თეგი: ოპტიკობოჭკოვანი ხაზი
აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის მშენებლობას იწყებენ
კასპიის ზღვის ფსკერზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის (FOCL) მშენებლობა 2023 წელს დაიწყება. ამის შესახებ ყაზახეთის ციფრული განვითარების მინისტრმა ბაღდატ მუსინმა სამარყანდში ICT Week Uzbekistan - 2022 ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა. „პროექტი, რეგიონის ქვეყნებისთვის, ალტერნატიული ინტერნეტით წვდომას უზრუნვეყოფს. ასევე გააფართოვებს ტრანზიტს ევროპასა და აზიას შორის. ყაზახეთის მხრიდან პროექტის პარტნიორად Kazakhtelecom-ი სახელდება, ხოლო აზერბაიჯანული მხრიდან AzerTelecom-ი“, - განაცხადა მუსინმა. ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტის დიზაინის შემუშავება, შემდეგ მოჰყვება შესაბამისი კვლევები, მოგვიანებით კი დაიწყება კასპიის ზღვის ფსკერზე არხის პროექტირება და მშენებლობა. კაბელის სიგრძე 340 კმ-ზე მეტი იქნება, ხოლო სარეზერვო არხი, რომელიც ყაზახეთის კურიკ პორტიდან ბუზოვნამდე, (ბაქოსთან ახლოს), იქნება, დაახლოებით 330 კმ-ს შეადგენს.