თეგი: ოლიგარქები

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ

დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს სანქციები დაუწესა. ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიას 3 მარტს დაემატნენ. ორივე ოლიგარქის აქტივები სრულად გაიყინება, მათ მოგზაურობაც აეკრძალებათ. The Guardian-ის წყაროების თანახმად, უსმანოვს სარდინიაზე ვილაც ჩამოართვეს. ვინ არის ალიშერ უსმანოვი, მის შესახებ ბრიტანულ Guardian-ი ვრცელ მასალაში წერს. ტელეკომის მაგნატი უსმანოვი დიდ ბრიტანეთში 48 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეს ფლობს. უზბეკეთში დაბადებული მილიარდერი, რომელმაც სიმდიდრისკენ პირველი ნაბიჯები, საბჭოთა კავშირში დეფიციტური, პლასტიკური ჩანთების წარმოებით გადადგა, ახლა რისკის ქვეშაა, დასავლური სანქციების გამო, ქონების ნაწილი დაკარგოს. უსმანოვი წლების განმავლობაში ფლობდა წილებს პრემიერ ლიგის კლუბში - „არსენალი“. ჰქონდა სასპონსორო ურთიერთობა „ევერტონთან“. მისი ძმისშვილი სარვარ ისმაილოვი მცირე ხნით ევერტონის დირექტორთა საბჭოში იყო, ასევე ეკავა ქალთა გუნდის სპორტული და კომერციული დირექტორის თანამდებობა. სპორტმა უსმანოვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ის ერთ დროს მოფარიკავეც იყო. უსმანოვი 600 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერიახტას (დილბარი) ფლობს. Forbes-ი 4 მარტს იუწყებოდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის 156-მეტრიანი იახტა „დილბარი“ ჰამბურგში დააკავა. ლითონების 68 წლის მაგნატი უსმანოვი ჟურნალ Forbes-ის 2021 წლის მილიარდერთა სიაში 14,1 მილიარდი დოლარით (11 მილიარდი ფუნტი)99-ე ადგილზე იყო. კვირის დასაწყისში ოლიგარქმა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. მას ეს თანამდებობა 2008 წლიდან ეკავა. განაცხადა, რომ უარს ამბობს თავისი უფლებამოსილების შესრულებაზე, „ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება“. აქვე დაამატა, რომ გამოიყენებს „ყველა კანონიერ საშუალებას“, თავისი „ღირსებისა და რეპუტაციის“ დასაცავად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში უსმანოვი რამდენიმე კომპანიისა და ფინანსური ფირმის დირექტორი იყო. 1990-იანი წლების ბოლოს ის, სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის „გაზპრომის“ საინვესტიციო განყოფილების გენერალური დირექტორი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გახლდათ. რაც შეეხება რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერს, ის ორ მდიდრულ ბინას ფლობს ლონდონის ცენტრში, რომლის ღირებულებააც 11 მილიონ ფუნტს შეადგენს. იგორ შუვალოვი, სახელმწიფო განვითარების კორპორაციის VEB.RF-ის თავმჯდომარე და ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს წევრია. ცნობისთვის, 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. ამავე თემაზე რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა

ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელეს. მათივე ცნობით, იახტა 140 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, ის ბარსელონას პორტში დგას და „როსტექნოლოგის“ ხელმძღვანელს, ოლიგარქ სერგეი ჩემეზოვს ეკუთვნის. „დღეს ჩვენ დავაკავეთ იახტა, რომელიც ეკუთვნის პუტინთან დაახლოებულ ერთ-ერთ ოლიგარქს. ვსაუბრობთ იახტაზე, რომლის ღირებულება ყველაზე მინიმალური დათვლებით 140 მილიონ დოლარს შეადგენს“,- განაცხადა ესპანეთის პრემიერ -მინისტრმა პედრო სანჩესმა. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

შვეიცარიის ხელისუფლებამ რუს მილიარდერს ალპებში მდებარე აპარტამენტი დაუყადაღა

შვეიცარიის ხელისუფლებამ ალპებში მდებარე აპარტამენტი დაუყადაღა რუს მილიარდერს, „ალფა ბანკის“ მფლობელ პიოტრ ავენს. Reuters-ის ინფორმაციით, ბერნის კანტონის ქონების მართვის ოფისის თანახმად, აპარტამენტი ავენის საკუთრებაა. ცნობისთვისმ 67 წლის პიოტრ ავენი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია. ასევე წაიკითხეთ: ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა

სანქციების გამო რუსმა ოლიგარქებმა €12,5 მილიარდზე წვდომა დაკარგეს

ევროკავშირის ქვეყნებში, სანქციების შედეგად, რუს ოლიგარქებსა და ინსტიტუტებს მდიდრულ იახტებზე, ვერტმფრენებზე, ნახატებზე, უძრავ ქონებაზე და 12,5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სხვა აქტივებზე წვდომა აეკრძალათ. ამის შესახებ Die Welt-ს იუსტიციის ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ვიგანდმა განუცხადა. „რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და აპრილში დაფიქსირებული 6,7 მილიარდი ევროდან 12,5 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს“, - თქვა ვიგანდმა. ზრდა დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ გერმანიაში ბევრი აქტივი დაიბლოკა. ფინანსთა ფედერალურმა მინისტრმა კრისტინა ლინდნერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყანაში თითქმის 4,5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაიყინა. მათ შორისაა ცენტრალური ბანკის დეპოზიტები, კომპანიის ინვესტიციები, ასევე გემები და იახტები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მედია: საფრანგეთმა რუსი ოლიგარქების ქონებაზე გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ივლისის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვის, (ოლიგარქების) იმ ქონების წარმომავლობის შესწავლა დაიწყო, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. Le Parisien-ის ცნობით, გამოძიება ეხება ფულის გათეთრების შესაძლო შემთხვევებს, კორუფციულ გარიგებებს, საბიუჯეტო თანხის მოპარვას და საგადასახადო კანონმდებლობის უხეშ დარღვევებს. გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის ფინანსური პროკურატურის ცენტრალური ოფისის კვლევაში სერიოზული ფინანსური დანაშაულები გამოიკვეთა. Le Parisien-ის წყაროს ცნობით, გამოძიებით უნდა დადგინდეს, პუტინის გარემოცვამ (ოლიგარქებმა) რა გზებით მოიპოვა საფრანგეთში კუთვნილი მნიშვნელოვანი აქტივები.  

ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და კომპანიების დასანქცირებაზე ბრძანებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსი ოლიგარქებისა და კომპანიების დასანქცირების შესახებ. ინფორმაციას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ავრცელებს.  „დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ საპრეზიდენტო ბრძანებულებას სანქციების შემოღების შესახებ. ეს იყო ძალიან დიდი, რთული და შრომატევადი სამუშაო. სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდება მოულოდნელი სახელები, რუსეთის ფედერაციის ოლიგარქები და ძალიან დიდი რაოდენობით კომპანიები, საწარმოები“, - განაცხადა დანილოვმა.  ცნობილი ხდება, რომ სანქცირებულთა სიაშია ბიზნესმენი სერჰი კურჩენკო, იანუკოვიჩის მთავრობის თავდაცვის მინისტრი, პაველ ლებედევი, ასევე თავად ვიქტორ იანუკოვიჩისა და რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიაპასკა. სანქციები ითვალისწინებს აქტივების დაბლოკვასა და მათი გამოყენების უფლების დროებით ჩამორთმევას.   

ოთხ უკრაინელ ოლიგარქთან აფილირებული კომპანიები, სახელწიფო საკუთრებაში გადადის

სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რომლებიც კონსტანტინ ჟევაგოსთან, იგორ კოლომოისკისთან, ვიაჩესლავ ბოგუსლაევთან და კონსტანტინ გრიგორისინთანაა აფილირებული, სახელმწიფო საკუთრებაში გადადის.  6 ნოემბერს, უკრაინის ფასიანი ქაღალდების კომისიამ „უკრაინნაფტას“, „მოტორ სიჩის“, „ავტოკრაზისა“ და „ზაპოროჟტრანსფორმატორის“ აქციების სახელმწიფოსთვის იძულებთ წესით გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.  „უკრაინნაფტას“ აქციების 42%  იგორ კოლომოისკის კომპანიებს ეკუთვნის. სახელმწიფოს მფლობელობაშია 50%+1 აქცია. კომპანიის სხვა აქციების წილი მინორიტარ აქციონერებზე ნაწილდება. „უკრაინნაფტა“ უკრაინაში ნავთობის მოპოვების სექტორში უმსხვილესი კომპანიაა.  „მოტორ სიჩს“ ვეჩესლავ ბოგუსლაევი ფლობდა, რომელმაც 2017 წელს აქციების 57% გაასხვისა ჩინურ Beijing Skyrizon Aviation Industry Investment Co Ltd-ზე. თუმცა გასხვისების პროცესში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა დაირღვა და ოპერაცია დაიბლოკა. ოქტომბერში ბოგუსლაევი, ქვეყნის ღალატის ბრალდებით დააკავეს.  „ავტოკრაზი“ ფინანსურ ჯგუფში „ფინანსები და კრედიტი“ შედის, რომელსაც ოლიგარქი კონსტანტინ ჟევაგო ფლობს. კომპანია მაღალი გამავლობის ავტომობილებს აწარმოებს.  „ზაპოროჟტრანსფორმატორი“ - ამ დროისთვის გაკოტრებულია. მანამდე კომპანია ტრანსფორმატორებსა და სარაკეტო ხელსაწყოებს ამზადებდა. ამ ბიზნესს კონსტანტინ გრიგორიშინი ფლობს. 

რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის აქტივები, უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდს გადაეცა

უკრაინის მთავრობამ რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვის აქტივები, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელობას გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის ქონება, სანქციების შესახებ განახლებული კანონის შესაბამისად კონფისკაციას დაექვემდებარა და სახელმწიფო ქონების ფონდის მმართელობას გადაეცემა. კერძოდ, უკრაინის ბიუჯეტის შევსებასთან და კომპენსაციასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელების შესაძლებლობით, რუსული აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალისთვის“, - განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა - ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პუტინის ოლიგარქის ქონების კონფისკაცია, კერძოდ, 17 უძრავი ქონების ობიექტი და კორპორატიული უფლებები 5 ბიზნეს-სუბიექტის საწესდებო კაპიტალში მოახდინა. 42,09% შპს ელექტროზავოდ-ვიტში (ზაპოროჟიე); 59,2% შპს ITM-Ukraine-ში (კიევი); 59.2% შპს Smart Digital Solutions-ში (კიევი); 42,09% შპს სამეცნიერო და საინჟინრო ცენტრი "ZTZ-სერვისი" (ზაპოროჟიე); 34,21% სს „უკრაინის კვლევითი დიზაინისა და ტრანსფორმატორული ინჟინერიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან“ (ზაპოროჟიე).  უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის (IWG) მუშაობის დაწყებიდან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებებით, სანქციები თითქმის 4 500 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა.  

აშშ-ის ხაზინა: რუსმა ოლიგარქებმა, უკრაინაში შეჭრის თარიღი იცოდნენ და აქტივები ნათესავებს გადასცეს

აშშ-ის სახაზინო სამსახურის ფინანსური დანაშაულის აღსრულების სააგენტომ FinCen-მა, რუსი ოლიგარქების ქმედებების გამოძიების შედეგების შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.  Guardian: სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა მაზეპინმა, სარდინიაზე, იტალიის მთავრობის მიერ დაყადაღებული იახტა გადამალა შუალედური ანგარიშის თანახმად, რუსმა ოლიგარქებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ აქტივები ნათესავებს გადაუფორმეს. FinCen-ის ცნობით, მათ, როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის თარიღის შესახებ წინასწარ იცოდნენ და ამ ქმედების შედეგად, სანქციებს აარიდეს თავი. Guardian-ი: აბრამოვიჩმა სანქციებს $4 მილიარდი გაარიდა თავის მოხსენებაში FinCen-ი ადასტურებს ამ ინფორმაციას და სხვა სტრუქტურების ანგარიშებს ეყრდნობა, სადაც საეჭვო ტრანზაქციების კვალი ჩანს. იანვრის დასაწყისში, ბრიტანული Guardian-ი დეტალურად წერდა რომან აბრამოვიჩის მიერ აქტივების გადამალვის კუთხით განხორციელებულ ქმედებებზე. გამოცემის თანახმად, თებერვლის დასაწყისში, ომის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, აბრამოვიჩის ათ ოფშორულ ანგარიშზე მოხდა სწრაფი რეორგანიზაცია. შედეგად, სულ მცირე ოთხი მილიარდი დოლარის საერთო აქტივების მქონე სახსრების ბენეფიციარები აბრამოვიჩის შვიდი შვილი გახდა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა. აქტივებში ასევე შედის უძრავი ქონება, იახტები და კერძო თვითმფრინავები. FinCen-მა თავის ანგარიშში აჩვენა, რომ საუბარია რამდენიმე რუს ოლიგარქზე და ელიტაზე, რომლებმაც იგივე სქემა გამოიყენეს. მაგრამ სხვა პირების ვინაობა ჯერ არ სახელდება.  

უკრაინის სასამართლომ რუს ოლიგარქებს სავაჭრო ცენტრ Ocean Plaza-ში წილები ჩამოართვა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი და კიევის სავაჭრო ცენტრ Ocean Plaza-ში რამდენიმე რუს ოლიგარქს წილები ჩამოართვა. ოლიგარქებს შორის არიან არკადი როტენბერგი, მისი ვაჟი იგორ როტენბერგი, ალექსანდრე პონომარენკო და ალექსანდრე სკორობოგატკო. მათი აქციები სახელმწიფოს გადაეცემა.  კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ Ocean Plaza-ს შენობა მაისში დააყადაღა. როტენბერგი ვლადიმერ პუტინის ახლო თანამოაზრეა. ის 2014 წლიდან, აშშ-ის, 2020 წლიდან, დიდი ბრიტანეთის, ხოლო 2011 წლიდან, უკრაინის სანქციების ქვეშაა. სკორობოგატკო და მისი ბიზნესპარტნიორი პონომარენკო კი, ნოვოროსიისკის კომერციულ საზღვაო პორტს (რუსეთში ყველაზე დიდი პორტი) ფლობვენ. სკორობოგატკო უკრაინის სანქციების ქვეშ 2018 წლიდან იმყოფება. ამასთან, პონომარენკო 2022 წლიდან არის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის სანქციების ქვეშ. ისიც პუტინის ახლო თანამოაზრედ ითვლება. 22 თებერვალს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარადგინა რეზოლუცია რუსეთის ყველა ფინანსურ ინსტიტუტზე სანქციების დაწესების შესახებ. შემოთავაზებული ეკონომიკური სანქციების თანახმად, რუსეთში მდებარე ყველა ფინანსურ ინსტიტუტს, მათ შორის ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს, გადახდის სისტემებს, საინვესტიციო ფონდებს, არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციებს და სხვებს, უკრაინაში ბიზნესის კეთება აეკრძალება.  

უკრაინის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ნოვინსკის „დამალული" ქონება დააყადაღა

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მასალების მიხედვით, პრორუს ოლიგარქ ვადიმ ნოვინსკის, რომელიც აგრესორი ქვეყნის დახმარებაში მონაწილეობს, 10,5 მილიარდი UAH-ზე მეტი ღირებულების ახალი აქტივები ჩამოართვეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ SBU იტყობინება. დაბლოკილი აქტივების სიაში შედის 230 უძრავი ქონების ობიექტი, რომელსაც ნოვინსკი ოფშორული სატრასტო ფონდის მეშვეობით ფლობს. ჩამორთმეული ქონება ასევე მოიცავს ელიტარულ სასტუმრო კომპლექსს კიევის ცენტრში, ოჩაკოვის საზღვაო სავაჭრო პორტს, სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგის შენობებს და სავაჭრო ცენტრებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში. დადგინდა, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ნოვინსკიმ საკუთარი აქტივები ოფშორულ იურისდიქციებში, რამდენიმე კონტროლირებად უცხოელ მოქალაქეზე ხელახლა დაარეგისტრირა. „ამ სქემის განსახორციელებლად მან კერძო ნოტარიუსები და სახელმწიფო რეგისტრატორები ჩართო. თუმცა, უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა კრიმინალური სქემა ამხილეს და დაბლოკეს“, - წერს უკრაინული მედია.