თეგი: პაატა მანჯგალაძე

საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია ბოიკოტს აცხადებს. პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს, ვიდრე ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდება სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. „მაშინ, როდესაც ე.წ სასამართლომ გუშინ მიიღო ფაქტობრივად მესამე პრეზიდენტის, სააკაშვილის მკვლელობის გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს წინასწარ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას. არ შეიძლება, გულზე ხელდაკრეფილი შევეგუოთ ამას. ჩვენთვის ეს არის იძულებითი ნაბიჯი. ჩვენთვის მთავარი არის დღესაც ევროპაში ინტეგრაცია, 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ ტოვებს არანაირ სივრცეს თანამშრომლობისთვის და თუ ვინმე არის რადიკალი, ეს არის „ქართული ოცნება“, რადგან კლავენ ადამიანს. ვინც ქარს დათესავს, მიიღებს ქარიშხალს. დღეს ნახავთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს კმაყოფილი სახეებით, გაუხარდებათ, რომ აქ არ იქნება ოპოზიცია, მაგრამ გავა რამდენიმე თვე და ეს შეიცვლება, გახარებული იქნება ხალხი, რადგან ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას. „რაც შეეხება საპარლამენტო საქმიანობას, ჩვენ ვწყვეტთ, ანუ  ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს, საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. თუ სამწუხაროდ ასეთი შეთანხმება არ იქნება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ უფლებას იტოვებს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს „ქართულ ოცნებასთან“ წინააღმდეგობის ფორმები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.  „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ აპირებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდმომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 6 თებერვალს განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავს 7 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.