თეგი: ოდესის პორტი
რუსეთი ოდესის პორტზე იერიშს უარყოფს - თურქეთის თავდაცვის მინისტრი
თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი აცხადებს, რომ რუსეთის წარმომადგენლები მათთან საუბარში ოდესის პორტის დაბომბვასთან კავშირს უარყოფენ. თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოდესის პორტის დაბომბვის საკითხს აქტიურად და დეტალურად სწავლობენ. ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. არიან დაჭრილები „ფაქტი, რომ ასეთი ინციდენტი მოხდა მარცვლეულის გადაზიდვასთან დაკავშირებით გუშინ დადებული შეთანხმების შემდეგ, ნამდვილად გვაშფოთებს. ჩვენ ამ ფაქტით შეშფოთებული ვართ, თუმცა, ვაგრძელებთ ჩვენ მიერ გუშინ მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. შეხვედრებზეც განვაცხადეთ, რომ მომხრე ვართ მხარეებმა მშვიდად და მოთმინებით გააგრძელონ თანამშრომლობა“, – განაცხადა ჰულუსი აქარმა. უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა. სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
ოდესის პორტზე თავდასხმა გვიჩვენებს, რომ პუტინის არცერთ სიტყვას არ უნდა ვენდოთ - ლიზ ტრასი
„აბსოლუტურად შემზარავია, რომ ამ შეთანხმების დადებიდან ერთ დღეში, ვლადიმირ პუტინმა კვლავ დაიწყო სრულიად დაუსაბუთებელი შეტევა ოდესაზე. ეს გვიჩვენებს, რომ მისი ნათქვამი არცერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება“, - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი რუსეთის ოდესის პორტზე თავდასხმას გამოეხმაურა. ბრიტანეთი რუსეთის ყოველი სარაკეტო იერიშის შემდეგ, უკრაინას დახმარებას გაუზრდის - ლიზ ტრასი მისი თქმით, ბრიტანეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პარტნიორებთან მუშაობა და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული გზა უნდა იპოვონ. აშშ-ს ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს „ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ვიპოვოთ უკეთესი გზა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის, რომელიც რუსეთისა და მისი შეუსრულებელი დაპირებების მიღმა იქნება", - თქვა ლიზ ტრასმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: რაც არ უნდა თქვას და რა დაპირებაც არ უნდა გასცეს რუსეთმა, ყოველთვის გამონახავს გზებს, რომ არ შეასრულოს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა. სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
სალომე ზურაბიშვილი: ოდესის დაბომბვა ძალადობრივი ქმედებაა, რომელიც უნდა დაიგმოს
ოდესის დაბომბვა, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ დღეში მოხდა, არის ძალადობრივი ქმედება, რომელიც უნდა დაიგმოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა. აშშ-ს ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს „ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას და არც გლობალურად არსებულ ჰუმანიტარულ და მომარაგებასთან დაკავშირებულ ვითარებას”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. გაერომ ოდესის პორტზე იერიში დაგმო და რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმება“ შეახსენა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა. სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. არიან დაჭრილები
ოდესის საზღვაო პორტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, არიან დაჭრილები, - ამის შესახებ მოქალაქეებისადმი მიმართვაში ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: რაც არ უნდა თქვას და რა დაპირებაც არ უნდა გასცეს რუსეთმა, ყოველთვის გამონახავს გზებს, რომ არ შეასრულოს მან აღნიშნა, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მეორე დღეს რუსეთის ფედერაციამ ოდესის პორტს შეუტია. გაერომ ოდესის პორტზე იერიში დაგმო და რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმება“ შეახსენა „სამწუხაროდ არიან დაჭრილები. პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. ამ დარტყმის შემდეგ მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს რა არის რუსეთი. ეს არის ტერორისტული ქვეყანა, რომელთანაც შეუძლებელია რაიმეზე მოლაპარაკება. ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა არ არის მხოლოდ დარტყმა, არამედ გზავნილია გაეროსა და მთელი მსოფლიოსთვის, რომ რუსეთი არ აპირებს მოლაპარაკებას ან შეჩერებას“, - განაცხადა მარჩენკომ. აშშ-ს ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს მისი თქმით, უკრაინამ უნდა გამოიყენოს ზეწოლის ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, რათა შეაჩეროს რუსეთის ხელისუფლება. უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე სტამბოლში ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
ოდესის პორტზე რუსეთის იერიშის შემდეგ ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა
რუსეთის არმიის მიერ ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა. უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ, რუსეთის თავდასხმამ ეჭვები გააჩინა. ამის შესახებ Reuters წერს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 25 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის პოზიციებიდან ნასროლი ორი „კალიბრის“ კლასის შორი მოქმედების რაკეტა, რომლებიც ოდესის პორტში სატუმბი სადგურის მახლობლად დაეცა, მიზნად ისახავდა „ექსკლუზიურად“ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას და „არ იყო დაკავშირებული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებასთან“, რომელსაც 22 ივლისს სტამბოლში რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მიაღწიეს. „ამან არ შეიძლება და არ უნდა იმოქმედოს მარცვლეული გადაზიდვის დაწყებაზე", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. ამ განცხადების მიუხედავად, ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის „ფიუჩერსები“ 25 ივლისს ბუშელზე (უდრის 36,4 ლიტრს) თითქმის 4 პროცენტით, 7,86 დოლარამდე გაიზარდა. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
ოდესის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი გავიდა
სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან გავიდა. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ცნობით, გემი ლიბანის მიმართულებით გაემგზავრა. „უკრაინამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად დღეს გადადგა მორიგი ნაბიჯი მსოფლიო შიმშილის შესაჩერებლად“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა. ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი კრემლის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ დატოვა. კუბრიკივის თქმით, პორტებზე ბლოკადის მოხსნა ქვეყნის ეკონომიკას $1 მილიარდის მოგებას მოუტანს. მისივე თქმით, რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის პორტებში 16 დატვირთული გემი იყო ჩარჩენილი. 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა დატოვა
ოდესის პორტი პირველმა გემმა დატოვა მას შემდეგ, რაც უკრაინამ დროებითი დერეფნის ამოქმედების შესახებ განაცხადა. სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დერეფნით ოდესის პორტიდან პირველი გემი გავიდა. „JOSEPH SCHULTE-ის საკონტეინერო გემმა (ჰონკონგის დროშა) ოდესის პორტი დატოვა და დროებითი დერეფნის გასწვრივ მოძრაობს, რომელიც სამოქალაქო გემებისთვის შეიქმნა,“ ნათქვამია უკრაინის თემების, ტერიტორიების და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს ტელეგრამ არხზე განთავსებულ ინფორმაციაში. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დერეფანი ძირითადად გამოყენებული იქნება გემების ევაკუაციისთვის, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შემჭრის დროს უკრაინის პორტებში ჩორნომორსკში, ოდესასა და პივდენში იყვნენ. სამინისტრომ განმარტა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ფლოტის (No6) ბრძანების თანახმად, უკრაინის შავი ზღვის საზღვაო პორტებში სამოქალაქო გემების გადაადგილების დროებითი მარშრუტები 2023 წლის 8 აგვისტოდან ამოქმედდა. უკრაინამ ეს მარშრუტი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასაც (IMO) წარუდგინა. IMO-ს საბჭო აღიარებს უკრაინის საერთაშორისო უფლებას და მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო კონვენციები. ბოლოს გემმა ოდესის პორტი მარცვლეულის გარიგების ფარგლებში, 16 ივლისს დატოვა. მარცვლეულის გარიგებიდან გასვლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააძლიერა. შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
ვოლოდიმირ ზელენსკი: ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახალი უკრაინული ჰუმანიტარული დერეფანი პირველმა სამოქალაქო გემმა გაიარა. „უკრაინამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა შავ ზღვაში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენისკენ. პირველმა სამოქალაქო გემმა, რომელიც ოდესის პორტიდან გავიდა, ახალი უკრაინული ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. ახლა ის ბოსფორისკენ მიემართება,” - წერდა ზელენსკი 16 აგვისტოს გვიან საღამოს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მანამდე უკრაინამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) შეატყობინა დერეფნის მუშაობის შესახებ, მათ კი, თავის მხრივ, ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფის უკრაინის უფლება დაადასტურეს და რუსეთს მოუწოდეს, შეწყვიტოს მუქარები და დაიცვას საერთაშორისო კონვენციები. „უსაფრთხო ზღვა ყველასთვის. ეს არის უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების პრინციპული პოზიცია. ნავიგაციის თავისუფლება და უსაფრთხოება საბაზისო საერთაშორისო პრინციპებია”, - აღნიშნა ზელენსკიმ. დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა.