თეგი: პაპი ფრანცისკე

Reuters: პაპი ფრანცისკე კიევში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს

პაპი ფრანცისკე უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს. რომიდან მალტაში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტმა პაპს ჰკითხა, განიხილავდა თუ არა უკრაინული მხარის მიპატიჟებას, ჩასულიყო კიევში. "დიახ, ეს საკითხი განიხილება." - თქვა პაპმა ფრანცისკემ. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს უაზრო ომი თვეზე მეტია გრძელდება, რაც ყველას დამარცხებას ნიშნავს  რომის პაპი: შეწყვიტეთ „ეს ამაზრზენი ომი“ რომის პაპმა იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში უკრაინელი დევნილი ბავშვები მოინახულა

უკრაინელებმა პაპი ფრანცისკე "ჯვრის გზის" მსვლელობის გამო გააკრიტიკეს

15 აპრილს, რომში, კოლოსეუმში პაპმა ფრანცისკემ „ჯვრის გზის“ მსვლელობა ჩაატარა, რომლის დროსაც რუს და უკრაინელ ქალებს ჯვარი ერთად ეჭირათ. შერიგების ნაჩქარევ ჟესტს უკრაინელები "გაუგებარსა" და "არაადეკვატურს" უწოდებენ. მსვლელობა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანში უკრაინის ელჩის ანდრეი იურაშას კრიტიკის მიუხედავად მაინც ჩატარდა.  „ქალები იტალიაში 20 წელია ცხოვრობენ და ერთად მუშაობენ პალიატიური დახმარების განყოფილებაში, სადაც ის პაციენტები გადაჰყავთ, ვისაც არაფერი აღარ ეშველებათ“, - განაცხადეს „რადიო ვატიკანში“. პანდემიის გამო, უკვე ორი წელია, ცერემონია Via Crucis არ ჩატარებულა. წელს, მონაწილეებს შორის იყვნენ მისიონერების ოჯახის წევრებიც. ღონისძიებას რომში 10 000 მომლოცველი ესწრებოდა. 10 აპრილს რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში სააღდგომო შერიგების მოწოდებით გამოვიდა. „გადადეთ იარაღი. დაე, დაიწყოს სააღდგომო შერიგება. მაგრამ არა იმიტომ, რომ ხელახლა დატენოთ შეიარაღება და ისევ ბრძოლა დაიწყოთ. არა. შერიგდით, რომ მიხვიდეთ მშვიდობამდე ნამდვილი მოლაპარაკებებით და ასევე,  იყავით მზად გარკვეულ მსხვერპლზეც ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა რომის პაპმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ  რომის პაპი: სასტიკი და უაზრო ომი თვეზე მეტია გრძელდება, რაც ყველას დამარცხებას ნიშნავს რომის პაპი: შეწყვიტეთ „ეს ამაზრზენი ომი“ რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს

რომის პაპი რუსეთის პატრიარქს იერუსალიმში აღარ შეხვდება

2022 წლის ივნისში, იერუსალიმში, რომის პაპი ფრანცისკესა და რუსეთის პატრიარქის კირილს შორის დაგეგმილი შეხვედრა აღარ შედგება. „ვწუხვარ, რომ ვატიკანს მოუწია შეხვედრის გადადება, მაგრამ ჩვენი დიპლომატია მივიდა დასკვნამდე, რომ ასეთი შეხვედრა გამოიწვევდა დიდ გაურკვევლობას“, - განაცხადა რომის პაპმა არგენტინულ La Nacion-თან ინტერვიუში. ამასთან, აღნიშნა, რომ „ვატიკანი კარგადაა განწყობილი მოსკოვის საპატრიარქოსთან მიმართებით“. თავის მხრივ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა ილარიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, შეხვედრის კორექტირება „ბოლო ორ თვეში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია“. მისი თქმით, „ახლა შეხვედრის დაგეგმვა, ბევრ სირთულეს გამოიწვევდა უსაფრთხოების, ლოჯისტიკისა და ღია სივრცეში შეხვედრის გაშუქების საკითხებში. დაველოდებით უფრო კეთილსაიმედო ვითარებას“, - ციტირებს „ინტერფაქსი“ მიტროპოლიტს. რომის პაპი ფრანცისკე და რუსეთი პატრიარქი კირილი, მხოლოდ ერთხელ 2016 წელს კუბაზე შეხვდნენ. ეს რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლისა და რუსეთის ეკლესიის პატრიარქის პირველი შეხვედრა იყო 1054 წლის შემდეგ, როცა ქრისტიანული ეკლესია ორად - კათოლიკურ და მართლმადიდებელ ნაწილებად გაიყო. რომის პაპს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთთან მიმართებით რამდენიმე კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა. ომის დაწყების მეორე დღესვე ფრენცისკე, ვატიკანში რუსეთის საელჩოში მივიდა, რაც მედიამ „დიპლომატიისგან უპრეცედენტო გადახრად“ შეაფასა. ასევე რუსეთის პატრიარქმა კირილმა მხარეებს სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა ამავდროულად უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზები განმარტა და თქვა, რომ რუსული არმიის წევრობა  გმირობის ტოლფასია. ასევე წაიკითხეთ  რომის პაპი: გადადეთ იარაღი. დაე, დაიწყოს სააღდგომო შერიგება  რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს რომის პაპი: შეწყვიტეთ „ეს ამაზრზენი ომი“