თეგი: პარიზი
პარიზში, პოლიციამ ცივი იარაღით შეიარაღებული პირი გაანეიტრალა
პარიზის პოლიციამ ცივი იარაღით შეიარაღებული თავდამსხმელი გაანეიტრალა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება. „პირი, რომელიც პოლიციელებს თავს დაესხა, ადგილზე გარდაიცვალა. ორმა პოლიციელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, - აღნიშნა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა. როგორც ცნობილია, ინციდენტი ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის.
Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს
Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს. ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს ინფორმაციას. „პირველი აგვისტოდან Wizz Air-ი ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და განაახლებს პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით. ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები პირველი აგვისტოდან კვირაში ორი სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პარიზის აეროპორტში პოლიციამ დანით შეიარაღებული კაცი მოკლა
საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზის აეროპორტში, სამართალდამცველებმა დანით შეიარაღებული კაცი მოკლეს, - ამის შესახებ Euronews-ი წერს. შემთხვევა ტერმინალ 2F-ში მოხდა. „პოლიციამ დღეს დილით გაანეიტრალა დანით შეიარაღებული პირი, რომელიც შარლ დე გოლის აეროპორტში იმუქრებოდა“, - აცხადებენ საფრანგეთის დედაქალაქის პოლიციაში. თვითმხილველების განცხადებით, დანით შეიარაღებულმა კაცმა სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად, მოძრაობა განაგრძო, რის შემდეგაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
პარიზის შარლ-დე-გოლის აეროპორტში გარდაიცვალა ირანელი კაცი, სადაც ის თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა
პარიზის შარლ-დე-გოლის აეროპორტში გარდაიცვალა ირანელი კაცი, სადაც ის თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა. 77 წლის მეჰრან კარიმი ნასერს მედია პოლიტიკურ დევნილად მოიხსენიებს და წერს, რომ ის გულის შეტევით, აეროპორტის ტერმინალ 2F-ში გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მეჰრან კარიმი ნასერი 1988 წელს, დედის საძებნელად გაფრინდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდმა არ მიიღეს, ნასერი აეროპორტში დაბინავდა. მან ვერც საფრანგეთში შესვლის უფლება მოიპოვა. ნასერის ისტორია რეჟისორ სტივენ სპილბერგისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. რეჟისორმა 2004 წელს, ირანელი კაცის ცხოვრების მოტივებზე გადაიღო ფილმი - „ტერმინალი“. პოპულარობის მოპოვების შემდეგ, მან „სერ ალფრედი“ დაირქვა. რამდენიმე კვირის წინ, 77 წლის ნასერი, კლინიკიდან, სადაც მკურნალობდა, კვლავ პარიზის აეროპორტში დაბრუნდა საცხოვრებლად. უფრო ადრე, 1999 წელს საფრანგეთმა ირანელ კაცს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა, თუმცა 2006 წლამდე აეროპორტი არ დაუტოვებია.
პარიზში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაიღუპა სულ მცირე, ორი ადამიანი
პარიზში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი, დაიჭრა. მათივე ცნობით, ინციდენტი აღმოსავლეთის სადგურზე, ქურთული კულტურის ცენტრთან მოხდა. ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ მე-10 ოლქში მომხდარს იძიებს. ამასთან, პარიზის მცხოვრებლებს სთხოვეს, არ მიუახლოვდნენ ტერიტორიას, სადაც ინციდენტი მოხდა.
პარიზში, დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკების შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა
პარიზში, ქურთ დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებისას ათობით ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, არეულობა პარიზის ცენტრში ქურთების კულტურის ცენტრთან მომხდარ თავდასხმას მოჰყვა. ფრანგმა პენსიონერმა, რომელიც ქსენოფობიური თავდასხმებში ადრეც იყო ეჭვმიტანილი, ცენტრთან ცეცხლი გახსნა, რასაც სამი ეთნიკური ქურთი ემსხვერპლა. ამასთან, აქციის მონაწილეები თავდასხმის ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
პარიზში, რკინიზგის სადგურზე თავდასხმისას 6 ადამიანი დაშავდა
პარიზში, რკინიგზის სადგურზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ ექვსი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელია. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. თამდამსხმელს პოლიციამ ესროლა. Reuters-ი წერს, რომ მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აღენიშნება. Gare du Nord-ი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სადგურია, ეს არის Eurostar-ის მატარებლის ჩამოსვლის წერტილი ლონდონიდან და მთავარი კარიბჭე ევროპის ჩრდილოეთით. შესაძლო ტერორისტული მოტივების შესახებ კითხვაზე, პოლიცია ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით ტერორიზმის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. Gare du Nord (ოფიციალურად Paris-Nord) პარიზში შვიდი დიდი სარკინიგზო სადგურიდან ერთ-ერთია.
საფრანგეთში საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ
საფრანგეთში საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. პარიზსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. როგორც ცნობილია, საფრანგეთში საპენსიო ასაკის 2 წლით გაზრდა იგეგმება. პროფკავშირების ლიდერები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გახმობისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 7 მარტს მასობრივი გაფიცვის ორგანიზებას აპირებენ.
რიში სუნაკი პარიზში ჩავიდა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი პარიზში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, სუნაკი ემანუელ მაკრონთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, სადაც ლიდერები ლიდერები ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და მიგრაციის საკითხზე იმსჯელებენ. ცნობისთვის, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ლიდერის პირველი შეხვედრაა.
პარიზში, საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციაზე სულ მცირე 71 ადამიანი დააკავეს
პოლიციამ სულ მცირე 71 ადამიანი დააკავა პარიზში მთავრობის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს. ათასობით ადამიანი დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდა და ახალი კანონმდებლობა გააპროტესტა, რომლის თანახმად, 2030 წლისთვის საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაიზრდება. Anadolu-ს ცნობით, აქციის მონაწილეებმა ნაგვის კონტეინერებს, ველოსიპედებსა და სკუტერებს ცეცხლი წაუკიდეს. უსაფრთხოების ძალები მომიტინგეების დაშლას ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობდნენ, ასევე დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
პარიზში ეიფელის კოშკთან კაცი ტურისტებს დაესხა თავს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
პარიზში, ეიფელის კოშკთან თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი ავრცელებს. მისი თქმით, თავდასხმის შემდეგ პოლიციამ ელექტროშოკის გამოყენებით მალევე დააკავა საფრანგეთის მოქალაქე, 26 წლის კაცი. ის ტურისტ წყვილს დანით დაესხა თავს და სასიკვდილოდ დაჭრა გერმანიის მოქალაქე. დარმანენის თქმით, კაცმა დაკავების შემდეგ პოლიციას განუცხადა, რომ ის ღაზის სექტორში არსებული ვითარებით არის შეშფოთებული, ასევე აცხადებდა, რომ დამწუხრებულია, ვინაიდან „ამდენი მუსლიმი კვდება ავღანეთსა და პალესტინაში.“ შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილს 2016 წელს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი სხვა თავდასხმის მომზადებისთვის.
თავდასხმა პარიზში, ლიონის სარკინიგზო სადგურზე: დაჭრილია სამი ადამიანი
საფრანგეთის პოლიცია აცხადებს, რომ პარიზის მთავარი რკინიგზის სადგურზე დანით თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიჭრა. ლიონის სადგურზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მისი მოტივი უცნობია. დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. ბოლო თვეებში პარიზის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დანით თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი მათგანი დეკემბერში, ეიფელის კოშკთან მოხდა. მაშინ სამი ტურისტი დაჭრეს, ერთი – სასიკვდილოდ. ხოლო გასული წლის იანვარში პარიზის ერთ-ერთ სადგურზე დანით შეიარაღებულმა პირმა ექვსი ადამიანი დაჭრა.