თეგი: ოძისი
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს
საქართველოში ვიზიტად მყოფ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. სტუმრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან, ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. „NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საოკუპაციო ხაზთან საკუთარი თვალით ენახათ ის უკანონო ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, ჩაკეტილი გადასასვლელები, მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებებს არღვევს და მათ თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს. სტუმრები გაეცნენ თუ რა საფრთხეების და გამოწვევების წინაშე უწევს ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურ რეჟიმში ცხოვრება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ საფრთხეების და პრობლემების დაძლევისთვის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, აუცილებელია პირველ ყოვლისა ალიანსის შემდგომი გაფართოება და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.
ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ
საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩავიდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უმასპინძლა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას, მისი თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით. მათივე ცნობით, მისიის ხელმძღვანელი თავდაპირველად სტუმრებს შეხვდა მცხეთის რეგიონალურ ოფისში, რათა გაეცნო მათთვის სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ განვითარებული უსაფრთხოების უახლესი მოვლენები. „დელეგაცია შემდეგ გაემგზავრა ოძისში, სადაც შეძლო საკუთარი თვალით დაენახა „ბორდერიზაციის“ დამახასიათებელი ნიშნები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს, თუ რამდენად უარყოფითად აისახა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე მიმდინარე „ბორდერიზაცია“ და ოძისის გადაკვეთის პუნქტის რეგულარული გადაადგილებისთვის დახურვა. მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათავმჯდომარე, აგრძელებს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების მუდმივი გახსნისაკენ მოწოდებას. ვიზიტის დასასრულს, დელეგაციამ მადლიერება გამოხატა საინფორმაციო ვიზიტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
ირაკლი ანთაძე: მნიშვნელოვანია წარმომადგენლობითი დელეგაციების სტუმრობა საოკუპაციო ხაზთან, რადგან მათ საშუალება აქვთ, საკუთარი თვალით ნახონ არსებული ვითარება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მაღალი რანგის სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ ორივე ოკუპირებულ რეგიონში არსებული მდგომარეობის და ასევე ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები შესახებ. ირაკლი ანთაძის თქმით, მნიშვნელოვანია წარმომადგენლობითი დელეგაციების სტუმრობა საოკუპაციო ხაზთან, მათ საშუალება აქვთ, საკუთარი თვალით ნახონ არსებული ვითარება. „განვიხილეთ ისეთი მტკივნეული საკითხები, როგორებიცაა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, უკანონო დაკავებები, ასევე ანექსიური ნაბიჯები, რომელიც პერიოდულად იდგმება. მნიშვნელოვანია ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები სტუმრობდნენ საოკუპაციო ხაზს, სადაც მაღალი რანგის სტუმრებს საშუალება აქვთ, საკუთარი თვალით იხილონ არსებული ვითარება და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ორივე ოკუპირებულ რეგიონთან დაკავშირებით და იქ არსებული, როგორც მიმდინარე სიტუაციის, ასევე უსაფრთხოების ზოგადი გარემოს შესახებ”, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას“ მონაწილე ევროპარლამენტარები და ამერიკელი დიპლომატები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ
დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ოძისში იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის სამუშაო ჯგუფის დელეგაციას უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. „ოძისში, გადაკვეთის პუნქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე, მათ გავლენაზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე. ელჩმა შჩიგელმა აღნიშნა და დადებით ნაბიჯად შეაფასა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის პუნქტების დროებით გახსნა, აგვისტოს და სექტემბრის ბოლოს. ის ასევე, მიესალმა ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას 2022 წლის დეკემბრამდე, გადაკვეთის პუნქტების ყოველი თვის ბოლოს, დროებითი გახსნის გეგმის შესახებ. ამის მიუხედავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გაიმეორა, რომ მისია და ეუთო განაგრძობენ მოწოდებას ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების სრული აღდგენისკენ. ამ მხრივ, ელჩმა შჩიგელმა ასევე გაუსვა ხაზი უარყოფით გავლენას, რომელიც მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ქმედებებს აქვთ, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე, კონკრეტულად, მათ წვდომას სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე და სოციალურ სერვისებზე“, – წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, საოკუპაციო ხაზთან, ოძისში იმყოფებოდა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ტიბორ კოზმამ გუშინ საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ნინა ვასკუნლაჰტის, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ვიზიტისას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ტიბორ კოზმამ წარმოადგინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასება ადგილზე განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ. "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ტიბორ კოზმამ გუშინ საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ნინა ვასკუნლაჰტის, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ვიზიტისას უმასპინძლა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია
11 ივნისს, საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი, დომინიკ ჰასლერი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ლიხნტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამჭერის მნიშვნელობაზე“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში. როგორც ცნობილია, საქართველოს 11-13 ივნისს ვიზიტით ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, დომინიკ ჰალსერი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებს შეხვდება.