თეგი: ნურსულთან ნაარბაევი
ნურსულთან ნაზარბაევი ჰოსპიტალიზირებულია
ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსული მედიის ცნობით, 82 წლის ნაზარბაევი კარდიოლოგიური გამოკვლევისთვის ასტანას ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ნაზარბაევის ჰოსპიტალიზაცია მისმა წარმომადგენელმა აიდოს უკიბაიმ დაადასტურა. „ნურსულთან ნაზარბაევმა გულის ოპერაცია გაიკეთა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პირველი პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახლა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, - განაცხადა სპიკერმა. ნურსულთან ნაზარბაევი დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი იყო. ის ამ თანამდებობას 1991 წლიდან 2019 წლამდე იკავებდა. მანამდე, ნაზარბაევი იყო ყაზახეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და ყაზახეთის სსრ პრეზიდენტი. პრეზიდენტობის დატოვების შემდეგ ნაზარბაევმა მნიშვნელოვანი გავლენა შეინარჩუნა ყაზახეთში. თუმცა, 2022 წლის იანვარში საპროტესტო აქციების შემდეგ, მას ჩამოართვეს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის სტატუსი. 11 იანვარს ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა. ასევე ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს. ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავეს ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს