თეგი: ომი უკრაინაში
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ვლადიმეირ პუტინმა უკრაინის დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ, 6:59 საათზე გამოაცხადა. BBC-ის ცნობით, პუტინმა ეს განცხადება გააკეთა სატელევიზიო გამოსვლაში იმ დროს, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭო მას შეჩერებას სთხოვდა. ამ განცხადებამდე რამდენიმე წუთის წინ გაერომ გააფრთხილა რუსეთი, რომ სამხედრო ესკალაცია გამოიწვევს „ადამიანურ ტანჯვასა და განადგურებას". „ამაღამ მხოლოდ ერთი რამ მაქვს სათქმელი, გულით... პრეზიდენტო პუტინ, შეაჩერე შენი ჯარები უკრაინაზე თავდასხმისგან. მიეცი მშვიდობას შანსი. ძალიან ბევრი ადამიანი უკვე დაიღუპა. თუმცა: პუტინმა მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს აღმოსავლეთ უკრაინის საბრძოლო ზონაში, დაყარონ იარაღი და დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. მან გააფრთხილა უკრაინა, რომ კიევი იქნება პასუხისმგებელი სისხლისღვრაზე. „გარემოებები მოითხოვს ჩვენგან გადამწყვეტი და დაუყოვნებლივი ზომების მიღებას. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა დახმარების თხოვნით მიმართეს რუსეთს. ამასთან დაკავშირებით, გაეროს წესდების 51-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მე გადავწყვიტე, ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, - განაცხადა პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას. პუტინი ამტკიცებს, რომ სამართლიანობა და სიმართლე რუსეთის მხარეს არის და რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ მხარს უჭერს უკრაინის ხალხების „თვითგამორკვევის უფლებას.“ „მოსკოვის პასუხი იქნება „მყისიერი“, თუ ვინმე შეეცდება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას. „NATO ყოველწლიურად „უცერემონიოდ ქმნის ფუნდამენტურ საფრთხეებს, ფართოვდება აღმოსავლეთით და სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთის საზღვრებთან აახლოებს“. „საყოველთაოდ ცნობილია, რომ 30 წლის განმავლობაში დაჟინებით და მოთმინებით ვცდილობდით ევროპაში თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპებთან დაკავშირებით NATO-ს წამყვან ქვეყნებთან შეთანხმებისთვის მიგვეღწია. ჩვენი წინადადებების საპასუხოდ მუდმივად ვაწყდებოდით ცინიკურ ტყუილსა და სიცრუეს, ან ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობას“. პუტინი ამბობს: შეტაკებები უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის „გარდაუვალია“ და „მხოლოდ დროის საკითხია“. უფრო ადრე 03:50 საათზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას მშვიდობა სურს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა, რომელსაც რუსეთის მოქალაქეებს „ახალ ამბებში“ უჩვენებენ განსხვავდება რეალური უკრაინისგან. რუსეთის ყველა მოქალაქეს მინდა მივმართო. რუსეთის მოქალაქეებს როგორც უკრაინის მოქალაქე მივმართავ. ჩვენ საერთო საზღვრის 2 000 კილომეტრი გვყოფს. დღეს საზღვრის გასწვრივ თქვენი ჯარი დგას. თითქმის 200 000 ჯარისკაცი, ათასობით საბრძოლო მანქანა. თქვენმა ხელმძღვანელობამ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მათი ნაბიჯი წინ დაამტკიცა. ეს ნაბიჯი ევროპულ კონტინენტზე დიდი ომის დასაწყისი შეიძლება გახდეს. მიზეზი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაჩნდეს. გეუბნებიან, რომ ნაცისტები ვართ. როგორ შეიძლება მე ნაცისტი ვიყო? მოუყევით ეს ჩემს ბაბუას, რომელმაც ომი გამოიარა საბჭოთა არმიაში, ხოლო გარდაიცვალა პოლკოვნიკად დამოუკიდებელ უკრაინაში. ჩვენ განსხვავებულები ვართ, თუმცა ეს მტრობის მიზეზი არ არის. გვსურს თავად განვსაზღვროთ და ავაშენოთ ჩვენი ისტორია. მოგვისმინეთ - უკრაინელ ხალხს მშვიდობა სურს! უკრაინის ხელისუფლებას მშვიდობა სურს!“.
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება. ამის შესახებ არესტოვიჩმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა. „აქტიური ფაზა თითქმის დასრულებულია კიევთან, ხარკოვთან, სუმთან და ჩერნიგოვთან. თუნდაც სადმე რაღაც რეზერვები მოიპოვონ, შეტევაზე გადასვლა სცადონ, მაინც მათი დამარცხებით დასრულდება. მაქსიმუმ ათი დღე ან ერთი კვირა გაგრძელდეს. აქ მხოლოდ ერთი დასასრულია, სტრატეგიულად წააგეს, ოპერაციულადაც წააგებენ. ვფიქრობ, რომ აპრილის შუა რიცხვებში, აპრილის ბოლომდე, წასულ კიეველებს სახლში დაბრუნება შეეძლებათ“, - განაცხადა არესტოვიჩმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
Reuters: თურქეთის ბანკებში რუსეთის მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ
რუსეთის მოქალაქეებს თურქეთის ბანკებში ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, რადგან ეს ფინანსური ინსტიტუტები აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების გამო ფრთხილობენ. ამის შესახებ Reuters რამდენიმე სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საგადამხდელო სისტემა „მირით“ სარგებლობს, რომელთანაც თურქეთის მხოლოდ სამი ბანკი Isbank, VakifBank და Ziraat Bank თანამშრომლობს. ამასთან რუსეთის მოქალაქეებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ამ ბანკებმა მომსახურების პროცენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის Visa და MasterCard-ის დაბლოკვის შემდეგ გაზარდეს. ისინი თურქეთის სასტუმროებში და რესტორნებში მომსახურების ხარჯებს ლირით ფარავენ. თურქეთის საბანკო სისტემის საზედამხედველო უწყების (BDDK) წარმომადგენელმა Reuters განუცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება და ფინანსური ინსტიტუტები ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. თუმცა მისი თქმით არ არსებობს არანაირი დირექტივა მათზე ვინც სანქციების გავლენის ქვეშ არ მოექცა. ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის
რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს
რომის პაპმა ფრანცისკე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დაგმო. რომის პაპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინელები თავიანთ მიწას იცავენ. „ბავშვების სისხლი და ცრემლები, ქალებისა და მამაკაცების ტანჯვა, რომლებიც თავიანთ მიწას იცავენ ან ბომბებისგან გარბიან, ჩვენს სინდისს არყევს. კიდევ ერთხელ კაცობრიობას ემუქრება ძალაუფლების გაუკუღმართებული ბოროტად გამოყენება და პარტიული ინტერესები“, - განაცხადა რომის პაპმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
სი ძინპინი: კონფლიქტები და დაპირისპირებები, როგორიცაა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, არავის ინტერესებში არ შედის
ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ კონფლიქტები და დაპირისპირებები, როგორიცაა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, არავის ინტერესებში არ შედის. ამის შესახებ Reuters ჩინურ მედიაზე დაყრდნობით წერს. თეთრ სახლს ამ თემაზე ოფიცილური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ვერ გადავა დაპირისპირების სტადიაზე, ხოლო კონფლიქტები და დაპირისპირებები არავის ინტერესებში არ შედის, - განუცხადა სი ძინპინმა ბაიდენს. სი ძინპინმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა წარმართონ ორმხრივი ურთიერთობები სწორი მიმართულებით და ორივე მხარემ უნდა აიღოს სათანადო საერთაშორისო პასუხისმგებლობა და ძალისხმევა გაწიოს მსოფლიოში მშვიდობისთვის. „უკრაინის კრიზისი არ არის ის, რისი დანახვაც გვინდა“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა. ამ სატელეფონო საუბრის წინა დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ბაიდენი სის განუმარტავს, რომ „ჩინეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა ყველა ქმედებისთვის", რომლითაც ის "დაუჭერს მხარს რუსეთის აგრესიას" და "ჩვენ უკან არ დავიხევთ, ზომები მივიღოთ“. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. დღეს ჩინეთის ლიდერსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
მედია: ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს მარიუპოლის ბლოკადის შეწყვეტისკენ მოუწოდა
სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა კონკრეტული ზომების მიღება მარიუპოლის ალყის მოხსნისთვის, ჰუმანიტარული წვდომის გახსნა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, – ამის შესახებ უკრაინული მედია Le Figaro-ზე დაყრდნობით წერს. ამასთან, სატელეფონო საუბარში, რომელიც ერთ საათსა და ათ წუთს გაგრძელდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაუყოვნებლივ შესრულება მოსთხოვა. მედიის ინფორმაციით, კრემლის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით კი, პუტინმა მაკრონს აცნობა „უამრავი სამხედრო დანაშაულის შესახებ, რომლებსაც ყოველდღიურად სჩადიან უკრაინელი სამხედროები და ნაციონალისტები, განსაკუთრებით დონბასის რეგიონის ქალაქების მასიური სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვისას“. მანამდე მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ანდრეი კასიანოვი: რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა
საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით დღეს საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში საქართველოს ცის გამოყენების ფაქტი არ დაუფიქსირებიათ. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია უკრაინაში გზავნის დამატებით ძალებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სომხეთიდან, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. „ესენი არიან სომხეთი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროების გადაყვანა სახმელეთო, კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე და განმარტა, რომ ეს იყო მედიის მხრიდან მათდამი მიმართვის საპასუხო განცხადება. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
კასიანოვი: საქართველოში დაახლოებით 14 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება
„საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში დაახლოებით 14 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება, რომლებიც ქვეყანაში 24 თებერვლამდე და მას შემდეგ შემოვიდნენ“, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩევლმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. „რადგან ომი მიმდინარეობს, არ არსებობს ზუსტი რიცხვი მათ [ლტოლვილების] რაოდენობასთან დაკავშირებით, რადგან სულ იზრდება ამ ადამიანების მოთხოვნა, რომ უსაფრთხო ადგილას იყვნენ. ჩვენი ინფორმაციით, რომელიც მუდმივად განახლებადია, 24 თებერვლამდე და მას შემდეგ 14 000 უკრაინელი ჩამოვიდა. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩვენ ამ საკითხის გადაჭრას შევძლებთ, რადგან ერთობლივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ ამ ადამიანებს აქ ყოფნის ოფიციალური შესაძლებლობა მიეცეთ. უღრმესი მადლობა ქართული ოჯახებს, რომლებიც საქართველოში გვღებულობენ, ასეთი თბილი მიღებისთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მეგობარი გაჭირვებაშია ნამდვილი მეგობარი”, – თქვა კასიანოვმა. ამასთან, ელჩის მრჩეველის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან 580 ტონა ჰუმანიტარული დახამრება გაიგზავნა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
UNIAN: უკრაინელმა მებრძოლებმა რუს ოკუპანტებს კიევიდან 70 კილომეტრით უკან დაახევინეს
რუსი ოკუპანტები კიევს დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან 70 კილომეტრამდე დაშორდნენ. ამის შესახებ UNIAN უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალ ალექსანდრე გრუზევიჩზე დაყრდნობით წერს. გრუზევიჩმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „კიევის აღება მტრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა“. „მტრის გეგმები მთლიანად ჩავაშალეთ, დღეს მდინარის (დნეპრის) მარჯვენა ნაპირზე მტერი თითქმის 70 კმ-ით არის გაჩერებული და გარე რგოლის ზოლი 70 კმ-მდე გაფართოვდა, რაც შეუძლებელს ხდის სროლას, რაკეტების გარდა, ჩვენს დედაქალაქზე", - აღნიშნა გრუზევიჩმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ CNN: რუსი სამხედროები კიევთან სანგრებს თხრიან როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს
ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ უკრაინის აღსადგენად იმ რუსი ბიზნესმენების აქტივები გამოიყენონ, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ. ამის შესახებ Bloomberg სამ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით ინიციატივა „ადრეულ სტადიაზეა“ და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული. ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ მამერმა განაცხადა, რომ „ამ დროისთვის სანქციების ქვეშ მოქცეული რუსების აქტივები მხოლოდ გაყინულია“. ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედეს და უცხოეთში რუსი ოლიგარქებისა და მსხვილი ბიზნესმენების ანგარიშები გაყინეს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
UN: რუსეთთან ომის გამო უკრაინის მოსახლეობის 23%-ზე მეტმა სახლი დატოვა
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, 9,8 მილიონმა უკრაინის მოქალაქემ დატოვა სახლი, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 23%-ზე მეტია. ამის შესახებ UN (გაერო) ანგარიშშია ნათქვამი. აქედან, 6 500 000-მა პირმა საცხოვრებელი ქვეყნის შიგნით დატოვა, 3 300 000-ს კი ქვეყნიდან მოუხდა წასვლა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე დაიღუპა 816 მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე, 2 149 კი დაშავდა. თუმცა, ეს რიცხვი იზრდება, რადგან რუსი ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას ამ დრომდე განაგრძობენ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
გუტიერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტიერეში აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „უკრაინაში ომმა უკვე დაარღვია პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი და იწვევს ფასების სწრაფ ზრდას საწვავზე, საკვებ პროდუქტსა და ტრანსპორტზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი რათა შევაჩეროთ შიმშილის ქარიშხალი და საკვები პროდუქციის სისტემის კრახი“,- დაწერა სოციალურ ქსელში გუტიერეშმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
უკრაინა და რუსეთი 10 ჰუმანიტარულ დერეფანზე შეთანხმდნენ
დღეს უკრაინაში 10 ჰუმანიტარული დერეფანი ამოქმედდება. ინფორმაციას BBC უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. ვერეშჩუკის განცხადებით მარიუპოლიდან მოქალაქეებს ზაპოროჟიეში გადაიყვანენ. ბერდიანსკში შეიტანენ ჰუმანიტარულ ტვირთს. კიევის ოლქში ჰუმანიტარული დერეფნით სარგებლობას ბერვიცის, ბოგდანოვკის, ბოროდიანკასა და ბუჩაში მყოფი მოქალაქეები შეძლებენ, რომელთაც ბროვარიში ან ბელოგოროდკაში გადაიყვნენ. ლუგანსკის ოლქში მყოფი მოსახლეობა ჰუმანიტარული დერეფნით სარგებლობას ლისიჩანსკადან, სევეროდონეცკიდან, რუბეჟნიდან და პოპასნოიდან შეძლებს. რაც შეეხება ხერსონის ოლქს, აქ ჰუმანიტარული დახმარების შეტანა იგეგმება. ამ დრომდე რუსული მხარე ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე უარს აცხადებდა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
მსახიობმა ემი შუმერმა ვოლოდიმირ ზელენსკი „ოსკარის“ ცერემონიაზე მიიწვია
ჰოლივუდის კომედიური ჟანრის მსახიობმა ემი შუმერმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსი „ოსკარის“ ცერემონიაზე მიიწვია, რომელიც 28 მარტს გაიმართება. ემი შუმერი მიიჩნევს, რომ „ოსკარის“ ცერემონიაზე პირდაპირი ეთერი უკრაინის პრეზიდენტისთვის შესანიშნავი პლატფორმაა, რადგან მას მსოფლიოს ყველა კუთხეში საკმაოდ ბევრი ადამიანი მოუსმენს და შეიტყობს რა ხდება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. „მე შევთავაზე და მინდოდა მეპოვა საშუალება, რომ ზელენსკი „ოსკარების“ ცერემონიაზე ჩამერთო ან ჩანაწერი გამეკეთებინა, რადგან „ოსკარის“ ცერემონიისკენ ბევრი ადამიანის თვალია მიპყრობილი. მე არ ვარ ცერემონიის პროდიუსერი, თუმცა ამ იდეის გაჟღერების არ მეშინია“, - განაცხადა ემიშუმერმა. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ემი შუმერი, „ოსკარის“ 94-ე ცერემონიის ერთ-ერთი წამყვანი იქნება. მანამდე უკრანის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა აშშ-ის კონგრესმენების წინაშე და გერმანიის ბუნდესტაგში.
თეთრი სახლი: ჯო ბაიდენმა სი ძინპინთან საუბარში თქვა, რა გართულებებია მოსალოდნელი თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის სატელეფონო საუბრის შინარსზე თეთრი სახლი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. „პრეზიდენტმა აღწერა გართულებები და შედეგები, თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს, რადგან ის ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ორი ლიდერის სატელეფონო საუბარი შეეხო რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში, რომელშიც ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატებისა, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შეხედულებებს ამ კრიზისზე. ამასთან, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის მის მხარდაჭერას. ამ სატელეფონო საუბრის წინა დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ბაიდენი სის განუმარტავს, რომ „ჩინეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა ყველა ქმედებისთვის", რომლითაც ის "დაუჭერს მხარს რუსეთის აგრესიას" და "ჩვენ უკან არ დავიხევთ, ზომები მივიღოთ“. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ სი ძინპინი: კონფლიქტები და დაპირისპირებები, როგორიცაა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, არავის ინტერესებში არ შედის აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
კომპანია Bosch-მა რუსეთში მაღალი გამავლობის ავტომობილების ნაწილების შეტანა შეაჩერა
გერმანულმა კომპანია Bosch-მა რუსეთში მაღალი გამავლობის ავტომობილების ნაწილების შეტანა შეაჩერა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პროდუქცია შესაძლოა საომარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ამის შესახებ Bloomberg კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკაში, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა Bosch-ის მიერ დამზადებული ნაწილები აღმოჩნდა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანიის ეკონომიკის სამინიტრომ Bosch-ის წინააღმდეგ რუსეთის ბაზარზე ორმაგი გამოყენების ნაწილების ექსპორტის გამო გამოძიება დაიწყო, რადგან ეს ევროკავშირის სანქციებთან მიმართებით წინააღმდეგობაშია. ასევე წაიკითხეთ კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზრიდან გადის ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის
რუსეთმა უკრაინაში „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენა
რუსმა სამხედროებმა გამოიყენეს „კინჟალის“ კომპლექსის ჰიპერბგერითი რაკეტები დასავლეთ უკრაინაში, ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინიტროს ოფიციალურ წარმომადგენელ იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით წერს. „18 მარტს „კინჟალის“ საავიაციო სარაკეტო სისტემამ ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტებით გაანადგურა რაკეტების დიდი მიწისქვეშა საწყობი და უკრაინის ჯარების საავიაციო საბრძოლო მასალა სოფელ დელიატინში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში“, - თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა შაბათს გამართულ ბრიფინგზე. რუსული მედიის ცნობით, Kinzhal არის საავიაციო კომპლექსი ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტით, რომელიც შეიქმნა მოდერნიზებული MiG-31-MiG-31K შორი დისტანციის გამანადგურებელ-დამჭერის ბაზაზე. რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ Kinzhal-ს შეუძლია სამიზნეების დარტყმა 2000 კილომეტრზე მეტ მანძილზე, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების გვერდის ავლით. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
რას წერს უკრაინელი ჟურნალისტი დაღუპულ ქართველ მეომრებზე
„ბერო და დათო. გია ბერიაშვილი და დათო რატიანი. ისინი გუშინ ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, ჩვენი ოცეულის ბრძოლისას“, - უკრაინელმა ჟურნალისტმა, ალექსეი ბობროვნიკოვმა უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა. „ბერო, უკვე გარდაცვლილი, ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ გამოვიყვანეთ. ბერო სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა. დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. ზუსტად მან გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ, რაც დღეს მოვყევი სახელის ხსენების გარეშე. დათომ სიკვდილისას რამდენიმე ოკუპანტიც გაიყოლა. ის მსროლელი იყო. დათო ცხოვრობდა, როგორც გმირი და დაიღუპა, როგორც გმირი: ფეხში დაჭრილ ფრანგ სამხედროს შეკრების წერტილთან მისვლაში ეხმარებოდა. ნაღმის აფეთქებისას დათო ადგილზე გარდაიცვალა. დათო იყო ძლიერი, წყნარი, მორიდებული, ორგანიზებული და კეთილი. დათო რატიანი – სვანი მესტიიდან, რომელიც ცხოვრობდა აფხაზეთში და რომელმაც კიდევ ერთი სამშობლო დაკარგა ავღანეთის შემდეგ თავის მეორე, აფხაზეთის ომში. ამის შესახებ მშრალად ვწერ და მხოლოდ იმ ფაქტებს აღვწერ, რომლის თქმის უფლებაც მაქვს, თითქმის კანცელარიის ენით. შესაძლოა, მე მეტი დავწერო დათოზე, ადამიანზე, რომელმაც ჩვენი ნაცნობობის რამდენიმე თვეში ბევრი რამ მასწავლა – სამაჩაბლოსა და აფხაზეთს შორის საზღვრის გავლებიდან ჩემს მშობლიურ კიევამდე. რატიანი... ამ დღის ყოველ წუთს მინდა გავიგო შენი ხმა: "ალექს, გაწმინდე ავტომატი"? "ალექს, წერენ ქალზე, რომელიც სროლისას დაიღუპა, 7 შვილის დედაზე, წაიკითხე"? "ალექს, არის სიახლეები, თუ როდის გავდივართ"? დათო უკანასკნელ ბრძოლაში გუშინ დილით, 5:00 საათზე გავიდა. ჩვენ ბოლომდე ერთად ვიყავით. ჭურვმა, რომელმაც ის მოკლა მტრის მცდელობისას, ალყაში მოვექციეთ, მარტივად იმსხვერპლა მებრძოლი, რომელიც მას მოჰყავდა და ამაცილა მე. ნაღმების წვიმა, როდესაც ამ საშინელ ღამით გარდაცვლილების გადაყვანას ვცდილობდით, ჩვენი ყველას მოკვლას ცდილობდა. თუმცა, ბედმა დათო ამ სროლებამდე წაიყვანა. დათო რატიანის სათვალის საკიდმა იმ ღამით გადამარჩინა. სქელმა შავმა საკიდმა. ჩვენ, ქართველებმა და უკრაინელებმა, ისინი ტყიდან გამოვიყვანეთ. დათო. მადლობა, რომ იყავი ჩემ გვერდით. მადლობა, რომ იყავი“, - წერს ალექსეი ბობროვნიკოვი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით.. აგვისტოს ომის გმირების გიორგი ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის მეუღლეები: ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს
ვოლოდიმირ ზელენსკი: საჭიროა ომის დასრულება, უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა. სადაც აცხადებს, რომ საჭიროა ომის დასრულება, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. „ომის დასრულებაა საჭირო. უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა. შეხვედრის დროა. საუბრის დროა. დროა, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რომ რამდენიმე თაობაც არ იქნება საკმარისი წამოდგომისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი იმ 100 რუსული თვითმფრინავის მომსახურებას კრძალავს, რომლებიც ექსპორტის კონტროლის ზომებს აღვევენ. ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, იკრძალება თვითმფრინავებისთვის საწვავის შევსება, ტექნიკური მომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილების მიყიდვა. „ამ სერვისის დაშვების შემთხვევაში გათვალისწინებულია პატიმრობა, ჯარიმები, ექსპორტის უფლების დაკარგვა და სხვა შეზღუდვები“, - ნათქვამია აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში. სანქცირებული თვითმფინავების სიაშია: Gulfstream G560, რომელსაც ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი იყენებს. დანარჩენი 99 თვითმფრინავი არის ბოინგი, რომელსაც რუსეთის ავიახაზები იყენებენ. მათგან 33 თვითმფრინავს იყენებდა Aeroflot-ი, ასევე Utair-ი (12), Nordwind-ი (14), Azur Air-ი (23), AirBridge Cargo (12) და Aviastar-TU (5). „ამ თვითმფრინავებს ეკრძალებათ ნებისმიერი სერვისით სარგებლობა უცხოეთში, ფაქტობრივად ეკრძალებათ საერთაშორისო ფრენები რუსეთიდან“, - ნათქვამია აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
მორავეცკი ევროკავშირს რუსეთთან ვაჭრობის სრულად აკრძალვისკენ მოუწოდებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ევროკავშირს რუსეთთან ვაჭრობის სრული აკრძალვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ უკრაინული მედია პოლონურ გამოცემაზე დაყრდნობით წერს. მორავეცკი აცხადებს, რომ სურს იხილოს სრული „სავაჭრო ბლოკადა“ ზღვიდან და ხმელეთიდან „რაც შეიძლება მალე“. მისი თქმით, ვაჭრობის სრული შეწყვეტა აიძულებს რუსეთს, განიხილოს, უკეთესი იქნება თუ არა ამ სასტიკი ომის შეჩერება. პოლონეთის შეთავაზებაა, რომ სანქციების ამ პაკეტს რაც შეიძლება მალე დაემატოს სავაჭრო ბლოკადა, მათ შორის ორივე საზღვაო პორტი... მაგრამ ასევე აიკრძალოს სახმელეთო ვაჭრობა. რუსეთის ვაჭრობის სრული შეწყვეტა მეტად აიძულებს მას, განიხილოს, უკეთესი იქნება თუ არა ამ სასტიკი ომის შეჩერება“, - აღნიშნა მორავეცკიმ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რუსი კოსმონავტები უკრაინის დროშის ფერებში გამოჩნდნენ
რუსი კოსმონავტები, საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე, ტრადიციული ცისფერი ფორმის ნაცვლად, უკრაინის დროშის ფერებში გამოჩნდნენ. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით 3 რუსი კოსმონავტი საერთაშორისო კოსმუსურ სადგურზე ახლახანს ჩავიდა. უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუს კოსმონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელი და გერმანელი ასტრონავტები თბილად დახვდნენ. კოსმონავტებს კაშკაშა ყვითელი კოსმოსური კოსტუმები ეცვათ ლურჯი დეტალებით, რითაც მათ უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ეროვნული ბანკი: სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება
საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბათუმის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, რუსეთის საგადახადო სისტემა – MIR-ის ბარათების გამოყენებით მომსახურების გაწევას გეგმავდა. „კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება. შესაბამისად, თუკი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას საგადახდო მომსახურებას საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია გაუწევს, ამით დაირღვევა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი და აღნიშნული კვალიფიცირდება როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა. მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას დაუყოვნებლივ ახდენს“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში. 6 მარტიდან, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებშსა და პოსტერმინალებში შეუძლებელი გახდა რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება. ასევე წაიკითხეთ Reuters: თურქეთის ბანკებში რუსეთის მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ Visa და Mastercard-ი რუსეთის ბაზარს ტოვებენ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებსა და პოსტერმინალებში დღეიდან რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება შეწყდება
უკრაინის საზღვრის დატოვებისას ბელარუსის ელჩს მესაზღვრემ 30 ვერცხლი გადასცა
უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეო, სადაც მესაზღვრემ ბელარუსის ელჩს იგორ სოკოლს ქვეყნის დატოვებისას 30 ვერცხლი გადასცა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მესაზღვრემ განმარტა, რომ ბელარუსის ელჩს 30 ვერცხლი უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სერგეი დეინკოს ბრძანებით გადასცა. „სერგეი დეინკო მოკითხვას უთვლის ბელარუსის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელ ანატოლი ლაპოს და ელჩის ხელით 30 ვერცხლს უგზავნის“, - განაცხადა მესაზღვრემ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ბორის ჯონსონი: თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში
თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის საგაზაფხულო კონფერენციაზე განაცხადა. წერს BBC. ჯონსონის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი გადაწყვიტა იმის გამო, რომ ეშინოდა მეზობლად ჰყოლოდა თავისუფალი, დემოკრატიული ერი. „პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე, თუ შეჭრა მისი გზით გაგრძელდება, თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში – ეს იქნება დაშინების ახალი ეპოქის დასაწყისი მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიიდან შავ ზღვამდე“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებას მორიგი „მხეცობის“ მოსამზადებლად იყენებს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებს იყენებს, როგორც „კვამლის ფარდას“, რათა კიდევ უფრო მეტი „საშინელი მხეცობა" და სამხედრო დანაშაული მოამზადოს. „რუსები ცრუობენ, ცრუობენ და კიდევ ერთხელ ცრუობენ. ვშიშობ, რომ მოლაპარაკებები დივერსიისა და „კვამლის ფარდის“ შექმნის მორიგი მცდელობაა. რაც აქამდე ვნახეთ, იყო მცდელობა, რომ რუსებს გადაჯგუფების საშუალება მისცემოდათ", - თქვა ტრასმა და დასძინა, რომ ძალიან სკეპტიკურად უყურებს მოლაპარაკებებს."ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის ჯარების გაყვანას ან რაიმე სერიოზულ წინადადებას მოლაპარაკების მაგიდაზე. როდესაც ქვეყანა სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამ პერიოდში მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩეველი დაბომბვით არ უნდა იყოს დაკავებული", - განაცხადა ტრუსმა.უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები ვიდეო ფორმატში მუდმივად გრძელდება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა. სადაც აცხადებს, რომ საჭიროა ომის დასრულება, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. ასევე წაიკითხეთ ბორის ჯონსონი: თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში
ნავთობის სექტორის გიგანტი Baker Hughes რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს
მსოფლიოს დიდი ოთხეულიდან მესამე ნავთობკომპანიების სერვისის მიმწოდებელი Baker Hughes რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს. ამის შესხებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. „ჩვენ ვაკვირდებოდით ვითარებას და დღევანდელი განცხადება კომპანიის შიდა გადაწყვეტილებაა, რომელიც დირექტორთა საბჭომ მიიღო“, - განაცხადა Baker Hughes გენერალურმა დირექტორმა ლორენცო სიმონელიმ. „დიახ, კომპანია აჩერებს ახალ ინვესტიციებს და ოპერაციებს აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა Baker Hughes ხელმძღვანელმა. ნავთობკომპანიების სერვისის მიმწოდებელი კომპანიების მსოფლიო ოთხეულშია - Baker Hughes (BHI), Halliburton (HAL), Schlumberger (SLB) and Weatherford International (WFT), ეს კომპანიები მუშაობენ ჭაბურღილებზე, რემონტზე, კვლევასა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე. ასევე ემსახურებიან ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს. ასევე წაიკითხეთ Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი ამბებიუცხოეთი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ
ბრიტანელი ანალიტიკოსები 2022 წელს რუსეთის ეკონომიკის 14%-იან ვარდნას პროგნოზირებენ
Economics and Business Research-ის ანალიტიკოსებმა დათვალეს, რომ 2022 წელს სანქციების გამო რუსეთში მშპ 14%-ით შემცირდება. ბრიტანელი ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთში 2023 წლის დასაწყისში ინფლაცია 30% -ს მიაღწევს, ხოლო რეალური სამუშაო სარგო 18%-ით დაეცემა. 2024 წლის დეკემბერში კი სახელფასო სარგო 25,7%-ით დაიწევს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
ბულგარეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს
ბულგარეთი რუსულ გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების კონტრაქტს არ განაახლებს. ამის შესახებ უკრაინული მედია BNR-ის საზოგადოებრივ რადიოზე დაყრდნობით წერს, რომელმაც ვიცე-პრემიერ და ფინანსთა მინისტრ ასენ ვასილევთან ინტერვიუ ჩაწერა. „ბულგარეთი განიხილავს ალტერნატიულ წყაროებს, რათა თავიდან აიცილოს მიწოდების დეფიციტი“,- ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილევმა გააკეთა. ბულგარეთს გაზპრომთან 10 წლიანი კონტრაქტი 2022 წლის ბოლოს ეწურება. „ამ ვითარებაში, გაზპრომთან მოლაპარაკებები არ არის შესაძლებელი. გვქონდა მოლაპარაკებები როგორც საბერძნეთთან, ასევე თურქეთთან, რათა გამოვიყენოთ არსებული ინფრასტრუქტურა და გაზარდოთ მიწოდება აზერბაიჯანიდან, რომელთანაც ქვეყანას აქვს კონტრაქტი”, - განუცხადა ვასილევმა BNR-ის საზოგადოებრივ რადიოს. ომმა უკვე აიძულა ევროკავშირი, გადაეხედა ენერგეტიკული პოლიტიკა და ცდილობს რუსეთზე, მის უმსხვილეს ენერგომიმწოდებელზე დამოკიდებულების შემცირებას. ბლოკი აპირებს შეამციროს რუსული გაზის იმპორტი ორი მესამედით მიმდინარე წელს. ასევე წაიკითხეთ Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი ამბებიუცხოეთი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ
იაპონიის პრემიერი ინდოეთს რუსეთზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ინდოელ კოლეგა ნარენდრა მოდის უთხრა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეარყია „საერთაშორისო წესრიგის საფუძველი“ და მოსკოვის ეს ქმედება მოითხოვს მასზე მკაფიო რეაგირებას. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ Reuters-ზე დაყრდნობით წერს. ინდოეთი და იაპონია ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის წევრები არიან. ჯგუფის დანარჩენი ორი წევრი ამერიკის შეერთებული შტატები და ავსტრალიაა. ინდოეთი, ეგრეთწოდებული, „კვადის“ ერთადერთი წევრია, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ დაგმო. იაპონიამ ათობით რუს პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო და განაცხადა, რომ უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებს. „ჩვენ (ქიშიდამ და მოდიმ) დავადასტურეთ, რომ სტატუს კვოს ძალის გამოყენებით ნებისმიერი ცალმხრივი შეცვლა არ შეიძლება ეპატიოს არცერთ რეგიონში არავის და აუცილებელია დავის მშვიდობიანი გადაწყვეტა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე“, - განუცხადა კიშიდამ ჟურნალისტებს ნიუ დელიში მოდისთან შეხვედრის შემდეგ. ინდოეთზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ დელის რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ არ დაუგმია, არამედ იმის გამოც, რომ ინდოეთი რუსეთისგან ფასდაკლებული ნავთობის ყიდვას ამ დრომდე განაგრძობს.
ბაჰამის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა $3 მილიარდის რუსული აქტივები გაასაჯაროვა
ბაჰამის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა რუსული აქტივების მონაცემები გაასაჯაროვა. ამის შესახებ Reuters წერს. ბაჰამებზე $ 3 მილიარდი რუსული წარმომავლობის აქტივი აღმოჩნდა, რომლის მფლობელებსაც აქვთ კავშირი რუსეთის ფედერაციასთან. აქედან $420 მილიონი დეპოზიტებია და $2,5 მილიარდის აქტივები. საგულისხმოა, რომ ბაჰამის კუნძულებმა აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ფონზე რუსეთის ორგანიზაცებთან ფინანსური ოპერაციები 12 მარტს შეაჩერა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
იბრაჰიმ ქალინი: ზელენსკი მოლაპარაკებისთვის მზადაა, პუტინი კი მიიჩნევს, რომ მხარეებს ჯერ საერთო ხედვისთვის არ მიუღწევიათ
თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბევრს მუშაობენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე, მაგრამ რუსეთს ჯერჯერობით სურვილი არ აქვს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ქალინმა თურქულ პრესასთან განაცხადა. „ზელენსკისთან და პუტინთან საუბარში ჩვენმა პრეზიდენტმა წინადადება გამოთქვა ომის დასრულებისა და ორი ლიდერის შეხვედრის თურქეთში გამართვის თაობაზე. ბატონი ზელენსკი ამისთვის მზად არის. ამის საპირისპიროდ, პუტინი მიიჩნევს, რომ მხარეებს ჯერ არ აქვთ მიღწეული საერთო ხედვა სახელმწიფოების მეთაურების დონეზე მოლაპარაკების თაობაზე“, – აღნიშნა ქალინმა. იბრაჰიმ ქალინის თქმით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეთავაზებაა, დაფიქსირდეს ძირითადი პუნქტები, რომლებზეც ზელენკისა და პუტინს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისი შესაძლებელია და შემდეგ კი, დელეგაციების უფრო დეტალური მოლაპარაკებები შეთანხმებაზე გაგრძელდება. ქალინის განცხადებით, პუტინმა ერდოღანთან საუბარში უკრაინისადმი ექვსი მოთხოვნა დააყენა: უკრაინის ნეიტრალიტეტი და უარი ნატო-ს მომავალ წევრობაზე; „დემილიტარიზაცია“ და უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივი უზრუნველყოფა ავსტრიული უსაფრთხოების მოდელის მიხედვით; „დენაციფიკაცია“; რუსული ენის ფართო გამოყენებაზე „შეზღუდვების“ გაუქმება; „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ აღიარების სტატუსი; რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარება. ქალინის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციამ თითქოს განიხილა პირველი ოთხი პუნქტი რუსებთან, მაგრამ მეხუთე და მეექვსე პუნქტებზე მსჯელობისთვის მზად არ არის, ამიტომ თურქეთს აქვს პროგრესის იმედი, თუ შესაძლებელი იქნება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზება. ქალინის განცხადებით, ვერც უკრაინა და ვერც მსოფლიო თანამეგობრობა ვერ დათანხმდებიან რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის აღიარებაზე, რადგან ეს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ რუსეთი ძალის პოზიციიდან ცდილობს მოლაპარაკებას, მაგრამ ამავდროულად, ომის გაგრძელება, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ჯარსა და ეკონომიკას დააზარალებს. ერთი კვირის წინ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პუტინისა და ერდოღანის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი ზელენსკისა და პუტინის პირად მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება. 17 მარტს ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბარი შედგა, მაშინ თურქეთის პრეზიდენტმა მას სთხოვა, რომ ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტის პროცესს. 10 მარტს, თურქეთის ინიციატივით ანტალიაში უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა. თუმცა მოლაპარაკების პროცესში პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა. 16 მარტს რუსეთის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ფორმატში უკრაინასთან მოსალაპარაკებლად მზად არიან. 11 მარტს ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა მსოფლიოს ყირიმის ოკუპაციასა და 2014 წელს დონბასში შეჭრაზე თვალი რომ არ დაეხუჭა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს
რუსეთის ხელისუფლება სამხედრო ტაქტიკას ცვლის. ამის შესახებ The Wall Street Journal აშშ-ის ადმინისტრაციის გავლენიან წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, კრემლი როგორც ჩანს უარს ამბობს კიევის აღებაზე და გემა „ბე“-ზე გადადის და დაკავებულ ტერიტორიებზე პოზიციების შენარჩუნებას შეეცდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქების დაბომბვა და შეტაკებები კვირები და თვეები გაგრძელდება. რუსეთის ახალი გეგმით, მოსკოვი შეეცდება უზრუნველჰყოს „მშრალი ხიდი“ რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილსა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის და გააფართოვოს კონტროლი დონბასზე. კრემლი შეეცდება ერთდროულად აიძულოს კიევი აღიაროს ტერიტორიული პრეტენზიები და ნეიტრალიტეტი. ამასთან ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ რუსეთის ჯარს ექნება უპირატესობა, მოსკოვი შეტევაზე გადავა. ახლახანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი ასტეროვიჩმა განაცხადა, რომ ფრონტის ხაზი „პრაქტიკულად მკვდარია“. ორივე მხარე ახორციელებს რეზერვების კონცენტრირებას და არავის აქვს ძალა რომ რელურად შეცვალოს ვითარება და გარდატეხა შეიტანოს ამა თუ იმ მიმართულებით. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
რადას სპიკერი: 13-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე
უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, დღეს 13-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. ამის შესახებ newsweek რადას სპიკერზე დაყრდნობით წერს. რუსლან სტეფანჩუკმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა. ხელმომწერ ქვეყანებს შორის საქართველოც არის. სტეფანჩუკმა ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭრისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს ჩეხეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. გულწრფელად მადლობელი ვართ უკრაინის მხარდაჭერისთვის ამ გამოწვევებით სავსე დროს“, - განაცხადა სტეფანჩუკმა. EUROPE TIME ამ თემაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა და ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. ინფორმაციას პასუხის მიღებისთანავე მოგაწვდით.
რუსული Avtovaz-ი ნაწილების დეფიციტის გამო წარმოებას აჩერებს
რუსული ავტომწარმოებელი Avtovaz-ი აცხადებს, რომ 21-25 მარტს ტოლიატსა და იჟევსკში მდებარე ქარხნებში წარმოებას ნაწილობრივ აჩერებს. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ინფორმაციით, წარმოების შეჩერების მიზეზი ნაწილების დეფიციტია. Avtovaz-ი, რომელსაც ფრანგული ავტომწარმოებელი Renault აკონტროლებს, ნაწილების დეფიციტის გამო, მიმდინარე თვეში მუშაობას პერიოდულად აჩერებს. Renault იჟევსკში ადგილობრივი ბაზრისთვის, LADA-სთან ერთად, ორ მოდელს - Logan-სა და Sandero-ს უშვებს. ასევე წაიკითხეთ რუსეთის უდიდესი აეროპორტი „შერემეტიევო“ სანქციები გამო პერსონალის 40%-ს სახლში უშვებს Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
ბელორუსმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრიდან მედესანტეები გაიყვანა
ბელორუსმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრიდან მედესანტეები გაიყვანა. ამის შესახებ უკრაინული მედია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. „ბრესტის 38-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მედესანტეები უკრაინის საზღვრიდან მუდმივი დისლოკაციის პუნქტში მას შემდეგ დაბრუნდნენ რაც ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების გამაგრების დავალება წარმატებით შეასრულეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ცნობილია, რომ ბრესტის მედესანტეებმა სამი კვირა გაატარეს უკრაინის საზღვართან. ბელარუსის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ მათ საზღვრის დაცვის გაძლიერება ჰქონდათ დავალებული. უკრაინული მხარე კი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მედესანტეები ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავდნენ. ასევე წაიკითხეთ ლუკაშენკo: თუ რუსეთს დასჭირდება, ბელორუსის ჯარი უკრაინაში იქნება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური: რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხნენ რუსეთისა და ბელორუსის ტერიტორიებიდან დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
ბრიტანეთი „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის ნაციონალიზაციას გეგმავს
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება „გაზპრომის“ ადგილობრივი სამმართველოს დროებით ნაციონალიზაციისთვის ემზადება. ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. Gazprom Marketing & Trading Retail Ltd დაახლოებით 30 ათას ბიზნეს-მომხმარებელს ემსახურება. გამოცემის ცნობით, Gazprom Marketing & Trading Retail Ltd-ს ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებს უკავშირდება. ენერგოკომპანიები სულ უფრო ხშირად აქცევენ ზურგს „გაზპრომს“ და უარს ამბობენ ბუნებრივი აირის შესყიდვებზე. რუსულ ენერგოგიგანტთან სულ რამდენიმე კომპანია დებს არასაბირჟო გარიგებებს. ცნობისათვის, Gazprom Marketing & Trading-მა 2020 წელს ბრიტანეთის მეხუთედი ნაწილის გაზმომარაგება უზრუნველყო. „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის მართვა ლონდონისა და მანჩესტერის ოფისებიდან ხდება. გამოცემა წერს, რომ ამ საკითხზე Bloomberg-თან კომპანიის თანამშრომლებმა კომენტარი არ გააკეთეს. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს ბულგარეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ
რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში შეჭრის გამო იაპონიის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, მოსკოვი ტოკიოსთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წყვეტს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსული მხარე ამჟამინდელ პირობებში არ აპირებს იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას, რადგან შეუძლებელია ორმხრივი ურთიერთობების განმსაზღვრელი ფუნდამენტური დოკუმენტის ხელმოწერა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ღიად არამეგობრულ პოზიციებს იკავებს და ცდილობს ზიანი მიაყენოს ჩვენი ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „იაპონელები სამხრეთ კურილებზე უვიზოდ გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ". "ორმხრივი თანამშრომლობისა და იაპონიის ინტერესებისთვის მიყენებული ზიანის მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ტოკიოს, რომელმაც შეგნებულად აირჩია ანტირუსული კურსი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის განვითარების ნაცვლად", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისათვის, მოსკოვი და ტოკიო 20-ე საუკუნის 50-იანი წლებიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. მაგრამ კურილის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებით ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტი შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. კურილის სამხრეთ ნაწილი, საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიითვისა. ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა
იტალიურმა კომპანი loro Piana-მ, მათი ბრენდის ქურთუკის გამო, რომელიც პუტინს ეცვა თავი იმართლა
იმ ქურთუკის გამო რომელიც ვლადიმერ პუტინს მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონზე, 18 მარტს ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის მერვე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქცია-კონცერტზე ეცვა, იტალიურ ბრენდ loro piana-ს თავის მართლება მოუწია. ამის შესახებ ilfattoquotidiano წერს. ქურთუკი მილიონ ნახევარი რუბლი, დაახლოებით 13 000 ევროს ეკვივალენტი ღირს. როგორც loro piana აცხადებს, ეს ძველი კოლექციის მოდელია და მათმა კომპანიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ეს ბაზარი დატოვა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. ისინი სოლიდარულები არიან უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ და მაქსიმალურად ეხმარებიან ჰუმანიტარული კუთხითაც. გამოცემა წერს, რომ იმ ფონზე როცა ომის ეპიცენტრში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი თავის ხაკისფერი მაისურით და ქურთუკით, უბრალო და გასაგები ენით ყოველდღიურად ესაუბრება თავის ხალხს და მთელი მსოფლიოს ლიდერებს. სოციალური ქსელების პლატფორმიდან, სელფებით თუ ვიდეო ჩანაწერებით, სენატის, კონგრესის, ევროპარლამენტის თუ ბუნდესტარგის ტრიბუნიდან, ამ დროს პუტინი ან მონტაჟის მეშვეობით ან ცნობილი ბრენდების ქვეშ დაფარული ბრონჟილეტებით ჩნდება პუბლიკასთან. რაც შეეხება პუტინის დიდ გატაცებას ბრენდულ სამოსთან დაკავშირებით, ცოტა ბუნდოვანია როგორ შეძლებს მომავალში ამას პუტინი, იმ ფონზე როცა ყველა ცნობილი და დიდი ბრენდი შეუერთდა დაწესებულ სანქციებს და გავიდა რუსეთის ბაზრიდან, ხოლო მათ კი რომლის სამოსითაც შეიძლება გამოჩნდეს პუტინი უხერხული მდგომარეობა ექმნებათ და თავის მართლება უწევთ..როგორც ეს ,,loro piana-ს შემთხვევაში მოხდა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზრიდან გადის ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის
ლატვიაში Yandex Go-ს აპლიკაცია დაბლოკეს
ლიტვის საავტომობილო ტრანსპორტის სამმართველომ მობილური აპლიკაცია Yandex Go დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ რუსული მედია უწყებაზე დაყრდნობით წერს. ლატვიაში მიიჩნევენ, რომ რუსეთში კომპანიის სერვერებზე, მომხმარებელთა მონაცემების გადაგზავნა ხდება, რაც მათი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. „23 მარტიდან ოპერატორები Yandex Go-ს მობილური აპლიკაციით ვეღარ ისარგებლებენ და ეს მომწოდებელი ლატვიის ტერიტორიაზე მომსახურებას ვეღარ განახორციელებს. ხოლო ის მძღოლები და გადამზიდავები, რომლებიც აკრძალულ აპლიკაციას გამოიყენებენ დაჯარიმდებიან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლატვია რუსული გემებისთვის პორტების დაკეტვას აპირებს. ასევე წაიკითხეთ კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზრიდან გადის ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „ხალხს მოუწევს აზრის გამოთქმა და კომპრომისის ამა თუ იმ ფორმაზე პასუხის გაცემა. როგორი იქნება ეს კომპრომისები რუსეთთან ჩვენი მოლაპარაკებისა და ურთიერთგაგების საგანია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ამასთან ზელენსკიმ განაცხადა, რომ რეფერენდუმზე გასატანი საკითხები უსაფრთხოების გარანტიებს, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ყირიმს შეეხება. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არიან NATO-ს წევრები, რომლებსაც სურთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რაც ნატოს უნდა გაეკეთებინა, უკრაინა რომ ალიანსის წევრი ყოფილიყო. „მივიჩნევ, რომ ეს ნორმალური კომპრომისია“, - განაცხადა მან. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ნიდერლანდების სამეფო ოჯახი საგვარეულო სასახლეს უკრაინელ ლტოლვილებს დაუთმობს
ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდრემ მის ერთ-ერთ სასახლეში უკრაინელი ლტოლვილების განთავსება გადაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინული მედია ნიდერლანდების სამეფო სახლზე დაყრდნობით წერს. საუბარია მე-15 საუკუნის სასახლეზე, რომელსაც „მონადირის სახლის“ სტატუსი აქვს და სასახლეების კომლექსის „ჰეტ-ლოუს“ ტერიტორიაზეა, ქალაქ აფელდორნის განაპირას. სასახლე აპრილის შუა რიცხვებში 6-დან 8-მდე უკრაინულ ოჯახს მიიღებს. სასახლეში 30-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. „ჰეტ-ლოუს“ სასახლეების კომლექსი ნაციონალლური მუზეუმია და ამჟამად რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის 12 000-მდე ლტოლვილი უკრაინიდან ნიდერლანდებშია რეგისტირებული. ხელიუფლება უკრაინიდან 50 000-მდე ლტოლვილის მისაღებად ემზადება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის სამეფო ოჯახმა უკრაინიდან ლტოლვილ სამი ოჯახი შეიფარა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. როგორც ორგანიზაციის სპიკერმა პოლ დიონმა განაცხადა, სამი მილიონიდან 1,4 მილიონი ბავშვია, ხოლო 157 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ყველაზე მეტი, 1,8 მილიონი ადამიანი პოლონეთში გადავიდა. ასევე წაიკითხეთ გაერო: უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების შედეგად, ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. ამის შესახებ უკრაინული მედია ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრმა სიგრიდ კაარმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ადგილობრივი ბანკებიდან და სადაზღვევო კომპანიებიდან რუსული წარმომავლობის აქტივების გაყინვის შესახებ 188 ინფორმაცია შემოვიდა. გასაულ კვირას ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა საბანკო ანგარიშებზე რუსული წარმომავლობის € 200 მილიონის გაყინვის შესახებ განაცხადა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა რუსი ოლიგარქების კუთვნილი €850 მილიონი ევრო გაყინა. პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი კი პარლამენტში ოპოზიციასთან რუსული წარმომავლობის ქონების კონფისკაციის საკითხის წამოწევას გეგმავს. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ასევე წაიკითხეთ ბაჰამის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა $3 მილიარდის რუსული აქტივები გაასაჯაროვა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
იაპონიის მსხვილმა ჰოლდინგმა რუსულ ნავთობზე უარი თქვა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იაპონიის მსხვილი ჰოლდინგის Eneos Holdings Inc-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსულ ნავთობს აღარ შეისყიდის. ამის შესახებ Reuters ქარხნის ხელმძღვანელ ცუტომო სუგიმორიზე დაყრდნობით წერს. სუგიმორიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ამ ქვეყნის კომპანიებთან დადებული კონტრაქტები შესრულდება, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ რუსულ მხარესთან ხელს არცერთ კონტრაქტზე არ მოვაწერთ. Eneos Holdings - იაპონიაში ერთ-ერთი მსხვილი ენერგოკორპორაციაა, რომელიც ენერგოსექტორში ჩართულ საწარმოებს მართავს, რესურსებს და ნედლეულს აწვდის. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბაზარი საერთაშორისო ჯგუფმა KCA Deutag-მა დატოვა და სანქციებს შეუერთდა. ამასთან რუსეთში ინვესტიციების შეჩერების შესახებ განაცხადა ნავთობის სექტორის გიგანტმა და მსოფლიო ოთხეულის წევრმა Baker Hughes-მა. ასევე წაიკითხეთ Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი ამბებიუცხოეთი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ
პუტინის პრესმდივანმა აღიარა, რომ მოსახლეობის ნაწილი უკრაინაში „სპეცოპარაციას“ არ ეთანხმება
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დღეს პირველად აღიარა, რომ რუსეთის მოსახლეობის 25%-ზე ნაკლები უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგება. პესკოვის ციტატა „ინტერფაქსმა“ გაავრცელა. „ასეთები ცოტაა. მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, და ეს დასტურდება სტატისტიკითა და გამოკითხვებით, 75%-ზე მეტი მხარს უჭერს ოპერაციას, მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს", - თქვა პესკოვმა და აღნიშნა, რომ "ეს უდავო ფაქტია. „პესკოვის თქმით, რუსების 25%-ზე ნაკლები არ ეთანხმება "სპეცოპერაციას". შეკითხვაზე, ესმით თუ არა ამ ხალხის კრემლში, პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა: „აზრს ისმენენ, მაგრამ მაინც უმცირესობა- უმცირესობაა ". რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს არ დაუზუსტებია თუ რომელი გამოკვლევიდან აიღო ეს მონაცემები. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით € 500 მილიონს გამოუყოფს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით €500 მილიონის გამოყოფას, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ ენერგოემბარგოსგან თავი შეიკავეს. მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელიმ ახალი ფინანსური პაკეტის დამტკიცების შესახებ განაცხადა. „მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, დამატებით €500 მილიონის გამოყოფას ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული, რომელსაც სჩადიან რუსეთის შეიარაღებულ ძალები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ეს არ შეიძლება დარჩეს უპასუხოდ. სწორედ ამიტომ მივესალმებით გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ასევე მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გამოძიებას და შეგახსენებთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს განკარგულებას რუსეთის მიმართ, შეწყვიტოს ინტერვენცია უკრაინაში“, – განაცხადა ბორელიმ. რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს, ბორელის განცხადებით, მინისტერიალზე ზოგიერთმა ქვეყანამ დააყენა ენერგორესურსების საკითხი, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების დღე არ ყოფილა. ამასთან, მისი თქმით, მინისტრებმა გააანალიზეს შესაძლო შემდგომი ზომები და არ ფიქრობს, რომ სანქციებთან დაკავშირებით ფორმალური გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში მიიღონ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავდნენ. ასევე წაიკითხეთ Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავენ
აბრამოვიჩმა სანქციებისგან თავის ასარიდებლად იახტები თურქეთში გადაიყვანა
რუსმა მიალიარდერმა, რომან აბრამოვიჩმა სანქციებისგან თავის არიდების მიზნით თურქეთში უკვე მეორე იახტა გადაიყვანა. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. ამასთან გამოცემა წერს, რომ მდიდარი რუსები სანქციებისგან თავის ასარიდებლად ინვესტიციებს თურქეთში გეგმავენ. Eclipse, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იახტაა162.5 მეტრის (533 ფუტი) სიგრძით, კურორტ მარმარისში, სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, საბერძნეთის კუნძულებზე გავლით მოხვდა. იახტა ბერმუდის დროშის ქვეშ ცურავს. აბრამოვიჩის მეორე იახტა Solaris $600 მილიონი ღირს. იახტაზე 100 ადამიანი ეტევა. ეს იახტა ერთი დღით ადრე კურორტ ბოდრუმში ჩავიდა, რათა თავიდან აირიდოს ევროკავშირის ქვეყნების წყლები, რომლებიც სანქცირებული ტერიტორიაა რუსი ოლიგარქებითვის. ცნობილია, რომ თურქეთი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის შეჭრას უკრაიანაში, მაგრამ მაინც ეწინააღმდება NATO-სა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ასევე წაიკითხეთ რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
უმსხვილესი გადამზიდავი Maersk-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს
მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა გადამზიდავმა, Maersk-მა რუსეთის ბაზარზე საქმიანობა შეაჩერა. ამის შესახებ რუსული მედია კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. კომპანიაში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის და განვითრებული მოვლენების გამო, ბაზარს ტოვებენ და რუსეთში აქტივების გაყიდვას გეგმავენ. ამასთან კომპანია აღარ მიიღებს ახალ შეკვეთებს და რუსეთის ფედერაციაში ყველა სერვისს აჩერებს. გადამზიდავი A.P. Moller-Maersk A/S მსოფლიოს 130 ქვეყანაში საქმიანობს და ჰოლდინგში 80 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მანამდე ცნობილი გახდა, რომ Maersk-მა რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტა. რუსეთის ბაზარი საერთაშორისო ჯგუფმა KCA Deutag-მა დატოვა და სანქციებს შეუერთდა. ამასთან რუსეთში ინვესტიციების შეჩერების შესახებ განაცხადა ნავთობის სექტორის გიგანტმა და მსოფლიო ოთხეულის წევრმა Baker Hughes-მა. ასევე წაიკითხეთ აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
Reuters: ევროკავშირი უკრაინის აღდგენის ფონდს შექმნის
ევროკავშირის ლიდერები მიმდინარე კვირაში საერთაშორისო ფონდის შექმნაზე შეთანხმდებიან, რომელიც უკრაინას ომის შემდეგ აღდგენაში დაეხმარება. ამის შესახებ Reuters ევროკავშირის ლიდერების სამიტის განცხადების პროექტზე დაყრდნობით წერს. „რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინას მიყენებული ნგრევისა და უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას გადაუდებელი საჭიროებებისთვის. ამასთან, როგორც კი რუსული შემოტევა შეწყდება, მხარი დაუჭიროს დემოკრატიული უკრაინის აღდგენას. ამ მიზნით, ევროპული საბჭო თანახმაა, შექმნას უკრაინის სოლიდარობის ფონდი“, - ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების სამიტის განცხადების პროექტში. ევროკავშირის ლიდერების სამიტი ბრიუსელში 24-25 მარტს გაიმართება. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით € 500 მილიონს გამოუყოფს Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს
CNN: ბელორუსი შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთოს
აშშ და ნატო თვლიან, რომ ბელარუსი შეიძლება „მალე“ შეუერთდეს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ CNN აშშ-ისა და ნატოს ოფიციალურმა პირებზე დაყრდნობით იტყობინება. ნატოს სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნის თქმით, სულ უფრო და უფრო სავარაუდო ხდება, რომ "ბელორუსი კონფლიქტში ჩაერთვება". ამასთან CNN-ი ბელარუსის ოპოზიციურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბელორუსის საბრძოლო ნაწილები მზად არიან უახლოეს დღეებში უკრაინაში შესაჭრელად. წყაროების განცხადებით, ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ბელორუსი ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ბელარუსმა მონაწილეობა მიიღოს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხებაში და ომში ამ ფორმით ჩართოს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 24 თებერვალს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან. NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას უმკაცრესად გმობს. ასევე წაიკითხეთ ლუკაშენკო: თუ რუსეთს დასჭირდება, ბელორუსის ჯარი უკრაინაში იქნება პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან განთავსებული სამხედროების რაოდენობა გააორმაგა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა - Reuters უკრაინის საზღვრის დატოვებისას ბელარუსის ელჩს მესაზღვრემ 30 ვერცხლი გადასცა
მედია: ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტს ვირტუალურად დაესწრება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 მარტს NATO-ს სამიტს ვიდეოფორმატის რეჟიმში დაესწრება. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივან სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით წერს. „უკრაინა NATO-ს სამიტში აქტიურად ჩაერთვება. სულ მცირე ეს იქნება ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვა. უკრაინის პრეზიდენტი სამიტს ვიდეოფორმატის რეჟიმში დაესწრება. ფორმატის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, - განაცხადა ნიკიფოროვმა. ზელენსკის თქმით, ის სამიტის ფარგლებში რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების შეჩერების აუცილებლობაზე ილაპარაკებს. თავის მხრივ ნატოს სამიტის ფორმატზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე დაწერა. „ჩვენ განვიხილავთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ჩვენ მხარდაჭერას უკრაინისადმი და ნატოს თავდაცვის და შეკავების შემდგომ გაძლიერებას“, - წერს სტონტელბერგი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს არ დაუფიქსირებია ჩინეთიდან რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი. „წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ პრეზიდენტების საუბრის შემდეგ, სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა და ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით. პრეზიდენტმა ძალიან ნათლად დააფიქსირა სი ძინპინთან საუბრისას ამერიკის პოზიცია და ის შედეგები, რაც სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას მოჰყვება და ვფიქრობ, ისინი ამას ძალიან კარგად იგებენ“, – განაცხადა სალივანმა. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავს აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
დმიტრი პესკოვმა თქვა, თუ როდის შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ის საჯაროდ ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველა მიზეზი, რის გამოც ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება. ანუ, თუ ქვეყნის არსებობას შეექმნება საფრთხე, მაშინ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი კონცეფციის შესაბამისად. ამ ტექსტში სხვა მიზეზები არ არის ნახსენები,"- განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. ასევე წაიკითხეთ პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა
ჯო ბაიდენი: უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხვალ ევროპაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. როგორც ბაიდენი წერს, ამ ვიზიტით ჩვენ ნათლად იტყვიან, რომ დასავლეთი ერთიანია თავისი დემოკრატიის დაცვაში. „ხვალ მივემგზავრები ევროპაში ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან შესახვედრად, ზუსტად ერთი თვის შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში თავისი სასტიკი ომი წამოიწყო. ჩემი პირველი გაჩერება ბელგია იქნება, სადაც ნატო-ს მოკავშირეებს, დიდი შვიდიანის წევრი სახელმწიფოების და ევროპის ლიდერებს შევხვდები, რათა განვიხილოთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის მძიმე საფასური დავაკისროთ. შემდეგ გავემგზავრები პოლონეთში, სადაც ორმხრივი შეხვედრა მექნება პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან. ამ ვიზიტით ჩვენ ნათლად ვიტყვით, რომ დასავლეთი ერთიანია ჩვენი დემოკრატიის დაცვაში. პუტინი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს“, – აცხადებს ბაიდენი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ჯო ბაიდენი: უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას რუსეთისგან დასაცავი იარაღი ჰქონდეს ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $13,6 მილიარდიანი დახმარების გამოყოფის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
სანქციების გამო საზღვარგარეთ რუსული ავიახაზების 78 თვითმფრინავი დააკავეს
რუსული ავიაკომპანიების 78 თვითმფრინავი სანქციების გამო საზღვარგარეთ დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია „მინტრასის“ ხელმძღვანელ ვიტალი საველიევზე დაყრდნობით წერს. საველიევის განცხადებით, ავიალაინერები „მეგობარ ქვეყნებშიც“ დააკავეს. მათ შორის - თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. მანამდე კი ქვეყნის 111 გადამზიდავი 1367 თვითმფრინავს ფლობდა. რუსეთი ცდილობს მოელაპარაკოს აღმოსავლეთის სალიზინგო კომპანიებს და ახალი თვითმფრინავების წარმოება დაიწყოს. ამ დროისთვის ავიაპარკის რუსეთის რეესტრში გადატანა მიმდინარეობს. რეესტრში 800 ავიალაინერია აღრიცხული. ასევე წაიკითხეთ აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება
აშშ-ის სანქციები ახალი პაკეტი რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტატეზე გავრცელდება. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ახალი სანქციები საჯარო 24 მარტს გახდება, ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის მეორე დღეს. გამოცემის ცნობით, სანქციები ევროკავშირთან კორდინაციის საფუძველზე შემუშავდა. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ბოლოს რუსი დეპუტატების წინააღმდეგ სანქციები 11 მარტს გამოსცა. მაშინ სანქციების ქვეშ მხოლოდ 12 დეპუტატი მოექცა. ამასთან, ევროკავშირის სანქციების სიაში რუსეთის დუმის 351 წევრია, რომელთაც უკრაინაში „სპეცოპერაციის“ ჩატარებას ხმა მისცა. ცნობილია, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმაში 450 წევრია, ხოლო ზედა პალატაში, ფედერაციის საბჭოში 170. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ასევე წაიკითხეთ იტალიის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ემხრობა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
საფრანგეთის მთავრობის სპიკერი: რუსი ოლიგარქების $800 მილიონის აქტივები დაყადაღდა
უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი გაბრიელ ატალი ავრცელებს, იუწყება CNN. „ეს სანქციები რუსეთში იგრძნეს, სადაც ეკონომიკა მერყეობს. რუბლი კოლაფსს განიცდის, ბირჟები დიდწილად დახურულია და ცენტრალური ბანკი ძლიერად დაზარალდა“, – განაცხადა გაბრიელ ატალმა. ევროკავშირის მიერ მარტის დასაწყისში დაწესებული სანქციები 160 რუს ოლიგარქსა და პოლიტიკოსზე ვრცელდება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინას საიდუმლო ინფორმაციას გაუზიარებს
ევროკავშირმა უკრაინასთან დაამტკიცა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბლოკი კიევს საიდუმლო ინფორმაციას გაუზიარებს, მათ შორის სატელიტურ ფოტოებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. „შეთანხმება შესაძლოა ძალაში ერთი წელი იყოს ან მომავალში გაგრძელდეს, ამასთან გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულები არიან ევროკავშირის ელჩები “- აცნობა წყარომ გამოცემას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა 28 თებერვალს განაცხადა., რომ უკრაინის დასახმარებლად მიმდინარეობს რესურსების მობილიზება, რათა დაეხმარონ უკრაინას გეოსივრცითი მონაცემების ანალიზში. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ Reuters: ევროკავშირი უკრაინის აღდგენის ფონდს შექმნის ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით € 500 მილიონს გამოუყოფს Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს
რუსეთიდან უცხოური ბიზნესკომპანიების გასვლის გამო 96 865-მა მოქალაქემ სამსახური დაკარგა
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ევროკავშირის სანქციების გამო რუსეთის ბაზრიდან უცხოური ბიზნესკომპანიების გასვლის შედეგად, რუსეთის 95 865 მოქალაქე უმუშევარია. ამის შესახებ რუსული მედია პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერ გალინა კარელოვაზე დაყრდნობით წერს. იმ ადამიანებმა ვინც სამსახური დაკარგა ძირითადად მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, სამარასა და კალუჟის ოლქში ცხოვრობენ. ამასთან 36 765-მა ორგანიზაციამ სადაც 8,4 მილიონი მოქალაქე მიშაობს, რეჟიმის ცვლილების შესახებ განაცხადეს. პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ზომები უნდა მიიღოს. მანამდე გამოცემა Forbes წერდა, რომ რუსეთში 200 ათას ადამიანს ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლის შემდეგ უმუშევრობა ემუქრება. უცხოურმა კომპანიებმა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ამ ბაზარზე ბიზნესის შეჩერებისა ან დატოვების შესახებ განაცხადეს. ასევე წაიკითხეთ Forbes: რუსეთის ბაზრიდან უცხოური კომპანიების გასვლის შედეგად სამსახურს 200 ათასი ადამიანი დაკარგავს ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა
სტივენ კინგმა რუსეთში ახალი წიგნების გამოცემაზე უარი თქვა
სტივენ კინგმა, რომლის წიგნებიც რუსეთში საკმად კარგად იყიდება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გამომცემლობებთან დადებულ ყველა კონტრაქტი ოფიციალურად გააუქმა. ამის შესახებ რუსული მედია მის აგენტზე დაყრდნობით წერს. მწერლის ახალი რომანები რუსეთში აღარ გამოიცემა. 5 მარტს Twitter-ში სტივენ კინგმა დაწერა, რუსეთში საკუთარი კონტრაქტების გაყიდვას გეგმავდა. 2016 წელს რუსეტში სტივენ კინგის წიგნის 6,7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ყველაზე გაყიდვადი რომანი იყო „ის“. 6 წელიწადში რუსეთში ამ რომანის 393 ეგზემპლარი გაიყიდა. მანამდე რუსეთში კონცერტები გააუქმა ბიორკმა, იგი პოპმა,Twenty One Pilots, The Killers-მა და სხვებმა. სტივენ კინგს მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვს წიგნების 350 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა მილიარდი დოლარით იზარალოს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა მილიარდი დოლარით იზარალოს. ამის შესახებ businessformula წერს. კაკაურიძის განმარტებით, წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელი იქნება. „პანდემიის შოკიდან გამომდინარე, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. შესაძლოა, ასწლეული გავიდეს და მსგავსი სიმძიმის შოკი მსოფლიო ეკონომიკას არ ჰქონდეს. ამას დაემატა რეგიონული შოკი, რაც ჩვენს მაკროეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. საუბარია, რომ პოტენციურად დაახლოებით მილიარდი დოლარი დააკლდება ქვეყნის ეკონომიკას. ყველას კარგად ესმის ეს როგორ უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და ბიუჯეტის შემოსავლებზე. რა თქმა უნდა, 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება ძალიან რთული, ალბათ, შეუძლებელიც. ტურიზმის აღდგენა იმ ტემპით, რაც გათვლილი გვქონდა ვერ მოხდება და ვერც ექსპორტის იგივე მაჩვენებელი შენარჩუნდება. საბაზისო სცენართან მიმართებაში ორივე მაჩვენებელი შემცირდება“,- განაცხადა კაკაურიძემ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ მთავრობა სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად აქტიურად მუშაობს. მისი განმარტებით, გავლენების შეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოლოდინებია მსოფლიო ეკონომიკაში და როგორ შეიცვლება გლობალური ეკონომიკის ტენდენციები. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, იმისთვის რომ 2023 წელს ქვეყნის ბიუჯეტი 3%-იან დეფიციტზე ჩამოვიდეს, ხარჯები ბევრი მიმართულებით შემცირდება. შეგახსენებთ, მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა.
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის €1 მილიარდს გამოუყოფს
ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას „ევროპის მშვიდობის ფონდის“ ფარგლებში რუსეთის აგრესიის ფონზე სამხედრო დახმარება გაუორმაგოს. კერძოდ, უკრაინა €500 მილიონის ნაცვლად €1 მილიარდს მიიღებს. „არაპროვოცირებული და დაუსაბუთებელი აგრესია რუსეთის მხრიდან უკრაინასთან მიმართებით, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და გაეროს წესდების პრინციპებს. საფრთხეს უქმნის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას. რუსეთსა და მისი მოკავშრე ბელორუსს ეკისრებს სრული პასუხისმგებლობა აგრესიულ ომზე და დამნაშავეები დაისჯებიან ჩადენილი დანაშაულისთვის. ასევე მშვიდობიან მოქალაქეებზე და ობიეტებზე თავდასხმებისთვის“, - ნათქვამია ევროსაბჭოს ვებგვერზე გავრცელებულ განცხადებაში. ევროკავშირი ითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. შეიარაღებული ძალები და ტექნიკა გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან. ასევე პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტესა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი უკრაინას სამხედეო დახმარების ფარგლებში € 500 მილიონს გამოუყოფდა. ასევე წაიკითხეთ Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავენ
რუსეთში ერთი თვეა სეიფებზე, იარაღსა და საბრძოლო მასალაზე მოთხოვნა გაიზარდა
სეიფების შესყიდვების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 21-27 თებერვლის კვირაში, იტყობინება ონლაინ ჰიპერმარკეტი VseInstrumenty.ru. 14 თებერვლიდან 20 თებერვლის კვირასთან შედარებით, სეიფების შესყიდვები 34%-36%-ით გაიზარდა. 28 თებერვლიდან 6 მარტამდე ზრდამ 20% შეადგინა. ამასთან, 7 მარტიდან 14 მარტამდე - მოთხოვნა შემცირდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. HardSafe-ი, უსაფრთხოების მაღაზია იტყობინება, რომ “მოთხოვნა გაიზარდა 100%-ით” როგორც იარაღზე, ასევე სეიფებზე, ხოლო სხვადასხვა მომწოდებლების სხვადასხვა პროდუქტებზე ფასები 10-დან 60%-მდეა აწეული. სეიფებზე მოთხოვნის ზრდის მიზეზებს შორის სახელდება ვალუტის კურსის ცვლილება და რუსების ხელში ნაღდი ფულის რაოდენობის ზრდა. ამასთან, იმპორტირებული იარაღის გაძვირების მოლოდინის გამო მომხმარებლებმა აქტიურად დაიწყეს ადგილობრივი წარმოების იარაღის შეძენა. ბაზრის ზოგიერთი მონაწილე თვლის, რომ მოთხოვნის დინამიკის მკვეთრი ზრდა დროებითი მოვლენაა.
ზურაბიშვილი: იქნება თუ არა საქართველო რუსეთის შემდეგი სამიზნე? იმედი მაქვს, არა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რთულია პროგნოზირება როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა იმედი აქვს რომ საქართველო რუსეთის სამიზნე შემდეგი სამიზნე არ იქნება. „ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის მხოლოდ ამ ქვეყნით არ შემოიფარგლება. იქნება თუ არა შემდეგი სამიზნე საქართველო? ეს რთული შეკითხვაა. იმედი მაქვს, რომ არა. თუმცა, ჩვენ პირველები ვიყავით და ვიმედოვნებ, რომ იგივე აღარ განმეორდება. საქართველო უკვე არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და წართმეულ ტერიტორიებზე მათი ორი სამხედრო ბაზა გვაქვს. მაგრამ, არავინ იცის, თუ როგორი იქნება რუსეთის შემდეგი ნაბიჯი. მნიშვნელოვანია ჩვენი დაახლოება ნატოსთან და ევროკავშირთან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ სალომე ზურაბიშვილი: მთავარი მოვლენები ახლა უკრაინაში ხდება, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია, მსოფლიომ შეხედოს საქართველოს და მოლდოვას
აშშ-ის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრობმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს
აშშ-ის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ჯარებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 23 მარტს განაცხადა. „დღეს შემიძლია გამოვაცხადო, რომ ამჟამად ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით აშშ-ის მთავრობამ დაადგინა, რომ რუსეთის ჯარების წევრებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინაში,“ - თქვა ბლინკენმა. „ჩვენი შეფასება ემყარება ხელმისაწვდომი საჯარო და სადაზვერვო ინფორმაციის გულდასმით შესწავლას. როგორც ნებისმიერი სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაში, საბოლოოდ სასამართლოა პასუხისმგებელი კონკრეტულ შემთხვევებში სისხლის სამართლის დანაშაულის დადგენისთვის,“- ბლინკინმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 16 მარტს ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ომის დამნაშავე“ უწოდა, რამაც მოსკოვის რისხვა გამოიწვია. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა დიმიტრი პესკოვის თქმით, ჯო ბაიდენის კომენტარი ვლადიმერ პუტინზე „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“
ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი
ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სანქციების სიას დაემატა 26 კომპანია და 33 კერძო პირი, რომლებსაც გაეყინებათ აქტივები და აეკრძალათ ქვეყანში შესვლა. ახალი სანქცეიების ფარგლებში გაფართოებულ სიაში არიან ოლიგარქები: ევგენი შვიდლერი - (მილიარდერი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული პირი); ოლეგ ტინკოვი - Tinkoff Bank-ის დამფუძნებელია და მისი ქონება $3.5 მილიარდს აღწევს. სანქციებს სიაში „სბერბანკის“ ხელმძღვანელი, ჰერმან გრეფი; ოლეგ აქსიუტინი - Gazprom-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; დიდიერ კასიმირო - Rosneft-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი; ზელიკო რუნიე - Rosneft-ის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ნავთობის, გაზისა და ოფშორული ბიზნესის განვითარების მიმართულებით. სანქციების ქვეშ მოექცა გალინა დანილჩენკო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში მელიტოპოლის მერად დანიშნა. ასევე სიაშია პოლინა კოვალევა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გერი. ცნობისათვის NATO-ს საგანგებო სამიტზე ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებით „უფრო მეტად დავეხმარებით უკრაინელებს" და უფრო სწრაფად დამთავრება ომი. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენის 24 მარტს აპირებს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას. სახელმწიფო უშიშროების სფეროში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 22 მარტს განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები არაა მიმართული მხოლოდ „ახალი სანქციების შემოღებასთან, არამედ სანქციებისთვის თავის არიდების აღკვეთის ერთობლივი ძალისხმევის უზრუნველყოფისკენ“. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
BBC : უკრაინის არმიამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი გაანადგურა
უკრაინის არმიამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი „ორსკი“ გაანადგურა. ამის შესახებ BBC წერს. ასევე ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობა. სარდლობის ინფორმაციით, მტრის სადესანტო ხომალდი რუსეთის მიერ ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში, აზოვის ზღვაში განადგურდა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის ომში ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. ამის შესახებ Reuters წერს. ჟოზეპ ბორელის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებას მოლაპარაკება და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ჯერ არ აინტერესებს. „ახლა რუსეთს არ სურს მოლაპარაკება, მისი მიზანია ტერიტორიების ოკუპაცია“, - აცხადებს ბორელი. მისი თქმით, რუსეთის მიზანია მოლდოვის საზღვრამდე მოწყვიტოს სანაპირო და უკრაინას ზღვაზე გასასვლელი შეუზღუდოს. „რუსეთი მოლაპარაკებაზე მხოლოდ მაშინ წამოვა, როცა პოზიციებს გაიმყარებს“, - აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, ევროკავშირი და მისი მოკავშირეები უკრაინის არმიას სამხედრო დახმარებას განაგრძობენ. „ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. ეს უკრაინელების წინააღმდეგობის უნარზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა, რომელიც 400-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელდება. ამის შესახებ უკრაინული მედია „თეთრ სახლზე“ დაყრდნობით წერს. „ვაცხადებ დამატებით სანქციებს რუსული ელიტის, საკანონმდებლო ორგანოს 400-ზე მეტი წარმომადგენლისა და თავდაცვის კომპანიებზე უკრაინაში ომის საპასუხოდ. ისინი პირადად იღებენ სარგებელს კრემლის პოლიტიკიდან და უნდა გაიზიარონ ტკივილი”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. სანქციები შეეხება Sberbank-ის ხელმძღვანელს და ვლადიმერ პუტინის მრჩეველს, ჰერმან გრეფს, მილიარდერ გენადი ტიმჩენკოს, მის კომპანიებსა და ოჯახის წევრებს, ასევე რუსული ფინანსური ინსტიტუტის, Sovcombank-ის გამგეობის 17 წევრს. თეთრი სახლის ცნობით, თავდაცვის კომპანიებს შორისაა რუსული ვერტმფრენები, ტაქტიკური რაკეტების კორპორაცია, მაღალი სიზუსტის სისტემები, NPK Tekhmash OAO და Kronshtadt. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა სანქციები ამ დრომდე მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო დუმის 12 დეპუტატს დაუწესა. ახლა კი სანქცირებულთა სიაში 328 პოლიტიკოსია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
პუტინი ბირთვულ იარაღს მხოლოდ პროვოცირების შემთხვევაში გამოიყენებს - რუსი დიპლომატი
გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილე ამბობს, რომ NATO-ს მიერ „პროვოცირების” შემთხვევაში, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს. დიმიტრი პოლიანსკი, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი დიპლომატი შეერთებულ შტატებში, Sky News-ს ესაუბრა. მანამდე ვლადიმერ პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პრეზიდენტს შეუძლია ბირთვულ ღილაკზე დაჭერა, თუ ქვეყანა იგრძნობს, რომ “ეგზისტენციალური საფრთხის“ წინაშე დგას. კითხვაზე, მართალი იყო თუ არა პუტინი დანარჩენ მსოფლიოსთან ბირთვული ომის პერსპექტივაზე საუბრისას, პოლიანსკიმ განაცხადა: „თუ ნატო რუსეთის პროვოცირებას ახდენს, თუ რუსეთს თავს ესხმის, რატომაც არა, ჩვენ ვართ ბირთვული ძალა“. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. ასევე წაიკითხეთ დმიტრი პესკოვმა თქვა, თუ როდის შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი პენტაგონის პრესსპიკერი: დიმიტრი პესკოვის გაკეთებული განცხადება სახიფათოა
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. „დღეს, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, გაიმართა სამხედრო ტყვეების პირველი სრული გაცვლა. ტყვედ ჩავარდნილი 10 დამპყრობლის სანაცვლოდ, 10 ჩვენი ჯარისკაცი გამოვიყვანეთ. ასევე დღეს რუსებთან გავაგზავნეთ 11 სამოქალაქო რუსი მეზღვაური, რომლებიც ოდესასთან ჩაძირული გემიდან გადავარჩინეთ. ამის შედეგად სახლში დაბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური სამაშველო გემიდან, რომელიც დატყვევებული ჰყავდათ ოკუპანტებს კუნძულ ზმეინიდან ჩვენი სამხედროების გაყვანის მცდელობისას. გაცვლის პირობების თანახმად, უკრაინას დაუბრუნდება თავად სამაშველო ხომალდი და თურქეთის პორტში გაიგზავნება", - აცხადებს ვერეშჩუკი. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მხარეებმა ტყვეები პირველად გაცვალეს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ზურაბიშვილი უკრაინელებს: ქართველები მხარს გიჭერთ, თქვენ ახლა ჩვენთვისაც იბრძვით
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის თავზე უკრაინელ ხალხს მიმართა. „ქართველი ხალხის სახელით მსურს, მივმართო ჩვენს მეგობარ უკრაინელებს, რომლებიც ახლა იბრძვიან, წინააღმდეგობას უწევენ რუსებს და იცავენ თავიანთ ქალაქებს. მინდა მივმართო უკრაინელ ქალებს, რომელთაც უდიდესი სიმამაცე გვაჩვენეს ქვეყნის დასახმარებლად. აგრეთვე, მივმართო უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებსაც სხვა ქვეყნებში წასვლა მოუხდათ, მათ შორის საქართველოშიც. მინდა გითხრათ, ჩვენ, ქართველები მხარს გიჭერთ და თქვენ გვერდით ვდგავართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვიცით, რამდენად გმირულად და მამაცურად იბრძვით ბოლო 29 დღის განმავლობაში. ეს 29 გამარჯვებაა, რომელიც თქვენ რუსეთთან უკვე მოიპოვეთ. თქვენ გვაჩვენეთ, რომ როგორც ბევრი ფიქრობდა, სუპერძალები სულაც არ არის საკმარისი უკრაინელების დასამარცხებლად და მითუმეტეს უმოკლეს დროში, როგორც ეს რუსებს წარმოედგინათ. მთელი გულით მინდა გისურვოთ გამარჯვება და წარმატებები. თქვენ იბრძვით საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, თუმცა ასევე იბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული არჩევანისთვის. დიდი მადლობა და დიდება უკრაინას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან
დიდი შვიდეულის სამიტზე გადავწყვიტეთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა რუსეთის უკანონო აგრესიისა და პრეზიდენტი პუტინის დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა. „ჩვენ გაერთიანებულნი ვართ მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის საკითხში”, - აღნიშნა შარლ მიშელმა. დიდი შვიდეულის ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მტკიცედ განწყობილნი არიან მძიმე შედეგები დააკისრონ რუსეთს, მათ შორის, უკვე დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური ზომების სრულად განხორციელებით. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის ან მასთან დაკავშირებული მასალების გამოყენება. “ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან”, - აღნიშნავენ დიდი შვიდეულის ლიდერები. G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ.
newsweek : სერგეი ლავროვის გერს პოლინა კოვალიოვას ბრიტანეთში აქტივები გაუყინეს და ქონება დაუყადაღეს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ბრიტანეთის მთავრობის მიერ 24 მარტს გამოქვეყნებულ სანქცირებულთა სიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გერი პოლინა კოვალიოვა მოხვდა. ამის შესახებ newsweek წერს. გამოცემის ცნობით, პოლინა კოვალიოვა ფლობს 4 მილიონ ფუნტად შეფასებულ ქონებას ლონდონში. ჩანაწერების თანახმად, ის ცხოვრობს კენსინგტონის რაიონში, რომელიც ცნობილია თავისი პარკებით, ძვირადღირებული მაღაზიებითა და მუზეუმებით. დოკუმენტების მიხედვით, მან ქონება 2016 წელს, იპოთეკის გარეშე იყიდა. newsweek-ის ინფორმაციით, ლავროვის გერს ბრიტანეთში აქტივები გაუყინეს და და ძვირადღირებული ქონებაც დაუყადაღეს. პოლინა კოვალიოვა რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომში“ მუშაობდა. შემდეგ კი სამთომოპოვებით კომპანია Glencore-ში. გამოცემის ცნობით ის სერგეი ლავროვს თითქმის ყველა ვიზიტისას თან ახლდა. ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სანქციების სიას დაემატა 26 კომპანია და 33 კერძო პირი, რომლებსაც გაეყინებათ აქტივები და აეკრძალათ ქვეყანში შესვლა. ასევე წაიკითხეთ ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: გავიდა დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი ვეღარ შეძლებს ევროპის შანტაჟს თავისი ენერგორესურსებით. მისივე თქმით, რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიებს არ მიეცემათ უფლება მოითხოვონ გადახდა რუბლებში, რადგან ეს იქნება სანქციების რეჟიმის ფაქტობრივი დარღვევა. „ასეთი გადაწყვეტილება იქნება ცალმხრივი, რაც არის შეთანხმების პირობების დარღვევა. ეს არის სანქციების გვერდის ავლის რეალური მცდელობა. ჩვენ არ დაგვიწესებია სანქციები, რათა მათი გვერდის ავლა სცადონ. გავიდა ის დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ და ლატვიის გაზის გამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელმა აიგარს კალვიტისმა განაცხადეს, რომ რუსეთის მოთხოვნა რუბლებში გადახდის შესახებ არის ხელშეკრულებების დარღვევა. კალვიტისმა პირდაპირ განაცხადა, რომ ლატვია არ გადაუხდის გაზპრომს რუბლებში. "რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. უცხოური მედია ავრცელებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს გაზის მიწოდებას კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობებისა და ფასების შესაბამისად, თუმცა დასავლეთის ქვეყნებს ანაზღაურება რუსულ ეროვნულ ვალუტაში მოუწევთ. ასევე წაიკითხეთ ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ესპანეთს ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია - Euractiv
შვეიცარიამ $6 მილიარდზე მეტი სანქცირებული რუსული აქტივი გაყინა
შვეიცარიის მთავრობამ ამ დროისთვის სანქცირებული რუსების $6.17 მილიარდი ღირებულების აქტივები გაყინა. „დღეს 5.75 მილიარდი შვეიცარული ფრანკის ოდენობის თანხებისა და აქტივების გაიყინა". - თქვა ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ხელმძღვანელმა, ერვინ ჰოლინჯერმა. 1-ელ მარტს შვეიცარიამ ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ გაყინა რამდენიმე პირის აქტივი, ამასთანავე, ევროკავშირის სანქციებში გათვალისწინებულ პირებს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. 15 მარტს შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დღეს აშშ-მ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალი სანქციები დაუწესა. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო კანადის ხელისუფლება სანქციებს აწესებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს 160 წევრს. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ NATO-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მანამდე კანადის ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენებს რომან აბრამოვიჩსა და ალიშერ უსმანოვს, ასევე რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ელა პამფილოვას სანქციები დაუწესა. ამასთან, ფედერალურმა ხელისუფლებამ 32 რუსულ კომპანიას და სამთავრობო ორგანიზაციას აუკრძალა კანადიდან თავდაცვის აღჭურვილობისა და მარაგის მიღება. საპასუხოდ, რუსეთმა კანადის 313 წარმომადგენელი „შავ სიაში“ შეიყვანა და ტრუდოს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დღეს აშშ-მ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალი სანქციები დაუწესა. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ შვეიცარიამ $6 მილიარდზე მეტი სანქცირებული რუსული აქტივი გაყინა ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
რუსეთში მშენებლობების 40% გაჩერდა
ინვესტიციების შემცირების გამო რუსეთში მშენებლობების 40% შეჩერებულია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბაზრის კვლევა რუსეთის მენაშენეთა ასოციაციამ ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ლოჯისტიკის დარღვევისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მშენებლები იძულებული გახდნენ, რომ რიგი ობიექტების მშენებლობა შეეჩერებინათ. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბოლო ერთ თვეში რამდენიმე დასახელების საშენი მასალების ფასი 80%-ით გაძვირდა. ფასზე გავლენა რუბლის კურსთან ერთად სამშენებლო მასალების დეფიციტმაც იქონია. სტატისტიკის თანახმად რუსეთში 1000-მდე საპროექტო კომპანიაა, აქედან 70% რამდენიმე რეგიონში მუშაობს, 25% კი მოსკოვსა და მის შემოგარენში აშენებს. მოსალოდნელია კომერციული ფართების მშენებლობის 50%-იანი კლება. ექსპერტების შეფასებით ასევე მოსალოდნელია, რომ 2022 წელს საცხოვრებელი ფართების მშენებლობა მინიმუმ 20%-ით შემცირდეს. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ ბრიტანელი ანალიტიკოსები 2022 წელს რუსეთის ეკონომიკის 14%-იან ვარდნას პროგნოზირებენ
Reuters: ჩინური კომპანია რუსეთის ფედერაციაში ინვესტიციებს აჩერებს
ჩინური ენერგოკომპანია Sinopec, რომელიც ნავთობპროდუქტებისა და გაზის სეგმენტში საქმიანობს, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ევროკავშირისა და აშშ-ს მკაცრი სანქციების ფონზე რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აზუსტებს, რომ ჩინური კომპანია რუსეთში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავდა. ცნობილია, რომ პეკინი უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებს არ ეთანხმება, თუმცა როგორც გამოცემა წერს, „კულისებში“ ჩინეთის მთავრობა ბიზნესკომპანიებს ურჩევს, რომ რუსეთში ინვესტირებისას სიფრთხილე გამოიჩინონ. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია
აბრამოვიჩი დუბაიში ახალ აპარტამენტებს ეძებს – Bloomberg
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ახალ აპარტამენტებს დუბაიში ეძებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, გასილ ლვირას ის უძრავი ქონებით ხელოვნურ კუნძულ პალმ-ჯუმეირაზე (ხელოვნური კუნძულები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში) დაინტერესდა. ამ დროისთვის რუსი მილიარდერის ადგილსამყოფელი უცნობია. მისი კერძო თვითმფრინავი მარტში დუბაიში შენიშნეს, თუმცა უცნობია იყო თუ არა ბორტზე თავად ოლიგარქი. ბრიტანეთმა და ევროსაბჭომ აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა, თუმცა არაბთა გაერთიანებულ საამიროები ამ სანქციებს არ მიუერთდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ რუსეთთან ფრთხილი პოლიტიკა აქვთ და ამიტომ სანქციების დაწესებისგან თავს იკავებენ. Forbes-ის შეფასებით, აბრამოვიჩის ქონება 13.3 მილიარდი დოლარია. მას გაერთიანებულ სამეფოში მნიშვნელოვანი აქტივები ეკუთვნის, მათ შორისაა წილი საფეხბურთო კლუბ “ჩელსიში”, რომელიც 1.5 მილიარდად არის შეფასებული. აბრამოვიჩს ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს. რუსი ოლიგარქი იმ შვიდ რუს მილიარდერს შორისაა, რომლებიც 10 მარტს, ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ. Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია. ასევე წაიკითხეთ დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა
ერდოღანი: უკრაინამ და რუსეთმა ომის დასრულებისთვის 6-დან 4 პუნქტზე შეთანხმებას მიაღწიეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთ-უკრაინის ომის გადამწყვეტ საკითხებზე შეთანხმებას უახლოვდებიან. „ჩემთვის, როგორც ცნობილია, NATO-ზე, განიარაღებაზე, კოლექტიურ უსაფრთხოებასა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაში რუსულის ოფიციალურ ენად გამოყენებაზე შეთანხმება მიღწეულია. თუმცა, ისევ არსებობს ყირიმისა და დონბასის საკითხი, რაზეც უკრაინის დათანხმება შეუძლებელია". - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებები გრძელდება. "მთელი ჩვენი ძალისხმევა მიზნად ისახავს მშვიდობის ატმოსფეროს შექმნას ორი ლიდერის გასაერთიანებლად". 21 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს ვოლოდიმირ ზელენსკი: მზად ვარ პუტინთან შესახვედრად
რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მოლაპარაკებებში წინსვლას უარყოფენ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „უკრაინსკაია პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ დაადასტურა შეთანხმებების არსებობა, რომლებზეც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა ილაპარაკა. მისი თქმით, შეუძლებელია მოლაპარაკებების დაყვანა აღნიშნულ ექვს საკითხზე. კერძოდ, კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინული ენა უნდა დარჩეს ერთადერთ სახელმწიფო ენად. მისი თქმით, უკრაინა მოითხოვს პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს. რუსეთთან მოლაპარაკებების მსვლელობაზე მან თქვა, რომ ისინი მძიმედ მიმდინარეობს. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა თურქეთს ომის შეწყვეტისკენ მიმართული დიპლომატიური მცდელობისთვის. მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთისთვის საკმარისი არ არის უკრაინის ნეიტრალიტეტის სტატუსი. მოსკოვი მოითხოვს „კომპლექსურ ხელშეკრულებას“, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის მოთხოვნები, რომლებიც მან უკრაინაში შეჭრამდე წამოაყენა - ე.წ. დენაციფიკაციის, დემილიტარიზაციის, ყირიმის სტატუსისა და დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების შესახებ. ამის გარეშე „შეთანხმების მიღწევა ნაკლებ სავარაუდოა“, თქვა მედინსკიმ. მან უკრაინას მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დასდო ბრალი. საგულისხმოა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებული განაცხადება, რომ ჯარი „დონბასიის სრულად განთავისუფლებაზე“ კონცენტრირდება. ამის შესახებ უკრაინულმა მედიმ რუსულ გამოცემებზე დაყრდნობით დაწერა. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთმა ომში თავის მიზნებს შესაძლოა რალუად გადახედოს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ერდოღანი: უკრაინამ და რუსეთმა ომის დასრულებისთვის 6-დან 4 პუნქტზე შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია მეორედ გაასაჯაროვა. „სამწუხაროდ სპეციალური „სამხედრო ოპერაციის“ მსვლელობისას გვაქვს დანაკარგები. 25 მარტის მონაცემებით დაღუპულია 1351 სამხედრო, ხოლო დაზიანებები მიიღო 3815-მა სამხედრომ“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე სერგეი რუდსკოიმ განაცხადა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ პირველად 2 მარტს გაასაჯაროვა. მაშინ განაცხადეს, რომ 24 თებერვლიდან 2 მარტამდე დაღუპულია 498, დაჭრილია 1 500. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგმა 16 ათასს გადააჭარბა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
საიუველირო კომპანია Tiffany რუსეთში მოპოვებულ ალმასებს აღარ იყიდის
საიუველირო კომპანია Tiffany რუსეთის ფედერაციაში მოპოვებულ ალმასებს აღარ იყიდის. წერს Bloomberg. გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზია საერთაშორისო ზეწოლა კომპანიაზე, რომ გაყიდვებიდან რუსული პროდუქცია ამოიღოს. „კომპანიის აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ ახლა მოპოვებულ ძვირფას ქვებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ბრილიანტები Tiffany-ის მაღაზიებში ჯერ ხელმისაწვდომი იქნება. რადგან ქსელში ის პროდუქციაა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იყიდებოდა“, - წერს გამოცემა. Tiffany-იმ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ აკრძალვა ვრცელდება რუსეთში 21 მარტამდე მოპოვებულ ძვირგას ქვებზე. კომპანიაში არ ახსნეს, თუ რატომ აირჩიეს ეს თარიღი. ,,Tiffany & Co” საიუველირო კომპანია დაარსდა 1837 წელს ჩარლ ლუის ტიფანის და ჯონ იანგის მიერ. პირველი მაღაზია დაარსდა მანჰეტენზე და მათი საფირმო ფერი გახდა ფირუზისფერი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის
თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. "საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ანდრი კასიანოვს პირადად გააცნო". - წერია სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 190 მოსწავლე სკოლაში უკვე ჩარიცხულია. სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და აქვთ სურვილი, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.
ბრიტანეთის პრემიერსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და ჩინეთს პრეზიდენტ სი ძინპინს შორის უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე „გულახდილი საუბარი“ შედგა. ინფორმაციას euronews ბორის ჯონსონის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. „ლიდერებმა სხვა საკითხებთან ერთად ილაპარაკეს ვითარებაზე უკრაინაში. ეს იყო გულახდილი საუბარი, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში ისევ ილაპარაკებენ“, - განაცხადეს ჯონსონის ოფისში. ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინმა ჯონსონს უთხრა, რომ ჩინეთი კონსტრუქციულ როლს შეასრულებს უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად. „სი ძინპინმა გამოხატა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრინციპული პოზიცია, რომ მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გამართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რათა შექმნას პოლიტიკური საფუძვლები უკრაინის საკითხის გადასაჭრელად, ასევე უკრაინაში მშვიდობის დასაბრუნებლად. ჩინეთი მზადაა ამ საკითხთან მიმართებით, კონსტრუქციული როლი შეარულოს“, - ნათქვანია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინი გააფრთხილა, რომ თუ სანქცირებულ რუსულ ბიზნესს დაეხმარება პასუხს აგებს. 18 მარტს აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩინეთიის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მოგვიანებით ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დაეკისრება პასუხისმგებლობა თუ ჩინეთი უკრაინასთან ომში რუსეთს მატერიალურად დაეხმარება. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია
რუსეთმა უკრაინაში „სპეცოპერაციის“ სამიზნე ისევ შეცვალა - მედია
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „დონბასის სრულად განთავისუფლებაზე“ კონცენტრირდება. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ გამოცემებზე დაყრდნობით წერს. „უკრაინის თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობა დაეცა, რაც საშუალებას გვაძლევს ძირითადი ძალისხმევა მთავარი მიზნისკენ - დონბასის გათავისუფლებისკენ მივმართოთ. თავდაპირველად ჩვენ არ ვგეგმავდით შტურმს, რათა არ დაგვეშვა ნგრევა და მსხვერპლი მინიმუმამდე დაგვეყვანა შეიარაღებულ ძალებში და მშვიდობიან მოსახლეობას შორის. თუმცა ახლა ასეთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ, ცალკეულ ჯგუფებს აქვთ დასახული მიზანი,რაც წარმატებულად სრულდება. ჩვენი ძალები და საშუალებები მთავარზეა კონცენტრირებული, ესაა დონბასის სრულად განთავისუფლება“, - აცხადებენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ბაიდენი მარიუპოლზე: რაც იქ ხდება საშინელებათა ფილმში გვინახავს
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი ნამდვილი ომის დამნაშავეა და ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს მისი შეჩერებისა და უკრაინის დახმარებისკენ. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დღეს პოლონეთში, ჟეშუვეში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებიც უკრაინიდან ლტოლვილებს ეხმარებიან. ამასთან ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა ომის გამო იძულებით 10-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. აქედან 3,8 მილიონი ბავშვი ქვეყნიდან გავიდა. „მე ვნახე ეს კატასტრფა, ბავშვები, ჩვილები, დედები... არაა საჭირო მათი ენის ცოდნა, საკმარისოა მხოლოდ თვალებში ჩახედო და დაინახო ტკივილი, რომელიც მათ თვალებშია...არაფერია მშობლებისთვის იმაზე მძიმე, ვიდრე ბავშვების ტანჯვა“, - აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით ის რაც ხდება მარიუპოლში წარმოეუდგენელია, „ეს მხოლოდ საშინელებათა ფილმებში გვინახავს“. უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ მარიუპოლის საქალაქო საბჭო იუწყება. მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქში ჰუმანიტარული ვითარება სულ უფრო მწვავდება. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა - Financial Times
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ოლიგარქ რომან აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა, - ამის შესახებ Forbes, Financial Times-ზე დაყრდნობით წერს. Financial Times-ს ეს ინფორმაცია ორმა წყარომ დაუდასტურა. „აბრამოვიჩი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებს მხარეებს შორის მოლაპარაკების ორგანიზების საკითხზე. რის შემდეგაც მხარეებმა განიხილეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის სავარუდო გეგმა“, - წერს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით. აბრამოვიჩის მოლაპარაკებებში მონაწილეობას ადასტურებს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია. „მე შემიძლია დავადასტურო, რომ აბრამოვიჩი აქტიურად მონაწილეობს სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, - განუცხადა არახამიამ Financial Times. „მილიარდერი მოლაპარაკებებში საერთაშორისო ებრაული თემის ინიციატივით ჩაერთო“, - დასძინა არახამიამ. WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს. შეგასხენებთ, რომ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაცებს შორის მოლაპარაკების 3 რაუნდი გაიმართა ბელორუსში - თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. მოლაპარაკება ახლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ფარულად ჩამოვიდა. ამის შეასახებ პოლონური businessinsider წერს. გამოცემის ცნობით, რუსი ოლიგარქი პოლონეთში უკრაინიდან „სპეციალური მატარებლით“ ჩავიდა. „ის პოლონეთში 24 მარტს უნდა ჩამოსულიყო და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შემოწმებისას პორტუგალიის პასპორტი უნდა წარმოედგინა“, - წერს გამოცემა. businessinsider ვარაუდობს, რომ რუსი ოლიგარქი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შესახვედრად ჩავიდა, რადგან პოლონეთში უკრაინიდან შემოვიდა და არაა გამორიცხული, რომ მანამდე პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელინსკისაც შეხვდა. WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს. Forbes-ის შეფასებით, აბრამოვიჩის ქონება 13.3 მილიარდი დოლარია. მას გაერთიანებულ სამეფოში მნიშვნელოვანი აქტივები ეკუთვნის, მათ შორისაა წილი საფეხბურთო კლუბ “ჩელსიში”, რომელიც 1.5 მილიარდად არის შეფასებული. აბრამოვიჩს ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს. რუსი ოლიგარქი იმ შვიდ რუს მილიარდერს შორისაა, რომლებიც 10 მარტს, ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ. Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია. ასევე წაიკითხეთ დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა
ანტონ გერაშჩენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარების მიზეზი დაასახელა
ანტონ გერაშჩენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარების მიზეზი დაასახელა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს საჯარო სივრცეში არგამოჩენის მიზეზი გულის შეტევაა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო „ტელეგრამის“ არხზე წერს. „შოიგუს ინფარქტი აქვს, ამიტომ ის არ გამოჩენილა საზოგადოებაში მარტის შუა რიცხვებიდან", - წერს გერაშჩენკო. მისი თქმით, შოიგუს გულის შეტევა უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის გამო ვლადიმერ პუტინისგან მკაცრი საყვედურის მიღების შემდეგ დაემართა და რეაბილიტაციის კურსს „ბურდენკოს“ სამხედრო ჰოსპიტალში გადის. 24 მარტს, ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, სად იმყოფება შოიგუ, რომელიც დიდი ხანია საჯაროდ აღარ გამოჩენილა და როგორ გრძნობს თავს. პუტინის პრესმდივნის პასუხი იყო, რომ მინისტრს „ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს, მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაცია და მედიით აქტიურობის დრო არ არის“ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
სერგეი ლავროვი: აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ემორჩილებიან დასავლეთში გაჩენილ ანტირუსულ ისტერიას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „ამ ტერმინს, რომელსაც ნაცისტური გერმანია იყენებდა, ახლა ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყენებს, როცა საუბრობენ იმის შესახებ, რისი გაკეთება სურთ რუსეთის ფედერაციისთვის,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები არ მალავენ და საჯაროდ აცხადებენ, რომ მათი მიზანია გაანადგურონ, დაახრჩონ რუსეთის ეკონომიკა და მთლიანად რუსეთი. ლავროვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ემორჩილებიან დასავლეთში გაჩენილ ანტირუსულ ისტერიას“. „რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ სახელმწიფოების სტრუქტურებთან ურთიერთქმედების გაძლიერებაზე, რომლებსაც არ შეხებია ანტირუსული ისტერია და ეს, როგორც უკვე ვთქვი, საერთაშორისო საზოგადოების წევრების აბსოლუტური უმრავლესობაა და თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის რაოდენობას, ეს არის მსოფლიოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი,“- აღნიშნა ლავროვმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ შვეიცარიამ $6 მილიარდზე მეტი სანქცირებული რუსული აქტივი გაყინა ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
მძღოლის ფული აღარ მაქვს, ცოლს უნდა ვთხოვო სამსახურში მატაროს - სანქცირებული რუსი ბიზნესმენი
სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, პეტრე ავენი Financial Times- თან ვრცელ ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაწესებულ სანქციებზე საუბრობს. „ალფა ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სანქციების გამო ძალიან გაუჭირდა და ახლა 30 წლიანი ბიზნესი წყალში ეყრება. „ბიზნესი სრულად გამინადგურდა, რასაც 30 წელი ვაშენებდი, წყალში ჩაიყარა. ახალი ცხოვრება როგორ დავიწყო? მძღოლისა და და დამლაგებლის ფული აღარ მაქვს, მანქანის მართვა არ ვიცი, ცოლს ან გერს უნდა ვთხოვო, სამსახურში მატარონ. არ ვიცი, ასე როგორ გაგრძელდება“,– ამბობს ავენი. „ფორბსის“ 2021 წლის მონაცემებით, ავენის ქონება $5 მილიარდად იყო შეფასებული. ახლა ბიზნესმენი ლონდონში ცხოვრობს და მისი ყველა ანგარიში დაყადაღებულია. რუსი მეწარმე და „ალფა-ბანკის“ დამფუძნებელი, მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი Bloomberg-თან აცხადებს, რომ სანქციების გამო ანგარიშების გაყინვის და საბანკო ბარათების დაბლოკვის შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის
ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთს დიდი დანაკარგების გამო არ სურს ურბანულ ბრძოლებში ჩართვა
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ რუსეთის არტილერია ქალაქების დაბომბვას განაგრძობს, რადგან სამხედრო ძალის დანაკარგები შეზღუდოს და უკრაინის თავდაცვის ძალების დემორალიზება გამოიწვიოს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კვლავ გრძელდება ალყა უკრაინის რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარშემო, მათ შორისაა ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი. "რუსული ძალები თავს არიდებენ ურბანულ ფართომასშტაბიან ოპერაციებს, უფრო მეტად ურჩევნიათ დაეყრდნონ საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის განურჩეველ გამოყენებას დამცავი ძალების დემორალიზების მიზნით". - ნათქვამია სამინისტროს ახალ ანგარიშში. როგორც დაზვერვის მასალებიდან ჩანს, რუსეთი განაგრძობს ურბანულ ტერიტორიებზე ძლიერი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, რათა შეამციროს საკუთარი, უკვე არსებული, სერიოზული დანაკარგები მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის ფასად. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „დონბასის სრულად განთავისუფლებაზე“ კონცენტრირდება. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ CNN: რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უკრაინაში გადაჰყავს რუსეთმა უკრაინაში „სპეცოპერაციის“ სამიზნე ისევ შეცვალა - მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინის მთავრობის წევრებს შეხვდება
დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას შეხვდება. ამის შესახებ უკრაინული მედია „თეთრ სახლზე“ დაყრდნობით წერს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯო ბაიდენისა და დიმიტრი კულებას შეხვედრა პირისპირ პირველად გაიმართება. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ჩაერთო. პოლონური მედია წერს, რომ აბრამოვიჩი ვარშავაში ჯო ბაიდენთან შესახვედრასდ ფარულად ჩავიდა. ასევე წაიკითხეთ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა - Financial Times
ზელენსკი: ბირთვულმა სტატუსმა რუსეთს არ უნდა მისცეს უსამართლოდ მოქცევის უფლება
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ დოჰაში, „დელფის ფორუმზე“ ჩართვისას განაცხადა, რომ რუსეთი არ იღებს საკადრის პასუხს ჩადენილი ბოროტებისთვის. „რუსეთი იყენებს ბირთვულ სტატუსს და მთელ მსოფლიოს ემუქრება. ამიტომ საჭიროა საერთაშორისო ინსტიტუტების რეფორმირება სამართლიანობის აღსადგენად“, - განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 31-ე დღეა სამართალს ვერ პოულობს. „ჩვენ არ შეგვიძლია ვიპოვოთ სამართალი მსოფლიოში უკვე 31-ე დღეა მას შემდეგ რაც ქვეყანა, რომელიც უკრაინაზე 28-ჯერ დიდია, ჩვენთან სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა. ჩვენ დამოუკიდებლად ვიცავთ ქვეყანას ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს. 22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. ასევე წაიკითხეთ პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა
იაპონურმა ბანკებმა Sberbank-თან დოლარის ტრანზაქციები შეაჩერეს
იაპონური ბანკები რუსულ Sberbank-თან დოლარის ტრანზაქციებს აღარ ახორციელებენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს. აშშ-მა Sberbank-ი CARTA-ს სიაში დაამატა. შედეგად, ამერიკულ ბანკებს 26 მარტიდან მისი საკორესპონდენტო ანგარიშების დაბლოკვა დაევალათ. OFAC-ის სპეციალური ნებართვის გარეშე, ამერიკული ფინანსური ინსტიტუტები ვერ შეძლებენ გახსნან და შეინახონ Sberbank-ისა და მისი შვილობილი კომპანიების საკორესპონდენტო ანგარიშები, ასევე მიიღონ ტრანზაქციები მათი მონაწილეობით. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და რუს პოლიტიკოსებს, ოლიგარქებსა და კომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში შეჭრის გამო იაპონიის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, მოსკოვი ტოკიოსთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წყვეტს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისათვის, მოსკოვი და ტოკიო 20-ე საუკუნის 50-იანი წლებიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. მაგრამ კურილის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებით ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტი შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. კურილის სამხრეთ ნაწილი, საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიითვისა. ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა
უკრაინის გაზსაცავები ევროპული გაზის სტრატეგიული მარაგის მისაღებად მზადაა - გერმან გალუშენკო
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის გაზსაცავები ევროპული გაზის სტრატეგიული მარაგის მისაღებად მზადაა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. რეგიონის ენერგეტიკული პარტნიორობის ფარგლებში უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებს მიწისქვეშა გაზსაცავებს ბუნებრივი აირის სტრატეგიული მარაგებისთვის სთავაზობს. „ბუნებრი აირის ერთობლივი შესყიდვა და შენახვა უკრაინის გაზსაცავებში ევროკავშირის ქვეყნებს სახელმწოფო აგრესორისგან თავის დაღწევისა და რესურსების საიმედო მიწოდების საშუალებას მისცემს მთელი ევროპული კონტენტისთვის“, - აღნიშნა გაკუშენკომ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რათა ევროპის რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება შეამცირონ. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ აშშ ევროკავშირს მიაწვდის, სულ მცირე, თხუთმეტ მილიარდ კუბურ მეტრ საწვავს წლის ბოლომდე. ევროკავშირმა უკვე განაცხადა, რომ შეამცირებს რუსული გაზის მოხმარებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი: გავიდა დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა
პუტინმა ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა - ბორის ჯონსონი
პუტინმა ბარბაროსობის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, ახლა NATO-ზეა დამოკიდებული რომ დავინახოთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინის მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს საგანგებო სამიტის დაწყებამდე გააკეთა. წერს independent. „ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინმა ბარბაროსობის ყველა წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა, ახლა NATO-ზეა-ზეა დამოკიდებული რომ დავინახოთ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინის მოსახლეობისთვის, რათა დაიცვან თავი. დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური მარწუხების გასაძლიერებლად, ძალიან მნიშვნელოვანია შეძლებისდაგვარად სწრაფად, ერთად ვიმუშაოთ საქმეების დასასრულებლად, რომ სანქციები იყოს უფრო მკაცრი", - თქვა ბორის ჯონსონმა. ცნობისათვის NATO-ს საგანგებო სამიტზე ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებით „უფრო მეტად დავეხმარებით უკრაინელებს" და უფრო სწრაფად დამთავრება ომი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ - სისხლისღვრის პირველი 3 თვე
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი თვე გავიდა. 24 თებერვლიდან ათასობით ადამიანი გახდა საომარი მოქმედებების მსხვერპლი, ათიათასობით დაშავდა, მილიონობით უკრაინელი კი დევნილად იქცა. 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეგრეთ წოდებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო, ხოლო 24 თებერვალს დილით „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა, დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში“. ასე დაიწყო ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. რუსეთის ჯარები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სეპარატისტების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გავლით შევიდნენ. ამავდროულად, რუსეთის ტერიტორიიდან ჯარები შევიდნენ ხარკოვის, სუმის და ჩერნიგოვის რეგიონებში, ხოლო ბელორუსის ტერიტორიის გავლით უკრაინის ჩერნობილის რეგიონში. კიევის მახლობლად საჰაერო თავდასხმის ძალები დაეშვნენ და უკრაინის დედაქალაქის ბლოკირებისთვის სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ომის მეორე თვეს რუსეთის არმიამ დაიწყო ჯარების გაყვანა კიევიდან და ჩერნიგოვიდან. უკრაინის არმიამ ქვეყნის ამ ტერიტორიებზე სრული კონტროლი დაიბრუნა. უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, კიევში ცხოვრება შედარებით უსაფრთხო გახდა, თუმცა რუსი სამხედროები უკრაინის სტრატეგიულ რაიონებში შორი დისტანციის სიზუსტის იარაღს აქტიურად დღემდე იყენებენ. შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების გადაწყვეტილების ფონზე გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება, რუსეთის არმიამ, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გააძლიერა დარტყმები საბრძოლო მანქანებისა და იარაღის საცავებზე. მოსკოვმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნების მანქანები, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან, რუსული არმიის ლეგიტიმური სამიზნეა. მარიუპოლი ნანგრევებად იქცა. უკრაინის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქის - ხარკოვის რაიონში კი საომარი მოქმედებები დღემდე არ წყდება. ხარკოვის რეგიონის დასახლებების ნაწილი ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა. ხარკოვის მაცხოვრებლების წინააღმდეგობამ მოსკოვს უკრაინის ამ ნაწილზე კონტროლის უზრუნველყოფის საშუალება არ მისცა. რუსეთის ჯარებმა ომის პირველ თვეს აზოვის ზღვის სანაპიროს დაკავება შეძლეს და მალე აიღეს საპორტო ქალაქი ბერდიანსკი. ერთთვიანი ალყის შემდეგ დაეცა მარიუპოლი - უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი აზოვის ზღვის სანაპიროზე. მარიუპოლში რუსეთის არმიას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა. ქალაქის ნაწილი, სადაც წლის დასაწყისში ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ნანგრევებადაა ქცეული. მაისის შუა რიცხვებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 2439 უკრაინელმა მებრძოლმა, რომლებიც იცავდნენ აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიას, იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ. უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ მებრძოლები ჩაბარდნენ დატყვევებულ რუს ჯარისკაცებთან შემდგომი გაცვლის პირობით. კიდევ ერთი დიდი ქალაქი, რომელიც რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ მოექცა, არის ხერსონი, ქვეყნის სამხრეთით. ხერსონში რუსული რუბლი მიმოქცევაში შევიდა და რეგიონის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის გამოცხადება განიხილება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერთ-ერთ განცხადებაში აღიარა ხერსონის რუსეთთან შეერთების შესაძლებლობა. "უკრაინელი ხალხი თავად განსაზღვრავს თავის ბედს", - განაცხადა რუსეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა. ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონების დაბომბვა, დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები და არის მსხვერპლი. მოსკოვის განცხადებებმა დნესტრისპირეთის რეგიონში, მოლდოვას პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ვითარებასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოიწვია უკრაინის ფარგლებს გარეთ საომარი მოქმედებების გავრცელებასთან დაკავშირებით. საყურადღებოა ცენტრალური სამხედრო ოლქის (CVO) მეთაურის მოადგილის, გენერალ-მაიორ რუსტამ მინეკაევის გამოსვლა, რომელიც ამბობს, რომ „უკრაინის სამხრეთით კონტროლი კიდევ ერთი გამოსავალია დნესტრისპირეთში, სადაც ასევე არსებობს, რუსი მოსახლეობის ჩაგვრის შესაძლებლობა. ამის შემდეგ, 25 აპრილს, ტირასპოლში „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობიდან ყუმბარმტყორცნიდან გაისროლეს. აფეთქებები ასევე მოხდა დნესტრისპირეთის რიგ სხვა პუნქტებშიც. ზოგიერთმა მშვიდობიანი მოქალაქემ მზარდი დაძაბულობის ფონზე დატოვა რეგიონი. ომში დაღუპულთა რაოდენობის სტატისტიკა არ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ ბოლოს მარტის ბოლოს გამოაცხადა მონაცემები, რომლის მიხედვითაც უკრაინაში რუსული არმიის ზარალმა 1351 ადამიანი შეიწირა, დაშავდა 3825 ჯარისკაცი. ამავდროულად, მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ზარალი იმ დროს შეადგენდა 23 367 ადამიანს. შემდგომ, ამ საკითხზე ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა. იმავდროულად, უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ მაისის ბოლოსთვის 29 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ ამ დრომდე მონაცემები არ არსებობს. გაეროს მონაცემებით, უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეები ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. სამჯერ ბელორუსიაში და ერთი თურქეთში. ბელორუსიაში მხარეებმა მხოლოდ ჰუმანიტარული დერეფნების შეთანხმება შეძლეს კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შუამავლობით 29 მარტს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად უკრაინულმა მხარემ რუსეთს მომავალი წერილობითი შეთანხმების პრინციპები გადასცა. შეთანხმება ითვალისწინებდა უკრაინის უარს ნატოში გაწევრიანებაზე, ნეიტრალურ სტატუსს, ატომურ იარაღზე და მასობრივი განადგურების სხვა იარაღზე უარის თქმას, ქვეყანაში უცხოური ჯარებისა და ბაზების განთავსებაზე, სამხედრო წვრთნებს გარანტორი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, თანხმობით. შეთანხმებაში გათვალისწინებული იყო, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ იმოქმედებდა ყირიმსა და დონბასის ტერიტორიებზე, სანაცვლოდ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ აპროტესტებდნენ. მოგვიანებით, 17 მაისს, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინაში ვითარება მკვეთრად შეიცვალა რუსეთის თავდასმის შენდე შემდეგ და კიევმა შეაჩერა მოლაპარაკებები რუსეთთან.