თეგი: ნონა მამულაშვილი

ნონა მამულაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა

პლენარულ სხდომაზე ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა და დეპუტატებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა გააცნო. „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს მისი თქმით, პარლამენტის წევრის წერილობითი განცხადების საფუძველზე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად, ნონა მამულაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება. პარლამენტმა ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი 89 ხმით დაუჭირა.  

ნონა მამულაშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

ნონა მამულაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.  ნონა მამულაშვილი პარლამენტს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს ის არჩევნებში გიორგი ხვედელიანთან ერთად ერთვება, რომელიც პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატი იქნება.  „ქვეყანაში არსებულ უმძიმეს კრიზისს, ოლიგარქიულ მმართველობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და დასავლური კურსიდან გადახვევას ნაციონალური მოძრაობა სუსტი და პოლიტიკისგან დაცლილი ებრძვის. თუმცა, საბედნიეროდ, ჩნდება ცვლილების შესაძლებლობა და ეს შიდაპარტიული არჩევნებია! სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერთვებით ამ არჩევნებში, რათა დავაბრუნოთ პოლიტიკა პარტიაში, გადავდგათ ყველა აუცილებელი ნაბიჯი ოლიგარქიული რეჟიმის შესაცვლელად, პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილისა და მთავარი არხის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან დასახსნელად. ჩვენ, ნონა მამულაშვილი - პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად და გიორგი ხვედელიანი - პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატად ვერთვებით ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში, რათა თქვენთან ერთად განვაახლოთ 2021 წელს დაწყებული პარტიის განახლებისა და გაჯანსაღების პროცესი. დავდგეთ ერთად ცვლილებებისთვის!“ - წერს მამულაშვილი სოციალურ ქსელში.   

ნონა მამულაშვილი: არჩევნებში ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა

არჩევნებში ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა, - "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში, ლევან ხაბეიშვილის გაიმარჯვებას ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა "ვულოცავ ლევანს გამარჯვებას! დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი.აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა... ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში - ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე", - წერს ნონა მამულაშვილი. გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.