თეგი: ოფიციალური ვიზიტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ლონდონში დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ლონდონში დაიწყო. შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს. კერძოდ, რამდენიმე წუთის წინ დელეგაციის წევრები თემთა პალატის თავმჯდომარესთან, ამ წუთებში კი შეხვედრები იწყება საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები ლორდთა პალატის სპიკერ ჯონ მაკფოლთან, ასევე, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოღლისთანაც და საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა

5-7 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ბონი ჯენკინსი საქართველოში ვიზიტისას ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ცენტრალურ აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. ის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრებს.