თეგი: ონლაინ შოპინგი
ამერიკელებმა „შავ პარასკევს“ ონლაინ შოპინგისას რეკორდული თანხა დახარჯეს
აშშ-ში მომხმარებლებმა, მადლიერების დღის შემდეგ „შავ პარასკევს“ ონლაინ შოპინგისას $9,12 მილიარდი დახარჯეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს. აღნიშნულია, რომ მთლიანი ონლაინ გაყიდვები ამ დღეს, წელიურ ჭრილში 2,3%-ით გაიზარდა, განსაკუთრებით ელექტრონიკის სექტორში. ელექტრონიკის სექტორში ონლაინ გაყიდვები ოქტომბრის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 221%-ით გაიზარდა. კიდევ ერთი პოპულარული კატეგორია იყო სათამაშოები, სადაც გაყიდვები 285%-ით გაიზარდა, ასევე ფიტნეს აღჭურვილობა 218%-ით. თუმცა ბევრი მყიდველი დათანხმდა განვადებით გადახდას ფასების ზრდისა და ინფლაციის გამო. ამ გადახდის სქემით შესყიდვების რაოდენობა გასულ კვირასთან შედარებით 78%-ით გაიზარდა. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ წელს ასევე სმარტფონების შესყიდვაზე, ონლაინ შოპინგისას - 48%-ი დაიხარჯა, გასულ წელს გახარჯული თანხის მაჩვენებელმა 44%-ი შეადგინა.