თეგი: ოლეგ ტინკოვი

დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი მილიარდერის სტატუსს კარგავს

დასავლეთის მკაცრი სანქციების ფონზე, რუსმა ბიზნესმენმა ოლეგ ტინკოვმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა. მისი ქონება ხუთ მილიარდზე მეტით, 800 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ოლეგ ტინკოვის თქმით, ის არასდროს ყოფილა ოლიგარქი, რადგან ბიზნესი ნულიდან დაიწყო, ამიტომ, ჟურნალისტებს სთხოვა, ასე აღარ მოიხსენიონ. Forbes-ის ცნობით ტინკოვის სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია Capital One-თან და Tinkoff Bank-თან, რომლის საბაზრო ღირებულება 23 მილიარდი დოლარიდან ერთ მილიარდ დოლარამდე დაეცა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყების შემდეგ, Tinkoff-ის აქციების ფასი 90%-ზე მეტით დაეცა. „ტინკოვი, რომელიც ოდესღაც ამაყობდა პუტინთან თავისი კავშირებით, ერთ-ერთია რუსი ბიზნესმენებიდან, რომლებიც ომზე საუბრობენ. „უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან უკრაინაში ახლა, ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია! სახელმწიფოებმა ფული უნდა დახარჯონ ადამიანების მკურნალობაზე, კიბოს დასამარცხებლად კვლევებზე და არა ომში“, - წერს ტინკოვი, რომელსაც 2020 წელს ლეიკემია დაუდგინდა“, - ნათქვამია Forbes-ის სტატიაში. ასევე წაიკითხეთ რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში რუსი ოლიგარქი ფრიდმანი სანქციებზე, პუტინსა და უკრაინაში ომზე  

რუსი ოლიგარქის განცხადებით, ომის გაკრიტიკებისთვის Tinkoff Bank-ში წილი იძულებით დაათმობინეს

რუსი ოლიგარქი, ოლეგ ტინკოვი აცხადებს, რომ Tinkoff Bank-ში წილი იძულებით, კაპიკებში დაათმობინეს. ეს მას შედეგ მოხდა, რაც უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზე კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა. წერს The New York Times. 19 აპრილს ოლეგ ტინკოვმა Instagram-ზე გამოაქვეყნა შეტყობინება და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს „ფეკალური არმია“ უწოდა, ხოლო ისინი ვინც არმიას ემხრობა „დებილებად“ მოიხსენია. მეორე დღესვე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბანკის მენეჯმენტს დაუკავშირდა და ბიზნესის ნაციონალიზაციით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ ტინკოვი წილს არ დათმობდა. ამის შემდეგ Tinkoff Bank-მა რებრედინგის შესახებ განაცხადა და უარი თქვა დამფუძნებლის გვარის გამოყენებაზე. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ოლეგ ტინკოვმა 35%-იანი წილი ოლიგარქ ვლადიმირ პოტატინის სასარგებლოდ დათმო. მანამდე, დასავლეთის მკაცრი სანქციების ფონზე, რუსმა ბიზნესმენმა ოლეგ ტინკოვმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა. მისი ქონება ხუთ მილიარდზე მეტით, 800 მილიონ დოლარამდე შემცირდა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყების შემდეგ, Tinkoff-ის აქციების ფასი 90%-ზე მეტით დაეცა. „ტინკოვი, რომელიც ოდესღაც ამაყობდა პუტინთან თავისი კავშირებით, ერთ-ერთია რუსი ბიზნესმენებიდან, რომლებიც ომზე საუბრობენ. „უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან უკრაინაში ახლა, ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია! სახელმწიფოებმა ფული უნდა დახარჯონ ადამიანების მკურნალობაზე, კიბოს დასამარცხებლად კვლევებზე და არა ომში“, - წერს ტინკოვი, რომელსაც 2020 წელს ლეიკემია დაუდგინდა“, - ნათქვამია Forbes-ის სტატიაში. ასევე წაიკითხეთ რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში რუსი ოლიგარქი ფრიდმანი სანქციებზე, პუტინსა და უკრაინაში ომზე

ოლიგარქმა ოლეგ ტინკოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

რუსმა ოლიგარქმა და ბიზნესმენმა ოლეგ ტინკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს და თავის Instagram-ზე შესაბამისი დოკუმენტი გამოაქვეყნა. ოლეგ ტინკოვი: ქვეყნიდან მიმაქვს ბრენდები Tinkoff და La Datcha. არ მინდა, ისინი „გავსვარო“ რუსი ჯარისკაცებისა და უკრაინელების სისხლით „მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. არ შემიძლია და არ მინდა, ვიყო ასოცირებული ფაშისტურ ქვეყანასთან, რომელმაც დაიწყო ომი მშვიდობიან მეზობელთან და ყოველდღე კლავს უდანაშაულო ადამიანებს. სირცხვილია, რომ მქონდეს ამ ქვეყნის პასპორტი. მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა იმედი მაქვს, რომ მეტი ცნობილი რუსი ბიზნესმენი დამიჭერს მხარს, რათა პუტინის რეჟიმი და მისი ეკონომიკა დაასუსტონ და საბოლოოდ დამარცხებამდე მივიყვანოთ. მე მძულს პუტინის რუსეთი, მაგრამ მიყვარს ყველა რუსი, ვინც ცალსახად ეწინააღმდეგება ამ გიჟურ ომს!” - წერს ტინკოვი. მილიარდერმა იური მილნერმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა ტინკოვი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იყო ერთ-ერთი პირველი, იმ მცირერიცხოვან რუს ბიზნესმენებს შორის, რომელიც ომს ღიად დაუპირისპირდა.   

ტოსკანაში, რუსი ოლიგარქის ოლეგ ტინკოვის ვილა გაძარცვეს

ტოსკანურ კომუნა ფორტე დეი მარმში, რუსი ოლიგარქის ოლეგ ტინკოვის კუთვნილი ვილა გაძარცვეს. ინფორმაციას იტალიური სააგენტო Adnkronos ავრცელებს. ოლეგ ტინკოვი: ქვეყნიდან მიმაქვს ბრენდები Tinkoff და La Datcha. არ მინდა, ისინი „გავსვარო“ რუსი ჯარისკაცებისა და უკრაინელების სისხლით ძარცვა 17 ნოემბერს ღამით მოხდა. როგორც გაზეთი აღნიშნავს, ქურდები „პროფესიონალურად მოიქცნენ", რადგან ცარიელი ვილის უსაფრთხოების კომპლექსურ სისტემაში შეიჭრნენ. მძარცველებმა გახსნეს ორი სეიფი და მოიპარეს ძვირფასეულობა, ძვირადღირებული საათები და სხვა ძვირფასი ნივთები, რომელთა ღირებულება შესაძლოა, რამდენიმე ასეულ ათას ევროს აღემატებოდეს. ძარცვის ფაქტი, სახლის მომვლელმა აღმოაჩინა. ტინკოვი და მისი ოჯახი იმ დროს მექსიკაში იმყოფებოდნენ.  

დიდმა ბრიტანეთმა რუს მილიარდერ ოლეგ ტინკოვს სანქციები მოუხსნა

დიდმა ბრიტანეთმა ბიზნესმენ ოლეგ ტინკოვს სანქციები გააუქმა. ის შეზღუდვების ქვეშ 2022 წლის მარტში მოექცა. ყოფილმა ბანკირმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და რუსეთში თავისი ძირითადი აქტივები გაყიდა. ახლა მას კვიპროსის მოქალაქეობა აქვს. ტინკოვი, რომელიც ოდესღაც ამაყობდა პუტინთან თავისი კავშირებით, ერთ-ერთია რუსი ბიზნესმენებიდან, რომლებიც ომზე საუბრობდა. „უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან უკრაინაში ახლა, ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია! სახელმწიფოებმა ფული უნდა დახარჯონ ადამიანების მკურნალობაზე, კიბოს დასამარცხებლად კვლევებზე და არა ომში“, - ამბობდა ტინკოვი. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ რატომ ამოიღეს ტინკოვი სიიდან. უფრო ადრე ტინკოვმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კრემლისგან მუქარა მიიღო მისი მხრიდან ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო. ოლეგ ტინკოვი: ქვეყნიდან მიმაქვს ბრენდები Tinkoff და La Datcha. არ მინდა, ისინი „გავსვარო“ რუსი ჯარისკაცებისა და უკრაინელების სისხლით 2023 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ტინკოვმა ბრიტანეთის მთავრობას მისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნით მიმართა.