თეგი: ოპოზიცია
MDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ არჩეული პოლიტიკური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ
გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ არჩეული პოლიტიკური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას - პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, პასუხები ასე გადანაწილდა. ვეთანხმები - 31%; არ ვეთანხმები - 53%; არ ვიცი - 15%; უარი პასუხზე - 1%. ცნობისთვის, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე კრიტიკული მოსაზრებები უკრაინის ელჩს გააცნეს
ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდნენ. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი არ გამოხატავს არც ოპოზიციზიური პარტიების და არც ქართველი ხალხის პოზიციას და ამის შესახებ ესაუბრნენ უკრაინელ დიპლომატს. თავის მხრივ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, რომლის პარტიაც არ მონაწილეობს რეზოლუციის გარშენო მიმდინარე დისკუსიებში, განააცხადა, რომ რომ მნიშნელოვანია არა რეზოლუცია, არამედ აქტიურობა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. „ასეთ დროს ჩვენი მხარდაჭერის ხმა უნდა მივაწვდინოთ და ინფორმაციაც მოვიპოვოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, უკრაინისგან, რომელიც მაგალითს იძლევა, როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის. ჩვენი ბედი პირდაპირ მიბმულია იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში““, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ მედიას განუცხადა, რომ კატეგორიულად მიუღებელია „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი. „კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ იმ ვარიანტს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს შემოთავაზებული. ეს ვარიანტი არ ახსენებს ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას, აგრესიის ნამდვილი წყაროს ვინაობას. „ქართული ოცნების“ კაპიტულანტური საგარეო პოლიტიკა გრძელდება და ასახულია რეზოლუციის ტექსტშიც. შესაბამისად, ინტერფრაქციულ ოპოზიციურ ფორმატში ვისმჯელებთ იმის თაობაზე, როგორ მივაღწიოთ უკეთესი ვარიანტის მიღებას, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი უარესად არ მოისპოს „ქართული ოცნების“ მიერ“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროქტში, რომელიც 26 იანვარს შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ „უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. რეზოულუციის პროექტი სოლიდარობას უცხადებს „მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“. ოპოზიცია აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსი რადიკალურად შეიცვალა და მას მხარს არ უჭერენ. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ტექსტში რუსეთი არ არის ნახსენები. „ქარული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.
ბათუმის მერიის სხდომათა დარბაზიდან პოლიცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გაყვანას ცდილობს
ბათუმის მერიის სხდომათა დარბაზში სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სხდომათა დარბაზიდან გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობენ. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან, აუდიტის სამსახურის დასკვნასა და ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. ბათუმის მერიის მიერ 31 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში მერია აქტიურად თანამშრომლობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, როგორც ინფორმაციის მიწოდების, ასევე გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. „დასკვნაში აღნიშნული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შესრულებულია 2021 წლისათვის, ხოლო რეკომენდაციების ნაწილის შესრულება მიმდინარეობს დღეისთვისაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.
ნიკა მელია: მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ნოდარ შეროზიას არჩევას გამოეხმაურა. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ შანსები ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შემცირდეს. „მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას. რუსთავში დღეს „ქართული ოცნება“ დამარცხდა! - მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცლაა! რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დარწმუნებული ვარ სენაკსა და ზუგდიდშიც დამარცხდება „ქართული ოცნება“ და აუცილებლად ბათუმშიც. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევამციროთ ოცნების შანსები მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით აკონტროლოს ჩვენი ქალაქები და სოფლები! ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს ამ საქმეში!", - წერს ნიკა მელია. შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრი გახდა.
ქართველი ოპოზიციონერები უკრაინაში იმყოფებიან
კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლელოს დელეგაციის წევრებმა დღეს რადაში შეხვედრები გამართეს. „ლელოს“ პრესსამსახურის ცნობით, პროტოკოლით გათვალისწინებული ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, სიმბოლურად ლელოს ლიდერებმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს დროშა გაშალეს. „ყველა ქართველის სახელით ხელისუფლების სამარცხვინო ქცევა გამოვასწორეთ. ჩვენ აღვმართეთ რადაში საქართველოს დროშა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იმ სამარცხვინო და ტრაგიკული პროცესების მერე, რომელიც ჩვენ გავიარეთ ქართულ პოლიტიკაში, დღეს რადაში პირველად გაიშალა ქართული დროშა, იქ სადაც მისი ადგილია. ჩვენ სამწუხაროდ ვნახეთ რომ როდესაც რამდენიმე დღის წინ, რადას დეპუტატებმა გაშალეს სხვადასხვა მხარდამჭერი ქვეყნების დროშები, იქ არ იყო ჩვენი ქვეყანის სიმბოლიკა, მაგრამ ჩვენ აღვადგინეთ ეს უსამართლობა და გავშალეთ ქართული დროშა იქ სადაც მისი ადგილია და სადაც უნდა ყოფილიყო, ჩვენი მეგობრების გვერდით. ქართველებიზ ხმა ახლა კიევში მკაფიოდ ისმის" - აცხადებს ლელოს ლიდერი გრიგოლ გეგელია. ვიზიტის ფარგლებში მამუკა ხაზარაძემ, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ ოფიციალური შეხვედრები გამართეს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში. ვიზიტის ფარგლებში „ლელოს“ ლიდერები ასევე შეხვდებიან გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ქართული დიასპორის წევრებს. პარალლეურად, 3 თებერვალს, „დროას“ წევრები, ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია, გიგა ლემონჯავა და ანასტასია მგალობლიშვილი კიევში რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი „დროას“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევები. „საუბარი შეეხო იმასაც, თუ რა ფორმით შეიძლება თანამშრომლობა და მუშაობა ორგანიზაციებს შორის, პროდასავლური ინტერესების გასატარებლად. ჰანა ჰოპკო უკრაინის რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ევრომაიდნის პროცესების ერთ-ერთი ლიდერია. ამჟამად ANTS-ის თავმჯდომარეა, ორგანიზაციის, რომლის მისია უკრაინის თანამედროვე და ძლიერ ევროპულ ქვეყნად გადაქცევაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მიმართავენ
არასამთავრობო ორგანიზაციები სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე განცხადებას ავრცელებენ და აღნიშანვენ, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. ორგანიზაციების ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მყარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. 7 თებერვალს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ოთხი დეპუტატისთვის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და კახა კუჭავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. მათ შორის, კომიტეტმა ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ხანდაზმული მუხლით ჯაფარიძის მიმართ სადავო გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საკითხი საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს. იმის გამო, რომ „ლელომ“ საქართველოსთვის პარტიული სიები ჩახსნა, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არავინ ჩაანაცვლებს და ამრიგად, პარტიას ერთი დეპუტატით ნაკლები ეყოლება პარლამენტში. ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღნიშნული მიზეზით უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტი. ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს. საკითხის პარლამენტის მიერ გადაწყვეტას კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია უფლებამოსილების შეწყვეტა კოლეგისათვის, პირველ რიგში, ქვეყნისა და ამომრჩევლის ინტერებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმე ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა და შესაძლოა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ, მაშინ როდესაც დეპუტატს უკვე შეწყვეტილი ექნება უფლებამოსილება. ჯაფარიძისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საფუძვლად განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი, რაც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო. აღსანიშნავია, რომ ამ საფუძვლით ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტმა პლენარული კენჭისყრისას უარი ერთხელ უკვე განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, ამ დროისთვის შალვა ნათელაშვილს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ განიხილავს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური“, - ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების თავდაპირველი ბოიკოტი კიდევ უფრო ასუსტებდა საკანონმდებლო ორგანოს და აღრმავებდა პოლიტიკურ კრიზისს. განცხადებით თანახმად, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა და საპარლამენტო კონტროლის კონკრეტული ინიციატივებითაც გამოვიდნენ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისათვის უფლებამოსილების უკანონოდ ვადაზე ადრე შეწყვეტა საგანგაშო ნიშანია, რომლის მიზანი შესაძლოა ოპოზიციის დასუსტება და შედეგად, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის არასრულფასოვნად განხორციელება იყოს. „ჩნდება ეჭვი, რომ ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის განზრახვა ასევე უკავშირდება ფრაქციის გააქტიურებას ანტიკორუფციული მიმართულებით და საქართველოში ელიტური კორუფციის დამდგენი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტას და საკითხი გადაწყვიტოს ქვეყნის ინტერესებიდან და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს დაიწყოს მსჯელობა პარტიების მიერ ე.წ. ჩახსნილი სიების აღდგენის შესაძლებლობაზე, რაც პოლიტიკური კრიზისის თავიდან არიდებას დაეხმარება. არსებული რეალობაც აჩვენებს, რომ სიების ჩახსნის პრაქტიკა პრობლემურია და პარლამენტში მანდატების გაუქმების, 150-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს რაოდენობრივი შემცირების და მისი არაქმედუნარიანობის საფრთხეს ქმნის“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხატია დეკანოიძე: საქართველოს პარლამენტში დღეს სირცხვილის დღეა, პარლამენტის კარები ჩაგვიკეტეს
საქართველოს პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარე პაპუაშვილმა, რომლის სახელიც ისტორიაში არ დარჩება, გადაწყვიტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდეს და პარლამენტის დარბაზი ჩაგვიკეტოს. დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში განაცხადა. „დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში, დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს ისტორიაში და არა მხოლოდ საპარლამენტო ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც ამ წუთებში კიევში რუსული დივერსიული ჯგუფები თავდაცვის ძალებს უტევენ, უმრავლესობამ სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილებით შეაგროვა უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერები და გადაწყვიტა, რომ დღეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა არ ჩაეტარებინა და პირველად საქართველოს ისტორიაში პარლამენტის დარბაზი არ გაეღო. საქართველოს პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარე პაპუაშვილმა, რომლის სახელიც ისტორიაში არ დარჩება, გადაწყვიტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდეს და პარლამენტის დარბაზი ჩაგვიკეტოს. ჩაუკეტოს საქართველოს მოქალაქეებს, ჩაუკეტოს უკრაინას, ჩაუკეტოს გმირებს, ვინც გუშინ და დღეს დაეცნენ. დღეს აქ საქართველოს და უკრაინის ჰიმნები უნდა გაგვეჟღერებინა და გვეთქვა მსოფლიოსთვის, რომ ჩვენც ოკუპირებულები ვართ, გვეთქვა, რომ უკრაინაში მიდის აგრესია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ცნობისთვის, პრემიერი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ჩაინიშნა, მისვლას არ აპირებს. ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,რომ ოპოზიციის „ამოცანა არის პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ვერ აირიდეს“. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ პარლამენტში სხდომა არ ჩატარდება, საბოლოოდ ეს არის კაპიტულაცია რუსეთის წინაშე, ეს არის განაცხადი „ქართული ოცნების", რომ არ აპირებენ იბრძოლონ ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ამავე თემაზე: პარლამენტში რიგგარეშე სხდომა 25 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა „საჭიროდ მიმაჩნია, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ უსაფრთხოების საბჭო, რომ გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 თებერვალს, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტმა რომ განაცხადა, მასთან შესულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის თხოვნა და აპირებს ხელის მოწერით დაეთანხმოს. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ხელს მოაწერს სალომე ზურაბიშვილი: მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო ყველა ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა პრემიერი: მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს ირაკლი ღარიბაშვილის: უკრაინაში ჩასვლა, ჩასვლისთვის არაფრის მომცემია
ოპოზიცია მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს. პირდაპირი პლენარული სხდომიდან
პარლამენტში დაპირისპირებაა, ოპოზიცია მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს. ოპოზიციის აღშფოთება უმრავლესობის წევრის მიერ უცენზურო სიტყვები გამოყენებამ გამოიწვია, რომელიც „ოპოზიციის მხრიდაბ რუსული საქმის კეთების“ კონტექსტში გამოიყენა. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, რამდენი დროშაც არ უნდა გამოფინოს პარლამენტში უმრავლესობამ უკრაინის მხარდასაჭერად, ხელისუფლება არცხვენს ქვეყანას, ქართველი ხალხი სოლიდარულია უკრაინის მიმართ.
სალომე ზურაბიშვილი: დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე
დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიურ მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს, ოპოზიცია კი, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას, უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს. „ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით ასევე გარეთ, დამაზიანებელია, და გარკვეულწილად საფრთხის შემცველი. ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას. ქვეყნის გარეთ კი, გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას. ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერც ერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს. ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა. ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არცერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არცერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარასარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები! ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ – და მაშასადამე ქვეყანამ – შეცვალა პროდასავლური კურსი! ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს. ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა „დროა“ კეტჩუპის და ფქვილის? ეს „სირცხვილია“. ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამითი ცდილობს, მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა. თუმცა ვეთანხმები ორივეს, ხელისუფლებას იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება და ოპოზიციას იმაში, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია. ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ, მთავრობის ცალკეული განცხადებებისა, თუ მოქმედებების შეფასებაში, რომლებიც უკრაინის ომს და ჩვენს უსაფრთხოებას ეხება. ასეთი განხილვები დახურულ, ოღონდ ინკლუზიურ ფორმატში, ყველას ჩართულობით, მოსმენით და აზრთა გაცვლით უნდა ხდებოდეს და შემდეგ ყველა უნდა იღებდეს მიღებულ გადაწყვეტილებზე ერთობლივ პასუხისმგებლობას. ამ ფორმატის შექმნა კი, ხელისუფლებას ევალება. ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ იმ ცალკეული პიროვნებების ქმედებების გარჩევაში, რომლებიც მიზანმიმართულად მანიპულირებენ და ცდილობენ ამ უმძიმეს დროს ორ მეგობარ ქვეყანას შორის დათესონ გაუგებრობა, წყენა, უთანხმოება და გააჩინონ რაიმე ბზარი. ყველასთვის გასაგებია და ამას ჩვენი პარტნიორებიც კარგად ხვდებიან, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი. მე არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რამეთუ პასუხი, ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ოპოზიციამ ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართა
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართა. დეპუტატების წერილში ნათქვამია, რომ „მთავრობის მიმართ არსებობს მოთხოვნა, ევროკავშირის კითხვარი საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, თუმცა ხელისუფლება თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება”. აქედან გამომდინარე, წერილის ავტორები „ითხოვენ დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში“. „უპირველეს ყოვლისა, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პირადი წვლილისთვის ევროკავშირის მიერ გასულ თვეში ჩვენი ქვეყნის სახელით შეტანილი ევროკავშირში გაწევრინებაზე განაცხადის პასუხად, შესაბამისი კითხვარის სწრაფ მიწოდებაში. უაღრესად დამაიმედებელია, რომ ევროკავშირმა აჩვენა პოლიტიკური ნება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის შესაბამისი განხილვის პროცედურის დაჩქარების საკითხში. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი მრავალი უთანხმოების მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, ჩვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ კონკრეტულ კომუნიკაციაში ჩვენ არ გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას ყველა იმ გადაუჭრელ საკითხზე, რომელიც დგას ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის კუთხით. ჩვენ არაერთხელ მოგმართეთ ამ შეშფოთებით როგორც თქვენ, ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტებს. თუმცა ცხადია, რომ არსებითი რეფორმების გარეშე, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების რთულ გზაზე ძნელი იქნება. ამის გათვალისწინებით და ასევე, შესაბამისი აღმასრულებელი უწყებების მიერ ევროკავშირის კითხვარზე პასუხის მომზადების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად, ჩვენ მოვთხოვეთ, მთავრობას გადმოეცა კითხვარი საზოგადოებისთვის, როგორც ხალხის, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესის გათვალისწინებით. აქამდე, მთავრობა თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება. ჩვენ გვესმის, რომ ევროკავშირის ინფორმირების შემდეგ მიმღებ მხარეს ე.ი. საქართველოს მთავრობას აქვს დისკრეცია, ევროკავშირის კითხვარი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ ვითხოვთ თქვენს დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში. თუ ევროკავშირის რომელიმე პროცედურული წესი ხელს უშლის მთავრობას აღნიშნულის გაკეთებაში, ჩვენ ასევე მადლობელი ვიქნებით ინფორმირებულები ვიყოთ ამის შესახებ”, - ნათქვამია წერილში. წერილს ხელს აწერენ არმაზ ახვლედიანი, დამოუკიდებელი დეპუტატი; თეონა აქუბარდია, „სტრატეგია აღმაშენებელი“; ანა ბუჩუკური, დეპუტატი „საქართველოსთვის“; ხატია დეკანოიძე დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; თამარ კორძაია, დამოუკიდებელი დეპუტატი; ანა ნაცვლიშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“; სალომე სამადაშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“; ხათუნა სამნიძე, დეპუტატი, "რესპუბლიკური პარტია“. ამავე თემაზე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უნდა ვუმადლოთ უკრაინას და ამ ქვეყნის ბრძოლას, რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ვერავინ იტყოდა, ეს დღე როდის დადგებოდა ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში ჩავიდნენ
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და ამავე პარტიის სხვა ლიდერები, კობა ნაყოფია და ეკა ხერხეულიძე უკრაინას ეწვივნენ. მათთან ერთად უკრაინაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. „მნიშვნელოვანია, რომ ამ დელეგაციის ფარგლებში მოგვეცემა შესაძლებლობა, ბევრ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. დღეს ჩვენ აქ და ახლა არ წარმოვადგენთ ქართულ ოპოზიციას. აქ და ახლა ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს რომლის უმრავლესობაც არის სოლიდარული უკრაინის მიმართ, - განაცხადა ნიკა მელიამ. „ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს უზრუნველყოფილი უკრიაინაში. ასევე, აჩვენოს კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. აჩვენოს კიდევ ერთხელ მებრძოლ ქართველებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც, გარკვეული ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და ეს ერთად დგომა არის უცვლელი; ამას არ ცვლის არაფერი", - განუცხადა „მთავარ არხს" გიორგი მარგველაშვილმა. დღესვე საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად კიევში გაემგზავრნენ უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა ოპოზიციონერი დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ანა ნაცვლიშვილი.
კონგრესმენი დევიდ სისილინი: ოპოზიციასთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა
ოპოზიციასთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დამოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი, - ამის შესასხებ კონგრესმენმა დევიდ სისილინმა განაცხადა. "გავიზიარებ სენატორი კუნსის დაკვირვებას. ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. როგორც იცით, ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დამოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი. ეს არის ჩვენი ქართველ ხალხთან თანამშრომლობის ძირითადი ნაწილი და მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გაგრძელდეს, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და ზოგიერთი რეფორმა, რომელსაც ისინი [ოპოზიციური პარტიები] განიხილავენ, იყოს გათვალისწინებული. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის გაგრძელებას დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებით მუშაობაში", - განაცხადა კონგრესმენმა. ცნობისთვის, სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს. ამავე თემაზე აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასდროს კმაყოფილდება - გზავნილები კონგრესის დელეგაციის ვიზიტიდან სენატორი კუნსი: ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ფართო წარმომადგენლობასთან სენატორი კრის კუნსი: დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუვაგდოთ სენატორების ვიზიტი: იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ ქეისი: ქართველები უკრაინელებს უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების ვიზიტზე: აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა
სენატორი კუნსი: ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ფართო წარმომადგენლობასთან
"ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ფართო წარმომადგენლობასთან. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა კრის კუნსიმ განაცხადა. "დემოკრატია მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, უსაფრთხოებასა და ძლიერ ეკონომიკას. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები მუდმივად ეხმარება საქართველოს ყველა ამ მიმართულებით, იქნება ეს მოსამართლეების გადამზადება, უსაფრთხოების მხარდაჭერა, ეკონომიკის გაძლიერება და [ქვეყნის] განვითარება. ევროკავშირის წევრობისკენ პოზიტიური ნაბიჯების გადასადგამად საჭიროა რეფორმების გაგრძელება საქართველოში. ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა და ვაფასებთ რომ დრო დაგვითმეთ და ვაფასებთ მედიის თავისუფლებას", - განაცხადა კუნსიმ. ცნობისთვის, სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს.
რა საკითხები წამოჭრა ოპოზიციამ დერეკ შოლესთან შეხვედრაზე: ამერიკა არის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიც და მომხრეც
არასამთვრობო სექტორს, თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. „ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ. ის გადაყვანილი იქნება შესაბამის ევროპულ სახელმწიფოში შესაბამის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში“, - ნიკა მელია. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიასთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც სრულყოფილად იყო საუბარი. „პოლიტიკური პატიმრობა, რომ სენსაციად აღარ აღიქმება ქვეყანაში, ეს არის უფრო შემაშფოთებელი ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ამ ვითარებას ამძიმებს გარემოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ის იბრძვის სიცოცხლისთვის და ებრძვის სიკვდილს. აქაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლების როლი“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ. რა საკითხები განიხილა არასამთავრობო სექტორმა დერეკ შოლესთან მელია იმედოვნებს, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ძალიან სწრაფად იქნება მიღებული ზომები. „ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანიც კი არ ისმის. თუ ვინმე არის კლასიკური, ყველა გაგებით პოლიტიკური პატიმარი, მედიის წარმომადგენელი, ეს პირველი შემთხვევა იყო. „ჩვენი მთავარი სათქმელი გახლდათ ის, რომ დღეს არის ძალიან დიდი უფსკრული საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს შორის. საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესში პარალელურად მთავრობა და ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად, პრაქტიკულად, დემოკრატიას უთხრის ძირს. ეს ნაბიჯები აბსოლუტურად შეუთავსებელია დასავლურ ღირებულებებთან. როდესაც შეხვედრა მიმდინარეობდა, პარალელურ რეჟიმში დასავლეთს როგორ ესხმის თავს „ქართული ოცნება“. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ვთხოვეთ, არ დატოვონ ქართველი ხალხი მარტო, დაუდგნენ მათ გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სხვა პოლიტიკას აწარმოებს. სანქცირების საკითხი ჩვენ არ დაგვიყენებია, მაგრამ საუბარი შეეხო იმას, რომ ჩვენ გვაქვს რეალურად, ერთი პარტიის მმართველობა, ერთი კაცის მმართველობა, რომელსაც მთელი პარტია ჰყავს დაქვემდებარებული და აბსოლუტურად ყველაფერი პარტიული ინტერესებით, პარტიული ინსტრუქციებით და მისი ინსტრუქციებით იმართება“, - განუცხადა მედიას თავის მხრივ, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძე მოსამართლეების სანქცირების შესაძლებლობაზე მიუთითა და უკრაინის მაგალითი მოჰყავს. „ჩვენ ვუთხარით შემდეგი რამ, სადაც არის მტკიცებულება, იქ უნდა იყოს კონკრეტული ქმედება და ეს ქმედება არის აუცილებელი თუნდაც, სასამართლოს შემთხვევაში. როცა ვამბობთ, რომ კლანია სასამართლოში, მაშინ უნდა მოხდეს, როგორც უკრაინაში დაიწყეს მოსამართლეების სანქცირება და ამან უშველა იქაურ მართლმსაჯულებას, დაახლოებით, ისე უნდა მოხდეს საქართველოს შემთხვევაშიც. რაც შეეხება ივანიშვილზე იქნება, თუ სხვაზე, ბევრ საკითხზე იყო საუბარი, დეტალებზე ვერ შევალ, ამის უფლება არ მაქვს. თუმცა, გულწრფელად ვიტყვი, ანიდან ჰოემდე იციან, რა ხდება საქართველოში, ძალიან კარგად ესმით რატომ ხდება ეს ყველაფერი. კიდევ ერთი მთავარი გზავნილი მათი მხრიდან - ამერიკა არის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიც და მომხრეც, რომ საქართველოში იყოს მშვიდობიანი, ოღონდ დასავლური განვითარება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, აღარც სჭირდება მსჯელობა, რომ საქართველო უკან მიდის დემოკრატიული რეფორმების კუთხით და ეს არის აშშ-ის გულწრფელი შეშფოთება. „გვარამიაზეც, ივანიშვილზეც, სასამართლოზეც, სააკაშვილზეც კითხვებს გვისვამენ“, - დაამატა ვაშაძემ. „გვაინტერესებდა, რა შეიძლება გააკეთოს ამერიკამ. ამასთან დაკავშირებით იყო ჩვენი მხრიდან პოზიციები დაფიქსირებული, თუ რა შეიძლება გააკეთოს ამერიკამ, რომ ქვეყანას დაეხმაროს. ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს კაცი, მთაზე, რომ ცხოვრობს მაინც აბრალებს ამერიკას თავისი ექსპერტების, ხელის ბიჭების პირით, რომ ამერიკა უშლის ხელს მას შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვებში, ვერტმფრენის ყიდვასა და ნახატების გამოტანაში. ჩემი პოზიცია იყო: რატომ არ შეუშლით ხელს?! ვგულისხმობ სანქციებს“,- აღნიშნავს თავის მხრივ, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე თბილისშია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ბოლო კვირების განმავლობაში ნათლად ჩანს საქართველოს სწრაფი ტემპით უკუსვლა დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზიდან. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან საუბარი იყო სანქციებზეც და იმაზე, რომ ხელისუფლების მოქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხო და დემოკრატიულ მომავალს და ამაზე საჭიროა, იყოს მკაფიო პოზიციონირება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის უფროსი მრჩევლის დერეკ შოლეს საქართველოში ჩამოსვლა თავისთავად გზავნილია. შეხვედრაზე შევეხეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს. ვახსენე საქართველოს ათასობით მოქალაქის წუხილი, რასაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან არ ახსენებს „ქართული ოცნება“. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა უსაფრთხო და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება და კარგად გვესმის, უსაფრთხო და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ დავრჩებით დასავლეთის ორბიტაზე, რისგანაც საქართველოს გადაქაჩვას მუდმივად ცდილობს „ქართული ოცნება“ თავისი განცხადებებით და ქმედებებით, ხელოვნურად გაჩერებული რეფორმებით, პოლიტიზებული მართლმსაჯულებით, მედიაზე ზეწოლით, სასამართლოს ჯიბეში ჩასმით, უსაფრთხოებს სამსახურების უკონტროლო მოქმედებით და მიტაცებული სახელმწიფოთი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველს დერეკ შოლეს საქართველოში ჩატარებული არცერთი შეხვედრის შემდეგ არ უსაუბრია მედიასთან. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენა, ასევე, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრება.
საპარლამენტო ოპოზიციამ ევროკავშირს ერთობლივი წერილით მიმართა
ოპოზიცია ევროკავშირს სთხოვს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი წერილი ევროინტეგრაციის საკითხებზე პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს საზოგადოებას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პარტია „მოქალაქეებიდან“, ლევან იოსელიანმა გააცნო. „საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც არის ჩვენი ხალხის კულტურული და ისტორიული არჩევანი. ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არის შესაძლებლობა, ქვეყანაში დაცული იყოს კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მედიათავისუფლება, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით შექმნილ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას მოჰყვა ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის, რაც ისტორიული მიღწევა იყო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვს ჩვენი ქვეყნებისთვის. დღეს, როდესაც რუსეთი სამხედრო აგრესიით უპირისპირდება უკრაინის სუვერენიტეტს და ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურას, როდესაც დასავლეთი ერთიანია რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის წინააღმდეგ, საქართველო ის პროდასავლური ქვეყანაა რეგიონში, რომლის 20% ოკუპირებულია და არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები. მიგვაჩნია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა. ევროკავშირის მიერ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის ამ კრიტიკულ დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც სურს დაყოს მსოფლიო გავლენის სფეროებად და ჩამოაშოროს ტრიოს ქვეყნები ევროპულ მომავალს. მტკიცედ გვწამს, რომ რუსეთის სურვილი თავის ორბიტაზე დააბრუნოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და შეზღუდოს ჩვენი დემოკრატია და სუვერენიტეტი, ვერ შედგება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვცემს იმედს, ძალას და შესაძლებლობას, ასრულდეს ჩვენი ერების ისტორიული ნება – გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია, შესაბამისად, ამ სტატუსზე უარი საზოგადოებაში აღქმული იქნება, როგორც უარი ქართველი ხალხის ნებას. ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების გამო არ უნდა გადაიხადოს ესოდენ მაღალი ფასი. შესაბამისად, მიუხედავად რეფორმების გზაზე არსებული პრობლემებისა და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლისა, ხელის მომწერი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დეპუტატები ვთვლით, რომ აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მივიღოთ ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. გთხოვთ, დადებითად გადაწყვიტოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის მართლმსაჯულებისა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და რუსეთის გავლენისგან საქართველოს განთავისუფლებას“, - ნათქვამია ოპოზიციის ერთობლივ მიმართვაში. წერილთან დაკავშირებით, „ევროპელი სოციალისტების" პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ჯერ პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ. „ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან, ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება, ბევრი გვქონდეს საკამათო, ბევრი განსხვავებული აზრი არსებობდეს, მაგრამ ევროკავშირი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ეს არის ამ ქვეყნის უპირობო არჩევანი“, - აღნიშნა თავის მხრივ, ლევან იოსელიანმა. ლევან იოსელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიმართვას საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა და დეპუტატებმა მოაწერეს ხელი. ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არიან „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატები. როგორც პარტიის პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ევროკავშირს 2 მაისს, მეორე ნაწილი კი, 10 მაისს გადასცა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა
საპარლამენტო ოპოზიციამ 7-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ევროპასთან დასაახლოებლად და რეფორმების განსახორციელებლად შვიდპუნქტიანი წინადადების პაკეტი წარადგინეს. გეგმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ წაიკითხა: ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში; საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ, მეორე და მესამე მოსმენით მიღება; შეწყდეს დასავლელ პარტნიორებზე, დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებსა და ელჩებზე თავდასხმა; უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, რომელშიც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული უკრაინაში; მთავრობამ მოამზადოს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას; ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა; მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა; დეპუტატების თქმით, ეს სია აერთიანებს იმ კონკრეტულ ამოცანებს, რომელთა შესრულებაც მომდევნო 3 კვირის განმავლობაში პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
მარტივად რომ შევაჯამოთ დღევანდელი დღე: „შეაყარე კედელს ცერცვი“ - გიორგი ვაშაძე
„დღევანდელი დღე არის „შეაყარე კედელს ცერცვი, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრის მოსმენას პარლამენტში. ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში მოუსმინეს. ვაშაძის თქმით, ვერანაირი გეგმა ვერ მოისმინეს, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება დარჩენილ 2 კვირაში იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. „ჩვენ გვქონდა კონკრეტული წინადადებები, 7 - პუნქტიანი გეგმა, რომელიც შევთავაზეთ, თუმცა, მათგან პასუხი არის მხოლოდ ტყუილი, ცრუ ბრალდებები და მუქარები. მარტივად რომ შევაჯამოთ, დღევანდელი დღე არის - "შეაყარე კედელს ცერცვი", ზუსტად ამ ვითარებაში ვიმყოფებით. იგონებენ ტყუილებს და ამაზე საუბრობენ. გული მწყდება, რომ ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს, ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც ერთიანობაზე ამბობს უარს, გახლეჩილობაზე დებს ფსონს და რომელიც აკეთებს ყველაფერს, რომ უარი მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე. ახლა ჯერი ჩვენზეა, ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ დასავლელ პარტნიორებს, რომ საქართველომ ისტორიული შანსი არ უნდა გაუშვას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ევროკავშირს სჭირდება ნათელი გზავნილი, უჭერს თუ არა საქართველოს ხელისუფლება მხარს სანქციების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს რუსეთთან მიმართებით - ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საქართველოს პრემიერს. „როდესაც აცხადებთ, რომ სანქციების პოლიტიკა არ არის შედეგის მომტანი, ამიტომ გვეუბნებიან, რომ გაგვიჭირდება თქვენთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. აქ რომ არის მოსული ივანიშვილის წარმომადგენელი, რომელსაც დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰქვია, ბრიუსელში გრძელი სია რომ გადასცეს, ნუ მაიძულებთ, რომ გამოვაქვეყნო ის სია. იმ გრძელ სიაში გვარამიას დაპატიმრება, რაც ბრიუსელში თქვენი ჩასვლის დღეს მოხდა, არის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად წარმოჩენილი. საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ხელისუფლება ასე გექცევათ, გამოიყენეთ შეწყალების უფლება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. დღეს ამ დარბაზში მოვიდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ბრიუსელში ჩასვლისას თავზე ნაცარს იყრიდეს, რადგან მის ქვეყანაში დამოუკიდებელ მასმედიას დევნიან და თავად იყო წამახალისებელი 5 ივლისს მომხდარი ძალადობის და დღემდე დაუსჯელი და გამოუძიებელია და პირველ საკითხად არის შესული პრობლემების სიაში, რომელიც გადმოგვცეს, ამის ნაცვლად, ის აცხადებს, რომ ქვეყანაში პრობლემები არ გვაქვს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. მისმა კოლეგამ ანა ნაცვლიშვილმა პრემიერს ჰკითხა, რა გარანტიები აქვთ დღეს მოქალაქეებს, რომ საქართველოში შექმნილი „შავი ხვრელით“ არ ფინანსდება უმძიმესი დანაშაულები უკრაინაში. ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა არის, თუ არა იმის გარანტია, რომ ასეთი „შავი ხვრელი“ არ არსებობს. „ბატონო პრემიერო, თუ სწორად გავიგე, თქვენ ამ დარბაზში აღიარეთ, რომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს სანქციების ნაწილს ლუგანსკთან და დონეცკთან მიმართებით შეუერთდით. მაშინ, რატომ ატყუებდით საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც ამბობდით, რომ თუ საქართველო სანქციებს შეუერთდება, ეს იქნება ქვეყნის ომში ჩათრევა. მაშინ ტყუოდით თუ ახლა ტყუით? ხომ აბრალებდით ოპოზიციას, რომ სანქციების მიერთებას ითხოვთო. ჩვენ სანქციების მიერთებაზე კითხვა არ გამოგვიგზავნია, არც უკრაინასთან მიმართებით გამოგვიგზავნია კითხვა. როგორც ჩანს, კითხვა ვერ გაიგეთ ჩვენ გკითხეთ, როგორ არის დაცული საქართველო იმისგან, რომ რუსეთმა არ გამიყენოს ჩვენი ქვეყანა და არ გადააქციოს ის „შავ ხვრელად“, რა გარანტიები აქვთ დღეს, საქართველოს მოქალაქეებს,რომ აქ შექმნილი „შავი ხვრელით“ არ ფინანსდება უმძიმესი დანაშაულები უკრაინაში. გვაქვს თუ არა გარანტია, რომ ასეთი „შავი ხვრელი არ არსებობს“. არსებობს თუ არა სისტემა, რომელიც დაიცავს საქართველოს. თქვენ, აქ, 15 წუთის განმავლობაში იდექით და ვერ თქვით, რომ სისტემა არსებობს. ბატონო პრემიერო, თუ თქვენ არ იცით, მე გეტყვით, რომ სახელმწიფო არ იმართება ზეპირი განცხადებებით, სახელმწიფო არც დაპირებებით იმართება. სახელმწიფო იმართება დოკუმენტებით და საკანონმდებლო აქტებით. თავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ ასეთი ფაქტები შავი ხვრელი არ არსებობს, თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, მერწმუნეთ, რომ აქედან სახლში არ წახვალთ. ძალიან ცუდ ადგილას წახვალთ და მე, გულწრფელად არ გისურვებთ,რომ იმ ადგილას წახვიდეთ. კითხვა მიემართება იმას, რომ სახელმწიფომ რა სამართლებრივ-ადმინისტრაციული ნაბიჯები გადადგა, გაქვთ თუ არა სამოქმედო გეგმა, შესაბამისი კანონმდებლობა, მონიტორინგის სისტემა და ბოლოს და ბოლოს, გაქვთ თუ არა კოორდინაციის სისტემა სახელმწიფო ორგანოებს შორის, რომ ჩვენ ვიყოთ დაცულები. თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ რუსეთი შეეცდება საქართველო გამოიყენოს „შავ ხვრელად“? რუსეთის კეთილშობილების მტკიცებას იმედია, არ დაიწყებთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. „თქვენ საერთოდ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, ემსახურებით სხვა სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოებს. ამაზე გიფიქრიათ საერთოდ ოდესმე?! ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ“, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ოპოზიციას. ღარიბაშვილის განცხადებით უკრაინის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და გაუგებარია, თუ როგორ არ უჩნდებათ მათ ელემენტარული პროტესტი. „ჩვენ, სამწუხაროდ, მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მორიგი აღიარება. მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რეალურად რა ხდება და რატომ არის ეს არაფრისგან გამოწვეული აჟიოტაჟი. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი გამოვიდა და თქვა, რომ სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში. ადამიანმა თქვა გამოსვლისას, არამხოლოდ მათი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ მეორე ფრონტი უნდა იყოს საქართველოსა და მოლდოვაში. ამის შემდეგ თქვენ მოგმართავთ, ამ შემთხევაში როგორც საქართველოს მოქალაქეებს, როგორ არ გიჩნდებათ ელემენტარული პროტესტი, რომ ამის შემდეგ იგივეს აგრძელებთ?! მინდა კიდევ ერთი შეგახსენოთ: ასეთი პიროვნებაა ერთი, თუ არ ვცდები, არესტოვიჩი, გამოვიდა და თქვა, რომ ეს მთავრობა არ არის ომის მთავრობა, აქვე მოიყვანა მაგალითი, სააკაშვილი რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, რუსეთთან ომს გამართავდა, დღეს ეს ხელისუფლება არ წავიდა ომზე რუსეთთან. ეს, ფაქტობრივად, მეორე აღიარებაა. თქვენგან არავითარი რეაქცია და რეაგირება არ გამიგია. თქვენ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, საქართველოს თუ სხვა სახელმწიფოს, ან სახელმწიფოებს?! ამაზე გიფიქრიათ საერთოდ?! ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცენ პასუხი ყველამ!? , - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციონერებს.
ოპოზიციონერებზე თავდასხმის თემის განხილვას პარლამენტში ხმაური მოჰყვა
მმართველი პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერებმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება ძალადობის წახალისებად შეაფასეს. „იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ შევისწავლით ამ ძალადობის უკან როგორ იდექით თქვენ და როგორ უნდა დაისაჯოთ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც ქვეყანაში ძალადობის გარემოს შექმნის გამო და იმის გამო, რომ მიმდინარე კვირას ევროპარლამენტი, რომელმაც უნდა მიიღოს რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად, იძულებულია, ამის ნაცვლად მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც საუბარი იქნება ქვეყანაში მასმედიის უფლებების შევიწროებაზე, პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებასა და რუსულ ოლიგარქიულ მმართველობაზე“, - აღნიშნა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. `ფრთხილად, ბატონო ირაკლი, კომუნისტებისგან მოყოლოებული ეს ტექსტებია ბერძენიშვილებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერავინ შეძლო მიღწევა. თქვენი მიაზანია, რეალური პრობლემიდან გადაიტანოთ ყურადღება...“, - მიმართა ირაკლი კობახიძეს „რესპუბლიკური“ პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები ახალი დროის ბოლშევიკები არიან, რომლებიც ცდილობენ, პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები 100 წლის წინ ანგრევდნენ“. შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
ამერიკის საელჩო: დემოკრატიაში ოპოზიცია სასიცოცხლო როლს თამაშობს, მოქალაქეების ინტერესების წარდგენისა და ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი თბილისში ვიზიტისას ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. კარა მაკდონალდი ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა „ნებისმიერ წარმატებულ დემოკრატიაში ოპოზიცია სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეების ინტერესების წარდგენისა და ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით. საქართველოს ოპოზიციური პარტიების შთამბეჭდავი მრავალფეროვნება აქვს და სასიამოვნოა მათი მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ძალისხმევის ხილვა“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში. რა საკითხები განიხილა კარა მაკდონალდმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დემოკრატიული რეფორმები არის გზა ამ მიზნის მისაღწევად - კარა მაკდონალდი დღეს, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრისას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მთავრობის ერთგულება პლურალისტული, ინკლუზიური მმართველობის მიმართ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს ამერიკის საელჩოს განცხადებით, კარა მაკდონალდი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული რეფორმები არის მათი შემდგომი გზა. დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. მისი ვიზიტი 13 ივნისამდე გრძელდება. საქართველოში ჩამოსვლამდე, კარა მაკდონალდი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.
პრეზიდენტი: მივმართავ ხელისუფლებას, ანტიევროპული რიტორიკისგან თავი შეიკავოს. მივმართავ ოპოზიციას, შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა, „ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან, თავი შეიკავოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციასაც მიმართა და აღნიშნა, რომ მათ „დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება” უნდა შეაჩერონ. „მივმართავ ხელისუფლებას, რომელსაც ჩემი ბევრი ნათქვამი აქ არ მოეწონება - გაითვალისწინოს მოსახლეობის ურყევი, 30-წლიანი თუ არა 30-საუკუნოვანი მისწრაფება და ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. ეს რიტორიკა მხოლოდ პოპულიზმით ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება და ვერ გამოიტანს შედეგს. მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში მიზნით, რომ ამ ხელისუფლების დესტაბილიზაცია და ძალაუფლებაში მოსვლა ამ დესტაბილიზაციას მოჰყვება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ოპოზიციის ნაწილი 16 ივნისს შეკრებაზე პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა
ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის შეთავაზებას იღებს და 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავს. ერთ-ერთია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, რომელიც აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური პარტია 16 ივნისის შეკრებას შეუერთდება. „დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა. ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად. „ლელო” იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე. საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა!!”, - ნათქვამია Facebook-ით გავრცელებულ განცხადებაში. 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას, - „მიიჩნევს ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომლისთვისაც „გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ზურაბიშვილი“. მელია სვამს კითხვას, თუ რომელ პრობლემებს აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია. „სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ, რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს); მოდის საქართველოში იმისათვის, რომ იმოქმედოს და პასუხისმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე - და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას?!; არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას; რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ, ან ბრიუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?!; 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას; იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს; გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი ზურაბიშვილი, თუმცა სრულიად გასაგებია რა არის ქართველი ხალხის ნება - ევროპული მომავალი! 20 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველზე“, - აღნიშნავს ნიკა მელია. „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ორივე აქციაზე მისვლას ემხრობა. „17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ევროპის მოედანზე 19:00 საათზე ლოგიკური არაა? 20 ივნისსაც მივიდეთ. დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა! მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე! ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ - ჩვენ ჰორიზონტალურ „მე იქ მასთან არ მივალ“ - ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს - ევროპას და ბარბაროს რუსებს დავენახოთ რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები ვართ! განა პრეზიდენტის, განა პარტიების - საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16 ში - ევროპასაც და ჩვენ მტრებსაც დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ! მოვუწოდებ „სირცხვილიას" ჯგუფს რომ ასევე ომახიანად და გულიანად შეუერთდენ 16-ის აქციას და ერთად მოვითხოვოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა! 20-შიც ერთად ვიყოთ, მაგრამ ჯერ 16-ში, გადაწყვეტილების წინ შეკრება იქნება ყველაზე სწორი და სახელმწიფოებრივი რამ! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“.
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიის დასკვნას პოლარიზაციისთვის იყენებს, აქციაზე ეცდებიან არეულობას
რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიის დასკვნას პოლარიზაციისთვის იყენებს, აქციაზე ეცდებიან არეულობას, ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რომელსაც ნატრობენ, თუმცა ვერც ერთი სცენარი ვერ იქნება წარმატებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „ევროკომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ ამას ველოდით, პროგნოზები გვქონდა ამასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო არა, ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი, რისი პირველი მცდელობაც ექნებათ დღეს, დღევანდელ აქციაზე. ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რასაც ნატრობენ საქართველოში, თუმცა რა თქმა უნდა, ვერც არეულობის სცენარი იქნება წარმატებული და ვერც ომის სცენარი, ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს“, – განაცხადა კობახიძემ. დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ასევე წაიკითხეთ: ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა
კახა კალაძე: იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში დეპოლარიზაცია შესაძლებელია
გულდასაწყვეტია, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხდა, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველივე დღიდან დაიწყება მუშაობა პირობების შესასრულებლად. იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში დეპოლარიზაცია შესაძლებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „ჩვენ მზად ვართ ყველაფრის შესასრულებლად. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღწეული, პირველივე დღიდან დაიწყება კომუნიკაცია, დაიწყება მუშაობა ამ პირობების შესასრულებლად. მისასალმებელია, რომ პირველად ჩაიწერა ოფიციალურად ევროპული პერსპექტივა, მაგრამ გულდასწყვეტია ის, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხდა. და ვიცით, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწვეტილება. ამაზე ღიად საუბრობდნენ ევროპელი ლიდერები. უკრაინასთან მიმართებაში ომის გამო იქნა ეს გადაწყეტილება მიღებული, თუმცა გულწრფელად მინდა, უკრაინას, მოლდოვას მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. მათაც აქვთ შესაბამისი დათქმები განსახორციელებელი და ვიმედოვნებ, ისინიც შეძლებენ განხორციელებას“,- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისია აღიარებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობას, თუმცა არ ივიწყებს ევროპული რეფორმების მიმართ არასახარბიელო მდგომარეობას - მარკეტა გრეგოროვა
ოპოზიცია დეპოლარიზაციაზე პრემიერის განცხადებას ეხმაურება
პრემიერის განცხადებას დეპოლარიზაციაზე, ოპოზიციაში აფასებენ. „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი თვლის, რომ „დეპოლარიზაციას დეოლიგარქიზაცია მოიტანს“. სამადაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც აღარ სჯერათ, რომ ხელისუფლება რაიმეს შესრულებას აპირებს. „პოლარიზაციის დაძლევას საერთოდ ახალი პოლიტიკური პროცესი სჭირდება. „ქართულმა ოცნებამ" მიზანმიმართულად და ნაბიჯ-ნაბიჯ ხალხს ისტორიული შანსი წაართვა და ახლა აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვართ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე „დეპოლარიზაციისკენ პირველი ნაბიჯად პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას“ ჩათვლიდა. „თუ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, მაგრამ სამწუხაროდ, მათი მხრიდან კვლავ ჯიუტად ხდება ერთი და იგივეს მტკიცება, რომ ყველაფერი კარგად არის, არაფრის გაკეთებას არ აპირებენ, რომ ოლიგარქი არის მთელი ამერიკა და ევროპა, მაგრამ არა ივანიშვილი და რაც ყველაზე სამწუხაროა, არანაირი გეგმა არ შემოუთავაზებიათ ქართველი ხალხისთვის. პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომელიც დგას პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ნამდვილად გადადგებოდა დღეს, როცა ჩააფლავა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ დიდ ჩაფლავებაზე, რაც მათ გააკეთეს“, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე. პრემიერ-მინისტრის განცხადებას დეპოლარიზაციის შესახებ სადღეგრძელოდ თვლის „გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია. დეპუტატს „არ სჯერა“ რომ მმართველი გუნდი და „ნაციონალური მოძრაობა“ „ერთმანეთის ლანძღვას შეამცირებენ“. „მაგალითად, დეპოლარიზაციის შესახებ სადღეგრძელოდ არ ჩავთვლი იმას, თუ პოლარიზაციის მთავარ წყაროს, რაც არსებობს, საქართველოს მთავრობა ეცდება, რომ აღმოფხვრას. ასეთი წყაროა 5%-იანი ბარიერი და საარჩევნო ბლოკების არდაშვება. თუ მართლა გვინდა, რომ პოლარიზაცია შევამციროთ, ამისთვის საჭიროა ის გარემოებები აღმოვფხვრათ, რაც მხოლოდ ხელს უწყობს პოლარიზაციას. საქმე იქნება ის, თუ მთავარი წყარო შუღლით და ბოღმით მართვა აღმოიფხვრება. თუ მართლა გვინდა დეპოლარიზაცია, მაშინ საქმიანად უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის პასუხისმგებლობაა ევროკომისიის პირობების შესრულება, თუმცა მოცემული 12 პირობიდან, ყველაზე მთავარი - პოლარიზების დასრულება ერთობლივად განსახორციელებელია. ღარიბაშვილმა „მოუწოდა ოპოზიციას, რომ დააყენოს ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა“: „ერთად შევასრულოთ ეს პირველი პირობა - პოლარიზების დასრულება, რაც არის მაღალი შეშფოთების საგანი ჩვენს პარტნიორებში. პირველი მუხლი არის სწორედ პოლარიზების დასრულება, ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ, დანარჩენი კი, მეორე მხარის განსახორციელებელი იქნება. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ შეასრულონ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა“. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს.
შალვა პაპუშვილი: ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავადაა, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია
ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის არათუ გაღვივება, არამედ პიკში აყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის არათუ გაღვივება, არამედ პიკში აყვანა. ოპოზიციას უნდა, სიტუაცია პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს. როცა მთავრობის გადადგომას ითხოვ, დემოკრატიის ლეგიტიმაციის არმქონე მთავრობის შექმნას ცდილობ და ოპოზიციას შემდეგ უკვირდეს, რომ პოლარიზაციაა და შეიძლება, ადგილზე მოქალაქეებთან შეხვედრებისას კონფლიქტი ჰქონდეს, არათუ არათანმიმდევრულია, არამედ პარადოქსული დამოკიდებულებაა. „ქართულ ოცნებას“ საქართველოში მხარს უჭერს მილიონი მოქალაქე. რა თანხმობაზეა საუბარი, როცა პროტესტით უნდათ მთავრობის შეცვლას მიაღწიონ. თანხმობა თავშივეა გამორიცხული, რადგან ამბობენ, ვიღაც უნდა აიძულონ, გადადგეს, ვიღაც უნდა აიძულონ, რაღაცას დათანხმდეს. ეს თავისთავად პარადოქსია. როგორ იქნება ეროვნული თანხმობა, სადაც არის იძულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ირაკლი კობახიძე: დეპოლარიზაცია არ არის მარტივი საკითხი, სერიოზული სირთულეები არსებობს
"როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია თანაბრად უნდა იყოს დაინტერესებული დეპოლარიზაციით. პოლარიზაციის მიმართულებით დღეს სერიოზული სირთულეები არის", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „დეპოლარიზაცია არ არის მარტივი საკითხი, მითუმეტეს, რომ მხოლოდ ერთ მხარეზე არ არის დამოკიდებული ამ პუნქტის შესრულება. ეს საჭიროებს ორივე მხარის ჯანსაღ მიდგომას ამ საკითხის მიმართ. ამ ეტაპზე, ვხედავთ, რომ სერიოზული სირთულეები არის ამ კუთხით. იმედი გვაქვს, რომ ეს სირთულეები დაიძლევა, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრეროგატივა. ორივე მხარე თანაბრად უნდა იყოს დაინტერსებული დეპოლარიზაციით იმისთვის, რომ ეს პუნქტი სრულფასოვნად შესრულდეს. ჩვენ ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში ნაკლები პოლარიზაცია იყოს, საზოგადოებაში არც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, პოლიტიკურ სპექტრში უნდა იყოს ნაკლები პოლარიზაცია, ამისთვის ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“,- განაცხადა კობახიძემ. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ოპოზიციურ პარტიებს ხვდება
დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი ოპოზიციურ პარტიებს ხვდება. ვილსონთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: პარტია "გირჩის", "დროას" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ასევე პარტია "ლელოს" ლიდერები: ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი. „საუბარი 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაგვანახეს, რომ პრობლემას ხედავენ საქართველომ ეს მნიშვნელოვანი შანსი გაუშვას, ეს 6 თვე მნიშვნელოვანი დროა. არ აქვს წარმოდგენა ხალხი რას ვაპირებთ, თითქოს ყველა ველოდებით, რომ ადგება ამერიკის შეერთებული შტატები და საოცრებებს იზამს, რაც გვიშველის. მან გვაგრძნობინა, რომ ჩვენი საომარია, ჩვენი პრობლემაა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ პრობლემის გასაღები. აინტერესებდა ჩვენი წარმოდგენები",- განაცხადა "გირჩის" წევრმა, ცოტნე კობერიძემ.
ირაკლი კობახიძე: გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არეულობის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვთ
"გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით: "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არა აქვთ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას - ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. "გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. გარდა ამისა, გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი ნაციონალურ მოძრაობასა და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ ენჯეოებს შორის. გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ - ხალხის მხარდაჭერა. ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა „სირცხვილია“ და ნაციონალური მოძრაობის ენჯეოსატელიტები კი, ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 3 დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. სამწუხაროდ, ამ გეგმას რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს. თუმცა, ჩვენთვის მათი ქმედებები ვერცერთი შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს აწ უკვე ოფიციალურად აღიარებული ევროპული პერსპექტივის გასამყარებლად, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს, რისთვისაც ყველა საჭირო ნაბიჯი სათანადო ფორმატში და სათანადო ვადებში გადაიდგმება. ვინც რეალურად არის დაინტერესებული საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტის ნების რეალიზაციით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით და ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბუნებრივია, ამ გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ, სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც, პროტესტში სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. რამდენიმე საათში, რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეების ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრა. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეებს ორგანიზატორებმა მოუწოდეს. კერძოდ, მათი გადაწყვეტილებით, მმართველი პარტიის ოფისთან 3000-მდე ადამიანი უნდა გადასულიყო. ამასთან, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პროტესტის მონაწილეებს ღამის განმავლობაში პარლამენტთან დარჩენისკენ მოუწოდა. „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა, მეორე ნაწილმა კი, მთავრობის კანცელარიასთან მთელი ღამე გაატარა. დღეს დილით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქცია განაახლა, ხმაური იყო. „სირცხვილიას“ ცნობით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სუს-ის წარმომადგენელმა დაშლა მოსთხოვა. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შესასრულებლად, მთავრობას დროს ღამის 12 საათამდე აძლევენ. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება
ნუგზარ წიკლაური: დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ
"დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ. გეგმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა, შეუსრულებელია, მხოლოდ და მხოლოდ პროცესის გაწელვის მცდელობაა და შედეგი ვერ ექნება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა. „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა „ოპოზიცია წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს ხელისუფლების წინაშე და ეს წინადადებები იქნება მოტივირებული არა დროის გაწელვით, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით. ეს უპირველეს ყოვლისა, არის პოლიტიკური დევნის დასრულება, სასამართლო ხელისუფლების გათავისუფლება და ახალი საარჩევნო კანონი. აღნიშნულზე, თუ უარი იქნება, ყველასთვის ნათელი გახდება, რომ რეალურად „ქართული ოცნების“ ამოცანა არის რაღაც რუტინულ პროცესში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების შეთრევა და არა რეალური ნაბიჯების გადადგმა. პოლარიზაცია არის დასასრულებელი და პოლიტიკურ დევნასთან ერთად ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციის გზაზე. მზად ვართ, დიალოგისთვის. ვაცხადებთ, რომ არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ, მათ შორის, ისეთ ოდიოზურ პოლიტიკურ ძალასთან, როგორიც არის ხელისუფლებაში მყოფი პარტია. ასევე არავინაა ისეთი მიამიტი, რომ ვერ გრძნობდეს, რა სურს ხელისუფლებას - რეალურად ნაბიჯების გადადგმა სურს, თუ უბრალოდ პროცესების ისე გაწელვა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა გაბუნდოვანდეს და მიუღწეველი გახდეს“,- განაცხადა წიკლაურმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ატარებს, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომია
"ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, რომ საქართველოს წინააღმდეგ რამე ზომები გატარდეს. პოლიტიკა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ატარებს, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ვხედავთ კამპანიას, გემი შემოვიდა თუ არ შემოვიდა, სამხედრო თვითმფრინავმა გადაიფრინა თუ არა, ეს ყველაფერი აბსოლუტური სიყალბე გამოდის. ეს ყველაფერი არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი. რასაც ვხედავთ, ეს ყველაფერი არის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი, როცა ქვეყნის საინფორმაციო დისკრედიტირება ხდება იმის მოლოდინში, რომ იქნებ, რაიმე რეაქცია გამოვიწვიოთ რომელიმე ქვეყნის თუ ორგანიზაციის და ამით საქართველოს ხელისუფლება შევასუსტოთ. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკას აწარმოებს ოპოზიციის ნაწილი. მთავარია, ეს პოლიტიკა ვამხილოთ და მხარი არ დავუჭიროთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს
როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და იმართება იმ ადამიანისგან, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისივე თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან დეოლიგარქიზაციაზე საუბარი მისთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. „როდესაც ჩვენი შიდა, თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. კონსტიტუციური თეორიისა და პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერ-მინისტრია და ხალხის წინაშე მას ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთარი ფუნქცია ყოველგვარი ჭარბი გავლენისგან დამოუკიდებლად შეასრულოს. როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს. ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელია. მან 2011 წელს ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, პოლიტიკიდან გასვლისას კი, სახელმწიფოს სამართავად სწორი ღირებულებები და თამაშის წესები დაგვიტოვა. ეს ღირებულებები და თამაშის წესებია სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემა. ამასთან, ამ ღირებულებებსა და თამაშის წესებს ჩვენ არ მივყვებით როგორც გუნდის ყოფილი ლიდერისგან თავს მოხვეულ მემკვიდრეობას. ისინი მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი და ორგანულია. ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ ამ თამაშის წესებთან სრულიად შეუთავსებელია ყალბი ბრალდება ოლიგარქიული მმართველობის შესახებ, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლებას უყენებენ. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების საკვანძო სამთავრობო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს. საპარლამენტო გუნდის ლიდერების დიდ ნაწილთან, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან და არაერთი საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების წინ მათი წარდგენის დღეს არის შენახვედრი. ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია. აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის საქმეებში ბიძინა ივანიშვილის ჩარევას ჩემი წინამორბედებიც, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი გუნდის დატოვების შემდეგაც უარყოფდნენ. ასეთ პირობებში, ობიექტურ დამკვირვებელს შეიძლება, დარჩეს მხოლოდ იმის თეორიული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე კონკრეტული საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში შეიძლება ყოფილიყო ჩარეული. დღევანდელ მოცემულობაში, ასეთი საკვანძო გადაწყვეტილებები მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: რუსეთისთვის სანქციების არდაწესება და ომში ქვეყნის არჩართვა“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ჩიხშია, ქვეყნის არევის გეგმა ჩაეშალათ
"ოპოზიცია ჩიხშია შესული, ქვეყნის არევის გეგმა ჩაეშალათ, მეორდება ის, რაც 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ იყო, როცა „ქართული ოცნება“ მუშაობდა და რადიკალური ოპოზიცია პროცესს გაემიჯნა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ახლა არიან ჩიხში, უკვე 1 კვირაზე მეტია გვესმის მათგან სურვილი, რომ რიგგარეშე სხდომა მოიწვიონ და პრეზიდენტს მიმართონ, თუმცა ვხედავთ, რომ ვერ მიმართავენ. ამიტომ, არც თემა, არც საკითხი იციან. რეგლამენტშიც ვერ ერკვევიან და არც მონაწილეობენ იმ საკითხებზე მუშაობაში, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. როდესაც საუბარია რიგგარეშე სესიაზე და სხდომაზე, ის რომ საგაზაფხულო სესია დასრულდა, არ ნიშნავს, რომ ვისვენებთ. ჩვენ ვხედავთ კომიტეტის სხდომებს, სამუშაო ჯგუფებს, ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, არსებობს 3 პარტია, რომელიც ამ პროცესს გაემიჯნა, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ეს ის 3 პარტიაა, რომელიც ისედაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი გუნდია. ვხედავთ, რომ მეორდება ის, რაც 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ იყო, როდესაც „ქართული ოცნება“ კეთილსინდისიერად მუშაობდა საკითხებზე და რადიკალური ოპოზიცია ამ პროცესისგან გამიჯნული იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ევროპარლამენტის წევრებს, ჩახედონ რეკომენდაციების პირველ პუნქტს, თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები. თავის მხრივ, პოლიტიკურ ელიტაში რომ პოლარიზაცია პრობლემაა, ამას ყველა ვხედავთ. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამაში არ მოგვყვება და კვლავ მაპოლარიზებელ რიტორიკაში რჩება“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ევროკომისიის იმ რეკომენდაციაზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოში დეოლიგარქიზაციის განხორციელებას ითვალისწინებს. ასევე, განიხილეს უკრაინაში დეოლიგარქიზაციის შესახებ მიღებული კანონიც. შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს „დღეს გვქონდა პირველადი შეხვედრა. ამ პროცესის ხელმძღვანელი იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და კომიტეტის თავმჯდომარე. დეოლიგარქიზაციის საკითხი საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით არის რეკომენდაციებში. უკრაინის შემთხვევაში, რეკომენდაციებში საუბარია არსებული კანონის იმპლემენტაციაზე, ვინაიდან, უკრაინაში ეს კანონი მიღებულ იქნა შარშან შემოდგომაზე და მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა. ამიტომ, რეკომენდაცია არის იმპლემენტაცია. აქედან, ჩვენ შეგვიძლია, დაახლოებით ვივარაუდოთ, რა შეიძლება, იგულისხმებოდეს ჩვენი რეკომენდაციის შემთხვევაში. ასევე, განვიხილეთ უკრაინული კანონი, მისი პრინციპები, როგორ მოქმედებს, რა კრიტერიუმებია. მას აქვს უპირატესობა იმ კუთხით, რომ მოწყვეტილია ქართულ პოლიტიკურ სუბიექტივიზმს და ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ამ ტერმინმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს შიდა პოლიტიკაში გამოიწვია ამ ტერმინის ინსტრუმენტალიზირება. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გააღრმავა რადიკალური ჯგუფების მხრიდან პოლიტიკაში დესტრუქციის შემოტანის სურვილი. ეს არის კანონი, რომელიც ქართული პოლიტიკური სუბიექტივიზმისგან მოწყვეტილად უცხოური რეკომენდაციითა და პრაქტიკით არის შედგენილი, რომელიც მოწონებულია, მათ შორის, ევროკავშირი მოუწოდებს, რომ ეს კანონი იქნას იმპელმენტირებული. ამიტომ, კანონის გადმოღება შეიძლება იყოს იმ კუთხით კარგი, რომ არ გამოიწვიოს შემდეგ რაიმე ურთიერთბრალდებები, რომ კანონი ვიღაცას ერგება ან არ ერგება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას თავი აარიდეს. „გუშინ, თითქოს მოგვიწოდებდნენ, რომ საჩქაროდ არის საკითხები განსახილველი, დღეს კი ამ საკითხების განხილვაში მონაწილეობასაც კი არ იღებენ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს საზოგადოებას, რომ მათთვის მთავარი ინტერესია არა ევროპა, არა საქართველო, არა წინსვლა, არამედ, ერთადერთი მთავარი მიზანია ძალაუფლების დაბრუნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, ოპოზიცია ალტერნატიულ სამუშაო ფორმატებს ქმნის
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების საკითხი განიხილეს. ხსენებული რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი კანონის პროექტების მომზადების მიზნით, ოპოზიცია ცალკე იწყებს პროცესს და ალტერნატიული სამუშაო ფორმატებს ქმნის. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება, რომ კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, 12 პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, კანონპროექტები შემუშავდება. „ამ კანონპროექტების ინიცირება და განხილვა მოხდება არა სამუშაო ჯგუფებში, არამედ პირდაპირ საპარლამენტო ფორმატებში, როგორიც არის: პარლამენტის ბიურო, კომიტეტის სხდომა და პლენარული სხდომა“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა. „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 12 პუნქტთან დაკავშირებით, ორშაბათიდან პარლამენტში სამუშაო ჯგუფების შეხვედრები დაიწყება. „სამოქალაქო სექტორთან შევჯერდით კონკრეტულ სამუშაო პროცესზე. 12 საკითხთან დაკავშირებით უნდა დაიდოს კონკრეტული საკანონმდებლო პროექტები და აქტები, რომლებიც სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპელების რეკომენდაციებთან. ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო. 24/7-ზე გვჭირდება მუშაობა ძალიან ბევრ იურისტთან, ორგანიზაციასთან, პარტიასთან და პოლიტიკოსთან ერთად, რომ სექტემბრისთვის პარლამენტში ერთობლივად დავარეგისტრიროთ კანონპროექტების ფართო სპექტრი, რომლის მიღებაზეც დამოკიდებული იქნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. „სამუშაო ჯგუფები, რომლის თაობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, გამიზნული იქნება შედეგზე და არა პროცესის სიმულაციაზე - ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს!“, - განაცხადა თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, პარტია “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. მისი თქმით, შედგა შეთანხმება, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით დაიწყება დაუყოვნებლივ მუშაობა, საკონსულტაციო-სამუშაო ჯგუფების შექმნის გზით. ჯაფარიძის ინფორმაციით, სექტემბრისთვის 12-ვე პუნქტზე ისეთი კანონპროექტები მომზადდება, რომელიც ევროკომისიის მოლოდინებსა და სტანდარტებს უპასუხებს. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“ საკუთარი პარტიული ფორმატი შექმნეს
ბოლო დღეები ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის ქმედებები ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას. ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, ოპოზიცია ალტერნატიულ სამუშაო ფორმატებს ქმნის „ბოლო დღეები ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს. ნათელია, რომ „ტექნიკური მთავრობის” ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ახლა „ტექნიკური პარლამენტის” პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წეს-წყობილობასთან სახიფათო თამაში. ამასთან, მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და პარლამენტის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი დასაწყისშივე მკაფიოდ შეფასდეს, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რათა, ხალხის მოლოდინის საპირისპიროდ, არ მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაცია და არ წახალისდეს რადიკალური დღის წესრიგი. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დავაკვირდები ამ შეფასებების დროულობას და სიცხადეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს.
48 ოპოზიციონერი დეპუტატი „ქართულ ოცნებას" ერთობლივი განცხადებით მიმართავს
მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს, ვაფასებთ მათი მხრიდან დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დასახმარებლად გაწეულ შრომასა და ძალისხმევას, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 48 ოპოზიციონერი დეპუტატი ავრცელებს. „ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ვაღიარებთ რა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის უდიდეს დამსახურებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, მათ უდიდეს დახმარებას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ხალხის სწრაფვაში, გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წარმომადგენელი; ვეხმიანებით რა ქართველი ხალხის მყარად გამოხატულ ნებას, რომ უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რამაც ასახვა ჰპოვა საქართველოს კონსტიტუციაში; ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ. აღნიშნული განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა „ქართული ოცნების" უმაღლესი პარტიული და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე „ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასულ, მაგრამ რეალურად ამ პოლიტიკური ძალის ორგანულ ნაწილად დარჩენილ, საქართველოს პარლამენტისა თუ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა წევრების მხრიდან საქართველოში შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების მიმართ განხორციელებულ ცილისმწამებლურ თავდასხმებში - თითქოს ისინი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ რუსეთის წინააღმდეგ და რადგან ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, თითქოს მათ ხელი არ შეუწყვეს საქართველოსათვის ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ „ქართული ოცნების" ამ პოლიტიკურ კამპანიაში სასამართლო კორპუსის გარკვეული წარმომადგენლებიც არიან ჩართული. ბიძინა ივანიშვილის, 2022 წლის 27 ივლისს გამოქვეყნებული წერილი, რომლითაც ის ადასტურებს აშშ-ის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის ინიციატივით 2022 წლის 21 მარტს მათ შეხვედრას, მაგრამ არაფერს ამბობს ამ შეხვედრის დროს გამართული საუბრის შინაარსზე, შეფარვით ამყარებს „ქართული ოცნების" ზემოხსენებულ მესიჯს, თითქოს დასავლეთს საქართველოს „ომში ჩათრევა" სურს. აღნიშნული მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის კავშირზე „ქართული ოცნების" ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიასთან. მმართველი პოლიტიკური ძალის ამგვარი მოქმედება ემსახურება ევროპის კავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრირებისათვის ხელის შეშლის მიზანს, მაშინ როდესაც ამგვარი ინტეგრირების უზრუნველყოფა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციური ორგანოების და ე.ი. „ქართული ოცნების" ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს. მმართველი ძალის ამგვარი მოქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ის მიმართულია დასავლელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისაგან საქართველოს დაშორებისაკენ და ოკუპანტი სახელმწიფოს პირისპირ მისი მარტოდ დატოვებისაკენ, რაც მხოლოდ ამ ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის ინტერესებში შედის. მიუხედავად ზემოხსენებული ელჩების არაერთი საჯარო განცხადებისა, რომ შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს არ სურთ და არც არასდროს სურვებიათ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩართვა და რომ ამგვარი გამონათქვამები სიმართლეს არ შეესაბამება, „ქართული ოცნება" მაინც ჯიუტად აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. მივმართავთ „ქართული ოცნებას", დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული, ზემოხსენებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და ევროკავშირის ყოფილ ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს. ვაფასებთ მათი მხრიდან დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დასახმარებლად გაწეულ შრომასა და ძალისხმევას“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ : 1.არმაზ ახვლედიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი) 2. თეონა აქუბარდია - საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი'') 3.დავით ბაქრაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი) 4.ანა ბუჩუკური - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 5.ლევან ბეჟაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 6. თინათინ ბოკუჩავა - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 7.გიორგი ბოტკოველი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 8.გიორგი გოდაბრელიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 9. რომან გოცირიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 10.მიხეილ დაუშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 11.ხატია დეკანოიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 12.ლევან ვარშალომიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 13. გიორგი ვაშაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი'') 14.აბდულა ისმაილოვი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 15.შალვა კერესელიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 16.მანუჩარ კვირკელია - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 17.ვახტანგ კიკაბიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 18.დავით კირკიტაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 19.თამარ კორძაია - საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი) 20.ბექა ლილუაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 21.ნონა მამულაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 22. პაატა მანჯგალაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი'') 23.ნიკა მაჭუტაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 24.აკაკი მინაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 25.ალექსანდრე მოწერელია - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 26.ტარიელ ნაკაიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი) 27.ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის'') 28. კობა ნა ყოფია - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 29. რამაზ ნიკოლაიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 30. კახაბერ ოქრიაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 31. სალომე სამადაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის'') 32. ხათუნა სამნიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია ,,რესპუბლიკელებიგუბაზსანიკიძე- საქართველოსპარლამენტისწევრი (საპარლამენტოფრაქცია „ერთიანინაციონალურიმოძრაობა'' -გაერთიანებულიოპოზიცია ,,ძალაერთობაშია") 34.სულხან სიბაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' -გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 35. დავით უსუფაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის'') 36.ბაჩუკი ქარდავა - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' -გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 37.შალვა შავგულიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი) თამარჩარკვიანი - საქართველოსპარლამენტისწევრი (პოლიტიკურიპარტია „კანონიდასამართალი'') 39.ცეზარი ჩოჩელი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 40.ნატო ჩხეიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 41.როსტომ ჩხეიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 42.ანა წითლიძე- საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 43.დავით ხაჯიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 44.ლევან ხაბეიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 45.ეკატერინე ხერხეულიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 46. გიორგი ხოჯავანიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 47.დევი ჭანკოტაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 48.თეიმურაზ ჯანაშია - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია").
ანა ფოტიგამ ჩამოთვალა საკითხები, რომლებიც ოპოზიციასთან შეხვედრისას განიხილა
სასტუმრო „სტამბაში“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას შორის შეხვედრა დასრულდა. ევროპარლამენტარის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და ღირებულ საკითხებზე წარიმართა. „შევხვდი ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს. ვისაუბრეთ ყველაფერზე რაც მნიშვნელოვანი და ღირებულია საქართველოსთვის. ასევე ომზე უკრაინაში, რადგან ჩემი სპეციალობის სფერო თავდაცვა და უსაფრთხოებაა”, - განაცხადა ანა ფოტიგამ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ასეთი შესაძლებლობა, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ფიზიკურად არიან თბილისში, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.
ოპოზიცია „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტის უკრაინულ მოდელს საქართველოსთვის შეუსაბამოდ მიიჩნევს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით უკრაინული ვერსიის კოპირება სწორი არ არის და ქართული ვერსია უნდა დაიწეროს, რომელიც ქართულ რეალობას შეესაბამება. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, შემოთავაზებული ცვლილება საკანონმდებლო თვალთმაქცობა იქნება. ის მოუწოდებს უმრავლესობას, ერთობლივად შევიმუშაოთ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი. „უმრავლესობის მიერ კანონპროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, ჩვენც ჩვენეულ ვერსიას წარვადგენთ, ვიმედოვნებ, შეჯერება მოხდება“, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი. „უკრაინის მოდელი აბსოლუტურად სხვა პოლიტიკურ ვითარებას შეეხება. იქ არჩეული დემოკრატიული ხელისუფლება ჰყავთ და არც პრეზიდენტი და არც პარლამენტი ოლიგარქიული გავლენის ქვეშ არ არიან, ბუნებრივია, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მათი ვერსია მოწონებული იქნებოდა ევროპული სტრუქტურების მხრიდან, მაგრამ საქართველოს რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და საკანონმდებლო რეგულირება სჭირდება იმ ვითარებას, რაც საქართველოშია. ოლიგარქი ჩვენ გვყავს, ოლიგარქიული გავლენის ქვეშ მყოფი პარტია, რომელიც ხელისუფლებაშია და რომლის დამფუძნებელია ოლიგარქი. სახეზე არის ყველა ნიშანი ოლიგარქიული მმართველობის, სახელმწიფო მიტაცებულია და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ დასკვნაშიც ეს ასახულია“, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, დეოლიგარქიზაციის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს ვერ მიიღებს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების" მიერ მომზადებული პროექტით და მასში წარმოდგენილი კრიტერიუმებით დეოლიგარქიზაციის პროცესის ხელშეწყობაც კი ვერ მოხდება. ანრი ოხანაშვილი: წარვადგენთ კანონპროექტს, რომელიც დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული მოდელის ანალოგია „მნიშვნელოვანია, რომ კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, მორგებული იყოს ქართულ სპეციფიკასთან და მასში ის კრიტერიუმები აისახოს, რაც დეოლიგარქიზაციას რეალურად შეუწყობს ხელს. მაგალითად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ნაწილში განმსაზღვრელი უნდა იყოს პირთან პირდაპირ დაკავშირებული პირების სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უნდა იყოს რუსული კომპონენტი", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. „ფუჭი ძალისხმევაა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, ჯერ ერთი, ეს უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მდიდარი ადამიანის ოლიგარქად აღიარება მოხდება, პირველ რიგში მათი, ოპოზიციას რომ აფინანსებენ და ოპოზიციაში რომ არიან იმ მდიდრების, მეტი არაფერი შეიცვლება“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური პარტიები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის ერთიანი წერილით მიმართავენ. "დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე... ამ მიზნით სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები და ოპოზიციონერი დეპუტატები მოაწერენ ხელს შესაბამის წერილს ქალბატონი პრეზიდენტის სახელზე... ჩვენ ასევე მზად ვართ მას შევხვდეთ პირადად და პირადად გავაცნოთ საკუთარი არგუმენტები", - თქვა "ლელოს" ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში. დოკუმენტზე უკვე არის ანა ნაცვლიშვილისა და სალომე სამადაშვილის ("ლელო"), ხატია დეკანოიძის ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), კახა ოქრიაშვილის ("პროგრესი და თავისუფლება"), თამარ ჩარკვიანის ("კანონი და სამართალი"), ნატო ჩხეიძისა და როსტომ ჩხეიძის ("სახელმწიფო ხალხისთვის"), უპარტიო დეპუტატების თამარ კორძაიას, შალვა შავგულიძის, არმაზ ახვლედიანისა და დავით ბაქრაძის ხელმოწერები. იმავე თხოვნით პრეზიდენტს საჯაროდ უკვე მიმართა მედიის ადვოკატირების კოალიციამაც. "სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ამ ეტაპზე უცნობია ყველა პოლიტიკოსის ვინაობა. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.
პრემიერი ევროკომისარს: ოპოზიცია არ არის ჩართული რეკომენდაციების შესრულების პროცესში
ოპოზიციის მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა. „მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 12-ვე რეკომენდაციას ძალიან მალე დავასრულებთ. აქვე, მინდა, აღვნიშნო, ბატონო კომისარო, თქვენ ამის თაობაზე მოგაწოდეთ ინფორმაცია ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში, როცა მე ვიყავი ბრიუსელში, რომ სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული ამ პროცესში, არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა რეკომენდაციების…სწორედ მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება არის დეპოლარიზაცია. ჩვენ ნათლად ავხსენით და განვმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია, თუ არ იქნება მათი მხრიდან თანამშრომლობის ანალოგიური მზაობა. მას შემდეგ, რაც 12-ვე რეკომენდაცია გადმოგვეცა, სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, როგორ ვასრულებთ ჩვენ – მმართველი ძალა, პარტია, მთავრობა, პარლამენტი – ყველა ერთად ამ 12-ვე პრიორიტეტს. იქვე, ჩვენ გავუხსენით კარი ყველა აქტორს – ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც დაინტერესებულია ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით. „აქვე, მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მთავრობის კუთვნილება, კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველა აქტორს, აუცილებელია მათი ჩართულობა ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, დანარჩენი 11 რეკომენდაციის შესრულებაზე მთავრობა მუშაობს. „რაც შეეხება ოპოზიცის მიზანს, მე არ მინდა ბატონი კომისარი დავტვირთო დეტალებით, თუმცა მოკლედ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, მათი მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე. ბატონ კომისარს მინდა ეს ინფორმაცია მივაწოდო, რომ დადასტურებული ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მაშინ, როცა ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, ჩემი პირველი პრემიერობის დროს, უვიზო რეჟიმზე, მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ჩვენ ვნახეთ როგორ მოიქცა ივნისში ჩვენი ოპოზიცია, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია. ეს ხდება მაშინ, როცა ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და რა თქმა უნდა, ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე. აუცილებელია, ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში. პირველი რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ, არის დეპოლარიზაცია ანუ პოლარაციზაციის დასრულება. საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. დანარჩენ 11 რეკომენდაციაზე ვმუშაობთ, გვაქვს პროგრესი. ამაზე რეპორტი გადაეცემა კომისარს. რაც შეეხება ოპოზიციის მიზანს, სამწუხაროდ, მათი მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე. მახსოვს ძალიან კარგად და მინდა, ბატონ კომისარს მივაწოდო დადასტურებული ინფორმაცია, რაც მივიღეთ ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან, მაშინ როდესაც ვმუშაობდით აქტიურად სავიზო რეჟიმზე, ეს იყო ყველა ქართველის ოცნება და ძალიან ხელშესახები შედეგი, მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
სამი ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს
„ოცნება“ არ აპირებს ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას, რაც აშშ-ის აზრით, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაა, - „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ სენატორების შეფასებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. "რუსეთის აგრესიის შედეგად, დასავლეთსა და რუსეთს შორის ცივილიზაციურმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია; უკრაინის თავგანწირვამ გაგვიხსნა უნიკალური გეოპოლიტიკური შესაძლებლობები - საფუძველი ეყრება ჩვენი რეგიონის მომავალს. ამ ისტორიულ მომენტში, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები იძულებულს ხდის ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიული განვითარებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე მტკიცე საერთაშორისო გარანტორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისაუბროს არა ჩვენი ქვეყნის სამხედრო დახმარებასა და ეკონომიკური აღორძინების გეგმებზე, არამედ საქართველოში არსებულ ტოტალურ რეგრესზე. რეგიონში ძალთა ახალი გადანაწილების პირობებში საქართველოს იზოლაცია პარტნიორებისგან არის „ქართული ოცნების“ გააზრებული მოღალატეობრივი პოლიტიკა, სახელმწიფოს ღალატი. „დემოკრატიის უზარმაზარი უკუსვლა“ - ასე შეფასდა საქართველოში მიმდინარე მოვლენები 16 ნოემბერს სამხრეთ კავკასიის შესახებ აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე. სენატორებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა არა მხოლოდ გააკრიტიკეს დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის მიმართ საქართველოს მთავრობის ქმედებები, არამედ ისაუბრეს საქართველოსთვის დახმარების პირობითობაზეც კი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა დამოკიდებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის ქმედებებზე. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ „ქართული ოცნების მცდელობები, შეცდომაში შეიყვანოს დასავლეთი და საკუთარი თავი პროდასავლურ ძალად წარმოსახოს, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვის არის დამაჯერებელი. აშშ-ის სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში დარწმუნდნენ, რომ „ოცნება“ არ აპირებს ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას, რაც, აშშ-ის აზრითაც, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაა. უმნიშვნელოვანესია, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სწორად შევაფასოთ და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, რათა შევძლოთ სწორი ნაბიჯების გადადგმა. სენატის მოსმენა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მსგავსად, აშშ-საც ცხადად აქვს გაცნობიერებული საქართველოში ოლიგარქიული მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების სიმძიმე. სენატორებს ასევე აქვთ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის დაუღალავ ბრძოლას გააგრძელებს და საკუთარი მთავრობის პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს. მართლაც, მთავრობის ანგარიშვალდებულებას უპირველეს ყოვლისა მოქალაქეები განაპირობებენ. ქართველი ხალხის ბრძოლა საკუთარი მომავლისთვის არის ის, რისი წყალობითაც თავისუფალი სამყარო ყოველთვის გვიჭერდა და დღემდე გვიჭერს მხარს. შესაბამისად, არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა და განვამტკიცოთ პარტნიორების კეთილგანწყობა ქართველი ხალხის მიმართ. პოლიტიკური პარტიები „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ სწორედ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მიზნის გარშემო გავერთიანდით. მხოლოდ ერთად ბრძოლითაა შესაძლებელი, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილი ვაქციოთ რეალობად: პროდასავლელი უმრავლესობა გავათავისუფლოთ მმართველი პრორუსი უმცირესობისგან, დავიბრუნოთ მიტაცებული სახელმწიფო და ვაქციოთ იგი ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვან წევრად. ამ მიზნის შესრულება ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ხელშია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამი ოპოზიციური პარტია: საქართველომ შესაძლოა, პარტნიორების მიერ გამოყოფილი ათეული მილიარდი დახმარება დაკარგოს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის კრიტიკულმა განცხადებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების შედეგად ვკარგავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პარტნიორს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის განვითარება, - ამის შესახებ სამი ოპოზიციური პარტია - „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის პროდასავლური კურსის მიზანმიმართული საბოტაჟის შედეგად, საქართველომ, შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ათეული მილიარდი დახმარება დაკარგოს, რაც ჩვენი თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის კრიტიკულმა განცხადებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების შედეგად ვკარგავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პარტნიორს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა. გარდა ზოგადი კონტექსტისა, ყურადღება გავამახვილოთ განცხადებაზე, რომ მომავალში საქართველოსთვის ფულადი დახმარების გაწევა შესაძლოა ვალდებულებების შესრულებას დაუკავშირდეს. ეს ნიშნავს, რომ მილიარდობით დოლარის ფინანსურ რესურსს საქართველო მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ მიიღებს. მხოლოდ 2023 წლის ბიუჯეტში 2 მილიარდ ლარამდე ფინანსური დახმარებითა და 45 მილიონ ლარამდე გრანტებით დაგეგმილია სხვადასხვა პროექტის განხორციელება, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება, ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესება, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება, პოსტ-კოვიდ პანდემიური მდგომარეობის მართვა, აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა, სამელიორაციო სისტემის მოდერნიზაცია, თბილისის მეტროს პროექტი და სხვა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარებების შედეგია საქართველომ 90-იანი წლების დანგრეული ქვეყნიდან აღდგენა რომ შეძლო. მხოლოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 6 მილიარდ დოლარზე მეტი აჩუქა, ათასობით სტუდენტს დასავლური განათლების უფასოდ მიღების საშუალება მისცა, საქართველოში განათლების სისტემის განვითარებაზე ასეულობით მილიონის ფულადი რესურსი გამოყო, უდიდესი წვლილი შეიტანა პოლიციელების და ჯარისკაცების პროფესიულ განვითარებაში. არანაკლებია ევროპული კავშირის და მასში შემავალი ქვეყნების მხრიდან გაწეული დახმარება საქართველოსთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამი ოპოზიციური პარტია, მონაზონზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე განხორციელებული შემზარავი ძალადობა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი უმძიმესი გარემოს შედეგია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „დაუცველია ყველა - ბავშვები, ქალები, ჟურნალისტები, აქტივისტები, პოლიტიკოსები. ძალადობრივი სისტემა საფრთხეს უქმნის თითოეულ ჩვენგანს. ძალადობა და ტყუილი „ქართული ოცნების“ მმართველობის მთავარი ნიშნებია. საზოგადოების დაყოფა, მუდმივი დაპირისპირება, შიშის დანერგვა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში ძალადობრივ ატმოსფეროს ქმნის. თუკი „ქართული ოცნების“ მმართველობის საწყის ეტაპზე სახელმწიფო ტერორი პოლიტიკურ ოპონენტებსა და მოწყვლად ჯგუფებს ეხებოდა, დღეს ძალადობრივმა გარემომ საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტში შეაღწია. მოძალადე სახელმწიფოს ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმების სამიზნე, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ერთად, არიან ჟურნალისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, ყველა, ვინც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, ვინც საფრთხეს უქმნის „ქართული ოცნების“ ერთპიროვნულ მმართველობას. ძალაუფლების შენარჩუნებაში დახმარების სანაცვლოდ, რაც ამომრჩევლის ნებაზე ძალადობრივ ზემოქმედებაში გამოიხატება, კრიმინალურ საქმიანობაში ჩართულ პირებს უკანონო შეღავათები უწესდებათ. სახელმწიფო ქმნის და ხელს უწყობს პრორუსულ, კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომელთა ამოცანა ხელისუფლებისთვის მიუღებელ ადამიანებზე ძალადობაა. აღნიშნულის შედეგია 2013 წლის 17 მაისს რამდენიმე უდანაშაულო ახალგაზრდის წინააღმდეგ განხორციელებული მძიმე ძალადობა, ასევე, 2021 წლის 5 ივლისს, პროკრემლისტური ჯგუფების მიერ, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულების სერია, რომელიც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით დასრულდა. სახელმწიფო უკანონოდ მფარველობს მისსავე შექმნილ ძალადობრივ ჯგუფებს, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცა. ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მოწყვლადი ჯგუფების უფლებები, ასევე, ეფექტიანად გაასამართლოს მათზე მოძალადეები და ძალადობის დამკვეთები. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ტიპის ძალადობა, მათ შორის უკანასკნელ დღეებში მასმედიით გავრცელებული ძალადობის ტრაგიკული ფაქტები, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ატმოსფეროს შედეგია. სამწუხაროდ, შეუძლებელია აღნიშნულ ფაქტებზე იზოლირებული რეაგირებით არსებული პრობლემების გადაჭრა. ძალადობრივი ფონის შესაცვლელად, ვითარების გაჯანსაღებისათვის აუცილებელია ფუნდამენტური და კომპლექსური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებები“,- ნათქვამია პარტიების ერთობლივ განცხადებაში.
უკრაინელების შესაძლო ევაკუაციაზე კასიანოვის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოეხმაურნენ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის განცხადებას სამარცხვინო უწოდ. „იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ „ბუკებს" გავაგზავნიდით უკრაინაში. ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. სწორედ, კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ ომში ჩართვისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ კასიანოვის განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, რაც ძალიან მძიმე იყო და ეს ამ რიტორიკის გაგრძელებაა. ყველამ იცის, რომ ფრენების აღდგენას არავითარი კავშირი არ აქვს რუსების მოზღვავებასთან საქართველოში“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს. თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კასიანოვის განცხადება არ არის მეგობრული და პარტნიორული და არ შეეფერება დიპლომატის რიტორიკას. „როგორც ჩანს, ეს არის ბატონი დოლგოვის ან ვიღაცების მიერ გაკეთებული განცხადებების გაგრძელება, რომელიც შეიძლება ისეთ რამეს გულისხმობდეს, რაც წამოცდენას უნდა მივაწეროთ, რადგან ეს არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება საჯაროდ თქვა და უსურვო მეგობარ სახელმწიფოს - ომში ჩართვა და ა.შ. ჩემთვის სხვაგვარად ახსნადი არ არის ამგვარი ორმაგი სტანდარტებით მოქმედება და მითითება ისეთ გარემოებებზე, რაც აბსოლუტურად იდენტური შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოებში, სადაც ფრენებიც არსებობს, მიმდინარეობს რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა, მაგრამ ამის მიუხედავად არც ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს შეიძლება არ უჩნდებოდეს უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებული ისეთი აღქმა მათ მოქალაქეებთან მიმართებით. არ მიმაჩნია, რომ ეს არის მეგობრული და პარტნიორული განცხადება და განცხადება რომელიც შეეფერება დიპლომატის რიტორიკას", - განაცხადა სარჯველაძემ მედიასთან. რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნიკო მიქაიას თქმით, „ქართული ოცნება“ დეკლარირებულად დაადგა რუსეთის გზას. მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინასთან ყველა ურთიერთობა შეწყდეს და შესაძლო ევაკუაცია ამისკენ გადადგმული ბოლო ნაბიჯი იქნება. შეგახსენებთ, უკრაინის საელჩო საქართველოდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს, თუ მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება და რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლისას უკრაინელებს საფრთხე დაემუქრებათ. უფრო ადრე, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა - წულუკიანი
ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა-მეთქი, ხუმრობით გეტყოდით, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არაფერი მოსწონთ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. თეა წულუკიანის განცხადებით, ყველა დარგი და სფერო მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს. „ძალიან დიდი ხანია, საქართველოში დღის წესრიგში დგას საკითხი, რომელიც ეხება, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ყველა დარგისა და სფეროს მაქსიმალურ გამჭვირვალობას. იდეალური გამჭვირვალობა იქ, სადაც ადამიანები ვართ, ალბათ ძნელია, მიიღწეს, მაგრამ მთავრობამ, სახელისუფლებო სტრუქტურებმა სხვადასხვა აღმასრულებელ, საკანონმდებლო თუ სასამართლო სტრუქტურაში შეძლეს, რომ სხვადასხვა ახალი კანონის წყალობით ეს პროცესები, მათ შორის ფინანსური რესურსის მართვის პროცესი, გამხდარიყო უფრო გამჭვირვალე. გახსოვთ ალბათ 2013 წლიდან მიღებული კანონები, რომლის შედეგადაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მთავრობისთვის და სხვა სტრუქტურებისათვის გამკაცრდა წესები, გაცილებით უფრო გამჭვირვალე გახდა. ჩვენ მივიღეთ არაერთი კანონი, რომ ჩვენი საჯარო მოხელეები, მათ შორის არც თუ ისე მაღალი თანამდებობის პირები ვალდებულნი გახდნენ, რომ შეავსონ ქონებრივი დეკლარაციები. ეს ქონებრივი დეკლარაციები არა მხოლოდ არის ელექტრონული, არამედ ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში, ჩვენს თავსვე დავუწესეთ, რომ დავექვემდებარებოდით მონიტორინგს. გახსოვთ, არაერთი მაღალჩინოსანი დაჯარიმდა კიდეც, როდესაც მათ ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად ან არაზუსტად შეავსეს და ა.შ. ძალიან ბევრი ნორმა შემოვიდა საამისოდ, მაგრამ არცერთი კანონი დღემდე არ ყოფილა შემუშავებული არასამთავრობო სექტორისა და კერძო სტრუქტურებისთვის, ისეთებისთვის, როგორიც არის ე.წ. აიპები, ჩვენ რომ „ენჯეოებს“ ვეძახით, მათი მეტი გამჭირვალობისათვის. არადა, ჩვენ გაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქროთ, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხა შეიძლება, მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემი სამინისტროა. რასაკვირველია, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობაც გახდეს უფრო გამჭვირვალე. ახლა თუ ვინმე ჩვენ გვიქადაგებს გამჭვირვალობას და თვითონ არ უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს მათი პრობლემაა, მათ უნდა აუხსნან ხალხს, რაში აქვთ პრობლემა, რამე ხომ არ აქვთ დასამალი. მგონია, რომ არაფერია არსად დასამალი, ამიტომ გამჭვირვალობა ჯანსაღი თანამშრომლობის საუკეთესო საწინდარია", - განაცხადა წულუკიანმა.
„ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, ფიზიკური დაპირისპირების გამო ვერ იწყება
„ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, დაპირისპირების გამო ვერ იწყება. ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო დეპუტატებს შორის. ოპოზიცია აპროტესტებს „ხალხის ძალის“ კანონპროექტს და აღნიშნავს, რომ მისი მიღების შემთხვევაში ქვეყანაში დიქტატურა საბოლოოდ დამყარდება. ადგილზე არიან არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე მწვავედ აკრიტიკებენ შემოთავაზებულ ინიციატივას. სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე არ უშვებენ. „ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლების პროტესტის ფონზე იწყება შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.
დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებულია. „შემთხვევითი არ არის, რომ იგივე მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში, მათი პარტიების, მაგალითად ნაცმოძრაობის რეიტინგი შეადგენს 7-დან 10%-მდე, სხვა დანარჩენი პარტიების კი 2%- ქვემოთ. მე მესმის მათი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაზრდილია: 50 და 60%-ზეა ასული სანდოობა. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების მოტანა. ყველა უნდა შეეგუოს შემდეგ მარტივ მოცემულობას: ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.
ოპოზიციაში არიან ჩვეულებრივი „ბოლშევიკები“, მათში გაცოცხლებულია სერგო ორჯონიკიძის სული - კობახიძე
სინამდვილეში მათ არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არ დასავლეთთან, ისინი არიან ჩვეულებრივი ბოლშევიკები, მათში გაცოცხლებულია ბოლშევიკური სული, სერგო ორჯონიკიძის სული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ, ცრემლმდენი გაზის შემდეგ წყლის ჭავლიც გამოიყენა „ნაციონალები“ საუბრობენ ევროპაზე, დასავლეთზე, ეს ყველაფერი არის ზუსტად ისეთივე ფარისევლობა, როგორც გუშინ ჰქონდათ გულზე დახატული ამბროსი ხელაიას ფოტო. სინამდვილეში, არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არ დასავლეთთან, ისინი არიან ჩვეულებრივი „ბოლშევიკები“, მათში გაცოცხლებულია „ბოლშევიკური“ სული, სერგო ორჯონიკიძის სული. აქედან გამომდინარე მოქმედებენ „ბოლშევიკური“ და ფაშისტური მეთოდებით და ეს გასდიოდათ 2012 წლამდე, არ გაუვათ ახლა, რადგან საქართველო არის სახელმწიფო”, - განაცხადა კობახიძემ. „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა (76 მომხრე - 13 წინააღმდეგი) სადავო კანონპროექტს, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერ იყო ინიცირებული. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“. უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს პარლამენტთან. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. სახელმწიფი დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განმარტებით, საქართველოში შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, სიმართლეს არ შეესაბამება.
ოპოზიციონერები პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავენ
„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხალხის ნება, კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, კონსტიტუციურად უნდა გაფორმდეს. ანა ნაცვლიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თუ „ქართული ოცნება“ თავის დღევანდელ განცხადებაში გულწრფელია, მას მსგავსი დოკუმენტის გაფორმების საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს. „მადლობა თქვენ ბრძოლისთვის, რომლითაც ამ „რუსულ ოცნებას“ აჩვენეთ, რომ არ დავიღლებით, არ დავნებდებით, სანამ შინ, ევროპაში არ ვიქნებით. გუშინ, ჩვენი ერთიანობით ბრძოლა მოვიგეთ და მათ უკან დაიხიეს, მაგრამ მხოლოდ ცარიელი სიტყვების არ გვჯერა. მათ სახელი გატეხილი აქვთ. ხალხის ნება, ამ კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, უნდა გაფორმდეს სამართლებრივად, კონსტიტუციურად. ჩვენ ვიცით პრეზიდენტის პოზიცია ხელისუფლების მიმდინარე ძალადობრივ მოქმედებებზე. მის პოზიციას ვაფასებთ და ვთხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე, ამ კვირის დასაწყისშივე, მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა და გაფორმდეს დოკუმენტი, რითაც ხალხის მოთხოვნა აღსრულდება. თუ „ქართული ოცნება“ თავის დღევანდელ განცხადებაში გულწრფელია, მას ამის საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები. უკვე 9 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. საელჩომ დაჟინებით მოუწოდა მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას. ხალხმრავალი აქცია პარლამენტთან ახლაც მიმდინარეობს. პროტესტში აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტები. ისინი ითხოვენ 7-8 მარტის აქციაზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას და კანონპროექტების ოფიციალურ დონეზე უარყოფას. აქციის მონაწილეებისთვის უნდობლობას იწვევს მმართველი გუნდის წევრთა განცხადებები, რომ კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის უნდა ჩავარდეს სესიაზე - კონსტიტუციონალისტი შეგახსენებთ, 7-8 მარტს სპეცრაზმი აქციის მონაწილეტა დაშლას ცდილობდა, თუმცა რუსთაველზე პროტესტი არ შეწყვეტილა. რატომ მიიჩნევს მმართველი პარტია, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, საზოგადოებას მისი მიზნები „უკეთ უნდა განემარტოს“
რადიკალური ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნები არ აწყობთ, რადგან პირწმინდად წააგებენ - მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას სინამდვილეში რიგგარეშე არჩევნები არ აწყობს, რადგან არჩევნებში დამარცხდება. „რადიკალური ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს რადიკალიზმით კვებავს, სინამდვილეში, რიგგარეშე არჩევნების არანაირი მოთხოვნა არ აქვთ. ვისაც შეიძლება რიგგარეშე არჩევნები არ აწყობდეს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რადგან პირწმინდად წააგებენ, როგორც წინა დანარჩენ შემთხვევაში. ეს არის მათი მხრიდან ერთადერთი „ტრიუკი“, რაც გამოყენებულია, რათა რადიკალური ფრთის მომხრე საზოგადოება რადიკალური მეთოდით გამოკვებონ. ამას სხვა მიზანი არ აქვს, დარწმუნებული ვარ, რეალური მიზანი არ აქვთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდნენ
საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდნენ. მათ საკუთარი მოსაზრებები საბერძნეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, ნორვეგიის, შვედეთის, ნიდერლანდებისა და ფინეთის ელჩებს გააცნეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ნიკა გვარამიას პატიმრობას, გენდერული თანასწორობის საბჭოს როლს პარლამენტში და ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილ რეკომენდაციას, რომელიც, მისი თქმით, ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას და კორპორატივიზმის სერიოზულ გავლენას სასამართლოში. „ჩვენი ევროპული გზა – პირველ რიგში, ეს იყო მთავარი განსახილველი თემა და 12 სასიცოცხლო რეკომენდაციის შესრულება, რომელზეც პოლიტიკური ნების გამოხატვაც კი არ აქვს განზრახული „ქართულ ოცნებას“. ელჩებს ვუთხარით, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმებისა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და ეს დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფომ და დაამტკიცეს საქართველოს მოქალაქეებმა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, ანა ბუჩუკური და ქეთევან თურაზაშვილი.
ოპოზიციონერი დეპუტატები ნელ-ნელა „იმერული ესკიზების“ პერსონაჟებს ემსგავსებიან - კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ნელ-ნელა „იმერული ესკიზების“ პერსონაჟებს ემსგავსებია. მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არავითარი ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსი არ აქვს. „გაურკვევლობაში არიან, არიან არათანმიმდევრულები, რაც მათი სისუსტის გამოვლინებაა. დღეს, რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და აქედან გამომდინარე ისინი ავლენენ არათანმიმდევრულობას, რაც ძალიან კარგია. გააგრძელებენ ასე მოქმედებას და კიდევ უფრო დაკარგავენ რეიტინგს, რომელიც ისედაც უკვე დაკარგული აქვთ. თუ ბოიკოტი ცხადდება ის უნდა იყოს თანმიმდევრული, სისტემური და ამ შემთხვევაში, ჩანს, რომ სინამდვილეში ამ ე.წ. ბოიკოტის ერთადერთი მიზანი არის მათი ურესურსობა. რეალურად მათ არც ინტელექტუალური და არც პოლიტიკური რესურსი არ აქვთ, რომ ჩაერთონ ეფექტურად საპარლამენტო განხილვებში. რაც შეეხება დისკუსიას და დებატებს - ამის არავითარი ინტელექტუალური რესურსი და არც პოლიტიკური რესურსი არ აქვს რადიკალური ოპოზიციას. ქალები გამოჰყავთ ხოლმე, კაცები იმალებიან ქალების უკან - ეს არის მათი ტაქტიკა, აბსოლუტურად სამარცხვინო და ალბათ, იგივე სურათს უნდა ველოდოთ ხვალინდელი ინტერპელაციის დროსაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას: თქვენ ერთხელ უკვე დაანგრიეთ ეს ქვეყანა და მეორედ არ დაგანგრევინებთ
"მეხუთე კოლონის“ მიზანია ქვეყნის განადგურება, ომში ჩართვა. თქვენ დაანგრიეთ უკვე ქვეყანა ერთხელ და მეორედ არ დაგანგრევინებთ! - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას კითხვას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხებოდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, წარსულის დაბრუნება ქვეყანაში სწორედ ე.წ. მეხუთე კოლონას სურს, რაც არ მოხდება. „წარსულში ხართ თქვენ ჩარჩენილები, თქვენ გინდათ წარსულის დაბრუნება საქართველოში, რომელიც არ მოხდება! თქვენც ხართ მართული, დაკავშირებული დესტრუქციულ, რადიკალურ ძალასთან, რომელიც არის სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ პარტია. თუ გაინტერესებთ ჩვენი მომავლის ხედვები, შეგიძლიათ გვისმინოთ, უსმინოთ მინისტრებს, დეპუტატებს მომავლის ხედვებზე, გეგმებზე, ამბიციურ პროექტებზე, რომელსაც ვახორციელებთ, განვახორციელებთ თქვენ გარეშე. თქვენ მინდა გიპასუხოთ ქალბატონო თეონა, თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე, არც თქვენ და არც თქვენს მფარველ პოლიტიკურ ძალას, „ნაცმოძრაობას. მტრობაა ის, როცა ბრიუსელში დადიოდა თავად სააკაშვილი, ბაქრაძე და სხვები, რომ ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ეს არის მტრობა და ამ მტრობაში ჩართული გყავთ თქვენ მიერ მოსყიდული კორუმპირებული ლობისტები და ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომლებიც წარმატებით ასრულებენ ამ დაკვეთას. ეს არის პირდაპირი მტრობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს. თქვენ გვიპასუხეთ, რას აკეთებთ თქვენს ერთადერთ რეკომენდაციაზე, რას აკეთებთ იმისთვის, რომ შეამციროთ პოლარიზაცია? - არაფერს, პირიქით, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანოთ ქვეყანაში და თქვენც ხართ მონაწილე ამ შეთქმულების“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნით უცხო ქვეყნის მსახურებს - ღარიბაშვილი
ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნით უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ. ჩვენი ქვეყნის წინაშე ყველაზე მთავარი გამოწვევა არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები - ღარიბაშვილი „რას სთავაზობს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ხალხს. დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტული ორგანიზაცია სთავაზობს ჩვენი ქვეყნის განადგურებას, ომს, სთავაზობს არა ევროპულ, არამედ განადგურებულ მომავალს. მინდა, ბატონო გუბაზ, თქვენ გითხრათ, შენ გითხრა და უსუფაშვილისნაირ სხვა მოღალატეებს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნით უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას და არა თქვენნაირ მოღალატეებს. ამიტომ, ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ხალხი. ექსტრემისტულ, რადიკალურ ძალას უნდა ომი და ქვეყნის განადგურება. ჩვენ გვინდა მშვიდობა და ქვეყნის გადარჩენა, განვითარება. ეს არჩევანი გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.
ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტს ისევ მიმართავენ, რომ რიგგარეშე სხდომა, რომელიც დღეს მოითხოვეს, 11 აპრილს არ მოიწვიოს
ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რიგგარეშე სხდომა, რომელიც დღეს მოითხოვეს, 11 აპრილს არ მოიწვიოს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა - ლევან ხაბეიშვილმა, ანა წითლიძემ დაუგეგმავად დატოვა საქართველო და ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. „დღეს მეორედ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს. სამწუხაროდ ჩვენს მიერ გაგზავნილი მიმართვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ხვალ, 11 აპრილს რიგგარეშე სესიის მოწვევას, მოულოდნელად ორმა დეპუტატმა, დაუგეგმავად დატოვა საქართველო, ამიტომ ხვალ ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ აღმოვფხვრათ ზედმეტი ინტერპრეტაციები, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ამ თხოვნის მიზანი პრეზიდენტისადმი არის ის, რომ საქართველოს პარლამენტში მყოფი ოპოზიცია შეთანხმებულია საგამოძიებო კომისიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ამიტომ გვსურს, რომ კენჭისყრა ჩატარდეს სწორედ მაშინ, როდესაც ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი პარლამენტში. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ ეს დაუგეგმავი ვითარება შეიქმნა, მაგრამ საკითხის ჩავარდნას, ჯობია საკითხის გადაწყვეტის გადადება, ამიტომ, მივმართავთ კვლავ პრეზიდენტს, რომ ხვალინდელი სხდომა არ მოიწვიოს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ. ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს მიმართეს. სალომე ზურაბიშვილთან გაგზავნილ მოთხოვნას 46 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიღება უნდა ყოფილიყო, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხები უნდა იყოს: სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობა, რომელიც უკანონოდ ერევა მართლმსაჯულების განხორციელებასა და მოსამართლეთა შერჩევა-დაწინაურებაში, მოსამართლეებზე უკანონო ზემოქმედების, კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები. 10 აპრილს 46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართა.
ერთპროცენტიანი, გაკოტრებული და ანტიეროვნული ძალები ქვეყანაში ვერაფერს მოაწყობენ - ღარიბაშვილი
ერთპროცენტიანი, გაკოტრებული და ანტიეროვნული ძალები ქვეყანაში ვერაფერს მოაწყობენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „ზურა ჯაფარიძე არის ერთპროცენტიანი პარტიის ლიდერი. რამდენად დიდ უტოპიაშია ეს ადამიანი და როგორ წამლავს საზოგადოებას, თავის ახალგაზრდებს, მის მიერ შემოკრებილ თავისი იდეების, აზრების გამზიარებლებს, ეს ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, შეიძლება მის ამ განცხადებას სისულელე და არასერიოზული ვუწოდოთ, ვინაიდან ეს ერთპროცენტიანი, ხელმოცარული, გაკოტრებული, ანტიეროვნული ძალები ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს მოაწყობენ. ჩვენი ხალხი ბრძენია, ძალიან კარგად ხედავს რაც ხდება. ჩვენ მთავარი შევინარჩუნეთ მშვიდობა და არა მხოლოდ შევინარჩუნეთ, ქვეყანა გადავარჩინეთ. აი, ეს ნეოფაშისტები და ასეთი ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ დღეს აქ მშვიდად გამოვიდოდით? ქვეყანა აღარ გვექნებოდა, მეგობრებო! ესენი ქვეყანას მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ. ეს იყო მიზანი. ბატონი მეკითხებოდა, არახამიას უნდოდაო? არახამიას კი არა, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი საჯაროდ გამოვიდა და თქვა, რომ მათ უნდოდათ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა. თქვენ ქართველები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ხომ ხართ, ამაზე რატომ არ შეგტკივათ გული? ვიღაცას, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ჩვენს ქვეყანაში უნდოდა „მეორე ფრონტის“ გახსნა, ჩვენი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, რაც უკრაინაში ხდება. თქვენ ამაზე პროტესტიც, რეაქციაც კი არ გაქვთ, პოზიციას არ გამოხატავთ“, - მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.
ჩვენი ვალია, ინსტიტუციური კრიზისი ეროვნულ ბანკში არ დავუშვათ - კობახიძე
სამწუხაროდ, დღეს ხელოვნურად არის პრეზიდენტის მიერ შექმნილი კრიზისი ეროვნულ ბანკში, პრეზიდენტი შეგნებულად არ წარადგენს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონსულტაციები, მან ამ კონსულტაციების დროს განაცხადა, რომ წლის ბოლომდე არ აპირებს არცერთი კანდიდატურის წარდგენას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ჩვენ ვერ დავუშვებთ კრიზისული ვითარების შენარჩუნებას ეროვნულ ბანკში. მინდა, შეგახსენოთ, როცა იყო სავალუტო კრიზისი, დევალვაცია, ინფლაცია და ა.შ. ყველა ხელს იშვერდა მმართველი პარტიისკენ და ახლაც, როდესაც საუბარია ეროვნულ ბანკზე და იქ შესაძლო კრიზისზე, რაც მარტივად შეიძლება, განვითარდეს, თუ პრეზიდენტმა შეინარჩუნა იგივე ვითარება, ამაზე ჩვენ ვიქნებით, ბუნებრივია, პასუხისმგებელი, აქედან გამომდინარე, სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენი ვალია, ინსტიტუციური კრიზისი ეროვნულ ბანკში არ დავუშვათ. სწორედ ამას ემსახურება ის კანონი, რომელიც არის მიღებული და რომელზეც დაგვჭირდება ვეტოს დაძლევა“, – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიცია არის დაქსაქსული - ღარიბაშვილი
ოპოზიცია არის დაქსაქსული, დეგრადირებული, გაუბედურებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. "Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები სასაცილოა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიული რეიტინგის თანახმად, მესამე ადგილზეა პარტია „საქართველოსთვის“. გამოკითხვის შედეგები ასე ნაწილდება:„ქართული ოცნება“ - 37%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 25, „საქართველოსთვის“ - 6%, „ლეიბორისტული პარტია“ - 5%, „ლელო“ - 4%, „გირჩი - მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე)“ - 4%, „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3%, გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 3%, „დროა“ - 2, „ალტ ინფო“ - 2%, „მოქალაქეები” - 2, „ხალხის ძალა“ - 2%, „ევროპული საქართველო“ - 1%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.
რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ოპოზიციამ პრემიერის საპასუხო გამოსვლებში
„განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან იმიტომ, რომ მთელი მისი მოტივაციაა, პოლარიზაცია გააღრმაოს, ეს არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და ეს არის ის, რაც, პრინციპში, აწყობს საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ. როგორც მან აღნიშნა, „ხელისუფლება 11 წლის განმავლობაში საუბრობს მარტო ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“, სააკაშვილზე და პოლარიზაციაზე იმიტომ, რომ მეტი სათქმელი და მეტი შეთავაზება ხალხისთვის არაფერი აქვს. „საერთოდ რაზე საუბრობთ - 600 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და ქალები წლობით ვერ ნახულობენ საკუთარ შვილებს, ყოველი მეექვსე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებზე, წყალზე, ჰიგიენის ნორმებზე და ელემენტარულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. „ძალიან ვწუხვარ თუ ის, რაც დღეს კასპში ხდება, არ გაგონებთ იმას, რაც ხდებოდა 2011 წელს. მაშინ საზოგადოება იყო თქვენს მხარეს, რადგან არ მოსწონდა ძალადობა. დღეს ხდება იგივე და თქვენ, ამ ძალადობას ტრიბუნიდან ახალისებთ. თქვენ ამბობთ, რომ ემიჯნებით ძალადობას, მაგრამ გამიჯვნა სხვა არის. ჩემი თხოვნაა, დადგეთ თქვენი სტატუსის სიმაღლეზე, გადააბიჯოთ საკუთარ თავს და დღეს, ამ ტრიბუნიდან თქვათ - ნებისმიერი ახალგაზრდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პერსონალურად პრემიერ-მინისტრს თავს დაესხმება ვერბალურად, ეს იქნება ცარიელი ფურცელი თუ ნებისმიერი გამოთქმა - უნდა იყოს დაცული და არ გაეკაროს მას არცერთი პოლიციელი - ეს იქნება თქვენი რეალური გამოსვლა ძალადობის წინააღმდეგ“, - განაცხადა თავის მხრივ, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარადგინა. „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, პარლამენტის წვერი ხათუნა სამნიძე პრემიერს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. „მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებს და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა. პროპაგანდა ნებისმიერი სახით არის ბოროტება. რასაც თქვენ დღეს აკეთებდით, ეს იყო ბოროტება. პროპაგანდა თუ სადმე არის, ჩვენ გეკითხებით, სად? უნდა დაასახელოთ ეს ადგილები. ასე ჰაერზე ლაპარაკი არის პროპაგანდა, ტყუილიც, რადგან თქვენ თავად სწავლობდით უცხოეთში, საფრანგეთში, მაგალითები, რომ მოგყავთ... თქვენს შვილს ამერიკაში აგზავნით, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცით, უმაღლესი ხარისხის განათლების სისტემაა. რასაც პოლიტიკაში და მაღალი ტრიბუნიდან ვსაუბრობთ, ისე უნდა ვცხოვრობდეთ. მე რისიც მჯერა - თანასწორობის - ამას ვასწავლი ჩემს შვილს. თქვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში, სადაც იჩაგრებიან ადამიანები და საკუთარი შვილისთვის გინდათ საუკეთესო უმაღლესი განათლება აშშ-ში. ეს არის ფარისევლობა და პროპაგანდა, მეტი არაფერი", - მიმართა ღარიბაშვილს სამნიძემ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში ამბობდა, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ე.წ. ლგბტ პროპაგანდად მკაცრად ეწინააღმდეგება. მისი თქმით, „საკითხებს სჭირდება დარეგულირება. „თქვენ რომ სხვა რეალობაში ცხოვრობთ, ეს ვიცით. თქვენ რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გაქვთ, ესეც ვიცით. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ის პრივილეგიები, რაც გაქვთ თქვენ“, - ამავე სხდომაზე მიმართა პრემიერს პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა. „ბევრი ტყუილი ითქვა აქ ზიზღით. არ ვიცი სად იპოვეთ ამდენი ძალა ზიზღისთვის. აცნობიერებთ თუ არა, რომ ის კორიანტელი, რომელიც დღეს აქ დააყენეთ, კონკრეტულ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის”. ტყუილი იყო რასაც თქვენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არწმუნებდით ყველას, რომ ივნისის ბოლოს 12 რეკომენდაცია იქნებოდა შესრულებული. სად არის შესრულებული რეკომენდაციები? სტოკჰოლმში გითხრეს, რომ შესრულებულია 12-დან სამი რეკომენდაცია. ვერ გაიგეთ ეს რომ გითხრეს? ტყუილი მძიმე დანაშაულია განსაკუთრებით, როდესაც სახელმწიფო ინტერესს ეხება საქმე და ამ ტყუილზე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? არ გრცხვენიათ, რომ მთელი თვეების განმავლობაში იდექით და ამბობდით ტყუილს, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა“, - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრს. „ჩემი აზრით, თვითკრიტიკა და თვითკრიტიკულობა ყველაზე მეტად შვენის ადამიანს და განსაკუთრებით პოლიტიკოსს, განსაკუთრებით სახელმწიფო თანამდებობის პირს და კიდევ უფრო განსაკუთრებით მთავრობის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. „თქვენს გამოსვლაში რომ მომესმინა რამდენიმე ნოტა მაინც სხვადასხვა დარგში და სფეროში ხარვეზებთან დაკავშირებით და იმასთან, რომ რაღაც სხვაგვარად გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა, ისევ თქვენთვის იქნებოდა ძალიან კარგი იმიტომ, რომ უკეთესად წარმოჩინდებოდით, მაგრამ როცა გამოდიხართ და გვიყვებით, არიქა, ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოში, რა ვიცი, აგაშენებთ ღმერთი! სიღარიბე განახევრდა - აგაშენებთ ღმერთი! ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა დასული - აგაშენებთ ღმერთი, მაგრამ ამ შენობიდან, რომ გავალ და სახლში რომ ავდივარ ფეხით იმდენი გაჭირვებული ხალხი რატომ მხვდება? სხვა საქართველოა რასაც თქვენ ხატავთ და სხვა საქართველოა რეალურად. ამ საქართველოზე ობიექტურად და მიწაზე დაშვებულად რომ ილაპარაკოთ ისევ თქვენთვის იქნება კარგი, რადგან ის ხალხი არ გააღიზიანოთ ვინც უმუშევარია“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა. კითხვა-პასუხის რეჟიმი პარლამენტში დასრულებულია.
საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე
საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აფასებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ევროპულ ინტეგრაციას ემუქრება. „იმპიჩმენტის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რუსული ოცნება" აგრძელებს საბოტაჟს ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის. მათ სურთ, გადაფარონ ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც არის მათთვის სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი, „ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობა, ის პრობლემები, რაც ხალხს აწუხებს... და ზოგადად, ამ ოპოზიციის სხვა აქტორების აქტივობას უკავშირებენ ამ ხელოვნურ თემებს," - ამბობს ფავლენიშვილი. თავის მხრივ, „ლელო" მოუწოდებს ყველას, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას, მმართველ გუნდთან არ შევიდეს არანაირ განხილვაში. „შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდი ვერ ახორციელებს რეალურ პოლიტიკურ პროცესებს და ამისთვის ქმნის სრულიად გაუგებარ და გაუგონარ პოლიტიკურ მაქინაციებს. ჩვენთვის ცხადია ის, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პრორუსული გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფება ევროპის დედაქალაქებში იმისთვის, რომ აწარმოოს მოლაპარაკება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ამის პარალელურად საქართველოს ხელისუფალი ქართული ოცნების სახით,რომელიც ემსახურება ყოველდღიურად რუსეთის ინტერესებს იწყებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს პარლამენტის გავლით. ეს იქნება იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება და წარმოუდგენელია რომ მისი ფინალამდე მიყვანა "ქართულმა ოცნებამ" შეძლოს. მოვუწოდებთ მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას, არ შევიდეს არანაირ განხილვაში ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს იქნება გამყოფი წითელი ხაზი "ქართული ოცნების" პრორუსულ პოლიტიკასა და პროდასავლურ ნაბიჯებს შორის," - განაცხადა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ევროპული კურსის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი პუტინისთვის კიდევ ერთი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს, პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ვინც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ყველა ხელის მომწერი იქნება საქართველოს ღალატზე რუსეთის სასარგებლოდ. „ევროპაში ვიზიტისა და სტატუსზე მოლაპარაკებების გამართვის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება „ქართული ოცნების“ ლუსტრაციას მოახდენს, რომ ისინი არიან რუსეთის დაკვეთის შემსრულებლები. კობახიძემ, როგორც კონსტიტუციონალისტმა, უნდა იცოდეს, რომ სამართლებრივზე მეტად პრეზიდენტის იმპიჩმენტი პოლიტიკური პროცესია, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია ხდება, თუ ვის სამსახურში დგას ხელისუფლება. მათი გაშიშვლება ხდება. ეს ყველაფერი უკვე წყალგამყოფია – ამაზე ხელმოწერა საქართველოს ინტერესების ღალატს ნიშნავს. ჩვენ დავთვლით, რამდენი მოღალატეა საქართველოს პარლამენტში, რომელიც მზად არის, ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტს პასუხი აგებინოს. ეს არანაირი სამართლებრივი საკითხი არ არის. ევროპული კურსის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი პუტინისთვის კიდევ ერთი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს. ვინც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ყველა ხელის მომწერი იქნება საქართველოს ღალატზე რუსეთის სასარგებლოდ,“ – განაცხადა მანჯგალაძემ. პარტია „გირჩის“ წევრს, ალექსანდრე რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში, შესაძლოა, პრეზიდენტი დათმობაზე წავიდეს და სააკაშვილი შეიწყალოს. „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ბუა სჭირდება. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოუშვას, რადგან ციხეში პოლიტიკურად ძალიან სუსტად გამოიყურება და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ თავად არ გამოუშვან და ეს პრეზიდენტის ხელით გააკეთონ. იმპიჩმენტს „ნაცმოძრაობის“ ხმების გარეშე ვერ გააკეთებენ, 13 ადამიანს ვერ მოისყიდიან. ასეთ კონფიგურაციაში „ნაცმოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება – თუ მიშას არ გამოუშვებთ, იმპიჩმენტს მხარს დავუჭერთო. ამ სიტუაციაში პრეზიდენტმა შეიძლება, იმპიჩმენტის გამო დათმოს და მიშა შეიწყალოს. მას ბოლომდე „ნაცობა“ „შეეტენება“, „ქართულ ოცნებას“ კი საარჩევნოდ ბუა ეყოლება და მიშას გათავისუფლებაც არ დაჰბრალდება,“ ამბბობს რაქვიაშვილი. შეგახსენებთ, დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებებს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტია. ახალი კონსტიტუციით, ძირითადი ცვლილებები პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესებს ეხება. კერძოდ, 2024 წლიდან პრეზიდენტს არა პირდაპირი არჩევნებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით აირჩევენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იმპიჩმენტის პროცედურა პირველად იწყება. ასევე გაეცანით: ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა
მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს
მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს. ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, არაერთხელ გაკეთდა განმარტება იმის შესახებ, რომ რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. ამის მიუხედავად, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, რომ აღნიშნული რეისი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შესრულდა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე განმარტა, რომ აღნიშნული რეისი იყო კომერციული და რეისის ანაზღაურება არ მომხდარა ბიუჯეტიდან. ამის მიუხედავად, ეთერში გასულ სიუჟეტში ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად იყო უგულებელყოფილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა,“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ოპოზიცია ღარიბაშვილის გადაყენებასა და დასჯას მოითხოვს. „ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, ის დაკავებული უნდა იყოს - საქართველოს პარლამენტის წევრებს მოვუწოდებ, "რუსული პარტიის" უმრავლესობა დატოვონ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 10 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. ამასთან, ლელო“ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, შეუერთდნენ ინიციატივას. „დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა! საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი... თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა - იმპიჩმენტი ღარიბაშვილს!" - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. გარდა ამისა, საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსებაზე დოკუმენტაცია. ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მდგომარეობას ვერ ამსუბუქეს ის შემთხვევაც, თუკი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, რადგან კითხვები ჩნდება პრემიერის შემოსავალზე. „პრემიერ-მინისტრი თავს უფლებას, რომ აძლევს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა. თუ რეისის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, ეს მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს, რადგან კითხვები ჩნდება საიდან აქვს პრემიერს ამხელა შემოსავალი. ამ საკითხებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. ქონებრივი დეკლარაცია არ არის ის ფორმა, რომლითაც ასეთ კითხვებზე პასუხებს მიიღებს საზოგადოება. მით უფრო, რომ პრემიერს მისი შევსება 2024 წელს მოუწევს. სულ მცირე, ახლავე უნდა გასაჯაროვდეს: სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პრემიერმა ასეთი მომსახურება მართლაც შეიძინა. ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს მომსახურების ღირებულება; საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, სადაც ჩანს, ვის მიერ არის ეს სახსრები გადახდილი. იმედია, სააგენტო ამგვარ მომსახურებას განვადებით არ აფორმებს” , - წერს საია-ს თავმჯდომარე Facebook-ზე. ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.
რა საკითხებზე ისაუბრეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 11 სექტემბერს, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ორბელიანების სასახლეში, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ლელო საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები: ანა ბუჩუკური და ნათია მეზვრიშვილი, ასევე, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, ხატია დეკანოიძე. ანა ბუჩუკურის თქმით, შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეხვედრების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. „ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ შეიძლება, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანას, ევროინტეგრაციას, ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს. კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმედს ვიტოვებთ, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ევროკავშირის კარი არ დაიხურება. იმპიჩმენტთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა,“ - ამბობს ანა ბუჩუკური. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ საუბრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია იყო. „მსჯელობის თემა არის ის, თუ რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ ხალხმა იმისთვის, რომ ჩვენ ეს ისტორიული შანსი არ დავკარგოთ და ქვეყანამ მიუხედავად „ქართული ოცნების“ საბოტაჟისა, კანდიდატის სტატუსი მიიღოს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. პრეზიდენტი ასევე შეხვდა„ევროოპტიმისტების" წევრს, ხატია დეკანოიძეს. საუბრის თემა ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტატუსის მიღება იყო. როგორც ხატია დეკანოიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტთან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. „საუბარი შეეხებოდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეტაპი, რაზეც დღეს ვართ. მათ შორის, ხშირად ვუზიარებთ და გვიზიარებს ხოლმე ამ მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტი და ნამდვილად მისი მთავარი ძალისხმევა, როგორც თქვა, მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მე ვუთხარი პირადად, ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომ მე არ დავუჭერ იმპიჩმენტს მხარს,“ - განუცხადა მედიას ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.
ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სასესიო დარბაზი დატოვა
ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სასესიო დარბაზი დატოვა. ოპოზიციამ სხდომის გახსნისთანავე სებ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა. სესია სიტყვიერი დაპირიპირებით დაიწყო. მანდატურებმა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მითითებით, სხდომათა დარბაზი გიორგი ვაშაძეს დაატოვებინეს. „ყველა ვინც რუსული ჯაშუშური ქსელის დაცვაშია მხილებული, ეროვნული ბანკით დაწყებული, სუს-ით გაგრძელებული, ამაზე უნდა იყოს ახლა მსჯელობა და „ქართულ ოცნებას" მივმართავ, თქვენ ახლა იცავთ რუსულ ჯაშუშურ ქსელს," - განაცხადა ვაშაძემ. ოპოზიციიდან პარლამენტის სხდომაზე მხოლოდ არმაზ ახვლედიანი რჩება.
რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. შეხვედრის დასრულების შემდეგ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშეა და შესაბამისად, პრეზიდენტთან ყველა ამ გამოწვევაზე და საფრთხეებზე ჰქონდათ საუბარი. „ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა. მოხდა უმძიმესი რამ, დასანქცირდა ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი, ჯაშუშობისთვის. ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბოტაჟი გამოუცხადოს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, არამედ დასავლეთის სანქციების რეჟიმს და ამით საფრთხეში ჩააყენა საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც სარგებლობს საბანკო სისტემით და არის ამ ქვეყნის მოქალაქე. „ქართულმა ოცნებამ“ საბოტაჟის გზით, საფრთხე შეუქმნა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. მეორეს მხრივ, საკუთარი გადაწყვეტილებით დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ გადაეფაროს ფარად ფარცხალაძეს, რომელიც დასანქცირებულია ჯაშუშობისთვის. ქვეყანა არის სერიოზული გამოწვევების წინაშე, შესაბამისად, ცხადია, რომ პრეზიდენტთან გვქონდა ყველა ამ გამოწვევაზე და საფრთხეებზე საუბარი“, - განაცხადა სამადაშვილმა. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შედგა, ხოლო დეტალებზე ვერ ისაუბრებს. “ყოველ ჯერზე, როდესაც პრეზიდენტი ჩვენს გუნდთან ჩათვლის საჭიროდ, ბუნებრივია მივალთ, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩვენი გუნდი პატივს სცემს. ბევრ საკითხზე იყო მსჯელობა, მაგრამ ძირითადი საკითხი კვლავ ევროინტეგრაციის პროცესი იყო. დახურული შეხვედრა იყო და ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ამის უფლებას თავს არ მივცემ“, - განაცხადა ბუჩუკურმა მედიასთან. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს. დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტის პოზიცია, იმპიჩმენტთან, ასევე ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ცნობილი გახდება. „პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რა თქმა უნდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსს ადვოკატირებს და ეს ინფორმაცია ჩვენც გაგვიზიარა. ჩვენც ვუთხარით ჩვენი პოზიცია ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით თვითონ გააკეთებს განცხადებას. პრეზიდენტის პოზიცია, ალბათ, ცნობილი გახდება იმპიჩმენტთან, ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა
საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა და შემდეგ უკვე პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის გადაყენება ვერ მოახერხა. „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, რომელიც პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილეა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარა და ბრალდებები, პირიქით, აპირებს, რომ საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა გააგრძელოს. სამნიძის თქმით, პრეზიდენტთან საუბრის თემა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი, სხვა მიმდინარე პროცესები და იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხები იყო. „ძირითადი თემა იყო ევროპული სტატუსი და ბუნებრივია, მიმდინარე პროცესები, ასევე იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია. ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარები და ბრალდებები. აპირებს, გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა. საუბარი იყო იმაზე, როგორ ხედავს ჩვენს მანდატს. ასევე, ჩვენს რეკომენდაციებს მოუსმინა. მე ვკითხე იმაზე, რომ საზოგადოებაში ინტერესია, რას აპირებს პოლიტიკური თვალსაზრისით და შევთანხმდით, რომ ამაზე საუბარი დღეს მთავარი თემა არაა. მთავარი თემა ევროპული სტატუსია და ამ მიმართულებით ჩვენ მის გვერდით ვდგავართ,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი საკუთარ გეგმებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში თავად გააცნობს. ერთი რამ არის ნათელი, რომის არ აპირებს დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტი აპირებს, რომ გააგრძელოს შესაბამისი მოქმედება ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, თუ როგორ, ამას თავად გაგაცნობთ,“ - განაცხადა სამადაშვილმა. თავის მხრივ, „ევროოპტიმისტების" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი საკუთარ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდის ინფორმაციას. მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე საარჩევნო და პოლიტიკურ ლანდშაფტზე არ უსაუბრიათ. „ზოგადად, ვფიქრობ, ძალიან სწორ პოზიციაზეა კანდიდატის სტატუსთან და საქართველოს მომავალთან დაკავშირებით; სწორ პოზიციაზეა იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების განწყობა არჩევნებში მონაწილეობაზე, ჩვენი ქვეყნის აქტიურობაზე, ევროპულ მომავალზე. ვიზიტების გაგრძელებაზე მისი პასუხი იყო ის, რომ რამდენიმე დღეში გააცნობს საზოგადოებას თავის მოსაზრებას. არ გვისაუბრია საარჩევნო და პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ვისაუბრეთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპული ინტეგრაცია დაჩქარდეს, საარჩევნო კონფიგურაციებზე პრეზიდენტს არ უსაუბრია,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს შეეხებოდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის პოლიტიკურ და საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით ამ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. „შეხვედრაზე ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იყო. განხილვის მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ დარჩენილ მოკლე დროში, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ვისაუბრეთ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი. მათ შორის, მედიის წინააღმდეგ კანონზე, ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვქონდა, რატომ არის ეს კანონი პრობლემური. ეს მოვახსენეთ საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი. პრეზიდენტის პოლიტიკურ და საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით ამ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი უკავშირდებოდა იმას, რომ ძალიან მალე უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხი და დარჩენილ დღეებში რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხს დამატებითი ლეგიტიმაცია მივცეთ. ეს იყო მთავარი თემა, არანაირ სხვა პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი არ ყოფილა. ის ისეა მოტივირებული როგორც ჩვენ, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს,“ - განაცხადა ანი წითლიძემ.
პოლონეთში ოპოზიციური პარტიების კოალიცია ჩამოყალიბდა
პოლონეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური შეთანხმება გააფორმეს. „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერმა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე სავარაუდო კანდიდატმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „შეთანხმება არის სახელმძღვანელო მითითებები თანამშრომლობისთვის მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტისგან მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას მიიღებენ. ტუსკის პარტიის გარდა, კოალიციაშიხ „მესამე გზა“ და „ახალი მემარცხენეები“ არიან. 7 ნოემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირება ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, მათეუშ მორავეცკის დაავალა. მორავიეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობა არ აქვს. მორავეცკის კოალიციისათვის სხვა საპარლამენტო პარტიებთან მოლაპარაკება მოუწევს.
პაპუაშვილი: ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისგან მოლოცვები მივიღე
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მილოცვები ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისგანაც მიიღო. „მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტის ზოგიერთი წევრისთვის ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ხელისუფლების ნდობა. როდესაც ქვეყანაში მილიონი ადამიანი ხელისუფლებას ანდობს „ქართულ ოცნებას“, მგონი, ეს მილიონი ადამიანი იმსახურებს იმის პატივისცემას, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არ არის ჩაკეტილი მხოლოდ ერთი აზრით, რომ როგორმე მოიპოვოს აბსოლუტური ძალაუფლება, ეს ნდობა უნდა ჰქონდეს. ეს დემოკრატიის ამოსავალი წერტილია, რომ ნდობა უნდა იყოს. მე დღეს მივიღე მოლოცვები ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისგან და იმედი მაქვს, რომ ეს მოლოცვები ნამდვილად მოდიოდა გულიდან. დარწმუნებული ვარ, რომ გულიდან მოდიოდა, მაგრამ იმედი მაქვს, გადაითარგმნება მათ მიერ პასუხისმგებლობის გაზიარებაში, შემდეგ ნაბიჯებში. ხელისუფლებამ აჩვენა ერთი რამ, რომ ფაქტობრივად, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვიწევდა მარტო გადაწყვეტილების მიღება. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის იმ ოპოზიციურ წევრებს, რომლებმაც იქ, სადაც საჭირო იყო, ოპოზიციის ხმები, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის დროს მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებებს, მათ რეალურად ამით მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროპულ მომავალს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ომბუდსმენის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რეფორმები ოპოზიციური პარტიების ჩართულობით გატარდეს
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოს აქვს გასატარებელი, ოპოზიციური პარტიების ჩართულობით გატარდეს. ომბუდსმენის თქმით, ოპოზიციის ჩართულობა საბოლოო ჯამში აჩვენებს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს. „ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოს აქვს გასატარებელი, და ეს რეფორმები პირველ რიგში ეხება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, ამ გზაზე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, სასურველია, რომ იყოს ოპოზიციის ჩართულობით. ეს საბოლოო ჯამში აჩვენებს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს. ვისურვებდი, რომ იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც ჩვენს საგარეო პრიორიტეტებთან არის მიმართული, მნიშვნელოვნად იყოს ჩართული ოპოზიციური პარტიები და მნიშვნელოვნად იყოს გაზიარებული ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციები”, - განაცხადა იოსელიანმა.
პრეზიდენტი: არ ვაპირებ, ოპოზიციის ლიდერი გავხდე
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერობას არ აპირებს. „არ მგონია, ეს მართებული გადაწყვეტილება იყოს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ზოგიერთებს სურთ, მან ეს როლი იკისროს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს აღარ უჭერს მმართველ ძალას და, ასევე არც "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება სურთ. "დაახლოებით, მოსახლეობის 50%-ს არცერთი ძალა არ უნდა და ელოდება, რამდენად შეძლებენ ოპოზიციური პარტიები ერთობლივ მოქმედებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაერთიანდნენ ერთი სიის ან ერთი პარტიის ქვეშ, ეს არარეალურია და არც იქნება კარგი მომავალში მრავალპარტიულობისთვის. მათ უნდა შეძლონ ერთად მოქმედება იმგვარად, რომ საზოგადოებას გამარჯვების ფორმულა წარუდგინონ. ესაა მათი საქმე. ჩემი საქმეა ვუთხრა მათ, რომ გაერთიანდნენ არა ერთმანეთთან, არამედ, ევროპული პლატფორმის ირგვლივ," - განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოსთვის საუკეთესოა პოლონური მოდელი, სადაც არის ძალების კოალიცია - პრეზიდენტი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო
83 ხმით, 0-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირბალობის“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მომხსენებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მანამდე, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით იხილავდნენ, დღეს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრების დაპირისპირების გამო დროებით შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ასევე, სასესიო დარბაზიდან გააძევა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი. უმრავლესობის წევრების გამოსვლისას ოპოზიციონერი დეპუტატები სკანდირებდნენ „არა, რუსულ კანონს!“, „ყველა არის ქვეყნის მოღალატე“; „პასუხს აგებთ!“ ისინი ასევე, პროტესტს მაგიდაზე ხელისა და წიგნის ბრახუნით გამოხატავდნენ. ცნობისთვის, პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ ალტერნატიული ინიციატივებს კი, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ამ წუთებში პარლამენტის შენობის უკან მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს.“ „აგენტების კანონს“ რამდენიმე დღეა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან აპროტესტებენ. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ აცხადებენ, რომ პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმზე გადადიან. „ამ რეჟიმში, როდესაც ქვეყანაში რუსული რეჟიმი, გაფორმდა, წარმოუდგენელია ნორმალური საპარლამენტო მუშაობა. ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია და ოპოზიციის უმრავლესობა არ ვაპირებთ ამ რეჟიმში ჩვეულებრივი საქმიანობის გაგრძელებას, გავდივართ ბოიკოტის რეჟიმში,“ - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად „საბოლოო გეგმას“ გააცნობენ საზოგადოებას, „თუ როგორ ვაპირებთ რუსული რეჟიმის პირობებში შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობას.“ „ლელოს“ ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში - „როცა ყველა წითელი ხაზი გადალახულია, როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია.“ „ვფიქრობთ, რომ პარლამენტში მუშაობის რესურსი აღარ არსებობს და ბოიკოტი არის ის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, რომლითაც რეჟიმს უნდა დავუპირისპირდეთ,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. პარლამენტის მუშაობას პოლიტიკური ბოიკოტი „სტრატეგია აღმაშენებელმაც“ გამოუცხადა. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
პრემიერის თქმით, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან ოპოზიციის ლიდერებიც
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები. მანვე განმარტა, რომ თავდასხმის რისკის ქვეშ არიან განსაკუთრებით ის ლიდერები, რომლებზე თავდასხმაც საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება, იყოს გამოყენებული. „უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება, იყოს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურ განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება, მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება,“ - განაცხადა კობახიძემ. კითხვას საიდან აქვს მმართველ ძალას ამგვარი ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერი ლიდერები თავდასხმის რისკის ქვეშ არიან, კობახიძემ უპასუხა რომ როდესაც "ოპოზიცია დასუსტებულია, ინფორმაცია გარეთ საცერივით გამოდის." „ასეთ თემებზე არის მუდმივად საუბარი ოპოზიციური პარტიების შიგნით. ასევე, ჩვენ გვაქვს წარსული გამოცდილება, თქვენ გახსოვთ, რა მოხდა გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, როდესაც უშუალოდ არჩევნების წინ მოაწყვეს აფეთქება და ბედზე გადარჩა მაშინ გივი თარგამაძე, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი აქტი უარყოფითად აისახებოდა არჩევნების მიმდინარეობაზე. როდესაც ოპოზიცია არის დასუსტებული, იქ ძალიან მარტივად, საცერივით გამოდის გარეთ ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიებიდან და გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ასეთ თემებზე იქ მუდმივად მიდის საუბარი, სხვადასხვა პარტიაში თან, არამხოლოდ „ნაცმოძრაობაში“, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაში გამუდმებით მიდის საუბარი შესაძლო პროვოკაციებსა და ასეთი ტიპის ინციდენტებზე. მიზეზი ძალიან მარტივია, მთელი კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ჯამური რეიტინგი დღეს არის, დაახლოებით, 25%. ასეთ პირობებში ისინი ეძებენ გზებს იმისთვის, რომ რამენაირად არიონ ვითარება. ასეთი ინციდენტების დაგეგმვაც არის ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი," - განაცხადა კობახიძემ.