თეგი: ოლეგ ნიკოლენკო
უკრაინა სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტში რუსეთის შუამავლობას უბადრუკს უწოდებს
უკრაინა სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტში რუსეთის შუამავლობას უბადრუკს უწოდებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. სომხეთმა აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ დასახმარებლად, რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა მისი თქმით, უკრაინა მოუწოდებს ბაქოსა და ერევანს კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარებისკენ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. „ამავდროულად, ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაიმე შუამავლობისა და სამშვიდობო ძალისხმევის უბადრუკობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის უუნარობას ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით“, – განაცხადა ნიკოლენკომ. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
ბათუმის აქციაზე უკრაინის მოქალაქის დაკავების საქმეში უკრაინის საელჩო ჩაერთო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინის საელჩო ბათუმის აქციაზე დაკავებული უკრაინელი მოქალაქის საქმეზე მუშაობს. „საქართველოში უკრაინის საელჩო მუშაობს უკრაინელი მოქალაქის საქმეზე, რომელიც ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. კონსულმა უკრაინელი ქალის მონახულების ნებართვა მოითხოვა, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმოს. პარალელურად დიპლომატები გათავისუფლების საკითხზე მუშაობენ,” - განაცხადა ნიკოლენკომ. 31 ივლისს რუსული საკრუიზო ლაინერის საწინააღმდეგო აქციაზე 23 ადამიანი, მათ შორის უკრაინის მოქალაქე დააკავეს. დაკავებულის ადვოკატის თქმით, მას მცირე ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს.