თეგი: ოქრო
ოქროს ფასმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია
ოქრო ისევ ძვირდება. ექსპერტების შეფასებით, ამის მიზეზია ომი უკრაინაში და რეცესიის რისკი აშშ-ში, რამაც აქტივებზე მოთხოვნა გაზარდა, წერს Bloomberg. დღეს ოქროს ფიუჩრსის ფასი ტრუას უნციაზე (მასის საზომი ერთეული, უდრის 31,1034768 გრამს) 0,8%-ით გაიზარდა და $1990 გაუტოლდა. მაქსიმალური ფასი ოქროზე ბოლოს 11 მარტს დაფიქსირდა და $1995,05 შეადგინა. „ოქროს გაძვირება გამოწვეულია მაღალი ინფლაციითა და გეოპოლიტიკური რისკებით“ - ამბობს CMC Markets-ის ანალიტიკოსი კელვინ ვონგი. ოქროს ზოდებზე მოთხოვნა იზრდება, 10 წლიან სახაზინო ობლიგაციებზე მოგების 3%-იანი ზრდის მიუხედავად. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის მზარდი ინფლაციის ფონზე ოქრო ძვირდება
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის კონტრაბანდის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საბაჟო მოსაკრებლისაგან თავის არიდების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ერთ-ერთი ჯგუფის წევრის მართვის ქვეშ მყოფი MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანით, სარეალიზაციოდ შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2 620 გრამი ოქროსა და 6 189 გრამი ვერცხლისგან დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 429 111 ლარს შეადგენს. გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოტანილი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების რეალიზაცია უნდა მომხდარიყო თბილისში, ვაგზლის მოედანზე განთავსებულ ე.წ „ოქროს ბირჟის“ ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ
Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა დასავლეთი რუსეთის „გაყინულ“ ოქროსა და სავალუტო რეზერვებს უკრაინას გადასცემს გამოცემის ცნობით, მომავალ კვირას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ბრძანებას გამოსცემს, რომლითაც ქვეყანაში რუსეთიდან ოქროს იმპორტი აიკრძალება. G7 ლიდერები ამ გადაწყვეტილებას გერმანიაში დაგეგმილ სამიტზე გამოაცხადებენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისაც მოუსმენენ. შეთანხმების მიხედვით, დიდი შვიდეულის ქვეყნებში (აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა) რუსეთს ოქროს იმპორტი აეკრძალება.
აშშ-ის შემდეგ, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა ევროკავშირსაც სურს - Bloomberg
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი მუშაობს ახალ სანქციებზე, რომლის თანახმადაც, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა იგეგმება. რუსეთი მსოფლიოში, ოქროს მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყანაა. გასულ წელს, ექსპორტზე - 12,6 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოქრო გაიტანა. Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი მედიის ცნობით, მანამე G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ეს ღონისძიება „ძირითადად აისახება“ რუსეთის უნარზე, დააფინანსოს თავისი სამხედროები, ასევე, ოლიგარქების მცდელობებზე, რომ ფინანსური სანქციები ოქროს ზოდების შეძენით აიცილონ თავიდან. აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს ბოლო მონაცემებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სანქცირებული რუსების კუთვნილი თითქმის 14 მილიარდი ევროს აქტივები გაყინეს. შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა.
იაპონიამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა
უკრაინაში გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის გამო, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა დასავლეთი რუსეთის „გაყინულ“ ოქროსა და სავალუტო რეზერვებს უკრაინას გადასცემს იაპონიის ხელისუფლებამ, რუსული ოქროს იმპორტზე, ემბარგო დააწესა. გარდა ამისა, იაპონურ კომპანიებს რუსული ბიზნესისთვის აღრიცხვის, აუდიტისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. ახალი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი იაპონიის ხელისუფლება ბავარიაში გამართულ "დიდი შვიდეულის" ქვეყნების სამიტზე კოლეგებთან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდა. შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტზე ემბარგო უკვე ოფიციალურად დააწესა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ოქრო რუსული ექსპორტის მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელსაც რუსეთისთვის "ათობით მილიარდი დოლარი მოაქვს." აშშ-ის შემდეგ, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა ევროკავშირსაც სურს - Bloomberg
ტაჯიკეთი ოქროს ექსპორტს ზრდის
2022 წლის იანვარ-მაისში, ტაჯიკეთმა ექსპორტზე $308 მილიონის ღირებულების ოქრო გაიტანა. ამის შესახებ მედია, ტაჯიკეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს. საანგარიშო პერიოდში ტაჯიკეთმა ასევე ექსპორტზე $54 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ფხვნილი გაიტანა. დღეს ტაჯიკეთში 18 ოქროს მომპოვებელი კომპანია მუშაობს, რომლებიც წარმოების მოცულობას ყოველწლიურად ზრდიან. ოქროს მოპოვების ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა ტაჯიკური-ჩინური ერთობლივი საწარმო „ზარაფშონი“, რომელზეც ტაჯიკეთში მთლიანი ოქროს წარმოების 70 პროცენტი მოდის. „აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აპრილში ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა TALCO Gold CJSC-ის სამთო და გადამამუშავებელი საწარმო ექსპლუატაციაში ჩაუშვა და სუგდის რეგიონში ახალ მეტალურგიულ ქარხანასა და ოქროს გადამამუშავებელ საწარმოს საფუძველი ჩაუყარა“, - წერს მედია.
კანადამ რუსული ოქროს იმპორტი, ოფიციალურად აკრძალა
კანადამ უკრაინაში ომის საპასუხოდ, რუსეთიდან ოქროს საქონლის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა. იაპონიამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი კანადა კრძალავს ნედლი და ნახევრად მზა ოქროს, ოქროს ფხვნილის, მონეტის ოქროსა და ოქროს სამკაულების იმპორტს. შეერთებული შტატების, კანადის, ბრიტანეთისა და იაპონიის ერთობლივი სურვილი რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ, ივნისის ბოლოს G7-ის სამიტზე გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ასევე 7 ივლისს კანადამ სანქციების სიაში დაამატა, რუსეთის 29 მოქალაქე და 15 კომპანია. მათ შორის Roskomnadzor-ი, პატრიარქი კირილი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი და პროპაგანდისტი ალინა კაბეევა. შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტზე ემბარგო უკვე ოფიციალურად დააწესა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ოქრო რუსული ექსპორტის მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელსაც რუსეთისთვის "ათობით მილიარდი დოლარი მოაქვს." აშშ-ის შემდეგ, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა ევროკავშირსაც სურს - Bloomberg
ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტი აკრძალა
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღეს. რომლის თანახმადაც რუსეთიდან ოქროს და საიუველირო ნაწარმის იმპორტი იკრძალება. ახალი სანქციები ძალაში 2022 წლის 21 ივლისს შევა, მას შემდეგ რაც ევროკომისიის ბიულეტენში გამოქვეყნდება. ევროკავშირი „სბერბანკის“ წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ინიციატივით გამოდის - Bloomberg ახალი პაკეტი რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის და ორგანიზაციის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება ყველას, ვინც სანქცირებას დაექვემდებარა. ამასთან ევროკავშირის ქვეყნებმა „სბერბანკის“ აქტივების გაყინვის გადაწყვეტილებაც მიიღეს, რომელიც მანამდე SWIFT სისტემიდან გაითიშა. ევროკავშირის ახალი სანქციები სრულად თავსებადია G7-ის ქვეყნების გადაწყვეტილებასთან, რომლებიც მანამდე რუსული ოქროს ემბარგოზე შეთანხმდნენ.
ბრიტანეთი რუსეთიდან ოქროს იმპორტს კრძალავს, უარს ამბობს ნახშირსა და ნავთობზეც
ბრიტანეთში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის შესაბამისი ცვლილება 21 ივლისს შევიდა. ბრიტანეთი რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ქვანახშირისა და ოქროს ნაწარმის იმპორტს, ასევე ამ საქონლის პირდაპირ თუ ირიბად შეძენასა და მიწოდებას კრძალავს. რუსული ოქროს იმპორტზე აკრძალვა ძალაში 21 ივლისს შევიდა. რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი 2022 წლის 10 აგვისტოდან, ხოლო ნავთობის იმპორტი 2022 წლის 31 დეკემბრიდან იკრძალება. შეგახსენებთ, რომ გერმანია რუსული ნახშირის ყიდვას 1-ელი აგვისტოდან, ხოლო რუსული ნავთობის ყიდვას 31 დეკემბერს სრულად შეწყვეტს. ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტი აკრძალა კანადამ რუსული ოქროს იმპორტი, ოფიციალურად აკრძალა
მსოფლიო მოთხოვნა ოქროზე 8%-ით შემცირდა
World Gold Council-ის (WGC) გათვლებით, ოქროზე მსოფლიო მოთხოვნამ 2022 წლის მეორე კვარტალში 948 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის აპრილ-ივნისის მოთხოვნაზე 8%-ით ნაკლებია. ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტი აკრძალა 2022 ცა მეორე კვარტალში უნცია ოქროს ფაის $1871, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 3% მეტია. თუმცა მეორე კვარტლის განმავლობაში ოქრო 6% გაიაფდა. მსოფლიო ცენტრალური ბანკები განაგრძობდნენ ოქროს ყიდვას. შესყიდვების მოცულობამ კვარტალში 180 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის II კვარტალთან შედარებით 14%-ით ნაკლებია. რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი
„კარწახის“ საბაჟოზე ₾133 ათასზე მეტი ღირებულების ოქროს ჯართის გადატანის ფაქტი გამოვლინდა
„კარწახის“ საბაჟოზე ₾133 ათასზე მეტი ღირებულების ოქროს ჯართის გადატანის ფაქტი გამოვლინდა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.უწყების ცნიბით, საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონების გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინაგამოძიებით დადგინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“-ს გავლით, შეეცადა საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაეტანა 133 351,74 ლარის საბაჟო ღირებულების 871,53 გრამი ოქროს ჯართი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეკორდული მოცულობა შეისყიდეს
მსოფლიო ცენტრალურმა ბანკებმა, 2022 წლის მესამე კვარტალში, 1967 წლის შემდეგ პირველად, რეკორდული რაოდენობის ოქრო (399 ტონა) იყიდეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოთხჯერ მეტია. იუწყება Bloomberg-ი მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მონაცემებზე დაყრდნობით. როგორც სააგენტო წერს, წელს ოქროს ზოდების ფასზე ზეწოლა აშშ-ის ფედერალური ბანკის განაკვეთების მკვეთრმა ზრდამ მოახდინა, რამაც ინვესტორები აიძულა, ოქრო როგორც შემოსავლის მომტანი აქტივი, საბირჟო ვაჭრობის ფონდებში გაეყიდათ. Bloomberg-ის ცნობით, ყველაზე მეტი ოქრო, თურქეთისა და ყატარის ცენტრალურმა ბანკებმა შეისყიდეს. გარდა ამისა, იყო ასევე დაურეგისტრირებელი შესყიდვები დაწესებულებებიდან, რომლებიც WGC-ის მიხედვით, საერთო მონაცემის მნიშვნელოვან წილს შეადგენს. „ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი, რეგულარულად არ აქვეყნებენ მონაცემებს ოქროს შესყიდვების შესახებ“, - წერს Bloomberg-ი. „ყველა ოფიციალური დაწესებულება საჯაროდ არ აქვეყნებს ოქროს ფლობას ან ამას დაგვიანებით აკეთებს. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოვრიცხოთ შემდგომი დაურეგისტრირებელი შესყიდვების შესაძლებლობა“, - ნათქვამია WGC-ის კვარტალურ ანგარიშში.
სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ნ.მ.-სა და ნ.ა.-ს როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა - 149,73 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 16 100,07 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და თანხა გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, ა.ტ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 900 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 72093,37 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ამავე საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.ი.-ს კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 103 450 აშშ დოლარი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 2798 94, 32 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, (თანხის 10%- ის ოდენობა) ჯამში - 27989,432 ლარით დაჯარიმდა.
მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა, ოქროს ყიდვა რეკორდული ტემპით დაიწყეს
ცენტრალური ბანკების მიერ „ყვითელი მეტალის“ შეძენის მაჩვენებელი 1967 წლიდან რეკორდული გახდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა 673 ტონა ოქრო შეიძინეს, აქედან 400 ტონა ივლის-სექტემბერში. იმავდროულად, ყველაზე დიდ მოცულობებს რუსეთისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკი ყიდულობს. მარეგულირებლების მიზანია ოქროს და სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაცია და დოლართან დაშორება,- ნათქვამია სტატიაში. 2022 წლის პირველი ცხრა თვის შედეგების მიხედვით, რუსეთი ოქროსა და სავალუტო რეზერვების მიხედვით მეოთხეა მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის. 2022 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაცია ფლობდა (დასავლეთის ქვეყნების მიერ გაყინული აქტივების ჩათვლით) 540 მილიარდ დოლარს. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 9-დან 16 დეკემბრის ჩათვლით რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების მოცულობა 5,2 მილიარდი დოლარით ანუ 0,9%-ით გაიზარდა. 16 დეკემბრის მდგომარეობით კი 581,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.
სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს
სარფში, 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების (გ.ჯ. და ი.მ.) ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. „აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლის მიზნით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები სამგზავრო ავტობუსის სავარძლის ქვეშ განათავსა და მალულად ცდილობდა შემოტანას. ოქროს საიუველირო ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 628,5 ლარი შეადგინა. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს გ.ჯ.-ს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5 244,5 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო ი.მ.-ს მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 596,61 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. „საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 62 644,04 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ თურქეთის მოქალაქეს ფულადი ჯარიმა 14 408.46 ლარის ოდენობით შეეფარდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოქროს ფასი რეკორდულად მაღალია
ოქროს ფასი რეკორდულად მაღალ მაჩვენელებს აღწევს. ოქროს ფასმა ნიუ-იორკ Comex-ის ბირჟაზე რეკორდულ 2154,3 დოლარს მიაღწია, რაც წინა რეკორდს 2150 დოლარის ოდენობით გადააჭარბა.