თეგი: ოპეკი

OPEC-ის ხელმძღვანელი გარდაიცვალა

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) გენერალური მდივანი, ნიგერიელი პოლიტიკოსი მოჰამედ ბარკინდო 63 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ნიგერიის ნაციონალური ნავთობის კორპორაციის (NNPC) ხელმძღვანელი მელე კიარი Twitter-ზე წერს. კიარის ცნობით, ბარკინდო 5 ივლისს გვიან საღამოს გარდაიცვალა. გარდაცვალების დღეს იგი ნიგერიის პრეზიდენტ მუჰამადუ ბუჰარის შეხვდა, იტყობინება OPEC-ის პრესსამსახური. ბარკინდოს კარიერა ნავთობის სფეროში ოთხ ათწლეულზე მეტს ითვლის - OPEC-მდე ის მუშაობდა ნიგერიის ნავთობის ეროვნულ კორპორაციაში, Duke Oil-ში, ასევე - ნიგერიის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროებში. ბარკინდომ OPEC-ის გენერალური მდივნის თანამდებობა 2016 წელს დაიკავა.