თეგი: ოკუპირებული ყირიმი
ჩეხეთის რესპუბლიკის სენატორს, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა, შესაძლოა, მანდატი ჩამოერთვას
ჩეხეთის სენატი პრორუსული შეხედულებებით ცნობილი დეპუტატის იაროსლავ დუბრავას ქმედებას განიხილავს, რომელმაც შვებულება ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე გაატარა და ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. დუბრავასა და რუსი ოკუპანტების შეხვედრა, მათ შორის „ყირიმის წარმომადგენელ“ სერგეი აქსენოვთან 1-ელ აგვისტოს შედგა. ამის შესახებ აქსენოვმა Telegram-ზე დაწერა. „ასეთი შეხვედრები ჩვენს უცხოელ კოლეგებთან საკმაოდ მნიშვნელოვანია. მათ არ ეშინიათ საჯაროდ გამოხატონ თავისი მხარდაჭერა ყირიმის და სრულიად რუსეთის მიმართ. ისინი ახდენენ გავლენას, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეები და აქ განვითარებულ მოვლენებს ჩვეულებრივ აღიქვამენ“, - აცხადებს აქსენოვი. არალეგიტიმური „ყირიმის პარლამენტის“ მოხსენების თანახმად, დუბრავამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის წარმოადგენს „ბევრ ჩვეულებრივ ჩეხს, რომლებიც მხარს არ უჭერენ თავიანთი მთავრობის პოლიტიკას", ისევე როგორც ბიზნესმენებს, რომლებსაც ყირიმთან ვაჭრობა სანქციების მიუხედავად სურთ“.
ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის მახლობლად დღეს სამხედრო აეროდრომის მიდამოში აფეთქებები მოხდა და ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, სასწრაფო დახმარების მანქანების დიდი რაოდენობა ევპატორიიდან ნოვოფედოროვკასკენ მიემართებოდა. ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, ჯერ ადრეა მსხვერპლზე საუბარი, მისი თქმით, ადგილზე სამედიცინო პერსონალი მუშაობს. სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის გამოიყენება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების ფაქტი რუსეთმა შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება. ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, აეროდრომზე ავიაგამანადგურებლების მე-3 პოლკი იმყოფება, რომლის შემადგენლობაში ძირითადად არიან თვითმფრინავები Su-30SM, Su-33 და ბომბდამშენები Su-24M.
ე.წ. ხელისუფლების თქმით, ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის მიერ „დანიშნული“ რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა“. უკრაინის ნახევარკუნძული, რომლის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, პოპულარული ადგილია რუსი ტურისტებისთვის და გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტუმრები პლაჟიდან გარბიან. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. Reuters-ის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, 5 დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება.
მიხაილო პოდოლიაკი: ყირიმი არ უნდა იყოს სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის, ყველაფერი ჯერ ახლა იწყება
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმი უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ დაბრუნების შემდეგ, შავი ზღვის მარგალიტი, ეროვნული პარკი, უნიკალური ბუნებით და მსოფლიო კურორტი იქნება და არა ტერორისტების სამხედრო ბაზა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაცია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია. ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალია, იყოს შავი ზღვის მარგალიტი, ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებითა და მსოფლიო კურორტი. ის არ უნდა იყოს სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის. ყველაფერი ჯერ ახლა იწყება“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა. ე.წ. ხელისუფლების თქმით, ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. Reuters-ის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, 5 დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება. უკრაინის ნახევარკუნძული, რომლის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, პოპულარული ადგილია რუსი ტურისტებისთვის და გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტუმრები პლაჟიდან გარბიან.
ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა - უკრაინის საჰაერო ძალები
დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების შედეგად განადგურდა ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა. „საკი! დამპყრობლებო, მინუს ცხრა თვითმფრინავი", - იტყობინება უკრაინის საჰაერო ძალები. გაეცანით სტატიას რა ხდებოდა ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე, აფეთქებამდე 4 საათით ადრე
რა ხდებოდა ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე, აფეთქებამდე 4 საათით ადრე
რა ხდებოდა ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებამდე 4 საათით ადრე ამის გასარკვევად სხვადასხვა წყარომ სატელიტური ფოტოები 9 აგვისტოს გაავრცელა. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ეს აეროდრომი საკვანძო ადგილია რუსული ავიაციისთვის. აეროდრომზე ავიაგამანადგურებლების მე-3 პოლკი იმყოფება, რომლის შემადგენლობაში ძირითადად არიან თვითმფრინავები Su-30SM, Su-33 და ბომბდამშენები Su-24M. სატელიტურ ფოტოზე წარმოდგენილია სულ მცირე ათეული მოერიშე და 14 სუ-24 ბომბდამშენი. აეროდრომზე საწყობებიც ჩანს. Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს შეგახსენებთ, Reuters-ის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, აფქეთებების სერიისას დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. ამავე დროს, უკრაინის ოფიციალური პირები აფიქსირებენ, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის და ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო, ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება. უკრაინის ნახევარკუნძული, რომლის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, პოპულარული ადგილია რუსი ტურისტებისთვის და გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტუმრები პლაჟიდან გარბიან.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
„რუსი ოკუპანტების ყირიმში ყოფნა საფრთხეა მთელი ევროპისთვის და გლობალური სტაბილურობისთვის. არ იქნება სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ბევრ ქვეყანაში, ვიდრე რუსეთს ჩვენი ნახევარკუნძულის სამხედრო ბაზად გამოყენება შეუძლია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს „როდესაც ჩვენ ვიღწვით ნახევარკუნძულის გათავისუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და უკრაინის მკვიდრი ხალხებისთვის სამშობლოში დაბრუნებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. Reuters-ის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება. უკრაინის ნახევარკუნძული, რომლის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, პოპულარული ადგილია რუსი ტურისტებისთვის და გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტუმრები პლაჟიდან გარბიან.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. „რუსეთის ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ, ყირიმით დაიწყო და უნდა დასრულდეს ყირიმით - მისი გათავისუფლებით. რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია. მაგრამ ჩვენ დავუბრუნდებით უკრაინულ ყირიმს. ხარკოვის ოლქიდან ხერსონამდე, დონეცკიდან ენერჰოდარამდე, ბერდიანსკიდან ნოვოფედორივკამდე - ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ნაწილებია, ეს ყველაფერი უკრაინაა, რომელიც სრულიად უფასო იქნება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. ე.წ. ხელისუფლების თქმით, ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. Reuters-ის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება. უკრაინის ნახევარკუნძული, რომლის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, პოპულარული ადგილია რუსი ტურისტებისთვის და გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტუმრები პლაჟიდან გარბიან.
უკრაინის თავდაცვის უწყება რუს ტურისტებს: ნუ ჩახვალთ უკრაინულ ყირიმში, მოწევის სახიფათო შედეგებისგან მზისგან დამცავი საშუალება არ იცავს
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს ტურისტებს აფრთხილებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მოწევის სახიფათო შედეგებისგან მზისგან დამცავი საშუალება არ დაიცავს. „თუ არ სურთ არასასიამოვნო დასვენება ცხელი ზაფხულის პერიოდში, ვურჩევთ ჩვენს ძვირფას რუს სტუმრებს, ნუ ჩავლენ უკრაინულ ყირიმში, რადგან მზისგან დამცავი საშუალება არ დაგიცავთ მოწევის სახიფათო შედეგებისგან“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, CNN-მა დაადასტურა ვიდეოს ავთენტურობა, რომელიც სოციალურ მედიაში სამშაბათს საღამოს გავრცელდა. აფეთქებების მიზეზი გაურკვეველი რჩება. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე მიუთითა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ აფეთქებები საავიაციო საბრძოლო მასალისგან იყო გამოწვეული. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს - CNN ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე ოკუპირებული ყირიმის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ცხრა კი, დაშავდა.
რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა - CNN ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე
ანექსირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ, სულ მცირე შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა, რასაც ახალი სატელიტური ფოტოები ადასტურებს. CNN-ის კვლევამ დაადგინა, რომ ეს შესაძლოა, მოსკოვის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთ დღეში ყველაზე დიდი დანაკარგი იყოს. რა ხდებოდა ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე, აფეთქებამდე 4 საათით ადრე გრიფიტის აზიის ინსტიტუტის თანამშრომელმა და ავსტრალიის საჰაერო ძალების ყოფილმა მფრინავმა, პიტერ ლეიტონმა თანამგზავრული ფოტოები შეისწავლა, რომელზეც ნაჩვენებია საკის საჰაერო ბაზა აფეთქებებამდე და მის შემდეგ. მისი შეფასებით, განადგურებულია სუ-24 ბომბდამშენები და სუ-30 მრავალფუნქციური გამანადგურებლები. ლეიტონმა აღნიშნა, რომ კიდევ ორი სამხედრო თვითმფრინავი დაზიანდა. სატელიტური ფოტოები ასევე აჩვენებს, რომ აფეთქებების შედეგად, საჰაერო ბაზის ნაწილის გარშემო საფარი დაიწვა. უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ნაწილი იწვის
დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის რაიონის ქალაის (აზოვის) დასახლებაში რუსეთის სამხედრო ნაწილში ხანძარია, - ამის შესახებ უკრაინული მედია ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარეზე, რეფატ ჩუბაროვზე დაყრდნობით იუწყება. მისივე ინფორმაციით ისმის აფეთქებების ხმა. „წარმატებული დარტყმა ორკების სამხედრო ნაწილზე ჯანკოის რაიონის სოფელ ქალაიში (ახლანდელი აზოვი)", - აცხადებს ჩუბაროვი.
ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების შემდეგ, უკრაინამ რუსეთს კვლავ სახანძრო უსაფრთხოების წესებზე მიუთითა
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ყირიმში დღევანდელ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. იური იგნატმა თქვა, რომ რუსეთის მიერ „სიფრთხილის დაცვა“ აუცილებელია. „მტერი არ იცავს სახანძრო უსაფრთხოების ზომებს, აქედან გამომდინარეობს პრობლემები, მაგრამ ჩვენ,რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვართ ამ ფაქტით, რადგან ჯანკოი [სადაც აფეთქებები მოხდა] იყო ერთ-ერთი ადგილი, სადაც მტერი ინახავდა ვერტმფრენებს და სხვა აღჭურვილობას“, - განუცხადა იგნატმა მედიას. ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის რაონის სოფელ გვარდეისკში მდებარე ავიაბაზაზე, კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ნაწილი იწვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რომ ანექსირებული ყირიმის ჯანკოის რაიონში მომხდარი აფეთქება დივერსიის შედეგია. დაახლოებით ამავე პერიოდში, ჯანკოიში მდებარე ელექტრო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ. „დემილიტარიზაცია ამოქმედებულია“, - ასე ეხმაურება პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მომხდარს. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ჯანკოის რაიონში არის ორი მნიშვნელოვანი სამიზნე – სატრანსფორმატორო სადგური და საბრძოლო მასალების საცავი. მისი თქმით, რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, რათა ელექტროენერგია ჯანკოის გავლით მიეღოთ. „ჩვენ გვესმის, რატომ დაიკავეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რათა მოიპარონ ყველაფერი, რისი მოპარვაც შეიძლება, მათ შორის ელექტროენერგია, რომელსაც აწარმოებს სადგური და ჯანკოის გავლით მიაწოდონ ყირიმს. ამიტომ, მჯერა, რომ ეს არის კარმული ანგარიშსწორება, რადგან ყველაფერ მოპარულს ბარაქა არ მოაქვს“, – დასძინა პოდოლიაკმა. მისი თქმით, საბრძოლო მასალების საცავებში ძლიერი აფეთქებების სერია ჯერ მხოლოდ დასაწყისია. შეგახსენებთ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ, რუსეთის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაქვეითდა სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აეროდრომზე 20 თვითმფრინავი დგას. მათ შორისაა Су-30СМ და მზვერავი Су-24МР, Ил-76 და რამდენიმე შვეულმფრენი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა და ზარალმა დაახლოებით $505 მილიონი შეადგინა. ღია წყაროებზე არსებული დაზვერვის პროექტის UA Weapons Tracker-ის ცნობით, აეროდრომზე 11 თვითმფრინავი იყო და რუსეთის ფედერაციას დაახლოებით $300 მილიონის ზარალი მიადგა. დაზვერვა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 11 -ზე მეტი თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის. უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა. Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ოკუპირებულ ყირიმში ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღი
შეერთებული შტატებისა და პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღი არ შეიძლება, გამოყენებული იყო რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება ყირიმს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ მათ მიერ მოწოდებულ იარაღს არ გამოვიყენებთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მაგრამ თუ დღეს ვსაუბრობთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ასეთი შეზღუდვები“, - განაცხადა რეზნიკოვმა. შეგახსენებთ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ, რუსეთის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაქვეითდა სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე აფეთქებისას რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აეროდრომზე 20 თვითმფრინავი დგას. მათ შორისაა Су-30СМ და მზვერავი Су-24МР, Ил-76 და რამდენიმე შვეულმფრენი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა და ზარალმა დაახლოებით $505 მილიონი შეადგინა. ღია წყაროებზე არსებული დაზვერვის პროექტის UA Weapons Tracker-ის ცნობით, აეროდრომზე 11 თვითმფრინავი იყო და რუსეთის ფედერაციას დაახლოებით $300 მილიონის ზარალი მიადგა. დაზვერვა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 11 -ზე მეტი თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის. უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა. Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს მორიგი აფეთქება ოკუპირებულ ყირიმში 16 აგვისტოს მოხდა.
უკრაინის ოფიციალური პირი ამბობს, რომ ოკუპირებულ ყირიმში სულ მცირე 3 აფეთქების უკან კიევი დგას - CNN
უკრაინა ოკუპორებულ ყირიმში სულ მცირე სამი აფეთქების უკან დგას - საკის საჰაერო ბაზაზე, საბრძოლო მასალის საცავში, მაისკში და გვარდეისკოეში, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის მთავრობის მოხსენებაში, რომელიც CNN-ს უკრაინის ოფიციალურმა პირმა მიაწოდა. ამერიკული მედია წერს, რომ ოფიციალურმა პირმა ანონიმურობა მოითხოვა, რადგან ისინი არ იყვნენ უფლებამოსილი, გაეზიარებინათ ინფორმაცია მედიასთან. უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ოკუპირებულ ყირიმში ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღი საკის ავიაბაზაზე აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა. განადგურდა სულ მცირე შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავი და დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. უკრაინას არ აუღია პასუხისმგებლობა აღნიშნულ ჩანაწერზე. სამშაბათს ყირიმში კიდევ ერთი აფეთქება დაფიქსირდა - ამჯერად მაისკეში, საბრძოლო მასალის საცავში და გვარდეისკოეს აეროდრომზე. რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინციდენტი მაისკში დივერსიის შედეგი იყო, მაგრამ მათ არ დაუკონკრეტებიათ დივერსიის სახეობა ან ვის თვლიან, მასზე პასუხისმგებლად. შეგახსენებთ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია.
Reuters-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის მთავარი სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა
CNN-ის ცნობით, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ სევასტოპოლში თვითმხილველები აცხადებენ, რომ ხუთშაბათს ღამით ჩაირთო განგაშის სიგნალები და გააქტიურდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ადმინისტრაციის უფროსად დანიშნული მიხაელ რაზვოჟაევის თქმით, ბელბეკის აეროპორტთან უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, დაშავებულები არ არიან. CNN წერს, რომ არ შეუძლია, დამოუკიდებლად გადაამოწმოს, რამ გამოიწვია საჰაერო თავდაცვის გააქტიურება ან მიადგა თუ არა რაიმე ზიანი ხსენებულ ტერიტორიას. ამასთან, სხვადასხვა წყაროს ცნობით, სევასტოპოლის სიახლოვეს მდებარე ბელბეკის აეროდრომთან აფეთქებების ხმა ისმოდა, თუმცა ოფიციალურად ჯერ ინფორმაცია არ დასტურდება. მაგალითად, Reuters-ი წერს, რომ სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა ანექსირებულ ნახევარკუნძულზე, რუსეთის მთავარი სამხედრო აეროდრომის მახლობლად. Reuters-ის წყაროების თქმით, აფეთქებები სევასტოპოლის ჩრდილოეთით, ბელბეკის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელდა ვიდეოც, თუმცა Reuters-მა ჯერ ვერ შეძლო დაუყოვნებლივ გადაემოწმებინა კადრების ავთენტურობა. შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში 18 აგვისტოს განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღი არ შეიძლება, გამოყენებული იყოს რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება ყირიმს. უკრაინა ოკუპორებულ ყირიმში სულ მცირე სამი აფეთქების უკან დგას - საკის საჰაერო ბაზაზე, საბრძოლო მასალის საცავში, მაისკში და გვარდეისკოეში, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის მთავრობის მოხსენებაში, რომელიც CNN-ს უკრაინის ოფიციალურმა პირმა მიაწოდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ოკუპირებულ ყირიმში ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღი საკის ავიაბაზაზე აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა. განადგურდა სულ მცირე შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავი და დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. უკრაინას არ აუღია პასუხისმგებლობა აღნიშნულ ჩანაწერზე. სამშაბათს ყირიმში კიდევ ერთი აფეთქება დაფიქსირდა - ამჯერად მაისკეში, საბრძოლო მასალის საცავში და გვარდეისკოეს აეროდრომზე. რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინციდენტი მაისკში დივერსიის შედეგი იყო, მაგრამ მათ არ დაუკონკრეტებიათ დივერსიის სახეობა ან ვის თვლიან, მასზე პასუხისმგებლად. შეგახსენებთ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია.
უკრაინული მედია: ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში ძლიერი აფეთქება მოხდა
ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. Reuters: ყირიმში „საკის“ ბაზაზე მომხდარმა აფეთქებამ შავი ზღვის სამხედრო ავიაციის ნახევარი გაანადგურა "ბახჩისარაიში აფეთქებები სამხედრო აეროდრომზე მოხდა. ქალაქებში რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემა ამოქმედდა", - განაცხადა საოკუპაციო მთავრობის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვიმ. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა - CNN ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე
პოდოლიაკი: უკურეაქცია გაიზრდება არამხოლოდ ყირიმის ტერიტორიაზე, არამედ, ყველგან სადაც რუსული არმია იმყოფება
ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე გაურკვეველი თავდასხმების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, რუსი ოკუპანტები ფსიქოლოგიურად არ იყვნენ მზად იმისთვის, რაც დღეს ხდება ყირიმში ან ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის რაიონებში. მისივე თქმით, უკურეაქცია გაიზრდება არამხოლოდ ყირიმის ტერიტორიაზე, არამედ ყველა ოკუპირებულ ადგილას, სადაც დღეს რუსული არმია იმყოფება.
უკრაინული მედია ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შესახებ იუწყება
უკრაინული მედია იტყობინება ორი აფეთქება სევასტოპოლში დაახლოებით 16:30 საათზე მოხდა. 23 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო მთავრობის ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ ქალაქის თავზე უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სხვა დეტალებზე ჯერ მედია არ წერს.
მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინა ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის ევაკუაციის მარშრუტებს ამზადებს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, დროებით ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც სურთ ნახევარკუნძულის დატოვება აქტიური დეოკუპაციის დროს, ევაკუაციის მარშრუტები შემუშავდა. „უკრაინისთვის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე აბსოლუტური პრიორიტეტია. ამიტომ, ჩვენ ვამუშავებთ ევაკუაციის მარშრუტებს ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც სურთ, დატოვონ ტერიტორია აქტიური დეოკუპაციის დროს. ამ დროისთვის, ყველას ვთხოვთ, თავი შორს დაიჭირონ სამხედრო ობიექტებისგან და შეამოწმონ თავშესაფრები“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
BBC: უკრაინა ყირიმის აქტიური დეოკუპაციისთვის ემზადება
უკრაინა ყირიმის „აქტიური დეოკუპაციისთვის“ ემზადება. BBC-ის ცნობით, უკრაინის სარდლობა ყირიმის მცხოვრებლებისთვის ევაკუაციის მარშრუტებს ავითარებს მათთვისა, ვისაც სურს „ნახევარკუნძულის დატოვება აქტიური დეოკუპაციის დროს". ბრიტანულ გამოცემას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის სიტყვები მოჰყავს, რომელიც მან Twitter-ზე გამოაქვეყნა. „უკრაინისთვის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე აბსოლუტური პრიორიტეტია. ამიტომ, ჩვენ ვამუშავებთ ევაკუაციის მარშრუტებს ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც სურთ, დატოვონ ტერიტორია აქტიური დეოკუპაციის დროს. ამ დროისთვის, ყველას ვთხოვთ, თავი შორს დაიჭირონ სამხედრო ობიექტებისგან და შეამოწმონ თავშესაფრები“, - განაცხადა პოდოლიაკმა. როგორც BBC აღნიშნავს, კონკრეტულად რას გულისხმობდა პოდოლიაკი „აქტიურ დეოკუპაციაში“, არ არის დაზუსტებული, მაგრამ, სავარაუდოდ, საუბარია უკრაინის ჯარების მოახლოებულ კონტრშეტევაზე ქვეყნის სამხრეთში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დაბრუნების მიზნით. ყირიმის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა.
მედია ბელგოროდის რეგიონსა და ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ იუწყება
BBC ბელგოროდის რეგიონში აფეთქებების შესახებ იუწყება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ანექსირებულ ყირიმში ხანძრის შესახებ. „დღეს დილა ბელგოროდში რამდენიმე აფეთქებით დაიწყო. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა. იმ ინფორმაციით, რაც ამ დროისთვის მაქვს, ნგრევა და მსხვერპლი არ არის", - წერს ბელგოროდის რეგიონის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გლადკოვი. გარდა ამისა, არსებობს ცნობები, რომ ყირიმში, ჯანკოის უკან, სოფელ კრასნოგვარდეისკოეში ნავთობის საცავი იწვის. ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა.
უკრაინის დაზვერვა: რუსეთმა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ფარული მობილიზაცია გამოაცხადა
უკრაინის დაზვერვის დირექტორატმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ყირიმში შემდგომი განლაგების მიზნით, რუსეთის ორი უდიდესი ქალაქის სამხედრო კომისარიატებმა სამხედრო სამსახურში მასობრივი გაწვევის შესახებ მითითებები მიიღეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დღეს დილით BBC ბელგოროდის რეგიონში აფეთქებების შესახებ იუწყებოდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ანექსირებულ ყირიმში ხანძრის შესახებ. „დღეს დილა ბელგოროდში რამდენიმე აფეთქებით დაიწყო. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა. იმ ინფორმაციით, რაც ამ დროისთვის მაქვს, ნგრევა და მსხვერპლი არ არის", - წერს ბელგოროდის რეგიონის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გლადკოვი. გარდა ამისა, არსებობს ცნობები, რომ ყირიმში, ჯანკოის უკან, სოფელ კრასნოგვარდეისკოეში ნავთობის საცავი იწვის. ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა.
პოდოლიაკი პუტინს: მთელმა მსოფლიომ იცის, ვინ არის ტერორისტული სახელმწიფო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას ყირიმის ხიდის დაზიანებაში ადანაშაულებს და მომხდარს ტერაქტად უწოდებს, ზედმეტად ცინიკური ნაბიჯია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პუტინის მტკიცებით, ყირიმის ხიდზე აფეთქება „ტერორისტული აქტი“ იყო „პუტინი უკრაინას ტერორიზმში ადანაშაულებს? ზედმეტად ცინიკურად ჟღერს თუნდაც რუსეთისთვის. 24 საათზე ნაკლები ხნის წინ რუსეთის თვითმფრინავებმა 12 რაკეტით დაარტყეს ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბანს, რის შედეგადაც დაიღუპა 13 ადამიანი და დაშავდა 50-ზე მეტი. აქ მხოლოდ ერთი ტერორისტული სახელმწიფოა და მთელმა მსოფლიომ იცის, ვინ არის ის“, - დაწერა პოდოლიაკმა კვირას. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს
პუტინის მტკიცებით, ყირიმის ხიდზე აფეთქება „ტერორისტული აქტი“ იყო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას ყირიმის ხიდზე „თავდასხმაში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს იყო „ტერორისტული აქტი“. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შეგახსენებთ, ყირიმი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 24 თებერვალს კი, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ძალები სარაკეტო თავდასხმებით ყოველდღიურად ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ბოლო ასეთი თავდასხმა ზაპოროჟიეზე მოხდა, რომლის დროსაც სულ მცირე 13 ადამიანია დაღუპული. უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს
ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთით აფეთქებების ხმა ისმის
ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯანკოიში აფეთქებები იყო. უკრიანული მედიის ცნობით, ოკუპანტები აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა. სხვა დეტალები არ ვრცელდება. უფრო ადრე, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, ამიტომ, უკრაინას შეუძლია, იქ გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის.
მედია: ოკუპირებულ ყირიმში, რუსულ სამხედრო ბაზასთან აფეთქება მოხდა
ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ არმიანსკის რუსული სამხედრო ნაწილის სიახლოვეს აფეთქება მოხდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მედია წერს, რომ აფეთქების ხმა ნამდვილად არ იყო საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მიერ გამოწვეული. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს დილით, სევასტოპოლის რუსული სამხედრო შენაერთების მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში აფეთქება მოხდა
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში აფეთქება მოხდა. "რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო", - განაცხადა სევასტოპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ რაზვოჟაევმა. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ყირიმში სამხედრო ობიექტებს უკრაინის „ლეგიტიმური სამიზნეები“ უწოდა.
აშშ მხარს უჭერს უკრაინის დარტყმებს ოკუპირებულ ყირიმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე - ნულანდი
„რუსეთმა ააშენა ბევრი სამხედრო ობიექტი ყირიმში, ეს არის ლეგიტიმური სამიზნეები, რომლებსაც უკრაინა უტევს და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. მისივე თქმი, უკრაინა არ იქნება უსაფრთხო, ვიდრე ყირიმი არ იქნება დემილიტარიზებული. ნულანდმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგაც კი, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას, რადგან არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი კონფლიქტს არ განაახლებს. „მე არ ვაპირებ წინასწარ განვსაზღვრო, თუ სად ირჩევენ უკრაინელები ბრძოლას ან როგორ ირჩევენ ყირიმთან ურთიერთობას მოკლევადიან, საშუალოვადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ყირიმს უკრაინის ტერიტორიად ვაღიარებთ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. ნულანდის თქმით, რუსეთმა ნახევარკუნძული გადააქცია მასიურ სამხედრო ობიექტად, რომელიც გამოიყენებოდა ფართომასშტაბიანი შეტევისთვის დანარჩენ უკრაინაზე. მისივე თქმით, ყირიმში რუსული სამხედრო ბაზები უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი განიხილავს შესაძლებლობას, უკრაინას მიაწოდოს არამხოლოდ ბრძოლის ველზე გამარჯვებისთვის საჭირო იარაღი, არამედ ომის დასრულების შემდეგაც, რუსეთის ფედერაციის შემდგომი შეკავების მიზნით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
უკრაინა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის დღეს აღნიშნავს
26 თებერვალს უკრაინა აღნიშნავს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის დღეს. რუსეთმა ყირიმი 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია, ჯარები გაგზავნა ნახევარკუნძულზე და ჩაატარა უკანონო რეფერენდუმი. იმავე წლის აპრილში რუსეთმა დაიწყო სეპარატისტთა მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში. 2014 წლის 27 თებერვალს დილის 05:00 საათზე რუსეთის რეგულარულმა ჯარებმა ყირიმში სამთავრობო შენობები დაიკავეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალი ყირიმის ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის დღედ 2020 წელს გამოაცხადა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და დღემდე აგრძელებს ომს.
ზელენსკი: ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ მშვიდობა შეიძლება, აღდგეს ყირიმის დაბრუნებით, რადგან ეს უკრაინის მიწაა. „ცხრა წლის წინ ყირიმში რუსული აგრესია დაიწყო. ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას. ეს ჩვენი მიწაა. ჩვენი ხალხი. ჩვენი ისტორია. ჩვენ დავაბრუნებთ უკრაინის დროშას უკრაინის ყველა კუთხეში“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე. როგორც ცნობილია, 26 თებერვალს უკრაინა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის დღეს აღნიშნავს.
ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მედია
ოთხშაბათს ღამით ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა ოკუპირებულ ყირიმში, რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, Meduza-ს ცნობით, იტყობინებიან Baza-ს და Astria-ს Telegram არხები. თვითმფრინავი ყირიმის საკის რაიონში, ბაზაზე დაეშვა, სადაც ერთ-ერთი მათგანი აფეთქდა. მედიის ცნობით, შედეგად შენობის ფანჯარა ჩაიმსხვრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მანამდე ამტკიცებდა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს ყირიმში „დრონის მასიური თავდასხმის მცდელობა“. გარდა ამისა, გუბერნატორი იტყობინება უკრაინული თვითმფრინავის თავდასხმის შესახებ, ხოლო სახელმწიფო მედია რუსეთის ბრიანკის რეგიონში მძევლების შესახებ იტყობინება. ბრაიანსკის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინულმა სამხედრო თვითმფრინავმა რეგიონის კლიმოვსკის ოლქის სოფელ სუშანიზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. მანამდე ხუთშაბათს ბოგომაზმა განაცხადა, რომ „უკრაინელი დივერსანტები“ შევიდნენ კლიმოვსკის რაიონში და დაბომბეს მანქანა სოფელ ლიუბეჩანეში. (ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მანქანა სასკოლო ავტობუსი იყო, მაგრამ რეგიონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მოგვიანებით უარყვეს ეს განცხადება და განაცხადეს, რომ სწავლა ამჟამად დისტანციურად მიმდინარეობს). რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება TASS-ის ცნობით, სოფელ სუშანიში მძევლად ექვსამდე ადამიანია აყვანილი. სხვადასხვა წყაროს ცნობით, „დივერსანტების“ ჯგუფი 40-50 კაცისგან შედგება და ადგილზე ბრძოლები მიმდინარეობს. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაოლო პოდოლიაკმა პირველ მარტს განაცხად, რომ რუსეთის ირგვლივ ჩამოვარდნილი თვითმფრინავები, შიდა „პანიკასა და დაშლის“ ნიშანია. „უკრაინას არაფერი აქვს საერთო ამ ინციდენტებთან, რადგან ის მხოლოდ საკუთარ ტერიტორიას იცავს რუსეთთან ომში“, - წერდდა პოდოლიაკი Twitter-ზე.
უკრაინა: დროებით ოკუპირებული ყირიმში აფეთქებები იყო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთში მდებარე, ქალაქ ჯანკოიში მომხდარი აფეთქების შედეგად განადგურებულია რუსული ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი“, რომლებიც რკინიგზით გადაჰქონდათ. თუ რამ გამოიწვია აფეთქება და რამდენი რაკეტაა განადგურებული ამ ეტაპზე უცნობია. ცნობისთვის, ანექსირებულ ყირიმში, უპილოტო საფრენი აპარატებით, ბოლო თვეებში არაერთი დარტყმა განხორციელდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამ დარტყმებთან კავშირს ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს.
ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებმა რუსეთს სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირების პრობლემა შეუქმნა - უკრაინა
ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში ბოლოდროინდელმა აფეთქებებმა რუსეთს შეუზღუდა შესაძლებლობა, გადაიტანოს სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა, განსაკუთრებით კალიბრის ტიპის რაკეტები, განაცხადა უკრაინის სარდლობის წარმომადგენელმა, ნატალია ჰუმენიუკმა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველოს ცნობით, 20 მარტის გვიან, ჯანკოიში აფეთქებამ, რუსული ფრთოსანი რაკეტები ტრანსპორტირების დროს გაანადგურა. ყირიმის რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს იყო თვითმფრინავის თავდასხმა. „ისინი აგრძელებენ მცდელობებს (რკინიგზის კავშირის აღდგენას), სამუშაო ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ სრულფასოვანი სარკინიგზო კავშირი, რომელიც მათ მძიმე ტექნიკის გადაცემის საშუალებას მისცემს, ჯერ არ არის აღდგენილი“, - განაცხადა ჰუმენიუკმა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, კალიბრის ტიპის რაკეტები, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებიდან გასაშვებად არის შექმნილი. რუსული ჯარები რეგულარულად იყენებენ ამ ტიპის რაკეტებს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად. ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: უკრაინა ოკუპირებული ყირიმის საკითხზე მოლაპარაკებისთვის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ იქნება მზად
უკრაინა მზად იქნება დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებულ კონტრშეტევას განახორციელებენ და ნახევარკუნძულის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწევენ. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი თანაშემწეები ახლა განიხილავენ მხოლოდ ასეთ ვარიანტს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიისთვის. „თუ მოვახერხებთ ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევას ბრძოლის ველზე და როდესაც ვიქნებით ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, მზად ვიქნებით გადავშალოთ დიპლომატიური გვერდი ამ საკითხის განსახილველად. ეს არ ნიშნავს, რომ გამოვრიცხავთ ყირიმის ჩვენი არმიის მიერ გათავისუფლების გზას“, - განაცხადა ანდრეი სიბიგამ Financial Times-თან ინტერვიუში. შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია 2014 წელს მოახდინა.
დანილოვი: ყირიმის დასაბრუნებლად გამოვცდით და გამოვიყენებთ ნებისმიერ, იარაღს რომელიც არ არის აკრძალული საერთაშორისო კანონმდებლობით
ყირიმის დასაბრუნებლად გამოვცდით და გამოვიყენებთ ნებისმიერ, იარაღს რომელიც არ არის აკრძალული საერთაშორისო კანონმდებლობით. შესაბამისი პოსტი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თვდაცვის საბჭოს მდივანმა Twitter-ზე განათავსა. „ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, და ჩვენ გამოვცდით და გამოვიყენებთ ნებისმიერ იარაღს, რომელიც არ არის აკრძალული საერთაშორისო კანონმდებლობით, და რომელიც დაგვეხმარება გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები“, - წერს Twitter-ზე ოლექსი დანილოვი. ყირიმი რუსეთის მიერ არის ანექსირებული 2014 წლიდან. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა გასული წლის 24 თებერვალს და დღემდე აგრძელებს ომს.
ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლში, რუსულ სამხედრო ბაზასთან აფეთქება მოხდა - მედია
ოკუპირებული სიმფეროპოლის აეროპორტის მახლობლად, მესაზღვრეების ყოფილ სასწავლო ბაზაზე აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია, „რადიო თავისუფლებაზე“ დაყრნობით ავრცელებს. „გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, შესაძლებელია აფეთქების ადგილის გეოლოკაცია: ეს არის მესაზღვრეების ყოფილი სასწავლო-საწვრთნელი ბაზა ჯაბანაკის ნაკადის მიდამოში, სოფელ შკილნესთან, სიმფეროპოლიდან რამდენიმე კილომეტრში. აეროპორტთან", - ნათქვამია ინფორმაციაში. თავდაპირველად რუსული ტელეგრამის არხები წერდნენ სევასტოპოლში აფეთქებების ხმებზე, თუმცა „რადიო თავისუფლება" წერს, რომ საუბარია სიმფეროპოლთან რუსეთის სასაზღვრო ჯარების ბაზაზე.
ოლექსი რეზნიკოვი: ყირიმს უბრძოლველად დავიბრუნებთ
უკრაინა უბრძოლველად დაიბრუნებს კონტროლს დროებით ოკუპირებულ ყირიმზე. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გააკეთა. The Atlantic-ის მიხედვით, რომლის სტატიაშიც არის მოყვანილი რეზნიკოვის ფრაზა, წერია, რომ იმის ცოდნა, რომ უკრაინელები საუბრობენ ყირიმის „პოლიტიკურ სამხედრო“ გათავისუფლებაზე და არა წმინდა სამხედრო კონტრშეტევაზე. „მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა ნახევარკუნძულისკენ მიმავალი გზები, რკინიგზა და წყალგაყვანილობა გაწყვიტეს და უპილოტო თვითმფრინავებით სამხედრო ინფრასტრუქტურას დაუმიზნეს, ვარაუდობენ, რომ ბევრი რუსი მკვიდრი, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ემიგრანტი, დარწმუნდება, რომ უკეთესი იქნებოდა, სხვაგან იცხოვრონ. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი უკვე გაიქცა ქერჩის სრუტის ხიდზე მომხდარი აფეთქებისა და ნახევარკუნძულზე სხვა აფეთქებების შემდეგ, ნათქვამია სტატიაში. „ყირიმს უბრძოლველად ავიღებთ“, - განუცხადა რეზნიკოვმა The Atlantic-ის კომენტარში.
ოკუპირებული ყირიმის ხიდზე დაკვამლიანებაა, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მიზეზი წვრთნებია
უკრაინული მედიის ცნობით, ყირიმის (ქერჩის) ხიდზე დაკვამლიანებაა. რუსული მხარის განცხადებით, მიზეზი წვრთნებია. „ყირიმის ხიდი წვრთნების გამო დაკეტილია“, - აღნიშნა რუსეთის მიერ დანიშნულმა „ყირიმის რესპუბლიკის“ ე.წ ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა. პროპაგანდისტებმა განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა 11:00 საათზე აღდგა. წვრთნა დასრულდა და კვამლი აღარ არის. უკრაინულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლება რკინიგზის „დაზიანების“ შესახებ იუწყება
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლება რკინიგზის „დაზიანების“ შესახებ აცხადებს. სერგეი აქსიონოვის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ფეოდოსიის რაიონში დაზიანებულ რკინიგზაზე მატარებლების მიმოსვლა შეჩერებულია. აქსიონოვი მიზეზს არ ასახელებს, თუმცა, წერს, რომ არავინ დაშავებულა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ანექსირებული ყირიმის რკინიგზაზე აფეთქებები 11 ივნისს და 18 მაისსაც მოხდა. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.
ყირიმი-ხერსონის დამაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა
ყირიმი-ხერსონის დამაკავშირებელ ხიდზე აფეთქება იყო. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინის არმიამ დარტყმა განახორციელა ჩონგარის ხიდზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმს და ხერსონის ოლქს. მისივე თანახმად, არავინ დაშავებულა და ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები, რომლებმაც საბრძოლო მასალის სახეობა უნდა დაადგინონ. უკრაინის ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორი ვლადიმირ სალდო ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ბრიტანული რაკეტები Storm Shadow გამოიყენეს. ამასთან, სალდოს მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არა ერთ ხიდზე, არამედ, „ჩონგარის მახლობლად მდებარე ხიდებზე“. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ხიდის აფეთქების შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება კვლავ სარკინიგზო ლიანდაგების დაზიანებაზე საუბრობს
ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მთავრობის ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა ნახევარკუნძულის კიროვსკის რაიონში სარკინიგზო ლიანდაგების დაზიანების შესახებ განაცხადა. დაზიანების მიზეზებზე არ საუბრობენ. აქსენოვის თანახმად, მსხვერპლი არ არის, ადგილზე სპეციალიზებული სამსახურები მუშაობენ. "სარემონტო სამუშაო დაახლოებით 4-დან 8 საათამდე გაგრძელდება", - წერს აქსიონოვი ოფიციალური ტელეგრამის არხზე. რკინიგზის რელსების დაზიანების გამო, ორი შორ მანძილზე მოძრავი და ორი საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლა შეფერხდა. საერთაშორისო მედია წერს, რომ დამოუკიდებელი წყაროებიდან ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება. ბოლო პერიოდში, ხსენებული სარკინიგზო მონაკვეთის დაზიანების შესახებ ცნობები ხშირია. ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს. უკრაინა ახლა კონტრშეტევის ეტაპზეა.
მედიის ცნობით, ოკუპირებული ყირიმის ხიდზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის მთავრობა კომენტარს არ აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა ქერჩის სრუტეზე გამავალ ოკუპირებული ყირიმის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ყირიმს და რუსეთის კრასნოდარის მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს. რუსული მედიის თანახმად, ოკუპირებული ყირიმის ხიდის მალის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, დაშავდა. რუსეთის ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, დაიღუპა ბელგოროდელი ცოლ-ქმარი და დაშავდა მათი არასრულწლოვანი ქალიშვილი. ოჯახი ავტომობილით მოძრაობდა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ხიდის საყრდენების დაზიანების შესახებ მედიით გავრცელებულ ცნობებს არ ადასტურებს. მისი ინფორმაციით, „ყირიმის რესპუბლიკის მხრიდან დაზიანებულია საგზაო ვაკისი.“ ამასთან, ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაური, სერგეი აქსიონოვი ამტკიცებს, რომ „საგანგებო შემთხვევა" მოხდა არა ყირიმის, არამედ „კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში". საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია. 2 ადამიანის დაღუპვას და ერთის დაშავებას რუსეთის კრასნოდარის მხარის ჯანდაცვის სამსახურიც ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ბავშვს, რომელსაც წინასწარი დიაგნოზით, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს, კრასნოდარის კლინიკაში გადაიყვანენ. ცნობისთვის, ხიდს ოკუპირებული ყირიმისთვის საწვავის, საკვებისა და სხვა პროდუქტების მიწოდების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის რუსული ძალებისთვის მომარაგების მთავარი მარშრუტი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.
რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმზე დრონებით შეტევა განხორციელდა
რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე „ტერორისტულ შეტევაში“ უკრაინა დაადანაშაულა. ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა, სერგეი აქსიონოვმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ ოკუპირებული ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში დრონებით თავდასხმა მოხდა, 9 მათგანი ჩამოაგდეს, კიდევ 19 - რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს. „ღამით, ყირიმის აღმოსავლეთით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 9 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, კიდევ 19 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს“, - განაცხადა აქსიონოვმა. მისი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ყირიმზე წუხანდელი შეტევის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროც იუწყება. მისი ინფორმაციით, „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა 28 უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა ყირიმის ნახევარკუნძულის ობიექტებზე“. 17 ივლისს რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე შეტევა განხორციელდა „ორი უკრაინული, წყალზედა უპილოტო საფრენი აპარატით", დაიღუპა 2 ადამიანი, 1 დაშავდა და დაზიანდა ხიდის საავტომობილო ნაწილი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ტერორისტული აქტის" მუხლით. უკრაინულმა მედიამ უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ყირიმის ხიდზე შეტევა იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია, რომლის დროსაც „წყალზედა დრონები“ გამოიყენეს.
ანექსირებულ ყირიმში პოლიგონი იწვის, დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავენ
ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მეთაური სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც სამხედრო პოლიგონი იწვის, 2000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება. მისივე ინფორმაციით, დროებითი ევაკუაცია შეეხება კიროვის რაიონში მდებარე პოლიგონთან მდებარე 4 დასახლებული პუნქტის მცხოვრებლებს. აქსიონოვი არ აზუსტებს, რამ გამოიწვია ხანძარი. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით კი, სავარაუდოდ დრონებით დარტყმის შედეგად პოლიგონზე საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა. ხანძრის გამო დაიკეტა საავტომობილო მაგისტრალი „ტავრიდა“. პოლიგონი, სადაც ხანძარია, ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ფრონტის ხაზს დიდი მანძილით არის დაშორებული. ნახევარკუნძულის ამ ნაწილშია რუსეთთან დამაკავშირებელი ყირიმის ხიდიც, რომელზეც 17 ივლისს დრონებით შეტევა განხორციელდა. ყირიმის აღმოსავლეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა 18 ივლისსაც. რუსეთი ამ თავდასხმებს უწოდებს უკრაინის „ტერორისტულ შეტევას“. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ყირიმის ხიდზე: ყველა დეტალი გამარჯვების შემდეგ გასაჯაროვდება
ზედიზედ მეოთხე დღეა, ოკუპირებული ყირიმიდან იუწყებიან, რომ დრონებით შეუტიეს
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდან ზედიზედ მეოთხე დღეა, იუწყებიან, რომ დრონებით შეუტიეს. ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით განაცხადა, რომ ყირიმის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, დრონით დარტყმის შედეგად დაიღუპა არასრულწლოვანი გოგო, დაზიანებულია 4 ადმინისტრაციული შენობა. აქსიონოვი დასახლებულ პუნქტს არ აკონკრეტებს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმზე დრონებით შეტევა განხორციელდა
უკრაინა იწყებს „ყირიმის გუნდის“ შექმნას, რომელიც ნახევარკუნძულზე დეოკუპაციის შემდეგ იმუშავებს
უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა ყირიმში, თამილა ტაშევამ განაცხადა, რომ უკრაინაში დაიწყო საპილოტე პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს პერსონალის რეკრუტირებას, რითაც სახელმწიფო ადმინისტრირებას უზრუნველყოფენ. მოვუწოდებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მზად არიან, წავიდნენ ყირიმის ტერიტორიაზე, წარადგინონ თავიანთი კანდიდატურები მოცემულ რეზერვში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყირიმის გუნდის შექმნა, რომელიც იმუშავებს ნახევარკუნძულზე მისი დეოკუპაციის შემდეგ“, - განაცხადა მან ყირიმის პლატფორმის ექსპერტთა ქსელის საერთაშორისო ფორუმზე. ტაშევას თქმით, დაახლოებით ათასმა ადამიანმა უკვე შეიტანა განაცხადი, 80% კი, ოკუპირებული ყირიმიდან არის. „ეს ნიშნავს, რომ ყველას სჯერა დეოკუპაციის,“ - აღნიშნა ტაშევამ. მიმდინარე წლის თებერვალში ტაშევამ განაცხადა, რომ ყირიმის დეოკუპაციის შემდეგ სახელმწიფო ადმინისტრაციის შესაქმნელად, უკრაინას ნახევარკუნძულზე სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციების ჩამოყალიბება და დაახლოებით 50 000 პერსონალის დაქირავება მოუწევს. მისი თქმით, ამ პერსონალის უმეტესობა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა დაკომპლექტდეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი გასული წლის თებერვალში შეიჭრა უკრაინაში და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. ზედიზედ მეოთხე დღეა, ოკუპირებული ყირიმიდან იუწყებიან, რომ დრონებით შეუტიეს კიევი ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტს უმასპინძლებს
ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევა იყო - მედია
ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ბაზაზე დრონებით შეტევა იყო. Telegram არხი Baza წერს, რომ სამხედრო აეროდრომთან 20 ივლისს 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. მათივე ცნობით, ორი დრონი რუსულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ერთი კი ელექტრონული საბრძოლო საშუალებებით შეაჩერეს. ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომების დაბომბვის შესახებ ინფორმაცია 20 ივლისსაც გავრცელდა.
ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებია - უკრაინული მედია
ოკუოპირებულ ყირიმში აფეთქებები დაფიქსირდა, მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით დრონებით თავდასხმა განხორციელდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კრასნოგვარდეისკის რაიონში ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია საბრძოლო მასალის აფეთქების შესახებაც. აფეთქებებია აეროდრომზე სოფელ ოქტიაბრსკში, რომელიც ყირიმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასევე იწვის ნავთობის ბაზაც. ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, უკრაინის ჯარმა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, „ყირიმის რესპუბლიკის“ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიში მიიტანა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ყირიმის ხიდზე: ყველა დეტალი გამარჯვების შემდეგ გასაჯაროვდება „შეტევა კრასნოგვარდეისკის რაიონის ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. შესაძლო შედეგების ლიკვიდირებისთვის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა აქსიონოვმა. ყირიმის ხიდზე მანქანების მოძრაობა ამ დროისთვის შეჩერებულია. 17 ივლისს ხიდზე ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც გზის ერთი მონაკვეთი ჩამოინგრა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა იწყებს „ყირიმის გუნდის“ შექმნას, რომელიც ნახევარკუნძულზე დეოკუპაციის შემდეგ იმუშავებს ზელენსკი: მიზანი მთელი ყირიმის დაბრუნებაა, რადგან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.
ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხიდი, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს, „მოაქვს ომი და არა მშვიდობა," შესაბამისად, სამხედრო სამიზნეა. „უკრაინის მიზანია მთელი ყირიმის დაბრუნება, რადგან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა. ქერჩის ხიდი რაიმე პატარა ლოგისტიკური გზა არ არის. ის საბრძოლო მასალის მიწოდებისთვისა და ყირიმის მილიტარიზაციისთვის გამოიყენება. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს მტრის ობიექტია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფარგლებს მიღმა აშენდა, ამიტომ გასაგებია, რომ ეს ჩვენი სამიზნეა და ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ომი მოაქვს და არა მშვიდობა, უნდა „განეიტრალდეს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა წინა შეფასება, რომ კონტრშეტევა უფრო ნელა მიმდინარეობდა, ვიდრე მას ისურვებდა, თუმცა აღნიშნა, რომ „უკრაინა უკან არ იხევს.“ „ის თანდათან ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ ჩვენ ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც შესაბამისმა ქმედებებმა შეიძლება, კონტრშეტევის ტემპი გაზარდოს. მესმის, რომ უკეთესია დავინახოთ, რომ გამარჯვება უფრო ადრე მოვა. ეს არის ის, რაც ჩვენც გვინდა," - აღნიშნა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა იწყებს „ყირიმის გუნდის“ შექმნას, რომელიც ნახევარკუნძულზე დეოკუპაციის შემდეგ იმუშავებს ზელენსკი: მიზანი მთელი ყირიმის დაბრუნებაა, რადგან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.
ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, უკრაინელებმა საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს
უკრაინის მიერ ყირიმის ქალაქ ჯანკოიზე დღეს დილით, დრონებით განხორციელებული თავდასხმისას საბრძოლო მასალის საწყობი განადგურდა. ოკუპირებული ყირიმის ე.წ. „ხელმძღვანელი“, სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინის მიერ გაშვებული 11 დრონი ჩაახშო და მოიგერია. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია საბრძოლო მასალის საწყობზე დრონით პირდაპირი დარტყმა განხორციელდა თუ ის ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა გაანადგურა. ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან, იგეგმება ევაკუაცია
ოლექსი რეზნიკოვი: უკრაინა ყირიმსა და ქერჩის ხიდზე თავდასხმებს გააგრძელებს
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა გააგრძელებს თავდასხმებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და ქერჩის ხიდზე. CNN-ის კითხვას, არის თუ არა უკრაინის მიზანი ხიდის სამუდამოდ მწყობრიდან გამოყვანა, რეზნიკოვმა უპასუხა: „ნორმალური ტაქტიკაა გაანადგურო შენი მტრის ლოგისტიკური ხაზები, რათა შეაჩერო საბრძოლო მასალის, საწვავის, საკვების მიღების შესაძლებლობა და ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ ამ ტაქტიკას მათ წინააღმდეგ.“ მისივე თანახმად, ყველა ეს სამიზნე არის ოფიციალური სამიზნე, რადგან ეს შეამცირებს უკრაინის წინააღმდეგ მათი ბრძოლის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას.” ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“
BBC: უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა მონაწილეობა 2022 წელს ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] უფროსმა, ვასილი მალიუკმა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის მონაწილეობა ყირიმის ხიდზე, 2022 წლის ოქტომბერში მომხდარ აფეთქებაში. „ბევრი სხვადასხვა სპეცოპერაციაა. ზოგიერთ მათგანზე გამარჯვების შემდეგ ვისაუბრებთ, ზოგიერთზე საერთოდ არ ვისაუბრებთ...“ - ამბობს მალიუკი. მანამდე კიევის მონაწილეობა ამ აფეთქებაში ირიბად აღიარა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა. ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“
ოკუპირებულ ყირიმში რუსული ძალების საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, 28 ივლისის საღამოს ოკუპირებულ ყირიმში რუსული საბრძოლო მასალის საცავში რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა. უწყება დივერსიის შედეგებზე საუბრობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სასწრაფო მანქანა და პოლიცია. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. „28 ივლისს საღამოს დაახლოებით 10 საათზე დროებით ოკუპირებული ყირიმის კაზაკთა ყურეში ხმაური იყო. თვითმხილველებმა გაიგეს ჯერ ორი აფეთქება და შემდეგ საბრძოლო მასალის აფეთქების ხმა," - ნათქვამია ინფორმაციაში უკრაინული მედიის ცნობით.
ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან
ოკუპირებულ ყირიმში გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა. როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სევასტოპოლის მიმართულებით მფრინავი 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“ „სევასტოპოლთან მიახლოებისას საჰაერო თავდაცვის სისტემამ 2 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. კიდევ 9 რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებმა ჩაახშო და მიზანს ვერ მიაღწია, დრონები შავ ზღვაში ჩავარდნენ. აღკვეთილი ტერორისტული თავდასხმების შედეგად მსხვერპლი და ნგრევა არ მომხდარა,“ - განაცხადეს სამინისტროში. ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. რუსეთი აცხადებს, რომ მოსკოვი ისევ დრონებით თავდასხმის სამიზნეა მოსკოვის მერი 9 აგვისტოსაც აცხადებდა, რომ დრონების თავდასხმა მოიგერიეს. 30 ივლისს დრონით თავდასხმა ბიზნესცენტრ "მოსკვა სიტიზე", განმეორებითი შეტევა კი იმავე ბიზნესცენტრზე პირველ აგვისტოსაც განხორციელდა. რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.
ოკუპირებული ყირიმის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა - უკრაინული მედია
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმის ხიდის გარშემო 12 აგვისტოს აფეთქება მოხდა. ასევე, უკრაინული მედიის თანახმად, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ხიდთან კვამლი ამოდის. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ოკუპირებული ყირიმის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ ქერჩის სრუტეზე ორი რაკეტა გაანადგურა და რომ ყირიმის ხიდი არ დაზიანებულა. ტელეგრამ არხ Mash-ის ცნობით, ხიდზე მოძრაობა მორიგი დარტყმის საფრთხის გამო შეჩერდა. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ აქსიონოვს ციტირებს, რომელიც ირწმუნება, რომ მოძრაობა მალე აღდგება. მანამდე, 12 აგვისტოს, რუსეთის სახელმწიფო მედიამ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში ღამით, 20 უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ბოლო თვეებში, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიასა და რუსეთის შიგნით თავდასხმები გახშირდა. ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
ოკუპირებულ ყირიმში რუსების ლოგისტიკური პრობლემები იზრდება - ჰუმენიუკი
დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსების ლოგისტიკური პრობლემები იზრდება. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა. „ლოგისტიკა გართულებულია და შენელებულია. გზები მაინც არსებობს, რომლებსაც გამოიყენებენ, თუმცა ეს მარშრუტები გადატვირთულია, რადგან იგივე მიმართულებებია გამოყენებული როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო საჭიროებებისთვის,“ - განმარტა ჰუმენიუკმა. მისი თქმით, მტერი ხიდების რემონტისთვის ჯგუფების შექმნას ცდილობს, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთულია. „ეს ნიშნავს, რომ პონტონური გადასასვლელები, როგორც ალტერნატივა, უსაფრთხო არ არის", - აღნიშნა ოპერატიული სარდლობის - სამხრეთის ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება ქერჩის ხიდზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ ბოლოს 12 აგვისტოს იუწყებოდა. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
СNN-მა ყირიმის ხიდზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა CNN-ს მიაწოდეს ექსკლუზიური კადრები, რომლებშიც ნაჩვენებია 17 ივლისს ყირიმის ხიდის საყრდენზე მომხდარი თავდასხმა. კიევმა პირველად, ოფიციალურად აღიარა თავისი უშიშროების ძალების მონაწილეობა ამ თავდასხმაშიც. Exclusive: Video footage shows the moment Ukraine used an experimental drone to attack a Russian bridge, as its security services warn more assaults will follow.https://t.co/OAPg67JR6b pic.twitter.com/yHmHZTn7I6 — CNN (@CNN) August 16, 2023 უკრაინის უშიშროების სამსახურის წყაროებმა CNN-ს მიაწოდეს ასევე ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომლებზეც დრონების აფეთქების მომენტი ჩანს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი მალიუკმა CNN-ს განუცხადა, რომ თავდასხმისას საზღვაო დრონი Sea Baby გამოიყენეს. მალიუკის თქმით, ამ დრონების საშუალებით განხორციელდა თავდასხმა ყირიმის ხიდზე, ასევე, იერიში რუსეთის სადესანტო ხომალდ Оленегорский горняк-და და ტანკერ Сиг-ზე. უკრაინამ ოფიციალურად ივლისში დაადასტურა მონაწილეობა 2022 წელს ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში. მანამდე კიევის მონაწილეობა ამ აფეთქებაში ირიბად აღიარა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა. ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
ზელენსკი ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაციაზე: ჩვენი მხრიდან მსხვერპლი არ არის
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ყირიმის გათავისუფლებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა." უფრო კონკრეტულად, ზელენსკიმ უპასუხა შეკითხვას: ნიშნავს თუ არა უკრაინის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია ყირიმში ნახევარკუნძულის დეოკუპაციის დაწყებას. „ეს ჩვენი ბიჭები არიან. ჩვენი მხრიდან მსხვერპლი არ არის. ეს არის ის, რისი განხილვაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელთან ტელეფონით შევძელი,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კირილ ბუდანოვისგან დეტალურ ანგარიშს ელოდება. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, „რუსეთის ტერიტორიას“ ღამით 42 უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაგრამ სამიზნეს ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია. უწყების განცხადებით, ყირიმის ტერიტორიაზე 9 დრონი გაანადგურეს, 33 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ჩამოაგდეს. მანამდე, "ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმები ისმოდა. „ღამით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით. საჰაერო თავდაცვის სისტემამ 42 უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინა,"- აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
ყირიმის დაბრუნება სამხედრო ოპერაციების გარეშე შეუძლებელია - ბუდანოვი
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ყირიმი დაბრუნდება კომბინირებული საშუალებებით, მაგრამ ეს შეუძლებელია სამხედრო ოპერაციების გარეშე. „გსმენიათ ჩემგან, რომ შესაძლებელია ნებისმიერი ტერიტორიის უსისხლო გზით დაბრუნება? დიდი ალბათობით, არა. თუ ვინმემ იცის, როგორ არის შესაძლებელი, დარწმუნებით ან დიპლომატიის სხვა ვარიანტით, აიძულოს რუსული არმია თუნდაც მილიმეტრით გადაადგილდეს, არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ რეალურად რაიმე მიმართულებით, კარგი, დაე, გააკეთოს ეს,“ - აღნიშნა ბუდანოვმა. დაზვერვის უფროსს ასევე მიაჩნია, რომ სანამ თავდაცვის ძალები მიიწევენ ყირიმისკენ, პუტინი ბირთვულ მუქარებს გააგრძელებს. უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ (GUR) განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. Reuters-ის ცნობით, მოსახლეობა მსხვერპლის, აფეთქებებისა და გზის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სამხედრო ბაზა უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 25 აგვისტოს ამტკიცებდა, რომ „რუსეთის ტერიტორიას“ ღამით 42 უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაგრამ სამიზნეს ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია. უწყების განცხადებით, ყირიმის ტერიტორიაზე 9 დრონი გაანადგურეს, 33 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ჩამოაგდეს. მანამდე, "ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმები ისმოდა. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ მოხდა დარტყმა,”- განაცხადა GUR-ის სპიკერმა ანდრი იუსოვმა. „ჩვენს ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ,“ - აცახებდა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი 22 აგვისტოს. მისი თქმით, უკრაინაში არის ხალხი, რომელსაც ყირიმის დეოკუპაციის ეშინია, მაგრამ არის ბევრი ისეთიც, ვინც რუსებისგან გათავისუფლებას ელის და მათთვის იმედის მიცემა საჭიროა. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა დასავლეთისგან სამხედრო დახმარებას იღებს და კონტრშეტევას განაგრძობს. ამ ფონზე კიევი ასევე იღებს დაპირებას, რომ მალე მიაწვდიან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლითაც უკრაინა ჰაერში რუსეთის უპირატესობის განეიტრალებას ვარაუდობს. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა - სადაზვერვო სააგენტო
უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ (GUR) განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. Reuters-ის ცნობით, მოსახლეობა მსხვერპლის, აფეთქებებისა და გზის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სამხედრო ბაზა უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 25 აგვისტოს ამტკიცებდა, რომ „რუსეთის ტერიტორიას“ ღამით 42 უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაგრამ სამიზნეს ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია. უწყების განცხადებით, ყირიმის ტერიტორიაზე 9 დრონი გაანადგურეს, 33 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ჩამოაგდეს. მანამდე, "ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმები ისმოდა. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ მოხდა დარტყმა,”- განაცხადა GUR-ის სპიკერმა ანდრი იუსოვმა. „ჩვენს ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ,“ - აცახებდა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი 22 აგვისტოს. მისი თქმით, უკრაინაში არის ხალხი, რომელსაც ყირიმის დეოკუპაციის ეშინია, მაგრამ არის ბევრი ისეთიც, ვინც რუსებისგან გათავისუფლებას ელის და მათთვის იმედის მიცემა საჭიროა. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა დასავლეთისგან სამხედრო დახმარებას იღებს და კონტრშეტევას განაგრძობს. ამ ფონზე კიევი ასევე იღებს დაპირებას, რომ მალე მიაწვდიან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლითაც უკრაინა ჰაერში რუსეთის უპირატესობის განეიტრალებას ვარაუდობს. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
რუსეთი ყირიმის ხიდზე შეტევის შესახებ იუწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყირიმის ხიდს საზღვაო უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ღამის განმავლობაში განადგურებულია სამი უპილოტო აპარატით.თავდასხმის გამო ყირიმის ხიდზე მოძრაობა დროებით შეწყვეტილი იყო. უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიასთან დამაკავშირებელ ხიდზე თავდასხმის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დაბრუნებას აპირებს, ყირიმის ხიდი კი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა განეიტრალდეს. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
რუსეთი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში და ყირიმთან დრონებით შეტევა იყო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ოლქში და შავი ზღვის თავზე, ყირიმთან ახლოს ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ამ ფონზე მოსკოვის "ვნუკოვოს", "დომოდედოვოსა" და "შერემეტიევოს" აეროპორტებში 20-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო და რვა - გაუქმდა. „დღეს, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, რომლებიც საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჰაერში განადგურდა შავ ზღვის თავზე, ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად და კურსკის ოლქის ტერიტორიაზე,“ - ტრადიციულად აცხადებენ უწყებაში. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
უკრაინის დაზვერვა: ანექსირებულ სევასტოპოლში, ქარხანაზე დარტყმამ 2 რუსული ხომალდი დააზიანა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლში გემთმშენებელ ქარხანაზე ღამით განხორციელებულმა დარტყმამ რუსული სადესანტო ხომალდი, წყალქვეშა ნავი და პორტის ინფრასტრუქტურა დააზიანა. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა RBC-Ukraine-ს განუცხადა. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს სევასტოპოლში მდებარე სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხანას, სადაც გემებს არემონტებენ.
სპეცოპერაცია ოკუპირებულ ყირიმში - უკრაინა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურების შესახებ იუწყება
უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) სამხედრო კონტრდაზვერვამ და უკრაინის საზღვაო ფლოტმა ოკუპირებულ ყირიმში, ევპატორიაში საჰაერო თავდაცვის სისტემა („ტრიუმფი“) გაანადგურეს. „წუხელ, SBU-ს სამხედრო კონტრდაზვერვამ და უკრაინის საზღვაო ძალებმა ჩაატარეს უნიკალური სპეცოპერაცია ევპატორიასთან - მათ გაანადგურეს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა Triumf, რომლის ღირებულება 1,2 მილიარდი დოლარი იყო“, - განუცხადეს უსაფრთხოების სამსახურში წყაროებმა უკრაინულ მედიას. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
რუსეთი მოსკოვსა და ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით იერიშის შესახებ იუწყება
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მოსკოვსა და ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით იერიში იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმის თავზე ღამით ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უწყების განცხადებთ, ორი დრონი განადგურებულია ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროს რაიონში, კიდევ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი კი ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებთან. დრონების ჩამოგდების შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინიც ავრცელებს ინფორმაციას. მისი განცხადებით, ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მოიგერიეს ისტრის რაიონში. მოგვიანებით სობიანინმა განაცხადა, რომ რამენის რაიონში ჩამოაგდეს კიდევ ერთი დრონი, რომელიც რუსეთის დედაქალაქზე თავდასხმას ცდილობდა. ამასთან, თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას უპილოტო საფრენი აპარატის დომოდედოვოს რაიონში განადგურების შესახებ. რუსულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ორლოვსკის ოლქში დრონით იერიშის შედეგად ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა. ოლქის გუბერნატორის ანდრეი კლიჩკოვის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა სამრეწველო ობიექტზე საწვავის ავზს. მისი განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. ცნობისთვის, რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებები იყო
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, საპორტო ქალაქ სევასტოპოლში აფეთქებები 17 სექტემბერს საღამოს დაფიქსირდა, იტყობინებიან ადგილობრივი მედია და ტელეგრამ არხები. უკრაინის დაზვერვის წყაროს თანახმად, რომელსაც „უკრაინსკაია პრავდა“ ციტირებს, აფეთქებები უკრაინის სამხედრო დაზვერვისა და ქვეყნის საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაციის ნაწილი იყო. ყირიმის ადგილობრივი ტელეგრამ არხი "Krymksy Veter" იტყობინება, რომ აფეთქებები ისმოდა იმ რაიონში, რომელიც ცნობილია რუსეთის რადიო დაზვერვისა და საჰაერო თავდაცვის ობიექტების მდებარეობის მახლობლად. თავდასხმიდან მალევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი უკრაინული თვითმფრინავი ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩამოაგდეს. 13 სექტემბერს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლში გემთმშენებელ ქარხანაზე დარტყმამ დააზიანა რუსული სადესანტო ხომალდი, წყალქვეშა ნავი და პორტის ინფრასტრუქტურა.
უკრაინა ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ბაზის განადგურების შესახებ იუწყება
დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინულმა ჯარმა სარაკეტო დარტყმისას რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურა. ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა. „დღევანდელი სარაკეტო დარტყმა სევასტოპოლის მახლობლად, სოფელ ვერხნესადოვოესთან მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტზე წარმატებული აღმოჩნდა - ყველა რაკეტამ მიზანს მიაღწია. ეს იყო უსაფრთხოების სამსახურის, საჰაერო ძალების და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაცია“, - განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. მათივე ცნობით, განადგურებული სამხედრო ბაზა რუსი გენერლების სათადარიგო სამეთაურო პუნქტს წარმოადგენდა და სარაკეტო დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც დადასტურდა, რომ პუნქტში ფლოტის მეთაურები იმყოფებიან. „განადგურებულია არა მარტო ცოცხალი ძალა, არამედ ძვირადღირებული სამხედრო სისტემები, რომლებიც ამ ბაზაზე იყო განთავსებული. აფეთქებების სეზონი ყირიმში გაგრძელდება," - განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
ოკუპირებული ყირიმიდან ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის შესახებ იუწყებიან
22 სექტემბერს ოკუპირებულ ყირიმში რუსმა მარიონეტებმა განაცხადეს, რომ "უპრეცედენტო" მასშტაბის კიბერშეტევა დაფიქსირდა. უკრაინული მეციის ცნობით, ოლეგ კრიუჩკოვმა განაცხადა, რომ ყირიმში ინტერნეტ სერვისებში შეფერხებები იყო. ამ დროისთვის უცნობია გრძელდება თუ არა კიბერშეტევა. კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინულმა რაკეტამ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყა. კიბერ ომი უკრაინასთან რუსეთის ომის კრიტიკული ნაწილი იყო სრულმასშტაბიან შეჭრამდეც კი, ისევე როგორც რუსული აგრესიის სხვა მაგალითები ესტონეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართ. უკრაინამ კიბერთავდაცვის შესაძლებლობეის გაძლიერებაში დიდი ინვესტიცია განახორციელა.
უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე „წარმატებული დარტყმა" დაადასტურეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა (Stratcom) პარასკევს დაადასტურა, რომ უკრაინამ წარმატებით დაარტყა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას ოკუპირებულ სევასტოპოლში. „22 სექტემბერს, დაახლოებით 12 საათზე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებული დარტყმა მიაყენეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობის შტაბს დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში,“ - წერს Stratcom-ი Telegram-ზე. სევასტოპოლი უკრაინის ნახევარკუნძულის ყირიმის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია და 2014 წელს მოსკოვის ძალებმა უკანონოდ მოახდინეს მისი ანექსია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინამ გააძლიერა თავდასხმები ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ბაზესა და სხვა ობიექტებზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვაზე. შეგახსენებთ, 22 სექტემბერს ოკუპირებულ ყირიმში რუსმა მარიონეტებმა განაცხადეს, რომ "უპრეცედენტო" მასშტაბის კიბერშეტევა დაფიქსირდა. უკრაინული მეციის ცნობით, ოლეგ კრიუჩკოვმა განაცხადა, რომ ყირიმში ინტერნეტ სერვისებში შეფერხებები იყო. ამ დროისთვის უცნობია გრძელდება თუ არა კიბერშეტევა. კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინულმა რაკეტამ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყა. კიბერ ომი უკრაინასთან რუსეთის ომის კრიტიკული ნაწილი იყო სრულმასშტაბიან შეჭრამდეც კი, ისევე როგორც რუსული აგრესიის სხვა მაგალითები ესტონეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართ. უკრაინამ კიბერთავდაცვის შესაძლებლობეის გაძლიერებაში დიდი ინვესტიცია განახორციელა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
რუსული მხარის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ 22 სექტემბერს დღისით სარაკეტო დარტყმა განხორციელდა შავი ზღვის ფლოტის შტაბზე. „ფლოტის შტაბზე მტრებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს“, - განაცხადა რაზვოჟაევმა ტელეგრამში. krym.realii-ს ცნობით, ასევე ისმოდა რაკეტების ხმა ქალაქის სამხრეთ ნაწილში. ტელეგრამის არხები ასევე იტყობინებიან საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შესახებ ყირიმის საკისა და ბახჩისარაის რაიონებში.
კირილ ბუდანოვი: უკრაინა ყირიმის ხიდზე რეგულარულ დარტყმებს მიიტანს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ოკუპირებული ყირიმის ხიდზე რეგულარულ დარტყმებს მიიტანს. „კითხვა იმაში კი არ არის, შევუტევთ თუ არ შევუტევთ ხიდს? ჩვენ ამას რეგულარულად ვაკეთებთ და ამიტომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია," - განაცხადა ბუდანოვმა. ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ბუდანოვმა უპასუხა: „და რას გააკეთებს პუტინი? ის კიდევ ერთხელ გაბრაზდება. რისი გაკეთება შეუძლია?!“ ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.
პოდოლიაკი: ყირიმი უკრაინის მხრიდან საცეცხლე კონტროლის ქვეშ ეტაპობრივად ექცევა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე პანიკური განწყობების გაძლიერებას აანონსებს. მისი თქმით, რუსები ახლა ყირიმში ცხოვრობენ თავდასხმების მოლოდინში, სირენების ქვეშ და ესმით, რომ ყირიმი მათთვის დიდი საფრთხის ტერიტორიაა და მათი საჰაერო სივრცე აღარ არის ასე ძლიერად კონტროლირებადი. „ყირიმი უკრაინის მხრიდან ეტაპობრივად ექცევა საცეცხლე კონტროლის ქვეშ," - განაცხადა პოდოლიაკმა. პოდოლიაკის თქმით, უკრაინის სტრატეგიულ ამოცანებს შორის არის რუსული საოკუპაციო ჯგუფისთვის საკვანძო მიწოდების ხაზის გაწყვეტა. ის განმარტავს, რომ რუსებს არ აქვთ სარკინიგზო კავშირები, მაგალითად ქალაქებით, როგორიცაა მელიტოპოლი, ბერდიანსკი და ა.შ., როსტოვის რეგიონთან. და შესაბამისად, მიწოდების 80% ყირიმზე გადის. მისივე თქმით, ყირიმში არის რუსეთის სასაწყობო შესაძლებლობების უზარმაზარი ინფრასტრუქტურა: "დღეს ყირიმი არის რუსული საოკუპაციო ჯგუფების საბრძოლო ეფექტურობის საგრძნობლად შემცირების გასაღები."
რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე საჰაერო შეტევის შესახებ იუწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა 3 ოქტომბერს გვიან ყირიმის სანაპიროსთან ჩამოაგდეს უკრაინული გემსაწინააღმდეგო რაკეტა ნეპტუნი. კიევს ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. იმავდროულად, სევასტოპოლის საოკუპაციო მთავრობის ხელმძღვანელმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ყირიმის გარშემო დრონი ჩამოაგდეს. უპილოტო თვითმფრინავის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. რაზვოჟაევის თქმით, სევასტოპოლში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ ზოგიერთ ბინაში მინები ჩაიმსხვრა. უკრაინული მედია წერს, რომ ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა. ცნობისთვის, ნეპტუნი არის უკრაინის სახმელეთო, შიდა წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, რომლის მაქსიმალური დიაპაზონი 300 კილომეტრია. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ნეპტუნის რაკეტები რუსული S-400 Triumph-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გასანადგურებლად, 14 სექტემბერს გამოიყენეს და ასევე, რუსეთის შავი ზღვის ფლაგმანი "მოსკვა" გასული წლის აპრილში ჩაძირეს.
მედია: უკრაინის სპეცრაზმი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში დაეშვა
უკრაინის სპეცრაზმი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში დაეშვა და ჩაატარა საბრძოლო ოპერაცია, განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტომ (HUR) 4 ოქტომბერს ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოს საშუალებით. ოპერაცია მოიცავდა ბრძოლას რუსულ ძალებთან, რომლებმაც მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს და უკრაინული ძალები უკვე დაბრუნდნენ ოპერაციიდან, იტყობინება უკრაინაში დაფუძნებული მაუწყებელი Hromadske HUR-ის წყაროზე დაყრდნობით. „სამწუხაროდ, არის დანაკარგები უკრაინულ ძალებს შორისაც", თუმცა არა რუსული მხარის მასშტაბის შესაბამისი,“ განუცხადა HUR-ის სპიკერმა, ანდრი იუსოვმა „უკრაინსკია პრავდას". „სპეციალური ოპერაცია, რომელიც მიმართულია ყირიმის გათავისუფლებისკენ, გრძელდება,“ - აღნიშნა სპიკერმა. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას ოკუპირებული ყირიმი
ოკუპირებულ ყირიმზე საზღვაო დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან
ოკუპირებულ სევასტოპოლში ორი უეკიპაჟო საზღვაო კატერის თავდასხმას იგერიებენ. სევასტოპოლის ე.წ. „გუბერნატორი“ მიხეილ რაზვოჟაევი ამტკიცებს, რომ ხმამაღალი ხმები, რომელიც ისმოდა შავი ზღვის ფლოტის დამხმარე ეკიპაჟების მუშაობის შედეგია, რომლებიც საზღვაო კატერების შეტევას იგერიებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, კიევმა კვლავ სცადა რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმა. უწყების მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
რუსეთი აცხადებს, რომ სევასტოპოლზე „საზღვაო დრონებით" შეტევა იყო
რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში გამთენიისას, აფეთქებები იყო. პირველი ცნობები ადგილობრივი ტელეგრამ-არხებით გავრცელდა. დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია, რომ შავი ზღვის აკვატორიაში გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 2 უეკიპაჟო კატერი(საზღვაო დრონი). სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოპერაციის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 ოქტომბერსაც განაცხადა, რომ შავი ზღვის აკვატორიის თავზე და ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, უკრაინის 36 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. იმავე დღეს, რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ ძლიერი ხანძარი იყო კრასნოდარის მხარის დაბა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, ხანძარი ნახევარ საათში ჩააქრეს და არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაკონკრეტებული არ ყოფილა. ასევე 29 ოქტომბერს ღამით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ და BBC-მ უკრაინის სპეცსამსახურების ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფიპსკის ქარხანას, რომელიც რუს სამხედროებს საწვავით ამარაგებს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის 2 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. წყაროს თანახმად, სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია ქარხნის რამდენიმე ახალი დანადგარი და დაიწვა რამდენიმე რეზერვუარი. ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. ნახევარკუნძულზე დრონებითა და რაკეტებით შეტევა 2023 წლის შემოდგომიდან გახშირდა. სექტემბერში სარაკეტო დარტყმა იყო სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზეც. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
მედია: ოკუპანტებმა ყირიმში ოლენა ზელენსკას ბინა გაყიდეს
ოკუპანტებმა უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას სახლი ყირიმში, აუქციონზე გაყიდეს. აუქციონზე მოსკოვში მცხოვრები ორი ინდივიდუალური მონაწილე გამოცხადდა. ქონების საწყისი ფასი 24.6 მილიონ რუბლს ($268 000) შეადგენდა. ბინის ახალი მფლობელი მოსკოველი ბიზნესმენი ოლგა ლიპოვეცკაია გახდა, რომელმაც 44,356 მილიონი რუბლი გადაიხადა. სახლი ყირიმის სამხრეთში, ლივადიას დასახლებაში მდებარეობს. მეხუთე სართულზე, 120 კვადრატული მეტრის ბინის აივნიდან, ხედი შავ ზღვაზე იხსნება. ე.წ. ყირიმის ხელისუფლების განცხადებით, აუქციონის შედეგად მიღებული თანხა რუსული არმიის დაფინანსებას მოხმარდება.
რუსეთი ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ოკუპირებულ ყირიმში რუსმა სამხედროებმა 6 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. უწყების განცხადებით, ობიექტებზე თავდასხმის მცდელობისას უკრაინამ თვითმფრინავის ტიპის დრონები გამოიყენა. „საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შავი ზღვის თავზე ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, ხუთი კი ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს,“ - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე შეტევის შესახებ იუწყება
ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში აფეთქებები იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „კიევის რეჟიმი“ ცდილობდა, 17 უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა „ტერორისტული შეტევა.“ სამინისტროს ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შავი ზღვის აკვატორიის და ყირიმის თავზე „გაანადგურეს" 9 დრონი, ხოლო 8 „გზად დაიჭირეს.“ რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები კერძო სახლებს დაეცა დასახლებულ პუნქტებში, ორლოვკასა და ანდრეევკაში. რაზვოჟაევის თანახმად, მძიმედ დაიჭრა ერთი ადამიანი. ანექსირებულ ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს. უკრაინა ყირიმს ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.
ოკუპირებულ ყირიმში სტიქიის გამო, მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში შავ ზღვაზე ძლიერი შტორმის გამო ასეულობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების მონაცემებით, 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათ შორის სიმფეროპოლსა და იალტაში, ქარიშხლის შედეგად მრავალწლოვანი ხეების წაქცევის გამო დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ავტომობილები. ქარიშხალმა დააზიანა სახლები და სხვა შენობებიც. დატბორვის გამო დაკეტილია რამდენიმე საავტომობილო გზა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები. ენერგომომარაგება შეწყვეტილი აქვს 500 000-მდე აბონენტს. ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ორშაბათი, 27 ნოემბერი, უქმე დღედ გამოაცხადეს.
ოკუპირებული ყირიმიდან აფეთქებების შესახებ იუწყებიან
უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში წუხელ აფეთქებები იყო. მედია ადგილობრივებზე დაყრდნობი წერს, რომ ქალაქ ქერჩის მახლობლად სულ მცირე, 30 აფეთქების ხმა გაიგეს. აფეთქებები იყო ფეოდოსიასა და სიმფეროპოლშიც. ღამით ყირიმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ხიდთან მდებარე რაიონს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, აზოვის ზღვის აკვატორიასა და ყირიმის თავზე 22 დრონი გაანადგურეს. „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა," განეხორციელებინა "ტერორისტული შეტევა," აცხადებს ტრადიციულად რუსული მხარე. უკრაინას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინა ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.
მედია: უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში რამდენიმე რუსულ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში
უკრაინულმა ძალებმა უპილოტო თვითმფრინავებით დაარტყეს რამდენიმე რუსულ სამხედრო ობიექტს ოკუპირებულ ყირიმში, იტყობინება გამოცემა Hromadske სამართალდამცავ ორგანოებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. მისი მიხედვით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) და ქვეყნის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (HUR) სამიზნე ერთ-ერთი ობიექტი იყო საზღვაო ნავთობის ტერმინალი ფეოდოსიაში. „SBU-მ ასევე დაარტყა Nebo-M სარადარო სისტემას აღმოსავლეთ ყირიმის სოფელ ბაჰეროვესთან, ასევე სამხედრო ვერტმფრენის სადგომ, P-18 Terek-ს სარადარო კომპლექსს, და Baikal-1M-ის საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების კონტროლის სისტემას ნახევარკუნძულზე,“ განუცხადა Hromadske-ს სხვა წყარომ. ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი უკრაინის თავდასხმების სამიზნეა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, კიევი ყირიმის ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. ოკუპირებული ყირიმიდან აფეთქებების შესახებ იუწყებიან რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაცია
ოკუპირებულ ყირიმში გაზსადენი იწვის
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ქერჩის გაზსადენზე ხანძარია. რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ქერჩის ერთ-ერთ რაიონში იწვის გახეთქილი მილიდან ამოსული გაზი, რომელმაც ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა აქ ხშირია დრონებით შეტევები, რასაც რუსეთი „კიევის რეჟიმის მიერ ტერაქტების მცდელობას“ უწოდებს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს.
უკრაინული მედია: ქერჩში აფეთქებების გამო, ყირიმის ხიდი დაიხურა
უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ქერჩში, ადგილობრივებმა რამდენიმე აფეთქების შესახებ განაცხადეს, ხოლო ყირიმის ქერჩის ხიდი ტრანსპორტისთვის დაიკეტა. მედია წერს, რომ ქერჩში ოთხი აფეთქების ხმა გაისმა. მანამდე Ukrinform-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ სტრატეგიულ ობიექტს, რომელიც ოკუპანტებისთვის საჰაერო თავდაცვის ქსელის ნაწილია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის ,რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
უკრაინის იერიშის შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში, ფეოდოსია ორმა რუსულმა გემმა დატოვა - მედია
ორმა რუსულმა გემმა ფეოდოსია დატოვა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში იერიში მიიტანეს. იუწყება რადიო თავისუფლება/ევროპა. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსული სადესანტო გემი Novocherkassk-ი, რომელიც ფეოდოსიაში იყო განთავსებული უკრაინის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ გემი არა დაზიანდა, არამედ, განადგურდა და არა დაზიანებული. დამოუკიდებელ რუსულ საინფორმაციო რესურს Agentstvo-ს ცნობით, თავდასხმის დროს სულ მცირე ორი ოფიცერი იმყოფებოდა სადესანტო გემზე Novocherkassk-ი. გემის მეთაურმა ნიკოლაი სტეპანენკომ Agentstvo-ს განუცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა. უკრაინამ არაერთხელ დაარტყა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, მათ შორის, ჩაძირა ფლაგმანი კრეისერი „მოსკვა.“ ასევე, აღსანიშნავია დამანგრეველი სარაკეტო თავდასხმა ფლოტის შტაბ-ბინაზე ოკუპირებულ ყირიმში, რომლის შედეგადაც, 30-ზე მეტი რუსი ოფიცერი დაიღუპა.
ოკუპირებულ ყირიმში საჰაერო განგაში გამოცხადდა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის მტკიცებით, მათმა საჰაერო თავდაცვამ თავდასხმა მოიგერია. ვრცელდება ინფორმაციები აფეთქებების შესახებ სევასტოპოლსა და ფიოლენტის კონცხზე. „წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე საჰაერო სამიზნე უკვე ჩამოგდებულია,“ - წერს რაზვოჟჟაევი ტელეგრამ არხზე. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაცია
უკრაინა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტს დაარტყა
უკრაინა 4 იანვარს აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ობიექტზე ევპატორიასთან ახლოს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე იერიში მიიტანა. მანამდე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა და სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა. უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშჩუკმა ტელეგრამის საშუალებით გადაუხადა მადლობა პილოტებს და "ყველას, ვინც დაგეგმა ეს ოპერაცია, სრულყოფილი საბრძოლო საქმისთვის." რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მანამდე აცხადებდა, რომ მისმა ძალებმა აღკვეთეს უკრაინის შეტევა, თუმცა განცხადება არ გაკეთებულა უშუალოდ ევრპატორიაში აფეთქებაზე. რუსეთის მიერ „დანიშნულმა“ ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ "საჰაერო ძალების რეგულარული საშუალებებით ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე განადგურდა" უკრაინის 10 რაკეტა. მისი თქმით, ერთი ადამიანი დაშავდა რაკეტის ნამტვრევის ჩამოვარდნის შედეგად. რაზვოჟაევი ამბობს, რომ სამაშველო სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. "კრიმ რეალიის" კორესპონდენტი იუწყება, რომ სევასტოპოლში გაისმა 10 აფეთქების ხმა. მანამდე ქალაქში საჰაერო განგაში გამოაცხადეს. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაცია
რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის მორიგი შეტევის შესახებ იუწყება
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში გამთენიისას აფეთქებები იყო. ინფორმაცია ადგილობრივი ტელეგრამ-არხებით გავრცელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მცდელობა აღიკვეთა.“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, დღეს, 5 იანვარს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 36 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ყირიმის თავზე და 1 - კრასნოდარის მხარეში. 4 იანვარს, დღისით, აფეთქებები იყო სევასტოპოლსა და ევპატორიაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სევასტოპოლის მახლობლად გაანადგურეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მართვის პუნქტი. ანექსირებულ სევასტოპოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა 4 იანვარსაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყირიმის თავზე 10 რაკეტა მოიგერიეს. სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის ცნობით, რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. ასევე რუსული მხარის განცხადებით, უკრაინელებმა ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ოლქის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, მაღალსართულიან კორპუსთან ჭურვის აფეთქების გამო რამდენიმე ბინის მინა ჩაიმსხვრა და 30-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.
საჰაერო ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ბაზაზე რუსული სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს - უკრაინა
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშუკმა ოკუპირებულ ყირიმში, საკის აეროდრომზე, რუსეთის სამეთაურო პუნქტზე წარმატებული დარტყმა დაადასტურა. მეთაურმა მადლობა გადაუხადა პილოტებს „შესანიშნავად შესრულებული სამუშაოსთვის.“ 4 იანვარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლის მახლობლად რუსული ჯარების დაჯგუფების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. რუსეთმა დაადასტურა, რომ შეტევის შედეგად 23 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მათ შორის არიან მაღალი რანგის ოფიცრები და სპეციალური ძალების წარმომადგენლები.
რუსეთი მის სადესანტო ხომალდზე უკრაინელების თავდასხმას ადასტურებს, თუმცა ზიანის მასშტაბზე არ საუბრობს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ფეოდოსიის პორტში სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ თავდასხმა მოხდა. უწყების თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ტაქტიკური ავიაციიდან გაშვებული მართვადი რაკეტების გამოყენებით თავდასხმის შედეგად, ხომალდი დაზიანდა. თუმცა თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რამდენად სერიოზულად დაზიანდა ხომალდი. ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. უკრაინა რუსული მართვადი რაკეტა Kh-59-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება
ოკუპირებულ ყირიმში, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის სარადარო სადგური განადგურებულია - უკრაინა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდაცვის სისტემის სარადარო სადგურს დაარტყეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, მტრის სამიზნე სოფელ როზდოლნესთან მდებარეობდა. სამხედროებმა აღნიშნეს, რომ მათ დარტყმა წარმატებით განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში, სოფელ როზდოლნესთან რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის სარადარო სადგური წარმატებული დარტყმის შედეგად განადგურდა.
უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში ბელბეკის აეროდრომს დაარტყა
საჰაერო ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შეუერთდა დარტყმებს ოკუპირებულ ყირიმში, ბელბეკის აეროდრომზე. ადრე სარაკეტო თავდასხმის შესახებ თავად ოკუპანტებმა განაცხადეს. „იცოდით, რომ უკრაინის საჰაერო ძალების შემადგენლობაში არის სევასტოპოლის ტაქტიკური ავიაციის 204-ე ბრიგადა? ასე რომ, მისი ბაზირების საშტატო ადგილი ბელბეკის აეროპორტია! უკრაინელი ავიატორები აუცილებლად დაბრუნდებიან სახლში მშობლიურ აედრომში. მანამდე კი მადლობა ყველას, ვინც ყირიმის რუსული ყოფნისგან გაწმენდას შეუერთდა!” - წერს ოლეშჩუკი. მან ასევე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს სახმელეთო სამიზნეზე რაკეტის დაცემა და აფეთქება. უკრაინული მედია წერს, რომ აეროდრომზე დარტყმა Storm Shadow და Scalp ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა. მანამდე აფეთქებების ხმა გაისმა ოკუპირებული ყირიმის სევასტოპოლში, საკოვთან მახლობლად, ფეოდოსიაში, რაზდელნოესა და გვარდიისკში. საოკუპაციო ადმინისტრაციამ საჰაერო განგაში გამოაცხადა და ქერჩის ხიდზე მოძრაობა გადაკეტა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმს 38 დრონით შეუტიეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 3 მარტის ღამეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში 38 უკრაინული დრონით თავდასხმა განხორციელდა. „წუხელ აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა 38 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე,“ - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. უწყების მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, ე.წ. „ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“ ყველა უკრაინული დრონი გაანადგურა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ფეოდოსიაში აფეთქებების ხმები ისმოდა. პირველ მარტს ასევე იუწყებოდნენ სარაკეტო შეტევის შესახებ. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მორიგი სარაკეტო იერიშის შესახებ იუწყება
რუსეთმა განაცხადა, რომ მის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ავიაბაზაზე სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ოკუპანტი დაიჭრა. როგორც უკრაინული მედია ASTRA-სა და რადიო თავისუფლებაზე დაყრდნობით წერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეტევა სავარაუდოდ, პირველ მარტს მოხდა, რუსეთმა თავდასხმის შესახებ მხოლოდ 4 მარტს განაცხადა. როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, აეროდრომზე (Hvardiiske) ბაზირებულია რუსეთის საჰაერო ძალების 37-ე შერეული საავიაციო პოლკი, რომელიც შედგება Su-24M და Su-25SM თვითმფრინავების ორი (თითოეული 12) ესკადრილიისგან. ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლისა და საკის რაიონებში სარაკეტო თავდასხმის შესახებ ბოლოს პირველ მარტს იუწყებოდნენ. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების შესახებ იუწყებიან
21 მარტს ყირიმში ოკუპირებულ სიმფეროპოლში აფეთქებები იყო. ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, რუსები უჩიოდნენ "თავდასხმას, რის გამოც ყირიმის ხიდი გადაკეტეს. გავრცელებული ინფორმაციით, სიმფეროპოლში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. გააქტიურდა საჰაერო თავდაცვა. იმავდროულად, პროპაგანდისტები აცხადებდნენ, რომ რამდენიმე თვითმფრინავის ჯგუფი ყირიმის ტერიტორიაზე შევიდა და, სავარაუდოდ, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები ამუშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ყირიმის თავზე სამი უპილოტო თვითმფრინავი "ჩამოაგდეს“, რაშიც ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებდნენ. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი ოკუპირებულ სევასტოპოლზე იერიშის შემდეგ: მადლობა წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის
ოკუპირებულ სევასტოპოლზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა „მფრინავებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის.“ "ცა და ზღვა ერთი ფერისაა! მადლობა პილოტებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის! ყირიმი ჩვენია! ერთად - გამარჯვებამდე! ” – დაწერა ოლეშჩუკმა ტელეგრამის არხზე. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას სევასტოპოლის რუსული ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ სევასტოპოლზე მიტანილი წუხანდელი იერიში იყო "ყველაზე მასიური ბოლო დროის განმავლობაში". რაზვოჟაევის თქმით, ქალაქის ცენტრში მინებია ჩამსხვრეული. მისი თქმით, სევასტოპოლის მკვიდრი, 65 წლის კაცი დაღუპა რაკეტის ფრაგმენტის საცხოვრებელ კორპუსზე დაცემის შედეგად. გარდა ამისა, რაზვოჟაევის თქმით, სულ ნამსხვრევებისგან ოთხი ადამიანი დაშავდა.
უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსულ სადესანტო ხომალდებს დაარტყეს - უკრაინა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ყირიმში, ოკუპირებულ სევასტოპოლში ოკუპანტების დიდ სადესანტო გემებს, “იამალსა“ და „აზოვ“, კავშირგაბმულობის ცენტრს და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრი ავრცელებს. „უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით დაარტყეს დიდ სადესანტო ხომალდებს „იამალსა“ და „აზოვს“, კავშირგაბმულობის ცენტრს, ასევე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში,“ - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი ოკუპირებულ სევასტოპოლზე იერიშის შემდეგ: მადლობა წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის
„ყირიმს დავიბრუნებთ“ - უკრაინის დაზვერვამ ახალი ოპერაციების შესახებ განაცხადა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინელი სამხედროების ახალი ოპერაციების შესახებ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, ემზადება თუ არა ყირიმში ახალი დესანტი, ბუდანოვმა დადებითად უპასუხა. „დიახ, ემზადებიან. და მოხდება. ასე გავაგრძელებთ. ყირიმი დაბრუნდება," - აღნიშნა დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა. უკრაინის დაზვერვამ რამდენიმე სახმელეთო ოპერაცია ჩაატარა დროებით ოკუპირებულ ყირიმში. უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი ოკუპირებულ სევასტოპოლზე იერიშის შემდეგ: მადლობა წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს.
უკრაინის დაზვერვამ რუსულ გემ „იამალზე“ იერიშის დეტალები გაასაჯაროვა
დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში 23 მარტს თავს დაესხნენ დიდ რუსულ სადესანტო ხომალდ „იამალს“. უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ცნობით, გემის დაზიანება კრიტიკულია. „კერძოდ, თავს დაესხნენ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის მე-13 გემთმშენებელს, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, მტრის დიდი სადესანტო ხომალდი „იამალი“ იყო გამაგრებული,“ - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, Yamal-ის დაზიანება კრიტიკულია. ზედა გემბანის გახვრეტამ მარჯვენა ბორტის გადახრა გამოიწვია და საოკუპაციო ძალებს უწევთ წყლის მუდმივად ამოტუბვა. „ოკუპანტები განუწყვეტლივ ასხამენ წყალს დაზიანებული გემიდან, რომელიც ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა და 2017 წლიდან 2023 წლამდე არემონტებდნენ“ - აღნიშნავს დაზვერვა. თავდასხმა ყირიმში - 23 მარტს აფეთქებები მოხდა დროებით ოკუპირებულ ყირიმში, კერძოდ - სევასტოპოლში. ამასთან, სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო საკომუნიკაციო ცენტრზე უკრაინის დარტყმის შედეგების ამსახველი ფოტოები გავრცელდა. შესაბამისი მასალა Telegram-ზე რადიო თავისუფლების პროექტმა Schemes-მა გამოაქვეყნა. როგორც აღინიშნა, სატელიტმა Planet Labs-მა დააფიქსირა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად, სევასტოპოლში, რუდნევის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი შენობა დაზიანდა. „21 და 24 მარტის ტერიტორიის სატელიტური სურათების შედარება აჩვენებს, რომ შენობის სახურავი ჩამოინგრა სარაკეტო დარტყმის შემდეგ,“ - ნათქვამია მოხსენებაში. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს.
რუსული გამანადგურებელი სევასტოპოლში, ზღვაში ჩავარდა
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ სევასტოპოლთან ზღვაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი SU-35 ჩავარდა, - ამის შესახებ რეგიონის რუსმა ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამის არხში დაწერა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი. „სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა. პილოტმა შეძლო კატაპულტირება. ის მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ - წერს რაზვოჟაევი. ინციდენტი თვითმხილველის ვიდეოებზეა აღბეჭდილი. ზღვაში ჩავარდნამე თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა.
ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან რუსული „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რუსეთი ამტკიცებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, „მი-24“ - ის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა. ვერტმფრენის ეკიპაჟის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მანამდე უკრაინელებმა გაავრელეს ინფორმაცი, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსული ვერტმფრენი „კა-27“ ჩამოაგდეს.
ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის რაიონში აფეთქებები იყო, გაჩნდა ხანძარი - მედია
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, ძლიერი ხანძარი ჯანკოის სამხედრო აეროდრომის რაიონში გაჩნდა. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, ქალაქში საჰაერო განგაში მხოლოდ აფეთქებების შემდეგ გამოცხადდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ჯანკოიში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დრონებით არაერთი იერიში მიიტანეს. ჯანკოი ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში მდებარეობს. რუსული წყაროების თანახმად, ქალაქის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ვერტმფრენების 39-ე პოლკი და სამი საავიაციო ესკადრილია. ასევე, უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების ვერტმფრენები. უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ ანექსირებულია 2014 წლიდან.
უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის რუსულ სამხედრო აეროდრომზე დარტყმა დაადასტურა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ძალებს მადლობა გადაუხადა ანექსირებულ ყირიმის ქალაქ ჯანკოიში, რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო აეროდრომზე ზუსტი დარტყმისთვის. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჯანკოის აეროდრომზე აფეთქებები 17 აპრილს, გამთენიისას მოხდა. ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მადლობას უხდის ყველას, ვინც ამზადებს რუსეთის არმიის ტექნიკის და საბრძოლო ინფრასტრუქტურის განადგურების უმნიშვნელოვანეს სპეცოპერაციებს, რადგან ოკუპანტის ყოველი დანაკარგი უკრაინის ძალაა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოპერაციის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის. რუსული წყაროების თანახმად, ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ვერტმფრენების 39-ე პოლკი და სამი საავიაციო ესკადრილია. ასევე - უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების ვერტმფრენები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ აეროდრომზე შეტევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, გეოლოკაციური კადრები ადასტურებს, რომ ჯანკოის აეროდრომზე აფეთქებები იყო. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, საბრძოლო და სატრანსპორტო ვერტმფრენები რუსეთის არმიას აძლევს უპირატესობას როგორც შეტევის, ისე თავდაცვისთვის, განსაკუთრებით უკრაინის სამხრეთში. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ჯანკოიში მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტებზე დრონებით იერიში არაერთხელ მიიტანეს. ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის რაიონში აფეთქებები იყო, გაჩნდა ხანძარი - მედია
ოკუპირებული ცხინვალიდან ანექსირებულ ყირიმში ლუდის მიწოდება დაიწყო
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ლუდის მიწოდება დაიწყო, ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. დე ფაქტო უწყების ინფორმაციით თებერვალში „ცხინვალის დელეგაციამ ყირიმის წარმომადგენლებთან განიხილა თანამშრომლობის საკითხების მთელი სპექტრი" და მხარეები შეთანხმდნენ „ერთმანეთისთვის კონკრეტული საქონლის მიწოდებაზე.“ „შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შემდგომ, საწარმომ „მაღალმთიანი ყელის ლუდსახარშმა“ (სოფელი ლენინგორი) (რედ. ახალგორი) განახორციელა სამი სახეობის ლუდის პირველი პარტიის მიწოდება 26 000 ბოთლის ოდენობით,“ – ნათქვამია განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, პროდუქცია ანექსირებული ყირიმის მაღაზიაში გამოჩნდება და მოთხოვნის შესაბამისად გათვალისწინებულია მოცულობის გაზრდა. 2008 წლამდე ლუდს ახალგორში ქართული კომპანია „ლომისი“ აწარმოებდა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ახალი ქარხანა "მაღალმთიანი ყელის ლუდსახარში“ 2022 წელს ყოფილი სახელმწიფო საწარმოს „ალუტონის“ ბაზაზე გაიხსნა.