თეგი: ოლიგარქი
დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი მილიარდერის სტატუსს კარგავს
დასავლეთის მკაცრი სანქციების ფონზე, რუსმა ბიზნესმენმა ოლეგ ტინკოვმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა. მისი ქონება ხუთ მილიარდზე მეტით, 800 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ოლეგ ტინკოვის თქმით, ის არასდროს ყოფილა ოლიგარქი, რადგან ბიზნესი ნულიდან დაიწყო, ამიტომ, ჟურნალისტებს სთხოვა, ასე აღარ მოიხსენიონ. Forbes-ის ცნობით ტინკოვის სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია Capital One-თან და Tinkoff Bank-თან, რომლის საბაზრო ღირებულება 23 მილიარდი დოლარიდან ერთ მილიარდ დოლარამდე დაეცა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყების შემდეგ, Tinkoff-ის აქციების ფასი 90%-ზე მეტით დაეცა. „ტინკოვი, რომელიც ოდესღაც ამაყობდა პუტინთან თავისი კავშირებით, ერთ-ერთია რუსი ბიზნესმენებიდან, რომლებიც ომზე საუბრობენ. „უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან უკრაინაში ახლა, ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია! სახელმწიფოებმა ფული უნდა დახარჯონ ადამიანების მკურნალობაზე, კიბოს დასამარცხებლად კვლევებზე და არა ომში“, - წერს ტინკოვი, რომელსაც 2020 წელს ლეიკემია დაუდგინდა“, - ნათქვამია Forbes-ის სტატიაში. ასევე წაიკითხეთ რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში რუსი ოლიგარქი ფრიდმანი სანქციებზე, პუტინსა და უკრაინაში ომზე
BBC: სანქცირებულ რუს ოლიგარქებს, დიდ ბრიტანეთში £800 მილიონის ღირებულების ქონებასთან აქვთ კავშირი
BBC-ის ანალიზის თანახმად, სანქცირებული რუსები დაკავშირებული არიან დიდ ბრიტანეთში 800 მილიონი ფუნტის ღირებულების ქონებასთან. იმის გასაგებად, თუ ვინ რისი მფლობელია, BBC-მ დოკუმენტები მოიძია. დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა 1000-ზე მეტ რუს ფიზიკურ პირსა და ბიზნესს, მათ შორის მდიდარ ბიზნესმენებს დაუწესეს სანქციები. საუბარია ოლიგარქებზე, რომლებიც პუტინთან დაახლოებულ წრეს წარმოადგენენ. ქვემოთ ჩამოთვლილთა უმეტესობა სანქცირებული იყო რუსეთის მიერ უკრაინაში თებერვალში შეჭრის შემდეგ, თუმცა ზოგიერთი უკვე იყო სასანქციო სიაში: ჩელსის მფლობელის რომან აბრამოვიჩის 230 მილიონი ფუნტის (302 მილიონი დოლარი) ღირებულების ქონებ; 65 მილიონი ფუნტი ღირებულების ვიქტორიანული სასახლე ჩრდილოეთ ლონდონში სიგარის ოთახისა და ღვინის მარნის დაგეგმარების ნებართვით; მას აქვს უძრავი ქონების პორტფელი დიდ ბრიტანეთში, 50-ზე მეტი ძვირადღირებული რეზიდენციით, მათი უმეტესობა ლონდონის დასავლეთით მდებარეობს. გაერთაბრამოვიჩი ფლობს ათეულობით ბინას ჩელსის სოფელში, პლუს სასტუმროსა და საცხოვრებელ კომპლექსს ჩელსის „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონის გარშემო. მისი ყველაზე ძვირადღირებული, 15 საძინებლიანი ქონება, ლონდონში მდებარეობს. აქ ცხოვრობენ სამეფო ოჯახის წევრები და ელჩები, ისევე როგორც ოლიგარქები. კიდევ ერთ რუს მილიარდერს ალიშერ უსმანოვს, კრემლთან მჭიდრო კავშირების" მოტივით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 3 მარტს გაუყინა აქტივები და მოგზაურობა აუკრძალა. მისი ქონება 18,4 მილიარდ დოლარად (14 მილიარდი ფუნტი) არის შეფასებული. მათ შორის ბიჩვუდის სახლი ჰაიგეიტში [ჩრდილოეთ ლონდონში]… უსმანოვმა 2008 წელს, ოფშორული კომპანიის გამოყენებით, Beechwood House 48 მილიონ ფუნტად შეიძინა. BBC-ის თანახმად, არსებობს მტკიცებულება, რომ ბატონი დერიპასკა ფლობს შენობას ბუკინგემის სასახლიდან ხუთი წუთის სავალზე. კერძოდ, მე-17 საუკუნის ტერასული სახლი 2004 წელს 4,7 მილიონ ფუნტად, Astibe Limited-მა - ოფშორულმა კომპანია იყიდა. დერიპასკა ასევე ფლობს დიდ სახლს ბელგრავის მოედანზე, რომელიც დემონსტრანტების მიერ იყო დაკავებული. თუმცა, მაშინ, მილიარდერის სპიკერმა განაცხადა, რომ ქონება ოჯახის წევრებს ეკუთვნოდათ. მარტის დასაწყისში, როდესაც სანქციები დაუწესეს, ცნობილი გახდა, რომ დერიპასკა ფლობს მრავალმილიონიან ქონებას დიდ ბრიტანეთში, მათ შორის სასახლე - Hamstone House-ს სარეიში. რვა ჰექტარ ფართობზე განთავსებული II კლასის ქონება კვიპროსში დაფუძნებულმა კომპანიამ, Edenfield Investments Limited, 2001 წელს 7,1 მილიონ ფუნტად შეიძინა. როგორც ცნობილია, სანქციები ასევე შეეხო დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მილიარდერ ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს. ფრიდმანმა BBC-ს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქციების დაწესებამ ის „შოკში“ ჩააგდო და რომ პუტინთან მისი მჭიდრო კავშირების შესახებ ინფორმაცია არასწორია. ფრიდმანი, რომლის ქონებაც, სავარაუდოდ, დაახლოებით 12 მილიარდს შეადგენს, ფლობს უზარმაზარ ქონებას, ჩრდილოეთ ლონდონში (Athlone House), რისთვისაც მან 2016 წელს, 65 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ უახლოეს მეგობარ არკადი როტენბერგს აშშ-მ და ევროკავშირმა სანქციები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესეს. ის სანქციების ქვეშაა დიდ ბრიტანეთშიც. სანქციების სიას გასულ თვეს დაემატნენ მისი ძმა ბორისი და ვაჟი იგორი. 2012 წელს, სოფელ ვინდლეშემში ვილა 27,5 მილიონ ფუნტად იყიდა Ravendark Holdings Limited-მა, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზეა რეგისტრირებული. მან სესხის სახით მიიღო 30 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი სხვა კომპანიისგან, რომელიც, სავარაუდოდ, როტენბერგის საკუთრებაა.
ოლიგარქმა ოლეგ ტინკოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა
რუსმა ოლიგარქმა და ბიზნესმენმა ოლეგ ტინკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს და თავის Instagram-ზე შესაბამისი დოკუმენტი გამოაქვეყნა. ოლეგ ტინკოვი: ქვეყნიდან მიმაქვს ბრენდები Tinkoff და La Datcha. არ მინდა, ისინი „გავსვარო“ რუსი ჯარისკაცებისა და უკრაინელების სისხლით „მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. არ შემიძლია და არ მინდა, ვიყო ასოცირებული ფაშისტურ ქვეყანასთან, რომელმაც დაიწყო ომი მშვიდობიან მეზობელთან და ყოველდღე კლავს უდანაშაულო ადამიანებს. სირცხვილია, რომ მქონდეს ამ ქვეყნის პასპორტი. მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა იმედი მაქვს, რომ მეტი ცნობილი რუსი ბიზნესმენი დამიჭერს მხარს, რათა პუტინის რეჟიმი და მისი ეკონომიკა დაასუსტონ და საბოლოოდ დამარცხებამდე მივიყვანოთ. მე მძულს პუტინის რუსეთი, მაგრამ მიყვარს ყველა რუსი, ვინც ცალსახად ეწინააღმდეგება ამ გიჟურ ომს!” - წერს ტინკოვი. მილიარდერმა იური მილნერმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა ტინკოვი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იყო ერთ-ერთი პირველი, იმ მცირერიცხოვან რუს ბიზნესმენებს შორის, რომელიც ომს ღიად დაუპირისპირდა.
უკრაინის რადამ, კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკსა და კიდევ სამ დეპუტატს, უფლებამოსილება ნაადრევად შეუწყვიტა
უკრაინის უმაღლესმა რადამ კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკსა და რადას სამ სახალხო დეპუტატს ანდრეი დერკაჩს, ტარას კოზაკსა და რენატ კუზმინს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. მედია: კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკის იახტა, უკრაინის სასარგებლოდ გაიყიდება ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა Telegram-ზე განაცხადა. ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა კრემლის მომხრე ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკსა და კიდევ სამ პოლიტიკოსს ჩამოართვა მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმა ყოფილი ოპოზიციური პლატფორმა „სიცოცხლისთვის“ პარტიის დეპუტატებს ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს და რენატ კუზმინს, ასევე არაფრაქციულ დეპუტატს ანდრეი დერკაჩს. შეგახსენებთ, რომ უკრაინელი პოლიტიკოსი და პუტინის მარჯვენა ხელი ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. მედია: კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკის იახტა, უკრაინის სასარგებლოდ გაიყიდება ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და აპრილის შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა. ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, კიევში მისი სახლი გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. კრემლის მომხრე ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პარტია უკრაინაში საბოლოოდ აკრძალეს პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.
მედია: უნგრეთს სურს, რომ ევროკავშირმა პუტინთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის დაწესებული სანქციები გააუქმოს
უნგრეთი ევროკავშირზე ახორციელებს ზეწოლას, რათა ბლოკმა ცხრა ადამიანისთვის, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენებისა და ოლიგარქებისთვის დაწესებული სანქციები მოხსნას. ამის შესახებ უკრაინული მედია რადიო თავისუფალი ევროპაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის წყაროს ცნობით, ხსენებულ ადამიანებს შორის არიან მილიარდერები ვიქტორ რაშნიკოვი, ალიშერ უსმანოვი, პეტრ ავენი, გრიგორი ბერეზკინი და ვიატჩესლავ კანტორი, რომელთა უმეტესობას მჭიდრო კავშირი აქვს პუტინთან. სიაში არიან სხვა ადამიანებიც, მათი ოჯახის ზოგიერთი წევრი და თანამოაზრე. სანქციების სია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნად დამტკიცებას საჭიროებს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 1300-ზე მეტ ფიზიკურ პირს და 170 ორგანიზაციას დაუწესა. ევროკავშირის სანქციებს მოსკოვის მიმართ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აკრიტიკებდა. დეკემბერში უნგრეთმა ასევე შეაჩერა ევროკავშირის 18 მილიარდი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი. მედია იტყობინებოდა, რომ ევროკავშირმა ეს ბუდაპეშტის მცდელობად მიიჩნია, აიძულოს ევროკავშირი უნგრეთისთვის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება შეეცვალა.
აშშ-მ რუსი ოლიგარქების სისხლისსამართლებრივი დევნა და მათი გარემოსცვის წევრების დაკავება დაიწყო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სანქცირებული რუსი ოლიგარქებისა და სხვა პირების მიმართ, რომლებიც ბრალდებულნი არიან კრემლისა და მისი ჯარისკაცების მხარდაჭერაში, რიგი სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო ზომები წამოიწყო, სანქციების დარღვევის გამო. აშშ თაღლითობაში დადანაშაულებული რუსი ოლიგარქებისა და მათი თანამზრახველების წინააღმდეგ ბრძოლის „ახალი თავის“ შესახებ აცხადებს. VTB ბანკის პრეზიდენტის, რუსეთის სიდიდით მეორე ბანკის პრეზიდენტი ანდრეი კოსტინი ბრალდებულია ფულის გათეთრებაში და სანქციების დარღვევაში. მისი ორი თანამოაზრე, ვადიმ ვოლფსონი და განონ ბონდი შეერთებულ შტატებში დააკავეს იმ ბრალდებით, რომ ისინი რუს ოლიგარქს კოლორადოს 12 მილიონი დოლარის ღირებულების ქონების გადამალვაში დაეხმარნენ. კოსტინი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთში იმყოფება, კვლავ თავისუფალია. ამასთან, შვეიცარიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქის, ვლადისლავ ოსიპოვის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა გამოქვეყნდა. მას ბრალი ედება საბანკო თაღლითობაში, ის დაკავშირებულია ძვირადღირებული იახტის „ტანგოს“ შენარჩუნებასთან, რომელიც რუს ოლიგარქ ვიქტორ ვექსელბერგს ეკუთვნის. ოსიპოვი, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე რიჩარდ მასტერსთან ერთად, უკვე დაადანაშაულეს ამ იახტის მესაკუთრეობის დამალვაში. ვაშინგტონში, რუს ბიზნესმენს ბრალი საბანკო თაღლითობაში წაუყენეს. გარდა ამისა, სერჰი კურჩენკო, პრორუსი, მეტალურგიის უკრაინელი მაგნატი, ფლორიდის შტატში სანქციების თავიდან აცილების მცდელობაში დაადანაშაულეს. აშშ ასევე ცდილობს სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვიქტორ პერევალოვისთვის ორი ძვირადღირებული უძრავი ქონების ჩამორთმევას.
ფინეთში მიაჩნიათ, რომ რუსი ოლიგარქების ქონება საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას
ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იუკა კოპრა მიიჩნევს, რომ რუს ოლიგარქებს, რომლებიც ქვეყანაში უძრავ ქონებას ფლობენ, რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა შეუძლიათ. ამის შესახებ მან Ilta-Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც კოპრა იხსენებს, რუსები წლების განმავლობაში ყიდულობდნენ სხვადასხვა სახის ქონებას ფინეთში, რამაც ფინური კონტრდაზვერვის - SUPO-ს განცხადებით, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის უსაფრთხოებას. ამასთან, რუსეთმა მსგავსი მიზნებისთვის უკრაინაში არსებული უძრავი ქონება შეჭრის წინა დღეს გამოიყენა. ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი თვლის, რომ რუს ოლიგარქებს არავის უბრძანებს პუტინისთვის ვილების აშენებას ან უძრავი ქონების ყიდვას, მაგრამ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება საკუთარი ინიციატივით, რეჟიმის მსახურებისთვის. „უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ქონების მფლობელი რუსია, საკმარისია ტელეფონის ზარი ან წერილი სადაზვერვო სამსახურისგან, რომ გადასცეს ის სახელმწიფოს, რაც არ უნდა კარგი განზრახვა ჰქონდეს კერძო მესაკუთრეს. მათ აქვთ საშუალება, რომ ძალიან სწრაფად შეცვალონ რუსული საკუთრება საზღვარგარეთ,“ - ამბობს კოპრა.
ყაზახეთი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული $90 მილიონის ნაწილს, წყალდიდობის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებს - მედია
ყაზახეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყაზახეთის უკანონო ქონების დაბრუნების კომისიამ ქვეყნის შემოსავლად აქცია 40 მილიარდი ყაზახური ტენგე (90 მილიონ დოლარზე მეტი), რომელიც მედიის ცნობით, ადრე ყაზახ ოლიგარქებს ეკუთვნოდათ. თანხები მოხმარდება სოციალურ მიზნებს, მათ შორის, წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრას. „დამტკიცდა შეთანხმებები უკანონოდ შეძენილი აქტივების მდგომარეობაზე ნებაყოფლობით დაბრუნების შესახებ, საერთო ჯამში 40 მილიარდ ტენგეზე, საიდანაც 38 მილიარდზე მეტი ნაღდი ფულია, ასევე საუბარია ასტანაში 2 მილიარდი ტენგეს ღირებულების ბიზნეს ცენტრზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. კომისიამ ასევე დაამტკიცა საინვესტიციო ხელშეკრულებების გაფორმება 7 მილიარდ ტენგეზე (16 მილიონი აშშ დოლარი). მათივე თქმით, უკანონოდ შეძენილი აქტივების დაბრუნების შესახებ კანონს დაქვემდებარებულ პირებს ორი ინფრასტრუქტურული ობიექტის აშენება მოუწევთ ასტანასა და შიმკენტში. როგორც მთავრობა განმარტავს, ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და დამატებით საგადასახადო შემოსავლებს უზრუნველყოფს.