თეგი: ნიუ-იორკი
ნიუ-იორკის ერთ-ერთ მეტროსადგურში სროლა იყო. დაჭრილია, სულ მცირე, 13 ადამიანი
აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკის ერთ-ერთ მეტროსადგურში სროლის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და სამართალდამცველები იმ პირს ეძებენ, რომელმაც მეტროსადგურში ცეცხლი გახსნა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში: ბრუკლინის მეტროსადგურში რამოდენიმე ადამიანს ესროლეს, თავი შევიკავოთ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან
ბრუკლინის 36 ქუჩის მეტროსადგურში რამოდენიმე ადამიანს ესროლეს. ნიუ-იორკის პოლიცია მოგვიწოდებს თავი შევიკავოთ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში ავრცელებს. "საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ. ნიუ-იორკში, ბრუკლინის ერთ-ერთ მეტროსადგურში სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველები ეძებენ ეჭვმიტანილ მამაკაცს, რომელსაც თვითმხილველების განცხადებით, აირწინაღი ეკეთა და ნარინჯისფერი შეფერილობის სამშენებლო ჟილეტი ეცვა. ცნობისთვის, ნიუ-იორკში, ბრუკლინის ერთ-ერთ მეტროსადგურში სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველები ეძებენ ეჭვმიტანილ კაცს, რომელსაც თვითმხილველების განცხადებით, აირწინაღი ეკეთა და ნარინჯისფერი შეფერილობის სამშენებლო ჟილეტი ეცვა.
პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით დააკავა კაცი, რომელიც ნიუ-იორკის მეტროში მომხდარ სროლაშია ეჭვმიტანილი
პოლიციამ 12 აპრილს ნიუ-იორკის მეტროს სადგურზე სროლაში ეჭვმიტანილი კაცი დააკავა. მას ბრალი ტერორიზმისთვის წარუდგინეს. 62 წლის ფრენკ ჯეიმსს პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. ბოლოს ის სატელეფონო ზარის მეშვეობით დააკავეს, რომელიც მანჰეტენზე, ისტ-ვილიჯის რაიონში მდებარე „მაკდონალდსის“ რესტორნის ტერიტორიიდან განახორციელა. გამოცემა New York Times ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფრენკ ჯეიმსმა თავად დარეკა პოლიციაში და თქვა, რომ სამართალდამცველებს „მაკდონალდსის“ რესტორანში დაელოდებოდა. ფრენკ ჯეიმსი ნიუ-იორკის მეტროში მომხდარ ინციდენტში ერთად-ერთი ეჭვმიტანილია. ის მეტროს პლატფორმაზე შეიჭრა და 33 გასროლა განახორციელა, შედეგად 10 ადამიანი დაიჭრა. ფრენკ ჯეიმსს სავარაუდოდ სამუდამო პატიმრობა ემუქრება. კაცი მანამდეც რამდენჯერმე მოხვდა პოლიციის თვალთახედვის არეალში ოჰაიოში, პენსილვანიაში, ნიუ-ჯერსისა და ვისკონსში.
დიდთოვლობის გამო ბაიდენმა, ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, აშშ-ის შტატ ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად თანხების გამოყოფის ბრძანება გასცა. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „წუხელ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 18 ნოემბრიდან ნიუ-იორკის შტატში გადაუღებლად თოვს და ქარბუქია. ჯო ბაიდენმა ასევე საგანგებო სიტუაციებისთვის, ფედერალური სამსახურებისთვის ფინანსური დახმარების გაცემა ბრძანა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები დასახელდა
Economist Intelligence Unit (EIU) ყოველწლიური კვლევის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები ნიუ-იორკი და სინგაპური არიან. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნიუ-იორკი რეიტინგის პირველ ადგილს იკავებს. გასული წლის პირველი ნომერი, თელავივი, ახლა მესამე ადგილზეა. კვლევის ავტორების თქმით, მთლიანობაში, მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში ცხოვრების საშუალო ღირებულება წელს 8.1%-ით გაიზარდა. ომი უკრაინაში და COVID19-ის გავლენა ფასების ზრდის ფაქტორებად დასახელდა. ინფლაცია განსაკუთრებით მაღალი იყო სტამბოლში, სადაც ფასები გაიზარდა 86%-ით; ბუენოს აირესში (64%) და თეირანში (57%). სიის სათავეში ნიუ-იორკის მოხვედრის ერთ-ერთი მიზეზი, აშშ-ში მაღალი ინფლაცია გახდა. ლოს-ანჯელესი და სან-ფრანცისკო ასევე მოხვდნენ ათეულში. ამ წლის დასაწყისში, აშშ-ში ინფლაცია 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალია. ათეული ასეთია: 4) ჰონგ კონგი; ლოს ანჯელესი 6) ციურიხი 7) ჟენევა 8) სან ფრანცისკო 9) პარიზი 10) სიდნეი; კოპენჰაგენი.
ნიუ-იორკში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ძლიერმა შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია. იტყობინება BBC. დაიტბორა ქალაქის მეტროს მრავალი სისტემა, ქუჩები და მაგისტრალები, დახურულია სულ მცირე ერთი ტერმინალი LaGuardia-ს აეროპორტში. გუბერნატორმა მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები და არ იმოგზაურონ დატბორილ გზებზე. დაშავებულების შესახბ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ნიუ-იორკის მეტროსადგურში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
ნიუ-იორკში, ბრონქსში მდებარე მეტროსადგურ Mount Eden-ში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა. პოლიცია სულ მცირე ერთ ადამიანს ეძებს, რომელმაც ცეცხლი გახსნა და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა რამდენიმე ეჭვმიტანილის არსებობას არ გამორიცხავს. სროლა მოზარდთა ორ ჯგუფს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. მოკლულია 34 წლის კაცი. დაშავებულთა შორის კი, 14 წლის გოგო, 15 წლის ბიჭი და 28, 29 და 71 წლის მოქალაქეები არიან. ნაწილი კამათში მონაწილეობდა, ნაწილი კი - მატარებელს ელოდებოდა.