თეგი: ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონით არ შემოიფარგლება - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

დონეცკის ოლქიდან რუსული ჯარების ნაწილის გაყვანა, სავარაუდოდ, უკრაინულ ძალებს იზიუმის ღერძზე კონტრშეტევის შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ ვაშინგტონში დაფუძნებულმა ომის შესწავლის ინსტიტუტმა მისივე შეფასებაში მიუთითა. „რუსეთის ზოგიერთი ჯარის გაყვანა დონეცკის ოლქიდან მათ ძალისხმევას შეანელებს გარკვეული მიმართულებით ისევე, როგორც რუსულმა ძალებმა დაკარგეს ძალა ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ფრონტებზე, ლუგანსკის ოლქში შეტევითი ოპერაციების დროს. სავარაუდოდ, უკრაინულ ძალებს იზიუმის ღერძზე კონტრშეტევის წამოწყების შესაძლებლობა მიეცემათ ისევე, როგორც რუსეთის მიერ ლუგანსკის რეგიონის დაპყრობამ  მისცა საშუალება უკრაინას, შეექმნა პირობები კონტრშეტევისთვის ხერსონის რეგიონში“, - ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ISW: რუსეთმა შესაძლოა, ჯარები ფრონტის ხაზებიდან ოკუპირებული ყირიმის დასაცავად გადაიყვანოს

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის თანახმად, სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ, რუსი საოკუპაციო ძალები სავარაუდოდ, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების გაძლიერებას განიხილავენ და ასეთმა ზომებმა შესაძლოა, რუსული ძალები ფრონტის ხაზს დააშოროს. ამერიკული ორგანიზაცია აზუსტებს, რომ ISW რუსეთმა შესაძლოა, ჯარები ფრონტის ხაზებიდან ოკუპირებული ყირიმის დასაცავად გადაიყვანოს. მისივე თანახმად, რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ ღერძზე წარუმატებელი შეტევები განახორციელეს. „რუსულმა ძალებმა სცადეს შეზღუდული, წარუმატებელი თავდასხმების განხორციელება ხარკოვის ჩრდილოეთით. რუსეთის ძალებმა ვერ მიაღწიეს წინსვლას ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით და მიკოლაივის აღმოსავლეთით რამდენიმე თავდასხმის შემდეგ. უკრაინული ძალები აგრძელებდნენ იერიშებს. რუსეთის ძალები და მარიონეტულ რეჟიმები აგრძელებენ მობილიზაციის მცდელობებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა კვლავ გაუარესდა, რაც მიუთითებს არაეფექტიან მმართველობაზე.

ISW: ვლადიმერ პუტინთან, ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW), უკრაინის ომის უახლეს ანალიზში, პრეზიდენტ პუტინსა და უსაფრთხოების ჩინოსნებს შორის მიმდინარე ღია კონფლიქტზე ამახვლებს ყურადღებას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს აკრიტიკებენ. რუსმა ბიზნესმენმა პრიგოჟინმა პუტინთან საუბრისას, უკრაინაში რუსეთის არმიის მოქმედება გააკრიტიკა - WP „ასეთი პირდაპირი დაპირისპირება აჩვენებს, რომ უშიშროების ძალების ცალკეულ წარმომადგენლებს აქვთ გავლენა რუსულ პოლიტიკაზე და ბრმად არ ემორჩილებიან პუტინს, როგორც ადრე ვარაუდობდნენ“, ნათქვამია ISW-ის ანალიზში.  ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევგენი პრიგოჟინის პიროვნებას და მის დიდ გავლენებს. „Washington Post-მა, აშშ-ს დაზვერვაზე დაყრდნობით, გამოავლინა, რომ „ვაგნერ ჯგუფის“ დამფინანსებელმა, ევგენი პრიგოჟინმა პირად საუბარში მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. გავრცელებული ინფორმაციით, პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ძალებზე ძლიერ დამოკიდებულებაში, თუმცა არ აფინანსებდა დაჯგუფებას და არ უზრუნველყოფდა საჭირო რესურსებით“, – ნათქვამია ანალიზში. ექსპერტები ასევე თვლიან, რომ სწრაფად იზრდება პრიგოჟინის გავლენა რუსულ საინფორმაციო სივრცეში. „პუტინის რეჟიმი დიდწილად არის დამოკიდებული საინფორმაციო სფეროში კრემლის მონოპოლიაზე და პრიგოჟინი სულ უფრო აშკარად უქმნის ამ მონოპოლიას გამოწვევას“, - ნათქვამია ანგარიშში.  აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრს კრემლის ლიდერთან უთანხმოება მოუვიდა. ამის შესახებ The Washington Post-ი 7 ოქტომბერს წერდა.