თეგი: ოკუპანტები
ენერგოატომი: ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურო ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა დააზიანეს. არსებობს წყალბადის გაჟონვის რისკი
„ენერგოატომის“ ცნობით, 29 აგვისტოს 10:00 საათისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი სამხედროები განაგრძობდნენ ენერგოდარისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვას. შედეგად, ენერგოდარის 10-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, მათგან ოთხი ატომური ელექტროსადგურის მუშაა. „ცხადია, ასე „შეამუშავეს“ რუსებმა თავიანთი სცენარი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს მისიის ჩასვლის წინა დღეს. მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლისთვის პირდაპირი საფრთხე არ აჩერებს ტერორისტებს“, - წერს ზაპოროჟიეს მერი დიმიტრი ორლოვი. რუსეთი თავის მხრივ დაჟინებით მტკიცებას განაგრძობს, რომ ეს დაბომბვები უკრაინულმა ჯარებმა განახორციელეს. საგამოძიებო კომიტეტმა „უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ზაპოროჟიეს რაიონის ენერგოდარში საცხოვრებელი უბნების დაბომბვის ფაქტზე"სის. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსის განცახდებით, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IEIA-ს მისიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასათვალიერებლად ჩავა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.
უკრაინა: ზაპოროჟიეში, ოკუპანტებმა მშობლები და ორი ბავშვი დახვრიტეს
ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსმა სამხედროებმა მთელი ოჯახი - მშობლები და ორი შვილი მოკლეს. ამის შესახებ ზაპორიჟიეს გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა, ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. „ერთ-ერთ თემში დახვრიტეს მთელი ოჯახი - მშობლები და მათი ორი არასრულწლოვანი შვილი", - ამბობს სტარუხი. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, 18 ნოემბერს, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ კამიშ-ზარიაში, საცხოვრებელ კორპუსში, რუსმა სამხედროებმა მშობლები და მათი 5 და 14 წლის შვილები დახვრიტეს. ბოლო მონაცემებით, უკრაინაში, რუსული აგრესიის შედეგად 437 ბავშვი დაიღუპა და 837 დაშავდა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას." აცხადებს სუს-ი