თეგი: ოლაფშოლცი
გერმანია უკრაინას, დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად, 7 მილიარდზე მეტს გამოუყოფს
გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ლიდერებმა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს. გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ადრე დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად, 7 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს. ეს ინფორმაცია გერმანიის მთავრობის პრესსამსახურმა გერმანიის ოლაფ შოლცსა და ჯო ბაიდენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა. გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფენ ჰებესტრეიტის თქმით, გერმანიისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა საუბრის დროს ხაზი გაუსვეს უკრაინისთვის შემდგომი ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის აღმოჩენის აუცილებლობას, რადგან ის აგრძელებს თავის დაცვას რუსული აგრესიისგან. გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს შოლცმა და ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაც განიხილეს. ჯეიკ სალივანი: უკრაინისთვის დახმარების ორპარტიული მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.