თეგი: ომია
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი: თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მიიტანს, ეს სავსებით ლეგიტიმური იქნება
"თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მიიტანს, ეს სავსებით ლეგიტიმური იქნება", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი აცხადებს. „თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მიიტანს, ეს სავსებით ლეგიტიმური იქნება. ფაქტია, რომ უკრაინა იყო სუვერენული ქვეყანა, რომელიც საკუთარ საზღვრებში მშვიდობიანად ცხოვრობდა. შემდეგ სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა, მისი საზღვრები დაერღვია და 130 000 ჯარისკაცი შეეყვანა უკრაინის ტერიტორიაზე. ამით დაიწყო ომი უკრაინასა და რუსეთს შორის“, – განაცხადა ჰიპიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Stormer-ის ჯავშანმანქანებს მიაწვდის ლიზ ტრასი: არ მოვისვენებთ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს
ლუგანსკის გუბერნატორი: სევეროდონეცკის სწრაფი გათავისუფლების შანსი არსებობს
ჩვენი დამცველები ახერხებენ სევეროდონეცკში გარკვეული ლოკალური სამხედრო ოპერაციების განხორციელებას, ქალაქი შესაძლოა მალე განთავისუფლდეს, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი „ტელეგრამზე“ იუწყება. "სევეროდონეცკი დგას და არის ყველა შანსი მისი სწრაფი განთავისუფლებისთვის. დამცველები წარმატებით ახორციელებენ ლოკალურ ოპერაციებს და აქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ ორკების რეგიონული ცენტრიდან გასადევნად", - აღნიშნა გაიდაიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსმა ოკუპანტებმა ოთხი მიმართულებით უკან დაიხიეს