხოლოდ 2022 წელს მივიდა დასკვნამდე, რომ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მთავარი ფაქტორი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მხოლოდ 2022 წლის სექტემბრის სამხედრო ოპერაციების, კერძოდ, ჯერმუკზე თავდასხმის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვა შეიძლება გადამწყვეტი გახდეს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მისივე განცხადებით, ამ მომენტიდან დაიწყო მიმდინარე პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური პროცესი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს რეალური სომხეთისა და ისტორიული სომხეთის დელიმიტაციის პროცესი. „ეს პროცესი არ არის იმაზე ადვილი, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი. ისტორიული სომხეთი არ აღიარებს რეალური სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ვინაიდან რეალური სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ისტორიული სომხეთისთვის შემზღუდველი ფაქტორია. ნებსით თუ უნებლიეთ, ისტორიული სომხეთი გამოძახილს ჰპოვებს მთელ რიგ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ ამბიციები რეალური სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიების მიმართ, რადგან რეალური სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი, იგივე შემზღუდველი ფაქტორია ამ ქვეყნების მადისთვის,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანი: პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს - ცვლილებას თავისი ეფექტი ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს. მანვე დაადასტურა, რომ „რუსი მესაზღვრეები“ ტავუშის რეგიონს დატოვებენ. ფაშინიანის თქმით, რუსული ბაზები იქ შექმნილი სიტუაციის გამო გაჩნდა და ის რაც ახლა ხდება, რა თქმა უნდა, სიტუაციის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს და ამ ცვლილებას თავისი ეფექტი ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეს. „არ ვისურვებდი, რომ ის, რაც მოხდა, გადამეტებულად შეგვეფასებინა, მაგრამ არც ამის დაკნინება მსურს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მანვე აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელები უკვე კონტაქტზე არიან. აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაციაზე პირველად შეთანხმდნენ
ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანსა და თურქეთს თუ ჩვენი განადგურება სურთ, მაშინ ჩვენ უნდა შევძლოთ ამ სურვილის კონტროლი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის განადგურების სურვილს მხოლოდ ლეგიტიმაცია გააკონტროლებს და, შესაბამისად, სომხეთმა საერთაშორისო ურთიერთობები სწორედ ლეგიტიმაციაზე უნდა დააფუძნოს. „გარანტიას გაძლევთ, რომ ლეგიტიმაცია ბევრად უკეთესი გარანტიაა, ვიდრე ცუდი გარანტი. მეზობლებთან ურთიერთობის მოწესრიგების ლეგიტიმურობის ფორმულა ბევრად უკეთესი გარანტია, ვიდრე თუნდაც კარგი გარანტი. თუ გსურთ, გაცვალოთ თქვენი ლეგიტიმაცია სხვის კარგ გარანტიებზე, მაშინ თმობთ თქვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. სწორედ აქ არის არჩევანი. ჩვენ ვირჩევთ დაუცველ საერთაშორისო სამართალს თუ დაურღვეველ საერთაშორისო სამართალს. გვინდა, გამოვიდეთ ამ ფორმულიდან, სადაც არჩევანი არ არის, ვიყოთ ფორპოსტი თუ არა,” – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანი პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება. შესაბამისი კომენტარი სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან გააკეთა. „მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა. თავად ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეხვედრაში მისი მონაწილეობა განიხილება, მაგრამ პუტინის ინაუგურაციაზე დასწრების შესახებ დასმული შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა ბოლო პერიოდში არაერთხელ უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა სომხეთი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების შენარჩუნებაში, ერევნისთვის რაიმე სარგებელს ვერ ხედავს - ფაშინიანი
ფაშინიანმა განმარტა, რატომ არ დაესწრო პუტინის ინაუგურაციას
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ის არ დაესწრო კრემლის მმართველის "ინაუგურაციას", რადგან ის არ იყო მიწვეული ამ ღონისძიებაზე. News.am-ის ცნობით, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ფაშინიანს რუსეთიდან მიწვევა არ მიუღია. „მე მივიღე მიწვევა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან მის ინაუგურაციაზე დასასწრებად. მაგრამ მე მიწვევა არ მიმიღია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისგან," - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანმა ასევე კომენტარი გააკეთა მოსკოვში 9 მაისის აღსანიშნავად წასვლის შესახებ. „შარშან ვმონაწილეობდი 9 მაისის ღონისძიებაში და არ მგონია, ყოველწლიურად მივიღო მონაწილეობა... უცნაურად არ მოგეჩვენებათ, თუ სომხეთის ლიდერი ყოველწლიურად დაესწრება 9 მაისის სამხედრო აღლუმს [მოსკოვში]?” - განაცხადა ფაშინიანმა.
პუტინმა ფაშინიანს ქვეყნებს შორის კავშირების გართულების ფონზე უმასპინძლა - WP
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ „ნიკოლ ფაშინიანს მოსკოვში საუბრის წინ განუცხადა, რომ რეგიონში უსაფრთხოების შეშფოთება არსებობს.“ შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, პუტინმა აღნიშნა, რომ „რუსეთ-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, ვაჭრობის სფეროში გასულ წელს დიდი ზრდა დაფიქსირდა და ასეთი ზრდა აქამდე არ ყოფილა.“ თავის მხრივ, კრემლის ცნობით, პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის ფარგლებში, კრემლში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. პუტინმა შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, ფაშინიანთან რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავდა. „ღია რეჟიმში ამაზე დეტალურ საუბარს არ დავიწყებთ, თუმცა არის შესაძლებლობა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ვისაუბროთ ჩვენი ურთიერთობების მთელ კომპლექსზე, მათ შორის, შევეხოთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც,“ – განაცხადა პუტინმა. ნიკოლ ფაშინიანის ოფისის მიერ გავრცელებული ცნობით, სომხეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინთან პირადი საუბარი გამართა. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ გასული წლის დეკემბრის შეხვედრის შემდეგ რუსეთის ლიდერთან ბევრი განსახილველი საკითხი დაგროვდა. „საბჭოს სხდომის დროს ეკონომიკური ბლოკი უკვე განვიხილეთ. და ახლა ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს, რეგიონულ საკითხებს,“ – განაცხადა ფაშინიანმა კრემლის ცნობით. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართა. ფაშინიანმა გუშინ განმარტა, რატომ არ დაესწრო პუტინის ინაუგურაციას. ცნობილია, რომ უფრო ადრე, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. სომხეთი უარს ამბობს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსის (CSTO) დაფინანსებაზე Washington Post-ი წერს, რომ „სომხეთის კავშირები მის დიდი ხნის სპონსორთან და მოკავშირე რუსეთთან სულ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ელვისებური სამხედრო კამპანია ჩაატარა სექტემბერში ყარაბაღის რეგიონის დასაბრუნებლად, რითაც დასრულდა იქ ეთნიკური სომეხი სეპარატისტების სამი ათწლეულის მმართველობა.“ კრემლი, თავის მხრივ, აღშფოთებულია ფაშინიანის მცდელობით, გააღრმაოს კავშირები დასავლეთთან და დაშორდეს თავისი ქვეყანა მოსკოვის დომინირებულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ალიანსებს. რუსეთი ასევე აღშფოთებული იყო სომხეთის გადაწყვეტილებით, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც შარშან პუტინს ბრალი წაუყენა სავარაუდო ომის დანაშაულში, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან. მოსკოვი, რომელიც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა, საჯაროდ გამოთქვა შეშფოთება ერევნის დასავლეთისკენ სვლის გამო, მაგრამ ცდილობდა, შეემცირებინა განსხვავებები. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სამშაბათს აღიარა, რომ "ორმხრივ ურთიერთობებში გარკვეული პრობლემებია", მაგრამ დასძინა, რომ "არსებობს პოლიტიკური ნება დიალოგის გასაგრძელებლად." უფრო ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს. ფაშინიანმა განმარტა, რატომ არ დაესწრო პუტინის ინაუგურაციას ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი სომხეთი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების შენარჩუნებაში, ერევნისთვის რაიმე სარგებელს ვერ ხედავს - ფაშინიანი
ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას წელსვე ისურვებდა
კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მასპინძელმა სთხოვა, ეპასუხა, რომელ წელს ისურვებდა სომხეთის გაწევრიანებას ევროკავშირში. „რომელ წელს? ამ წელს," - უპასუხა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერმა 2024 წლის კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე ისაუბრა. ის დაესწრო დისკუსიას სახელწოდებით "ფრონტიდან: სომხეთის დემოკრატიის დაცვა." თავის მიმართვაში ფაშინიანმა სასიხარულო ამბად მიიჩნია, რომ „სომხეთში დემოკრატია მართლაც რეალობად იქცა.“ სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე
ფაშინიანი ბელორუსში არ ჩავა, ვიდრე ლუკაშენკო ხელისუფლებაში იქნება
სომხეთმა ბელორუსიდან კონსულტაციებისთვის თავისი ელჩი რაზმიკ ხუმარიანი გამოიძახა. ინფორმაციას სომხური მედია News.am-ი ავრცელებს, თუმცა სხვა დეტალებზე არ მიუთითებს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით კი, დღეს, 13 ივნისს სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის და სხვა ოფიციალური პირები ბელორუსში არ ჩავლენ, ვიდრე ამ ქვეყანას ლუკაშენკო მართავს. ფაშინიანის თქმით, როცა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყანა აცხადებს, რომ ყარაბაღში ომს ხელს უწყობდა და აზერბაიჯანის გამარჯვება სურდა, ბელორუსის პრეზიდენტთან განსახილველი არაფერი აქვს. ლუკაშენკომ, რომელიც მაისში აზერბაიჯანს სტუმრობდა, განაცხადა, რომ იცოდა ყარაბაღში პრეზიდენტ ალიევის გეგმების შესახებ და იზიარებდა პრობლემის სამხედრო გზით მოგვარების გადაწყვეტილებას. „გამახსენდა ჩვენი საუბარი თქვენი ომის, თქვენი გამათავისუფლებელი ომის წინ, როცა ორნი სადილზე ფილოსოფიურად ვმსჯელობდით. მაშინ მივედით დასკვნამდე, რომ ომში გამარჯვება შეიძლება,“ - მიმართა ლუკაშენკომ 16 მაისს, ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს. დღეს, ბელორუსის სახელმწიფო მედია BelTA წერდა, რომ სომხეთიდან თავის ელჩს კონსულტაციებისთვის მინსკიც იწვევს. გავრცელებული ინფორმაციით, ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს და ნიკოლ ფაშინიანის განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოითხოვეს. „სომხეთის საელჩოს წარმომადგენელი დღეს გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა მან ჩვენთვის ამ საკითხის განმარტება სცადოს. სიტუაციის განვითარების გათვალისწინებით, ჩვენი ელჩი ერევნიდან ასევე ჩამოვა მინსკში,“ – განაცხადა ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანატოლი გლაზმა. დიპლომატების გაწვევის გადაწყვეტილება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმად, ბელორუსი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) უნდა გაირიცხოს. ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება სომხეთმა ОДКБ-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო
აშშ-მ სომხეთისთვის მხარდაჭერის გაფართოების შესახებ გამოაცხადა
USAID-ის განცხადებით, ამ კვირაში სომხეთში მოგზაურობისას სამანტა პაუერმა პარტნიორობის გაფართოების შესახებ გამოაცხადა, რაც შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ასახავს. ადმინისტრატორმა გამოაცხადა 11,9 მილიონი აშშ დოლარის ახალი დაფინანსების შესახებ, რაც მოხმარდება ციფრული ტრანსფორმაციის, კვების უსაფრთხოების, კომუნიკაციისა და რისკის შემცირების მიმართულებას. წელს შეერთებული შტატების მთავრობამ 65 მილიონ დოლარის დახმარება უკვე გამოაცხადა. USAID-ის ადმინისტრატორმა პაუერმა და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა მხიტარ ჰაირაპეტიანმა USAID-თან და Amazon Web Services-თან (AWS), ახალი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ გამოაცხადეს, რისთვისაც USAID $5 მილიონს ბიზნესის განვითარებისთვის, ახალი საწარმოების მხარდასაჭერად და სომხეთის მთავრობის ამბიციური ციფრული ტრანსფორმაციის ძალისხმების გასაძლიერებლად გამოყოფს. „ეს კოორდინაცია არის USAID-ის მუდმივი ძალისხმევის ნაწილი კერძო სექტორში ინვესტიციებისა და პარტნიორობის გასაძლიერებლად და არის EDGE ფონდის ნაწილი, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად დაიწყო. სომხეთის მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაცია სომხეთის მთავრობის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია, რაც ხელს უწყობს მოქალაქეთა მხარდაჭერის გაუმჯობესებას და სომხეთის, როგორც რეგიონში წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრის პოზიციის შემდგომ გაძლიერებას,“ წერს USAID. „ადმინისტრატორმა პაუერმა ასევე გამოაცხადა $500,000 დამატებითი დაფინანსება კატასტროფების რისკის შემცირებისა და საზოგადოების დონეზე საგანგებო მზადყოფნის ღონისძიებების მხარდასაჭერად. ეს დაფინანსება საშუალებას მისცემს საზოგადოებებს, უკეთ მოემზადონ მრავალი საშიშროების რისკებისთვის, როგორიცაა, წყალდიდობა და მეწყერი, მონაწილეობითი რისკის შეფასების მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავებითა და რეაგირებისთვის ტრენინგებით. ის ასევე გააუმჯობესებს კატასტროფების მართვის ადგილობრივ შესაძლებლობებს ადრეული გაფრთხილების სისტემების გაძლიერებით, მათ შორის, სირენებისა და ვიზუალური სიგნალიზაციისა და ასეთი სისტემების გამოყენების შესახებ ტრენინგებით. USAID ასევე გამოყოფს 3 მილიონ აშშ დოლარს უკვე გამოცხადებულ თანხებში სომხეთის მთავრობის ძალისხმევის მხარდასაჭერად, რათა გააძლიეროს მათი საკომუნიკაციო სისტემები, შესაძლებლობები და პრაქტიკა. USAID რჩება ერთგული, მხარი დაუჭიროს სომხეთის მთავრობას მტკიცედ მოპოვებული დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებაში, ყველასთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და გრძელვადიანი და ღირსეული მშვიდობის მისაღწევად,“ წერს აშშ-ის განვითარების სააგენტო. USAID-ის ხელმძღვანელ სამანტა პაუერს სომხეთის პრემიერმაც უმასპინძლა. ფაშინიანის ოფისის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთ-აშშ სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ნიკოლ ფაშინიანმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთში USAID-ის მიერ განხორციელებულ პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა მტკიცედ გააგრძელებს თანმიმდევრულ ნაბიჯებს რეფორმების მიმართულებით. ასევე წაიკითხეთ: ჯიმ ო’ბრაიენის შემდეგ, სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩადის
ფაშინიანი: აზერბაიჯანს იტალიიდან იარაღის შეძენა შეუძლია, სომხეთმა ვერ უნდა შეიძინოს იარაღი საფრანგეთიდან?
„აზერბაიჯანი ცდილობს, დაადანაშაულოს სომხეთი შეიარაღებაში, რათა დაფაროს საკუთარი შეიარაღების საკითხი,“ - „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. „გვაკრიტიკებენ იმისთვის, რომ, მაგალითად, გვაქვს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საფრანგეთთან და ინდოეთთან. აზერბაიჯანში არის ტენდენცია, რომ ისაუბრებიან იმაზე, თითქოს, არარეგიონული ქვეყნები აღჭურავენ სომხეთს, მაგალითად, საფრანგეთი. მაგრამ ცხადია და საჯაროა, რომ აზერბაიჯანი იარაღს ყიდულობს, მაგალითად, იტალიიდან. საფრანგეთის მეზობელი ქვეყანაა, რატომ შეუძლია აზერბაიჯანს, იარაღი იტალიიდან შეიძინოს და სომხეთმა ვერ შეძლოს იარაღის შეძენა საფრანგეთიდან? აზერბაიჯანი იარაღს ყიდულობს, მაგალითად, პაკისტანიდან. რატომ შეუძლია აზერბაიჯანს, იარაღი პაკისტანიდან შეიძინოს და სომხეთმა ვერ შეძლოს იარაღის შეძენა ინდოეთიდან? ამბობენ, რომ ევროკავშირი და დასავლეთი აჭურავენ სომხეთს, ხოლო აზერბაიჯანი იარაღს ყიდულობს სლოვაკეთიდან, სერბეთიდან, ბულგარეთიდან. ევროკავშირის სულ მცირე სამი წევრი ქვეყანა სამხედრო-ტექნიკურ საკითხში თანამშრომლობს აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანი უზარმაზარ რაოდენობით იარაღს ყიდულობს ისრაელიდან,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. ფაშინიანმა განმარტა, რომ სომხეთმა კარგად იცის ეს პროცესები დაზვერვის მონაცემების შეგროვების გზით და ამის შესახებ საჯაროდ ყოველთვის არ საუბრობს.
ფაშინიანი საქართველოს ეწვევა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გაემგზავრა, - ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, იუწყება სომხური მედია. მისივე ინფორმაციით, ფაშინიანი თავის ქართველ კოლეგას ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ისინი პირისპირ შეხვედრას გამართავენ. შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაიმართება, რის შემდეგაც პრესისთვის განცხადება გაკეთდება. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
ფაშინიანმა თბილისში ვიზიტისას, „ისტორიულ შესაძლებლობაზე“ ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული დინამიკა. აღინიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას. ამ კუთხით ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების მაღალ დინამიკას და ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების ინტენსივობას. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. განიხილეს ასევე პარტნიორობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად გიმასპინძლოთ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოში და პატივია, გიმასპინძლოთ წარმომადგენლობით დელეგაციას სომხეთიდან. კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო ჩემი ვიზიტი მარტში, სომხეთში და მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს გულთბილი დახვედრისთვის. საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა ეფუძნება მრავალსაუკუნოვან მეგობრობას ჩვენს ხალხებს შორის, მრავალსაუკუნოვან ურთიერთპატივისცემას და მოხარულები ვართ, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მოხარული ვარ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი უკვე შეასრულა ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და ამ ყველაფერს აქვს კონკრეტული პრაქტიკული შედეგები. დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადე ისტორიული გადაწყვეტილებისთვის - გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მან ფაშინიანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. კობახიძემ ორმხრივი ვიზიტების ინტენსივობის შენარჩუნების საჭიროებას გაუსვა ხაზი. „შეხვედრისას მადლობა გადავუხადე კოლეგას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მინდა, აღვნიშნო ჩვენი ურთიერთობების ძალიან მაღალი დინამიკა, ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირი ორმხრივი ვიზიტები უმაღლეს დონეზე, მაღალი დონის ვიზიტები არის ძალიან ხშირი და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, შევინარჩუნოთ ეს ძალიან კარგი დინამიკა ჩვენს ურთიერთობებში და მაღალი ინტენსივობა ამ ურთიერთობებში. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებაზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა თუ თანამშრომლობა კულტურის, განათლების თუ სხვა სფეროების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ყველა ეს სფერო არის თანაბრად პრიორიტეტული ჩვენთვის,“ - განაცხადა კობახიძემ. მან ასევე ისაუბრა საქართველოს მხარდაჭერაზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ. „საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას და ამ კუთხით მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესს და კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ. ჩვენ მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. დასასრულს მსურს, კმაყოფილება გამოვხატო იმ შეხვედრების გამო, რომელიც გაიმართა დღეს. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები. მოხარული ვარ, რომ მქონდა კიდევ ერთხელ საშუალება, გაგვეცვალა მოსაზრებები ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქართულ -სომხურ ურთიერთობებს, რეგიონში მიმდინარე პროცესებს, გლობალურად მიმდინარე პროცესებს და ბატონ პრემიერს კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მისი წვლილისთვის ქართულ-სომხური ურთიერთობების განვითარებაში,“ - განაცხადა კობახიძემ. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის ქვეყანაც დასავლეთთან ურთიერთობებს აძლიერებს, საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ რეგიონში ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა ემყარებოდეს ორმხრივ პატივისცემას, საერთო ინტერესებს, ჯანსაღ ეკონომიკურ კონკურენციას, რომელიც მიმართულია განვითარებისთვის.“ „მოხარული ვარ, რომ მეგობრულ საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვედი. ძალიან დიდი მადლობა ტრადიციული თბილი მიღებისა და სტუმართმასპინძლობისთვის. ჩვენს ურთიერთობაში მოვახერხეთ, ჩვენს ქვეყნებს შორის გაგვეფართოებინა ყოველისმომცველი თანამშრომლობა ყველა სფეროში. ამის საუკეთესო მაჩვენებელია ის, რომ ამ წლის იანვარში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. მოვახერხეთ, შეგვექმნა სიცოცხლისუნარიანი მექანიზმი ეფექტიანი და პერიოდული კონტაქტების, რომელიც ემყარება ორმხრივ ინტერესებს, ისევე როგორც პრინციპებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც მიღებულია ჩვენი ქვეყნების ძმური ხალხების მიერ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველომ და სომხეთმა უპირობოდ აღიარეს თითოეული ქვეყნის ტერიტორიული მთლინობა და სუვერენიტეტი. ისინი ამ ფაქტს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად თვლიან. რეგიონში ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა ემყარებოდეს ორმხრივ პატივისცემას, საერთო ინტერესებს, ჯანსაღ ეკონომიკურ კონკურენციას, რომელიც მიმართულია განვითარებისთვის,“ – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც ეხება ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევასა და რეგიონში სტაბილურობის გაძლიერებას. „უნდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანთან რთული მოლაპარაკებების დროს, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესში ჩვენ მოვახერხეთ, მიგვეღწია გარკვეული პროგრესისთვის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც უნდა მოქმედებდეს დელიმიტაციის პროცესის ჩარჩოებში, რომელიც ეყრდნობა 1991 წლის ალმათის დეკლარაციის დებულებებს. ეს ნიშნავს, რომ საფუძველი ამ პროცესისთვის იქნება ადმინისტრაციული საზღვრების განსაზღვრა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. ჩვენ [ე.ი. სომხეთი] ველით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ უზრუნველვყოფთ პრაქტიკულ პროგრესს ასევე სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში, რომელიც უკვე განვიხილეთ და გვაქვს საერთო გაგება, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია,“ აღნიშნა ფაშინიანმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა ეკონომიკური ინფრასტრუქტურისა და არხის განბლოკვა და სრული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც სომხეთის მთავრობა ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს. „თქვენ იცით, რომ თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, სომხეთი და აზერბაიჯანი ახერხებენ, შეთანხმდნენ სამშვიდობო და ქვეყანათა შორის ურთიერთობის დამყარების ხელშეკრულების 80 პროცენტზე. ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანს, ხელი მოეწერა იმ დებულებებისთვის, რომელიც უკვე იყო შეთანხმებული. ასევე შეთავაზებული იყო დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, რომელიც ორმხრივ ინტერესებში შედის. ყველა ეკონომიკური ინფრასტრუქტურისა და არხის განბლოკვა და სრული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც სომხეთის მთავრობა ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს. ჩვენი იდეები ამ საკითხზე საუკეთესოდ არის ასახული „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტში, რომელიც შექმნა სომხეთის მთავრობამ და რომელიც პირველ რიგში, გავუზიარეთ ჩვენს საერთაშიროსო პარტნიორებს თბილისში, კონფერენციის დროს. მე ნამდვილად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მშვიდობის ბენეფიციარები, არამხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანია, არამედ, საქართველო, თურქეთი და ირანიც მიიღებენ სარგებელს თანაბრად. ამიტომ, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მდგრადად და მუხლმოუხრელად გააგრძელებს ყველა ძალისხმევის განხორციელებას, რომ მშვიდობა რეგიონში იყოს შესაძლებელი. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს რეგიონული, საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. შეგახსენებთ, საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა მიმდინარე წლის იანვარში დაამყარეს. ცნობისთვის, 9 სექტემბერს, ერევანში, ევროკომისიამ და სომხეთის რესპუბლიკამ ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დაწყების შესახებ გამოაცხადეს.
ფაშინიანმა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ОДКБ-ს სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხე უწოდა
„ერევანმა გააყინა მონაწილეობა CSTO-ში (ОДКБ) მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ CSTO საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, არსებობას, სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას,“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. „ჩვენ გავყინეთ ჩვენი წევრობა CSTO-ში არამხოლოდ იმიტომ, რომ ორგანიზაცია არ ასრულებს თავის ვალდებულებებს სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი აზრით, CSTO საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, სომხეთის შემდგომ არსებობას, მის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა ფაშინიანმა. მისი თქმით, სომხეთს შეუძლია, სრულად აღადგინოს მონაწილეობა ორგანიზაციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერევანი მიიღებს კონკრეტულ, ზუსტ პასუხებს დასმულ კითხვებზე. ფაშინიანმა 25 მარტს განაცხადა, რომ სომხეთმა გაყინა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO), მაგრამ არ ბლოკავს მის გადაწყვეტილებებს. 13 ივნისს, ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების განხილვისას განაცხადა, რომ ერევნის შემდეგი „ლოგიკური ნაბიჯი“ იქნება CSTO-დან გამოსვლა. ფაშინიანის თქმით, სომხეთი აპირებს განავითაროს თანამშრომლობა ევროკავშირთან, ასევე საქართველოსა და თურქეთთან. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი მზადაა, ევროკავშირს უფრო დაუახლოვდეს იმდენად, რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს. „საიდუმლო არ არის, რომ სომხეთში ჩემი განცხადების შემდეგ ეს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი გახდა: ოფიციალურად უნდა აიღოს თუ არა სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულება. მაგრამ აქ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ცალმხრივი ან თუნდაც ორმხრივი ქმედება. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ პრობლემების ფორმულირებაში, რათა არ შევქმნათ შემდგომი იმედგაცრუება ჩვენს ხალხში ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში. ასევე აუცილებელია, ფიზიკურად წარმოვიდგინოთ სომხეთის გაწევრიანება ევროკავშირში. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, თურქეთი-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. და ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ განვითარდება სომხეთ-თურქეთის ურთიერთობები,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO), სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს. 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება
აშშ-ის პრეზიდენტი სომხეთთან "სტრატეგიულ პარტნიორობას" მოელის
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. სომხეთის პრემიერის ოფისის ცნობით, თავის გზავნილში ბაიდენმა ხაზი გაუსვა ორ ხალხს შორის ღრმა კავშირებს და აღნიშნა, რომ სომხეთი და შეერთებული შტატები ერთად მუშაობენ უკეთესი მომავლის ასაშენებლად, მათ შორის, ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლებით. პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს თანამშრომლობას მთელ მსოფლიოში, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის გაძლიერებიდან სუფთა ენერგიისა და ვაჭრობის დივერსიფიკაციის ინიციატივების დაჩქარებამდე. „კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ზომები. ეს არის ღირებულებები, რომლებსაც იზიარებენ როგორც ამერიკელები, ასევე სომხები,” - განაცხადა ბაიდენმა. პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი. აშშ-ის ლიდერის თქმით, აშშ მხარს უჭერს სომხეთის ძალისხმევას რეგიონში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, მან გამოხატა ოპტიმიზმი ერთობლივი მუშაობის გაგრძელების შესახებ, სადაც ყველას შეუძლია, ღირსეულად და უსაფრთხოდ იცხოვროს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები სომხეთში ჩავიდნენ