თეგი: ნონა გაფრინდაშვილი
კალიფორნიის სასამართლომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის შეწყვეტასთან დაკავშირებით Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნეტფლიქსის“ (Netflix) შუამდგომლობა ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ცნობილი გამოცემა Variety სტატიას აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. სტატიის თანახმად, Netflix საქმის წარმოების შეწყვეტას ცდილობს და ამტკიცებს, რომ სერიალი მხატვრული ნამუშევარია, ხოლო აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება გამოხატვის თავისუფლების შესახებ კინოხელოვანებს ფართო მხატვრულ უფლებებს ანიჭებს. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ნაწარმოების შექმნისას ჭადრაკის ორ ექსპერტს ეყრდნობოდნენ და სერიალის შემქმნელებს არ სურდათ ნონა გაფრინდაშვილის შეურაცხყოფა. Netflix-ის დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ სერიალში მოსარჩლის ხსენება მიზნად ისახავდა მის აღიარებას და არა დამცირებას.
ნონა გაფრინდაშვილი: ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია
ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია. მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ, -ასე ეხმიანება ნონა გაფრინდაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოჭადრაკემ ამერიკულ სასამართლოს მადლობა გადაუხადა. „მადლობა ამერიკულ სასამართლოს რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ეხლაც ღრმად მწამს რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს. დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის. უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელს მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა. ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე“, - აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი. ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე, მოსამართლემ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ნონა გაფრინდაშვილმა მსჯავრდებულებისთვის ჭადრაკში მასტერკლასი ჩაატარა
პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი №16 და №12 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულთა შორის შიდა საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულებს შეხვდა და მასტერკლასი ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მსოფლიო ჩემპიონმა მსჯავრდებულებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გამარჯვებულებს სიგელები გადასცა. „შეხვედრას ესწრებოდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, უწყების წარმომადგენლები და საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების წევრები. პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგია იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით დაინერგა. პროექტის ფარგლებში, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ სპორტულ განათლებას, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ ტურნირებში და დაკავდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობით“,- აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.
ქართველი მოჭადრაკის ადვოკატი: "ნეტფლიქსსა“ და ნონა გაფრინდაშვილს შორის, შეთანხმება მიღწეულია, საქმის დეტალები კი, მკაცრად კონფიდენციალურია
"ნეტფლიქსსა“ და ნონა გაფრინდაშვილს შორის, შეთანხმება მიღწეულია, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! გაფრინდაშვილი ძალიან კმაყოფილია მიღწეული შედეგით. შეთანხმების დეტალები - ყველა გარემოება, დეტალი მკაცრად კონფიდენციალურია, - ამის შესახებ ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. კახა შარაბიძის თქმით, „ფილმში არაფერი არ იცვლება, რჩება როგორც არის, თუმცა პატივისა და ღირსების შემლახველი გარემოების აღმოფხვრა განხორციელდა მხარეთა შორის შეთანხმებით“. მედია: „ნეტფლიქსსა" და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა "ნეტფლიქსსა“ და ნონა გაფრინდაშვილს შორის, შეთანხმება მიღწეულია, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! რაც შეეხება შეთანხმების შინაარს, ესაა მიღებული პრაქტიკა ამ ინდუსტრიაში, სამწუხაროდ, ჩვენ შებოჭილები ვართ, პროფესიული ვალდებულებიდან გამომდინარე - შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია და ყველაფერი რაც მას უკავშირდება, არ შეიძლება, გასაჯაროვდეს. შეთანხმების დეტალები - ყველა გარემოება, დეტალი მკაცრად კონფიდენციალურია", - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა. ნონა გაფრინდაშვილი: ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს, ასევე ფილმიდან "ლაზიერის გამბიტი" კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვდა. ნონა გაფრინდაშვილი ამტკიცებდა, რომ მისი მიღწევები შეურაცხყვეს, როდესაც „ნეტფლიქსის“ სერიალში არასწორად განაცხადეს, რომ ის „არასდროს შეხვედრია მამაკაც მოთამაშეებს“. ამასთან, „ნეტფლიქსმა“ სცადა სარჩელის უარყოფა და ამტკიცებდა, რომ შოუს შემქმნელებს ჰქონდათ ფართო ლიცენზია პირველი შესწორების შესაბამისად. მაგრამ იანვარში ფედერალურმა მოსამართლემ უარყო ეს არგუმენტი და დაადგინა, რომ გამოგონილი ნაწარმოებები არ არის დაცული სარჩელისგან, თუ ისინი ცილს სწამებენ რეალურ ადამიანებს.
ნონა გაფრინდაშვილი ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონი მერვედ გახდა
ნონა გაფრინდაშვილი იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ამ ტიტულს უკვე მერვედ დაეუფლა. ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია, რომელმაც თერთმეტ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი ხუთჯერ მოიპოვა.