თეგი: ნიუ-იორკის მერი
ნიუ-იორკის მერის გადაწყვეტილებით, ბულდოზერით ასამდე მოტოციკლი გაანადგურეს
ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა, შეასრულა ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება და 23 ივნისს, საჩვენებელ აქციაზე 100-მდე უკანონო მოტოციკლი და კვადროციკლი გაანადგურა. ნიუ-იორკის მერმა მასშტაბური კომპანიის რეკლამირება მოახდინა რომლის ფარგლებშიც 900-მდე მოტოციკლისა და კვადროციკლის კონფისკაცია განხორციელდა. მერმა აღნიშნა, რომ პრობლემა უფრო ღრმაა და ხშირად მოტოციკლებს დაზღვევის არ მქონე პირები მართავენ. „ბევრ ქალაქში ბანდები მოტოციკლებს და კვადროციკლებს იპარავენ და ამით მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან“, - განაცხადა ერიკ ადამსმა. „ამ მოტოციკლებს არ აქვთ დაზღვევა. თუ ის ადამიანს დაეჯახება, მას სამედიცინო ხარჯების საკუთარი ჯიბიდან დაფარვა მოუწევს. ამიტომ ჩვენ შევასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას, დღეს კმაყოფილები ვართ რასაც ვაკეთებთ“, - აღნიშნა ნიუ-იორკის მერმა.