თეგი: პანკისელი ქალი
პანკისელი ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც საქართველოში არ უშვებდნენ, ქუთაისის აეროპორტიდან საფრანგეთში გააბრუნეს
პანკისელი ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც მესაზღვრეები 4 დღე საქართველოში არ უშვებდნენ, ქუთაისის აეროპორტიდან საფრანგეთში გააბრუნეს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 23 წლის ლეილა ქავთაროვა ქუთაისის აეროპორტში 14 მარტს ჩამოფრინდა, მას ქმართან, ბექა ტოხოსაშვილთან შეხვედრა სურდა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ქავთაროვა 4 დღის განმავლობაში ქვეყანაში არ შემოუშვეს. როგორც ოჯახი ამბობს, მიზეზი მათთვის უცნობია. "ფრანგული პასპორტი მაქვს, ჩემი ქმარი საქართველოში ცხოვრობს და მინდოდა რამდენიმე თვე აქ გამეტარებინა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. სექტემბერშიც იგივე შემემთხვა იყო. უფრო ადრე მსგავსი პრობლემები არ ყოფილა. არავინ მითხრა მიზეზი, რატომ არ შემომიშვეს ქვეყანაში", - უთხრა "რადიო თავისუფლებას" ლეილა ქავთაროვამ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქავთაროვას შეყოვნების გამო, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა.