თეგი: ოლიგაქები
უკრაინელი დეპუტატმა ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, სავარაუდოდ, ზელენსკის ფარული განკარგულება გამოაქვეყნა
უკრაინის რადას დეპუტატმა სერგეი ვლასენკომ Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდო განკარგულებაა რამდენიმე ადამიანისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, რომელთა შორისაც ოლიგარქი იგორ კოლომოისკი და უკრაინის რადას დეპუტატებიც არიან. ამის შესახებ უკრაინული მედია ვლასენკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. სიაში შედის ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის უფროსი გენადი კორბანი და მოადგილეები იგორ ვასილკოვსკი (ხალხის მსახური), ვადიმ რაბინოვიჩი (აკრძალული ოპოზიციური პლატფორმა „სიცოცხლისთვის“). განკარგულების ტექსტის მიხედვით, მოქალაქეობა ჩამოერთმევათ შემდეგ პირებს: ანას ალ-სალამათა; იგორ ვასილკოვსკი; ელენა ერემინა; ლარისა კოლი; იგორ კოლომოისკი; გენადი კორბანი; ვიაჩესლავ ლიმა; ვადიმ რაბინოვიჩი; გალინა როგოვენკო; სეიმურ ხუდუევი. განკარგულება 18 ივლისით თარიღდება. ამის მიუხედავად, სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე ჯერ შესაბამისი დოკუმენტი არ არის. „რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ ეს დადგენილება საიდუმლოა და არ ექვემდებარება გამოქვეყნებას“, - წერს უკრაინული მედია.