თეგი: პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მომავალ კვირას დაიწყებს და საგაზაფხულო სესიას პირველ თებერვალს გახსნის

საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მომავალ კვირას დაიწყებს და საგაზაფხულო სესიას პირველ თებერვალს გახსნის. საგაზაფხულო სესიის გახსნა პლენარული სხდომით მოხდება. თავის მხრივ, პლენარული სხდომა პოლიტიკური დებატებით გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილების მიღება ცესკო-ს თავმჯდომარის თაობაზე მოხდება. ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევანის გაკეთება მოხდება მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილსა და კანდიდატ თენგიზ თევზაძეს შორის. საკადრო გადაწყვეტილების გარდა, საგაზაფხულო სესიაზე, საკანონმდებლო ორგანოს მოუწევს სახელმწიფო უწყებების ანგარიშების მოსმენა, მათ შორის უწყებას უნდა წარედგინოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახალხო დამცველის, ეროვნული ბანკისა და სახელწიფო აუდიტის სამსახურის წლიური ანგარიშები. ასევე პარლამენტის წინაშე ანგარიშით უნდა წარდგეს პრემიერ-მინისტრი.

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის გაზრდა იგეგმება

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის გაზრდა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ნოტარიუსის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. დღეს მოქმედი კანონით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წელია, ცვლილებებით, ეს ასაკი – 70 წლამდე გაიზრდება. მთავრობა განმარტავს, რომ დღეს მოქმედი კანონით, იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია, ნოტარიუსის განცხადებისა და ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე მას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელოს არაუმეტეს – ხუთი წლით. „კანონით არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც მინისტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს. ამასთან, პრატიკიდანაც არ ირკვევა, რომ ნოტარუსისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ იუსტიციის მინისტრის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება სანოტარო საქმიანობის ადმინისტრირების თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი სიკეთის დაცვის მიზანს ემსახურება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, დაწესდეს ერთიანი მიდგომა და კანონით განისაზღვროს ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი, მისი შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობის გარეშე”, – განმარტავს მთავრობა.

იტალიის პარლამენტმა შესაძლოა, დღეს პრეზიდენტი აირჩიოს

იტალიის პარლამენტი დღეს მეშვიდე ცდაზე პრეზიდენტის არჩევას შეეცდება. მეექვსე კენჭისყრა, წინ ხუთის მსგავსად, ასევე უშედეგოდ დასრულდა. დღესვე პარლამენტში საჭიროების შემთხვევაში მერვე კენჭისყრა გაიმართება. პროცესი გაგრძელდება ყოველდღიურად, დღეში ორი კენჭისყრით, ვიდრე ქვეყანას ახალი პრეზიდენტი არ ეყოლება. მეოთხე ტურის შემდეგ გამარჯვებისთვის 505 ხმის მიღებაა საკმარისი. მეექვსე კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიიღო, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ თანამდებობის მეორე ვადით დაკავება აღარ სურს. იტალიის პარლამენტი სერჯო მატარელას მემკვიდრის არჩევას 24 იანვრიდან ცდილობს. 

პარლამენტში კომიტეტის სხდომა კორონავირუსის გავრცელების გამო ვერ გაიმართება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა კორონავირუსით დეპუტატების ინფიცირების გამო გადაიდო. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, კვორუმი ვერ შედგა და ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება კომიტეტის სხდომა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის (ბადრი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი და ელენე ხოშტარია) უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა განეხილა და საკუთარი დასკვნა პარლამენტისთვის წარედგინა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტ. ფრაქცია "`ნაციონალური მოძრაობის~ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიაში იყო აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს. „შაბათს, შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა და ავხსნა მიზეზები, რატომ მიიღო ჩვენმა ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი პარტია და ქვეყანა არის უმძიმესი რეალობის და გამოწვევის წინაშე. საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპყრობილეშია, დატყვევებული რეჟიმის მიერ. საერთაშორისო საზოგადოება არის ამაზე ჩამოყალიბებული, რომ მისი საპყრობილეში ყოფნა არის რეჟიმის პოლიტიკური შურისძიება და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება. ამიტომ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს, სწორედ ამისთვის ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პრეზიდენტი ბოიკოტის შეწყვეტაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას მიესალმა

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას. შესაბამის განცხადებას ადმინისტრაცია ავრცელებს. დემოკრატიული პროცესისათვის აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს საკუთარი ამომრჩევლის ნებას და გამოიყენოს ის ნდობა და მანდატი, რომელიც მინიჭებული აქვს არჩევნების საფუძველზე. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს პოლარიზაციის დაძლევას, ასევე მოითხოვს, რომ პარლამენტში სრულად იყოს ათვისებული პოლიტიკური დებატების, დიალოგისა და დისკუსიის სივრცე. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა~, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა.

სვენ მიქსერი: ინსტიტუციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და პოლიტიკური წნეხი კანონს მიღმა არის ის, რისი დანახვაც არ გვიხარია

ევროპარლამენტარმა, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა სვენ მიქსერმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მიქსერის თქმითმ, ამ საკითხზე შეშფოთების მიზეზი ესმის. „სახელმწიფო ინსპექტორთან და სახალხო დამცველთან შეხვედრა მქონდა და კარგად ვიცი პროცესები, რომლებიც განვითარდა. მესმის შეშფოთების მიზეზი არამხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ამ ინსტიტუციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და პოლიტიკური წნეხი კანონს მიღმა არის ის, რისი დანახვაც არ გვიხარია“, - განაცხადა სვენ მიქსერმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

სვენ მიქსერი: მინდა, საქართველო წავახალისო, იყოს ამბიციური. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, მაგრამ გაფართოება ცალკე საკითხია

„ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროპული ინსტიტუტები და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები საქართველოს გვერდით არიან, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საქართველოს სუვერენულ უფლებას, აირჩიოს საკუთარი მისწრაფებები და მოკავშირეები“, - ამის შესახებ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელმა, სვენ მიქსერმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მისწრაფებები სრულიად ლეგიტიმურია და მათი რეალიზება დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე. სვენ მიქსერმა ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური საზოგადოების ძლიერი პოზიციაა, რომ პრივილეგირებული ინტერესების სფეროების ძველ კონცეფციასთან - იქნება ეს რუსეთი თუ რომელიმე სხვა, დაბრუნება არ მოხდება. „ვფიქრობ, ევროატლანტიკური ერთობის მასშტაბით, არის ძლიერი პოზიცია, რომელიც გულისხმობს, რომ პრივილეგირებული ინტერესების სფეროების ძველ კონცეფციასთან, პრივილეგირებული გავლენის სფეროსთან, იქნება ეს რუსეთი თუ ვინმე სხვა, დაბრუნება არ მოხდება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ არცერთ მესამე ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა რომელიმე სხვა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ძალზე მკაფიოდ არის გამოხატული ევროპარლამენტისა და ევროპის წევრი უმეტესი ქვეყნების პოლიტიკური სპექტრის პოზიციებში, მათ შორის ევროპულ ინსტიტუტებში“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს მისწრაფებები ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს. „მრავალი გამოკითხვით დასტურდება, რომ ქართველები, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას - ევროატლანტიკურ საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრად გადაქცევის მიზანს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისადმი არ არის ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის, ცალკეული პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერა, არამედ ის მხარდაჭერაა, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებების მიმართ. ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომლის გაჟღერებაც მსურდა“, - განაცხადა მომხსენებელმა. სიტყვით გამოსვლისას, ევროპარლამენტარმა პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებაც ისაუბრა. „მიმაჩნია, რომ აუცილებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტებმა რეალურად გაამართლონ ხალხის მოლოდინი და არ გააცრუონ მათი იმედები. მრავალი ქვეყნის მაგალითზე გვინახავს თუ როგორი ანტაგონისტური და პოლარიზებული შეიძლება იყოს პოლიტიკა. საქართველო, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი მაგალითი, სადაც ამ პოლიტიკურ ანტაგონიზმს და პოლიტიკურ პოლარიზაციას პერიოდულად მთელი პოლიტიკური დისკურსი და პოლიტიკური პროცესები შეჰყავდა ჩიხში. არ მჭირდება ამის ხაზგასმა, მაგრამ მსგავსი სახის მუდმივი დაპირისპირება აშკარად ვნებს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს. ევროკავშირმა მზაობა გამოთქვა, გაუწიოს დახმარება ქართველ ხალხს მსგავსი სახის სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში. ცხადია, ქართველი ხალხის პრეროგატივაა, გადაჭრას არსებული გამოწვევები, თუმცა, ევროკავშირი მზადაა, ხელი შეგიწყოთ ამ პროცესში“, - განაცხადა სვენ მიქსერმა. ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირის მხრიდან ფასილიტაციის გაწევისთვის მზადყოფნის შემოთავაზება კვლავაც ძალაშია. მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულება არ უკავშირდება პოლიტიკურ განსხვავებებს და ის ადამიანებზეა ფოკუსირებული. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საუბრისას, სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, თუმცა, ასოცირების შეთანხმებას ქვეყანა კანდიდატობამდე ავტომატურად არ მიჰყავს. „მინდა საქართველო წავახალისო, იყოს ამბიციური. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, შეიტანოს წევრობაზე განაცხადი, მაგრამ გაფართოება არის ცალკე საკითხი, გამიჯნული „აღმოსავლეთ პარტნიორობისგან“. ასოცირების შეთანხმება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, მაგრამ ასოცირების შეთანხმებას ავტომატურად არ მიჰყავს ქვეყანა კანდიდატობამდე. ამ პროცესის წარმატება დამოკიდებულია სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ კრიტიკული მნიშვნელობის გახლავთ ქვეყნის მზაობა. ფილოსოფიურად ვიტყოდი, რომ შესაძლებლობის კარი იღება და იხურება და დიდხანს შეიძლება მოგიწიოს შემდეგ ჯერზე კარის გაღების ლოდინი. ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია სწორედ ეს ამბიციური მიდგომა. რეფორმების უმრავლესობა, რომლებიც გახლავთ ასოცირების შეთანხმების ნაწილი, სარგებლის მომტანია საქართველოს ბიზნესკლიმატისთვის, საქართველოს საზოგადოებისთვის. ასე რომ, ეს რეფორმები სარგებლიანია და ღირს მათი გატარება მაშინაც კი, თუ ამას შევხედავთ დამოუკიდებლად იმ ამბიციებისგან, რაც ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.  

სვენ მიქსერი: ხელიდან გაშვებულია იშვიათი შესაძლებლობა, რომ რეზოლუციასთან დაკავშირებით, პარტიებს ერთიანობა ეჩვენებინათ

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი მიიჩნევს, რომ საკმარისი საფუძველი არსებობდა პარტიებს შორის იმისთვის, რეზოლუციასთან დაკავშირებით ერთიან პოზიციამდე მისულიყვნენ. ევროდეპუტატის შეფასებით, ძალიან იშვიათი შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით ერთიანობა ეჩვენებინათ, ხელიდან გაშვებულია. ამის შესახებ საქართველოს საკითხზე მომხსენებლმა, ჟურნალისტებთან განაცხადა. სვენ მიქსერის აზრით, ქართველ პოლიტიკოსებში კომპრომისზე წასვლის საკმარისი მიმღებლობა არ არსებობს და ნებისმიერი კომპრომისი, რომელიც ევროპარლამენტში განიხილება როგორც სიძლიერის და ზრდასრულობის ნიშანი, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან დანახულია როგორც სისუსტის ნიშანი და ეს ნამდვილად დასანანია. „ვფიქრობ, საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული ვითარება მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე სრული აღქმა არსებობს იმ ქვეყნის მხარდაჭერის აუცილებლობის, რომელსაც აქვს ანალოგიური პრობლემები ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რუსული აგრესია არის ის, რისი მიღებაც ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვფიქრობ, რომ ქართველები ამას ოდესმე მიიღებენ და ვფიქრობ ძლიერი, ერთიანი და ცხადი მესიჯის დაფიქსირება არის აუცილებელი“, - აღნიშნავს მიქსერი. მისივე თქმით, დისკუსიებიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან ჰქონდა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის პოზიციები არ არის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა რეზოლუციის ირგვლივ მიმდინარე დებატები ასახავს ქართულ პოლიტიკაში არსებულ ვითარებას და იმას, რომ კომპრომისზე წასვლის საკმარისი მიმღებლობა არ არსებობს ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან. სვენ მიქსერის განცხადებით, ნებისმიერი კომპრომისი, რომელიც ევროპარლამენტში განიხილება როგორც სიძლიერის და ზრდასრულობის ნიშანი, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან დანახულია, როგორც სისუსტის ნიშანი და ეს ნამდვილად დასანანია. „ვფიქრობ, ყველა აღიარებს უკრაინის მხარდაჭერის საჭიროებას, მისი ტერიტორიული მთლიანობისა სუვერენიტეტის მხარდაჭერის საჭიროებას და ყველას ესმის რუსეთის აგრესიისგან მომდინარე საფრთხე, რომელიც ემუქრება არამხოლოდ საქართველოსა და უკრაინას, არამედ მთლიანად ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას. მიმაჩნია, რომ საკმარისი ერთიანი ნიადაგი არსებობს პარტიებს შორის იმისთვის, რომ ერთიან პოზიციამდე მივიდნენ და ვფიქრობ, ძალიან იშვიათი შესაძლებლობა, რომ ერთიანობა ეჩვენებინათ, ხელიდან გაშვებულია და ეს ხდება ორივე მიმართულებით - მმართველმა პარტიამ და ასევე ოპოზიციამ უნდა იფიქროს, რა უნდა გაკეთდეს კომპრომისისთვის“, - განაცხადა სვენ მიქსერმა ქართული მედიასაშუალებების ცნობით.

ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტირებისას GMP-ის სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო იქნება

ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტირებისას GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო იქნება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში ინიცირებისთვის უკვე მზადაა. ცვლილებებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას უფლება ექნება, განსაზღვროს GMP-ის სტანდარტის დოკუმენტის სავალდებულო წესით წარმოდგენის ეტაპობრიობა და პირობები. მთავრობა ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება

პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება. დადგენილების პროექტი ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოამზადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისიის შექმნის მიზეზია მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ შესაძლო ძალადობრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფაქტების შესწავლა. ასევე, მის მიმართ სამედიცინო მომსახურების ხარისხის, დროულობისა და შესაბამისობის შემოწმება. ამასთან, დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ კომისიის გამოსაკვლევი საკითხი იქნება ასევე მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში გადაყვანის მიზნობრიობა და კანონიერება. 

პარლამენტი შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ხვალ იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ხვალ იმსჯელებს. კომიტეტის სხდომა გასულ კვირას იყო ჩანიშნული, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო და საკითხს ხვალ განიხილავენ. საკომიტეტო განხილვის შემდეგ, კომიტეტის მომზადებული დასკვნა იმის თაობაზე, უნდა შეუწყდეთ თუ არა აღნიშნულ დეპუტატებს სადეპუტატო უფლებამოსილება, პლენარულ სხდომას 14-18 თებერვლის კვირაში წარედგინება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკითხი კენჭისყრაზე კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დააყენეს. სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შალვა ნათელაშვილისგან განსხვავებით, ელენე ხოშტარიას თავად არ სურს საპარლამენტო საქმიანობა და მანდატის შეწყვეტას თავად ითხოვს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ ამ პოზიციის მიუხედავად, ელენე ხოშტარიას საკითხი დღევანდელ სხდომაზე არ განეხილათ, თავად ხოშტარიასთვის მიემართათ და შემდეგ სხდომაზე მომხდარიყო საკითხზე მსჯელობა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოთხი დეპუტატის მანდატების გაუქმებას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოთხი დეპუტატის მანდატების გაუქმებას მხარი დაუჭირა. კახა კუჭავას, ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები მომდევნო სასესიო კვირაში, პლენარულ სხდომაზე მიიღებენ. ოპოზიციურმა პარტიებმა, საკუთარი გადაწყვეტილებით სიები ჩახსნეს, შესაბამისად, მათ ადგილმონაცვლე დეპუტატები უკვე ვეღარ ჩაანაცვლებენ, ამიტომ მეათე მოწვევის პარლამენტში 150 კანონმდებელი ვეღარ იმუშავებს. ამასთან, საკუთარი გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ორგანოდან წასულ კახა კუჭავას ადგილს კი გია ცაგარეიშვილი დაიკავებს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. „ჩვენი ამოცანაა საბიუჯეტო პროცესის წარმართვა, ხელმძღვანელობა, საფინანსო სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, რაც მთავარ მიზანს წარმოადგენს და ასევე, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც ეკონომიკური წინსვლის საფუძველია“,- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.  

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე განცხადებას ავრცელებენ და აღნიშანვენ, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. ორგანიზაციების ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მყარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. 7 თებერვალს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ოთხი დეპუტატისთვის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და კახა კუჭავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. მათ შორის, კომიტეტმა ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ხანდაზმული მუხლით ჯაფარიძის მიმართ სადავო გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საკითხი საბოლოოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს. იმის გამო, რომ „ლელომ“ საქართველოსთვის პარტიული სიები ჩახსნა, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არავინ ჩაანაცვლებს და ამრიგად, პარტიას ერთი დეპუტატით ნაკლები ეყოლება პარლამენტში. ოპოზიციონერი დეპუტატისთვის აღნიშნული მიზეზით უფლებამოსილების შეწყვეტას არ გააჩნია მყარი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტი. ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს. საკითხის პარლამენტის მიერ გადაწყვეტას კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს, რომ დეპუტატებმა იმსჯელონ, თუ რამდენად მიზანშეწონილია უფლებამოსილების შეწყვეტა კოლეგისათვის, პირველ რიგში, ქვეყნისა და ამომრჩევლის ინტერებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმე ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა და შესაძლოა ზედა ინსტანციის სასამართლოებმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ, მაშინ როდესაც დეპუტატს უკვე შეწყვეტილი ექნება უფლებამოსილება. ჯაფარიძისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საფუძვლად განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი, რაც ითვალისწინებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო. აღსანიშნავია, რომ ამ საფუძვლით ნათელაშვილისა და ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტმა პლენარული კენჭისყრისას უარი ერთხელ უკვე განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, ამ დროისთვის შალვა ნათელაშვილს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ განიხილავს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. მიუხედავად იმისა, რომ ნათელაშვილს ბოიკოტის გამოცხადებისთვის პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია, მისი საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური“, - ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების თავდაპირველი ბოიკოტი კიდევ უფრო ასუსტებდა საკანონმდებლო ორგანოს და აღრმავებდა პოლიტიკურ კრიზისს. განცხადებით თანახმად, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა და საპარლამენტო კონტროლის კონკრეტული ინიციატივებითაც გამოვიდნენ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისათვის უფლებამოსილების უკანონოდ ვადაზე ადრე შეწყვეტა საგანგაშო ნიშანია, რომლის მიზანი შესაძლოა ოპოზიციის დასუსტება და შედეგად, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის არასრულფასოვნად განხორციელება იყოს. „ჩნდება ეჭვი, რომ ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის განზრახვა ასევე უკავშირდება ფრაქციის გააქტიურებას ანტიკორუფციული მიმართულებით და საქართველოში ელიტური კორუფციის დამდგენი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტას და საკითხი გადაწყვიტოს ქვეყნის ინტერესებიდან და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს დაიწყოს მსჯელობა პარტიების მიერ ე.წ. ჩახსნილი სიების აღდგენის შესაძლებლობაზე, რაც პოლიტიკური კრიზისის თავიდან არიდებას დაეხმარება. არსებული რეალობაც აჩვენებს, რომ სიების ჩახსნის პრაქტიკა პრობლემურია და პარლამენტში მანდატების გაუქმების, 150-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს რაოდენობრივი შემცირების და მისი არაქმედუნარიანობის საფრთხეს ქმნის“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

„ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში შედის, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. პარტიის მიერ არჩევნებზე მოპოვებული ერთი მანდატით საკანონმდებლო ორგანოში ადგილს შალვა ნათელაშვილი დაიკავებს. „პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლაზე. დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ რეჟიმის ჩამოშლა, გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით. მას შემდეგ, რაც საყოველთაო ბოიკოტი ბოლომდე ვერ შედგა და არ გამოვიდა, მას შემდეგ, რაც სოციოლოგიური გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებული ვართ, გავითვალისწინოთ ეს რეალიები, აღნიშნული მოთხოვნები, ხალხის, ქვეყნის საჭიროება, ტკივილი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია იმ დაგროვილი პრობლემებით, რომელთა გადაწყვეტაც სწორედ პარლამენტიდან უნდა ხდებოდეს. მზად ვართ, შევეჭიდოთ ამ ფონს, რასაც ჰქვია ანტისახალხო კოალიცია თანამედროვე საპარლამენტო უმრავლესობის სახით. თუნდაც ერთი ვიყოთ, თუნდაც მარტო ვიყოთ, ისტორიის კანონებით, ერთსა და უმცირესობას შეუძლია სამყაროს შეცვლა და ჩვენ როგორ ვერ უნდა შევძლოთ, როცა ამდენი ვართ რეალურად გარეთ, იმ ლამაზი ქვეყნის ფეხზე დაყენება და წინ გატყორცნა, რომელიც აქამდეც იმსახურებდა აღნიშნულს, რომ არა მთელი ეს კასკადი დანაშაულებრივი პოლიტიკისა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, შალვა ლომიძემ, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს, 2021 წელს სამსახურის მიერ განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო. „სხდომაზე განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს წინაშე არსებული გლობალური და რეგიონული ხასიათის კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეები, ისევე როგორც სამსახურის საპასუხო ნაბიჯები აღნიშნულის საპასუხოდ საანგარიშო პერიოდში. მოხსენების შედეგად გამოიკვეთა, რომ სამსახური ეფექტიანად ახდენდა უსაფრთხოების გარემოს სკანირებას, საფრთხეების და გამოწვევების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებას, ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირების, ასევე სადაზვერვო ინფორმაციის სხვა მომხმარებელი სუბიექტების შესაბამისი ანალიტიკური პროდუქტით უზრუნველყოფას. სამსახურმა გადადგა მნიშნვნელოვანი ნაბიჯები ინსტიტუციური გაძლიერების, ასევე საერთაშრორისო თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით“, - აცხადებს ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

4 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი პარლამენტში მომავალ კვირაში განიხილება

4 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი პარლამენტში მომავალ კვირაში განიხილება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძემ განმარტა, რატომ უწყვეტს პარლამენტი უფლებამოსილებას კახა კუჭავასა და სამ ოპოზიციონერ დეპუტატს. „ბატონმა კახა კუჭავამ ნებაყოფლობით მოითხოვა უფლებამოსილების შეწყვეტა და მოგეხსენებათ, ეს წარმოადგენს საფუძველს უფლებამოსილების შეწყვეტისთვის. მე აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი მას გაწეული შრომისთვის საქართველოს პარლამენტში და დიდ წარმატებას ვუსურვებ მომავალში. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, 2 დეპუტატის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ის, რაც კანონმდებლობითა განსაზღვრული. ეს გახლავთ პლენარული სხდომებისა და საპარლამენტო საქმიანობის ფუნქციის განუხორციელებლობა არასაპატიო მიზეზით", - განაცხადა სარჯველაძემ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022-24 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს 2022-24 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე იმსჯელა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მომხსენებელმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა განაცხადა, რომ გეგმა ოთხი ძირითადი მიმართულებისგან შედგება. ეს არის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა, გამჭვირვალობა და კომუნიკაცია და ასევე, კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობა. გარდა ამისა, მან იმ ძირითადი კანონპროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებზეც კომიტეტი 2022 წლის განმავლობაში იმუშავებს. „ყველაზე მნიშვნელოვანია კლიმატის მიმართულებით საკანონმდებლო საქმიანობის დახვეწა და გაუმჯობესება, ასევე კლიმატის საბჭოს შექმნა, რომელიც კლიმატის პოლიტიკისა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობასა და ამ კუთხით პარლამენტის როლის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ასევე მნიშვნელოვანი კანონპროექტია სამრეწველო მისიების შესახებ ახალი კანონის ინიციირება, წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტი, რომელიც წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვას გულისხმობს. მოვამზადებთ შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ ახალ კანონპროექტს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში მიმდინარე ცვლილებებს და ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რომლებიც ახლებურად მოაწესრიგებს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) დაქვემდებარებული ობიექტების რეგულირებას“, - განაცხადა წილოსანმა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატის კოკა კაციტაძის პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეძლებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატმა კოკა კაციტაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის კითხვას უპასუხა, თუ როგორ შეძლებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეების პროკურორი იყო. კოკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ არასდროს არ ყოფილა სახელმწიფო ბრალმდებელი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელსაც „პიჯაკების საქმეს“ უწოდებენ. ჩამოგითვლით საქმეებს და თქვენ მითხარით, რომელი იყო აქედან პოლიტიკური - ფოტოგრაფების საქმე იყო პოლიტიკური?! კობა დავითაშვილის ცემის საქმე იყო პოლიტიკური? ვიყავი პროკურორი კობა დავითაშვილის გატაცებისა და ცემის საქმეზე - ალბათ, გემახსოვრებათ, როგორ გაიტაცეს ელიავას ბაზრობიდან ადეიშვილის დავალებით სპეცრაზმის თანამშრომლებმა და ფაქტობრივად, მომაკვდავი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეიყვანეს და გადამალეს. აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმე იყო პოლიტიკური?! სადაც ადამიანებმა კრედიტი გამოიტანეს ბანკიდან და მერე მერაბიშვილისა და ადეიშვილის დავალებით დაიბარეს და ღვინის ქარხანა ჩამოართვეს. 2011 წლის მაისის აქციიდან გატაცებული ხალხი, ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში რომ შეიყვანეს, 15 ადამიანი, მაისურების გახდას აიძულებდნენ, არეცხინებდნენ იატაკს და მერე ამ ტალახიან მაისურებს აცმევდნენ. „კაპეზეში“ „მიშა მაგარიაზე“ რომ ამღერებდნენ, ეგ საქმე იყო პოლიტიკური?! მე ამ საქმეებზე ვმუშაობდი და ღიად და გამჭვირვალედ შემიძლია, დიდხანს ვისაუბრო. დამოუკიდებლობის ხარისხის შემოწმება იმით, რომ მე 2007-დან 2012 წლამდე რიგითი პროკურორი ვიყავი და რაღაც საქმეებზე თითქოს თვალს ვხუჭავდი, ასევე, დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასება მარტო იმიტომ, რომ მე ამ პროკურატურაში ვმუშაობ და სპიკერი ვიყავი საზოგადოებისთვის გახმაურებულ საქმეებზე, ეს არის თქვენი მცდელობა ჩემი დისკრედიტაციის, რაც არ გამოგივათ, რადგან ამაში არც ლოგიკაა და არც რაიმე საფუძველი გაქვთ“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ. პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს მიმდინარე კვირაში აირჩევს

ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩიეს

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ორი წევრი აირჩია. პირველადი კენჭისყრით, ცესკოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე წარმოდგენილმა ორმა კანდიდატმა: თენგიზ თევზაძემ და გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი (100) ხმა ვერ მიიღო. კანონმდებლობის შესაბამისად, განმეორებით კენჭისყრაზე 84 ხმით, 2-ის წინააღმდეგ პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, 6 თვის ვადით, გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. რაც შეეხება ცესკოს პროფესიული წევრების არჩევას - 2 ვაკანტურ თანამდებობაზე დეპუტატებმა კენჭი ოთხ კანდიდატს - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძეს, მაია ზარიძეს და გია ცაცაშვილს უყარეს. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის მსგავსად, აქაც ვერც ერთმა კანდიდატურამ პირველადი კენჭისყრით ხმათა 2/3 ვერ მოაგროვა. განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებად 79 ხმით, 2-ის წინააღმდე - მაია ზარიძე და 77 ხმით, 2-ის წინააღმდეგ გია ცაცაშვილი, ასევე 6 თვით აირჩიეს.

კარლ ჰარცელი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე: შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა

ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად. ამის შესახებ კარლ ჰარცელი ოპოზიციონერების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით აცხადებს. „რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი. 15 თებერვალს, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილა და მესამე - საბოლოო მოსმენით 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები. კანონპროექტის მთავარი არსი იმპორტირებულ პროდუქტზე GMP-ის სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნაა. ამასთან, მოქმედ კანონში ცვლილება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ კანონით უკვე ძალაში შესულია ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებზე GMP-სტანდარტის მოთხოვნა და მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები თანაბარ პირობებში იყვნენ.

პარლამენტმა სასესხო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

პარლამენტმა 85 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“ რატიფიცირების შესახებ“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი (ADB) სესხის სახით 101 მლნ. ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს. ეს რესურსი გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებსა და თბილისში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესების, ურბანული განახლების, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

პარლამენტში ნდობის ჯგუფის წევრებმა ანზორ ჩუბინიძეს მოუსმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს მოუსმინეს. უწყების ხელმძღვანელმა კანონმდებლებს სამსახურის საქმიანობის ანგარიში და ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტები გააცნო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა წარმოადგინა ინფორმაცია უწყების მიერ 2021 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ. მათ შორის, ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის დასაცავი პირების და ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მან ისაუბრა გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტებს და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან არსებულ საერთაშორისო თანამშრომლობას. ნდობის ჯგუფი აქტიურად აგრძელებს წლიური მოხსენებების მოსმენას და როგორც კი დასრულდება აღნიშნული პროცესი, ჩვენ გადავალთ შესაბამისი უწყებების თემატურ მოსმენებზე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის წესი შეცვალა

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და 98 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანას, რომელიც პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის წესს ეხება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონს ემატება მუხლი „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენისგან გათავისუფლების დროებითი წესი“. ცვლილების თანახმად, 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენა არ მოეთხოვებათ. ცვლილებების ინიციატორები არიან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია. კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.

აზიის განვითარების ბანკთან 101 მლნ ევროს სასესხო შეთანხმება რატიფიცირებულია

პარლამენტმა 85 ხმით, ერთხმად, მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“ რატიფიცირების შესახებ“. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით,პროექტის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი (ADB) სესხის სახით 101 მლნ. ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს. ეს რესურსი გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებსა და თბილისში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესების, ურბანული განახლების, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. სესხის ხანგრძლივობა 26 წელია, 11- წლიანი შეღავათიანი პერიოდით. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2027 წლის 30 დეკემბერია.

იმპორტირებულ მედიკამენტებზე GMP სერტიფიკატის მოთხოვნა სავალდებულოა

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილა და მესამე - საბოლოო მოსმენით 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები. კანონპროექტის მთავარი არსი იმპორტირებულ პროდუქტზე GMP-ის სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნაა. „მოქმედ კანონში ცვლილება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ კანონით უკვე ძალაში შესულია ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებზე GMP-სტანდარტის მოთხოვნა და მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები თანაბარ პირობებში იყვნენ. კანონში ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას და თანაბარი მიდგომების უზრუნველყოფას ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებს შორის“, - აცხადებენ პარლამენტში. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და პარლამენტმა ის დაჩქარებული წესით განიხილა.

დავით სერგეენკო ფინანსთა მინისტრს: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხმა მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება

პარლამენტის ვიცე - სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრის მიერ “მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენილმა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გაუჩინა. დავით სერგეენკო განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამამ კითხვები გააჩინა. სერგეენკო აცხადებს, რომ პროგრამასთან დაკავშირებული დეტალები მოსახლეობისთვის გასაგები უნდა იყოს. „მოგიწოდებთ თქვენ გუნდს და სხვა უწყებებსაც, ძალიან ხშირად, გასაგებად, აღქმადად გააკეთოთ განმარტებები. მჯერა, რომ გუნდი ინტენსიურად მუშაობს ამ პროგრამის იმპლემენტაციაზე. პირდაპირ ეთერში უნდა მუშაობდეს გუნდი, რომ ყველა ნაბიჯს უხსნიდეს საზოგადოებას. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც თქვენ შეეხეთ, ეს არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქტიური დასაქმება. ჩემი შეხედულებით, ამან ყველაზე მეტი კითხვა და კომენტარი გამოიწვია ამ ანგარიშის დროს და არ მიკვირს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საკითხს შეეხეთ, ეს პოსტულატების სახით ჩამოყალიბდა და საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. არ დაგიმალავთ და მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. ეს თემა ბევრად უფრო მასშტაბური და ტევადია. სოციალური დახმარების არსებულ სისტემას ორი მთავრი პრობლემა აქვს. ერთი, რომ ის ცოტაა და მეორე, ის არის აქტიური დასაქმების დემოტივატორი. პირველი ნაბიჯი 2019 წელს გადაიდგა, როდესაც იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაიწყებდა მუშაობას აღარ მოეხსნებოდა სოციალური დახმარება, თუმცა ეს გრძელდებოდა 1+1. 1 წელი მონეტარულიც და არამონეტარული უნარჩუნდებოდა, მეორე წელს მონეტარული ეხსნებოდა და არამონეტარული უნარჩუნდებოდა. დღემდე ამ შესაძლებლობით 3400-მა ადამიანმა ისარგებლა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ცოტაა. რა ძირითად საკითხებსაც გაუსვით ხაზი, ამბობს ასეთ რამეს, რომ როგორც აქამდე იყო, 1+1 არ იქნება, არამედ 4 წლის განმავლობაში იქნება შენარჩუნება. თუ სოციალურად დაუცველი დაიწყებს მუშაობას და გაუჩნდება შემოსავალი 4 წელი არ მოეხსნება სოციალური დახმარება. უფრო მეტიც, მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ დაგეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაში, ჩვენ გადაგიხდით ამაში ფულს. გაჩნდა კითხვა, ეს რა დახმარებაა, სჯობდა სოციალური დახმარება გაგვეზარდა“, - აღნიშნავს სერგეენკო.

შალვა პაპუაშვილი: საქართველო და თურქეთი მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობას ადასტურებენ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის ოქმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. პაპუაშვილის თქმით, მუსტაფა შენფოთან შეთანხმდა, რომ ამ ხელშეკრულების გამოყენებით და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების გზით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.  „მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის ოქმს საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის და შევთანხმდით, რომ ამ ხელშეკრულების გამოყენებით და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების გზით, წვლილს შევიტანთ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რთულ პერიოდში მეგობრების გვერდით დგომა მნიშვნელოვანია.  „რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია მეგობრების გვერდში დგომა. ამიტომ მოხარული ვარ და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს, მუსტაფა შენთოფს. მუსტაფა შენთოფმა კიდევ ერთხელ გამოხატა თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, რეგიონული მშვიდობისა და კეთილდღეობის მიმართ. მსურს, პირადად მას, თურქეთის რესპუბლიკას და თურქ ხალხს მადლობა გადავუხადო ამ ურყევი მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ხელმოწერის ცერემონიამდე გამართლ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან, ნდობაზე დაფუძნებულ, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. „წელს სრულდება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30-ე წლისთავი. ამ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობამ დიდი გზა განვლო და დინამიურად განვითარდა პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურის თუ განათლების სფეროებში. ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნასთან ერთად, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. მუსტაფა შენთოფთან ერთად დეტალურად ვისაუბრეთ პარლამენტთაშორისი კავშირების განმტკიცების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის ოქმს საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის. შევთანხმდით, რომ ამ ხელშეკრულების გამოყენებით და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების გზით, წვლილს შევიტანთ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში. შეხვედრაზე, ასევე, მიმოვიხილეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების კომპლექსური გარემო. ხაზი გავუსვით რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნების შემდგომი განვითარებისთვის. ამასთანავე, განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება და ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე მდგომარეობა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი მუსტაფა შენთოფი: ყველა პლატფორმაზე მტკიცედ ვაცხადებთ, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას

კარლ ჰარცელი: მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მედიასთან კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. კარლ ჰარცელს მმართველი გუნდის წარმომადგენლის განცხადებების შეფასება სთხოვეს. „ორი კომენტარი გავაკეთე, ერთი ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მეორე  - ოპოზიციის მანდატების გაუქმების საკითხს. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მესმის რა იყო არასამართლიანი ამ განცხადებებში და ამიტომ ამ კომენტარებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში. ევროკავშირი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის რომ, პარლამენტი იყოს რაც შეიძლება ინკლუზიური, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით. ვნახოთ, რა იქნება ამის შედეგები, როგორ აისახება შემდგომ საპარლამენტო მუშაობაზე, მათ შორის ფრაქციების დაკომპლექტებაზე და ა.შ.“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. 15 თებერვალს, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე: შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა 17 თებერვალს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ევროკავშირის ელჩის შეფასებას დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე: „არც ბატონმა კარლმა არ იმსჯელა იმ ობიექტური კრიტერიუმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად... არც მიზანშეწონილობაზე ჰქონდა სწორი შეფასება და არც სამართლებრივ საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მას კატეგორიულად არ ვეთანხმები“.

საქართველომ და თურქეთმა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ დოკუმენტი გააფორმეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა ორი ქვეყნის პარლამენტს შორის თანამშრომლობის განახლებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ხელს შეუწყობენ რეგულარული კონტაქტების გამყარებასა და ორმხრივ ვიზიტებს საკანონმდებლო აქტების შემუშავებისა და მიღების გამოცდილებისა და საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილების მისაღებად. ამას გარდა, ხელისმომწერი მხარეები მოახდენენ კონსულტაციების ორგანიზებას ორმხრივად სასარგებლო საერთაშორისო საკითხებზე, მხარს დაუჭერენ ერთმანეთს საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების ფარგლებში და გააღრმავებენ დიალოგსა და თანამშრომლობას ამ სფეროში. გათვალისწინებულია სასწავლო პროგრამებისა და თანამშრომლობის პროექტების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას საქართველოს პარლამენტის აპარატსა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ადმინისტრაციას შორის. დოკუმენტს ხელი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

ოპოზიცია მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს. პირდაპირი პლენარული სხდომიდან

პარლამენტში დაპირისპირებაა, ოპოზიცია მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს. ოპოზიციის აღშფოთება უმრავლესობის წევრის მიერ უცენზურო სიტყვები გამოყენებამ გამოიწვია, რომელიც „ოპოზიციის მხრიდაბ რუსული საქმის კეთების“ კონტექსტში გამოიყენა. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, რამდენი დროშაც არ უნდა გამოფინოს პარლამენტში უმრავლესობამ უკრაინის მხარდასაჭერად, ხელისუფლება არცხვენს ქვეყანას, ქართველი ხალხი სოლიდარულია უკრაინის მიმართ.

პარლამენტის პლენარული სხდომა უკრაინის სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. საპარლამენტო უმრავლესობამ სხდომათა დარბაზში, მომხსენებლის ტრიბუნაზე უკრაინის დროშა გადმოფინა. „უკვე რამდენიმე დღეა საკუთარი თვალით ვხედავთ უკრაინელი ხალხის ბრძოლას საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს ბრძოლა უცხო არაა და კარგად ვიცით, თუ რას გრძნობენ ამ მძიმე დღეებში ჩვენი უკრაინელი დები და ძმები. ბრძოლას, მითუმეტეს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ყოველთვის მოყვება მსხვერპლი. მათ შორის, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, რაც ყველაზე დიდი საშინელებაა ომის დროსაც კი! ამიტომ, სხდომის დაწყებამდე, გთხოვთ, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.  

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, ეს მხოლოდ თქვენ ხართ

„თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, მხოლოდ თქვენ ხართ. თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს, - მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას. კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივას კომიკური უწოდა. „ჩვენ მოვისმინეთ რაღაც კომიკური ინიციატივა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ერთი რამ მინდა გითხრათ, თუ ვინმეს აქვს ამ პარლამენტში უფლებამოსილება შესაწყვეტი, ეს არის ზუსტად ეს ხალხი ერთი მარტივი მიზეზის გამო. მიშა ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და გული შესტკივა თავის ქვეყანაზე, ხოლო თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამის საპირისპიროს ამტკიცებთ. თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, მხოლოდ თქვენ ხართ. თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს. ამას გავიმეორებთ ყველგან, სადაც საჭიროა. თქვენი თითოეული ნაბიჯი არის პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, თითოეული თქვენი ნაბიჯი არის პროვოკაცია ჩვენი საერთო სამშობლოს წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ. ოპოზიცია მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს. პირდაპირი პლენარული სხდომიდან

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით 5 მარტს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით 5 მარტს წარსდგება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აცნობა საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგეს 2022 წლის 5 მარტს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პრეზიდენტი პარლამენტს წლიური ანგარიშით 14 მარტს მიმართავს

პრეზიდენტი პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით 14 მარტს მიმართავს. ამასთან, 9 მარტს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც 14 მარტისთვის პლენარული სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ცნობითვის, გუშინ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ამ საკითხზე კონსულტაცია გაიმართა.

პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა

პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა. მინისტრი დეპუტატებს საიდუმლო შესყიდვებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს. როგორც ცნობილია, შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება. ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურს  "მინისტრის საათის" ფორმატში, 17 მარტის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.

პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მივიდა

პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მივიდა. რეგლამენტის გათვალისწინებით, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები პარლამენტის ნდობის ჯგუფს ინფორმაციას საიდუმლო შესყიდვებისა და საიდუმლო პროგრამების შესახებ აცნობენ. როგორც ცნობილია, შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის”, „სტრატეგია აღმაშენებლისა” და “გირჩის” წევრებმა. რეზოლუციის პროექტი 13-პუნქტიანია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, ასევე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური მოხსენებით დღეს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური მოხსენებით დღეს მიმართავს. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი მოხსენებისას აუცილებლად ისაუბრებს გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. „დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს გამოსვლაში ის მესიჯები ექნება და იმ საკითხებს დასვამს, რაც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

სალომე ზურაბიშვილი: გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი

გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება. „მინდა მივმართო მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ამ ურთულეს პერიოდში გამოყენებული იქნას ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება: ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში. ისე რომ, არცერთი საკითხი არ იქნას გამოყენებული ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისათვის. მივესალმები გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას, მივესალმები რეზოლუციას, რომელიც მუშავდება პარლამენტში და ყველას მოვუწოდებ, რომ ეს რეზოლუცია ერთსულოვნად იქნას მიღებული. ასევე, გავეცანი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ შექმნილ განცხადებას, საზოგადოების სხვა პეტიციებს, თუ ინიციატივებს, რომლებსაც ასევე მივესალმები. გთავაზობთ, რომ ყველა ეს წამოწყება იყოს გაერთიანებული და ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ერთ დოკუმენტს, რომელიც იქნება ჩვენი განაცხადის მხარდამჭერი და ნიშანი ამ საკითხზე ჩვენი სრული ერთიანობისა. და გადაეგზავნოს ევროკავშირს ერთ პაკეტად საქართველოს სახელით. გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება. მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი. და აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე. დაბოლოს, მივმართავ ხალხს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ კერძო წამოწყებისა და სოლიდარობის ინიციატივებისთვის, რითაც უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატეთ. ასევე, მინდა უკრაინაში მაცხოვრებელი ჩვენი თანამემამულეების სახელით და პირადად ჩემი სახელით მადლობა მოვახსენო საელჩოს და საკონსულოების თანამშრომლებს კიევში, ოდესასა და ლვოვში, მათი პერსონალური და დაუღალავი თავდადებისათვის. მინდა გითხრათ, რომ გველოდება რთული პერიოდი, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება, როგორც მთელ მსოფლიოს. ეს ჩვენი საზოგადოების შესატანი წვლილია, იმ დროს, როცა ჩვენი უკრაინელი ძმები სისხლით და ბრძოლით იცავენ ჩვენს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ახალი მომავლის კარს გვიხსნიან. მინდა იცოდეთ, რომ მე არაფერს დავიშურებ, რომ მთავრობასა და ოპოზიციასთან ერთად მოვნახოთ თანამშრომლობის და ერთიანობის საშუალება. ერთად აღვუდგეთ საფრთხეებს წინ და ერთად მოვნახოთ ყველა ახალ კარის გასაღები. თქვენც გმართებთ თქვენი წვლილი შეიტანოთ, თქვენი ვალდებულება შეასრულოთ და ეროვნული თანხმობა რეალობად აქციოთ, რამეთუ ეს არის ქვეყნის რეალური საყრდენი, რომელიც ყველაფერს გაგვაძლებინებს და ყველაფერს შეგვაძლებინებს. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! გაუმარჯოს საქართველოს!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპის დედაქალაქებში ოფიციალურ ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას ევროპის დედაქალაქებში ოფიციალურ ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა. მისი თქმით, ამის გამო მას მოუწია, რომ ოფიციალური ვიზიტები პირად ვიზიტებად გადაეკეთებინა. “გაუგებარია პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს. 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით, გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი და ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა”, — განაცხადა ზურაბიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი

კარლ ჰარცელი: პრეზიდენტის გამოსვლა იყო გააზრებული და მნიშვნელოვანი

მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იყო როგორც გააზრებული, ასევე მნიშვნელოვანი და მოუთმენლად ველოდები, როგორი იქნება რეაქცია მომავალ დისკუსიაში მის გამოსვლაზე, – ამის შესახებ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წლიური მოხსენების წარდგინების შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. „პრეზიდენტის გამოსვლაზე მხოლოდ ვიტყვი, რომ ეს გამოსვლა მიმაჩნია როგორც გააზრებული, ასევე მნიშვნელოვანი და მოუთმენლად ველოდები, როგორი იქნება რეაქცია მომავალ დისკუსიაში მის გამოსვლაზე დაყრდნობით, აქ, საქართველოში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპის დედაქალაქებში ოფიციალურ ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა სალომე ზურაბიშვილი: გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი სალომე ზურაბიშვილი: დღეს ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით მიმართა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს

უკრაინაში საომარი მდგომარეობა 25 აპრილამდე გახანგრძლივდა

უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა 2022 წლის 25 აპრილამდე გაახანგრძლივა. საომარი მდგომარეობა 26 მარტამდე მოქმედებდა. უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა 14 მარტს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა

პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და 77 ხმით მიიღო „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც კლასტერული აკრედიტაციის დანერგვას ეხება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განმარტებით, კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის პირობებში, ერთი წლის განმავლობაში აკრედიტაციის პროცესში შეფასდებიან სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამები. შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები კონკრეტულ წელს წარმოადგენენ მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამებს. აღნიშნული მოდელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისცემს საშუალებას, ინსტიტუციის ფარგლებში დაინახონ მთლიანი სურათი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული სფერო ან დარგი ინსტიტუციაში. ამასთან, სფეროების მიხედვით აკრედიტაცია ხელს შეუწყობს ცენტრის ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვასა და მობილიზებას. კერძოდ, ცენტრი წლის განმავლობაში გადაამზადებს მხოლოდ იმ სფეროს დარგის ექსპერტებს, რომელსაც მომავალი წლის განმავლობაში უწევს აკრედიტაცია.

ფინეთმა F-35-ის ავიაგამანადგურებლების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან $9,4 მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

აშშ-მ და ფინეთმა ლოქჰიდ მარტინის კორპორაციის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შესყიდვის შესახებ $9.4-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმეს.  ფინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ამერიკული თვითმფრინავების ყიდვის შესახებ, რომელიც დეკემბერში გამოცხადდა, იყო ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების გრძელვადიანი გეგმის ნაწილი და არა უკრაინის გამო დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულ დაპირისპირებაზე პასუხი. თუმცა, ფინეთმა ადრე განაცხადა, რომ თვითმფრინავების განლაგებას ქვეყანაში 2027 წელს დაიწყებდა.  „ფინეთი, რომელიც ისტორიულად ნეიტრალურობას ინარჩუნებდა ცივი ომის დროს, ევროკავშირის წევრია, მაგრამ  NATO-ს წევრი არ არის. ბოლო წლებში, ფინეთმა გააძლიერა თანამშრომლობა დასავლურ სამხედრო ალიანსთან და მისი თავდაცვის ძალების პოლიტიკა NATO-სთან თავსებადობას ეფუძნება“, - წერს Reuters-ი.  

ვახტანგ გომელაური: 72 ძებნილი დავაკავეთ დანაშაულიდან ათი წლის შემდეგ, ასევე, ბადრი ესებუას დაკავებაზეც აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ 72 ძებნილი დააკავა დანაშაულიდან ათი წლის შემდეგ, 37 ძებნილი დაკავებულია 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ, 20-წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია 19 ძებნილი. ვახტანგ გომელაურის თქმით, ეს არის ყველა მძიმე დანაშაულები, მძიმე მკვლელობები, ყველაზე მსუბუქია მკვლელობის მცდელობა. ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა. „დავაკავეთ 2013 წლის შემდეგ ძებნილები, 10 წლის ძებნილები, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს ჩაიდინეს დანაშაული, მათ შორის არის პოლიციელის მკვლელობა, პოლიციელის მძევლად აყვანა და წაყვანა თავის მანქანიანად, დედა-შვილის მკვლელობა, ორი ადამიანის ცოცხლად დაწვა და ა.შ. 72 ძებნილი დავაკავეთ დანაშაულიდან ათი წლის შემდეგ. 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ დაკავებულია 37 ძებნილი, რომლებმაც 15 წლის წინ ჩაიდინეს დანაშაული. 20-წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია 19 ძებნილი. ეს არის ყველა მძიმე დანაშაულები, მძიმე მკვლელობები, ყველაზე მსუბუქია მკვლელობის მცდელობა. 27-წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია პირი 1992 წელს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის გამო, 2019 წელს დავიჭირეთ ესეც. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არც ჩემს წინა კოლეგებს, შემიძლია, სათითაოდ მოგახსენოთ, რომ არ უნდოდათ, იგივე, პოლიციელის მკვლელის დაჭერა. ვინც არ უნდა იყოს, როგორი ხელმძღვანელიც არ უნდა იყოს, არ არსებობს ასეთი რაღაც, რომ შს მინისტრს, მოადგილეებს და პოლიციელებს ამ ადამიანების დაჭერა არ უნდოდათ, რომლებიც მერე ჩვენ დავიჭირეთ 12-14 წლის შემდეგ. არის პრობლემა, მესმის, ვმუშაობთ, წელიწად-ნახევარი კი ბევრია, მაგრამ შესაძლოა, დავიჭიროთ ან ვერა. მე რომ ვთქვა, რამდენ ხანში დავიჭერ, ვინც საქმის პროფესიონალია, დამცინებენ. აქედან გამომდინარე, ესებუაზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ასევე წაიკითხეთ: ვახტანგ გომელაური: საგზაო უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში გაფართოვდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მოქმედების არეალი  

უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის შენობასთან 145 ფეხსაცმელი მიიტანეს

145 ფეხსაცმელი სოლიდარობის ნიშნად - ამ პერფორმანსით მიაგეს პატივი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსული აგრესია და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს. ამასთან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა ამ დროისთვის უკვე 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა

ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და კრიზისების მართვის მიმართულების მმართველ დირექტორს, პაველ ჰერჟინსკის და ევროკავშირის სამხედრო პერსონალის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ვიცე-ადმირალ ერვე ბლეჟანს შეხვდა.  მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე ომზე და საქართველოსთვის ამ ომის შესაძლო შედეგებზე ისაუბრეს.  განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების ისეთი გამოწვევები, როგორიცაა დეზინფორმაცია და სიძულვილის ენის გამოყენება მედიაში.  ასევე, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ევროკავშირი საქართველოს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადზე და შემდგომ პროცედურებზე.  ევროკავშირის წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიერ დაარსებული ევროპის მშვიდობის ინსტრუმენტზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას გულისხმობს. მათი განცხადებით, აღნიშნული დახმარება 2021 წელს დაიწყო და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.  „ევროკავშირის წარმომადგენლებმა მადლობა გადაგვიხადეს ევროპის თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის ეგიდით წარმოებულ მისიებში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის. განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს ჩვენს ნაყოფიერ მონაწილეობას ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი.

მიხეილ სარჯველაძემ განმარტა ვის შეეხება ამნისტია

საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და 82 ხმით, ერთი წინააღმდეგი მიიღო. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის კომიტეტში მეორე მოსმენის განხილვის შედეგად მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა. მიხეილ სარჯველაძემ  კანონპროექტის ძირითად არსზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ამნისტია ორი ბლოკისგან შედგება. „პირველი უკავშირდება კოვიდპანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო გარკვეული სასჯელების შემცირებას, შესაბამისად, ამ კუთხით გვაქვს ოდნავ ახლებური მიდგომა იმ თვალსაზრისით, რომ ვისაც მოუწია გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასჯელის მოხდა და ერთთვიანი პერიოდია აღებული ასეთ პირობებში,  ყველა მათგანზე იქნება გავრცელებული ამნისტია, გარდა ერთი გამონაკლისისა,  რომელიც საქართველოს კონვენციურ მოვალეობას უკავშირდება, კერძოდ, წამების დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებზე ამნისტიის გაუვრცელებლობას. მეორე საკითხი, რაც აღნიშვნას იმსახურებს, არის ის, რომ შემოვიტანეთ დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც შემოთავაზებული იყო, მათ შორის, ალტერნატიული კანონპროექტით, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს დიფერენცირებული მიდგომა გულისხმობს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მქონე პირთათვის შედარებით მცირე შეღავათის გავრცელებას და შედარებით მეტი შეღავათის გავრცელებას იმ პირებზე, ვისაც სასჯელის სახით ორ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა გათვალისწინებული. ასევე დამატებით შეღავათია გათვალისწინებული ქალებისთვის, არასრულწლოვნებისთვის და 70 წელს ზემოთ მყოფი ხანდაზმული პირებისთვის, შესაბამისად, მათთან მიმართებაში ოდნავ დიდი იქნება ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათი“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით, საკითხების მეორე ბლოკი უკავშირდება 2004 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს: „გაფართოვდა წრე იმ დანაშაულებისა, რომლისთვისაც არ იქნება გათვალისწინებული შეღავათი და შესაბამისად, ქმედებები არ დაექვემდებარება ამნისტირებას“, აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. მომხსენებელმა კანონპროექტის მუხლობრივად განხილვისას, კოლეგებს საკომიტეტო განხილვის შემდეგ შეტანილი ცვლილებები გააცნო. მისივე  თქმით,  დამატებითი კონსულტაციების შედეგად მცირედით მოხდა იმ ვადების გაზრდა, რომლებიც  შეღავათის სახით იქნება გათვალისწინებული. დეტალური მუხლობრივი განხილვის შემდეგ, კანონპროექტთან დაკავშირებით, უფრაქციო პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა პოზიციები დააფიქსირეს. უფრაქციო პარლამენტის წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ის მიესალმება ამნისტიის იმ ნაწილს, რაც კოვიდ ამნისტიას შეეხება, თუმცა მხარს არ უჭერს კანონპროექტის მეორე ნაწილს. „ძალიან კარგია ამნისტიის აქტის პირველი ნაწილი, რომელიც შეეხება კოვიდ ამნისტიას იმიტომ, რომ პატიმრებისთვის ამ პერიოდში მართლაც იყო სერიოზული შეზღუდვები და ამის კომპენსირება ხდება. მივესალმები ამნისტიის ამ წილს, მაგრამ ეს კარგი განზრახვა დამძიმებულია ძალიან არასრულფასოვნად დამუშავებული მეორე ნაწილით, რომელიც ცალკე კიდევ შეიცავს გარკვეულ სერიოზულ პოლიტიკურ რისკებს, მაგრამ რისკებსაც რომ თავი დავანებოთ სამართლებრივად არ არის სრულფასოვნად დამუშავებული“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ. ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“   წევრის,  ანა ნაცვლიშვილის   შეფასებით, ეს არის  საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლისთვისაც მან მადლობა გადაუხადა ინიციატორებს.  „როდესაც ადამიანი არის ციხეში, სახელმწიფოს აქვს სრული კონტროლი მასზე და სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, რომ ის არ დაავადდეს ინფექციური დაავადებით. ამიტომ იმ შეზღუდვების დაწესება სახელმწიფოს ვალდებულება იყო და იმ შეზღუდვების შედეგად დაზიანებული უფლებების კომპენსირებაც დღეს სახელმწიფოს ვალდებულებაა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარეს იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ ამნისტია კანაფის მოხმარებისთვის მსჯავრდებულებსაც უნდა შეეხოს და კოლეგებს აღნიშნულის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „რა გახდა, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან მოძალადეები, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, გავათავისუფლოთ ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც დღეს დადასტურებულად ვიცით, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს. არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული სტატისტიკა ძალადობის, მკვლელობის თუ ავტოსაგზაო შემთხვევის  მას შემდეგ რაც ნარკოპოლიტიკა ასე თუ ისე შევცვალეთ.  პირიქით, შემცირდა მომხმარებლების რაოდენობა, შემცირდა გარდაცვალების რაოდენობა, რომლებიც რაღაც უცნაურ ნარკოტიკს მოიხმარდნენ. ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას, რომ ამნისტია შეეხოს ხალხს, რომელიც კანაფის გამო ზის ციხეში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ სახელით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, პარლამენტის წევრმა, დავით ზილფიმიანმა შეაფასა. მისი განცხადებით, კანონპროექტის განხილვისას, ოპოზიციიდან და მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან   პროფესიონალური მსჯელობა გაიმართა, თუმცა მათი გამოსვლები და შეფასებები ორ ჯგუფად გაიყო. მისი თქმით, გამომსვლელების ნაწილმა მზაობა გამოთქვა მხარი დაუჭირონ უფრო ფართო ამნისტიას, ნაწილი კი პირიქით, მის შეკვეცაზე საუბრობდა. „ამ ტიპის დოკუმენტთან, მიუხედავად იმისა რომ დეტალურ მსჯელობაში არ შევედით, ყოველთვის მზად ვიქნებით და მხარს დავუჭერთ ნებისმიერი სახის ამნისტიას, პრინციპით - „რაც უფრო დიდია უკეთესია, რაც უფრო ფართოა უკეთესია“. ეს იქნება და დარჩება ჩვენს პრინციპად. ჩვენი მხარდაჭერა გაქვთ და გექნებათ თუ კიდევ რამე მსგავსი დოკუმენტი მომზადდება. გამომდინარე აქედან მინდა მადლობა გადავუხადო იმ ჯგუფს, რომლებმაც დრო შესწირეს და იმუშავეს ამ პროექტზე, რომელიც  ნებისმიერ შემთხვევაში, პოზიტივის მატარებელი ქმედება და დოკუმენტია“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“  წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, წარმოდგენილ კანონპროექტს ჰქონდა შანსი, რომ გამხდარიყო საყოველთაოდ მხარდაჭერილი. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ერთსულოვნად არის მხარდაჭერილი  ამინისტიის პირველი ნაწილი, რომელიც ჰუმანური პრინციპიდან გამომდინარე ეხება კოვიდ პანდემიის  შეზღუდვის სამართლიანი კომპენსირების მიზანს, თუმცა არ ეთანხმებიან კანონპროექტის მეორე ნაწილს. „ამ ამინისტიით თავისუფლდებიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თავს აფარებდნენ ჩვენს ოკუპანტ ქვეყანას, ეს ადამიანები იყვნენ კორუმპირებულები და იპარავდნენ იმას, რაც ეკუთვნოდათ ქართველ ხალხს. ამ მუხლის გამო არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ კანონპროექტს. ჩვენ არ ვაპირებთ გავიზიაროთ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, კანონპროექტი “ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებზეა მორგებული. „ეს არის უზნეო კანონპროექტი, რომელიც, ძირითადად, განპირობებულია პოლიტიკური სიმპათიებით. არაერთხელ იქნა აქ ნახსენები სიტყვა „საკრალური“. რატომ 2004 და არა 2005? ანუ, შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ელიტისთვის დამახასიათებელი დანაშაული 2004 წლამდე თურმე უნდა იყოს ნაპატიები და 2005 წელს რომ ვიღაცამ რაღაც მოიპარა, ის რატომ არა? იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კანონს შეიძლება, ვუწოდოთ სახელი „ვარდების რევოლუციამდე ჩადენილი დანაშაულებების პატიების აქტი“,- განაცხადა რომან გოცირიძემ. არჩილ თალაკვაძე: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ამნისტიის კანონპროექტს და მხარს ვუჭერთ ჰუმანურ გადაწყვეტილებებს სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფ პატიმართა მიმართ იმ ფარგლებში, როდესაც მართლწესრიგი და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება გახლავთ გონივრულად დაცული“,-განაცხადა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კანონპროექტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა პარლამენტში შეიმუშავა და რომელიც ზუსტად ამ პრინციპს მიესადაგება-ერთის მხრივ ჰუმანური მიდგომები, ჰუმანური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა და მეორე მხრივ- საზოგადოების ინტერესების და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. არჩილ თალაკვაძე კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებსაც გამოეხმაურა. ვიცე-სპიკერის განცხადებით, ადამიანები, ვინც დღეს კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, იქნებოდნენ პირველები უმწვავეს კრიტიკაში, რომელიმე პატიმარს პენიტენციური სისტემის დაუდევრობის და ჯანდაცვის სისტემის არასათანადო გადაწყვეტილების გამო საფრთხე რომ დამუქრებოდა. „არ მეგონა, დღეს კიდევ, თუ თქვენ თავს მისცემდით უფლებას და პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით გააკრიტიკებდით ხელისუფლებას. იმ სისტემასთან დაკავშირებით, სადაც რეალურად თქვენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გქონდათ ყველაზე მძიმე ჩავარდნები და ყველაზე მძიმე დარღვევები“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მომხსენებელმა, მიხეილ სარჯველაძემ დასკვნით სიტყვაში განაცხადა: „არ ეყოთ არც პოლიტიკური ალღო, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არც პოლიტიკური კეთილსინდისიერება ბევრ აქ მყოფ ოპოზიციონერს, რაც ძალიან ცუდი ამბავია“. კომიტეტის თამჯდომარის განცხადებით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ  ნებისმიერი ამნისტიის დროს, ნებისმიერი დამნაშავე,  რომელიც  იქნება ამნისტირებული, მის დანაშაულს არავინ იწონებს - ამნისტიის აქტი არ ნიშნავს მის მიერ  ჩადენილი ქმედების მოწონებას. „ვისარგებლებ შესაძლებლობით და ყველა ადამიანის გასაგონად ვიტყვი, ვთხოვ პირადად, რომ აუცილებლად გაუფრთხილდნენ და დააფასონ სწორად ამ შემთხვევაში ეს მისაღები გადაწყვეტილება იმიტომ, რომ მათი მხრიდანაც მოსალოდნელია რომ იყოს აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, თუნდაც ამ შეღავათთან მიმართებაში. მესმის, რომ რისკები შეიძლება გაიზარდოს და დანაშაულის რეციდივს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, ესეც უპასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ ამის შიშით ხელი აგვეღო ამ სწორ განზრახვაზე. ყველას ვთხოვ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და განსაკუთრებული გულისხმიერებით მიიღონ და დააფასონ ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა. სახალხო დამცველის შეფასებით, 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა. „2021 წელი გამოირჩეოდა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რომელიც ხელყოფდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. 2021 წელს გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სახალხო დამცველის შეფასებით, ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელ ორგანოს საქმიანობაში ჩარევა და მასზე ზეგავლენის მოხდენა იყო. ასევე, მიღებულ იქნა სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც მკვეთრად აუარესებს საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხს, მართლმსაჯულების სისტემისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მდგომარეობას, ასევე, ადგილი ქონდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის საქმიანობის  ხელშეშლის და სახალხო დამცველის მიმართ სიტყვიერი თავდასხმებისა თუ მუქარის ფაქტებს“, – ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დაჩქარებული წესით მიიღო, რამაც შეუძლებელი გახადა საზოგადოების არსებითი ჩართულობა განხილვის პროცესში და ასევე, კანონპროექტის მომზადებაში სახელმწიფო ინსპექტორიც არ ყოფილა ჩართული. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საფრთხე შეექმნა მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას. სახალხო დამცველის განმარტებით, საქმეთა განხილვის საკასაციო ეტაპზე კვლავ პრობლემურია სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპების დაცვა. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება მთავარ გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის აზრით, პროკურატურის მიერ წარმოებული არაერთი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები. „მაგალითად, ასეთია ე.წ. კარტოგრაფების საქმე, სადაც გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობას აშკარა პოლიტიკური ელფერი აქვს და საქმეშიც მძიმე სამართლებრივი ხარვეზები იკვეთება. სახალხო დამცველი გენერალური პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზე მუდმივად ამახვილებს ყურადღებას“, – აღნიშნულია ანგარიშში. გარდა ამისა, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები, 2020 წლის მსგავსად, 2021 წლის დასაწყისშიც გახდნენ არაერთი სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე. „გავეცანით თავდასხმის დღეს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე დაარქივებულ ვიდეომასალას, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულების მიმართ პატიმრების მცირე ჯგუფის მხრიდან განხორცილებული უკანონო ქმედებები პირდაპირ ან ირიბად, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ორგანიზებული. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში, თუმცა ამ დრომდე დანაშაულში მონაწილე კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთილი კვლავ არ არის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო

პარლამეტმა მესამე მოსმენით განიხილა და 87 ხმით, 1 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „ამნისტიის შესახებ“ კანონს. კანონის მიხედვით მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ პატიმრობაში მყოფი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების კომპენსირების მიზნით, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს სასჯელი უმცირდებათ და პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში ეთვლებათ განსხვავებული წესით. აგრეთვე, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში ეთვლებათ განსხვავებული წესით. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით საკითხის განხილვის შემდეგ, კანონში რედაქციული ხასიათის შენიშვნები გათვალისწინებულია და საბოლოო პროექტში ასახულია. კანონის პროექტი გამოქვეყნებიდან მესამე სამუშაო დღეს ამოქმედდება. ასევე წაიკითხეთ  მიხეილ სარჯველაძემ განმარტა ვის შეეხება ამნისტია

პარლამენტმა სამშენებლო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 84 ხმით, 1 წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელები, საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან და გადაუხდელი ჯარიმის/საურავის თანხის გადახდისაგან 2023 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ განსახორციელებელ ცვლილებები კოლეგებს ერთ-ერთმა ინიციატორმა ბექა დავითულიანმა გააცნო. საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგენს, პარლამენტის მიერ, 2021 წელს განხორციელებული ცვლილების ე.წ გაგრძელებას. დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი პასუხისმგებლობისგან 2022 წლის 1 იანვრამდე იყო გათავისუფლებული. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად კი, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა 2023 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრება.

ბავშვები, რომელთაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში სწავლის დაწყებას შეძლებენ

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით 83 ხმით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც ბავშვებს, რომლებსაც პირველ ოქტომბრამდე 6 წელი შეუსრულდათ, სკოლაში შესვლის შესაძლებლობას აძლევს. მომხსენებლის გიორგი ამილახვარის განმარტებით, კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა განპირობებულია სასკოლო ასაკის ბავშვების რეგისტრაციის ვადების მოახლოებით. კანონპროექტის განხილვამდე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა დედაენის დღე მიულოცა კოლეგებს და საქართველოს მოქალაქეებს. „დღეს არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის - დედაენის დღე - გილოცავთ ყველას“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, ხათუნა კვიციანი, მაია მენაღარიშვილი, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, როსტომ ჩხეიძე და რამინა ბერაძე.

საპარლამენტო ოპოზიცია ინიციატივით გამოდის, ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნოს

დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ, არმაზ ახვლედიანმა, ხათუნა სამნიძემ, გიორგი ვაშაძემ, ტარიელ ნაკაიძემ და პაატა მანჯგალაძემ „შრომის კოდექსში“ ცვლილებები მოამზადეს, რომლებიც უქმე დღედ, 8 მაისის გამოცხადებას გულისხმობს. „საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სსრკ-ს დაშლის შემდეგაც გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. გამონაკლისია მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა, სადაც დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროპის (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ.) მსგავსად, ეს თარიღი 8 მაისს აღინიშნება", - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში. ცვლილებების პროექტში პარლამენტის ბიუროს 18 აპრილის სხდომაზე გავა.  

20 აპრილს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის მოუსმენს

20 აპრილს, უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს აპატურაის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოუსმენენ. პარლამენტის ცნობით, აპატურაის მოხსენების თემა იქნება NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა 10:30 საათზე გაიმართება. ცნობისათვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს​ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით როცა მომიწევს პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, მივალ

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მისვლის საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. „კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით როცა მომიწევს პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, მივალ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით. ეს კომენტარი ღარიბაშვილმა გრუშევსკის სახელობის სკოლაში გააკეთა, სადაც უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეებს შეხვდა. „ლელოს" საპარლამენტო გუნდი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს. „ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დაბარებულია საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიციებზე და სატელეფონო ჩანაწერების შესახებ“, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ხავიერ კოლომინას მოუსმინეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას უმასპინძლეს. პარლამენტის ცნობით, სტუმარმა კომიტეტის წევრებს NATO-ს გენერალური მდივნის გზავნილები და საქართველო-NATO-ს პარტნიორულ ურთიერთობებზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხედვები გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, მომეტებული საფრთხეების შესაკავებლად, სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია შავი ზღვის რეგიონში ალიანსის სამხედრო ყოფნის გაძლიერება. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის მიმართ მედეგობის გაძლიერებაში მხარდაჭერის გაზრდა.  „ამ კუთხით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ 2022 წლის 6-7 აპრილის მინისტერიალზე მიღებულ მოკავშირეების გადაწყვეტილებას საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდის თაობაზე. მაგრამ, უპირველესი, უალტერნატივო და ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რაც შემჭიდროვებულ ვადებშია გადასადგმელი, არის NATO-ს გაფართოება და თავისუფალი დემოკრატიების ალიანსის უსაფრთხოების გარანტიებით დაზღვევა და გადაფარვა. ჩვენ მივესალმებით ალიანსის მხრიდან ღია კარის პოლიტიკისა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას. მივესალმებით იმის ხაზგასმას, რომ დაუშვებელია მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფა, რომ ყველა სახელმწიფო თავად წყვეტს აირჩიოს ალიანსები, რომ ვერცერთი მესამე ძალა ამას ვეტოს ვერ დაადებს და რომ ალიანსი აგრძელებს მისი მოქმედებების პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, კოორდინაციას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.  NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოსმენა დახურულ ფორმატში გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ, ირაკლი ბერაიამ და ხავიერ კოლომინამ შეხვედრაზე განხილული საკითხები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს.  „NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრაზე ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ დადგა დრო, საქართველო დაწინაურდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მყარი მოლოდინი გვაქვს, რომ მადრიდის სამიტის კომუნიკეში და ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციის ნაბიჯები და საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, სათანადოდ იქნება ასახული“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.  „პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის თემები და ასევე ის პოლიტიკური საკითხებიც, რომელთა განხილვაც აუცილებელია თქვენს ხელისუფლებასთან. NATO-საქართველოს ურთიერთობა ძალიან წარმატებულია. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყანას. ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობა და პრაქტიკული ასპექტები ერთობ წარმატებულია და ის ინსტრუმენტები, რასაც თქვენ ფლობთ, არის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ასევე ფლობს NATO. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი აღნიშნული ინსტრუმენტი უნიკალურია საქართველოსათვის. ჩვენ გასულ წლებში უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ამჟამად ვახორციელებთ ამ ინსტრუმენტების მიწოდებას საქართველოსათვის. ეს ის სპეციფიური საშუალებებია, რასაც ჩვენი რწმენით, იმსახურებს საქართველო იმ ნდობის ხარისხის საფუძველზე, რაც არსებობს საქართველოსა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენ განვიხილეთ ყველა ამასთან დაკავშირებული საკითხი და ასევე შევეხეთ პოლიტიკურ დიალოგს“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ პარლამენტის ცნობით. NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია. ეს ვიზიტი ასახავს NATO-სა და საქართველოს შორის არსებულ ხანგრძლივ, მყარ პოლიტიკურ და პრაქტიკულ პარტნიორობას. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განგრძობად წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს. საქართველოში ვიზიტამდე კოლომინა სომხეთში იმყოფებოდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანში მიემზგავრება.  

ზურაბ აზარაშვილი: 2 თვეში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები

მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად გადაიხადა, დაახლოებით 15 მილიონი ლარი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას აღნიშნა. მისივე თქმით, დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი.  „მიმდინარე წლის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, ფარმაციის ბაზრის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც გულისხმობდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებას და მათი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქული ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომელზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. რეფორმის შედეგად ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს, რაც გამოიხატა ფასების 80%-მდე შემცირებაში. ეს კი ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია", - განაცხადა აზარაშვილმა.  

ლატვიის სეიმმა ქვეყანაში საბჭოთა სამხედრო ძეგლების აღების უფლება დაადგინა

ლატვიის პარლამენტმა რუსეთთან მემორიალური ძეგლების შენარჩუნების შესახებ შეთანხმება შეაჩერა. „საბჭოთა არმიის იმიჯი და სიმბოლიკა ახლა პირდაპირ და ცალსახად უკავშირდება რუსეთის აგრესიას და მისი შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს. გეოპოლიტიკური პირობებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შეცვლა ნიშნავს, რომ ლატვიას არ შეუძლია და არ იქნება ვალდებული, შეინარჩუნოს საბჭოთა ოკუპაციის ძეგლები“, - განაცხადა სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა რიჰარდს კოლსმა. ხელშეკრულების შეჩერება „რიგის განმათავისუფლებელთა“ ძეგლის დემონტაჟის სამართლებრივ საფუძველს იძლევა. ვინაიდან ძეგლი რიგაში მდებარეობს, დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება რიგის საკრებულომ უნდა მიიღოს. როგორც რიგის მერმა მარტიშ სტაკისმა 11 მაისს განაცხადა, ძეგლის დემონტაჟი სავარაუდოდ, არ მოხდება სეიმის არჩევნებამდე, რომელიც 2022 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართება. თავის მხრივ, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა წაიღოს „განმათავისუფლებელთა“ ძეგლი რიგიდან, თუ მისი დემონტაჟი მოხდება. რიგაში, 1985 წელს დადგმული „განმათავისუფლებელთა“ ძეგლის დემონტაჟის საკითხი, ლატვიაში წლების განმავლობაში განიხილებოდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე დისკუსიამ ახალი სახე მიიღო.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 27 მაისს წარსდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 27 მაისს წარსდგება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ინტერპელაციის პროცედურა შედგება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით - 27 მაისს. როგორც ეს არის გათვალისწინებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის რეგლამენტით. მათ შეუძლიათ დასვან ეს შეკითხვა და მიიღებენ პასუხს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ნათელი“, - განაცხადა კობახიძემ.  

სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობა შესაძლოა, სამსახურებრივ სტაჟად ჩაეთვალოთ

სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობა სამსახურებრივ სტაჟად ჩაითველებათ. შესაბამისი ცვლილებები ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებებით, სტაჟიორს უფლება ექნება, ერთსა და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ორჯერ. პროექტით კონკრეტდება, რომ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა სტაჟირებისა და სტაჟიორის ცნებას არ ცნობს, რაც გამოწვევას წარმოადგენს, რადგან საჯარო სამსახურებში სტაჟიორები დღესაც არიან დასაქმებული, მაგრამ მათ აღნიშნული სამსახური არ ეთვლებათ სამსახურებრივ სტაჟში და მონაწილეობას ვერ ღებულობენ პირველი, მეორე და მესამე რანგის მოხელის თანამდებობაზე გამოცხადებულ დახურულ კონკურსში. ფრაქციას მიაჩნია, რომ საჯარო სამსახურის სისტემის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, საჭიროა, საჯარო სამსახურში დასაქმების საშუალება მიეცეთ ახალგაზრდა, მოტივირებულ და ენერგიულ კადრებს. ამასთან, კანონპროექტში განმარტებულია, რომ პირის ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ ექვს და არაუმეტეს 12 თვის ვადით, რაც პირს არ უშლის ხელს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდეს სტაჟიორი სხვა საჯარო დაწესებულებაში.  

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით მთავრობის ოთხ წევრს, მათ შორის პრემიერს მოუსმენენ. „27 მაისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.  

საპარლამენტო ოპოზიციამ 7-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ევროპასთან დასაახლოებლად და რეფორმების განსახორციელებლად შვიდპუნქტიანი წინადადების პაკეტი წარადგინეს. გეგმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ წაიკითხა: ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში; საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ, მეორე და მესამე მოსმენით მიღება; შეწყდეს დასავლელ პარტნიორებზე, დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებსა და ელჩებზე თავდასხმა; უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, რომელშიც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული უკრაინაში; მთავრობამ მოამზადოს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას; ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა; მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა; დეპუტატების თქმით, ეს სია აერთიანებს იმ კონკრეტულ ამოცანებს, რომელთა შესრულებაც მომდევნო 3 კვირის განმავლობაში პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.  

მარტივად რომ შევაჯამოთ დღევანდელი დღე: „შეაყარე კედელს ცერცვი“ - გიორგი ვაშაძე

„დღევანდელი დღე არის „შეაყარე კედელს ცერცვი, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრის მოსმენას პარლამენტში. ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში მოუსმინეს. ვაშაძის თქმით, ვერანაირი გეგმა ვერ მოისმინეს, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება დარჩენილ 2 კვირაში იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. „ჩვენ გვქონდა კონკრეტული წინადადებები, 7 - პუნქტიანი გეგმა, რომელიც შევთავაზეთ, თუმცა, მათგან პასუხი არის მხოლოდ ტყუილი, ცრუ ბრალდებები და მუქარები. მარტივად რომ შევაჯამოთ, დღევანდელი დღე არის - "შეაყარე კედელს ცერცვი", ზუსტად ამ ვითარებაში ვიმყოფებით. იგონებენ ტყუილებს და ამაზე საუბრობენ. გული მწყდება, რომ ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს, ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც ერთიანობაზე ამბობს უარს, გახლეჩილობაზე დებს ფსონს და რომელიც აკეთებს ყველაფერს, რომ უარი მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე. ახლა ჯერი ჩვენზეა, ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ დასავლელ პარტნიორებს, რომ საქართველომ ისტორიული შანსი არ უნდა გაუშვას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ევროკავშირს სჭირდება ნათელი გზავნილი, უჭერს თუ არა საქართველოს ხელისუფლება მხარს სანქციების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს რუსეთთან მიმართებით  - ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საქართველოს პრემიერს.  „როდესაც აცხადებთ, რომ სანქციების პოლიტიკა არ არის შედეგის მომტანი, ამიტომ გვეუბნებიან, რომ გაგვიჭირდება თქვენთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. აქ რომ არის მოსული ივანიშვილის წარმომადგენელი, რომელსაც დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰქვია, ბრიუსელში გრძელი სია რომ გადასცეს, ნუ მაიძულებთ, რომ გამოვაქვეყნო ის სია. იმ გრძელ სიაში გვარამიას დაპატიმრება, რაც ბრიუსელში თქვენი ჩასვლის დღეს მოხდა, არის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად წარმოჩენილი. საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ხელისუფლება ასე გექცევათ, გამოიყენეთ შეწყალების უფლება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. დღეს ამ დარბაზში მოვიდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ბრიუსელში ჩასვლისას თავზე ნაცარს იყრიდეს, რადგან მის ქვეყანაში დამოუკიდებელ მასმედიას დევნიან და თავად იყო წამახალისებელი 5 ივლისს მომხდარი ძალადობის და დღემდე დაუსჯელი და გამოუძიებელია და პირველ საკითხად არის შესული პრობლემების სიაში, რომელიც გადმოგვცეს, ამის ნაცვლად, ის აცხადებს, რომ ქვეყანაში პრობლემები არ გვაქვს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. მისმა კოლეგამ ანა ნაცვლიშვილმა პრემიერს ჰკითხა, რა გარანტიები აქვთ დღეს მოქალაქეებს, რომ საქართველოში შექმნილი „შავი ხვრელით“ არ ფინანსდება უმძიმესი დანაშაულები უკრაინაში. ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა არის, თუ არა იმის გარანტია, რომ ასეთი „შავი ხვრელი“ არ არსებობს. „ბატონო პრემიერო, თუ სწორად გავიგე, თქვენ ამ დარბაზში აღიარეთ, რომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს სანქციების ნაწილს ლუგანსკთან და დონეცკთან მიმართებით შეუერთდით. მაშინ, რატომ ატყუებდით საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც ამბობდით, რომ თუ საქართველო სანქციებს შეუერთდება, ეს იქნება ქვეყნის ომში ჩათრევა. მაშინ ტყუოდით თუ ახლა ტყუით? ხომ აბრალებდით ოპოზიციას, რომ სანქციების მიერთებას ითხოვთო. ჩვენ სანქციების მიერთებაზე კითხვა არ გამოგვიგზავნია, არც უკრაინასთან მიმართებით გამოგვიგზავნია კითხვა. როგორც ჩანს, კითხვა ვერ გაიგეთ ჩვენ გკითხეთ, როგორ არის დაცული საქართველო იმისგან, რომ რუსეთმა არ გამიყენოს ჩვენი ქვეყანა და არ გადააქციოს ის „შავ ხვრელად“, რა გარანტიები აქვთ დღეს, საქართველოს მოქალაქეებს,რომ აქ შექმნილი „შავი ხვრელით“ არ ფინანსდება უმძიმესი დანაშაულები უკრაინაში. გვაქვს თუ არა გარანტია, რომ ასეთი „შავი ხვრელი არ არსებობს“. არსებობს თუ არა სისტემა, რომელიც დაიცავს საქართველოს. თქვენ, აქ, 15 წუთის განმავლობაში იდექით და ვერ თქვით, რომ სისტემა არსებობს. ბატონო პრემიერო, თუ თქვენ არ იცით, მე გეტყვით, რომ სახელმწიფო არ იმართება ზეპირი განცხადებებით, სახელმწიფო არც დაპირებებით იმართება. სახელმწიფო იმართება დოკუმენტებით და საკანონმდებლო აქტებით. თავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ ასეთი ფაქტები შავი ხვრელი არ არსებობს, თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, მერწმუნეთ, რომ აქედან სახლში არ წახვალთ. ძალიან ცუდ ადგილას წახვალთ და მე, გულწრფელად არ გისურვებთ,რომ იმ ადგილას წახვიდეთ. კითხვა მიემართება იმას, რომ სახელმწიფომ რა სამართლებრივ-ადმინისტრაციული ნაბიჯები გადადგა, გაქვთ თუ არა სამოქმედო გეგმა, შესაბამისი კანონმდებლობა, მონიტორინგის სისტემა და ბოლოს და ბოლოს, გაქვთ თუ არა კოორდინაციის სისტემა სახელმწიფო ორგანოებს შორის, რომ ჩვენ ვიყოთ დაცულები. თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ რუსეთი შეეცდება საქართველო გამოიყენოს „შავ ხვრელად“? რუსეთის კეთილშობილების მტკიცებას იმედია, არ დაიწყებთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. „თქვენ საერთოდ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, ემსახურებით სხვა სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოებს. ამაზე გიფიქრიათ საერთოდ ოდესმე?! ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ“, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ოპოზიციას. ღარიბაშვილის განცხადებით უკრაინის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და გაუგებარია, თუ როგორ არ უჩნდებათ მათ ელემენტარული პროტესტი. „ჩვენ, სამწუხაროდ, მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მორიგი აღიარება. მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რეალურად რა ხდება და რატომ არის ეს არაფრისგან გამოწვეული აჟიოტაჟი. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი გამოვიდა და თქვა, რომ სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში. ადამიანმა თქვა გამოსვლისას, არამხოლოდ მათი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ მეორე ფრონტი უნდა იყოს საქართველოსა და მოლდოვაში. ამის შემდეგ თქვენ მოგმართავთ, ამ შემთხევაში როგორც საქართველოს მოქალაქეებს, როგორ არ გიჩნდებათ ელემენტარული პროტესტი, რომ ამის შემდეგ იგივეს აგრძელებთ?! მინდა კიდევ ერთი შეგახსენოთ: ასეთი პიროვნებაა ერთი, თუ არ ვცდები, არესტოვიჩი, გამოვიდა და თქვა, რომ ეს მთავრობა არ არის ომის მთავრობა, აქვე მოიყვანა მაგალითი, სააკაშვილი რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, რუსეთთან ომს გამართავდა, დღეს ეს ხელისუფლება არ წავიდა ომზე რუსეთთან. ეს, ფაქტობრივად, მეორე აღიარებაა. თქვენგან არავითარი რეაქცია და რეაგირება არ გამიგია. თქვენ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, საქართველოს თუ სხვა სახელმწიფოს, ან სახელმწიფოებს?! ამაზე გიფიქრიათ საერთოდ?! ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცენ პასუხი ყველამ!? , - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციონერებს.

საქართველოს დღეს ლატვიის პარლამენტის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშსპეციალური მოწვევით, დღეს ლატვიის პარლამენტის (საეიმა) საპარლამენტო დელეგაცია, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ულდის ბუდრიკისის ხელმღვანელობით საქართველოს ეწვევა. პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველოს მიმართ ლატვიის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა, განსაკუთრებით კი საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადისა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისა და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პარლამენტის წევრებთან. ლატვიის დელეგაციის წევრები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისთან. ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ულდის ბუდრიკისი და საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლივა კრეიტუსე.  

მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთიდან საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების რეტრანსლირებას კრძალავს

მოლდოვის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც გადაცემების რეტრანსლირებას იმ ქვეყნებიდან კრძალავს, რომლებმაც ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ ევროპული კონვენციის რატიფიცირება არ მოახდინეს. იუწყება ადგილობრივი გაზეთი NewsMaker. ეს კანონი რუსული ტელეარხების გადაცემებსაც შეეხება. მმართველი პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის“ დეპუტატმა რადუ მარიანმა დააკონკრეტა, რომ აკრძალულია სატელევიზიო და რადიო გადაცემების საინფორმაციო, საინფორმაციო-ანალიტიკური, სამხედრო და პოლიტიკური შინაარსის გადაცემები. კერძოდ, აკრძალულია დეზინფორმაციის, სამხედრო აგრესიის პროპაგანდის, ექსტრემისტული ან ტერორისტული შინაარსის შემცველი მაუწყებლობა, აგრეთვე ყალბი ინფორმაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. გამონაკლისი იქნება ფილმების, მუსიკისა და გასართობი გადაცემების [რომლებსაც არ აქვთ მილიტარისტული ელფერი] რეტრანსლირების დაშვება. კანონის დარღვევა ისჯება 100 000 ლეის (5200 დოლარზე მეტი) ჯარიმით, ასევე გათვალისწინებულია მაუწყებლობის ლიცენზიის დროებით შეჩერება. NewsMaker-ის ცნობით, ამავდროულად, კანონპროექტიდან ამოიღეს ის დებულებები, რომლებიც ყველაზე მეტ კრიტიკას იწვევდა. კერძოდ, დებულება, რომლის თანახმადაც მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურს დეზინფორმაციის გამავრცელებელი საიტების დაბლოკვის უფლებამოსილება ენიჭებოდა.  

თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის კანონი მკაცრდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაცვას ისახავს მიზნად. როგორც ერთ-ერთმა ინიციატორმა, ბექა დავითულიანმა აღნიშნა, არსებული რეგულაციების მიუხედავად, პრაქტიკაში ძალიან ხშირად აქვს ადგილი მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ გაჩეხვის შემთხვევებს. ამიტომ, ჯარიმების გაზრდა არის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რამაც უნდა უზრუნველყოს რეგულაციის მთავარი მიზანი – მწვანე ნარგავების დაცვა და მათზე უკანონო ზემოქმედების განხორციელების შემცირება. მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა 500 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება განმეორებით 1 000 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 1 0000 ლარის ოდენობით. „დედაქალაქში არსებული მწვანე ნარგავების დაცვის კუთხით, მნიშვნელოვანია ასევე ექსპერტების მიერ არასწორი დასკვნების გაცემის ფაქტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევა, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, რომ ექსპერტებმა შეწყვიტონ საპროექტო წინადადებას მორგებული დოკუმენტაციის წარმოდგენა და უფლებამოსილი ორგანოს შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა. მისი თქმით, კანონპროექტის მიღება იქნება ერთგვარი პრევენცია და პოტენციური სამართალდამრღვევებისთვის სიგნალი, რომ არ ჩაიდინონ შესაბამისი სამართალდარღვევები, რადგან მათ მიმართ გამოყენებული იქნება ახლა უფრო მკაცრი სანქციები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.  

ოპოზიციონერებზე თავდასხმის თემის განხილვას პარლამენტში ხმაური მოჰყვა

მმართველი პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერებმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება ძალადობის წახალისებად შეაფასეს. „იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ შევისწავლით ამ ძალადობის უკან როგორ იდექით თქვენ და როგორ უნდა დაისაჯოთ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც ქვეყანაში ძალადობის გარემოს შექმნის გამო და იმის გამო, რომ მიმდინარე კვირას ევროპარლამენტი, რომელმაც უნდა მიიღოს რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად, იძულებულია, ამის ნაცვლად მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც საუბარი იქნება ქვეყანაში მასმედიის უფლებების შევიწროებაზე, პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებასა და რუსულ ოლიგარქიულ მმართველობაზე“, - აღნიშნა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. `ფრთხილად, ბატონო ირაკლი, კომუნისტებისგან მოყოლოებული ეს ტექსტებია ბერძენიშვილებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერავინ შეძლო მიღწევა. თქვენი მიაზანია, რეალური პრობლემიდან გადაიტანოთ ყურადღება...“, - მიმართა ირაკლი კობახიძეს „რესპუბლიკური“ პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები ახალი დროის ბოლშევიკები არიან, რომლებიც ცდილობენ, პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები 100 წლის წინ ანგრევდნენ“. შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

დღეს პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენით დაიწყება

დღეს, 8 ივნისს, პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენით დაიწყება. შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარადგენს. ამის შემდეგ კი, სესიაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება. ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ანგარიშის წარდგენა სავალდებულოა და ეს, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში ხდება.

ჰარცელი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებზე: მნიშვნელოვნად ზღუდავს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკმარისი გარანტიების გარეშე. - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს. ელჩის თქმით, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება. „ევროკავშირმა აღნიშნული ცვლილებების მიღებამდე ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება საქართველოს პარლამენტს გაუზიარა და შესთავაზა, რომ ახალი კანონმდებლობა საბოლოო შემუშავებამდე ვენეციის კომისიასთან ყოფილიყო გაგზავნილი, რათა ევროპულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან მისი შესაბამისობის შეფასება მომხდარიყო. ვწუხვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ კანონპროექტის მიღება მსგავსი კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა. ვხედავთ, რომ საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურებით, აუცილებელი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, უზრუნველყოს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიები მათი პოტენციური დარღვევის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, დიპლომატიურ საზოგადოებას 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები აცნობოს“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი. ინფორმაციისთვის, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-ის წინააღმდეგ მიიღეს. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები გახანგრძლივდა, დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიშვება, იზრდება. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა შეადგენს არაუმეტეს 9 თვეს და ის სამ ეტაპად ტარდება, გარდა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე საქართველომ გაძლიერებული პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღოს - თავდაცვის მინისტრი

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა NATO-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა NATO-სთან თავსებადობის ზრდა და პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაა. ჯუანშერ ბურჭულაძე: წლის ბოლომდე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოვუშვებთ თავდაცვის მინისტრი: მოდერნიზებული ქართული ავიაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა საქართველომ NATO-ს მადრიდის სამიტზე გაძლიერებული პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღოს, რაც მოიცავს ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და NATO-სთან თავსებადობის ამაღლებას. მინისტრის განცხადებით, NATO-სთან ურთიერთობები ყოველ წელს უფრო ინტენსიური ხდება და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის შედეგებს დადებითად აფასებენ ჩვენი პარტნიორები. „ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გაწევრიანებისთვის. წარმატებით მიმდინარეობს განახლებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) განხორციელების პროცესი, რომელიც NATO-სთან საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის უმთავრესი მექანიზმია და მისი წარმატებით განხორციელება ეროვნული დონის პრიორიტეტია“, - აღნიშნა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, NATO-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის (DCB Trust Fund) ფარგლებში საქართველოს მხარდასაჭერად 7 მილიონ ევროს ღირებულების ფინანსური რესურსია მობილიზებული. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ გაგრძელდება საქმიანობა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობისა და როლის გაზრდის მიმართულებით, ასევე, შენარჩუნდება მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ინტენსივობა, რათა NATO-ს დღის წესრიგში აქტუალურად იდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, NATO-ში გაწევრიანებისა და NATO-ს ღია პოლიტიკის მხარდაჭერის საკითხი. მისი განცხადებით, თავდაცვის მინისტრის რანგში NATO-ს თავდაცვის მინისტერიალს ოთხჯერ ესწრებოდა და შესაბამისად, უკრაინისათვის იარაღის გადანაწილების პროცესში არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას - არის სიცრუე და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით სკანდინავიურ ქვეყნებს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 12-18 ივნისს ვიზიტით სკანდინავიურ ქვეყნებს- ნორვეგიის სამეფოს, დანიის სამეფოს, ფინეთის რესპუბლიკას და შვედეთის სამეფოს ეწვევა. ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილს ნორვეგიის მეფე, ჰარალდ V მიიღებს. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ქვეყნის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე მასუდ გარახანისთან, სტორტინგის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებთან, ასევე, საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ჰერიკ თუნთან. დანიის სამეფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აუდიენციას  დანიის დედოფალთან, მარგარეტ მეორესთან  გამართავს. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა დანიის პარლამენტის თავმჯდომარე ჰენრიკ დამთან. პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე,  მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები შეხვედრებს ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე მატი ვანჰანენთან და ფინეთის პარლამენტის წევრებთან გამართავენ. შალვა პაპუაშვილი დაესწრება ფინეთის პარლამენტის პლენარული სესიის გახსნას. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება პრემიერ მინისტრ სანა მარინს, ევროპის მინისტრ ტიტი ტუპურაინენს და საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოს. ასევე, დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა ადგილობრივი კვლევითი ცენტრის - პაასიკივი-სეურას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. სკანდინავიურ სახელმწიფოებში ვიზიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის სამეფოში დაასრულებს. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის აუდიენცია შვედეთის მეფესთან, კარლ XVI გუსტავთან. შეხვედრები გაიმართება პარლამენტის (რიკსდაგი) თავმჯდომარესთან, ანდრეას ნორლენთან, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ჯენი ოლსონთან, თავდაცვის მინისტრ პეტერ ჰულთქვისტთან და საგარეო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილესთან, რობერტ რაიდბერგთან. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

დაზღვევის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

დაზღვევის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „დაზღვევის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ნინო იობაშვილის განმარტებით, კანონპროექტში რედაქციული ცვლილებები არ შესულა. კანონპროექტით წესრიგდება სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილებასთან, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებასთან, წერილობითი მითითებების გაცემასთან და დამატებითი მოთხოვნების დაწესებასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს სამსახურის მიერ სანქციის გამოყენების უფლებამოსილებას, მზღვეველის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში და სამსახურის მიერ სანქციის გამოყენების უფლებამოსილებას სადაზღვევო ბროკერის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. „კანონპროექტი „მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია და იგი მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილში“, - განაცხადა მომხსენებელმა.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. პირდაპირი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებისადმი მიმართვა „მიღწევაზე“ საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ისტორიულია და დოკუმენტში გაჩნდა „ნანატრი ჩანაწერი“.  ოპოზიციიდან, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პრემიერ-მინისტრს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, რა ჩანაწერს გულისხმობდა, როდესაც ევროკომისიის დოკუმენტზე საუბრობდა. აღნიშნულს, დარბაზში ხმაური მოჰყვა, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენელს მოუწოდა, დაეცვა რეგლამენტი და საშუალება მიეცა პრემიერ-მინისტრისთვის, სიტყვით გამოსულიყო. შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძესაც და ანა წითლიძესაც გაფრთხილება მისცა და დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა, თუ რეგლამენტს არ დაემორჩილებოდნენ.  ამ დროისთვის, სიტუაცია განმუხტულია და პრემიერის მოსმენა გრძელდება.   ინფორმაციისთვის, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს პირველ ივნისს წარუდგინა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.

პრეზიდენტი პრემიერის გამოსვლაზე პარლამენტში: ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება

„შეშფოთებული ვარ იმით, რაც მოვისმინე პარლამენტში, საზოგადოებამ აჩვენა ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა - პირიქით“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, აბსურდი და შეურაცხმყოფელი იყო თავისი შინაარსით პრემიერის გამოსვლა პარლამენტში. „პარლამენტში დავინახეთ საწინააღმდეგო იმისი, რაც აჩვენა საზოგადოებამ - ზრდილობა თავშეკავება, ერთმანეთის პატივისცემა. პარლამენტმა - დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, დღეს ვაჩვენეთ. ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა. არ ვიცი, თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო, რომელიც გაგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და ნეგატიურ გზავნილს - რომ “ყველაზე კარგები ვართ და ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ, რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა“, - ანუ, აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით. შენ, როცა ელოდები პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მინიმუმ მოგეთხოვება ორი რამ - ერთი, შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც ნებისმიერ ხელისუფლებას მოეთხოვება. მეორე - შენგან გაიგონ, რას ელოდებიან ის პარტნიორები, რომლებიც ზეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, კი ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას ჩვენ გავაანალიზებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ასე თავისთავად მივიღებთ, მაგრამ მზად ვართ, ყველამ ერთად არაპოლარიზებულად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს, პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. ამ დროს, ჩვენ გვესმის... და ვინც მოუსმინა, ალბათ, ყველა გაოგნებულია და მეც ვარ გაოგნებული დღევანდელი დღით. მინდა, აქედან გავაგზავნო სხვა გზავნილი - ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება. პასუხები აღარ მაქვს კითხვებზე, ეს ყველაფერი ნებსით ხდება, უნებლიედ, თუ საგანგებოდაა გაკეთებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დავით უსუფაშვილი: მივმართავთ ევროპასაც და ყველა ქვეყანას, რომ დაუჯერონ იმ ხალხს ვინც 20 ივნისს გარეთ იდგა

„ჩვენ აქ ვხედავთ არა ევროპისკენ მიმავალ მთავრობას, არამედ ევროპით შეშინებულ მთავრობას. ევროკავშირში 27 სკამი დგას. 27 ქვეყნის პრემიერი ზის იქ და წყვეტს ასობით მილიონი ევროპელი მოქალაქის ბედს. საქართველოს იქ შესვლის შემდეგ, პრემიერი ღარიბაშვილი უნდა დაჯდეს ოცდამერვედ და მან უნდა გადაწყვიტოს მთელი ევროპის ბედი“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით წარდგა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს ახლა აქვს ისტორიული შანსი და მთავრობამ ეს შანსი გონივრულად უნდა გამოიყენოს. „თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მივმართავთ ევროპასაც და ყველა ქვეყანას, რომ დაუჯეროს იმ ხალხს ვინც 20 ივნისს გარეთ იდგა. დაუჯეროს თქვენი ამომრჩევლის დიდ ნაწილს, რომელსაც ევროპა უნდა. დაუჯეროს მათ და მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ჩემს ჯინაზე ნურაფერს გააკეთებთ და ნაციონალების ჯინაზე ნურაფერს გააკეთებთ. საკუთარი ამომრჩევლის, საკუთარი წესდების გამო გააკეთეთ. ეს ზღაპრები, რომ საქართველო გეოგრაფიის გამო დაისაჯა, არის ტყუილი. ეს ჩვეულებრივი ტყუილი არ არის, ეს არის სტრატეგიული ტყუილი. გეოპოლიტიკა თქვა ერთხელ მაკრონმა და აქ ეს ათასჯერ გაიმეორეთ. შეთანხმების შესრულებაზე ვილაპარაკოთ. ეს არის გამოსავალი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 22 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.  შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: NATO-ს წევრობა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე, ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსის გზით

მოგეხსენებათ, რომ NATO-ს წევრობა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე, ეს არის დამოკიდებული NATO-ს ყველა წევრის კონსესუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსის გზით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ  განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი „ახლა რაც შეეხება გაწევრიანების საკითხს. აქაც მინდა, რომ ძალიან მკაფიო ვიყოთ და არ დავიწყოთ ზედმეტი სპეკულაციები. კარგად მოგეხსენებათ, რომ ნატოს წევრობა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება სურვილზე, ეს არის დამოკიდებული ნატოს ყველა წევრის კონსესუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსესუსის გზით. რა თქმა უნდა ჩვენ ამაში კარგად გვესმის, რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი არის ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები“, - განაცხადა პრემიერმა. რუსეთმა განათავსა ორი ბაზა აფხაზეთში და ოსეთში, ცხინვალის რეგიონში მოხდა რუსეთის მხრიდან, რა თქმა უნდა უკანონოდ აღიარება ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების , ამან საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა NATO-სთან ინტეგრაციას. NATO-ში ინტეგრაციას, ამ ეტაპზე, ამ მოცემულ მომენტში. კიდევ ვიმეორებ თქვენ თუ გინდათ ახლა ილუზიაში იცხოვროთ და ხალხს ატყუოთ, ხალხს ვერ მოატყუებთ, ვეღარ მოატყუებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დღეს ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი ტელევიზიაა და ძალიან ბევრი გულანთებული ქართველი ხალხი იცავს იმ მონაპოვარს, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოიტანა ქართულმა ოცნებამ. ვეღარ მოატყუებთ მეგობრებო ქართველ ხალხს, მაპის მოცემა რომ აზეიმეთ წინასწარ და მერე ვიზილეთ იმედგაცრუება, სასტიკი იმედგაცრუება დაიწყო ომის შემდეგ," - განაცხადა პრემიერმა. 22 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა. 

პრემიერი: ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს

ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნით სიტყვაში. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოუტანოს ქვეყანასა და ქართველ ხალხს. „საქართველოს მომავალი არის ევროპული, ჩვენი ქვეყნის მომავალი არის პროგრესული და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, მეტი განვითარება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას. გარწმუნებთ, მთელი ჩვენი გუნდი, მთელი „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის, თუ ვინმე გაბედავს რაიმე სახის დესტაბილიზაციას, ჩვენ ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ ჩვენი ხალხის მშვიდობას და კეთილდღეობას. ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 22 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა. 

სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს

„გადადგეს ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა..." - თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“, ახალი სახალხო მოძრაობის „შინ ევროპისკენ" წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა საზოგადოებას მთავარი მოთხოვნები გააცნო. „ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმაა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს ზამთარი სანამ მოვა. ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი, ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი. დავრჩებით აქ, არ დავიშლებით სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა. დიღმელაშვილმა ასევე 3 ივლისს 20:00 საათზე პარლამენტთან ახალი აქცია დაანონსა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას 1 კვირის ვადას აძლევენ იმისათვის, რომ „ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გადააყენოს“. მისივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები 3 ივლისამდე საქართველოს რეგიონებში გავლენ, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდებიან და პარლამენტის შენობასთან დარჩებიან. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსთაველზე შეკრებილებს ქართულად მიმართა აღნიშნული აქცია 20 ივნისს, სამოქალქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა დააანონსა, როდესაც მანიფესტი წაიკითხა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის წევრებმა მიმართეს მასში ნათქვამი იყო, რომ აქციის მონაწილეები ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას. შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოქალაქეები პარლამენტის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 24 ივნისსაც შეიკრიბებოდნენ, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ცნობილი გახდებოდა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

პარლამენტმა პროცედურული ხარვეზის გამო, „ალტ-ინფოს“ წევრები საინიციატივო ჯგუფად არ დაარეგისტრირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პროცედურული ხარვეზის გამო „ალტ-ინფოს“ პარტიის („კონსერვატიული მოძრაობის“) წევრები საინიციატივო ჯგუფად არ დაარეგისტრირა. 25 000 ამომრჩევლის სახელით კანონპროექტების წარდგენის მიზნით საინიციატივო ჯგუფად დარეგისტრირებას ითხოვდნენ: გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო და კონსტანტინე მორგოშია. მოძრაობის წევრები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითხოვდნენ. კერძოდ, მათი სურვილია აიკრძალოს ისეთი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებაც, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიის საწინააღმდეგო განცხადებებსა და მოწოდებებს. „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები ითხოვენ, კანონით აიკრძალოს ისეთი საჯარო ღონისძიებებისა და დემონსტრაციების ჩატარება, რომელთა მთავარ ან ერთ-ერთ მიზანს „მონაწილეთა სექსუალური ორიენტაციის დემონსტრაცია, პოპულარიზაცია და პროპაგანდა წარმოადგენს“. ამასთან, „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები ითხოვენ ისეთი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვასაც, რომლის დროსაც შესაძლოა, მოხდეს „ომის და ძალადობის პროპაგანდა, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივება“. პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის ცნობიღ, იმ მიზეზით, რომ მათ მიერ პარლამენტში წარდგენილი მასალები რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა და თითოეულ კანონპროექტს თან არ ახლდა განმარტებითი ბარათი, კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფი არ დაარეგისტრირა.  

ლიბიის პარლამენტში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და შენობის ნაწილს ცეცხლი წაუკიდეს

ლიბიის პარლამენტში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და შენობის ნაწილს ცეცხლი წაუკიდეს.  დემონსტრანტები არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის, ფასების მატებისა და ჩიხში შესული პოლიტიკური ვითარების გამო მიმდინარეობს. ლიბიაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟენევაში გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებზე პროგრესს ვერ მიაღწიეს.  

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე მესამე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე მესამე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატების განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა წარმოადგინა, დოკუმენტი ოპოზიციისთვის მაშინვე მიუღებელი გახდა.  პარლამენტარები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე მეორე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ „როგორც მოგეხსენებათ, პარასკევს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა კონკრეტული გეგმა ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ. გეგმაში დეტალურად არის ასახული რეფორმების განსახორციელებლად გადასადგმელი თითოეული ნაბიჯი, პასუხისმგებელი სუბიექტებისა და განხორციელების ვადების მითითებით. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილმა გეგმამ საბაბიც კი არ დატოვა იმის სათქმელად, რომ ხელისუფლება კანდიდატობის თემას გულგრილად ეკიდება და მიზნის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, მოხდა ზუსტად ის, რასაც ველოდით: გეგმის წარდგენის პირველივე წუთებიდან, ოპოზიციისგან და მასთან დაკავშირებული ენჯეოებისგან გვესმის არგუმენტებისგან სრულად დაცლილი საუბრები იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული გეგმა მათთვის მიუღებელია და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ კანდიდატის თემა მათთვის საინტერესო საერთოდ არაა, უფრო სწორად, მხოლოდ იმ კუთხითაა საინტერესო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიენიჭოს. სწორად ამაში ხედავენ ისინი საკუთარ ერთადერთ შანსს, ქვეყანა, მათივე ტერმინით რომ ვთქვათ, „წალეკონ“, ანუ არეულობასა და ომში გახვიონ. გარდა ამისა, წარდგენილ გეგმაზე რადიკალური ოპოზიციის პირველივე რეაქციებიდან ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებამ 12 პუნქტის შესრულებისას რაც არ უნდა გააკეთოს, როგორი ევროპული სტანდარტის შესაბამისი ცვლილებებიც არ უნდა განახორციელოს, ამ ძალისხმევას მას მაინც არავინ დაუფასებს და ჩაუთვლის. პირიქით, თითოეული პუნქტი გამოყენებული იქნება როგორც მორიგი საბაბი ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის მიერ დადგენილი თითოეული პუნქტი, რადიკალური ოპოზიციის პერსპექტივიდან, რევოლუციური გეგმის 1/12 ნაწილად უნდა განვიხილოთ. ნაციონალური მოძრაობა და მისი შიდა და გარე პარტნიორები თანმიმდევრულად ეცდებიან, გეგმის თითოეული პუნქტი დეკემბრის ბოლოსთვის რევოლუციური სცენარის შესამზადებლად გამოიყენონ. მიუხედავად ჩვენი საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის წარდგენილი გეგმის შესასრულებლად ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. დარწმუნებული ვართ, დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის მყარი პრიორიტეტია და მიზნის მისაღწევად, მის გასაკეთებელს სათანადოდ აკეთებს. ხელისუფლებამ, საზოგადოების ფართო ჩართულობით, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ობიექტურ შემფასებელს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საბაბსაც კი არ დაუტოვებს. დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის რესურსი არც ახლა აქვს და არც დეკემბერში ექნება. ქვეყნის არევას და ომში ჩათრევას ეს ადამიანები ვერ შეძლებენ. დარწმუნებული ვართ, ამაში თავის წვლილს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯიც შეიტანს“, - ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.  სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ დიმიტრ ხუნდაძე: როცა არც ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“, გავჩუმდე? სოზარ სუბარი: თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა დასვას კითხვა: რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან? სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

დიმიტრი გვრიტიშვილი: კანონში ასე ხისტად ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება სავალდებულოა, დაუშვებელია

კანონმდებლობაში ასე ხისტად ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება არის სავალდებულო, არის დაუშვებელი, - ამის შესახებ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან, საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „კანონმდებლობაში ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება არის სავალდებულო, ასე ხისტად არის დაუშვებელი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ მიეკუთვნება ე.წ. პრეცედენტული სამართლის ქვეყნებს, ჩვენ ვართ კონტინენტური სამართლებრივი სისტემის, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ასეთი ჩანაწერი არის ზედმეტი. მოსამართლეები საქმის განხილვისას ისედაც ვითვალისწინებთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პრეცედენტულ სამართალს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დამატებითი ვალდებულების დაკისრება მიზანშეუწონელია,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა. ცნობისათვის, დიმიტრი გვრიტიშვილი პარლამენტში ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გაიმართა.  

„ქართული ოცნების“ მიერ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, პლენარული სხდომები არ გაიმართება

რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტის სხდომები არ გაიმართება. მიზეზი ის გარემოებაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვორუმის მიზეზით სხდომები ვერ გაიხსნება. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია მმართველი გუნდის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებით უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას. ჩვენი ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს“,- განაცხადა გივი მიქამაძემ ცნობისათვის, პრეზიდენტმა ოპოზიციის მოთხოვნა გაითვალისწინა და რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან მოიწვია.  

იტალიის პარლამენტი დღეს მარიო დრაგის მთავრობის ბედს გადაწყვეტს

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ოთხშაბათს და ხუთშაბათს პარლამენტის ორივე პალატის წევრების წინაშე წარდგება, რათა დაადასტუროს აქვს თუ არა მას უმრავლესობა. ამის შესახებ Politico წერს.  დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოცემა წერს, რომ არსებობს ორი შესაძლო შედეგი: დრაგი იტყვის, რომ მას მაინც შეუძლია მართოს მთავრობა და დარჩეს პრემიერ-მინისტრად, ან აღიაროს, რომ არ შეუძლია და 17 თვის შემდეგ თანამდებობა დატოვოს, რაც იტალიაში შემოდგომაზე ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს. მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში მთავრობამ უნდა დაასრულოს რამდენიმე პოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის კონკურენციისა და მართლმსაჯულების სფეროებში, რათა ევროკავშირის პოსტ-პანდემიური სახსრების შემდეგი ტრანში (20 მილიარდი ევრო) მიიღოს. მთავრობამ ასევე უნდა მოამზადოს და ამოქმედდეს საბიუჯეტო კანონი, რათა გადაჭრას ცხოვრების მზარდი ხარჯები და უპრეცედენტო ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამწვავდა. პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას საფრთხე შეუქმნას - ლუიჯი დი მაიო დრაგი ოთხშაბათს, სიტყვით სენატში, პარლამენტის ზედა პალატაში გამოვა. ამას მოჰყვება დებატები და სენატის წევრები კენჭს უყრიან, ენდობიან თუ არა პრემიერს. ხუთშაბათს დრაგი ხელახლა გამოვა დეპუტატთა პალატაში, რასაც მოჰყვება დებატები და კენჭისყრა.  სამშაბათს, დრაგიმ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელთან, ენრიკო ლეტასთან, ასევე მემარჯვენე ლიდერებთან, მოლაპარაკება გამართა. თუმცა, „5 ვარსკვლავის“ მოძრაობა, სავარაუდოდ, მოხსნის მხარდაჭერას, თუ დრაგი არ დააკმაყოფილებს მის რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის მინიმალური ხელფასის ჩათვლით, და კოალიციის მემარჯვენე პარტიებმა განაცხადეს, რომ აღარ სურთ „5 ვარსკვლავიან“ მთავრობაში ყოფნა. თუ დრაგი გადაწყვეტს, რომ მას არ აქვს უმრავლესობა, ან თვლის, რომ მისი მთავრობა ვეღარ იქნება ეფექტური, მას შეუძლია საერთოდ გამოტოვოს ხუთშაბათის კენჭისყრა და პირდაპირ პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან მივიდეს და გადადგეს. ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ იტალიელთა მესამედზე ნაკლები ვადამდელი არჩევნების მომხრეა, ნახევარზე მეტს კი სურს, რომ მთავრობამ თავისი საქმიანობა განაგრძოს.  მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.  

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩართვა ნამდვილად არ უნდათ, არც ევროპარლამენტს, არც ევროსაბჭოს, არც ბრიუსელს და არც არავის, არც კელი დეგნანს

ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩართვა ნამდვილად არ უნდათ, არც ევროპარლამენტს, არც ევროსაბჭოს, არც ბრიუსელს და არც არავის, არც კელი დეგნანს - ევროპარლამენტარებმა მითხრეს, რომ მისდით ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაკეთებთ მსგავს განცხადებებს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. „სად მოგისმენიათ რომელიმე განცხადება ჩემი, გინდაც ჩემი თანაგუნდელების, რომ დასავლეთი ცდილობს ამას, ასეთი ფორმულირებით? გარკვეული ძალები სხვა რამეა. ამომიღეთ ერთი ციტატა "ქართული ოცნების" დეპუტატის ან პოლიტიკოსის, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას. მომიტანეთ ეს ციტატა, ვერ ნახავთ ვერცერთ ასეთ განცხადებას. აქედან სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ვინ თარგმნის თუ ვინ აწვდის ამ განცხადებებს, მაგრამ მათაც გვითხრეს, რომ მისდით ასეთი ინფორმაცია, რომ ჩვენი მხრიდან კეთდება ასეთი განცხადებები. მე ვუთხარი ზუსტად იგივე რასაც თქვენ გეუბნებით, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, თუ შეგიძლიათ მომიტანეთ ერთი ციტატა რომელიმე პოლიტიკოსის, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირი ომში ითრევს საქართველოს, არ არსებობს ასეთი ციტატა, ნუ აბუქებთ თქვენ, თქვენი პასუხისმგებლობაც არის მედიის, რომ ეს განცხადებები ზუსტად ისევე გაიტანოთ საზოგადოებასთან როგორც კეთდება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ჟურნალისტის მას ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებები შეახსენეს, რომლის თანახმად, „საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმიტომ არ მიიღო, რომ ომში არ არის", სამხარაძე აცხადებს, რომ „ვერ მოუტანს ვერავინ ვერცერთ განცხადებას, სადაც მათი წარმომადგენელი ამბობს, რომ ევროკავშირს ქვეყნის ომში ჩათრევა სურს“. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრები ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის მთავარ თემას რეგიონში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენდა. მხარეებმა უკრაინაში რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიაზე და იმ მოლოდინებზე ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ომი უკრაინაში და რა საფრთხეები შეიძლება მან შეუქმნას საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2022 წლის 29 ივლისს, გუდაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა გლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, საქართველოს რვა მოქალაქე დაიღუპა. შსს გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ განცხადებას ავრცელებს ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.   

ბულგარეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა პარლამენტი დაითხოვა და 2 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.  ბულგარეთის პრეზიდენტმა სათანადო ხელსეკრულებას უკვე მოაწერა ხელი.  ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვადამდელი არჩევნები გამოცხადდა  მანამდე, 28 ივლისს ბულგარეთის სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებმა, ქვეყნის პრეზიდენტ რუმენა რადევს აცნობეს, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე უარს ამბობენ.  პრეზიდენტმა 18 ივლისს ბულგარეთის სოციალისტურ პარტიას მთავრობის ფორმირების მანდატი მისცა. ეს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების მესამე მცდელობა იყო. მანამდე მთავრობის დაკომპლექტება კოლაიციამ „განვაგრძობთ ცვლილებს“ სცადა, თუმცა ესეც უშედეგოდ დასრულდა.  ბულგარეთის სოციალისტურ პარტიის ლიდერმა კორნელია ნილოვამ განაცხადა, რომ ქვეყანა ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.   2021 წელს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები სამჯერ გაიმართა.   

სერბეთის პარლამენტი არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ, პირველად შეიკრიბა

სერბეთის „სახალხო სკუპშინა“ (პარლამენტი) არჩევნებიდან 4 თვის შემდეგ პირველად შეიკრიბა.   პარლამენტის სხდომა სერბეთის ჰიმნით გაიხსნა და „სახალხო სკუპშინას“ 250-მა დეპუტატმა პროცედურის თანახმად, ფიცი დადო.  სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის „პროგრესულმა პარტიამ“ ახალ პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. მაგრამ, ზოგიერთ ოლქში განმეორებითი არჩევნების გამო, ხმების დათვლა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. რამდენიმე ოლქში არჩევნები ხელახლა ჩატარდა, რადგან ხმების გაყალბების შესახებ საარჩევნო კომისიაში საჩივრები შევიდა.  ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ვუჩიჩმა მედიასა და საჯარო ხელისუფლებაზე კონტროლის, ასევე ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ აქტიური კამპანიის მეშვეობით არჩევნების დისკრედიტაცია მოახდინა, ხოლო თავად სერბეთის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ მისი ოპონენტები უბრალოდ სუსტები იყვნენ. ზოგიერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ სერბეთის პრეზიდენტმა შეგნებულად გადადო ახალი პარლამენტის მოწვევა, რათა არ დაენიშნოს ახალი მთავრობა და ამით თავიდან აიცილოს მხარეების არჩევა უკრაინის ომის ფონზე რუსეთთან და დასავლეთთან დაპირისპირებაში. ამავდროულად, ოპოზიციამ, რომელმაც არჩევნებში უკეთესი შედეგი მიიღო, ვიდრე 2020 წელს (როდესაც კენჭისყრის ბოიკოტი მოითხოვა), ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას მოსახლეობას უკვე დაჰპირდა.   

ანრი ოხანაშვილი: ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტის წარმომადგენელი დააკვირდება

"ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი დააკვირდება", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. "ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი დააკვირდება. სავარაუდოდ, ამერიკის საელჩო ჩაერთვება სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ჩააერთონ პროცესში", - განაცხადა ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ხუთ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომლებიც იმუშავებენ – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების თაობაზე.  

დეოლიგარქიზაციის შესახებ სამუშაო ჯგუფს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად ხუთი სამუშაო ჯგუფი შექმნა. ანრი ოხანაშვილი: ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტის წარმომადგენელი დააკვირდება კომიტეტის ფარგლებში შემდეგი ჯგუფები ჩამიყალიბდა: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადადის. „ის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც უკავშირდებოდა კონკრეტულ ფოკუს ჯგუფებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პირველ შეხვედრებს, პრაქტიკულად, დასრულებულია. პარლამენტის თავმჯდომარის უშუალო ჩართულობით და მისი ხელმძღვანელობით ჩვენ, 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ყველა პუნქტთან დაკავშირებით ჩავატარეთ შეხვედრები, პირველ რიგში, პოლიტიკურ პარტიებთან და ისინი სრულად საქმის კურსში არიან როგორ წარიმართება პროცესი. შესაბამისად, ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, იქნება ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, თუ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ესწრებოდნენ ამ სამუშაო შეხვედრებს და დღესაც აქ არიან წარმოდგენილნი, რაც მისასალმებელია და სწორია. ჩვენ პირველი პუნქტის შესაბამისად ვმოქმედებთ. დეპოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი კონკრეტულ საკითხზე მუშაობისთვის. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, ოპონენტები ვინც ამ პროცესის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან პირველ პუნქტს, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია, ვინაიდან ალტერნატიული ე.წ. ჯგუფების შექმნა, რომელსაც არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, სხვა არაფერია თუ არა პოლარიზაცია და ამ პოლარიზაციის გაღრმავება. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში და ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადავდივართ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. "დეოლიგარქიზაციის", სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების შესახებ სამუშაო ჯგუფებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს , ხოლო საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფს - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე. სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ფრაქცია „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოების ( აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები. საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ: „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და, „გირჩის“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათ მიერ გამოთქმული სურვილის შესაბამისად, მონიტორინგს გაუწევენ სამუშაო ჯგუფების საქმიანობას. მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში, პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა, ასევე, ექნებათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს.~ 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უფრო დეტალურად ევროკომისიის რეკომენდაციებს ამ ბმულზე გაეცანით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით შეიქმნა, პირველი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მიზანია ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად მოამზადოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.„შეხვედრაზე წარმოვადგინეთ დოკუმენტი, რომელიც ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მიერ. ამ დოკუმენტში წარმოდგენილი იყო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის 18 რეკომენდაცია და ასევე, ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს GRECO-ს 6 რეკომენდაცია, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია იყო, რომ ისინი ნაწილობრივ შესრულებას საჭიროებენ. დეტალური განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ რეკომენდაციათა საკმაოდ დიდი ნაწილი შესრულებულია და გამომდინარე იქედან, რომ GRECO-ს ბოლო შეფასება ქართული კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებული აქვს 2018 წელს, შეიძლება მათ არ აქვთ ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელს ვთხოვე, რომ იქნება პროაქტიულად მოხდეს მათი სამსახურიდან შესაბამისი დოკუმენტის გაგზავნა GRECO-ში, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები დღეის მდგომარეობით რამდენად შესრულებულია. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის 18 რეკომენდაცია. ეს რეკომენდაციები სხვადასხვა საკითხებს ეხებოდა. დღეს სიღრმისეულად არ შევსულვართ ამ რეკომენდაციების განხილვაში გამომდინარე იქედან, რომ შეხვედრის მონაწილეებმა ითხოვეს გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ მათ თავიანთი არგუმენტირებული პოზიციები წარმოადგინონ, თუმცა გვქონდა ზოგადი ხასიათის განხილვა. გამოიკვეთა, რომ რიგი საკითხები შესრულებულია, რიგი საკითხები საკმაოდ მარტივად შესასრულებელია და რიგ საკითხების დამატებითი განხილვა და პოზიციების შეთანხმება სჭირდება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.მისი თქმით, 25 აგვისტოს მეორე სამუშაო შეხვედრა შედგება, სადაც ჯგუფის წევრების მიერ წარმოდგენილი ყველა პოზიციის დეტალური განხილვა მოხდება, რის შემდეგაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობას დაიწყებს.გივი მიქანაძის განცხადებით, 10-11 სექტემბრისთვის ცვლილებების პაკეტი უკვე მზად იქნება და სავარაუდოდ, 15 სექტემბრისთვის სამუშაო ჯგუფი პირველ მოსმენით განხილვამდე დასკვნით შეხვედრას გამართავს.სამუშაო ჯგუფში შედის: საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან - „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“, ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. ჯგუფის საქმიანობაში, ასევე, მონაწილეობენ: ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლები.  

მონტენეგროს პარლამენტმა აბაზოვიჩის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

მონტენეგროს პარლამენტმა დრიტან აბაზოვიჩის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. კენჭისყრა სოციალისტების დემოკრატიული პარტიის (DPS) ინიციატივით გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ხელმძღვანელობდა. კენჭისყრის შედეგები  დღეს CdM პორტალმა გამოაცხადა. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების წინადადება სოციალისტების დემოკრატიული პარტიის, ლიბერალური პარტიის, სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ალბანელთა დემოკრატიული კავშირის 36 წარმომადგენელმა წამოაყენა მონტენეგროს 43-ე მთავრობის ქმედებების განხილვა 12 საათს გაგრძელდა, რის შედეგადაც 51 დეპუტატიდან 50-მა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.  კენჭისყრის შედეგებზე გავლენა იქონია იმან, რომ აბაზოვიჩმა მონტენეგროს ევროინტეგრაციის შესახებ, ნაკისრი ვალდებულებები ას დღეში არ შეასრულა. ქვეყანა 2010 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები კი 2012 წლიდან მიმდინარეობს. ევროკავშირის განცხადებით, მონტენეგროს სჭირდება ღრმა რეფორმები კანონის უზენაესობის მშენებლობის, კონკურენტული ეკონომიკის განვითარების, რეგიონული თანამშრომლობისა და შერიგების სფეროებში. მთავრობა აბაზოვიჩის მეთაურობით 28 აპრილს ჩამოყალიბდა. მანამდე, 4 თებერვალს მონტენეგროს პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე ზდრავკო კრივოკაპიჩის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.  

ლევან ვარშალომიძეს პარლამენტარის უფლებამოსილება შეუწყდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ვარშალომიძეს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამის მიზეზი სხდომების გაცდენა გახდა.  პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატს უფლებამოსილება იმ შემთხვევაში უწყდება, თუკი მორიგე სხდომებიდან ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით აცდენს.  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლევან ვარშალომიძისთვის დეპუტატის სტატუსის შეწყვეტის განხილვისას განაცხადა, რომ ვარშალომიძეს პარლამენტის წევრის სტატუსით, ბიუჯეტიდან 56 000 ლარამდე აქვს მიღებული ისე, რომ ამ მოწვევის პარლამენტში ერთხელაც არ ყოფილა. კერძოდ, ვარშალომიძე არ დასწრებია 2022 წლის საგაზაფხულო სესიის 26 მორიგი სხდომიდან არცერთს არ დასწრებია.  შეგახსენებთ, რომ ლევან ვარშალომიძე ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატებს შორის, რომელიც 2021 წლის თებერვალში პარლამენტარის სტატუსის მოხსნას ითხოვდა.  მაშინ პარლამენტმა, მისი და სხვა ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატების მოთხოვნა არ გაითვალისწინა.   

პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გასაწევრიანებლად მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.  საქართველოს მთავრობის ინიციატივით და ეროვნული ბანკის ჩართულობით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს და მათგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტს წარმოადგენს, პარლამენტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტთა პაკეტით მომზადებული ცვლილებები SEPA-ში გაწევრიანების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. მისივე განმარტებით, მათში მოცემულია ის სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა შესრულების ვალდებულება  ერთიანი ევროგადახდის სივრცეში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას აქვს. ცვლილებების შედეგად იმ საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, საშუალება მიეცემათ, იმავე პირობებით, ტარიფებით და მარეგულირებელი ჩარჩოთი ევროში ოპერირება მოახდინონ. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს როგორც მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს და ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას. 21 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის წევრებმა შეაფასეს და იმ მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებას შესაძლოა, მოჰყვეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებების უმრავლესობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაშია გათვალისწინებული. „ამ კანონების მიღებით ჩვენ დიდ ნაბიჯს ვდგამთ ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით. საკანონმდებლო პაკეტი ემსახურება საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის დაწესებულ კრიტერიუმებს. ეს საკითხი კომიტეტის მიერ ერთი წლის წინ იყო ინიცირებული და ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ჩვენს მიერ უკვე გაწეული სამუშაოებით, საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს. შესაბამისად, ეს გვაძლევს საფუძველს, რომ მიმდინარე წელს საქართველომ ერთიანი ევროგადახდის სივრცეში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთოს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის შეფასებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე,  SEPA-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანი პროგრესია. მისივე განცხადებით, კანონპროექტთა პაკეტში არის საკითხები, რომლებზეც კომიტეტი სამინისტროსა და ეროვნულ ბანკის წარმომადგენლებთან აქტიურად მსჯელობს.  კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ პაკეტის მეორე მოსმენით წარდგენამდე აუცილებელია, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს. ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებისთვის მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.  

გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის 2021 წლის ძირითადი გამოწვევები დაასახელა

2021 წელი სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა დღეს პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს გრიგოლ ლილუაშვილი აცნობს მისი თქმით, 2021 წლის ბოლოს უკრაინასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ არსებითად დააზიანა რეგიონის უსაფრთხოების გარემო და საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის  დამატებითი გამოწვევები შექმნა. გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მომატებული საფრთხეების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახდენდა. „საანგარიშო წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მუდმივ რეჟიმში ხორციელდებოდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, ხდებოდა აღნიშნულ კამპანიებში ჩართული პირებისა და ორგანიზაციების, ასევე, მათი დაფინანსების წყაროებს გამოვლენა. შესაბამისი დანაყოფების მიერ დგინდებოდა ცალკეულ აქტორებს შორის ურთიერთკავშირები და მათ მიერ საქმიანობაში გამოყენებული მეთოდები. მიმდინარეობდა მოსალოდნელი რისკების შეფასება და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 2021 წელს კიდევ უფრო გააქტიურდა თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და, ზოგადად, უსაფრთხოების სისტემაში შემავალი უწყებების მიმართ წარმართული დეზინფორმაციული კამპანიები. პოლიტიკურად დაინტერესებული და ანგაჟირებული პირები სამსახურის მისამართით ავრცელებდნენ აბსურდულ, დამაზიანებელ ბრალდებებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების სექტორის წინააღმდეგ მიმართული მსგავს დეზინფორმაციაზე დაფუძნებული კამპანიები ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას, რაც ნოყიერ ნიადაგს უმზადებს მტრულად განწყობილ ძალებს თავისუფალი მოქმედებებისათვის“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.  

მინისტრის საათის ფორმატში, თეა წულუკიანს მოუსმენენ, ინტერპელაციის წესით კი, ზურაბ აზარაშვილის მოსმენა გაიმართება

პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში, მინისტრის საათის ფორმატში, ვიცე-პრემიერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარასკევს, ინტერპელაციის წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოსმენა გაიმართება. „ინტერპელაციის წესით გაგზავნილია კითხვები ოთხ ადრესატთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრთან, განათლების მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტთან და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან. მიმდინარე კვირას იმართება გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და განათლების მინისტრი. შესაბამისად, ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, ისინი ვერ შეძლებენ პარასკევს მოსვლას. ამიტომ, ინტერპელაცია გადაიწევს ნოემბრის ბოლო სასესიო კვირის პარასკევს, 18 ნოემბერს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.  

პარლამენტმა საქართველოს გენერალურ აუდიტორად ცოტნე ყავლაშვილი აირჩია

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს გენერალურ აუდიტორად ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას   87 ხმით დაუჭირა მხარი. პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარემ  შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. „ცოტნე ყავლაშვილი ნამდვილად მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე და მეორეს მხრივ, მაგალითი იმის, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი საჯარო სამსახურში ფასდება და ადამიანს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა აქვს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენისას. შალვა პაპუაშვილმა ამასთანავე მოქმედ გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური გადავიდა ახალ ეტაპზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, ცოტნე ყავლაშვილი, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, სფეროსთან დაკავშირებულ დეტალურ ცოდნას ფლობს და მან  როგორც უმრავლესობას, ასევე, ოპოზიციას კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პარლამენტს სიტყვით მიმართა ცოტნე ყავლაშვილმა. „სრულად მაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა რაც მეკისრება და ყველაფერს გავაკეთებ, ჩემს ცოდნას და გამოცდილებას სრულად მოვახმარ იმას, რომ ეს წარმატებული და უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი და წარმატებული. ჩემი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის საქმიანობა იქნება კონცენტრირებული ოთხი პრინციპის გარშემო - დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი, გამჭვირვალობა და ობიექტურობა. ამ პრინციპების გარშემო იქნება მიმართული მთელი ძალისხმევა, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ინსტიტუციურად ეს სამსახური“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მნიშვნელოვანი ბერკეტია პარლამენტის ხელში კონტროლის განსახორციელებლად, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ექნება ამ სამსახურის თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან, რათა მოინახოს კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმები, რომ აუდიტის ობიექტებმა მიგნებები და რეკომენდაციები მოკლე დროში  გაითვალისწინონ.  

პარლამენტმა სამი კომიტეტის ახალი თავმჯდომარე აირჩია

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სამი კომიტეტის ახალი თავმჯდომარე აირჩია. დეპუტატებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ 87 ხმით კახა კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ 90 ხმით ირაკლი მეძმარიაშვილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 91 ხმით - ზაზა ლომინაძეს დაუჭირეს მხარი. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. აღნიშნული კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ და შესაბამისად კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვეს.  

პარლამენტი ომბუდსმენს ღია კენჭისყრით აირჩევს

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველის ღია კენჭისყრით აირჩევენ. რეგლამენტში ცვლილებები 104 - ხმით მიიღეს. ამასთან, კანონპროეტი „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა წარადგინა, რასაც “ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ მხარი დაუჭირა. ცნობისთვის, საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას თანამდებობაზე მუშაობის 5-წლიანი ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. მას, საქართველოს კანონმდებლობით, ამ თანამდებობაზე მეორე ვადით მუშაობა აღარ შეუძლია.  

ზურაბ აზარაშვილი: საზოგადოებრივ სამუშაოზე, 23 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირი დასაქმდა

საზოგადოებრივი სამუშაოების მიზანია, შექმნას დროებითი სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს ხანგრძლივად უმუშევართა ღია შრომის ბაზარზე ინტეგრაციას - საზოგადოებრივ სამუშაოებზე 23 000-ზე მეტი პირი დასაქმდა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. „20 სექტემბრის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე, 23 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირი დასაქმდა. 4 316-მა ადამიანმა კი მოახდინა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზება“,- აღნიშნავს მინისტრი. ცნობისთვის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, 2022 წლის პირველ მარტს ამოქმედდა.  

მივესალმები იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი გაწერა - ლომჯარია

მივესალმები იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი გაწერა, - ამის შესახებ მოქმედმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ნინო ლომაჯარია: ჩემი მოადგულე, გიორგი ბურჯანაძე განიხილავს, რომ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს „მივესალმები იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი გაწერა. ეს იყო ჩვენი ძალიან დიდი ხნის მოთხოვნა. თუმცა, ცუდია, რომ ეს წესი არის ერთჯერადი. ყველა საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს მუდმივმოქმედი წესი. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ არჩეული იყოს რეალურად დამოუკიდებელი, კვალიფიციური კანდიდატი“, - აცხადებს ლომჯარია. ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურებ ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.   

შალვა პაპუაშვილმა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს,  ხავიერ კოლომინას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მათივე ცნობით, პაპუაშვილმა კოლომინას მადლობა გადაუხადა მისი პირადი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყოს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას. პარლამენტის თავმჯდომარენ კოლომინასთან, ასევე ისაუბრა მიმდინარე რეფორმებსა და პარლამენტის გეგმებზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით. გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა გამოხატა შემდგომი თანამშრომლობის მზაობა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ხელშესაწყობად. საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა  

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს წინადადებებით მიმართა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქართველოს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობს, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების გაძლიერებისა და მათი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით, განსაზღვრულ საკითხებზე მუშაობს. უწყების ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სამსახურს შესაძლებლობა მიეცა, ევროკომისიის რეკომენდაციების ეფექტიანი შესრულების მიზნით, წარედგინა საკუთარი მოსაზრებები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოს გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, ევროკომისიის რეკომენდაციის ფარგლებში, სამსახურმა შემდეგი წინადადებები შეიმუშავა: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდეს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევის ფაქტების გამოძიება, რაც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას წარმატებით შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება, სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების აღსაკვეთად და დროულად გამოსაძიებლად, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოოს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდეს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში გამოვლენილი ისეთი დანაშაულების გამოძიება, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურების, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბის შემთხვევებს უკავშირდება (სსკ-ის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 3691-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები). აღნიშნული ცვლილება უფრო მეტად გააძლიერებს და დამოუკიდებელს გახდის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც მიეცემა შესაძლებლობა, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში მის მიერვე გამოვლენილი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ზემოთ მითითებული დანაშაულები, ნაცვლად სხვა უწყებაში გადაგზავნისა, თავად გამოიძიოს და გაზარდოს საგამოძიებო პროცესის ეფექტურობა. ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, თავიდან განისაზღვროს და ხელახლა ჩამოყალიბდეს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა და გამოსაძიებლად გადაეცეს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ის მუხლები, რომელიც სამსახურის მიზნებთან, გამოწვევებთან და რესურსებთან თანხვედრაში იქნება. მნიშვნელოვანია, კანონმდებლობით დარეგულირდეს პროცედურა, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილი იქნება, საქმიანობის/ანგარიშის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების განხილვის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს მიმართოს; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ შემუშავებული და პარლამენტისთვის წარდგენილი წინადადებები ასევე საკანონმდებლო ცვლილებებსაც ითვალისწინებს, რამაც სამსახურის ფინანსური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიების გაფართოება უნდა უზრუნველყოს“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. მათივე ცნობით, სამსახურმა აღნიშნული წინადადებებით საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების, მათ შორის, წარმოდგენილი წინადადებების განხილვის პროცესში, საქართველოს პარლამენტთან, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აქტიურად თანამშრომლობას გეგმავს“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.  

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში, პრაქტიკად ჩამოყალიბდა, ჟურნალისტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება

წინასაარჩევნო პერიოდში, პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიში წარადგინა. სახალხო დამცველის პოზიციაზე, ეს ნინო ლომჯარიას ბოლო აგარიშია. „წინასაარჩევნო პერიოდში, პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება. რუსული, ანტიდემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფების მომძლავრების, წახალისების და მათ დანაშაულებრივ საქმიანობაზე ხელის დაფარების პარალელურად, ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე იზღუდება", - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.   

ნინო ლომჯარია: შეგიძლიათ, გააგრძელოთ და იმეოროთ, რომ სახალხო დამცველს ომი უნდა, მაგრამ ვინ გიჯერებთ?!

შეგიძლიათ, გააგრძელოთ და იმეოროთ, რომ სახალხო დამცველს ომი უნდა, მაგრამ ვინ გიჯერებთ, არ ვიცი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიში წარადგინა. „არ დავიწყებ აქ იმის მტკიცებას, რომ სახალხო დამცველს ომი არ უნდა, თუმცა, შეგახსენებთ, როდის გაკეთდა ეს განცხადება ჩემი მხრიდან, რომელიც ნამდვილად იყო იმ წუთას ჩემი ემოციური მდგომარეობის გამოხატულება. აღნიშნული იყო ძალიან მალე, როცა უკრაინაში დაიწყო ომი, ყველანი ძალიან აღელვებულები ვიყავით, ყველას ალბათ, გაგვახსენდა ის ტრავმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს არაერთგზის გვაქვს რუსული აგრესიისა და რუსული თავდასხმის შედეგად ქვეყანაში მიღებული, ჩვენ ყველანი ვიყავით სოლიდარულები უკრაინელი მოქალაქეების და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, ეს იყო საერთო, საყოველთაო სოლიდარობა, ჩვენ გვინდოდა გამოგვეხატა და ჩვენ ქვეყანას გამოეხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ამ პერიოდში გვესმოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები, რომ ომი უკრაინაშია და ეს მას არ ეხება, რომ თავის საქმე აქვს და ომი უკრაინაშია, რომ უკრაინა დაისჯებოდა და ისჯებოდა, არ ვიცი, რაღაცის გამო. მახსოვს განცხადებები და თავდასხმები ევროკავშირის პარლამენტის წვერებზე, განცხადებები იმაზე, რომ ევროკავშირს უნდოდა თურმე ომი და არა რუსეთს და ევროკავშირი და ამერიკა იყო ამაში მთავარი დამნაშავე. მახსოვს განცხადებები, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა იმ სანქციებს, რაზეც მთელი ცივილიზაცია შეთანხმდა, რომ დააწესებდა - ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა, ჩემში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეში სირცხვილის გრძნობა გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, თქვენშიც გამოიწვია სირცხვილის გრძნობა ამ განცხადებებმა იმ პერიოდში, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, შეიძლება მე უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს, გამოვხატო ჩემი ემოციური მდგომარეობა", - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.  ასევე წაიკითხეთ: უმრავლესობის წევრი ნინო ლომჯარიას: რას ერჩით, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას?! ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში, პრაქტიკად ჩამოყალიბდა, ჟურნალისტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება  

ნინო ლომჯარია: მინდა, გისურვოთ, ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი აირჩიოთ

„მინდა, გისურვოთ, ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი აირჩიოთ,“- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.   ნინო ლომჯარია: შეგიძლიათ, გააგრძელოთ და იმეოროთ, რომ სახალხო დამცველს ომი უნდა, მაგრამ ვინ გიჯერებთ?! მან საქართველოს პარლამენტის სპიკერებსა და სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.  „ბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში სახალხო დამცველთან კონსტრუქციულად ითანამშრომლეთ. მადლობა მინდა გადავუხადო სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც ამ ინსტიტუტს თავდადებულად და კვალიფიციურად ემსახურებიან. რომ არა ისინი და მათი მხრიდან მხარდაჭერა, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა ამ ფუნქციის შესრულება. დიდი მადლობა ჩემს მოადგილეებს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეებს, რომლებიც ამ 5 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის ანგარიშების განხილვას უძღვებოდნენ ხოლმე. მინდა, გისურვოთ, ჩემზე უფრო კრიტიკული სახალხო დამცველი აირჩიოთ. ასევე, ვისურვებდი, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ უკვე ევროკავშირში გაწევრიანება ერთად გვეზეიმოს“, - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.  ასევე წაიკითხეთ: უმრავლესობის წევრი ნინო ლომჯარიას: რას ერჩით, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას?! ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში, პრაქტიკად ჩამოყალიბდა, ჟურნალისტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვა დღეიდან დაიწყო. საქმე ეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესში შესატან ცვლილებას. პარლამენტში აღნიშნული ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა. ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რიგი საკითხები სამართლებრივად თანხვედრაში არ არის, მზად არიან კანონპროექტზე იმუშაონ, რადგან აღნიშნული საკითხი ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციების შესასრულებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. „ვიცით, რომ ამ ინიციატივის საფუძველი გახდა თავის დროზე შარლ მიშელის მონაწილეობით წარმართული პროცესი, რომელიც ოპოზიციურ პარტიების ნაწილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებით დასრულდა. საბოლოოდ, დღევანდელ მოცემულობამდე მოვედით, ვინაიდან იგივე ჩანაწერი აისახა საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგში და ასევე, მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიტანეთ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი, ამ 12-პუნქტიან გეგმაშიც გაიწერა იგივე წესი - გენპროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით ანუ 90 ხმით და თუ ვერ ხდება ასეთი პირის 90 ხმით არჩევა, მაშინ 76 ხმით, მისი უფლებამოსილების ვადა იქნება 1 წელი და ეს წესი უნდა მოქმედებდეს მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში. ეს არის ამ ცვლილების ძირითადი არსი. დღეს უკვე რეგლამენტისა და კონსტიტუციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ წარვუდგენთ იმავე წესს ჩვენს საზოგადოებას, ავხსნით, რა ვალდებულებიდან გამომდინარეობს ამ წესის ინიცირება და ავხსნით, სამართლებრივად რა ხარვეზები და გამოწვევები შეიძლება მოჰყვეს ამ წესის კანონად ქცევას“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.  

ილია დარჩიაშვილი: ამ ტურბულენტური ვითარების ფონზე, ძალისხმევას არ ვიშურებთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აქტუალიზაციისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგა. მან ოკუპაციასა და რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის მძიმე შედეგებზე ისაუბრა. „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად განსაკუთრებით დამძიმდა რეგიონში უსაფრთხოების გარემო, რაც დამატებით გამოწვევებს ქმნის საქართველოსთვის. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ ტურბულენტური ვითარების ფონზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. ამ მხრივ მან ყურადღება გაამახვილა შემდეგ დოკუმენტებზე: გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური რეზოლუცია - „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“; გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“; გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადება რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით; ევროპარლამენტის რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალში უსაფრთხოების შესახებ; ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება; ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში; ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები, მათ შორის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით. დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური მთელი წლის მანძილზე აქტიურად იყენებდა ყველა არსებულ დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ინსტრუმენტის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველყოფისთვის, რათა გაძლიერდეს რუსეთის ფედერაციაზე დიპლომატიური წნეხი მისი საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მიზნით. გარდა ამისა, მისივე თქმით, მუდმივ რეჟიმში ხდებოდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. „სწორედ ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა, რაც აისახება პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საჯარო განცხადებებში და არაერთ დოკუმენტში. ამ პროცესში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისათვის, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, რომლის ფარგლებშიც გაიცა დაკავების ორდერები ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის 3 წარმომადგენლის მიმართ. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი ფორმატია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას. მინისტრის განცხადებით რეგიონში შექმნილი მწვავე უსაფრთხოების გარემოს ფონზე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო 56-ე რაუნდის გამართვა თანათავმჯდომარეებსა და მათ ორგანიზაციებთან (ევროკავშირი, გაერო, ეუთო) ასევე აშშ-სთან ქართული მხარის მჭიდრო თანამშრომლობით.  პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან აქტიურ თანამშრომლობაზე, რასაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ადგილზე მშვიდობის უზრუნველყოფისა და ვითარების ესკალაციის პრევენციის პროცესში. იშვნელოვან ადგილს იკავებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. შესაბამისად, სასამართლომ იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებაში დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიების განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, თურქეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა აქტიურად განიხილება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქტიურად განიხილება საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება და თურქეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა. „აქტიურად განიხილება საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება. ასევე საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის შესაძლებლობა. ამ მიმართულებით, ჩვენ, ორი ქვეყანა გარკვეული პერიოდია, ვმუშაობთ, რაც ვფიქრობ, ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას. ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო თურქეთის მიმართულებით აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული ურთიერთობების ფარგლებში. „გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ასევე გაიმართა სამუშაო ვიზიტები მინისტრის მოადგილეების დონეზე. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წელს პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის განახლდა. აქტიურად განიხილება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები უმაღლესი დონის ვიზიტებზე“, - აღნიშნა მინისტრმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 28 ივლისს განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოში ვიზიტს გეგმავს.  

ანტიკორუფციული ბიურო იქმნება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების მიზნით, ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენას მხარი დაუჭირა. შესაბამის ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა კორუფციას ვერ შეებრძოლება ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო, ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციული საბჭოს. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს. მისი უფლებამოსილების ვადა 6 წელი იქნება. „ევროკომისიის მხრიდან შემოთავაზება იყო, რომ მომხდარიყო ამ ფუნქციების კონსოლიდაცია - კოორდინაციის გაუმჯობესება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მოდელი უზრუნველყოფს 12 - პუნქტიანი გეგმის მე-4 პუნქტის შესრულებას და ამით საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შესაძლებლობა იქმნება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. პარლამენტის განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ გაწერილი გეგმის მიხედვით პარლამენტს აღნიშნული ცვლილებები პირველ დეკემბრამდე უნდა ჰქონდეს მიღებული, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას იმ პირობით, რომ საკანონმდებლო ცვლილებები 1-4 ნოემბრის სასესიო კვირაში მხოლოდ პირველი მოსმენით, ხოლო მომდევნო კვირაში კი, მეორე და მესამე მოსმენით იქნება განხილული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა” პარლამენტს მიმართავს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც მერს საკრებულოს მიმართ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამის შესახებ ინფოტრმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს. „ინიციატივის ავტორები - კახა კახიშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი ითხოვენ ცვლილებებს “ადგილობრივი თვითმმართველობის” კოდექსში, რომლის თანახმადაც, თუ საკრებულო საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ვერ დაამტკიცებს ადგილობრივ ბიუჯეტს, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მხოლოდ საკრებულოს. კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, მსგავს შემთხვევაში უფლებამოსილება უწყდებათ როგორც საკრებულოს, ასევე მერს. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება, რომელიც თვითმმართველობის დონეზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, საკრებულოსა და მერის საერთო შეთანხმების საგანს წარმოადგენს. შესაბამისად მის დამტკიცებაზე ორივე მხარეა პასუხისმგებელი. ახალი ინიციატივა პასუხისმგებლობას არიდებს მერს, საკრებულოს მხრიდან ბიუჯეტის პროექტზე განსხვავებული პოზიციის გამოხატვას აფერხებს, განსაკუთრებით კი იმ საკრებულოებში, სადაც მყარი უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს. დღეის მდგომარეობით ასეთი ვითარება სამ მუნიციპალიტეტშია - რუსთავის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მერის პოზიციას „ქართული ოცნების” წარმომადგენელი იკავებს, საკრებულოებში კი ოპოზიციური პარტიების კოალიციური უმრავლესობაა შექმნილი. სავარაუდოა, რომ “თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილების შეტანის რეალური მიზანიც სწორედ ის იყოს, რომ “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ ხელოვნურად, მოქმედი მერების სასარგებლოდ გადაწყვიტოს ის შესაძლო უთანხმოება, რომელიც ამ მუნიციპალიტეტებში მოახლოებული ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში „ქართული ოცნების” წარმომადგენელ მერებსა და ოპოზიციურ საკრებულოებს შორის შეიძლება წარმოიშვას. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც მერს საკრებულოს მიმართ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 80-ხმით 9-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით - “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მიიღო. კანონპროექტით, დგინდება შემდეგი საკითხები  – „ოლიგარქის“ ცნების განმარტება;  პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:  ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, საკითხი ისეთ ფენომენს შეეხება, რომელთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო რეგულირება ერთადერთ ქვეყანას - უკრაინას აქვს. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.  

ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაუშვა

ბულგარეთის პარლამენტმა, 3 ნოემბერს რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ The Sofia Globe იტყობინება. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 175-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 49, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. კენჭისყრამდე პარლამენტის დარბაზში ოთხსაათიანი დებატები გაგრძელდა. პარლამენტის „მწვანე შუქის“ შემდეგ ბულგარეთის მთავრობას ერთ თვეს აქვს იმისთვის, რათა სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური დახმარების შესახებ გადაწყვეტილების პროექტი მოამზადოს.   

ნაზი ჯანეზაშვილი ომბუდსმენის შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს

"პროცესი მიკერძოებულია და "ქართულმა ოცნებამ" ის ერთგვარ შოუს დაამსგავსა", - სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ჯანეზაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.  "არ ვაპირებ, რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა, თუმცა ამავდროულად, არ ვაპირებ, რომ მონაწილეობა მივიღო გასაუბრებაში. მოგახსენებთ მიზეზებს: თავდაპირველად ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესშ მონაწილეობაგანპირობებული იყო იმით, რომ საქართელოსთვის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით და მივიჩნიე, რომ ეს შეძილებოდა ყოფილიყო გამონაკლისი და ხელისუფლებას მართლაც შეერჩია კომპრომისის შედეგად პრინციპული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატი. თუმცა, სამწუხაროდ, გასაუბრების პროცესმა, მე არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ისინი, რეალურად, ისახავენ მიზნად, რომ შეღაცონა სეთი კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, პრინციპული, კვალიფიცური და დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და რომელიც არის მნიშვნელოვანი იმისთის, რომ ქვეყანას ჰყავდეს ძალიან ღირსეული სახალხო დამცველი. ეს არის ერთგვარი შოუ და ამიტომ გადავწყვიტე, რომ არ მივიღო ამ პროცესში მონაწილეობა, - განაცხადა ჯანეზაშვილმა. მისივე თქმით, კანონით, რეგლამენტით და პროცედურებით, რომელიც დააწესა საქართველოს პარლამენტმა, არ არი სავალდებულო გასაუბრებაზე გასვლა, ამიტომ მე ვიყენებ ამ შესაძლებლობას. არ ვაპირებ, მივიდე გასაუბრებაზე, სადაც ერთგვარო შოუ და სპექტაკლები იდგმება, - თქვა ჯანეზაშვილმა.  ცნობისთვის, პარლამენტმა დღეს  კანდიდატების ბოლო სამეულს, ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი  ცობეხიას და  იაგო ხვიჩიას უნდა მოუსმინოს.   

საჯარო შესყიდვების სფეროს ახალი კანონი დაარეგულირებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონი, რომელიც ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებების და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების რეფორმირებას ითვალისწინებს. მომხსენებლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი მოიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საჯარო შესყიდვების თავსაც, რაც შეთანხმებულია ნატო-ს კომიტეტთან. კანონპროექტის თანახმად, საჯარო შესყიდვის სპეციალისტები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ თუ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 000 ლარზე ნაკლებია, საჯარო შესყიდვის განსახორციელებლად სავალდებულო აღარ იქნება შესყიდვების კომიტეტის გამოყენება. კანონპროექტით განსაზღვრულია საჯარო შესყიდვის შემდეგი პროცედურები: ღია პროცედურა; შეზღუდული პროცედურა;  კონკურენტული დიალოგი; ინოვაციური პარტნიორობა; კონკურსი; წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა; წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა; საჯარო შესყიდვის პროცედურები სოციალურ და სხვა სპეციფიკურ სფეროში მომსახურების შესყიდვის მიზნით. „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველოს გააჩნია შესყიდვების სფეროში ვალდებულებები და ერთ-ერთი ვალდებულება ახალი კანონის მომზადებაა. კანონპროექტით რადიკალურად იცვლება, ზოგადად, მოქმედი ნორმები და მიდგომები. ახალი კანონი  უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ბიზნესზე, მოქნილობაზე და ის საკითხები, რომლებიც კანონში შედის ხელს შეუწყობს, რომ ეკონომიკურად მომგებიანი წინადადება ტენდერში ყოველთვის გამარჯვებული იყოს“, – აღნიშნა ლევან რაზმაძემ.  

ნონა მამულაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა

პლენარულ სხდომაზე ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა და დეპუტატებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა გააცნო. „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს მისი თქმით, პარლამენტის წევრის წერილობითი განცხადების საფუძველზე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად, ნონა მამულაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება. პარლამენტმა ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი 89 ხმით დაუჭირა.  

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო

76 - მომხრე, 6-წინააღმდეგი - პარლამენტმა მეორე მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში შესული ცვლილებების თანახმად, ოლიგარქთა რეესტრს პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა დაადგენს. კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა. საპარლამენტო ოპოზიციამ კანონის მეორე მოსმენით მიღების გადადება მოითხოვა. მათ მმართველ გუნდს მეორე მოსმენით მიღებამდე, კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნა შესთავაზეს და ამ მხრივ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის რეკომენდაცია გაახსენეს. „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის არგუმენტები არ გაიზიარა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ერთ წელზე მეტია, რაც უკრაინამ შესაბამისი კანონი ვენეციის კომისიაში გააგზავნა, თუმცა დასკვნა ამ დრომდე არ მიუღიათ.  

დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრსა და განათლების მინისტრს მოუსმენს

საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილს და  განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ. პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხებს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და  “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება. დღესვე, პარლამენტი  განათლებისა და მეცნიერების მინისტრს,  მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს. მიხეილ ჩხენკელს,  ინტერპელაციის წესით, კითხვებით. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა:  ნიკა მაჭუტაძემ, ანა წითლიძემ, დავით ხაჯიშვილმა, გიორგი გოდაბრელიძემ, თამარ ჩარკვიანმა, სულხან სიბაშვილმა, ბაჩუკი ქარდავამ და გიორგი ბოტკოველმა მიმართეს. მიხეილ ჩხენკელი პლენარულ სხდომაზე  ოთხ კითხვას გასცემს პასუხს. მათ შორის, კითხვები სტატუსშეჩერებული სტუდენტებს, კერძო რუსულენოვანი სკოლების ავტორიზაციას, სკოლების ინტერნეტიზაციას და ტექნიკით აღჭურვის პროგრამას შეეხება. თითოეული ინტერპელაციისთვის მაქსიმალური დრო 5 საათი და 25 წუთია განსაზღვრული. ინტერპელაცია მინისტრის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის გარდა, დებატების გამართვას ითვალისწინებს. დებატებში მონაწილეობისთვის რეგლამენტით განსაზღვრული დრო  უფრაქციო პარლამენტის წევრებს, საპარლამენტო ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს დაეთმობათ.  

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრდება

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა. კანონპროექტის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას, ნაცვლად 200 ლარისა, 500 ლარის ოდენობით და ცივი იარაღის კონფისკაციას. პროექტის თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად. ცვლილებების თანახმად, „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს, ასევე, ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირი იმგვარად ფლობს ცივ იარაღს, რომ მოხდეს მისი დაუყოვნებლივი გამოყენება. კოდექსის მოქმედი რედაქციით „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს მხოლოდ ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში. მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდერ დარახველიძის განცხადებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოქმედ ნორმას აქვს ხარვეზები, ნაკლებეფექტურია და ამიტომ საჭირო გახდა კოდექსში შესატანი ცვლილებების მომზადება. „2022 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოხდა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის 147 შემთხვევა, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების 166 და ნაკლებად მძიმე დაზიანების 130 შემთხვევა. თუ ყველა ამ დანაშაულს დავაჯამებთ, 35% შემთხვევაში იყო იარაღად გამოყენებული დანა და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მკვლელობების 53% მოხდა დანით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ მოქმედ რეგულირებას არ გააჩნია პრევენციული ეფექტი იმისათვის, რომ სხვა მძიმე დანაშაულები ავირიდოთ“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.  

ონლაინ აზარტული თამაშების ორგანიზებისთვის ნებართვა იქნება საჭირო

სისტემურ-ელექტრონული ფორმის (ონლაინ) აზარტულ-მომგებიანი თამაშობების ორგანიზება შესაძლოა, ნებართვის გაცემას დაექვემდებაროს. ონლაინ თამაშობებზე ნებართვა გაიცემა ფიზიკურად არსებული ნებართვის მფლობელებზე, როგორც დღეის მდგომარეობითაა, გარკვეული ცვლილებების გათვალისწინებით. კერძოდ კი, სამორინეს ნებართვის მფლობელზე მხოლოდ ონლაინ სამორინე, სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელზე მხოლოდ ონლაინ სათამაშო აპარატების, ტოტალიზატორი - ონლაინ ტოტალიზატორის ნებართვა. ამის შესაბამისად, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, ახალი სახის ნებართვები შემოდის. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, რისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი - თოთოეული სახეობის ნებართვისათვის, წელიწადში 100 000 ლარის ოდენობით. პროექტის მიხედვით, წესდება ახალი სახის დარღვევებზე შესაბამისი ჯარიმები. კერძოდ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელ პირი სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაჯარიმდება 50 000 ლარით, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში - 20 000 ლარით. ცნობისთვის, “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონისა და სათამაშო ბიზნესის სფეროში დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ონლაინ თამაშობის მოწყობის უფლება დამატებით ნებართვას არ საჭიროებს და მისი გამართვა შეუძლია აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელს. ფიზიკურად არსებული სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს მოაწყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით როგორც სამორინეს, ასევე სათამაშო აპარატების თამაშობები. ანალოგიურად, ფიზიკურად არსებული სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს მოაწყოს როგორც სათამაშო აპარატების ასევე, სამორინეს თამაშობები, ხოლო ფიზიკურად არსებული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელს კი უფლება აქვს მოაწყოს მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშები.  

ევროკავშირი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა პოზიტიური ნაბიჯია

ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის  ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნაზე, პოზიტიურად აფასებს.  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებს.  „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნის „მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას აპირებს. ამის შესახებ განცხადება დღეს, 28 ნოემბერს, ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ევროკავშირის მტკიცე რეკომენდაციაა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას წარედგინოს. ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას „ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, მეორე მოსმენით მიიღო ვის ეხება რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოლივერ ვარჰეის პასუხი შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი მოუმზადებელია და პარლამენტმა არ უნდა განიხილოს

თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი მოუმზადებელია, ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივ კრიტერიუმებს და საქართველოს პარლამენტმა არ უნდა განიხილოს, – ამის შესახებ აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში. „საქართველოს პარლამენტი განიხილავს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის ავტორები და ინიციატორები არიან დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, გოჩა ენუქიძე და გელა სამხარაული. ცვლილების თანახმად, თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაცია 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, ორი წლით, ან წელიწადნახევრით უნდა გადავადდეს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოყვანილი არგუმენტები სრულიად უსაფუძვლოა. თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვით რეალიზაციის ნორმა ჯერ კიდევ 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტების ძალისხმევით ხუთი წლით გადაავადეს. ანუ ხუთი წელი ჰქონდათ რეგულაციის ძალაში შესვლის თარიღისთვის მოსამზადებლად. სიცრუეა იმის მტკიცება, რომ მიმდინარე ომის გამო უკრაინაში თამბაქოს პროდუქციის წარმოება შეუძლებელია და დღემდე სხვა ქვეყნებში გადაწყობას ცდილობენ, რაც თურმე ხელს შეუშლით სადა შეფუთვის რეგულაციის ასრულებაში. საქართველოში უკრაინიდან იმპორტიორმა სამმა მსხვილმა მულტინაციონალურმა კომპანიამ („ფილიპ მორისი“, „ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს“ და „იაპონური თამბაქოს კომპანიები“) უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ანუ 2022 წლის 24 თებერვლიდან მეორე დღეს შეაჩერეს წარმოება, მაგრამ „ბრიტანულ-ამერიკულმა თამბაქოს კომპანიამ“ მ/წ 25 აპრილიდან პრილუკის საწარმოში განაახლა წარმოება, „იაპონური თამბაქოს კომპანიამ“ იგივე დროიდან კრემენჩუკის ფაბრიკაში გადაინაცვლა. „ფილიპ მორისმა“ მ/წ აგვისტოს დასაწყისიდან ბრენდების წარმოება კიევში მდებარე „იმპერიალ თობაკოს“ საწარმოში განაახლა, საიდანაც სადა შეფუთვით სიგარეტებსა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმს ისრაელს აწვდის. ისრაელთან სადა შეფუთვით იმპორტი უკრაინიდან ჯერ კიდევ 2020 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და შესაბამისად, თამბაქოს სადა შეფუთვით დამზადება და მიწოდება „ფილიპ მორისისთვის“ სიახლე არ არის.ზემოაღნიშნულ კომპანიებს, ევროპის რეგიონში 30-მდე ქარხანა აქვთ. ყველაზე ახლოს, მეზობელ თურქეთში აქვთ საწარმოები. ერთი თვეც კმაროდა საქართველოსნაირი მცირე ბაზრის უზრუნველსაყოფად გადასაწყობად.მთავრობამ, 2022 წლის 16 მაისს დაამტკიცა „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტი“, ანუ რეგულაციის ძალაში შესვლამდე 7,5 თვით ადრე. თამბაქოს ინდუსტრიას იმედი ჰქონდა, რომ ნორმატიული აქტის დამტკიცებას დაბლოკავდნენ და რახან ვერ შეძლეს, მოიფიქრეს სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადების ახალი „მიზეზი“ ომი უკრაინაში.ავტორები/ინიციატორები აღნიშნავენ, რომ შემცირდება საბიუჯეტო შემოსავალი პროდუქტის დეფიციტის გამო, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება და გათვლა არ წარმოუდგენიათ. ამასთან, საქსტატის უკანასკნელი მონაცემებით, უკრაინიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის ექსპორტის თანხობრივი მოცულობა გაიზარდა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, ე.ი. არანაირი პრობლემა თამბაქოს იმპორტს საქართველოში არ შექმნია. კანონპროექტის ავტორები/ინიციატორები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. არადა, უამრავი კვლევა ამტკიცებს, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სიგარეტის ერთფეროვანი შეფუთვა მიმზიდველი არაა და მათთვის თამბაქოს პროდუქტი აღიქმება არანორმალურ და ჯანმრთელობისათვის საშიშ პროდუქტად. კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობის ვალდებულებებს, ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა თუ შეთანხმებებს. უპირველესად, ზემოაღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-11 და მე-13 მუხლებისა და მათ აღსასრულებელ სახელმძღვანელო პრინციპებს/გაიდლაინებს. რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ამ შემთხვევაში ირღვევა შეთანხმების 283 და 356 მუხლებისა და დანართი XXXI მოთხოვნები. თამამად ვაცხადებთ, რომ კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივ კრიტერიუმებს. ამიტომაც მიუღებელია, საქართველოს პარლამენტმა განიხილოს და მხარი დაუჭიროს. იმედია, ქვეყნის საკანონდებლო ორგანო, რომელმაც 2017 წელს და შემდგომაც მრავალჯერ დაიცვა მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესები, არ მოემსახურება კონკრეტული ბიზნესის ფინანსურ და მერკანტილურ ინტერესებს“, – აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში.  

პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე მოსმენით განიხილა და მხარი 78  ხმით  დაუჭირა. ანტიკორუფციული ბიურო შემდეგი ფუნქციებითა და დანიშნულებით იქმნება: - შეიმუშავებს წინადადებებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით და მათ პარლამენტს წარუდგენს; შეიმუშავებს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტს და მას დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგენს; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას; ზედამხედველობას უწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულებას და მათი შესრულების მიზნით შეიმუშავებს სათანადო წინადადებებს და გასცემს სათანადო რეკომენდაციებს; იკვლევს და აანალიზებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას, ამ სფეროსთან დაკავშირებით საქართველოს და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მათ სამართალსა და სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს, მოსაზრებებსა და დასკვნებს; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, მათ შორის სათანადო საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას; ამასთან, განხილვის პროცესში ინიცირებულ პროექტში განხორციელდა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტებისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსურ მონიტორინგს და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. გარდა ამისა, სახელწიფო თანამდებობის პირებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიუროსათვის მოუწევთ. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული პარლამენტისა და ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე იქნება. ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს - უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს. რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის არჩევის წესს, კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.  

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატს მოუსმინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატს - გიორგი ბურჯანაძეს, გიორგი გზობავას, ზურაბ გურასპაშვილს, იოსებ ვარძელაშვილს და მანუჩარ კაკოჩაშვილს მოუსმინა და მათი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი განიხილა. კანდიდატებმა სხდომის მონაწილეებს საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნეს, ასევე ისაუბრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხედვებზე და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს. გიორგი ბურჯანაძის წარმდგენია სოციალური სამართლიანობის ცენტრი, გიორგი გზობავას - ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები და ა(ა)იპ თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია; ზურაბ გურასპაშვილის - სამოქალაქო განვითარების საზოგადოება და საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი, იოსებ ვარძელაშვილის - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი და მანუჩარ კაკოჩაშვილის - სამოქალაქო განვითარების საზოგადოება და თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ხვალ, 10 დეკემბერს გაგრძელდება. კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება, დაგეგმილია ექვსი კანდიდატის - ავთანდილ კახნიაშვილის, რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკილაშვილის, ალექსანდრე კობაიძის, ალექსანდრე კურცხალიას და გია ლილუაშვილის მოსმენა. პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში პარლამენტში 32 კანდიდატურა იქნა წარდგენილი.  

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი იცვლება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, სახელმწიფო ტყის, დაცული ტერიტორიების, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა, უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარეები სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ხოლო აჭარაში - სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს და ასევე, მუნიციპალიტეტს, როგორც ტყის მართვის ორგანოს გადაეცემა. „კანონპროექტის მიღების შედეგად შეიცვლება უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი, რაც უფლებამოსილ ორგანოებს, ტყის მართვის სახელმწიფო ორგანოებს მისცემს შესაძლებლობას, მერქნიანი მცენარეები ოპერატიულად, მათი ხარისხობრივი, სასაქონლო ღირებულების დაკარგვის გარეშე განკარგონ. ახალი წესის მიღების შედეგად, ტყის მართვის ორგანოებს გაუჩნდებათ მერქნული რესურსების მიღების დამატებითი წყარო, რის ხარჯზეც შეძლებენ დააკმაყოფილონ მერქნულ რესურსებზე მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების გარკვეული ნაწილი და შესაბამისად შეამცირონ ხე-ტყის ჭრის მასშტაბები“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.  

შიდა ქართლში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, დაცული ტერიტორია შეიქმნა

საქართველოს პარლამენტმა „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი დაამტკიცა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ორ კატეგორიას მოიცავს: ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 21 864 ჰექტრით, ტანას აღკვეთილის საერთო ფართობი 10 986 ჰექტარით განისაზღვრა. ტანასა და თეძამის ხეობები წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება, მათ შორისაა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები. ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა უზრუნველყოფს უნიკალური ეკოსისტემების დაცვას, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად სარგებლობას, ტერიტორიაზე ტურისტულ‐რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისებას, რაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარების პირობებში, მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყარო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი დაფინანსება დონორი ორგანიზაციებიდან და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, 16.25 მლნ ევრო მოხმარდება დაცული ტერიტორიების, მათ შორის, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას. კანონპროექტი 2023 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.  

საგადასახადო შეღავათების გადავადებას პარლამენტმა პირველი მოსმენით 82 ხმით მხარი დაუჭირა

82 ხმით მიიღო საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილება პარლამენტმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცვლილება გადასახადის შეღავათების გადავადებას ითვალისწინებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, შეღავათები 3 წლის ვადით გაგრძელდება. „საგადასახადო შეღავათები 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის და მოგების და ქონების გადასახადში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. ასევე, 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება ფიზიკური პირის, არარეზიდენტების გათავისუფლება საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე, თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადზე; იმავე ვადით გადაიწევს ბაზრობაზე არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოყენებით ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება და სხვა საგადასახადო შეღავათები,“ - განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.  

პარლამენტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი 84-ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს. მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ნომინალური მშპ 79 მილიარდ 685 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი 2.8 %-ია. 2023 წელს განსაზღვრული სესხების დაბრუნების და სხვა შემოსავლების მაჩვენებლები ჯამურად 270,0 მლნ ლარით იზრდება. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში, მის წინა ვერსიებთან შედარებით, ფინანსური რესურსი 660,0 მლნ ლარზე მეტით არის გაზრდილი. შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს გაიზრდება 2,1 მლრდ ლარით, 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით, და დაახლოებით, 21,9 მლრდ ლარს შეადგენს. ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 1,8 მლრდ ლარით და დაახლოებით 17,6 მლრდ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2023 წელს, დაახლოებით, 2 მლრდ ლარით გაიზრდება და 21,9 მლრდ ლარს შეადგენს. გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს, რომლის ბიუჯეტი 6,9 მლრდ ლარი იქნება. აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი სოციალურ პროგრამებს მოხმარდება - კერძოდ, პენსიების მომატებას ასაკობრივი პენსიონერებისთვის, მიზნობრივ სოციალურ დახმარებებს, სამედიცინო მომსახურებას და ექიმების, მედდებისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას. საბიუჯეტო სახსრები ასევე მოხმარდება იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას და სოციალურად დაუცველი ფენების სამუშაოთი უზრუნველყოფას. რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი საწყისი პროგნოზით 2023 წელს, დაახლოებით, 3,3 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,9 მლრდ გზების მშენებლობას მოხმარდება, დანარჩენი კი - ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციასა და სკოლების მშენებლობას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 2 მლრდ. ლარი იქნება, საიდანაც ნაწილი მოხმარდება მასწავლებლებისა და მანდატურების ხელფასების მომატებას 125 ლარით, ასევე სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10%-ით ზრდას. პროექტი ითვალისწინებს ხელფასის ზრდას 15-დან 18 ლარამდე ერთ საათზე პროფსასწავლებლების მასწავლებლებისთვის. გარდა ამისა, თანხა მოხმარდება სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობასა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ბიუჯეტის გაზრდა გათვალისწინებულია ასევე თავდაცვის სამინისტროსთვის, რომლის ბიუჯეტი 1,3 მლრდ ლარს შეადგენს. სამხედრო პირთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება. გაიზრდება, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი და 1,1 მლრდ ლარს შეადგენს. პოლიციის თანამშრომლებს ხელფასი 20%-ით მოემატებათ. იზრდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები 10%-ით, ხოლო უწყების ბიუჯეტი შეადგენს 431,2 მლნ ლარს. მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 22 მლნ ლარს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 9,3 მლნ ლარს შეადგენს.  

სლოვაკეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

სლოვაკეთში პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ჰეგერის პარტიის წევრებმა კენჭის ყრის დროს დარბაზი დატოვეს. უნდობლობს გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას 78 მხარდამჭერი ჰყავდა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, პარლამენტის 20 წევრი იყო. ორმა თავი შეიკავა. სლოვაკეთის პარლამენტის სპიკერის ბორის კოლარის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები შესაძლოა, 2023 წელს ჩატარდეს. სლოვაკეთის მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა, სუზანა ჩაპუტოვამ მთავრობა უნდა გადააყენოს. მომავალ არჩევნებამდე ედუარდ ჰეგერის მთავრობას მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი ექნება.

პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა

მივიღებ ყველა იმ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობას, რაც მიმართული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გადასარჩენად, - პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა. "მოცემულ შემთხვევაში ეს არის ასეთი სახის პროტესტი და ვუერთდები მათ. შიმშილობას ვაპირებ სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არ გადარჩება, როცა მივიღებთ გარანტიას, რომ ეს ადამიანი არის ისეთი კვალიფიციური ექიმების ხელში, ისეთ მდგომარეობაში, რომ პროგრესი აღინიშნება რეალური, შევწყვეტთ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა,"- განაცხადა ჯანაშიამ. ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამ პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გუშინ დაიწყეს.  

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარული სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. დარბაზის დატოვებამდე ფრაქციის დეპუტატმა, ანა წითლიძემ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიმართ აღნიშნა, რომ „მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ". ცნობისთვის, დეპუტატები დღეს იუსტიციის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.  

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის განმეორებითი ჯარიმა დაწესდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომლითაც იცვლება დაწესებული პასუხისმგებლობა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვისთვის გადაცემისთვის, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.პროექტის თანახმად: ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ან ისეთი სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემისთვის, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური ინსპექტირება, ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში თუ განმეორებით ჩაიდენს ამავე ქმედებას დაჯარიმდება:• ფიზიკური პირი 150 ლარით• იურიდიული პირი ან/და ინდივიდუალური მეწარმე - 300 ლარით იმავე პრინციპის შესაბამისად, აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორება გამოიწვევს: • ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით• იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის - 500 ლარით. ამის შემდეგ, ტექნიკური ინსპექტირების არ გავლის გამო სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს: • ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით• იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის - 700 ლარით. მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევის გამოვლენა, ძირითადად, ხდება ვიდეოკამერების მეშვეობით და დაფიქსირებული ჯარიმის ჩაბარებას გარკვეული დრო სჭირდება, სახდელის დადების ვადად, ნაცვლად 2 თვისა, შემოთავაზებულია 6 თვე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პროცესის შეუფერხებლად განხორციელებას გაუადვილებს. „კომიტეტთან შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქსიმალურად შემცირება და ასევე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტის ხელშეწყობა. ამ პროცესში გამოვლინდა რამდენიმე საკითხი, რომელიც ხელს უშლის ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ეფექტიანად მუშაობას. კერძოდ, კანონმდებლობით არ არსებობს განმეორებითი ჯარიმა ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების არ გატარებისთვის. მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია 50 ლარიანი ჯარიმა. 2019 - 2022 წლების დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისადმი სუბიექტების მიმართვამ მკვეთრად იკლო, მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გამოწერილი ჯარიმები პრაქტიკულად გასამმაგებულია. თუ 2019 წელს ჯარიმების რაოდენობა იყო 235 ათასი ლარი, 2022 წელს კი, ამ თანხამ 700 ათასს ლარს მიაღწია, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სუბიექტს უღირს გადაიხადოს 50-ლარიანი ერთჯერადი ჯარიმა, ვიდრე გამოცვალოს ის ნაწილი, რომელიც მათ შორის, საფრთხეს უქმნის მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას და ასევე, ძალიან ბევრ შემთხვევაში, იწვევს ჰაერის დაბინძურებას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.  

პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი, ანი წითლიძე ცუდად გახდა

პარლამენტში, მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი დეპუტატი, ანი წითლიძე სუსტადაა, რის გამოც პარლამენტში მედიკოსების მისვლას ელოდებიან. აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა „ჩვენ ვაპირებთ, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა გავაგრძელოთ. ანი წითლიძე არის ძალიან სუსტად. დღეს ველოდებით ექიმებს იმისთვის, რომ ანიმ დაიწყოს ის პროცედურები, რაც მისი ჯანმრთელობის გამოსწორებას სჭირდება. რაც შეეხება შიმშილობას და პროტესტის ამ ფორმას, იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სააკაშვილს არ გადაიყვანენ შესაბამის გარემოში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს დავით კირკიტაძე. პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები 14 დეკემბერს გაავრცელა.  

პუტინი წელს პარლამენტის წინაშე სიტყვით არ გამოვა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 2022 წელს  ფედერალური კრების (პარლამენტის) წინაშე ყოველწლიური სიტყვით არ გამოვა. ინფორმაციას რუსული მედია პრეზიდენტის პრესმდივან, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. კრემლმა პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია, 10 წლის განმავლობაში პირველად გადადო გასულ კვირას სახელმწიფო სათათბიროს მედია წყაროებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის გზავნილი პარლამენტში შესაძლოა 27 დეკემბერს განხორციელდეს, მაგრამ კრემლმა ეს ინფორმაციაუარყო. ის ფაქტი, რომ 2022 წელს პუტინის გამოსვლა არ შედგებოდა, მოგვიანებით TASS-მა და ჟურნალისტმა ფარიდა რუსტამოვამ განაცხადა. ბოლოს ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეის წინაშე სიტყვით 2021 წლის აპრილში გამოვიდა. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა გზავნილი ყოველწლიურად უნდა წაიკითხოს. თუმცა, ერთხელ პუტინის გზავნილი უკვე გადაიდო. ეს მოხდა 2017 წლის ბოლოდან 2018 წლის პირველ ნახევრამდე. 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 2022 წელს პუტინის დიდი პრესკონფერენცია, რომელიც 10 წლის განმავლობაში ყოველი წლის დეკემბერში იმართებოდა, არ შედგა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ პრესკონფერენცია უკრაინაში ომის წარუმატებლობის გამო გაუქმდა.  

პარლამენტმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტორობით მომზადდა. „იპოთეკით დაცული ობლიგაცია (mortgage covered bond) სპეციალური კატეგორიის უზრუნველყოფილი სასესხო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ევროპაში უკვე დიდი ხანია არსებობს. იპოთეკური ობლიგაცია საკრედიტო ინსტიტუტებისათვის დაფინანსებაზე წვდომის იაფიან და სტაბილურ საშუალებად ითვლება, დეპოზიტებისა და სახსრების მოზიდვის სხვა ალტერნატიულ წყაროებთან ერთად. კანონის მიღებით, ამ ობლიგაციის გამოშვება საქართველოშიც გახდება შესაძლებელი. იპოთეკური ობლიგაციების ჩარჩოზე მუშაობა ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს დაიწყო. სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ექსპერტები, აგრეთვე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა კომერციულ ბანკებთან, როგორც პოტენციურ ემიტენტებთან. კანონი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და გამოცდილებას იზიარებს, მათ შორის, ევროკავშირის 2019 წლის 27 ნოემბრის შესაბამის დირექტივას. წამყვანმა სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა მიმდინარე წლის იანვარში ახალ ჩარჩოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა: „იპოთეკური ობლიგაციების შესახებ საქართველოს ახალი კანონის პროექტი ბაზრის განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. პროექტი, ევროპის სხვა ქვეყნების კანონმდებლობის მსგავსად, ითვალისწინებს მძლავრი დაცვის მექანიზმებს ინვესტორებისთვის, მათ შორის ნორმებს უზრუნველყოფის ბაზის ხარისხის შენარჩუნების თაობაზე და უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის მოთხოვნებს, რომლებიც უფრო მაღალია, ვიდრე ზოგიერთი დამკვიდრებული იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის შემთხვევაში“. იპოთეკური ობლიგაციის მფლობელთა დაცვის გარანტიების შემუშავება და პროდუქტის სტრუქტურული მახასიათებლების კანონით განსაზღვრა მნიშვნელოვნად გაამყარებს ამ ფინანსური ინსტრუმენტის მიმართ პოტენციურ ინვესტორთა ნდობას. იპოთეკური ობლიგაციებით დაინტერესებული ინვესტორები შეიძლება იყვნენ როგორც თავად კომერციული ბანკები, ასევე, საინვესტიციო და საპენსიო ფონდები, რომლებიც პორტფელის დივერსიფიკაციის თუ სხვა მიზეზით გადაწყვეტენ ინვესტიციის განხორციელებას. ასევე, კომერციული ბანკები შეძლებენ, იპოთეკური ობლიგაციები ეროვნულ ბანკთან წარმოებულ მონეტარულ ოპერაციებში გირაოდ გამოიყენონ. კანონი გამოქვეყნებიდან (16/12/2022) სამი თვის შემდეგ ამოქმედდება. კანონის იმპლემენტაციის მიზნით, ეროვნული ბანკი, აღნიშნულ პერიოდში, შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს გამოსცემს. სამართლებრივი აქტის პროექტები საკონსულტაციოდ და ბაზრის მონაწილეებისგან/დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით წინასწარ გამოქვეყნდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძეს მხარი არ დაუჭირა. ამასთან, იურიდიულმა კომიტეტმა არც ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი მარსაგიშვილის, ნათია წიპტაურის, ლევან ისაკაძისა და ქრისტინე ქაჯაიას კანდიდატურებს დაუჭირა მხარი. „მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ, საუკეთესოებზე გავაკეთეთ არჩევანი და ისინი არიან დღეს არჩეულნი. ამ კანდიდატებში არიან კვალიფიციური, გამორჩეული გამოცდილებისა და ღირსეული კანდიდატები, შესაბამისად ის, რომ მათ მხარდაჭერა არ აქვთ, არ ნიშნავს და არ უსვამს ხაზს მათთან მიმართებით კვალიფიციურობის დეფიციტს ან გამოცდილების დეფიციტს. თუმცა როდესაც ეს ადამიანები თავის დროზე კონკურენციაში იყვნენ, საუკეთესოებზე გავაკეთეთ არჩევანი და ამ ადამიანებმა პარლამენტის ნდობა გაამართლეს და თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისას მათი კვალიფიკაცია კიდევ ერთხელ აისახა შესაბამის საერთაშორისო ანგარიშებში“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.  

პარლამენტმა ცესკოს ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია

პარლამენტმა ვერც ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები აირჩია. მათ ასარჩევად 100-ხმიანი კვორუმი იყო საჭირო, თუმცა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულმა კანდიდატებმა პარლამენტისგან ნულოვანი მხარდაჭერა მიიღეს. პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. 150-წევრიან პარლამენტში, დღევანდელი მოცემულობით, 141 დეპუტატია დარჩენილი. 22 დეკემბერს ჩატარებული კენჭისყრის შედეგები: თამარ ალფაიძე: მომხრე - 0, წინააღმდეგი - 0. რევაზ ეგაძე: მომხრე - 1, წინააღმდეგი - 0. საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს გიორგი კალანდარიშვილი, რომლის კანდიდატურაც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს აღარ წარუდგინა.  

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია

რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა  სახალხო დამცველის კანდიდატებიდან თითოეულს უყარა კენჭი, თუმცა ხმების საჭირო რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, თითოეულ წარდგენილ კანდიდატთან  დაკავშირებით გაიმართა საკომიტეტო მოსმენები. თუმცა ფრაქციები კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც სახალხო დამცველის არჩევა მიმდინარე წელს  ვერ მოხერხდა. ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატები იყვნენ: ანა აბაშიძე,  მარიკა არევაძე, გიორგი ბურჯანაძე , ლელა გაფრინდაშვილი,  სოფიო დემეტრაშვილი,  თინათინ ერქვანია, ევგენია თავაძე, ალექსანდრე კობაიძე, ლევან კოკორაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, სერგო მახარაძე, მაკა მინდიაშვილი, ჯემალ ნათელაშვილი, ნიკოლოზ ნიკოლაძე, ქეთევან ჩაჩავა, გიორგი ცობეხია, იაგო ხვიჩია, ნაზი ჯანეზაშვილი. სახალხო დამცველი სახელობით კენჭისყრაზე 90 ხმით აირჩევა. მმართველ პარტიას ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს და მას კანდიდატის მხარდასაჭერად ოპოზიციასთან შეთანხმება სჭირდება. ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. ომბუდსმენის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.  

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თემურ ჯანაშია საავადმყოფოში გადაიყვანეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ჯანაშიამ ექიმების რეკომენდაციით, შიმშილობა შეწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარლამენტში დაუდასტურეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა ამასთან, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, თემურ ჯანაშია საავადმყოფოშია გადაყვანილი. მანამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დავით კირკიტაძე კლინიკაში გადაიყვანეს, მან ექიმების რეკომენტაციით შიმშილობა შეწყვიტა.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ 16 დეკემბერს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია. რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილე დეპუტატს, ანა წითლიძეს, ის შიმშილობას აგრძელებს. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ექიმები, რომლებიც მოშიმშილეს მუდმივ მონიტორინგს უწევენ.  

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად 4 კანდიდატურა წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად 4 კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - რუსუდან ქურდიანისა და თამაზი ფოლადაშვილის კანდიდატურები. შესაბამის ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს. „2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის არცერთ კანდიდატს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკოს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე ორჯერ მეტ კანდიდატურას, აღნიშნული მოთხოვნის გათვალისწინებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარედგინა კონკურსში მონაწილე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - რუსუდან ქურდიანისა და თამაზი ფოლადაშვილის კანდიდატურები.  რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს N 05/08/01 განკარგულებით ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე გამოცხადებულ კანდიდატთა შესარჩევ ხელახალ კონკურსში მონაწილეობდა სულ 3 კანდიდატი, რომელთაგან 2 კანდიდატს საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 22 დეკემბერს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკოს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე ორჯერ მეტი კანდიდატურა სახეზე არ არის, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 27 დეკემბრის N 27/12/03 განკარგულებით, ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე ცხადდება კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია. ზემოაღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელფოსტაზე: info@president.gov.ge. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება, იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყაზახეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის მეშვიდე მოწვევის პარლამენტის მაჯილისი დაითხოვა და პარლამენტის  ვადამდელი არჩევნები 2023 წლის 19 მარტს დანიშნა, იუწყება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. „გამოვთქვამ იმედს, რომ დეპუტატების განახლებული შემადგენლობა გააგრძელებს მუშაობას იმავე ფორმატში და ახალ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის ყოვლისმომცველ მოდერნიზაციას. მაჯლისის დეპუტატთა რიგგარეშე არჩევნები 2023 წლის 19 მარტს გაიმართება. ყველა დონის დეპუტატების არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია დანიშნავს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, „მაჯლისისა და მასლიხატების ვადამდელი არჩევნების ჩატარება საკონსტიტუციო რეფორმის ლოგიკითაა ნაკარნახევი, რომელსაც მოქალაქეები ეროვნულ რეფერენდუმზე მხარს უჭერენ“. თოყაევის განცხადება ორი თვის წინ გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. პრეზიდენტის თანამდებობა მან 20 ნოემბერს გამართული ვადამდელი არჩევნების შედეგად მეორე ვადით დაიკავა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად თოყაევის ძალაუფლება განმტკიცდა. კენჭისყრას წინ უსწრებდა უპრეცედენტო ანტისამთავრობო, ძალადობრივი გამოსვლები 2022 წლის იანვარში, როცა სისხლიც დაიღვარა. საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა წარსულში ყაზახეთის ერთპიროვნული მმართველის, თოყაევის წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევის პოზიციების შესუსტება. 11 იანვარს ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა.  ასევე ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს  საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს. ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავეს ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს  

პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმა საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველ ანალიზს არ ეფუძნება - არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციების, მიერ გამოქვეყნებულ, საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების შეფასების დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმა საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველ ანალიზს არ ეფუძნება. „2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის ოფიციალური განაცხადი წარადგინა, ივნისში კი ევროპულმა საბჭომ საქართველოს მთავრობას წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 პირობის დაკმაყოფილება მოსთხოვა. ერთი-ერთი პირობა საარჩევნო საკითხებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უნდა მოეგვარებინა ყველა ის პრობლემა, რაც ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ იყო იდენტიფიცირებული. ამ რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელში მონაწილეობაც საპარლამენტო ძალების ნაწილმა არ მიიღო, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა საპარლამენტო უმრავლესობამ ხელოვნურად შეზღუდა. 2022 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტები, რომლებიც საარჩევნო კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებდა. 10 ოქტომბერს კანონპროექტები პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნა და მოსაზრებების დაჩქარებული წესით მომზადება სთხოვა. 19 დეკემბერს ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა გაგზავნილი კანონპროექტების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნეს. პარლამენტმა ამ რეკომენდაციების საფუძველზე კანონპროექტებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, რომლებიც საბოლოოდ 22 დეკემბერს მესამე მოსმენით იქნა მიღებული. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, ამ ცვლილებებით სრულად არ იქნა გათვალისწინებული ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაცია, მათ შორის, არ აისახა იმ რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი, რომელიც ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა 2022 წლის დეკემბერში წარმოადგინეს. მათი ერთობლივი შეფასებით, განხორციელებული რეფორმა საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველ ანალიზს არ ეფუძნება და მხოლოდ ცალკეულ საკითხებს შეეხება“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ამასთან, მათივე შეფასებით, გარკვეული დათქმებით, დადებითად შეიძლება შეფასდეს ისეთი ცვლილებები როგორიცაა: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სავალდებულო სერტიფიცირების შემოღება; საჩივრების/სარჩელების წარდგენისა და განხილვის ზოგიერთი ვადის გახანგრძლივება; გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესში 4 ამომრჩევლის მარკირების შემოღება; პარტიების წლიური ხარჯებზე დაწესებული ზედა ზღვრის განახევრება; ადგილობრივ არჩევნებზე კანდიდატებისთვის ბინადრობის ცენზის შემცირება; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის დაწესებული ჯარიმის ოდენობის გაზრდა; პროფესიული ნიშნით ასარჩევი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანამდებობრივი შეუთავსებლობის საფუძვლების გაფართოება; შედეგების შემაჯამებელ ოქმში დისბალანსის არსებობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის გახსნის და ხმების გადათვლის იმპერატიული ვალდებულების გაჩენა. „გარდა ამისა, ზოგადად, მისასალმებელია საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რეგულაციები იყოს უფრო ცხადი და ყოვლისმომცველი და რაც შეიძლება ნაკლები საკითხი მიეკუთვნებოდეს ცესკოს დისკრეციას. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის არსებითი ხასიათის რეკომენდაციებიდან, რომლებიც მიღებულ ცვლილებებში საერთოდ არ ასახულა, აღსანიშნავია ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევისა და უფლებამოსილების გახანგრძლივების ნაკლოვანი რეგულაციები, ასევე, პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომელიც უსამართლოა და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ამასთან, არ იქნა გათვალისწინებული განმეორებადი რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო კომისიების ქვედა დონეზე პროფესიული წევრების არჩევას და ამ პროცესის გამჭვირვალობას. ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა ერთობლივ დასკვნაში, ასევე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიღებული პროექტი ვერ პასუხობდა ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ამომრჩევლის დაშინება, ხმების გადათვლისა და შედეგების გაბათილებისთვის არასაკმარისი კრიტერიუმების არსებობა. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებით, საჭიროა სამომავლოდ განხორციელდეს ყოვლისმომცველი და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმა, რომელიც დაეფუძნება საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების სრულ და სიღრმისეულ ანალიზს. საარჩევნო რეფორმის დროს მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის როგორც ცალკეულ კანონპროექტებზე დაწერილი დასკვნები, ისე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მიერ სხვადასხვა დროს წარმოდგენილი რეკომენდაციები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეფასება სრულად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3DrQ0ZM  

გიორგი ხოჯევანიშვილი საპარლამენტო მანდატს და პარტიას „საქართველოსთვის“ ტოვებს

ვტოვებ პარლამენტის წევრის მანდატს, ვწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას და შესაბამისად ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს, - ამის შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.  მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მას წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების შესაძლებლობა არ ეძლევა. “მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტის წევრის მანდატს, ვწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას და შესაბამისად ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ერთადერთი გარემოება: მაღალი პასუხისმგებლობის განცდა, რომელიც მაქვს ჩემი ამომრჩევლის წინაშე, როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს. სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით არ მეძლევა საშუალება ეფექტურად მოვახდინო ჩემი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება, რაც ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. ჩემთვის, როგორც სახელმწიფო მოხელისთვის, ყოველთვის პრიორიტეტი იყო ხალხის ინტერესების მსახურება და არასდროს წარმოადგენდა რაიმე თანამდებობა თვითმიზანს… აქვე გარკვევით მინდა განვმარტო, რომ არ ვგეგმავ არანაირ პოლიტიკურ აქტივობას და ვაპირებ საქმიანობა გავაგრძელო კერძო სექტორში. გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, კოლეგებს, თანაგუნდელებს, ასევე ყველა ღირსეულ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვსაქმიანობდი წლების განმავლობაში საჯარო სექტორში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვრჩები იმ ღირებულებების ერთგული, რის გამოც რთულ პოლიტიკურ პროცესებში შევედი და ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თანამოაზრეს. იმედს ვიტოვებ, საქართველო შეძლებს წინსვლას და მალე გახდება ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრი!”,- წერს გიორგი ხოჯევანიშვილი.  

პარლამენტში ჟურნალისტებისთვის ქცევის წესები იმოქმედებს

პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის წესები იცვლება. ახალი წესები პირველი მარტიდან ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკუთარი ბრძანებას გამოსცემს. ჟურნალისტებისათვის საპარლამენტო აკრედიტაციები კვლავ გაიცემა, რაც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შეჩერებულია. შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, რომ საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია მედიის იმ წარმომადგენლებს ექნაბთ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ. „აკრედიტაციის წესი სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების საუკეთესო გამოცდილების ანალიზის საფუძველზე დაიწერა. აკრედიტაციის წესი ორ ძირითად პრინციპს დაეფუძნება. პირველი ეს არის, რომ ხელი შევუწყოთ მედიას იმაში, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია გაშუქდეს, გაშუქდეს საპარლამენტო საქმიანობა. მეორეს მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტში სამუშაო გარემო. იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია, რომელიც მედიის იმ წარმომადგენლებს მიეცემათ, ვინც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებს. მათ ამ აკრედიტაციის პარლამენტში შემოსვლა დაუბრკოლებლად შეეძლებათ. იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება მოსამზადებელი იყოს ცალკეული სიუჟეტი ან იყოს ისეთი მედია, რომელიც აკრედიტებული არ იქნება (მაგალითად, უცხოური მედია), მათ სპეციალური აკრედიტაცია ექნებათ, რომელიც ერთი დღის განმავლობაში სპეციალურად სიუჟეტის, მასალის მოსამზადებლად იმოქმედებს. დადგენილია რაოდენობები: - დიდ მედიებს, მაუწყებლებს, რომელთაც ეროვნული მაუწყებლობა აქვთ, შვიდი გადამღები ჯგუფის აკრედიტირების შესაძლებლობა ექნებათ. სხვა ტელევიზიებს - სამი გადამღები ჯგუფის. ჯგუფში შედის, როგორც ჟურნალისტი, ასევე ოპერატორი და ტექნიკური პერსონალი. გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის - ორი ჟურნალისტი, რადიო - ორი, ონლაინ გამოცემა - ოთხი. რაც შეეხება პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესებს, ეს არის: - ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუს შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

შალვა პაპუაშვილი რუსლან სტეფანჩუკს: გვექნება კიევში გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკისთვის გაგზავნილ წერილში იმედს გამოთქვამს, რომ აუცილებლად დადგება უკეთესი დღეები და მოგვეცემა კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, მის აღმატებულება რუსლან სტეფანჩუკს. ძვირფასო რუსლან, ძვირფასო მეგობარო, ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის აგრესიამ უკრაინას და უკრაინელ ერს ქაოსი, ნგრევა და ტკივილი მოუტანა. ამავე დროს, ეს იყო უკრაინელების სიმამაცის, გაუტეხლობისა და გმირობის ერთი წელი. აგრესიიდან ერთი წლის შემდეგ, უკრაინა დგას ისე ერთიანად და მტკიცედ, როგორც არასდროს და მომავალ თაობებს გმირობის გამორჩეულ მაგალითს აჩვენებს. ამ დროის განმავლობაში, საქართველო უკრაინისადმი სრულ სოლიდარობას გამოხატავდა. ქართული დროშა კიევში, საქართველოს საელჩოში, ომის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ დაშვებულა. მშვიდობის დადგომამდე, საქართველო ათასობით უკრაინელისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. 2022 წლის აპრილში, კიევში ჩვენს შეხვედრას გაორებული ემოციებით ვიხსენებ. ვიყავი ბედნიერი თქვენთან, როგორც ჩემს მეგობართან შეხვედრით. თუმცა, ამავე დროს, ვიყავი დამწუხრებული და შოკირებული რუსეთის აგრესიის ტრაგიკული შედეგებით. დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი დღეები აუცილებლად დადგება და გვექნება კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა. ძვირფასო კოლეგავ, გიდასტურებთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას", - წერს პაპუაშვილი.  

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის შემდგომი განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამნეტის პრესსამსახური ავრცელებს. კანონპროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ დეპუტატები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან. კანონპროექტის ინიციატორების სახელით, პარლამენტში ასევე ინიცირებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა განმარტება გააკეთა. „ვინაიდან საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობაა და ხშირია სპეკულაციები, მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ვარიანტი, რომელიც ჩვენ დამატებით წარმოვადგინეთ, როგორც ალტერნატიული ვარიანტი, არის ამერიკული შესაბამისი კანონმდებლობის ზუსტი თარგმანი. ეს დავარეგისტრირეთ იმ მიზნით, რომ საზოგადოებას საშუალება ჰქონდეს, ორი კანონპროექტის კომიტეტებზე მოსმენის დროს თვალნათლივ შეადაროს და დარწმუნდეს, რაოდენ სჯობს ჩვენ მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ვარიანტი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრა ჰქონდათ უმრავლესობის ხელმძღვანელობასთან და შეთანხმდნენ, რომ ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მიიღებენ, შემდეგ ორივე მათგანი გადაეგზავნება ვენეციის კომისიას დასკვნისთვის, რომლის რეკომენდაციების შესაბამისად ან ერთ, ან მეორე ვარიანტს მიიღებენ. ბიუროს წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს მომავალი სასესიო კვირის სავარაუდო დღის წესრიგზე, ასევე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე. ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცა. ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით განსაზღვრა წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები, გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ წინა კანონპროექტის მსგავსად, მეორე პროექტიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს. ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია. ელჩი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: რუსული კანონმდებლობის მსგავსია. საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი და პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რატომ წარადგინეს

პარლამენტში მედიისთვის ახალი წესი ამოქმედდა

არლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის წესები იცვლება. ახალი წესები დღეიდან ამოქმედდა. ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრძანება გამოსცა. შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე 6 თებერვალს განაცხადა, რომ საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია მედიის იმ წარმომადგენლებს ექნაბთ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ. „აკრედიტაციის წესი სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების საუკეთესო გამოცდილების ანალიზის საფუძველზე დაიწერა. აკრედიტაციის წესი ორ ძირითად პრინციპს დაეფუძნება. პირველი ეს არის, რომ ხელი შევუწყოთ მედიას იმაში, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია გაშუქდეს, გაშუქდეს საპარლამენტო საქმიანობა. მეორეს მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტში სამუშაო გარემო. იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია, რომელიც მედიის იმ წარმომადგენლებს მიეცემათ, ვინც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებს. მათ ამ აკრედიტაციის პარლამენტში შემოსვლა დაუბრკოლებლად შეეძლებათ. იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება მოსამზადებელი იყოს ცალკეული სიუჟეტი ან იყოს ისეთი მედია, რომელიც აკრედიტებული არ იქნება (მაგალითად, უცხოური მედია), მათ სპეციალური აკრედიტაცია ექნებათ, რომელიც ერთი დღის განმავლობაში სპეციალურად სიუჟეტის, მასალის მოსამზადებლად იმოქმედებს. დადგენილია რაოდენობები: - დიდ მედიებს, მაუწყებლებს, რომელთაც ეროვნული მაუწყებლობა აქვთ, შვიდი გადამღები ჯგუფის აკრედიტირების შესაძლებლობა ექნებათ. სხვა ტელევიზიებს - სამი გადამღები ჯგუფის. ჯგუფში შედის, როგორც ჟურნალისტი, ასევე ოპერატორი და ტექნიკური პერსონალი. გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის - ორი ჟურნალისტი, რადიო - ორი, ონლაინ გამოცემა - ოთხი. რაც შეეხება პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესებს, ეს არის: - ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუს შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მედიის ნაწილი ახალი წესის დანერგვას მედიასაშუალებების შეზღუდვად მიიჩნევენ.

„ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, ფიზიკური დაპირისპირების გამო ვერ იწყება

„ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, დაპირისპირების გამო ვერ იწყება. ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო დეპუტატებს შორის. ოპოზიცია აპროტესტებს „ხალხის ძალის“ კანონპროექტს და აღნიშნავს, რომ მისი მიღების შემთხვევაში ქვეყანაში დიქტატურა საბოლოოდ დამყარდება. ადგილზე არიან არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე მწვავედ აკრიტიკებენ შემოთავაზებულ ინიციატივას. სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე არ უშვებენ. „ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლების პროტესტის ფონზე იწყება შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.

იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს

ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ამასთან, ადგილზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. კადრებში ჩანს, რომ ფიზიკური დაპირისპირების ფონზე დარბაზიდან გაიყვანეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე. ასევე, ძალით გაიყვანეს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, ლევან ხაბეიშვილი, ანი წითლიძე. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.    

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს აქციის ფონზე განიხილავენ იურიდიულ კომიტეტზე

ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვის პარალელურად, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები შეკრებილები არიან პარლამენტის ორივე მხარეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. პარლამენტის განცხადებით კი, 6 მარტს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს. აქციის მონაწილეები "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.  

პარლამენტთან რუსეთის დროშა დაწვეს

"არ დაუშვათ საქართველოში რუსეთის ბოგინი", -  პარლამენტთან აქტივისტებმა ოკუპანტი ქვეყნის დროშა დაწვეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, პროტესტის ფონზე განიხილავენ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს. ოპოზიციონერების ნაწილი სხდომიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ისინი მიმდინარე პროცესს შეძახილებით აპროტესტებდნენ - „არა რუსულ კანონს“. ოპოზიციონერი დეპუტატები, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანი წითლიძე და პაატა მანჯგალაძე კვლავ ითხოვენ შესვლას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „ხალხის ძალის“ კანონპროექტს განიხილავენ. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.      

პარლამენტის განცხადებით, 6 მარტს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ. „მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ დამსწრე პირებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, - წერია განცხადებაში. საქართველოს პატლამენტთან ხვალ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აქციას გამართავენ. ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში დილიდან განიხილავენ. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.

პარლამენტის განცხადებით, შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი 7 მარტსაც იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი კვლავ ავრცელებს განცხადებას უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ. „მიმდინარე წლის 7 მარტს “საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია განცხადებაში. ანალოგიური განცხადება პარლამენტმა გუშინაც გაავრცელა 6 მარტთან დაკავშირებით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტებს 6 მარტს დაუჭირა მხარი. ბიუროს სხდომა ხვალ, 10:00 საათზე გაიმართება. 09:00 საათზე დაგეგმილი კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. სახელმწიფი დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განმარტებით, საქართველოში შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, სიმართლეს არ შეესაბამება.

პარლამენტთან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია ისევ გრძელდება

საქართველოს პარლამენტთან, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება - პრეზიდენტი აშშ საქართველოს პარლამენტს ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა ადგილზე მესამე სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.  

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს დაიწყო

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 9 მარტის ნაცვლად დღეს განიხილავენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ კანონპროექტების განხილვა დღეს დაიწყონ და თუ პროცესი დღესვე ვერ დასრულდება, ხუთშაბათს გაგრძელდეს. „დღევანდელი დღე „თავდაცვის კოდექსის“ განსახილველად გვქონდა დათმობილი, თუმცა ბიუროს გადაწყვეტილებაა, რომ არ განვიხილოთ. ამიტომ, გთავაზობთ, დავიწყოთ აგენტების ამერიკული კანონის განხილვა და ხუთშაბათს გავაგრძელოთ. ამას იმიტომ გთავაზობთ, რომ მოესწროს და რეგლამენტის ცუდად გამოყენებით არ მოხდეს პროცესის ჩაშლა. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ როგორც ვიცით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოტანილი აქვს განცხადება მთელი კვირის განმავლობაში ბოიკოტზე. ვერ იტყვიან, რომ ხუთშაბათს აპირებდნენ მოსვლას და ამ არგუმენტს ვერ იტყვიან. დანარჩენი ვინც უნდა იყოს, აქ არიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. „ეს პროექტები ჩვენი განსახილველია მიმდინარე კვირის განმავლობაში, განხილვას და საპარლამენტო დებატებს საზოგადოებაც მოელის და ალბათ, ჯობს, რომ დღეს დავიწყოთ“, - განაცხადა თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა. საპასუხოდ ოპოზიციამ მმართველი ძალა ტყუილში დაადანაშაულა და მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეები ახლა პარლამენტთან იკრიბებიან. „დღეს ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსული კანონის განხილვა ხუთშაბათს მოხდებოდა. ახლა მალულად, ვირეშმაკულად გამოაცხადეს, რომ დღის წესრიგი შეიცვლება და სწორედ ახლა, როცა ამას არავინ ელოდა, პარლამენტში, „რუსული კანონის“ განხილვა დაიწყება. ამ ძალადობით, როცა გავსებულია აქაურობა ძალოვნებით, ამ ვირეშმაკობით აპირებენ რუსული კანონის მიღებას იმიტომ, რომ სიმართლე, ხალხის რეალური ძალა და ქვეყნის ინტერესი ამათ გვერდით არ დგას და აი, ასეთი ფანდებით და ხელის გადაგრეხით აპირებენ ამ ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას. გთხოვთ, ვინც დილით იყავით, დაბრუნდით და ვინც ახლა ეკრანებთან გვიყურებთ, ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, მოვიდეთ და დადგეთ საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ ვაპირებთ შიგნოთ ბრძოლა“ს, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.  

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები პარლამენტს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა

პარლამენტის ყოფილი წევრები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნებას“ წარმოადგენდნენ, მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონპროექტების განხილვა. „ამ განცხადების ხელმომწერებს, გვსურს საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი ცალსახა პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ე.წ. "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების თაობაზე, ვინაიდან საკითხი ცდება რომელიმე ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებს და პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. აღნიშნული კანონპროექტების არათუ მიღება, არამედ განხილვაც კი, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და იწვევს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე ქართული სამოქალაქო საზოგადოების დემონიზებას და მათ წარმოაჩენს როგორც მტრულ ძალებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მსგავსი შედეგები მსოფლიომ უკვე იხილა რუსეთის მაგალითზე. განსაკუთრებით დამაზიანებელია ამ კანონპროექტების განხილვა საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყნის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის მიუღებლობის, და მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე. უარყოფით სოციალურ გავლენასთან და ქვეყნის საგარეო რეპუტაციის შეუქცევად დაზიანებასთან ერთად, კანონპროექტების განხილვა ზიანს აყენებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, იწვევს ქართულ საზოგადოებაში არასაჭირო ვნებათაღელვას და უკიდურესად აღრმავებს დაპირისპირებას. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონპროექტების განხილვა და შეუდგეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების ღია და ჩართულობითი პროცესით განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: თედო ჯაფარიძე - საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2016 წწ.);თამარ ჩუგოშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);თამარ ხულორდავა - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.);დიმიტრი ცქიტიშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.);ირინა ფრუიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);აკაკი ზოიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.);ნინო გოგუაძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);ზაზა ხუციშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);ზვიად კვაჭანტირაძე - VII და IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (2015-2016 წწ.), საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე (2015-2016წწ.);ლევან გოგიჩაიშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი;ხათუნა გოგალაძე - გარემოს დაცვის მინისტრი (2012-2014 წწ.);ლევან კობერიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.); გიორგი მოსიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2016-2019 წწ.);თამაზ ნავერიანი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი.

პარლამენტთან პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიგეგმა

საქართველოს პარლამენტთან აქციები პერმანენტულად გაიმართება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ე.წ. რუსული კანონის მიღებას არ დაუშვებენ. კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება - პრეზიდენტი აშშ საქართველოს პარლამენტს ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა "საქართველოს ხელისუფლება ისევ გვატყუებს. როგორც ჩანს, იმდენად მტკიცეა ნება, მიიღონ რუსული კანონი, ხელისუფლებამ ტყუილისა და გაიძვერობის ხერხს მიმართა. მათ იცრუეს, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდო, თუმცაღა როგორც კი შენიშნეს, რომ პარლამენტის ტერიტორიიდან ხალხმა წასვლა დაიწყო, მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა კანონპროექტის დღესვე განხილვის შესაძლებლობა. ერთადერთი, რაც მას ამ პროცესში აფერხებს, სახალხო პროტესტი და ტალღაა. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოვლინდა მათი სიმხდალე. ერთადერთი, რასაც ახლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა შეუძლია, თქვენი ყოფნაა აქ, იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ მიზანს, რუსული კანონის განხილვა აღარასდროს დაბრუნდეს დღის წესრიგში. მოდი აქ, რათა ხმამაღლა ვუთხრათ ჩვენი მტკიცე #არარუსულკანონს. ნურავის მივცემთ უფლებას, წაგვართვას მომავალი, დაგვაბრუნოს რუსულ ორბიტაზე", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.  შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.  

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ დროისთვის სიმშვიდეა

საქართველოს პარლამენტთან, სადაც დილამდე ე.წ. აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან. ტერიტორიაზე რჩებიან მხოლოდ სამართალდამცველები. პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ, ცრემლმდენი გაზის შემდეგ წყლის ჭავლიც გამოიყენა პარლამენტის შენობის კედელზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა წარწერები აქვთ დატოვებული, მათ შორის, „აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები“. „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა (76 მომხრე - 13 წინააღმდეგი) სადავო კანონპროექტს, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერ იყო ინიცირებული. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“. უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს პარლამენტთან. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. სახელმწიფი დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განმარტებით, საქართველოში შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, სიმართლეს არ შეესაბამება.  

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის უნდა ჩავარდეს სესიაზე - კონსტიტუციონალისტი

  კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.   ორი კანონპროექტიდან ერთი, პირველი მოსმენით არის მიღებული, მეორე კი, რომელსაც აშშ-სთან მიმსგავსებულს უწოდებენ, ჯერ არ განხილულია.   „1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანონ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ); 2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტია გაწვევას“, - აღნიშნავს ვახუშტი მენაბდე.   ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს    

პარლამენტში ხვალ პლენარული სხდომა ჩაინიშნა

პარლამენტში ხვალ, ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება. ბიუროს სხდომა 11:45 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც 12:00 საათზე პლენარული სხდომა ჩატარდება.  პარლამენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მხოლოდ ერთი საკითხი იქნება დღის წესრიგში - „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე „ჩაგდება".  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დღეს აცხადებდა, რომ სხდომა, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი უნდა ჩააგდონ, მოგვიანებით გაიმართებოდა. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ 9 მარტს განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. დღესვე, საქართველოს პარლამენტის აპარატმა გაავრცელა განცხადება, რომ ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართებოდა.  რუსთაველზე აქციაზე მიმდინარეობს და იქ შეკრებილები ითხოვდნენ, დაუყონებლივ მოეწვიათ სხდომა, რათა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაეუქმებინათ.  

პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა გაიმართება

პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება. ბიუროს სხდომა 11:45 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც 12:00 საათზე პლენარული სხდომა ჩატარდება. 10 მარტს პლენარული სხდომის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება დღის წესრიგში იქნება მხოლოდ ერთი საკითხი, კერძოდ, ე.წ. აგენტების შესახებ პროექტის მეორე მოსმენა, რომელსაც როგორც "ქართულ ოცნებაში" დღეს ითქვა, კენჭისყრაზე ჩააგდებენ. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები. უკვე 9 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. საელჩომ დაჟინებით მოუწოდა მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის უნდა ჩავარდეს სესიაზე - კონსტიტუციონალისტი შეგახსენებთ, 7-8 მარტს სპეცრაზმი აქციის მონაწილეტა დაშლას ცდილობდა, თუმცა რუსთაველზე პროტესტი არ შეწყვეტილა. რატომ მიიჩნევს მმართველი პარტია, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, საზოგადოებას მისი მიზნები „უკეთ უნდა განემარტოს“  

პარლამენტთან აქცია დასრულდა

საქართველოს პარლამენტთან აქცია დასრულებულია. 10 მარტს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი ჩააგდო. პარალელურად მიმდინარეობდა აქცია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პროტესტში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტები. ისინი პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ. აქციის მონაწილეების დღევანდელი მოთხოვნა, აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება იყო. ამასთან, შენობის წინ სცენისა და ტექნიკური მოწყობილობების დემონტაჟი მიმდინარეობს.  აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი ქმედებებისა და ბრძოლის შედეგია, რომ დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. „ეს არის ჩვენი, ხალხის გამარჯვება. 06:00 საათამდე ვრჩებოდით, ბევრჯერ გვშლიდნენ, თუმცა ვბრუნდებოდით საერთო ევროპული და ეროვნული იდეით. ამ პროტესტის მთავარი მოთხოვნა იყო კანონპროექტის ჩაგდება, თუმცა ჩვენი განწყობაა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ გრძელვადიან კამპანიას 12 პუნქტზე. პერიოდულად აქციებითა და სხვა ფორმებით ვიმუშავებთ, რომ 12 პუნქტი აუცილებლად შესრულდეს და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამარ ჯაყელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შეგახსენებთ, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ვინ დაუჭირა მხარი და ვინ არა „უცხოელი გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას  

არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობას აჩერებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ აცხადებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას ვეღარ ხედავენ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 2015 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდნენ საქართველოს პარლამენტთან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმართულებით. მიიჩნევენ, რომ 2015 წლიდან საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი ლიდერი OGP-ში. ამ პერიოდში, საპარლამენტო ღიაობის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რომელთა მონაწილე და მთავარი ინიციატორიც იყო სამოქალაქო საზოგადოება. „ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია მუშაობა სამი მოწვევის პარლამენტარებთან. ღია მმართველობაზე მუშაობის პროცესი იყო თანამშრომლობითი ფორმატის, მასში მონაწილეობდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ისე ოპოზიცია, მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები იყვნენ ყველა ფრაქციის წარმომადგენლები. საპარლამენტო ღიაობის პროცესში მიღწევებიც ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია. მაშინ, როდესაც სამოქალაქო ორგანიზაციები თანამშრომლობენ საპარლამენტო უმრავლესობასთან, მხარს უჭერენ და ფინანსურ დახმარებას უწევენ პარლამენტს რეფორმების განხორციელებაში, საპარლამენტო უმრავლესობამ ინიცირება გაუკეთა რუსეთში არსებული კანონის მსგავსი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონს, რომლის მიზანი იყო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების იძულება დარეგისტრირდნენ „უცხოეთის გავლენის აგენტების რეესტრში“, მათი სტიგმატიზება და საზოგადოებაში დისკრედიტირება, მათი კონტროლი, საბოლოო ჯამში კი მათი საქმიანობის შეზღუდვა და გაუქმება. აღნიშნული კანონპროექტის მიმართ გამოითქვა მკაცრი კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეს კანონი შეფასდა, როგორც შეუთავსებელი ევროპულ ფასეულობებთან და პრინციპებთან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო სექტორს და რაც მთავარია, ცხადად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, საპარლამენტო უმრავლესობამ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მაინც დაუჭირა მხარი. მართალია, კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე დღიანი სახალხო პროტესტის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია, მაგრამ მათ ნათლად დაადასტურეს რომ ისინი რჩებიან რუსული კანონპროექტის პრინციპების ერთგულნი და, სამომავლოდ უფრო აქტიურად გააგრძელებენ საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიას კანონპროექტის მხარდასაჭერად. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი ორგანიზაციები ვეღარ ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას და ვაჩერებთ წევრობას საკონსულტაციო ჯგუფში. საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) - საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)“, - ნათქვამია განცხადებაში.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო. „მინდა, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო. არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი. ჩემს ყველა გულშემატკივარს, ყველას, ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ყველას, ვისაც პატივს ვცემ, ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა აზრიც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მათ შორის, პარლამენტში მოსვლის დღიდან, მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ საქართველოს გამთლიანებისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა ევროპისკენაა. ამიტომაცაა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული“, - წერს დავით სონღულაშვილი Facebook-ის გვერდზე. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. მხარდამჭერთა შორის იყო დავით სონღულაშვილი. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.  

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ, პარტია „გირჩის“ აქცია, სახელწოდებით - „არა მონობას“ იმართება, სადაც „თავდაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ. ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღეს 5 საათზე აქციაა პარლამენტთან ისევაა დაგეგმილი „ჩვენ ვითხოვთ, რომ ჯარი იყოს ნებაყოფლობითი, რომ არავინ არ გაიწვიონ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. თუ მთავრობა ამბობს, რომ პატრიოტია, ფიქრობს მოსახლეობაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, ჯარზე, ერთ-ერთი რამ რაც მისი მოვალეობაა - შექმნას სათანადო პირობები ჯარში, გადაუხადოს ღირსეული ხელფასი [ჯარისკაცებს] და მაშინ ხალხი ნებაყოფლობით წავა ჯარში”, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.  

პარლამენტთან ევროკავშირის დროშა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აღმართეს

სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა აღმართეს.  პრორუსული ორიენტაციის „ალტ - ინფომ“ პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა მანამდე, „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.  

ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. კოვზანაძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს განსახილველად გადაეცა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკვე დაუდასტურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის თქმით, კოვზანაძემ მის კომიტეტს ოფიციალურად უკვე მიმართა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის წასვლას აპირებენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები - დავით სერგეენკო და ვლადიმერ ჩაჩიბაია. ვლადიმერ ჩაჩიბაია: ჩემი დაჟინებული თხოვნაა, რომ პარლამენტი დავტოვო საპარლამენტი უმრავლესობის წევრის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, „მისი სურვილია, პარლამენტის მანდატო დატოვოს, რადგან ფიქრობს, რომ საჯარო ან ნებისმიერ სამსახურში უფრო მეტად მოახდენს საკუთარი თავის რეალიზებას“.  

პარლამენტმა ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლედ ქეთევან თურაზაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ქეთევან თურაზაშვილი პარლამენტში საქმიანობას დღეიდან შეუდგა. თურაზაშვილმა ლევან იოსელიანი შეცვალა. პლენარულ სხდომაზე პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი 79- ხმით დაუჭირეს. ცნობისთვის, პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი 7 მარტს აირჩია.  

პარლამენტმა მთავრობის მიერ წარდგენილ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი პრინციპების დონეზე განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე განსახილველად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა, თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით შემუშავდა. მომხსენებელმა იმ ძირითად რეფორმებსა და სისტემის ახალ მიდგომებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი ახლებურად დაარეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კოდექსი ორიენტირებულია თავდაცვის მიზნებზე მორგებული სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესზე და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე. მნიშვნელოვანია, რომ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება ექვსიდან 11 თვემდე სხვადასხვა ქვედანაყოფებისთვის და უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის. გაწვევა სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით განხორციელდება. ცვლილებების პროექტი, რომელიც ფინური და ბალტიის ქვეყნების მოდელის საფუძველზე მომზადდა, სამხედრო სამსახურის გადავადების ერთჯერად შესაძლებლობას იძლევა და მასში ასევე მოცემულია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის პირობებიც. სიახლეს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობა. „კოდექსი სრულიად ახლებურად და თავდაცვის მიზნებზე მორგებულს ხდის სამხედრო რეფორმას, ასევე, აწესებს სამხედროებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს და ქმნის თავდაცვის ორგანიზების და ნატო-სთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ. პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა წარადგინა ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი – თავდაცვის კოდექსის პროექტი. მისი თქმით, თუ წარმოდგენილ პროექტს აიღებენ საფუძვლად, სისტემაში რეალურად მოხდება ცვლილებები. საბოლოოდ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, კენჭისყრის შედეგად, საკანონმდებლო პაკეტის განხილვას საფუძვლად დაედება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი პროექტი, რომელსაც 69 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.  

მამუკა მდინარაძე დეპუტატების დაპირისპირებაზე: რომ გითხრათ, სპორტზე კამათობდნენ და შეჰყვნენ ერთმანეთს, მოგატყუებთ, უსიამოვნო ინციდენტი იყო

რომ გითხრათ სპორტზე კამათობდნენ და შეჰყვნენ ერთმანეთს, მოგატყუებთ, უსიამოვნო ინციდენტი იყო , - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპონენტებს შეურაცხყოფის მიყენება გაუადვილდათ, რაც ქართველი ადამიანისთვის მძიმე ასატან-მოსათმენია. „რომ გითხრათ ახლა სპორტზე კამათობდნენ, შეჰყვნენ მერე ერთმანეთს და იჩხუბეს, მოგატყუებთ. უსიამოვნო ინციდენტი იყო, არ არის კარგი ამბავი. გაუადვილდათ ჩვენს ოპონენტებს რაღაცების ლაპარაკი. ისე მიაყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას [სხვას], რაც, განსაკუთრებით, ქართველი ადამიანისთვის, ქართველი კაცისთვის, არის ძალიან მძიმე ასატანი, მოსათმენი. შეიძლება მითხრათ, რომ არსებობს თმენის ვალდებულება, რა თქმა უნდა, დეპუტატს აქვს თმენის ვალდებულება, ერთმანეთის გამონათქვამების მიმართ, მაგრამ ეს თმენის ვალდებულება ცალმხრივი ხომ არ არის?! ისეთ სიბინძურეს კადრულობენ - ხოლმე, რაც შეიძლება, ჩვეულებრივ შემთხვევაში, აბსოლუტურად სხვა შედეგებით დასრულდეს. შეუძლებელია იმის მოთმენა, რასაც ეს ადამიანები რიგ შემთხვევებში კადრულობენ, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ ასეთი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა მდინარაძემ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერი დეპუტატები და „ხალხის ძალის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.  

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდნენ. მათ საკუთარი მოსაზრებები საბერძნეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, ნორვეგიის, შვედეთის, ნიდერლანდებისა და ფინეთის ელჩებს გააცნეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ნიკა გვარამიას პატიმრობას, გენდერული თანასწორობის საბჭოს როლს პარლამენტში და ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილ რეკომენდაციას, რომელიც, მისი თქმით, ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას და კორპორატივიზმის სერიოზულ გავლენას სასამართლოში. „ჩვენი ევროპული გზა – პირველ რიგში, ეს იყო მთავარი განსახილველი თემა და 12 სასიცოცხლო რეკომენდაციის შესრულება, რომელზეც პოლიტიკური ნების გამოხატვაც კი არ აქვს განზრახული „ქართულ ოცნებას“. ელჩებს ვუთხარით, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმებისა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და ეს დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფომ და დაამტკიცეს საქართველოს მოქალაქეებმა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, ანა ბუჩუკური და ქეთევან თურაზაშვილი.  

მოსალოდნელია, ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა - ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში, გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ შესაძლებელია, ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2021-2022 წლებში ეკონომიკის დონე სრულად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ტრენდს და მნიშვნელოვანი ზრდა 2023 წელსაც (იანვარში 8.4%-იანი ზრდა) გრძელდება. „რუსეთ-უკრაინის ომმა და მიწოდების არხების კიდევ ერთხელ შეფერხებამ, ინფლაციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისიდან ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო და 2023 წლის თებერვლის საერთო ფასების წლიური ზრდა 8.1% იყო. მიმდინარე წლის განმავლობაში, მოსალოდნელია ამ ტრენდის შენარჩუნება და სხვა თანაბარ პირობებში, წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ 3%-იან ნიშნულთან დაახლოება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.  

უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კოორდინაციაში, თანხვედრაში მოდის „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან - ღარიბაშვილი

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კოორდინაციაში, თანხვედრაში მოდის „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან, მათ ზრახვებთან, გეგმებსა და ქმედებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის წინაშე დღეს რეალური საფრთხე არის შეთქმულება და ეს არის ე.წ. უკრაინიზაციისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ქალბატონმა აქუბარდიამ სწორედ აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა, შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ. მეორე პოლიგონის გახსნის და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერ-ჯერობით არ არის არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ნატო-ს წევრი, ჩვენ არ გვაქვს არავითარი უსაფრთხოების გარანტიები და კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ. ასევე, მინდა, შეგახსენოთ სხვა ფაქტებიც, ძვირფასო დეპუტატებო, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კორელაციაში და კოორდინაციაში მოდის, თანხვედრაში მოდის, მე არ მოვერიდები ამის თქმას, „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან, მათ ზრახვებთან, მათ გეგმებთან, მათ ქმედებასთან. თეონა აქუბარდიამ შემახსენა და მომიწოდა, რომ მესაუბრა ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებზე. მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მიამიტი, რომ იმ საფრთხეებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ამ საფრთხეებზე თვალი დავხუჭოთ და არ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ამას, მე პირიქით, მინდა დღეს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო, ჩვენს დეპუტატებს და შემდეგ კითხვები დაგისვათ თქვენ, თუ თქვენ სად დგახართ აი ასეთ ვითარებაში, ამ გამოწვევებით აღსავსე დროს“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

პარლამენტმა ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა

ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ნინო იობაშვილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას და გიორგი ამილახვარს უფლებამოსილების ვადა შეუწყდა. როგორც ცნობილია, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლები იქნებიან და ეს თანამდებობა შეუთავსებელი იქნება სადეპუტატო უფლებამოსილებასთან. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება. შეგახსენებთ, ქართულ მედიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას 6-მდე დეპუტატი ტოვებდა. კომენტარი იმის შესახებ, რომ პარლამენტის დატოვება სურთ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დავით სერგეენკომ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ „განხილვები გრძელდებოდა“. ისინი სხვა ზოგიერთ კოლეგასთან ერთად, იმ დეპუტატებს შორის არიან, რომლებმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს ხმა არ მისცეს. ამასთან, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა, რომ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს. ასევე წაიკითხეთ: დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, პოზიცია არ შეუცვლია

31 მარტს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენს

31 მარტს, რიგგარეშე პლენარულ სხომაზე საქართველოს პრეზინდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ.  „რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს. შესაბამისად, 31 მარტს, 12:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ, ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ სიტყვით. რეგლამენტის მიხედვით, სხვა სახის გამოსვლები და კითხვები სხდომაზე არ იქნება.  

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას დიდი ფასი არ აქვს - კობახიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული უკვე არის, განსაკუთრებით 7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე მაშინ, როცა ინტერპელაციის საკითხი იქნა განხილული. ასევე ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს, იქნება ეს ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე, 12 პუნქტის გეგმის შესასრულებლად, ხალხის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში, რაც გულისხმობს, რომ ყველა საპარლამენტო განხილვაში, სხდომაში ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.  

საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში დღეს გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში დღეს გამოვა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა, 31 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება. პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ. ამის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება.  

რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას, სად ხართ, თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება - პრეზიდენტი პარლამენტში

„რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას, სად ხართ, თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისვალება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. „თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, დაამარცხა ავტორიტარიზმი და დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიულ სამყაროში. არჩევნებით, მშვიდობიანად, რევანშიზმის გარეშე გადაიბარა ხელისუფლება, შეუდგა სამართლიანობის აღდგენას და ყოფილ პრეზიდენტთან კოჰაბიტაციას (ქვეყნის სახის, დემოკრატიული სისტემის და რეპუტაციის დასაცავად), თავი მოუყარა თითქმის ყველა ოპოზიციურ ძალას და შექმნა მრავალპარტიული მმართველი კოალიცია, გაათავისუფლა ბიზნესი ტერორისა და წნეხისგან, დაუბრუნა მედიასივრცეს პლურალიზმი და სიტყვის სრული თავისუფლება. საგარეო მიმართულებით, გაამყარა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, დაამსხვრია სურათი და წაართვა წინა ხელისუფლებას ერთგვარი მონოპოლია პროდასავლურობაზე. 2012 წელს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პროევროპული, პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბრიუსელში განახორციელა. 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2016 წელს მიღწეულ იქნა ვიზალიბერალიზაცია. 2018 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი ევროპული მომავალი. ამავე წელს, ვფიქრობ, ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდაჭერაც ამ ევროპული გზის ნაწილი იყო. 2019 წელს ჩატარდა ბათუმის წარმატებული საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“. 2021 წელს კი, თქვენ იყავით ის ხელისუფლება, რომელიც ხალხს დაჰპირდა, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განცახადს გააკეთებდა. ამ ევროპულ გზას მმართველი პარტია ერთხმად „ჩვენ ცივილიზაციურ არჩევანს“ უწოდებდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა და ამ ფონზე დასვა შეკითხვა - „რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას, სად ხართ, თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისვალება“. „ამიტომ არ შემიძლია, ახლა არ გითხრათ, სად დგახართ და რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელნელა დაიწყო ფერისცვალება. სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები. დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები, (მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაქუმება, მოსამართლეების გამწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი) ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, სასამართლო რეფორმა ჩიხშია შესრული. „თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე, შეიძლება ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას.„ქართული ოცნებიდან“ ნელნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა, თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს. დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე, პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე, და რაც მთავარია, ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა ღია დისკუსიაზე. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს. 2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აქ იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ - პრეზიდენტი პარლამენტში

„რაც არ უდნა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომელებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. „თუ გადავხედავთ ევროპულ რეკომენდაციებს, აქ ჩვენთვის არაფერია უცხო, არ არის გაუცხოების საფრთხე, პირიქით, ჩვენი ტრადიციული ღირებულებების გამოძახილია.რამ გაყო დეპოლარიზაცია და ჩვენი საუკუნოვანი ტოლერანტობა, შემწყნარებლობა? რამ გაყო ევროპული მოთხოვნა სასამართლო რეფორმისა და ჩვენი ტრადიცია ქართული სამართლის ძეგლებზე დაყრდნობილი და ჩვენში გამჯდარი სამართლიანობის მოთხოვნა?რამ გაყო გენედრული თანასწორობა და ჩვენი ისტორიულად დაცული ქალის სამართლებრივი უფლებები (ბევრ სხვა ქვეყანაზე ადრე) და ქალთა მიმართ პატივისცემა? რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ ეს მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირი საქართევლოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით და მშვიდობიან განვითარებას. ამდენად, რაც არ უდნა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომელებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს. რაც არ უნდა ეცადოთ, რომ დაამტკიცოთ თითქოსდა ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით, რადგან ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე. ერთი ვინმემ მითხრას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაყვანა ვისი დაფინანსებით ხორციელდება და ვისთან გვაკავშირებს თუ არა ევროპასთნ? ერთი ვინმემ მითხრას, ევროპული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ჩართვის გარეშე როგორ განვითარდებოდა იზოლაციაში მყოფი ჩვენი განათლების სისტემა? დაბოლოს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებამ შემოიტანა ისეთი მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორიცაა, შრომის უსაფრთხოება, შრომის კოდექსის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, უსაფრთხოების ნორმები, გარემოს დაცვის სტანდარტები და ა.შ. საქართველოს ეროვნული ინტერესის დაცვა იზოლაციაში ყოფნით შეუძლებელია და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ გააჩნია! თუ აქამდე ვისაუბრე თქვენ მიერ ბოლო პერიოდში არჩეულ ბუნდოვან და ჩემთვის, ალხისთვის გაუგებარ გზაზე, იმდენი მესმის, რომ თქვენთვისაც, როგორც ამას ხშირად აღნიშნავთ, გაუგებარია ჩემი საუბარი და მიზანი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.  

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გაოსვლა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო. მან მმართველ გუნდს შეახსენა, რომ კონსტიტუციაში მათ მიერვე ჩაწერილი მუხლი 78: “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. Europetime ქვესათაურებით გთავაზობთ პრეზიდენტის გამოსვლას. ციტატა: „ჩვენს მეგობარ უკრაიანას, დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან ერთიწლისთავი და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას. 31 მარტი ჩვენთვის ისტორიულად უაღესად მნიშვნელოვანი თარიღია, როცა ქართველმა ერმა რეფერენდუმით საკუთრი მომავალი გადაწყვიტა. „აღსრულდა ნება ქართველი ერისა“ - ამ სიტყვებით 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მან შეძლო ამ მიზნის ირგვლივ ერის გაერთიანება და ქვეყნის საკუთარ გზაზე მტკიცედ დაყენება. თქვენ წინაშე გამოსვლისთვის, სწორედ, ეს მეტად სიმბოლური დღე ავარჩიე, რამეთუ საქართველო დღესაც, გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. ისევე, როგორც მაშინ, ეროვნული ინტერესი, ხელისუფლებისგან მოითხოვდა გამბედავი ნაბიჯის გადადგმას, ახლაც ეროვნული ინტერესი, მისგან მოითხოვს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას. 31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს“. დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია - ეს ევროპული მომავალია! ხელისუფლებამ კი დღესაც, უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება! სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ, და ამიტომ მინდა შეგახსენოთ კონსტიტუციაში თქვენს მიერვე ჩაწერილ მუხლი 78: “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ამავე გამოსვლიდან: რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას, სად ხართ, თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება - პრეზიდენტი პარლამენტში ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ - პრეზიდენტი პარლამენტში ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება - პრეზიდენტი პარლამენტში ბელორუსის პრეზიდენტი არ გაგვიფრთხილდა, არ გაუფრთხილდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაარღვია ოკუპაციის კანონი და უღალატა არაღიარების პრინციპს - ახია ჩვენზე! უკრაინასთან მიმართებით კი, ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა. დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაეროში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით, თუ ვემიჯნებით. 25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას, ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთშორისოს - მეტს არვიან არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას. იმ დროს, როცა მთელმა ევროპამ საჭიროდ მიიჩნია, გამიჯვნოდა ჩვენ გავუფრთხილდით მათ და არ შევუერთდით ევროკავშირს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ამ დროს ბელორუსის პრეზიდენტი არ გაგვიფრთხილდა, არ გაუფრთხილდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაარღვია ოკუპაციის კანონი და უღალატა არაღიარების პრინციპს - ახია ჩვენზე!ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება, რომ გასაგებიც იყოს, მაგრამ გასაგები არაა იმავე ზრდილობით და მოწიწებით რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს. შედეგად დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც ტრადიციულად, ჩვენი მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ. ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს 9 წლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს. ამ ყველაფრის შედეგად კი 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ჩემი და იმდროინდელი მმართველი ჯგუფის გზები სწორედ მაშინ გაიყო, როცა ძალაუფლების შენარჩუნებას დაუმორჩილეს მთავარი გამოცხადებული მიზანი - ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული მომავალი. მე კი არ შევცვლილვარ, ისინი შეიცვალნენ! მიზანი, რომელიც გვაერთიანებს დღეს მე და ხალხს იყო მაშინაც ჩემთვის გადამწყვეტი, როცა წარვდექი თქვენს წინაშე საპრეზიდენტო არჩევნებზე. და მეტიც, ეს ჩემი ცხოვრების უცვლელი მიზანი იყო - საქართველოს გაყვანა იმ სამყაროში, სადაც მისი იდენტობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მომავალი ხელშეუხელებელი იქნება. ანუ, საბჭოთა და რუსული წნეხიდან გათავისუფლების დასრულება და საქართველოს საუკუნოვანი ევროპული მისწრაფების აღსრულება! ემიგრაციაში, სადაც გავიზარდე, ეს მიზანი იყო ერთადერთი მამოძრავებელი. საბჭოთა ოკუპაციის 70 წლის მანძილზე პოლიტიკური ემიგრაციის ბრძოლა ამ ერთ მიზანს ემსახურებოდა. მას არ ჰქონდა ბერკეტი, რათა დაემარცხებინა საბჭოთა ძალა, მაგრამ ჰქონდა სხვა ძალა - რწმენა თავისუფალი მომავლისა! ბრძოლა ქართული ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის, დამოუკიდებელი საქართველოს იდეის გადარჩენისათვის და მისი ადგილის თავისუფალ და დემოკრატიულ სამყაროს ერთეულად დამტკიცებისთვის. ვინც მაშინ ფიქრობდა, რომ ეს იმედი და რწმენა რეალობას აცდენილი იყო, თვითონვე აღმოჩნდა ისტორიის მიღმა. იგივე ელის მათ, ვინც დღესაც ვერ ხვდება, რომ მსოფლიო იცვლება და ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ იმარჯვებს. როგორც გუშინ საბჭოთა კავშირს, რუსეთსაც ელის ახალ რეალობას გაუსწოროს თვალი. იგივე მიზანი მამოძრავებდა, როცა ვარდების რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დავთანხმდი. დღესაც არ ვნანობ და კიდევაც ვამაყობ მიღწეული შედეგით - რუსეთის ბაზების გაყვანა ქვეყნიდან (ანუ ერთადერთი ორმხრივი შეთანხმება, ორნახევარი საუკუნის მანძილზე, რომელიც რუსეთმა არ დაარღვია) და ჩვენი დიპლომატიის ახალ საწყისებზე დაყენება, ზუსტადაც ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ორივე ემსახურებოდა მთავარ მიზანს - სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გამყარებას. ჩემი და იმდროინდელი მმართველი ჯგუფის გზები სწორედ მაშინ გაიყო, როცა ძალაუფლების შენარჩუნებას დაუმორჩილეს მთავარი გამოცხადებული მიზანი - ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული მომავალი. მე კი არ შევცვლილვარ, ისინი შეიცვალნენ! იგივე მიზანი მამოძრავებდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, რწმენა, რომ ახალი ხელისუფლება გაგვიყვანდა სამშვიდობოზე და განახორციელებდა ჩვენს ევროპულ ოცნებას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ახლაც იგივეს ვიტყვი: მე არ შევცვლილვარ და მინდა მჯეროდეს, რომ თქვენც არ შეცვლილხართ! ერთ რამეში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხის ნება უცვლელია! ახლა კი, არ შემიძლია არ გკითხოთ რატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული მოთხოვნა? ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა საკუთრი ნება და არჩევანი (31 მარტი, 9 აპრილი, 14 აპრილი, 26 მაისი) და დღესაც გასაგებად გეუბნებათ რა მომავალი უნდა და სად არ უნდა.ქართველი ხალხი თქვენს გასაგონად სამჯერ გამოვიდა - არა პოლიტიკური პარტიების დაძახებით, არა უცხოელების კარნახით, არა დაკვეთით, არა ფულით, არა გადატრიალებისთვის, არა შეთქმულებისათვის, არამედ თავისი ევროპული მომავლისთვის. 2020 წლის 20 ივნისს გითხრათ, რომ რუსეთი არ უნდა, არცერთი ფორმით და არცერთი წამით. 2022 წლის 4 მარტს გითხრათ, რომ მეგობარ ქვეყნას, უკრაინას უცხადებს სოლიდარობას და ჩვენი ორი ქვეყნის ერთობლივ ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს.  2023 წლის 7-8 მარტს, გითხრათ, როგორი მომავალი სურს, და რომ არასდროს შეეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას. ქართველი ხალხის გამოძახილი უაღრესად მკაფიო და ნათელია - ეს მსოფლიომ ძალიან კარგად გაიგო და დაინახა. ხელისფლებამ კი ვერ გაიგეთ, რომ ხალხის წინაშე თქვენ ხართ ვალდებულნი და თქვენ გაქვთ მანდატი, თქვენ ჩაგაბარათ ქართველმა ხალხმა მისი ნების აღსრულება. რაც არ უნდა სიმართლე იყოს ის, რომ ოპოზიციას თავისი ბრალეულობები აქვს ხან გაუთავებელი ბოიკოტების გამოცხადებით და საქმის გაფუჭებით, ხან ბრიუსელსა და ამერიკაში ქვეყნისთვის დამაზიანებელი გზავნილების ჩატანით და პოზიციონირებით, პასუხისმგებლობის ლომის წილი მაინც ხელისუფლებაზე მოდის. ამიტომ რაც არ უნდა ეცადოთ, რომ შედეგის მიუღწევლობა სხვას გადააბრალოთ სხვადასხვა მეთოდებით - მოდელირებული სცენარებით, კონსპირაციებით, შეთქმულების თეორიებით და ხალხის შეურაცხყოფით ეს არ შეცვლის ხალხის თვალში თქვენს პასუხისმგებლობას და მისი ნების არშესრულებას. რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხალხი დაარწმუნოთ იმაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ღირებულებებს, ან კიდევ მშვიდობას, შედეგს ვერ მიაღწევთ. ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია რაც იცის რა არის ევროპა, თუ რატომ უნდა ევროპა და, რომ ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან. ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით ახლა უნდა გიპასუხოთ იმაზე, თუ რა გააკეთა პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული მიზნისთვის და ხალხის ნების აღსასრულებლად. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად: 1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. 2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. და რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს, და მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით. კიდევ უნდა გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღება ჩვენი ემიგრანტებისთვის, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის როგორც ამბობენ საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო და ამდენად, ახალა გადავალ რეალურ საქმეზე. ჩვენი მოქალქეების უფლებების დაცვა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ წარმოადგენდა ჩემს მოტივაციას ორმაგი მოქალაქეობის საკითხის ინიცირებისას და ეს მიზანი მიღწეული იქნა ჩემი დეპუტატობის დროს. ეროვნული ინტერესი მოითხოვს, რომ ჩვენ არ დავკარგოთ არცერთი ქართველი, რომელიც მონაწილეობდა თუნდაც 1991 წლის რეფერენდუმში და არ დავკარგოთ მათი შთამომავლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უნდა გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღება ჩვენი ემიგრანტებისთვის, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და დღეს უკვე რუსეთიდან დაბრუნებულებისათვის, ეს მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფრენების აღდგენა. თუმცა, სამწუხაროდ ჩემი უწყვეტი მცდელობების მიუხედავად ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა და მოითხოვს მიდგომის შეცვლას, ეროვნული ინტერესის გააზრებას, მითუმეტეს დღევანდელ დემოგრაფიულ პირობებში. აქვე, მინდა, გამოვიყენო ეს ტრიბუნა და კატეგორიულად გამოვაცხადო, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება შეცვალოს მოქალაქეობის კომისიის მიერ უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, ამიტომ ხალხი არ უნდა იყოს შეცდომაში შეყვანილი, თითქოსდა პრეზიდენტს შეუძლია შეცვალოს კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება.ჩვენი ხალხის ნების და მისწრაფების დაცვა ჩემი საქმიანობის მამოძრავებელი ძალაა, რაც გამყარებულია კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩემი პრეზიდენტობის დღიდან, ვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას: ეს არის პირადი კონტაქტები, კავშირები, ოფიციალური ვიზიტები, საერთაშრისო ტრიბუნები და საერთაშორისო მედია, იმისთვის, რომ დავიცვა და გავამყარო ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და მიღწევები. უფრო დეტალურად, 2021 წლის მარტს საქართველოში, ჩემი ძალსიხმევით განხორციელდა შარლ მიშელის ვიზიტი და მისი ანუ, ევროკავშირის, ისტორიული ჩართულობა ქვეყანაში არსებული კრიზისის გადსაჭრელად. შედეგი, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში მიღწეული იქნა, სადაც მსოფლიომ ნახა, დემოკრატიული, ერთად მდგარი ქვეყნის სურათი - ოპოზიცია, უმრავლესობა, პრეზიდენტი და ევროკავშირი. დღეს სად ვართ, ამას აღარ დავუბრუნდები. 2021 წლის 23 ივნისს, ჩემი ძალისხმევით ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში, უკრაინაში, 15 წლის შემდეგ ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი, დიპლომატიური ურთიერთობები უბრუნდება ნორმალურ რეჟიმს და მიუხედავად ზოგი ქართველი უკრაინელის მცდელობისა წარუმატებელი ყოფილიყო ან საერთოდ არ შემდგარიყო ვიზიტი, შესაძლებელი გახდა მუშაობა დამეწყო პეტრას სამიტზე. 2021 წლის 19 ივლისს, საქართველოში ჩემი ძალისხმევით, განხორციელდა ისტორიული უმაღლესი დონის პეტრას სამიტი - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ევროკავშირი. სადაც მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო ევროპულ გზაზე არის ლიდერი, ინიციატორი და მოწინავე. სამიტის ბოლოს საამაყო, საზეიმო იყო ჩვენი ერთობა: პრეზიდენტი, პრემიერი და ჩვენი მეგობრები ერთად და იმედიანად ვუყურებდით ჩვენს ევროპულ მომავალს. დღეს სად ვართ ამას აღარ დავუბრუნდები. ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და ევროპის გზის დაცვის სხვადასხვა ეტაპზე გადავდგი შემდეგი ნაბიჯები: გამოვიყენე ჩემი დისკრეციული უფლება, (ყველამ იცის, რომ ეს იყო ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება), თუმცა, ამ შეწყალებამ არც პოლიტიკურ შედეგზე და არც დეპოლარიზაციზე არ იქონია სასურველი გავლენა. გამოვიყენე ასევე, ჩემი კონსტიტუციური ბერკეტი და კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენი ევროპული ინტერგრაციის პროცესს დავადე ვეტო და მომავალშიც ასე მოვიქცევი, როცა ევროპულ გზას დაემუქრება საფრთხე. გამოვედი ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავდა პოლარიზაციის შემცირებას და საზოგადოებრივი შეთანხმების მიღწევას ქვეყნის მთავარი ეროვნული ინტერესების ირგვლივ. ამ პროცესმა სათავეში მიიღო ხალხის მხარდაჭერა, თუმცა უკრაინიაში ომის დაწყების შემდეგ პროცესი, თავისი პირველადი ფორმით ვერ გაგრძელდა. დღეს კი, უკვე ნათელია, რომ საზოგადოება სრულად თვითონ დეპოლარიზებულია და შეჯერებულია ქვეყნისთვის ორ მნიშვნელოვან საკითხზე: ევროინტეგრაცია და სოლიდარობა უკრაინისადმი. ამ მიღწევას მე ვერ დავიბრალებ, მაგრამ ჩემს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და სწორედ ამ მიზნით მივმართე რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს 2022 წლის 4 მარტს და ახლახან, ნიუ-იორკიდან 8 მარტს. იმის მიუხედავად, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღების შემდეგ ჩვენი რეპუტაცია დაზიანებულია, ჩემს მოვალეობად მივიჩნიე, რომ კიდევ ერთხელ განმეახლებინა ჩემი საერთაშორისო აქტივობა, როგორც ოფიციალურ დონეზე, ასევე საერთაშორისო მედიაში, რათა მომეხდინა ქვეყნის ევროპული ინტერესის დაცვა და პოზიციონირება იმ თემაზე, რომ ჩვენ მეორე უარს არც ვიმსახურებთ და არც უნდა მივიღოთ. აქვე მივესალმები შარლ მიშელის ბოლო განცხადებას, რომელიც გვიხსნის შესაძლებლობის ახალ ფანჯარას. სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლის ბოლოს განაცხადა, რომ ევროპარლამენტში სიტვით გამოვა დაბოლოს, ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ. პრეზიდენტის როლი ქვეყნის წინაშე ამით არ მთავრდება. დღეს ვართ კრიზისის წინაშე და ამ დროს ლოგიკურია, რომ როცა ხალხს და ხელსიუფლებას ერთმანეთთან ლაპარაკი უჭირს, სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტია ის საკონსტიტუციო ორგანო, რომელიც არის დამაბალანსებელი და გამაერთიანებელი. ასეთი მაგალითები სულ ახლახან გვაჩვენა ისრაელის პრეზიდნეტმა ისააკ ჰერცოგმა და ადრე, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ. ამდენად, ასეთ ვითარებაში, სრულად მაქვს გააზრებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალა, ზუსტად ვიცი, რომ ახლა დაყოფის და დაპირისპირების დრო არაა. ვაპირებ, რომ სრულად გამოვიყენო ჩემი ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული და აღსრულდეს ხალხის ნება. ეს მოითხოვს ქვეყნის სრულ კონსოლიდაციას და გაერთიანებას. დღეს ყველანი არჩევანის წინაშე ვართ, ხელისფულებას, რომელსაც კვლავ აქვს შანსი დაუბრუნდეს თავის მანდანტს, საზოგადოებას, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა, რომლის გარეშეც ჩვენ ვკარგავთ ყველანაირ შანსს. თავის მოტყუება აღარ შეიძლება! ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალური შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს. მეორე მხრივ, მარტო აქციებით სამოქალო სექტორი, თუ პოლიტიკური პარტიები შედეგს ვერ მიაღწევს. რეალური საქმის შესრულების გარეშე და მისი სწორი ფორმით წარდგინების და დანიშნულების ადგილზე მიტანის გარეშე, ჩვენ ხალხის ნებას ვერ აღვასრულებთ. ვინაიდან აქამდე ვერ მოხერხდა, რომ საქართველოს ევროპული პოზიციები და იმიჯი დაცული და გამყარებული ყოფილიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში და ხელი შევუწყო ერთიან და კონსოლიდირებულ მუშაობას და ისეთი რეალური შედეგი დავდოთ ყველამ ერთად, რომელიც მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ იმიტომ, რომ ვარ ყველას პრეზიდნეტი და არ წარმოვადგენ არცერთ და არც მეორე მხარეს, თუ არა ქართველი ხალხის.ჩვენ არ უნდა გავუშვათ ჩვენი შანსი და ვინც ამას შეძლებს, ის ასევე შელებს, რომ თქვას: „ამ დღეს აღსრულდა ნება ქართველი ერისა“. გილოცავთ დღვანდელ დღეს და ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას და ვუსრვებ სხვა მრავალ გამარჯვებას!

მმართველი გუნდის შეფასებით, პრეზიდენტს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს

„ყველა თქვენი წინადადებით და ნარატივით გააძლიერეთ „ნაცმოძრაობის“ ცრუ კამპანიაც და მათი მიზნებიც ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, უკაცრავად, მაგრამ ობიექტური არ ხართ! - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი წლიური მოხსენებით წარდგა. საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან მთავრობა მწვავედ გააკრიტიკ ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით ხელისუფლება უპირისპირდება საგარეო მიზანს - ზურაბიშვილი „თქვენი პოზიცია ირიბად ან პირდაპირ ხომ არ ემთხვევა ამ მიზნებს? როდესაც ევროკავშირმა თავად, კრიტერიუმების დონზე აღიარა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. დღეს თქვენ ბრძანეთ, რომ არ იმსახურებდა. ევროპამ თავად აღიარა, საქართველოში ყველა ობიექტური ადამიანი ფიქრობს, რომ იმსახურებდა, თქვენ კი ამბობთ, რომ არ იმსახურებდა და ჩვენ დაგვაბრალეთ. შესრულებულ, თითქმის ბოლოში გასულ რეკომენდაციებს ფორმალურად შესრულებული დაარქვით. რატომ ემთხვევა სამივე მიზანი რადიკალური ოპოზიციის მიზნებს? იქნებ აგვიხსნათ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ვინც თქვენ ხმა მოგცათ, იმის პოზიციებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება თქვენი დღევანდელი პოზიცია და ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც თქვენ მოღალატეს და აგენტს გეძახდათ რამდენიმე წლის წინ. საზოგადოების დაკვეთა იყო - არა ბოროტებას, არა ძალადობას, არა „ნაცმოძრაობას“. დღეს თქვენ ყველა თქვენი წინადადებით და ნარატივით გააძლიერეთ „ნაცმოძრაობის“ ცრუ კამპანიაც, მათი მიზნებიც ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. აქედან გამომდინარე ისმება ლოგიკური კითხვა -რატომ ხდება ისე, რომ მათი პოზიცია, ვინც მხარი დაგიჭირათ, აბსოლუტურად იგნორირებულია და ვინც აგენტს გეძახდათ, მათ ნარატივს ამყარებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. „ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იცვალა მან ფერი, თუმცა მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს, მათ შორის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს. წითელ ხაზებზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარია საქართველოს კეთილდღეობა. დამოუკიდებლობის დაცვა, სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვა, ამაში იგულისხმება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არის ასახული საქართველოს კონსტიტუციაში. ამაზე მათ შორის იგულისხმება ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ეს ყველაფერი ასახულია ჩვენს პროგრამაში, საქართველოს კონსტიტუციაში და მივყვებით ამ ყველაფერს განსხვავებით იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომელიც ჩვენ გვიპირისპირდებიან. ყველაფერი ნათელია როდესაც ვხედავთ ვის მოსწონს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, მოსწონს სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, ლევან ბეჟაშვილს და ა.შ. იმსჯელოს საზოგადოებამ სად ვდგავართ ჩვენ და სად სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის ფერისცვალება 2021 წელს დაიწყო.  

ქალი დეპუტატები პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს, სალომე სამადაშვილს, ანა ნაცვლიშვილს და ხათუნა სამნიძეს ცალ-ცალკე შეხვდა. ამ ინფორმაციას „ტვპირველი“ ავრცელებს. ტელეკომპანიასთან ეს ინფორმაცია რესპოდენტებმაც დაადასტურეს. „შეხვედრა ნამდვილად გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სადაც ჩვენი საუბარი შეეხებოდა იმ ნაბიჯებს, რაც შეიძლება, რომ დღეს საზოგადოებამ გადადგას ევროპული მომავლის გადასარჩენად იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის ძალიან აშკარა პოზიცია, რაც საჯაროდ დაფიქსირდა, რომ დღეს საფრთხეს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის ხელისუფლება, რომელიც უგულვებელყოფს ევროკავშირის მოთხოვნებს. ამიტომ, ცხდია ჩვენი მხრიდან დავადასტურეთ მზადყოფნა, რომ მივიღოთ მონაწილეობა. მე მქონდა ეს შეხვედრა. დანარჩენს ალბათ, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაგაყენებთ საქმის კურსში“, - ამბობს „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი. „სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე - იქნება ეს კანონმდებლობა, თუ საზოგადოებრივი პროცესები, მე მაქვს პერიოდულად პრეზიდენტთან მის ადმინისტრაციასთან. მაქვს საქმიანი კომუნიკაცია, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე, თავად პრეზიდენტთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, როდესაც ან მე ვთვლი ან პრეზიდენტი თვილის, რომ საინტერესო იქნებოდა ასეთი შეხვედრა“, - განაცხადა ამავე პოლიტიკური გაერთიანების წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა. კომენტარი გააკეთა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემაც. „პრეზიდენტი აქ იყო შეხვედრაზე და მეც შევხვდი მას, მაგრამ რა თემაზე და როგორ, მე მგონია, რომ პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს თავად. ქალები სერიოზულ მოძრაობას ვეწევით პარლამენტში და დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებითაც ქალები ვიაქტიურებთ მომავალშიც, აუცილებლად“.  

გსურთ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, აადუღოთ სიტუაცია - მდინარაძე ოპოზიციას

გსურთ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, აადუღოთ სიტუაცია - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას. მისი თქმით, კამპანია, რომელსაც მავნებლობის გარდა არაფერი შეიძლება დაერქვას, გრძელდება. „ამ კამპანიის შესრულების და აღსრულების პროცესს ვუყურებთ ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. გუშინ ვთქვი და დღეს უკვე ასეთ მოკლე დროში დადასტურდა, რომ ეს ხალხი პირდაპირ მიყვება გეგმას, რომლის პირველი პუნქტიც არის მოლოდინის აწევა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის და ერთადერთი „ქართული ოცნების“ ნება და რეკომენდაციების შესრულებაა გადასაწყვეტი და დანარჩენი უკვე გამზადებულია ყველაფერი და კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მოგვცემენ და რომ არა „ქართული ოცნება“ ეს უკვე დამთავრებული ამბავი იქნებოდა. არადა ყველამ ვნახეთ, რომ უსამართლობა იყო ის საფუძველი, რის გამოც კანდიდატის სტატუსი უკვე წარსულში დღევანდელი გადასახედიდან, ვერ მიიღო არა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ, ჩვენმა ქვეყანამ და ეს თავად ევროკავშირმა კრიტერიუმების გამოქვეყნებით აღიარა“, - აღნიშნა მდინარაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბარი სპეკულაციებია - თალაკვაძე

სახალხო დამცველის ფარგლებში შექმნილი კონსილიუმი მოქმედებს საჯარო მანდატით. მათ ღიად აქვთ გაცხადებული, რომ მათი საქმიანობის მიზანია პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგი და მისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი წონის მეტი კლების შედეგად საწოლზე მიჯაჭვული გახდება - სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა „გვაინტერესებს, თუნდაც ბოლო ვიზიტის შემდეგ კონსილიუმმა რა დანიშნულება მისცა პაციენტს და ის ასრულებს თუ არა დანიშნულებას? შეიძლება, გვიპასუხონ, რომ დაცულია პაციენტის ჯანმრთელობის ინფორმაცია და მიხეილ სააკაშვილის ოჯახსა და მის გარემოცვას მოვუწოდებთ, ამ კითხვებს მაინც უპასუხოს კონსილიუმმა. სხვა მხრივ, როცა სააკაშვილი კვებაზე თავად უარს ამბობს, მის ჯანმრთელობაზე საუბარი სპეკულაციებია. ხელისუფლებას პაციენტი საუკეთესო კლინიკაში ჰყავს განთავსებული და პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, სრულყოფილად არ იკვებება“, – განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

პარლამენტმა "თავდაცვის კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა "თავდაცვის კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ინიციატივას პარლამენტის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2-მა მათგანმა კი პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს "თავდაცვის კოდექსში" შემავალ ყველა ცვლილებას. ახალი დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ყველა მიმართულებას ეხება.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კოდექსით ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში; ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა, გაწვევის ორგანიზებას და ნატო-ს სტანდარტებით წვრთნას განახორციელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო; ყველა წვევამდელი გაივლის ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) და შემდგომ წვრთნებს; არსებული 12-თვიანი სავალდებულო სამსახურის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. ახალი კოდექსით, სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ: თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო ოთხი წელი; ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერმიღების შემთხვევაში კი – სერჟანტის წოდება; ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს. ახალი კოდექსით იცვლება გადავადების პირობები: აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით. ახალი კოდექსით უმჯობესდება სამხედროების სოციალური გარანტიები მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით: თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება, სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა; სამხედროები უზრუნველყოფილი არიან უმაღლესი ხარისხის სამხედრო აღჭურვილობით, საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამედიცინო დაზღვევით და გაუმჯობესებული სოციალური პირობებით.    

„სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა და პირველი მოსმენით, 79 ხმით მიიღო. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტი დეპუტატებს პირველი მოსმენით კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა გააცნო. მისი თქმით, სპორტის შესახებ მოქმედი კანონი პარლამენტმა 1996 წელს მიიღო, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო კი 1999 წელს დაარსდა, შესაბამისად, მოქმედ კანონში ასახული არ არის ის ნორმები და მიდგომები, რასაც ანტიდოპინგური კოდექსი ითვალისწინებს. ამასთანავე, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ დოპინგის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები ეროვნულ კანონმდებლობებში აისახოს. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, საკითხის მნიშვნელობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე, „სპორტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებით, ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა და დოპინგკონტროლის სპორტის შესაბამის სახეობაში დაშვება დამოკიდებული აღარ იქნება სპორტული ორგანიზაციის თანხმობაზე, არამედ ყველა სპორტული ორგანიზაცია დოპინგსაწინააღმდეგო რეგულირების სფეროში ავტომატურად მოექცევა. ცვლილებებით, სპორტულ ორგანიზაციებს განესაზღვრებათ ვალდებულება, რომ, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გარდა, უზრუნველყონ ანტიდოპინგური წესების დარღვევის შედეგად კანონმდებლობითა და კომპეტენტური ორგანოების, ორგანიზაციების მიერ განსაზღვრული შედეგების განხორციელება, მათ შორის შეუწყვიტონ სპორტსმენს ან სხვა პირს ყველა სახის დაფინანსება სანქცირების პერიოდში. ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დოპინგკონტროლის ფუნქციების განხორციელების უფლება მიენიჭებათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც საერთაშორისო ან ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ გაცემული ან აღიარებული შესაბამისი სერტიფიკატი აქვთ.  

პარლამენტმა „სპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 83 ხმით დაამტკიცა

პარლამენტმა დღეს „სპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 83 ხმით დაამტკიცა. ცვლილებები მიზნად ისახავს ქართულ კანონმდებლობაში ანტიდოპინგური რეგულაციების ასახვას. კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილებოდა.  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტი დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა გააცნო. „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებით, ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა და დოპინგკონტროლის სპორტის შესაბამის სახეობაში დაშვება დამოკიდებული აღარ იქნება სპორტული ორგანიზაციის თანხმობაზე, არამედ ყველა სპორტული ორგანიზაცია დოპინგსაწინააღმდეგო რეგულირების სფეროში ავტომატურად მოექცევა. ცვლილებებით, სპორტულ ორგანიზაციებს განესაზღვრებათ ვალდებულება, რომ, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გარდა, უზრუნველყონ ანტიდოპინგური წესების დარღვევის შედეგად კანონმდებლობითა და კომპეტენტური ორგანოების, ორგანიზაციების მიერ განსაზღვრული შედეგების განხორციელება, მათ შორის შეუწყვიტონ სპორტსმენს ან სხვა პირს ყველა სახის დაფინანსება სანქცირების პერიოდში.  

პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი, არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები - პაპუაშვილი

ცოტა შრომა გასწიეთ, წესები წაიკითხოთ და დასკვნები გამოიტანეთ, იმისთვის, რომ პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი და არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები და ა.შ. რაც სამწუხაროდ, პარლამენტში იყო პრაქტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის დროებით შეჩერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.   „პარლამენტის აპარატი ეყრდნობა ღია წყაროებში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის თავად ამ შემთხვევაში „ტვ პირველის“ მიერ ეთერში გაშვებულ მასალას. მეხუთეჯერ გაიმეორეთ ტყუილი, თითქოს, რაიმე კავშირშია შინაარსი. შინაარსი საერთოდ არაფერ შუაშია. კითხვა სულ რომ სპორტზე იყოს, ეს არაფერ შუაშია. მთავარია, რომ არ შეიძლება, დეპუტატის დევნა. წესები ყველა ჟურნალისტს აგიხსენით. საჯაროა, გამოყავით ორი წუთი და ეს წესები წაიკითხეთ. ცოტა შრომა გასწიეთ, წესები წაიკითხოთ და დასკვნები გამოიტანეთ, იმისთვის, რომ პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი და არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები და ა.შ. რაც სამწუხაროდ, პარლამენტში იყო პრაქტიკა. ზოგიერთი ჟურნალისტი იყო ეთიკური ჟურნალისტიკის მიღმა. ამიტომ შემუშავდა ბრძანება. სწორია ეს პრინციპები. რა თქმა უნდა, ამას არ გადავხედავ. გირჩევთ, წესები წაიკითხეთ. სამი ძირითადი საკითხია. წინასწარი თანხმობის გარეშე, აპარატის თანამშრომელს ან დეპუტატს არ უნდა შეუვარდეთ ჩართული კამერით. პარლამენტი არ არის საჯარო სივრცე, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებს, აპარატის თანმშრომლებსა და დეპუტატებს ჰქონდეთ სამუშაო გარემო. ამიტომ, როდესაც რესპონდენტს არ აქვს სურვილი, რომ ინტერვიუ მოგცეთ, პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება - პაპუაშვილი

ოპოზიციამ რეგლამენტისგან შორს ყოფნით და არცოდნით, ერთი მხრივ, თავი ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში, მეორე მხრივ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი, რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების მივლინების გამო პლენარული სხდომის გადადებაზე საუბრისას განაცხადა. „როგორც იცით, 2 დღის წინ, პარლამენტის 46-მა დეპუტატმა პრეზიდენტს მიმართა რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თავადვე აერიათ თვლაში და მიმართეს პრეზიდენტს, აღარ ჩაენიშნათ. თავად ოპოზიცია, რომ არასერიოზულად იქცევა, ამას შეჩვეული ვარ, მერამდენედ ვუთითებ, რომ რეგლამენტს გაეცნონ, ნაცვლად იმ ისტერიისა, რასაც აწყობენ, საკუთარი ცოდნის გაღრმავებისთვის დახარჯონ რამდენიმე წუთი. ოპოზიციამ საკუთარი რეგლამენტისგან შორს ყოფნით და არცოდნით, ერთი მხრივ, თავის თავი ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში, მეორე მხრივ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი. რეალურად, სხდომა უნდა ჩატარდეს 48 საათის განმავლობაში, თუმცა, აქაც უმრავლესობამ, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ პარლამენტის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნითაც, მომმართა მე, რომ ისინი არ დაესწრებიან სხდომას, შესაბამისად, ეს გულისხმობს, რომ კვორუმი არ იქნება. აქედან გამომდინარე, აზრს კარგავს რეგისტრაციის ჩატარება და სხდომის ჩატარება. რიგგარეშე სხდომა არ გაიმართება“,- აღნიშნავს პაპუაშვილი. ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართეს.  

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს, პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის კორექტირებული ვარიანტის განხილვისას განაცხადა, ამ თვალსაზრისით ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გათვალისწინებულია და პროექტიდან ამკრძალავი ნორმები ამოღებულია. კანონპროექტში ერთადერთი აკრძალვა, რაც ოლიგარქად ცნობილი პირებისთვის იმოქმედებს, მათი პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა იქნება. „შესაბამისად, აღნიშნული საკითხი პროექტიდან საერთოდ ამოვიღეთ – ანუ თუ პირი ოლიგარქად იქნება ცნობილი, შესაბამისი დაფინანსების განხორციელება შეეძლება და ამ მიმართულებით შეზღუდვა არ იქნება“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.  

პარლამენტმა `დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიაში კიდევ ერთხელ გაგზავნა

საქართველოს პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიაში კიდევ ერთხელ გაგზავნა. დაჩქარებული მოსაზრების მისაღებად გაგზავნილ წერილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აწერს ხელს. „გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი მეორე მოსმენით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განიხილა. ასევე, გწერთ, რომ გთხოვოთ ვენეციის კომისიის დაჩქარებული მოსაზრება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თან ერთვის ამ წერილს. მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება, ასევე, გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება. აქედან გამომდინარე, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი თხოვნაა, შეიმუშავოთ დაჩქარებული მოსაზრება ზემოაღნიშნული კანონპროექტის თაობაზე“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის. 13 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო. მაანამდე დოკუმენტი ვენეციის კომისიამ შეაფასა და დასკვნა გამოაქვეყნა. კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციაზე: ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან 14 მარტს გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ორგანომ, ვენეციის კომისიამ, საქართველოს ხელისუფლებას სისტემური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა, რაც გამორიცხავს „დეოლიგარქიზაციის" მისაღწევად, კონკრეტული პირების სამიზნედ ქცევას. ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის პოზიციას იმეორებს, რომელიც მიიჩნევს, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან. დოკუმენტის მიხედვით, კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ ის ოპოზიციაზე გავრცელდება. შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 2022 წლის 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.

კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, კენჭისყრების გარეშე დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობამ რეგისტრაცია არ გაიარა, რაც მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად" შეაფასა. „საპარლამენტო უმრავლესობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობა ქართველი მოსამართლეების მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ რეგისტრაციის დაწყების წინ. დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად დაგეგმილი იყო სასამართლო სისტემაში კორუფციისა და სხვა დარღვევების შემსწავლელი საორგანიზაციო კომისიის შექმნა.  

კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ისევ ვერ შედგა

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, დღესაც კენჭისყრების გარეშე დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობამ რეგისტრაცია ქართველი მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად ისევ არ გაიარა. „კოლეგებო, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს. აქედან გამომდინარე, დღესაც არ გაივლის საპარლამენტო უმრავლესობა რეგისტრაციას", - აღნიშნა კობახიძემ. 18 აპრილს, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, კენჭისყრების გარეშე დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობამ რეგისტრაცია არც გუშინ გაიარა.  

ლევან იოსელიანი: მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში გარკვევა მნიშვნელოვანია

სახალხო დამცველის თქმით, ლევან იოსელიანის თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში გარკვევა მნიშვნელოვანია. "თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი და პარლამენტში ამ საკითხის გარკვევა, მეც მიმაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, ისმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ საგამოძიებო კომისიამ ის კითხვები, რაც არსებობს ქართულ საზოგადოებაში, რაც ამდენი ხანია დაგროვილი, დაისვას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ეს გამჭვირვალობა და ღიაობა ამ პროცესს მხოლოდ წაადგება და თუ რამე კითხვის ნიშნები არსებობს ერთი მხარის ან მეორე მხარის მიმართ, ამ კითხვებზე იქნება პასუხი გაცემული", - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, ოპოზიცია მოსამართლეთა კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.  

პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე არც დღეს შედგა

პარლამენტში, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე არც დღეს შედგა. საპარლამენტო უმრავლესობა „მოსამართლეებისადმი სოლიდარობის ნიშნად“ სხდომაზე უკვე მესამედ არ დარეგისტრირდა. ლევან იოსელიანი: მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში გარკვევა მნიშვნელოვანია საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში „რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა. ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში, აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ გააქტიურდა. შეცდომაა, აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი თითქმის 147%-ით გაიზარდა - შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი თითქმის 147%-ით გაიზარდა. "რეფორმის განხორციელების შედეგად, ფერმერებისთვის და აგრობიზნესში ჩართული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება მეტი მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება დივერსიფიცირებაზე, ინკლუზიურობასა და ეფექტიანობაზე. სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147%-იანი ზრდა. 2022 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 34 %-ით, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელს 10.5 %-ით აღემატება", - განაცხადა შამუგიამ.  

მაია მენაღარიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მაია მენაღარიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება. ამის თაობაზე ცნობილი ხდება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგიდან, რომელიც 8 მაისს არის ჩანიშნული. მენაღარიშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა დღის წესრიგში პირველ საკითხად არის შეტანილი.  

ცვლილებები, რომლებიც ახლა ხორციელდება, გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

ის ცვლილებები, რომლებიც ახლა ხორციელდება, გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, რეკომენდაციებისგან, -  ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ის ცვლილებები, რომელიც ახლა ხორციელდება მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ. ეს პირველი მცდელობა არ არის. საინტერესოა, ამ ცვლილების განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ცვლილება ემსახურება 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც პირიქით არის. ეს გვაშორებს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, იმ რეკომენდაციებისგან, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა. არ შეიძლება 1 ნაბიჯი გადადგა წინ და ორი ნაბიჯი უკან, ამით ვინმეს დაუახლოვდე, პირიქით, იქაც ვეღარ იქნები, სადაც იყავი, უკან იქნები. პრეზიდენტი, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, მოგახსენებთ თავის პოზიციას", - აღნიშნავს მსხილაძე. პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ოპოზიციის მტკიცებით, რუსეთის ნაბიჯებს უნდა ჰქონდეს გავლენა და გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც აბსურდის ტოლია - ბოჭორიშვილი

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, წარმოუდგენელია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის საქართველოს ხელისუფლებაზე დაკისრება. „წარმოუდგენელი რამაა საქართველოს ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს პუტინი და რუსეთის ხელისუფლება. საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში აქვს საკუთარი დღის წესრიგი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ეფუძნება იმ ორმხრივ შეთანხმებებს, რაც ჩვენ გვაკავშირებს ევროკავშირთან. ჩვენი ოპოზიცია ამბობს, რომ თურმე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტი სიტყვა აქვს რუსეთს, რასაც ვერ გავიზიარებ. მაშინ გამოდის, რომ აზრი არ ჰქონია არაფერს, რასაც საქართველო აკეთებს, მათ რომ ჰკითხოთ. საქართველო აგრძელებს რეფორმების განხორციელებას და დგამს იმ ნაბიჯებს, რაც ევროკავშირში ინტეგრაციას სჭირდება. ევროკავშირის მხრიდან ველოდებით გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენი ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თურმე პუტინის და რუსეთის ნაბიჯებს უნდა ჰქონდეს გავლენა და გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც აბსურდის ტოლია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ 3 ვაკანსია შეივსო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო. საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად 29 კანდიდატს უყარა კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო სამმა კანდიდატმა, ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). „ვულოცავ არჩეულ სამ კანდიდატს და ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ვერცერთმა ვერ მოაგროვა 90 ხმა, შესაბამისად, ჩვენ უნდა გვქონდეს მეორე ტური. ორი ვაკანტური ადგილი დარჩა. გვყავს ოთხი კანდიდატი, რომელსაც სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. რეგლამენტის მიხედვით თითო ვაკანსიაზე ორი კანდიდატი უნდა იყოს. შესაბამისად, მეორე ტურში გადადის ოთხი კანდიდატი, ესენია: რუსუდან კვინიკაძე 89 ხმით, გოგა კიკალაშვილი 89 ხმით, ლევან ნემსაძე 88 ხმით და ნინო ნიშნიანიძე 87 ხმით. შესაბამისად, ეს ოთხი ადამიანი გადადის მეორე ტურში, რომელიც ჯერჯერობით არ გაიმართება. რეგლამენტის მიხედვით, დღეს ან მომდევნო სხდომაზე უნდა გაიმართოს. ასე რომ, ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით ჩვენ კოლეგებს კიდევ აქვთ დრო, რომ ჩამოყალიბდნენ მეორე ტურისთვის და მეორე ტურში მიიღონ მხარდაჭერა. ამით კენჭისყრის ეს ნაწილი დასრულებულია, კიდევ ერთხელ ვულოცავ სამ კანდიდატს მხარდაჭერას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევას ხმა ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ მისცა, თუმცა დანარჩენი დეპუტატების შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.    

მმართველი პარტია განაგრძობს სასამართლო სისტემაში „კლანის“ მხარდაჭერას - არასამთავრობოები

დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს “კლანის” მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში, - კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ 17 მაისს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის არჩევას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ 3 ვაკანსია შეივსო „კოალიცია უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიის და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს სასამართლო სისტემაში „კლანის“ მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებას. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მხარი აუბა და ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა. ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა, მაშინ, როდესაც საქართველოს შესასრულებელი აქვს 12 - პუნქტიანი გეგმა, რომელთა შორის ერთ-ერთი მართლმსაჯულების გაჯანსაღებას ეხება. დღეს მიღებული ეს გადაწყვეტილება ვერ გააჯანსაღებს მართლმსაჯულების სისტემას და ეს არის ამ პროცესში უკან გადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ. "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, გურამ იმნაძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის დეპუტატების ნაწილის მხარდაჭერაც ჰქონდათ. როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს. „ის, რაც დღეს ჩვენ, პარლამენტში ვნახეთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არათუ მზად არის, რომ რეფორმები გაატაროს მართლმსაჯულების სისტემაში, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაამყაროს არსებული კლანური მმართველობა ამ სისტემაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მართლმსაჯულების სისტემის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებაში „ქართულ ოცნებას“ გარკვეული ოპოზიციური პარტიები დაეხმარნენ. იმედია, გავიგებთ, თუ ვინ იყვნენ ოპოზიციური პარტიებიდან ის დეპუტატები, რომლებმაც ამ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს. ჩვენ ვაკვირდებოდით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსის პროცესს და კანდიდატების ინდივიდუალურ გასაუბრებებს. ერთი რამ ნათელია, ეს კანდიდატები არ არიან შერჩეულები საბჭოში მათი კრიტიკული, პრინციპული პოზიციის გამო . პირიქით, ისინი შერჩეული არიან ლოიალურობის მიხედვით, ამიტომ, ჩვენ არავითარი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე არსებითი შედეგი ექნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე. პირიქით, კიდევ უფრო მეტად გამყარდება არსებული მანკიერი პრაქტიკები და პრობლემები, რომელიც ძალიან მწვავე კრიტიკას იმსახურებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ“, - განაცხადა გურამ იმნაძემ.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევა გადაიდო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევა ორი კვირით გადაიდო. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე ტურის კენჭისყრა ფორმალურად ჩატარდა და შედეგად, ოთხივე კანდიდატი ჩავარდა. უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის პროცედურის წინ განაცხადა, რომ საკითხს ორ კვირაში დაუბრუნდებიან, მანამდე კი გაიმართება კონსულტაციები მეორე ტურში გადასული კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით. რა მოჰყვა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაში ოპოზიციონერების სადავო მონაწილეობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად მეორე ტურში ოთხი - სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკილაშვილი (89 ხმა), ლევან ნემსაძე (88 ხმა) და ნინო ნიშნიანიძე (87 ხმა). მესამე ტური 30 მაისს გაიმართება.  

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა გაიზარდა - მინისტრი

დაფინანსების მოცულობასთან ერთად, 2022 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. მისი განცხადებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია და 880 მილიონ ლარს შეადგენს. „მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა დეფიბრილატორების დაფინანსებაზე და ასევე მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა აბლაციების დაფინანსებაზეც. გარდა ამისა, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიური დაფინანსება, თითოეულ პაციენტზე, 25 000 ლარამდე გაიზარდა. მოიხსნა თანაგადახდა და ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის, ონკოლოგიური სერვისები ანაზღაურდება სრულად. პროგრამას დაემატა გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის კომპონენტი და ამოქმედდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის კომპონენტი, რომლის ბიუჯეტი, წლიურად, 11 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 2022-2023 წლებში, რეფერალური დახმარების პროგრამით 110 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო მომსახურება დაფინანსდა. მისივე განცხადებით, რეფერალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტის 95%-იან ზრდასთან ერთად, გაიზარდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების მასშტაბი. „იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უკეთესი წვდომა უცხოეთში ისეთ სერვისებზე, რომელთა ჩატარება საქართველოში ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის, სამინისტრომ, გააფართოვა თანამშრომლობა კლინიკებთან თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში, სადაც ყველაზე ხშირად ხდება პაციენტების რეფერალი. საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებაზე, რეფერალური პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში, გაცემულია 14 მილიონ ლარზე მეტი. ამავე პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის აუცილებელი სერვისები, რამაც 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ 2022 წლის თებერვლიდან, საქართველომ დაიწყო უკრაინიდან საომარი მოქმედებების დროს ჩამოსული მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა. მხოლოდ რეფერალური პროგრამის ფარგლებში, უკვე დაფინანსებულია 1,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების შემთხვევა. გარდა აღნიშნული პროგრამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია საყოველთაო და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსება და სხვა სოციალური ბენეფიტები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრმა ამავე მოსმენაზე ხაზი გაუსვა, რომ დაფინანსების DRG მოდელი უკვე საქართველოშიც წარმატებით მოქმედებს.  

ჯანდაცვის მინისტრი: ყველა მოქალაქეს, C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგისა და მკურნალობისკენ მოვუწოდებ

„მინდა, ყველა მოქალაქეს აქტიური სკრინინგისა და დაავადების დადასტურების შემთხვევაში მკურნალობისკენ მოვუწოდო, რათა ერთად შევძლოთ 2025 წლისთვის, უპრეცედენტო შედეგის - C ჰეპატიტის ელიმინაციის საქართველოში მიღწევა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას. მინისტრმა აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შედეგად, უკვე 80 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა. „გასულ წელს, კიდევ ერთხელ საერთაშორისო საზოგადოების მიერ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევების აღიარება მოხდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მიენიჭა, რაც მას საშუალებას აძლევს, ქვეყანაში, დანერგილი მოდელი სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები და სრული მკურნალობა სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.  

„ქოლ - ცენტერების“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა, უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს

პარლამენტში ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა. რეგისტრაციის პროცედურა 54 ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა. უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს და ამ გზით კენჭისყრა ჩააგდეს. საკითხის ერთ-ერთმა ინიციატორმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, კომისიის გამოსაკვლევ საკითხებად განსაზღვრულია: 2020 წლიდან დღემდე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური „ქოლცენტრების“ შექმნითა და გამოყენებით ჩადენილი სავარაუდო ტრანსნაციონალური დანაშაულები, მათი განხორციელების სქემა და პასუხისმგებელი პირები; შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების შესაძლო არასათანადო რეაგირების ფაქტები, ამ სისტემური ჩავარდნის გამომწვევი მიზეზები და მასზე პასუხისმგებელი პირები; სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებული პირდაპირი თუ არაპირდაპირი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები და მათი შესაძლო შედეგები საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის. „ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ არასათანადო და არაეფექტურ რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამ უდიდეს ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ სქემაზე, რა თქმა უნდა, პარლამენტის მოვალეობაა ამ არასათანადო რეაგირების დროული შესწავლა და პოზიტიური და პროაქტიული როლის შესრულება ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის კუთხით. უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ამით რეალური საფრთხე შეექმნება 12 პუნქტის შესრულებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას“, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა. შესაბამისი დადგენილების პროექტის ავტორი და ინიციატორია ოცდაათზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერც სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე შედგა. როგორც ცნობილია, მმართველმა გუნდმა მაშინაც უარი განაცხადა რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ მოსამართლეებს „სოლიდარობა გამოუცხადა“.  

შალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე ესაუბრა - პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა NATO-ს წარმომადგენელს მისი პირადი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყოს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას. თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე განსაკურებით მნიშვნელოვანია საქართველოს პროგრესი NATO-ში გაწევრიანების გზაზე. სალომე ზურაბიშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა ხავიერ კოლომინამ დადებითად შეაფასა საქართველოსა და NATO-ს შორის არსებული თანამშრომლობა. მისი თქმით, საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია და ურყევია NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. შალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ხავიერ კოლომინას თქმით, მისასალმებელია დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესი. მან აღნიშნა, რომ NATO გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ NATO-ში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვიქტორ დოლიძე და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია. NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაის გზავნილები თბილისში ხავიერ კოლომინა საქართველოს ეწვევა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს 23 მაისს ეწვია. მან ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. ვიზიტის განმავლობაში, კოლომინა გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს და მედიისთვის კომენტარებსაც გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, საქართველოში იმყოფებოდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაი.  

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება.  ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც 2 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდების დაკავებას აპროტესტებენ, სიმბოლურად ხელში თეთრი ფურცლები უჭირავთ და აცხადებენ, რომ პროტესტის გამოხატვა დანაშაული არ არის. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. შეგახსენებთ, 2 ივნისს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს რამდენიმე პირი. მათი სასამართლო პროცესები სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. პარლამენტთან დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძეც, ის მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. არასამთავრობოების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი, საბა ბრაჭველი, აქტივისტი, ნიკა რომანაძე და სხვები. შსს 2 ივნისს სამი ადამიანის დაკავებას ადასტურებდა, მათ შორის იყო ადვოკატი, შოთა თუთბერიძე, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.  2 ივნისს, მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. პირველ ივნისს, ღამით, პარლამენტის შენობის უკან დააკავეს ბექა გრიგორიადისი, რომელსაც პოლიციამ კარვის გაშლის უფლება არ მისცა. გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, აქციის მონაწილის მხრიდან კარვის გაშლა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია. ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა. მას ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში, 30 მარტს წარუდგინეს.     საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას.         

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ. სტუმრებს, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერენ ხელს. პარლამენტების თავმჯდომარეები საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. საქართველოში სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის პარლამენტების თავმჯდომარეები ჩამოდიან სამი ქვეყნის დელეგაციას საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს.

ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, პარლამენტმა დღევანდელი პლენარული სხდომის ბოლო საკითხად “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა. 81 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი - კენჭისყრის შედეგები ასეთია. პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს. პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება. განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილის თვეში, ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე გადამუშავდა და შეიცვალა. პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება, ნაცვლად საქართველოს მთავრობისა. როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე გავაუქმებთ ამ კანონს - კობახიძე ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება, სრულყოფილი მოკვლევა ჩაატაროს, რათა გაარკვიოს პირი არის თუ არა ოლიგარქი. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არცნობის შესახებ სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება. გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით. ამასტან, შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი არ უნდა იიყოს მიღებული და არ უნდა მოხდეს “სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.  

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ კანონში ცვლილებები შევიდა

79 ხმით, პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკანონმდებლო პაკეტის რედაქციულ ცვლილებებზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა. კანონპროექტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების უკვე არსებულ საფუძვლებს, ახალი საფუძველი დაემატება. კერძოდ, შესაძლებელი იქნება წვევამდელის ან/და რეზერვისტის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემების დამუშავება, რაც სამხედრო ვალდებულებისგან ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისთვის იქნება გამოყენებული.  

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 83 ხმით მიიღო. ცვლილებების პროექტი ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით მომზადდა, რომელიც პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო. კანონპროქტის თანახმად, რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების წესს და მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასების კრიტერიუმების  და ასევე სასამართლო აქტის ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის საკითხები წესრიგდება.  

პარლამენტში საპროტესტო ბანერის გადმოფენას დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ინციდენტი მოხდა. პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი შეძახილით – „არა რუსულ კანონს“. პარლამენტის სხდომათა დარბაზში სტუმრად მყოფი ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობელმა ლოჟიდან საპროტესტო ბანერი გადმოფინა, რომელზეც ეწერა სიტყვები: "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან". კრისტო ტალახაძეს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ "არაადეკვატური საქციელის მქონე" უწოდა, სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კი, ტაში დაუკრეს. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპროტესტო ბანერის სხდომათა დარბაზში გადმოფენას "ლიბერალური ფაშიზმი" უწოდა, კრისტო ტალახაძე კი "ნაციონალურ მოძრაობას" დაუკავშირა. „სამწუხაროდ, არსებობენ არაადეკვატური მოქალაქეებიც. თქვენი გზავნილი გასაგებია. ვერ გცნობთ, ვინ ხართ, მაგრამ უბრალოდ, მინდა, მოგმართოთ, რა თემაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ამ თემას იყენებთ სპეკულაციისთვის, ეს აჩვენებს, რამდენად არაადეკვატური ბრძანდებით პირადად თქვენ. ასე რომ, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. გვყავს ქვეყანაში, ასე ვთქვათ, რადიკალური ადამიანები. გთხოვთ, დაატოვებინოთ დარბაზი. როგორც ვატყობ, მოქალაქემ დაგვტოვა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არაადეკვატური ჯგუფები არიან ჩვენს საზოგადოებაში, როდესაც ადამიანი, ეს ქალბატონი, არ ვიცი, ვერ ვიცანი, შეიძლება, ვინმე ცნობადი სახეა, ასეთ რაღაცას კადრულობს. ჩვენთან სტუმრად არიან ადამიანები და ასეთ რაღაცას კადრულობს. ეს აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეალობის და ადეკვატურობის აღქმა არა აქვთ, ყველას და ყველაფერს გადაუვლიან, გადათელავენ საკუთარი ინტერესის გამო. ახლა რამდენიმე დეპუტატი ჩაეწერეთ, ვხვდები, რომ აქ პროცედურაზე საუბარი არ იქნება. ამიტომ არ მოგცემთ სიტყვას, გადავიდეთ დღის წესრიგით განსახილველ საკითხებზე. ის მოქალაქე, ვინც იყო, გასაგებია, რომ არაადეკვატური ადამიანი ჩანდა, მაგრამ დავასრულოთ ამაზე. კოლეგებო, დავმშვიდდეთ, გავიხსენოთ, რომ ვართ საკანონმდებლო ორგანოში და კანონპროექტები გვაქვს განსახილველი. კოლეგებო, იმდენს ნუ იზამთ, ეჭვი გაგვიჩნდეს, რომ თქვენი ორგანიზებული იყო ის რაღაც ქცევა. გთხოვთ, დაიცხროთ ემოციები“, – განაცხადა პარლამეტნის თავმჯდომარემ. ამის შემდეგ პლენარულ სესიაზე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო, თუმცა დარბაზში ხმაურის გამო, შეწყდა. საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. „ის მოქალაქე, ვინც იყო, გასაგებია, რომ არაადეკვატური ადამიანი ჩანდა, მაგრამ დავასრულოთ ამაზე. კოლეგებო, დავმშვიდდეთ, გავიხსენოთ, რომ ვართ საკანონმდებლო ორგანოში და კანონპროექტები გვაქვს განსახილველი. კოლეგებო, იმდენს ნუ იზამთ, ეჭვი გაგვიჩნდეს, რომ თქვენი ორგანიზებული იყო ის რაღაც ქცევა. გთხოვთ, დაიცხროთ ემოციები“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა და სესიის განახლებამდე ჩანიშნა ბიუროს სხდომა, რომელიც დილით საკომიტეტო განხილვების გახანგრძლივების გამო გადაიდო.

ევროკავშირში გაწევრიანება, NATO-ში ინტეგრაცია, აშშ-სთან ურთიერთობა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება - დარჩიაშვილის მოხსენება პარლამენტში

საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს პარლამენტში დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. მისი მოხსენების პირველი თავი ევროკავშირის გაწევრიანებას ეთმობა. მინისტრის შეფასებით, საქართველო 12 პრიორიტეტის შესრულების დასკვნით ფაზაზეა: „საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და კოორდინაციით, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, პრიორიტეტებზე მუშაობის პროცესი წარიმართა ინკლუზიურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების სრული დაცვით. შედეგად, მოცემულ ეტაპზე, საქართველო 12 პრიორიტეტის შესრულების დასკვნით ფაზაზეა. ველით, რომ ევროკომისია სამართლიანად და დამსახურების პრინციპის საფუძველზე შეაფასებს საქართველოს პროგრესს 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით და შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის შეფასებისას გასცემს რეკომენდაციას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც, შესაბამისად, გახდება წლის ბოლოსთვის ევროკავშირის ლიდერების დადებითი გადაწყვეტილების საფუძველი. უნდა აღინიშნოს, რომ 12 პრიორიტეტის განხორციელების ინკლუზიური და ღია პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვეყნის შიგნით მუშაობით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და კოორდინაციით, 2022 წელსვე შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი ინტეგრაციის პროცესში ჩართული ექსპერტების მონაწილეობით - საქართველოს პარლამენტის სპიკერის კაბინეტის, დარგობრივი სამინისტროების, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელიც რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს ევროპულ ინსტიტუციებში, ასევე, წევრი ქვეყნების დედაქალაქებში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში. დამატებით, ვიზიტების ფარგლებში, იმართება შეხვედრები აკადემიური წრეების, ანალიტიკური ცენტრების და სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს საზოგადოების ფართო წრეების მხარდაჭერის მობილიზება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხისადმი. ეს შეხვედრები ემსახურება ევროპულ ინსტიტუციებსა და წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ჩვენი მოკავშირეების მუდმივ ინფორმირებასა და ჩართულობას იმპლემენტაციის პროცესში, ამასთან, კონსულტაციებს 12 პრიორიტეტის ეფექტიანად შესრულების თაობაზე. ამ მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სახვადასხვა დონის ვიზიტები და შეხვედრები ბრიუსელში ევროკავშირის სტრუქტურების თანამდებობის პირებთან“. მინისტრი აღნიშნავს, რომ „საქართველოს, ასოცირების შეთანხმების მხრივ შესრულებული აქვს ვალდებულებების, დაახლოებით, 50%, ხოლო DCFTA-ის ვალდებულებების 60%-ზე მეტი“. NATO-ში ინტეგრაცია ილია დარჩიაშვილის შეფასებით, ქართულმა მხარემ „ქმედითი ნაბიჯები" გადადგა სხვადასხვა მიმართულებით: "გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები, როგორც NATO-ს შტაბ-ბინაში, ისე საქართველოში, რომლის დროსაც მოკავშირეებთან ერთად განიხილებოდა NATO-საქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი და სამომავლო პერსპექტივები". მინისტრმა მიმოიხილა თითოეული ვიზიტი და მისი შედეგი, მათ შორის ისაუბრა პრემიერ-მინისტრისა და NATO-ს გენერალურ მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრასა და საქართველოში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას ვიზიტებზე; მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ეფექტიანად იყენებდა NATO-ს ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს: NATO-საქართველოს კომისიას (NGC), წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და NATO-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP). სამომავლო გეგმები დარჩიაშვილი ივლისში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქართული მხარე "აქტიურად გააგრძელებს მუშაობას საქართველოს სათანადოდ წარმოსაჩენად". ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის გეგმით, გაგრძელდება მუშაობა არსებული პოლიტიკური და პრაქტიკული ინსტრუმენტების, NATO-საქართველო კომისიის, წლიური ეროვნული პროგრამის და გაძლიერებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის გამოყენებით. ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის კონტექსტში მინისტრი საუბრობს მისი სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე: "დიპლომატიური თუ სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველყოფისთვის; საერთაშორისო სასამართლოებში, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, საქართველოს წარმატებები; მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც ერთადერთი ფორმატია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხზე; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობა; გრძელდებოდა მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების მიმართულებით". მინისტრი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ასახელებს საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. დარჩიაშვილის თქმით, გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა როგორც სხვადასხვა ქვეყანასთან, ასევე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში და ყველა შესაბამის ფორმატში აქტიურად იდგეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები: "რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, პირველ რიგში კი, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულება; იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება; საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ადამიანის უფლებათა მონიტორების დაშვება". ორმხრივი ურთიერთობა აშშ-სთან ილია დარჩიაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან, აშშ-სთან დინამიურად ვითარდებოდა თანამშრომლობა, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. „შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, ნატოში ინტეგრაციას, ასევე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებს". მინისტრი გამოყოფს აშშ-ის მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებისა და შეზღუდვების შესრულების საკითხს და აცხადებს, რომ ამ მხრივ, მაგალითად იშველიებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის „საქართველოში საინვესტიციო კლიმატის“ თაობაზე მოხსენებას, რომლის თანახმადაც, „საქართველო სრულფასოვნად იცავს ფინანსური სანქციების რეჟიმს და იღებს შესაბამის ზომებს, რათა ქვეყნის ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისა და შეზღუდვების გვერდის ავლისთვის. ამასთან, ამერიკული მხარე ფორმალურ თუ პირად საუბრებში, ცალსახად დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას". ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ უმაღლეს ნიშნულზეა აშშ-სთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ამავე მოხსენებაში მინისტრი ხაზს უსვამს, რომ შავ ზღვაზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების განვითარება/ხელშეწყობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მისი შეფასებით, აღნიშნულს ეკონომიკური სარგებლის გარდა, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის პოლიტიკურ და უსაფრთხოების ჭრილში. „ისეთი პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტ კაბელები, საბორნე მიმოსვლა, რომლებიც საქართველოს პირდაპირ დააკავშირებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩვენს ქვეყანას, რათა ჩამოყალიბდეს ძლიერ რეგიონულ ცენტრად და საკვანძო როლი შეასრულოს საერთაშორისო ტვირთბრუნვასა და ვაჭრობაში, წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში არამხოლოდ როგორც ენერგორესურსების გამტარმა, არამედ როგორც სუფთა ენერგიის წყარომ“.

სახალხო დამცველმა 2 ივნისს დაკავებულ აქციის მონაწილეების საქმეებზე სასამართლოს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2023 წლის 2 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ მოქალაქეთა სამართალდამრღვევებად ცნობით, ადგილი ექნება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას, რაც, თავის მხრივ წარმოშობს საშიშროებას, პროტესტის მიზნით განხორციელებული მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქცევა მომავალშიც სამართალდარღვევად დაკვალიფიცირდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, ამდენად, სახალხო დამცველმა 2 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით ხუთ საქმეზე (საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძის საქმეებზე) სასამართლოს მეგობრების მოსაზრებით (Amicus Curiae) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და საერთაშორისო სტანდარტების, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. „ხუთივე შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატმა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები და საჯაროდ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები დეტალურად შეისწავლა და შეაფასა. მასალების ანალიზმა მკაფიოდ გამოავლინა, რომ აქციის ზემოთ ხსენებული მონაწილეების ქმედებები სრულიად არაძალადობრივი იყო. ისინი არ გამოხატავდნენ აგრესიას სამართალდამცავების ან გამვლელების მიმართ, ხელს არ უშლიდნენ ტრანსპორტის ან მოქალაქეთა გადაადგილებას, არ ბლოკავდნენ შენობის შესასვლელს და სხვა. ამ ფონზე, სახალხო დამცველმა საქმის განმხილველი სასამართლოს მხრიდან იმ გარემოების შეფასების არსებით მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, თუ რამდენად შეიძლება შეკრებილთა მიერ გამოხატვის სხვადასხვა საშუალებით სარგებლობამ საზოგადოებრივი წესრიგის თუნდაც მინიმალური დარღვევა გამოიწვიოს და შექმნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის ინფორმაცია და იდეები, რომელთაც საზოგადოება იზიარებს ან რომელთა მიმართ ინდიფერენტულად არის განწყობილი, არამედ ისეთებიც, რომელიც შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების რომელიმე, გარკვეულ ჯგუფს. საგულისხმოა ისიც, რომ პოლიტიკური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს. შესაბამისად, სრულიად დაუშვებელია სამართალდამცავთა მიერ შეკრების მონაწილეთა უფლებებში ჩარევა მხოლოდ მათ მიერ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები დაეხმარება სასამართლოს, სწორად შეაფასოს განსახილველი საკითხები და სამართალშეფარდება განხორციელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკით დადგენილი პრინციპების დაცვით. სახალხო დამცველის აპარატი, შესაბამისი სრული მასალების წარმოდგენის შემდეგ, გააგრძელებს აქციის სხვა დაკავებული მონაწილეების საქმეების შესწავლასაც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, ვის შეუძლია, მიაკუთვნოს თავი „გლობალურ ომის პარტიას“

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, განმარტა, ვის შეუძლია, მიიჩნიოს თავი გლობალური ომის წარმომადგენლად. მინისტრის თქმით, გლობალური ომის წარმომადგენლად შეუძლია, მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი და ამისთვის მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს. „პაატა მანჯგალაძე საუბრობდა გლობალური ომის წარმომადგენლებზე, თუ როგორ ვხედავ მე ამ საკითხს. გლობალური ომის წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. თუკი გადავხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გახდნენ ევროკავშირის წევრები, გადავხედავთ ამ ქვეყნებში შიდაპოლიტიკურ პოლარიზაციას და მათ და მათი ოპონენტების საგარეო ფლანგზე პოზიციონირებას, ეს იყო კონსოლიდირებული. ხელისუფლების ოპონენტები ცდილობდნენ, რომ როცა საკითხი მათი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და ევროპულ ინტეგრაციას შეეხებოდა იქ პოზიციები ფორმირებული ყოფილიყო, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვერ ვხედავ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ოპონენტებიდან ყველას შეუძლია, მიაკუთვნოს თავი ომის პარტიას, ვინც თავისი განცხადებებით, თავისი უსაფუძვლო ბრალდებებით, საფუძველს მოკლებული შეხედულების გაზიარებითა და საუბრით ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებასა და ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი, ამისთვის მმართველი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აქცია საქართველოს ევროპული მომავალი კონსტიტუციურ ნორმად და ჩვენ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის წარმატებულ განხორციელებას და ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფას. რაც შეეხება რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულების შესახებ კითხვას, ჩვენი აბსოლუტურად გააზრებული პოლიტიკა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იყოს მაქსიმალურად დივერსიფიცირებული, შევძლოთ საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება, ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირება. ეს პოლიტიკა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია და ყველა ვემსახურებით ამ პოლიტიკის განხორციელებას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.  

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა. ინფორმაციას ზურაბიშვილის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.  საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: ის, რაც აზიანებს ეროვნული ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას პრეზიდენტი განიხილავდა, თუმცა „მისი დამოუკიდებლობა კითხვება აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ხუციშვილის კატეგორიული მოთხოვნით“. რაც ეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით. ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ, მმართველი პარტიისთვისაც. ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს იყო პრეზიდენტის ვეტო; რაც აზიანებს ბანკისა და ქვეყნის რეპუტაციას კი, მმართველი პარტიის მხრიდან ვეტოს დაძლევის მუქარაა“, - განაცხადა მსხილაძემ 7 ივნისს. 23 თებერვალს პრეზიდენტმა ,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია.  

„ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა. „ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია, გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით. როგორც მოგეხსენებათ, უმრავლესობა იღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის შემდეგი სტანდარტული პრაქტიკა-როდესაც ორი ორგანო არის ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებს ხოლმე კონსულტაციები, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა. მეორე, მე ერთ-ერთ კანდიდატზე არ მაქვს ინფორმაცია. გვარებს არც დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მის ლიდერებთან მეგობრობს და ასე შემდეგ. კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ასეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს წარდგენა. ჩვენ კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისად ვმოქმედებთ. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა ამას ანგარიში უნდა გაუწიოს“, - განაცხადა მედიასთან ირაკლი კობახიძემ. პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარუდგინა.  

საქართველოში 116 სატელევიზიო არხი და 43 რადიომაუწყებელია - ბექაური

საქართველოს პარლამენტში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, კახა ბექაურმა მაუწყებლობის სფეროში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გასულ წელს, საქართველოში 116 ავტორიზებული სატელევიზიო სამაუწყებლო არხი, 43 ლიცენზირებული რადიომაუწყებელი და 22 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელი იყო. მისივე თქმით, 2022 წელს, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობამ 755 ათასი შეადგინა, ხოლო ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, აბონენტების რაოდენობის ყოველწლიური საშუალო ზრდა 2.1%-ია. თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ გასული წლის მონაცემებით, IPTV ტექნოლოგია მაუწყებლობის ტრანზიტის კვლავ ყველაზე გავრცელებული საშუალებაა და მისი წილი 81.3%-ს შეადგენს. კომიტეტზე კახა ბექაურმა მაუწყებლობის სარეკლამო შემოსავლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წელს, მაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 79.9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 73.6 მილიონი სატელევიზიო კომერციული რეკლამის, 6.3 მილიონი კი – რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალია.  

პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე, დეპუტატები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, ლელა ჯანაშვილს, უსმენდნენ, როდესაც პერფორმანსის მონაწილეები საპროტესტო შინაარსის წარწერიანი მაისურებით ფეხზე წამოდგნენ. პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია-პერფორმანსი გამართეს. პროტესტის მონაწილეებს მაისურებზე ეწერათ: "ყოველ სამ კაცში ოთხი მტერია", "არა ცენზურას", "კულტურა გადავარჩინოთ", "დამოუკიდებლობა კულტურას", "დამოუკიდებლობა კინოცენტრს", "თავისუფლება მუზეუმს", "ქართული კინო საფრთხეშია". ამის შემდეგ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ მათ დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა და შესვენება გამოაცხადა. „საკმარისია, ახლა შეგიძლიათ, დატოვოთ დარბაზი, თქვენ აქ სხვა მიზნით ხართ მოსული და კომიტეტის მუშაობას ხელს ნუ შეუშლით. სხდომა განახლდება, როცა კომიტეტის საქმიანობით დაინტერესებული ხალხი დარჩება დარბაზში", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. რეჟისორი პაატა ციკოლია მედიასთან აცხადებს, რომ მათი მიზანი პარლამენტის წევრებისთვის თავიანთი სათქმელის მიწვდენა იყო. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები გააუქმა, რასაც წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული კომენტარები და კინოცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომლის თანახმად, კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი კობა ხუბუნაია (რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებში მუშაობდა), კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი, "პოსტივის" წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია.  

TI: 2022 წელს, საზღვარგარეთ მივლინებებში 84 დეპუტატზე 1 739 782.93 ლარი დაიხარჯა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პარლამენტის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, საზღვარგარეთ მივლინებებში 84 დეპუტატზე 1 739 782.93 ლარი დაიხარჯა. ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაექვითა 68 704.69 ლარი. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს პარლამენტის საქმიანობის განმავლობაში გაიზარდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, საანგარიშო პერიოდში პარლამენტის 52 წევრმა დასვა 5093 კითხვა; ყველაზე მეტი, 1005 კითხვა დასვა ანა წითლიძემ ოპოზიციიდან. რაც შეეხება საკანონმდებლო პროცესს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ განხილული კანონპროექტებისა და ჩატარებული სხდომების რაოდენობების მიხედვით ყველაზე აქტიური იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტები იყო, ხოლო პასიური - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი; „გაიზარდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევები. დაჩქარებული წესით პარლამენტმა 125 კანონის პროექტი მიიღო; გაგრძელდა კანონპროექტთა განხილვის ვადის გაგრძელების პრაქტიკა. 79 საკანონმდებლო პაკეტთან (363 კანონის პროექტი) დაკავშირებით ვადა 174-ჯერ გაგრძელდა. რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლს, არც ოპოზიციას და არც უმრავლესობას არ გამოუყენებია კომიტეტის სხდომაზე მთავრობის წევრებისა და ანგარიშვალდებული პირების დაბარების მექანიზმი; პარლამენტს წარედგინა საგამოძიებო კომისიის შექმნის 5 მოთხოვნა, მათ შორის სასამართლო სისტემაში კორუფციისა და თბილისში 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შესახებ. არცერთი კომისია არ შექმნილა; მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობდნენ სადეპუტატო კითხვებს. გაგზავნილი 5093 სადეპუტატო კითხვიდან პასუხი არ გაეცა 997-ს, რომელთა უმეტესობის ავტორი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო. პასუხებს უმეტესად მუნიციპალიტეტების მერები არ სცემდნენ, მინისტრებიდან კი კითხვები უპასუხოდ დატოვეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა (16 კითხვა) და თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ (14 კითხვა)“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა- საქართველოს“ ანგარიშში. ორგანიზაციის რეკომენდაციით, რეგლამენტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის პროცესში ოპოზიციის სათანადო ჩართულობა და ოპოზიციის წევრების მიერ ცალკეული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება. მისივე თანახმად, პარლამენტის შენობაში შესვლასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, არ ხდებოდეს მოქალაქეებისთვის დაუსაბუთებლად უარის თქმა, პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს; „მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტების განხილვა რეგლამენტით დადგენილ ვადაში ხორციელდებოდეს, არ ხდებოდეს ამ ვადის არგუმენტაციის გარეშე გაგრძელება და ასევე კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა; საპარლამენტო ზედამხედველობის როლის ჯეროვნად შესრულებისთვის, აუცილებელია, როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ მაქსიმალურად გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული კონტროლის მექანიზმები; ანგარიშვალდებული ორგანოები და მთავრობის წევრები პარლამენტს ხელს უნდა უწყობდნენ კონტროლის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებაში, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კონსტიტუციითა და რეგლამენტით გაწერილ საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს; ეთიკის კოდექსის ამოქმედების მიზნით, პარლამენტმა დროულად უნდა შეძლოს ეთიკის საბჭოს დაკომპლექტება“, - ნათქვამია ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში. განახლება: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ორგანიზაციას აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, შეცვალოს ხელისუფლება. „შესაბამისად ამას არგებენ ყველა თავის ანგარიშს, რომ აჩვენონ, რამდენად შესაცვლელია ხელისუფლება. ყველა ასეთი ანგარიში არათუ მიკერძოებულია, არამედ მანიპულაციური და დეზინფორმაციულია“. პაპუაშვილის თქმით, “ეს არ არის არაპროფესიონალიზმი, ეს არის ბოროტი განზრახვა, რომ რამენაირად დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინონ“.

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, დღეს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის წარდგენამდე, საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს. დღეს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. „30 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა აკრედიტებული საპარლამენტო მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 30 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ელოდებიან.  

პრემიერი: შემატყობინეს, ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან

„ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, შესაბამისად, ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს, შეურაცხყოფებს არ გამოვეხმაურო“, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. „მე შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ მიეხმარონ ბატონ კურკუმალ ვაითს, როგორც იგი თავად უწოდებს თავის თავს. სამწუხაროა და ძალიან საწყენია ის, რომ ჩვენ დღეს არ გვყავს, შეიძლება ასე ითქვას, წარმომადგენელი ოპოზიცია, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდნენ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე  ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს, შეურაცხყოფებს არ გამოვეხმაურო, არ ვუპასუხო. მე მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებისთვის მაინც გავაკეთო რამდენიმე მათ გამონათქვამზე რეაგირება იმისთვის, რომ არ დარჩეს განცდა იმისა, რომ ჩვენ რაიმე კითხვას გავურბივართ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პარლამენტში, პრემიერის მოხსენებისა და კითხვების დასმის შემდეგ ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ „რუსი პრემიერის მოსმენას არ აპირებენ“. დეპუტატების განცხადებით, წავლენ კასპში, სადაც, მათი თქმით, „რუსული ოცნების“ მხრიდან ორგანიზებულ „ბიუროკრატიულ ბანდიტებს“ ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაშალონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შეხვედრა პენსიონერებთან“.  

ღარიბაშვილმა რუსეთში „ამბოხის“ საკითხზე პარლამენტში ისაუბრა

„რამდენიმე დღის წინ რუსეთში შესაძლო ამბოხის თუ აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ და ასე შემდეგ. წყნარად იყავით მეგობრებო, ილუზიები ნუ გექნებათ ნურაფრის, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის ფარგლებში. ღარიბაშვილის თქმით, პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური, ყველა უწყება არის მოწოდების სიმაღლეზე. „რამდენიმე დღის წინ რუსეთში შესაძლო ამბოხის თუ აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ და ასე შემდეგ. წყნარად იყავით მეგობრებო, ილუზიები ნუ გექნებათ ნურაფრის, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო. ამას სჭირდება შენარჩუნება, განმტკიცება. ჩვენ არავის არ დავუთმობთ და არავის არაფერს გავაბედინებთ. გვჭირდება ამ სიტუაციის შენარჩუნება, განმტკიცება, მაგრამ აქ რომ ვუყურებთ, რა მდგომარეობაშიც არის ეს რისკები - არის შემცირებული, თუმცა საფრთხეები, არსებობს. როგორც ქვეყნის გარედან მომდინარე საფრთხეები, ასევე, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის შიდა მტრული ძალების, „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეები, რომლებსაც ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვსწავლობთ, ვაკვირდებით და ვახდენთ პრევენციას და რისკების შემცირებას“, – განაცხადა პრემიერმა. კობახიძემ უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის შესახებ მოთხოვნას, „სისულელე“ უწოდა

რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ოპოზიციამ პრემიერის საპასუხო გამოსვლებში

„განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან იმიტომ, რომ მთელი მისი მოტივაციაა, პოლარიზაცია გააღრმაოს, ეს არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და ეს არის ის, რაც, პრინციპში, აწყობს საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ. როგორც მან აღნიშნა, „ხელისუფლება 11 წლის განმავლობაში საუბრობს მარტო ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“, სააკაშვილზე და პოლარიზაციაზე იმიტომ, რომ მეტი სათქმელი და მეტი შეთავაზება ხალხისთვის არაფერი აქვს. „საერთოდ რაზე საუბრობთ - 600 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და ქალები წლობით ვერ ნახულობენ საკუთარ შვილებს, ყოველი მეექვსე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებზე, წყალზე, ჰიგიენის ნორმებზე და ელემენტარულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  „ძალიან ვწუხვარ თუ ის, რაც დღეს კასპში ხდება, არ გაგონებთ იმას, რაც ხდებოდა 2011 წელს. მაშინ საზოგადოება იყო თქვენს მხარეს, რადგან არ მოსწონდა ძალადობა. დღეს ხდება იგივე და თქვენ, ამ ძალადობას ტრიბუნიდან ახალისებთ. თქვენ ამბობთ, რომ ემიჯნებით ძალადობას, მაგრამ გამიჯვნა სხვა არის. ჩემი თხოვნაა, დადგეთ თქვენი სტატუსის სიმაღლეზე, გადააბიჯოთ საკუთარ თავს და დღეს, ამ ტრიბუნიდან თქვათ - ნებისმიერი ახალგაზრდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პერსონალურად პრემიერ-მინისტრს თავს დაესხმება ვერბალურად, ეს იქნება ცარიელი ფურცელი თუ ნებისმიერი გამოთქმა - უნდა იყოს დაცული და არ გაეკაროს მას არცერთი პოლიციელი - ეს იქნება თქვენი რეალური გამოსვლა ძალადობის წინააღმდეგ“, - განაცხადა თავის მხრივ, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარადგინა. „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, პარლამენტის წვერი ხათუნა სამნიძე პრემიერს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. „მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებს და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა. პროპაგანდა ნებისმიერი სახით არის ბოროტება. რასაც თქვენ დღეს აკეთებდით, ეს იყო ბოროტება. პროპაგანდა თუ სადმე არის, ჩვენ გეკითხებით, სად? უნდა დაასახელოთ ეს ადგილები. ასე ჰაერზე ლაპარაკი არის პროპაგანდა, ტყუილიც, რადგან თქვენ თავად სწავლობდით უცხოეთში, საფრანგეთში, მაგალითები, რომ მოგყავთ... თქვენს შვილს ამერიკაში აგზავნით, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცით, უმაღლესი ხარისხის განათლების სისტემაა. რასაც პოლიტიკაში და მაღალი ტრიბუნიდან ვსაუბრობთ, ისე უნდა ვცხოვრობდეთ. მე რისიც მჯერა - თანასწორობის - ამას ვასწავლი ჩემს შვილს. თქვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში, სადაც იჩაგრებიან ადამიანები და საკუთარი შვილისთვის გინდათ საუკეთესო უმაღლესი განათლება აშშ-ში. ეს არის ფარისევლობა და პროპაგანდა, მეტი არაფერი", - მიმართა ღარიბაშვილს სამნიძემ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში ამბობდა, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ე.წ. ლგბტ პროპაგანდად მკაცრად ეწინააღმდეგება. მისი თქმით, „საკითხებს სჭირდება დარეგულირება. „თქვენ რომ სხვა რეალობაში ცხოვრობთ, ეს ვიცით. თქვენ რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გაქვთ, ესეც ვიცით. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ის პრივილეგიები, რაც გაქვთ თქვენ“, - ამავე სხდომაზე მიმართა პრემიერს პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა. „ბევრი ტყუილი ითქვა აქ ზიზღით. არ ვიცი სად იპოვეთ ამდენი ძალა ზიზღისთვის. აცნობიერებთ თუ არა, რომ ის კორიანტელი, რომელიც დღეს აქ დააყენეთ, კონკრეტულ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის”. ტყუილი იყო რასაც თქვენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არწმუნებდით ყველას, რომ ივნისის ბოლოს 12 რეკომენდაცია იქნებოდა შესრულებული. სად არის შესრულებული რეკომენდაციები? სტოკჰოლმში გითხრეს, რომ შესრულებულია 12-დან სამი რეკომენდაცია. ვერ გაიგეთ ეს რომ გითხრეს? ტყუილი მძიმე დანაშაულია განსაკუთრებით, როდესაც სახელმწიფო ინტერესს ეხება საქმე და ამ ტყუილზე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? არ გრცხვენიათ, რომ მთელი თვეების განმავლობაში იდექით და ამბობდით ტყუილს, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა“, - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრს.  „ჩემი აზრით, თვითკრიტიკა და თვითკრიტიკულობა ყველაზე მეტად შვენის ადამიანს და განსაკუთრებით პოლიტიკოსს, განსაკუთრებით სახელმწიფო თანამდებობის პირს და კიდევ უფრო განსაკუთრებით მთავრობის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. „თქვენს გამოსვლაში რომ მომესმინა რამდენიმე ნოტა მაინც სხვადასხვა დარგში და სფეროში ხარვეზებთან დაკავშირებით და იმასთან, რომ რაღაც სხვაგვარად გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა, ისევ თქვენთვის იქნებოდა ძალიან კარგი იმიტომ, რომ უკეთესად წარმოჩინდებოდით, მაგრამ როცა გამოდიხართ და გვიყვებით, არიქა, ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოში, რა ვიცი, აგაშენებთ ღმერთი! სიღარიბე განახევრდა - აგაშენებთ ღმერთი! ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა დასული - აგაშენებთ ღმერთი, მაგრამ ამ შენობიდან, რომ გავალ და სახლში რომ ავდივარ ფეხით იმდენი გაჭირვებული ხალხი რატომ მხვდება? სხვა საქართველოა რასაც თქვენ ხატავთ და სხვა საქართველოა რეალურად. ამ საქართველოზე ობიექტურად და მიწაზე დაშვებულად რომ ილაპარაკოთ ისევ თქვენთვის იქნება კარგი, რადგან ის ხალხი არ გააღიზიანოთ ვინც უმუშევარია“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა. კითხვა-პასუხის რეჟიმი პარლამენტში დასრულებულია.  

შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის გამართვის თაობაზე მიმართა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს 11:00 საათიდა რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია: „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი მე-3 მოსმენით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით, „თავდაცვის კოდექსი" მე-2 მოსმენით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

“სარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში განხორცილებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას პრეზიდენტის ნაცვლად. პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დასძლია. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33 - წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი). ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები 5 წლის ვადით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან. სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 26 ივნისს დაადო.  

კვორუმის არქონის გამო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

კვორუმის არქონის გამო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. რეგისტრაცია მხოლოდ 65 დეპუტატმა გაიარა. შესაბამისად, კვორუმი არ შედგა და სხდომა ვერ გაიხსნა. სხდომის ჩაშლის მიზეზებზე ისაუბრა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. „ჩვენმა ოპონენტმა კოლეგებმა ზუსტად იციან, რომ საქართველოში იმდენი დეპუტატი არ არის, რომ დღეს კვორუმი მხოლოდ უმრავლესობამ შექმნას. ჩვენი კოლეგები ფრანკოფონიის ღონისძიებაზეც არიან. იმის მცდელობას ვერ შევძლებთ, რომ კვორუმი მარტო უმრავლესობით შევკრათ. თავის დროზე ჩვენი პატივცემული კოლეგები ამას საბოტაჟს ეძახდნენ. კარგია, რომ დაფიქსირდა, რომ ეს საპარლამენტო ინსტრუმენტი ყოფილა და ეს ინსტრუმენტი გამოიყენეს. როდესაც ჩვენი კოლეგები, ვინც ქვეყნის გარეთაა, უცხოეთიდან ჩამოვლენ და როცა ფრანკოფონიის ღონისძიებებიც დასრულდება - იქნება ეს ივლისის ბოლო რიცხვები თუ აგვისტო, მობრძანდებით და იმუშავებთ. ახლა ეს გაუკეთეთ საკუთარ თავს. შვებულებებს რომ იხვეწებოდით, შვებულება არ გექნებათ. როცა ვიტყვით და შევიკრიბებით, მაშინ მოხვალთ, იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა. ცოტას მაინც რომ მიხვდით, უკვე კარგია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით უნდა განეხილათ.  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს სამი ივლისის კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას სთხოვს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაცია 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს. ცნობისათვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა და მას მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი პარლამენტის 33 წევრი წავიდა, რის შემდეგაც კენჭისყრაზე დადგა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი). „სარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის, ნაცვლად პრეზიდენტისა. მისივე მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები 5 წლის ვადით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან.

დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილება უწყდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო პარლამენტს სავარაუდოდ, დატოვებს. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, რომელიც სხდომებს ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ არ დასწრებია, დეპუტატის უფლებამოსილება უწყდება. სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილავენ. კომიტეტი სხდომას 14 ივლისს გამართავს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ საკითხის დაყენების მიზეზია „დეპუტატის მიერ სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიოდ გაცდენა.“ შეგახსენებთ, სერგეენკო უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორის იყო. დავით სერგეენკო 2012 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებით ის საბურთალოს მაჟორიტარად აირჩიეს. ის ასევე იკავებდა ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც.  

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქტივისტებმა რუსეთის დროშა დაწვეს

თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ოკუპანტების შემოსვლას აპროტესტებენ, რუსეთის დროშა დაწვეს. არა გარუსების პოლიტიკას! საქართველოს მთავრობას არ გაუვა გაარუსოს საქართველო და ქართველი ხალხი! - დაწერეს აქციის ორგანიზატორებმა. აქციები თბილისსა და ბათუმში საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" შემოსვლის გამო ჩაინიშნა.  

პარლამენტის შენობაში შესვლის წესები იცვლება

პარლამენტის სასახლეში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების (ბანერის, პოსტერისა და სხვა), აგრეთვე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შეტანა დაუშვებელი იქნება. ამის შესახებ წერია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანებაში “პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ“, რომელიც ძალაში 18 სექტემბერს შევა. პარლამენტის თავმჯდომარის ახალი ბრძანების მიხედვით, ვიზიტორის საშვის დაშვების უფლების მქონე პირი ვალდებული ხდება, საშვის დაშვებისას ვიზიტორის პარლამენტის სასახლეში შესვლის მიზანი მიუთითოს: - შეხვედრა ან ღონისძიებაში მონაწილეობა. ვიზიტორის საშვის ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დაშვების უფლება ღონისძიების ჩატარებისთვის პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს ან პირს ენიჭება. ამავე ბრძანებით პარლამენტის სასახლეში ვიზიტორის ქცევის წესი რეგულირდება. კერძოდ, ვიზიტორი ვალდებულია, პარლამენტის სასახლეში დაიცვას სიმშვიდე და წესრიგი, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება, საქართველოს პარლამენტის საქმიანობას და პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას ხელი შეუშალოს. ვიზიტორს ეკრძალება პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის (პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება. შალვა პაპუაშვილის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ვიზიტორის ჩაცმულობა პარლამენტის სასახლეში არსებულ სამუშაო გარემოს უნდა შეესაბამებოდეს. ამასთან, ვიზიტორს ეკრძალება პარლამენტის წევრებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე. ვიზიტორი ვალდებული იქნება, პარლამენტის სასახლეში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისა და მანდატურის სამსახურის მანდატურის მითითებებს დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მანდატურებს უფლებამოსილება ექნება ვიზიტორს პარლამენტის სასახლე დაატოვებინოს. ამავე ბრძანების გათვალისწინებით, ვიზიტორის მიერ აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია, დარღვევის სიმძიმისა და მისი გამეორების რისკის შეფასების საფუძველზე პრევენციული ღონისძიება განახორციელოს. კერძოდ, ვიზიტორს პარლამენტის სასახლეში შესვლა 1 წლამდე ვადით შეუზღუდოს.  

პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა “ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა. შესაბამისი დადგენილების მიღების მომხრე მხოლოდ ორი დეპუტატი იყო, 12-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევდა, რასაც თავის მხრივ, კონსტიტუცია და რეგლამენტი ითვალისწინებს. რაც შეეხება ქეთევან დუმბაძეს, ის აგვისტოში მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რაც პარლამენტის წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელია. დუმბაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ხმათა უმრავლესობით შეუწყდა.  

ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სასესიო დარბაზი დატოვა

ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სასესიო დარბაზი დატოვა. ოპოზიციამ სხდომის გახსნისთანავე სებ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა. სესია სიტყვიერი დაპირიპირებით დაიწყო. მანდატურებმა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მითითებით, სხდომათა დარბაზი გიორგი ვაშაძეს დაატოვებინეს. „ყველა ვინც რუსული ჯაშუშური ქსელის დაცვაშია მხილებული, ეროვნული ბანკით დაწყებული, სუს-ით გაგრძელებული, ამაზე უნდა იყოს ახლა მსჯელობა და „ქართულ ოცნებას" მივმართავ, თქვენ ახლა იცავთ რუსულ ჯაშუშურ ქსელს," - განაცხადა ვაშაძემ. ოპოზიციიდან პარლამენტის სხდომაზე მხოლოდ არმაზ ახვლედიანი რჩება.  

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილებზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია

ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ორმა კომიტეტმა კანდიდატურების არჩევის საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და პარლამენტს უარყოფითი დასკვნა წარუდგინა. საკომიტეტო განხილვას თავად კანდიდატები არ ესწრებოდნენ. თავის მხრივ, პრეზიდენტს მის მიერ წარდგენილი კანდიდატების პარლამენტიდან უკან გაწვევა სურდა, თუმცა უმრავლესობის წევრების განცხადებით, ზურაბიშვილს უფლება არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში 9 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 7 წევრია. მათგან სამმა - საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში - 21 ნოემბრიდან დატოვებენ. საბჭოს კიდევ ერთ წევრს დეკემბერში უფლებამოსილების ვადა ეწურება.

პარლამენტში რიგით მეათე პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნება

პარლამენტში კიდევ ერთი, რიგით მეათე პოლიტიკური ჯგუფი - სახელწოდებით “ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ შეიქმნება. აღნიშნულ პოლიტიკურ ჯგუფს ორი დეპუტატი, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა ქმნიან, რომელთაც ფრაქცია მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს მხარი დაუჭირეს. პოლიტიკურ ჯგუფს მაჭუტაძე უხელმძღვანელებს. როგორც მან “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათი პოლიტიკური ჯგუფი შესაძლოა ფრაქციათაც ჩამოყალიბდეს, რაზეც ოპოზიციის რიგ წევრებთან კონსულტაციებს მართავენ. პოლიტიკური ჯგუფის “ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ რეგისტრაციის საკითხს, 26 სექტემბერს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.  

შალვა პაპუაშვილი: მტრულად განწყობილი აქტორები ცდილობენ ჩვენი სისუსტის გამოყენებას, უპრეცედენტო ორმაგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ

„ბოლო პერიოდში სახეზეა დეზინფორმაციული კამპანიის მატება, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციას და სიმართლის დამახინჯებას ისახავს მიზნად," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქალაქ დუბლინში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, დეზინფორმაცია ველური ხანძარივით ვრცელდება სოციალური მედიის პლატფორმებზე, რა დროსაც ალგორითმები სიზუსტის ნაცვლად პრიორიტეტს ინტერაქციას ანიჭებენ. შედეგად, მცდარმა ინფორმაციამ რამდენიმე წამში შეიძლება მიაღწიოს მილიონებამდე, რაც მანიპულაციისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. „უფრო მეტიც, ფარული საგარეო ინტერვენცია უფრო და უფრო მეტად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის. მტრულად განწყობილი აქტორები ცდილობენ ჩვენი სისუსტის გამოყენებას და ამით დემოკრატიული პროცესების დაზიანებას. მათი მიზანია ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევა, უთანხმოების გაღვივება, მოქალაქეების დაბნევა და დემოკრატიული საფუძვლების შესუსტება. მათი ტაქტიკა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებიდან მცდარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გათვლილი მავნე და შეფარული კამპანიების წარმოებამდე მერყეობს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე შეფასებით, არჩევნების დროს ეს საფრთხეები დღის წესრიგში უფრო მეტი სიმწვავით დგება. „დეზინფორმაციის და საგარეო ჩარევის შემთხვევაში იკარგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეა. მოქალაქეებს ჭარბად მიეწოდება არასწორი ინფორმაცია, რაც ფაქტსა და წარმოსახვას შორის განსხვავებას ართულებს. საარჩევნო პროცესში ნდობა ნაკლებია, რაც ხელს უწყობს მოქალაქეების ილუზიის ქვეშ ყოფნას და შესუსტებულ დემოკრატიას. საქართველოსთვის ეს გამოწვევა უცხო არ არის. დემოკრატიას ჩვენს რეგიონში მყიფე ფესვები აქვს, დღეს კი უპრეცედენტო ორმაგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. აღნიშნული გამოწვევა, ერთი მხრივ, შედგება საგარეო პოლიტიკური წნეხისგან და ჩარევისგან, ხოლო, მეორე მხრივ, შიდა პოლიტიკაში რადიკალიზმისა და პოპულიზმისგან. ეს ტენდენცია უკვე ნათელია,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომლის გამოსვლის ტექსტს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.  

შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება იგეგმება

მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული. „აღნიშნული განცხადების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ იქნა ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს. იმავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ დაგეგმილია, მათ შორის, ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. ამასთანავე, მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ე. წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება. აღნიშნული საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების სათანადო ორგანოები ვალდებული არიან, გაატარონ ყველა გონივრული ღონისძიება ზემოხსენებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად,“ - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე. „ქართული ოცნების“ დეპუტატები სუს-ის განცხადებაში მითითებულ საფრთხეებზე „ეფექტიანი და დროული რეაგირების აუცილებლობიდან გამომდინარე“, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და მიღებას ითხოვენ. პროექტი პარლამენტის ბიუროს 2 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

საპროტესტო აქციებზე დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვის საკითხზე ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 75-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმა პროექტის წინააღმდეგ პარლამენტის 23-მა წევრმა მისცა. რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა სამივე მოსმენით მის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების ფარგლებში აპირებს. ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი  

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი უმრავლესობის დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს, წინააღმდეგი პარლამენტის ერთი წევრი იყო. მოსალოდნელია, რომ ცვლილებები დღესვე მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა. მას შემდეგ, რაც პარლამენტი მეორე მოსმენით მიიღებს, ჯერ კომიტეტი განიხილავს მესამე მოსმენით და საკანონმდებლო ორგანო მას საბოლოოდ დაამტკიცებს. შესაბამისად, კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარე კვირას დასრულდება. საპროტესტო აქციებზე დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვის საკითხზე ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით  ოქტომბერს მიიღო. მას დაჩქარებული წესით განიხილავენ. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 75-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმა პროექტის წინააღმდეგ პარლამენტის 23-მა წევრმა მისცა. რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა სამივე მოსმენით მის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების ფარგლებში აპირებს. ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი  

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში ცვლილება მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა სამივე მოსმენით მის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების ფარგლებში აპირებს. ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი  

სახალხო დამცველი 6 ოქტომბერს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება

6 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით გამოვა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ხსენებული დოკუმენტი წინა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ მომზადდა და პარლამენტს მიმდინარე წლის 31 მარტს წარედგინა. საანგარიშო პერიოდში - 2022 წელს, სახალხო დამცველის აპარატში 5 277 განცხადება შევიდა, რომელზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა. გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად ცხელ ხაზზე 12 104 ზარი დაფიქსირდა. სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებს 74 რეკომენდაციით მიმართა. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა მოამზადა: 24 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში, რომელიც საერთაშორისო ორგანოებს წარედგინა; 21 საკონსტიტუციო სარჩელი; 20 “სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება; 1 “სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, 5 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაიგზავნა. ანგარიშის თანახმად, გადაუჭრელ პრობლემად რჩება დიდი ზომის დახურული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. პრობლემურია პატიმრებისათვის სომატური და ფსიქიატრიული ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა. გადაუჭრელია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული საკითხი. კვლავაც არსებობს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების კუთხით არსებული გამოწვევები. სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში მათი დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა. პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია. როგორც ლევან იოსელიანმა ანგარიშის საკომიტეტო განხილვისას აღნიშნა, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. სიღარიბე კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. ქვეყანაში არსებული ერთ-ერთ ყველაზე მთავარი პრობლემაა ბავშვთა სიღარიბე. გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრობლემური იყო შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა.  

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 74 დეპუტატმა, წინააღმდეგ 22 წავიდა. ცვლილებებზე მსჯელობა დაჩქარებული წესით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაზე მიუთითებს. კანონპროექტს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება. რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი ომბუდსმენი: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა  

პარლამენტს შესაძლოა, შვიდი ვიცე-სპიკერი ჰყავდეს

პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა იზრდება - ნაცვლად ხუთისა, პარლამენტს შესაძლოა შვიდი ვიცე-სპიკერი ჰყავდეს. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც „ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან. მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის სპიკერატში უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის ორ-ორი კვოტაა განსაზღვრული, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილი ორი ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან ერთი ვიცე-სპიკერის კვოტა ვაკანტურად რჩება. ვიცე-სპიკერებთან დაკავშირებით მოქმედ პარლამენტში ამჟამად ასეთი სურათია - პარლამენტს ჰყავს პირველი ვიცე-სპიკერი, რა თანამდებობასაც გია ვოლსკი იკავებს. საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო არიან არჩეული. რაც შეეხება ოპოზიციისთვის განსაზღვრულ კვოტას, ამ სტატუსით პარლამენტის ვიცე-სპიკერია პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე. ოპოზიციისთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა უმრავლესობამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ბეჟაშვილი ვიცე-სპიკერად არ აერჩიათ. ვიცე-სპიკერების რაოდენობის ზრდა პარლამენტის ხარჯებს ზრდის. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გასამრჯელოს ოდენობა 6 340 ლარია. მას ჰყავს სამდივნო და ემსახურება ავტომობილი.  

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტი ამ კვირაში უყრის კენჭს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირაში უყრის კენჭს. „მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ხვალ, 17 ოქტომბერს, ბიუროსა და პლენარულ სხდომაზე დადგენილების პროექტს განიხილავენ. პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის აპარატს დაუკავშირდება და თუ მას განხილვაში მონაწილეობის სურვილი ექნება, ამის მიხედვით იმოქმედებენ. „მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, პროცესი პარლამენტში ინაცვლებს. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია პარლამენტში ოფიციალურად შემოვა, საკითხის განხილვისა და კენჭისყრის გრაფიკი უნდა შედგეს. ხვალ ბიუროს სხდომა გაიმართება და ბიუროზე დადგენილების პროექტს წარმოვადგენთ, რომელშიც განხილვის გრაფიკი იქნება. პარლამენტს შეტყობინების მიღებიდან ორი კვირა აქვს, რათა საკითხი განიხილოს და კენჭი უყაროს. ვინაიდან მიმდინარე კვირა სასესიო კვირაა, აჯობებს საკითხი მიმდინარე კვირაში განვიხილოთ და კენჭისყრაზე დავაყენოთ,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები აირჩია

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია. ლევან ნემსაძის შემთხვევაში კენჭისყრა ორჯერ გაიმართა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, პირველ ჯერზე ტაბლოზე მხოლოდ 89 ხმა დაფიქსირდა მაშინ, როცა ასარჩევად საჭირო კვორუმი 90 ხმას შეადგენს. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის შემდეგ „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ხელახალი კენჭისყრის საკითხი დააყენა, რადგან, მისი თქმით, „რომელიღაც პულტმა არ იმუშავა.“ ხელმეორედ კენჭისყრის შემდეგ ლევან ნემსაძე იუსტიციის საბჭოს წევრად 90 ხმით აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად კიდევ ორ კანდიდატს უყარეს კენჭი: რუსუდან კვინიკაძესა და ნინო ნიშნიანიძეს, თუმცა, აღნიშნულმა კანდიდატურებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ დააგროვეს. ამით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5-ვე არამოსამართლე წევრის ვაკანსია შეივსო. პარლამენტის მაისის თვეში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ტრისტან ბენაშვილი (93 ხმით), გიორგი გზობავა (91 ხმით) და ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმით) აირჩია.  

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79 მომხრე, 4 წინააღმდეგი მიიღო. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის დახვეწას, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღკვეთას და ეფექტური მექანიზმის შექმნას. „2022 წლის დეკემბერში ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი, რომელშიც ასახული იყო თუ რა კუთხით უნდა მომხდარიყო კანონმდებლობის ცვლილება იმისთვის, რომ საქართველოს პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის ნაწილში მონაწილეობა გაეგრძელებინა. ანალოგიური ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდანაც გამომდინარეობდა, რომელთა შესრულებაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილების მიღებით, ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების მე-7 პუნქტი შესრულდება. „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. ცვლილებების თანახმად,  დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ამ კანონის 55(2)  მუხლის (რომელიც კრძალავს სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებას) დარღვევასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს კომუნიკაციების კომისიაში. ცვლილებების თანახმად, „თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი“. განმარტებით ბარათში წერია, რომ მედიამომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც დაარღვევენ 55(2) მუხლის მოთხოვნებს და მიიღებენ გაფრთხილებას, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება. 17 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, მედიის ადვოკატირების კოალიციამ შეშფოთება გამოხატა მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების  კონცენტრაციის გამო და აღნიშნა, რომ ეს ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. „წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, მედიის ადვოკატირების კოალიციისა და მედია ორგანიზაციებს შეშფოთების სრულიად  ლეგიტიმური საფუძველი აქვს“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. კოალიციამ აღნიშნა, რომ მაუწყებლებთან ერთად ჯერ კიდევ გასულ წელს  შეიმუშავა ალტერნატიული წინადადება, ეფექტიანი თანარეგულაციის მექანიზმი, თუმცა მმართველმა პარტიამ აღნიშნული შეთავაზება არ განიხილა. „მსგავს მოდელზე საუბრობდნენ ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტებიც, რომლებიც ქვეყანაში არსებული კონტექსტის გამო ეფექტიანი თანარეგულაციის შემოღების მომხრენი იყვნენ“, – აცხადებს კოალიცია. კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ „მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს მაუწყებლებთან კონსულტაციისა და ფართო კონსენსუსის გარეშე, რასაც მოითხოვს ევროდირექტივა აუდიოვიზულაური მედიამომსახურების შესახებ.“  

პარლამენტი 19 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოისმენს

პარლამენტი 19 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოისმენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს. უწყების ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები, პირადი შემადგენლობის როტაცია და სხვა უკანონო აქტივობები. სუს-ის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ საოკუპაციო ძალების მხრიდან ეთნიკური დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა მიმდინარეობდა. უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთის პოლიტიკამ კიდევ უფრო კომპლექსური სახე მიიღო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესებით და რუსეთის ფედერაციაზე ოკუპირებული რეგიონების ფინანსური დამოკიდებულებით გამოვლინდა. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში - 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირის უკანონო დაკავება მოხდა. ანგარიშს სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს.  

შალვა პაპუაშვილი: ფარცხალაძის თემა დახურულია ან მალე დაიხურება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კითხვები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ფარცხალაძესთან, ისევე მოსამართლეებთან დაკავშირებით, მტკიცებულებები არ არსებობს და ერთადერთი კითხვა დარჩა, რა იყო აშშ-ის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების მოტივაცია. შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ელჩი გაერკვევა ამ საკითხში. მისივე თქმით, კარგი ნაბიჯი იქნებოდა თუ აშშ სავიზო შეზღუდვებს, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქეს დაუწესდა, მოხსნიდა. „ზოგადი ადამიანური და სამართლებრივი წესია - ის, ვინც უყენებს ბრალს, მან უნდა ამტკიცოს. ეს არის ელემენტარული წესი, რომელიც ათასწლეულებია მოქმედებს ამ პლანეტაზე. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესშია გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმართა აშშ-ს, სამ სხვადასხვა უწყებას მიმართა სახელმწიფომ - პროკურატურამ იუსტიციის დეპარტამენტს, ასევე სხვა უწყებებზე მიმართვები იყო, მათ შორის სუს-ის. სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. პირიქით, აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა იქით გაიკვირვეს, როგორც საჯაროდ ითქვა და იქით იკითხეს, შემთხვევით რაიმე ინფორმაცია ხომ არ აქვს საქართველოს. აქედან გამომდინარე ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე. ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ იქნა საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება, რომლის უკანაც, ჩანს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ასევე, 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს სავიზო შეზღუდვები დაუწესდა და 7 თვის თავზეც არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი. ეს მე მაფიქრებს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსაც და მან ისაუბრა ამაზე საჯაროდაც, რომ არც მოსამართლეების, არც ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში მტკიცებულებები არ არსებობს,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა. მან ასევე უპასუხა კითხვას, რატომ მიეცა ფარცხალაძეს ქვეყნის დატოვების საშუალება და აღნიშნა, რომ ქვეყნის დატოვების საშუალება „კანვასის“ ტრენერებსაც მიეცათ, თუმცა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ „მათ ბრალი აქვთ წასაყენებელი“. „ბრალი თუ არ არის წაყენებული, მას ვერ შეუზღუდავ გადაადგილებას. მათ შორის, „კანვასის“ შემთხვევაშიც, ტრენერებისთვის არავის შეუზღუდავს ქვეყნის დატოვება. შეიძლება აღმოჩნდეს შემდგომ, რომ ბრალი არის წასაყენებელი და მათ დატოვებული ჰქონდეთ ქვეყანა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. გრიგოლ ლილუაშვილი: ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ მივიღეთ, პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს

ლევან იოსელიანი: ქალი პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ქალი დეპუტატების მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს გამოეხმაურა. იოსელიანი აცხადებს, რომ მსგავსი საუბარი „ღირსებას არავის მატებს და ეს მხოლოდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს.“ „ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს,“ - აცხადებს სახალხო დამცველი. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს ქალ დეპუტატებს, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის წევრების მხრიდან შურაცხმყოფელი სიტყვების სამიზნეები იყვნენ.  

პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით ერთხმად, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, დაგროვებითი პენსიის დღეს არსებული მოდელი, 2028 წლის პირველ იანვრამდე უცვლელი დარჩება და სქემის მონაწილე ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში მოხვდება. მოქალაქეებს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლებათ დანაზოგის საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში გადატანა. კანონი ასევე დაარეგულირებს საპენსიო ასაკში პენსიის დანიშვნისა და გაცემის, აგრეთვე, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას საპენსიო აქტივების მიღების საკითხებს. სააგენტო: საპენსიო დანაზოგი არ დაიკარგება  

მომავალი მოწვევის პარლამენტში დეპუტატებისთვის ხელფასების ზრდა იგეგმება

დეპუტატებისთვის ხელფასების ზრდა იგეგმება. დღეის მდგომარეობით პარლამენტის წევრების ხელფასები, თანამდებობების მიხედვით, დაახლოებით 4000-დან 7000 ლარის ფარგლებშია, ხოლო ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, 8 000-დან 10 000 ლარის ფარგლებში იქნება. პაპუაშვილის განმარტებით, დასახელებული თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადსაც, რომელიც აღნიშნულ ოდენობებს გამოაკლდება. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის შესაბამისობაში მოყვანა 2013 წლის შემდეგ არ მომხდარა. „ბოლო ათი წელია, არ გაზრდილა ან არ შეცვლილა ხელფასი. თუმცა, ეს საკითხი ყოველთვის იყო, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის წევრის ანაზღაურება რეგულირდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და არ არის მიბმული საჯარო სამსახურში ხელფასებს, მათ შორის, ის ათპროცენტიანი ზრდა, რაც ბოლო წლებში არის, არ ეხება პარლამენტის წევრებს. ამან შედეგად გამოიღო ის, რომ დღეის მდგომარეობით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება უფრო დაბალია, ვიდრე ძალიან ბევრი საჯარო მოხელის, მათ შორის იმ სტრუქტურებში, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიმართ არიან ანგარიშვალდებულები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის აპარატში არის რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რომლის ხელფასიც უფრო მაღალია, ვიდრე პარლამენტის წევრის. ამიტომ არის საჭიროება, რომ მოხდეს, შესაბამისობაში მოყვანა. 2017 წელს დადგინდა კოეფიციენტები საჯარო სამსახურისთვის. მაშინ ყველა საჯარო სამსახურში ხელფასები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ამ კოეფიციენტებთან, მათ შორის პარლამენტის აპარატში, თუმცა დეპუტატებისთვის მაშინ ეს ცვლილება არ განხორციელებულა რეგლამენტში, ამიტომ ჩემი ინიციატივაა, რომ მართალია, არა ამ მოწვევის, მაგრამ მომავალი მოწვევის პარლამენტში, 2025 წლის პირველი იანვრიდან მოხდეს ხელფასების, ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც დადგენილია კანონდებლობით. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ის კოეფიციენტები, ინიციატივა, რომელიც მე მაქვს წარმოდგენილი, სრულად არ ითვისებს იმ კოეფიციენტს, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი. უფრო მაღალიც შეიძლებოდა, ყოფილიყო სახელფასო ანაზღაურება,“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, რომელსაც პარლამენტს თავად პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს, დეპუტატების გასამრჯელო განისაზღვრება შემდეგნაირად: პარლამენტის თავმჯდომარე – 10 000 ლარი - (იზრდება 3 260 ლარით), პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9 500 ლარი (იზრდება 3 100 ლარით), პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9 250 ლარი (იზრდება 2 910 ლარით), კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 9 000 ლარი (იზრდება 3 460 ლარით), კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი, მოადგილე 8 750 ლარი (იზრდება 3 950 ლარით), კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 8 500 ლარი (იზრდება 3 760 ლარით), პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8 250 ლარი - (იზრდება 3 626 ლარით). რეგლამენტის პროექტის მიხედვით, 5 000 ლარის ოდენობით იზრდება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას. კერძოდ, რეგლამენტში ცვლილებების პროექტის გათვალისწინებით, თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.  

პრეზიდენტი პარლამენტზე: ვიდრე მეორე პალატა არ იქნება, ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურად არ გვექნება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორპალატიანი პარლამენტის შექმნის მომხრეა. მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს „რეალური თვითმმართველობა.“ „მე ვწუხვარ ერთი რამის გამო, რომ არასოდეს ამ ქვეყანაში არ ყოფილა გახსნილი დისკუსია, ნამდვილი დისკუსია იმის შესახებ თუ რომელი რეჟიმი - საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო იქნებოდა საქართველოსთვის. ეს სრული დისკუსია არც პარლამენტში არ ჩატარებულა. მე ვიყავი მონაწილე იმ საკონსტიტუციო კომისიის და პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემა მოგვყვება პირველივე დღიდან, ვიტყოდი პირველი რესპუბლიკიდანაც ერთგვარად. ჩვენ ვცვლით რეჟიმებს და კონსტიტუციებს იმის მიხედვით თუ რა არ მოგვეწონა წინა მმართველებისგან, თუ პრეზიდენტი არ მოგვწონდა და თუ ზე-პრეზიდენტობდა, მაშინ გვინდა საპარლამენტო, ახლა პარლამენტი...შეიძლება, გუშინდელი და გუშინწინდელი ძახილების მერე ჩავთვალოთ რომ არ მოგვწონს ასეთი უხამსობა და გადავწყვიტოთ, რომ სხვა სისტემა გვირჩევნია. ეს არის  ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი საკითხი, როგორც კიდევ ბევრი საკითხი გვაქვს კონსტიტუციაში. მე მაგალითად მიმაჩნია, ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ ჩვენ ორი პალატა გვჭირდება, ამიტომ, ვიდრე მეორე პალატა არ იქნება, არ გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურად. დღესვე უნდ შეიქმნას, თეორიულად ვამბობ კიდევ ერთხელ, და ახლავე უნდავ ვუთხრათ და ვაჩვენოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რა იქნება მათი ადგილი იქ და დავტოვოთ მათი ადგილი ღიად, მაგრამ სისტემა შევცვალოთ იმისთვის, რომ მივცეთ ამ ქვეყანას მეტი პოლიტიკური განვითარების საშუალება. 2006 წლიდან ვფიქრობდი ამას და არაფერი არ შეიცვალა. თუ არა ადგილობრივი დემოკრატია და თვითმმართველობა, თუ იქიდან არ წამოვიდნენ ახალი პოლიტიკოსები, მაშინ ვიტრიალებთ ამ წრეზე,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.  

შალვა პაპუაშვილი: არ გვაქვს მოლოდინი, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველ პარტიას აქვს იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის მხრიდან 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებულად ჩათვლილი, თუმცა იმის მოლოდინი, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება, არ აქვთ. პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებულად არც მოლდოვის და არც უკრაინის შემთხვევაში არ ჩაითვლება. „ჩვენი მოლოდინია, რომ 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებული და ეს ყველაფერი შესაბამისად აისახება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინისა და არც მოლდოვას მიმართ - ჩვენ ამასაც ვამბობდით, რომ რეკომენდაციებში არის საკითხები, რომლებიც შეიძლება ერთჯერადად გადაწყდეს, [ზოგი კი განგრძობითია],“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. რაც შეეხება დათქმებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს. „[ოპოზიციის მხრიდან] პირდაპირ შტურმია, ასე ვთქვათ, საბოლოო გაბრძოლება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. იმის შესაძლებლობას იტოვებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოენიჭა კანდიდატის სტატუსი [საქართველოს] და მათი შტურმი უშედეგო იყო, იქნებ რამენაირად დაამძიმონ. რაც შეეხება სანქციებს, ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს. თუკი მოითხოვდა, ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფროების გარანტიები უნდა მოეცათ, მათ გარეშე არც ევროკავშირი ითხოვს, მათ შორის, არც ნატო. საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არავინ არ ითხოვს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამასთან, მისივე განცხადებით, ის, რომ შარშან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, უსამართლობა იყო. „შეფასებებთან და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთი რამ უნდა ითქვას, ეს უნდა გავიმეოროთ ყოველ ჯერზე, საქართველო შარშან, ივნისშიც იმსახურებდა სტატუსს. ის იყო ლიდერი მაშინაც და ახლაც რჩება ლიდერად უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია ჰერცეგოვინასთან შედარებით. რა თქმა უნდა, ლიდერისთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება არ იყო. ამიტომ, ყოველი დღე მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ჰქონდა, უსამართლობის დღე იყო. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მონიჭება ამ უსამართლობის აღმოფხვრა იქნებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირზე და მის შეხედულებებზეა. წლინახევრის განმავლობაში, მაქსიმალური გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს წინაშე იყო წარმოდგენილი,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს

დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტს ტოვებს. მანდატის დატოვების თაობაზე დავით სერგეენკოს განცხადება კომიტეტში უკვე შევიდა. დავით სერგეენკოს მიმართვას 16 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც ამავე დღეს საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა და მას უფლებამოსილება შეუწყდება. დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა. პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა შეგახსენებთ, სერგეენკო უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორის იყო. დავით სერგეენკო 2012 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებით ის საბურთალოს მაჟორიტარად აირჩიეს. ის ასევე იკავებდა ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც.  

პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანომ  საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო. როგორც საკითხზე მომხსენებელმა,  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა,  პარლამენტის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ  დავით სერგეენკომ  პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვა. კომიტეტმა  კი პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად დაადგინა წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა. პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა შეგახსენებთ, სერგეენკო უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორის იყო. დავით სერგეენკო 2012 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებით ის საბურთალოს მაჟორიტარად აირჩიეს. ის ასევე იკავებდა ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც.  

ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერები გახდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი აირჩიეს. ორივე დეპუტატის არჩევას 84-84-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ირაკლი ჩიქოვანის და გიორგი კახიანის კანდიდატურები ვიცე-სპიკერის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა. მეათე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას გიორგი ვოლსკი იკავებს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით არის არჩეული. ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერის მოადგილის თანამდებობას ავთანდილ ენუქიძე იკავებს. რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 15 ნოემბერს მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდ ვიცე-სპიკერამდე გაიზარდა. ოპოზიციისთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვიცე-სპიკერად ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ უჭერს და ამას პოლიტიკური გადაწყვეტილებით ხსნის.  

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები გაიზარდა

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ჯარიმების გაზრდას პარლამენტმა სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 80 ხმით, ერთხმად - მესამე მოსმენით დაამტკიცეს. მიღებული პროექტის გათვალისწინებით, დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 1 500 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 5 000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით. პროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის, “ქართული ოცნების“ დეპუტატის მაია ბითაძის ინფორმაციით, არსებული ჯარიმები პრევენციულ ეფექტს ვერ უზრუნველყოფს, რაზეც მეტყველებს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მომართვიანობა ხმაურის დონის ინდექსის გადამეტებასთან დაკავშირებით.  

პრეზიდენტი: საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, რამაც დღეს ანალოგიური ფაქტი გამოიწვია. „საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი. საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ - მორიგი უმსგავსობა. კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი,“ ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. პრეზიდენტი: დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად პარლამენტს, მოვუწოდებ სპიკერს, მიიღოს უმკაცრესი ზომები  

ლიეტუვის პარლამენტმა დეპუტატს სხვისი ღილაკით სარგებლობის გამო, მანდატი გაუუქმა

ლიეტუვის პარლამენტმა დეპუტატ პეტრას გრაზულისს ფიცის დარღვევისთვის მანდატი გაუუქმა. მას 10 წლით აეკრძალა პარლამენტის არჩევნებში კენჭისყრის უფლებით სარგებლობა ან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა. გრაზულისი კოლეგის ნაცვლად ხმის მიცემაში ამხილეს, საკონსტიტუციო სასამართლომ კი დაადგინა, რომ ეს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. გრაჟულისს მანდატის ჩამორთმევას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვა წინააღმდეგი იყო, ოთხმა კი თავი შეიკავა. გადაწყვეტილების მისაღებად, 141 დეპუტატიდან არანაკლებ 85-ის ხმა იყო საჭირო. კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ დეპუტატმა თავისი ფიცი და კონსტიტუცია დაარღვია. ახლა ის 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ევროპარლამენტის არჩევნებში ჩაერთვება.  

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 6 თებერვალს პარლამენტში მოხსენებით წარდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. პრეზიდენტის რანგში ეს ზურაბიშვილის ბოლო მოხსენება იქნება. „როგორც იცით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ზურაბიშვილი ბოლოს პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას, ოქტომბერში მივიდა. პრეზიდენტმა პარლამენტში მისი იმპიჩმენტის განხილვაზე მმართველი გუნდი მწვავედ გააკრიტიკა: დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით გასული წლის მარტში წარდგა.  

შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ეფექტიანი ხელმძღვანელია, მისი პრემიერობით, საქართველომ უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ის არის ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი აღმასრულებელი ხელისუფლების. „ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი პრემიერობით, საქართველომ უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია. ჩვენ გავხდით სტატუსის მქონე ქვეყანა და გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რითაც კანდიდატ ქვეყნებს შორის ვართ ლიდერი და ამ თვალსაზრისით სამომავლოდ კარგი პერსპექტივაა. სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ის არის ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი აღმასრულებელი ხელისუფლების. მან ისაუბრა იმაზე, რომ წელს მნიშვნელოვანი წელია და „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე უნდა გავიდეს ყველაზე უფრო ძლიერად, რათა დამაჯერებელი შედეგები ჰქონდეს, რადგან ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი პრინციპული დადასტურება ქართველი ხალხის მიმართ, რომ ისინი მხარს უჭერენ ქვეყნის მშვიდ, სტაბილურ განვითარებას და არა არეულობას,“ – განაცხადა პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა.  

ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარუდგინა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება. ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. მთავრობის შემადგენლობა ასეთია: კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი; ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე; იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე; შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი; ამასთან, პარლამენტში ასევე შევიდა სამთავრობო პროგრამა, სახელწოდებით – „ევროპული სახელმწფოს მშენებლობისთვის“. ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პირველ თებერვალს წარადგინეს. პარლამენტი პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას 8 თებერვალს დაამტკიცებს.  

სამთავრობო პროგრამა პარლამენტს წარედგინა - რა წერია დოკუმენტში

სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით - “ევროპული სახელმწიფოსთვის“, დღეს, განახლებულ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა ოთხი მთავარ სფეროს მოიცავს: საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური მიმართულება და სახელმწიფო მმართველობაა. 73-გვერდიანი დოკუმენტის თანახმად, გაგრძელდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, ხაზს უსვამს შავ ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობას. „2023 წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა როგორც ქვეყნის განვითარების დღის წესრიგი, ასევე, ახალი შესაძლებლობები გააჩინა საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების თვალსაზრისით. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიზნით, საქართველო გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან. ამ თვალსაზრისით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესასრულებლად. ამასთანავე, აქტიურად გაგრძელდება ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გამოყენება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით. ამასთან, მოქალაქეებისათვის ხელშესახები შედეგის მიღების კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის გაგრძელება. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წარმატების პარალელურად და მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სულ უფრო იზრდება ქვეყნის როლი ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ევროკავშირთან მიმართებით, ასევე მნიშვნელოვან ამოცანად რჩება ევროკავშირთან საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გამყარება და იმ კომპონენტიდან ურთიერთსარგებლის მიღება, რომელიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობასა და ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში ჩართულობას უკავშირდება. ამ თვალსაზრისით, გაგრძელდება აქტიური მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული საფლაგმანო ინიციატივების რეალიზაციის მიზნით. სექტორული ინტეგრაციის კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის პროგრამებში ჩართულობასა და სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობას, რაც პრაქტიკულად ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგში ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირის სტანდარტებთან. გაგრძელდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, ხაზს უსვამს შავ ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობას“,- ნათქვამია დოკუმენტში. ამასთან, აღნიშნულია, რომ აქტიურად გაგრძელდება მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის, რაც გულისხმობს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების მიზნით, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის უზრუნველყოფას. „ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის უზრუნველყოფა და ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან − აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება, მათ შორის, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: თავდაცვა და უსაფრთხოება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, საქართველოს ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაცია. „2024 წლისთვის აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. შესაბამისად, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდება საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვილობის მოდერნიზაციაზე და გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა აშშ-თან თავდაცვის სფეროში. 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს აშშ-ის ევროპული სარდლობის სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნულ სწავლებას - „Trojan Footprint” და აშშ- საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებას - „Noble Parter“. ამასთან, ქართველი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ორგანიზებით უცხოეთში დაგეგმილ სწავლებებში. აშშ-თან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, 2023 წლიდან აქტიურად ხორციელდება საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), რომელიც 2027 წლის ჩათვლით გაგრძელდება. GDDEI მიმართულია ქვეყნის შეკავების, ტერიტორიული თავდაცვის, წინააღმდეგობისა და მედეგობის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. იგი ხელს უწყობს ნატოსთან თავსებადობის გაზრდას, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარებას,“ წერია დოკუმენტში. პროგრამის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში ურთიერთობების განვითარებას დოკუმენტით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის კავშირების გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთა შორისი, კულტურის, განათლების, სექტორულ და სხვა სფეროებში, ისევე როგორც საერთაშორისო ფორმატებში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნება და აქტიური თანამშრომლობა ევროპასა და აზიას შორის საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით. ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარუდგინა  

კობახიძე: ჩვენს პოლიტიკურ სისტემას მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი სჭირდება

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უხეში რიტორიკა მთავრობის ინტერესებში არ შედის. „ნებისმიერ სახელმწიფოს განვითარებისთვის სჭირდება სიმშვიდე, მათ შორის, პოლიტიკური სიმშვიდე, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია, ინსტიტუციონალიზაცია, სადაც გვაქვს ჩვენ სერიოზული ხარვეზები, როგორც თავადაც მოგეხსენებათ. ეს ყველაფერი არის ყველა პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობა, ჩვენ თავიდან ბოლომდე, სამთავრობო შემადგენლობა, ვიქნებით კონცენტრირებული იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესებზე. თუ ამ ყველაფერში იქნება უზრუნველყოფილი ყველა პოლიტიკური სუბიექტის, მათ შორის, ოპოზიციის კონსტრუქციული ჩართულობა, ეს იქნება ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხარვეზები არის - უხეშობა პოლიტიკაში, უხეში რიტორიკა, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, ერთი სუბიექტური მიზეზის გამო (ქვეყნის ინტერესებშიც შედის, რა თქმა უნდა, ნაკლები უხეშობა პოლიტიკაში), როდესაც კონკრეტული პარტია იგებს არჩევნებს, ის სუბიექტურადაც არის დაინტერესებული, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა," - განაცხადა კობახიძემ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „თავისუფლების" წევრის, როსტომ ჩხეიძის შეკითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ „რადიკალური ოპოზიცია" და „ქვეყნის მტრები" სინონიმები არ არის.  „გახსოვთ, როგორ დაიწყო პოლარიზაცია, რადიკალიზმი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ეს იყო, არჩევნების არცნობა. შემდეგ გახსოვთ, რა პროცესები განვითარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. როგორი იყო რიტორიკა და ა.შ. დღეს არ მინდა ამ ყველაფრის შესახებ ვისაუბრო, მინდა მაქსიმალურად აქცენტი გავაკეთო იმ გეგმებზე, რომლებიც მთავრობას აქვს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა გეთანხმებით, რომ მეტი კონსენსუსი, ნაკლები რადიკალიზმი აუცილებლად სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ სისტემას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ დახურულ ფორმატში უსმენენ

პარლამენტში წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ დახურულ ფორმატში უსმენს. სხდომის წამყვანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობას შესთავაზა, ვინაიდან ეს არის უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან, სხდომა დაიხუროს, რის შემდეგაც კენჭისყრის შედეგად, უმრავლესობის წევრებმა, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ნდობის მისაღებად გავა. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა კომიტეტებში, დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით, 5 თებერვალს დაიწყო. გუშინ კი, მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციამ“ და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ერთობლივი სხდომის ფორმატში მოუსმინეს. მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს 2 თებერვალს წარედგინა. პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს დღეს უყრის.  

კობახიძე: ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა არასოდეს უნდა ესროლონ ერთმანეთს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატების წინაშე სამთავრობო პროგრამა წარადგინა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, აფხაზებთან და ოსებთან ომი გამოუსწორებელი დანაშაული იქნებოდა. „ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ჩვენი​ პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი უცხოელი მეგობრების მოწოდებები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის გზით დაბრუნების შესახებ. მინდა შეგახსენოთ, რომ ამგვარი სცენარის პირობებში ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც. ეს იქნებოდა გამოუსწორებელი დანაშაული ისტორიისა და მომავალი თაობების წინაშე. ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა არასოდეს უნდა ესროლონ ერთმანეთს. ამ დანაშაულს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას ალტერნატივა არ აქვს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა. დღეს, 8 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს დაპირისპირების ფონზე განიხილავდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ირაკლი კობახიძეს მიმართა და მას „გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარეობის სავარძელში ჩამსმელი“ უწოდა. მას „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ლილუაშვილს 20 ივნისის აქციის დარბევა გაახსენა, როდესაც პრემიერის პოსტს გიორგი გახარია იკავებდა. პარლამენტი 8 თებერვალს უყრის კენჭს მთავრობის შემადგენლობას.  

პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე დამტკიცდა. მინისტრთა შორის მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვალა ირაკლი ჩიქოვანმა. ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.  

ცესკოში ოპოზიციიდან დანიშნული მოადგილის პოზიცია უქმდება - პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში”ცვლილება მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილება მეორე მოსმენით, 81 ხმით მიიღო. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტი დეპუტატებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ წარუდგინა. კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება ხდება. კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები. ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს. ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება პირი და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს. გასულ წელს პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნა. ვენეციის კომისიამ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს დასკვნა წარუდგინა, თუმცა გივი მიქანაძის განცხადებით, დასკვნა დაცლილია სამართლებრივი არგუმენტაციისგან. მისი თქმით, ცესკოს დაკომპლექტების წესში განხორციელებულმა ცვლილებებმა მხოლოდ ის მოიტანა შედეგად, რომ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა 6-თვიანი ვადით ხდება. მისივე მოსაზრებით, 6-თვიანი მოდელი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს. „ჩვენ დავსვით მარტივი კითხვა, რომელ ქვეყანაში გინახავთ მოდელი, რომლის მიღებასაც გვთავაზობენ და რომლის გათვალისწინებით ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს, ფაქტობრივად, 6 თვით ვირჩევთ. 6 თვით დანიშნული ადამიანები რამდენად უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობის პრინციპს, ვიდრე 5 წლის ვადით არჩეულები? პასუხი იყო ცალსახა, რომ არ არსებობს მსგავსი მოდელი. არცერთი არგუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი, თუ რატომ უნდა დაინერგოს ჩვენთან ასეთი მოდელი. ორწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ არსებულმა მოდელმა ვერ გაამართლა,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ. პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ოპოზიციიდან დაინტერესდნენ, ახალი ცვლილებები უზრუნველყოფს თუ არა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული „ცხრა ნაბიჯით" გათვალისწინებული პირობის შესრულებას. „ევროკავშირის მოთხოვნას ეს ცვლილება აკმაყოფილებს თუ არა? ევროკავშირმა გვითხრა, რომ მათი მოთხოვნაა ვენეციის კომისიის ყველა მოთხოვნის შესრულება," - მიმართა მომხსენებელს „ლელო"-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, თუკი ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის და ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციებს, ეს ნიშნავს, რომ ის არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებას. ოპოზიციას უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა და განაცხადა, რომ „ვენეციის კომისიამ ნამდვილად პოლიტიკური რეკომენდაცია გასცა და მას არანაირი კავშირი სამართალთან არ აქვს... აშკარად შეცდომა არის დაშვებული." მისი თქმით, გასული წლის ზაფხულში კანონმდებლობა იმის გამო შეიცვალა, რომ საქართველოში არ იმუშავა მიღებულმა წესმა. ირაკლი კობახიძე: ვერავინ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, ცესკოს ოპოზიციონერი წევრი ერთ-ერთი რადიკალური პარტიდან, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე ოპოზიციურმა პარტიამ „ლელომ“ კანონპროექტში ოპოზიციის კვოტით დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის გაუქმების შესახებ ჩანაწერი გააპროტესტა. „თქვენ აიღეთ და ვენეციის კომისიის დასკვნა გადააგდეთ ნაგვის ყუთში. ამის შედეგი არის ის, რომ ევროკომისია იტყვის, რომ რეკომენდაცია შესრულებული არ არის. ამ რეკომენდაციის ჩაგდება იქნება თქვენი პასუხისმგებლობა,“ მიმართა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პლენარულ სხდომაზე . ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ საქართველოს წინაშე წარდგენილ „ცხრა ნაბიჯში" არჩევნების საკითხზე წერია: „თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე; საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა." ამასთან, ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა 2023 წლის ზაფხულში მიღებული ცვლილებებიც და აღნიშნა: „ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილების პარლამენტის თავმჯდომარისგან კვლავ საქართველოს პრეზიდენტის გადასცეს." „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანა „ქართულმა ოცნებამ", მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ აირჩია. თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია კი მისაღებ კანდიდატურაზე შეთანხმებას ვერ ახერხებდა. ამის გამო, გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რანგში ხელმძღვანელობდა. 2023 წლის ივნისში „საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. მანამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდა კონკურსს და ქმნდა კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს კი, წარუდგენდა პარლამენტს. ცვლილებების შედეგად, კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის უფლებამოსილება, პირველ ეტაპზე პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა. ივნისის ცვლილებებით, 100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრები 76 ხმით არჩევა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.

საცხოვრებელ კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. ასეთ შეზღუდვას “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით დაინიცირდა. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.  

ცხოველების წამებასა და მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაზე შესაძლოა, სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამკაცრდეს

ცხოველების წამებასა და მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაზე შესაძლოა, სისხლის სამართლის კანონმდებლობაც გამკაცრდეს. “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ პროექტი ფარგლებში პარლამენტში ინიცირებულია “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლები დგინდება. უფრო კონკრეტულად, შინაური ბინადარი ცხოველისათვის ვეტერინარული ოპერაციის ჩატარება არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე, რამაც მისი სხეულის მძიმე დაზიანება ან დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამოციდან ასოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვს თვემდე; შინაური ბინადარი ცხოველის გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიწვევს სისხლისსამართლის ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით - ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე; პროექტის გათვალისწინებით, შინაური ბინადარი ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა და ქიმიური საშუალებების დამზადება, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას სამოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე; ამავე პროექტით, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთი წლიდან თვრამეტ თვემდე; შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობისა და კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე. გარდა ამისა, მკაცრდება არსებული სისხლის სამართლის სანქცია შემდეგი დანაშაულის ჩადენაზე: ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტი თვიდან ორ წლამდე; ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ორიდან სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს.

სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და საავადმყოფოებში ძაღლისა და კატის შეყვანა იკრძალება

შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე, იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობით ინიცირებულ “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტშია ნათქვამია. კანონპროექტით იგეგმება ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის შემოღება შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: - შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნების, მგზავრობის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის. პროექტის გათვალისწინებით, ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით. შინაურ ბინადარ ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გადაყვანისას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთდროულად მოკლე საბელის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით.  

ცხოველის მიტოვება დაჯარიმებას გამოიწვევს - ჯარიმები იმოქმედებს ვაქცინაციისა და სხვა მკურნალობის ვალდებულების დარღვევაზე

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტით წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის. კერძოდ, შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას - 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედლებლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით; ნარევი (მეტისი) ჯიშის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით; ცხოველის ყოლისათვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევა გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; მეპატრონის ვალდებულებების დარღვევისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებული მეთოდები ინერგება.  

მაია ბითაძე: ძაღლების გამრავლება მკაცრად გაკონტროლდება

ძაღლების გამრავლება ძალიან მკაცრად გაკონტროლდება - როგორც დღეს არის, რომ ძაღლის გამრავლების უფლება ყველას აქვს, ასე აღარ იქნება! - ამის შესახებ პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომელმაც პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განმარტა. მისი ინფორმაციით, ბინადარი ცხოველების რეგისტრაციის ვალდებულება 2025 წლის 1-ელ ივლისს დასრულდება, ხოლო ამ დრომდე როგორც მიმკედლებლები, ასევე ცხოველის მეპატრონეები ვალდებული იქნებიან, საკუთარი ცხოველი დაარეგისტრირონ. ამასთან, იგეგმება ცხოველის მიკედლებისა და მისი თავშესაფრიდან აყვანის წახალისება. მას შემდეგ რაც ცხოველთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდება, 2025 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება შეზღუდვა, რომლის მიხედვით, მრავალბინიანი კორპუსის ბინაში სამზე მეტი ძაღლის ყოლა აიკრძალება. იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანი ცხოველს თავშესაფრიდან აიყვანს ან მიიკედლებს მას, მისთვის აღნიშნული შეზღუდვა აღარ იარსებებს. ბითაძის ინფორმაციით, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება. „კანონპროექტზე საკმაოდ დიდი ხანი იმუშავა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, მათ შორის, დედაქალაქის მერიასთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად. ეს არის ძალიან კომპლექსური პროექტი, რომლის მთავარი მიზანი შინაური ცხოველის - ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება იქნება. ჩვენ ასევე ვიმუშავეთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაციასთან (FAO), რომელმაც სპეციალურად ამ კანონისთვის შეიმუშავა პროგრამა, სადაც ეტაპობრივად პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, ისევე როგორც მიუსაფარი ძაღლების მასშტაბური აღრიცხვა დაიწყება. კანონპროექტის მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ, მათ შორის, ცნობიერების ამაღლებას და იმ ძალიან მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას, რასაც ძაღლების ქუჩაში გაყრა და შემდგომ გამრავლება ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში სტერილიზაცია-კასტრაციის მასშტაბური პროგრამა არსებობს, რომელიც ამ კანონპროექტის თანახმად უნდა გაძლიერდეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველა მუნიციპალიტეტისთვის ეტაპობრივად 80 მლნ ლარზე მეტი უნდა გამოიყოს. ქუჩაში გაგდებული და უკონტროლოდ გამრავლებული ძაღლების რაოდენობა სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამას მნიშვნელოვნად ასწრებს. კანონპროექტის მიხედვით, ბინადარი ცხოველების რეგისტრაციის ვალდებულება 2025 წლის 1-ელ ივლისს დასრულდება და ამ დრომდე როგორც მიმკედლებლები, ასევე ცხოველის მეპატრონეები ვალდებული იქნებიან, საკუთარი ცხოველი დაარეგისტრირონ. ამ ვადის შემდგომ, ყველა ის დაწესებულება, სადაც ძაღლი ცხოვრების ციკლის განმავლობაში მოხვდება (ვეტერინარული კლინიკა, საშენი, სასტუმრო, თავშესაფარი და სხვა), ვალდებული იქნება ძაღლის რეგისტრაცია გადაამოწმოს, რაც შემდგომ იმ ადამიანის მიკვლევას გააადვილებს, რომელმაც ძაღლი ქუჩაში გააგდო. მეპატრონეები უნდა შევეჩვიოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ არ ვაპირებთ ძაღლის ლეგალურად გამრავლებას, რათა ლეკვების ან კნუტების რეგისტრაცია მოხდეს, ჩვენს ცხოველს კასტრაცია-სტერილიზაცია უნდა გავუკეთოთ. გვაქვს გარკვეული დახმარების მექანიზმები, მათ შორის, მიმკედლებლებისთვის, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებული იქნება, გარკვეული პერიოდი სტერილიზაცია-კასტრაციის, ასევე ცოფზე ვაქცინაციის პროგრამა გააგრძელოს. ჩვენი მთავარი მიზანია, შეიქმნას ჰუმანური სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ პრობლემა, რომელიც ქუჩაში გაგდებულ ძაღლებთან მიმართებით წლებია არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალოს. ასევე არის გარკვეული დებულებები, რომელიც არახალია - მოქმედი კანონმდებლობით, ცხოველის ალიკაპით ან საბმელის გარეშე ტრანსპორტირება იკრძალება. ამ კუთხით სიახლე გვაქვს კანონპროექტში - შეზღუდვა მხოლოდ მოკლე საბელამდე რჩება, ხოლო მცირე ზომის ცხოველის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჩანთით ან მოკლე, ძაღლის ტრანსპორტირების საშუალებით. კანონპროექტით, ასევე განსაზღვრულია მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლების ჩამონათვალი. კანონპროექტის თანახმად, გვექნება საშუალება, მთავრობამ სხვადასხვა ექსპერტებთან ერთად გარკვეული შეზღუდვა შემოიღოს მათ გამრავლებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ქართული ენდემური ჯიშის ძაღლებს არ შეეხება,“ - განაცხადა მაია ბითაძემ.  

კალაძე კანონპროექტზე: ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი ბინადარ ცხოველთა შესახებ და აღნიშნული კანონმდებლობის დისკრედიტაციის მიზნით, არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი გავრცელდა. კახა კალაძის თქმით, თუ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდება, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება. „შემუშავდა საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ ჰუმანურია, ამავე დროს კი, ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს. მუნიციპალიტეტებს, რასაკვირველია, პირდაპირ გვეხება ეს საკითხი, რადგან ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევა გვაქვს. საგრძნობლად გავზარდეთ სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, მაგრამ დახარჯული ძალისხმევა ვერ ეწევა უკონტროლოდ გამრავლებული და მიუსაფარი ცხოველების რიცხვს,“ – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მერია მიუსაფარი ცხოველების საკითხის გადაჭრას ჰუმანური და ეფექტიანი გზებით გეგმავს. „კიდევ უფრო გაიზრდება სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და თავშესაფრის გამტარუნარიანობა. ამ მიმართულებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს,“ – აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრი აშენდება. „პოპულაციების მართვის ცენტრის მშენებლობის შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა. შენობები უზრუნველყოფილი იქნება სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე, გათბობა-გაგრილების სისტემით. ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება,“ – განაცხადა კახა კალაძემ. როგორც მან აღნიშნა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შეისყიდა მობილური ვეტკლინიკა, სამომავლოდ კი არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია იგეგმება. „მობილური ვეტკლინიკა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. მიმდინარე წელს, ასევე, იგეგმება არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია. ცხოველების შიდა და გარე ვოლიერები, ლაბორატორიისა და საოპერაციო ბლოკი განახლდება და თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობებით აღიჭურვება. თავშესაფარი დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც აღიარებულია ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ,“ – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა. „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება თითოეულ გამოძახებაზე და დამატებით გამოვყოთ ჯგუფები ქალაქში მონიტორინგისთვის. ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თავშესაფრის გამტარუნარიანობას და, შესაბამისად, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.  

პაპუაშვილი ოპოზიციას: თუკი ხელისუფლების პრორუსულობის გჯერათ, ავტომატი უნდა გეჭიროთ და ამხობდეთ მას

„ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას როცა ეძახით პრორუსს, ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის გჯერათ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც უპასუხა პარტია „გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის კომენტარს. პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში, ოპოზიციას ხელისუფლების პრორუსულობასთან დაკავშირებული ზღაპრის არ სჯერა, თუმცა ადამიანებში ყოველდღიურად აღვივებენ ზიზღს ე.წ. პრორუსულობის გამო. „რიტორიკულად რომ შევხედოთ, ჩვენს კოლეგებს თავი მოაქვთ რუსეთი რუსეთის და პრორუსულობის ძახილით, კომიკურად რომ იქციეს უკვე თავი. როგორ ფიქრობთ, ეს ლეგიტიმაციის აღიარებაა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, მილიონ ამომრჩეველს ეძახი პრორუსს. რა თანამშრომლობის იმედი უნდა გქონდეთ? ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის გჯერათ. ე.ი. არ გჯერათ, რადგან ასეთი ცივილური ურთიერთობა გვაქვს. და თუ არ გჯერათ პრორუსულობასთან დაკავშირებით ამ ზღაპრის, რა დავარქვათ ადამიანების ნერვებზე თამაშს, როდესაც ყოველდღიურად ადამიანებში ზიზღს აღვივებთ ხელისუფლების მიმართ, მისი ე.წ. პრორუსულობის გამო,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება შესაძლოა, აღარ ჰქონდეთ. შესაბამისი ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტით, უქმდება განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 500 ლარია. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კანონიდან ამოდის მუხლი, რომლის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის პირები ვალდებული არიან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ და ანტიკორუფციულ ბიუროს შესაბამისი ცნობა წარუდგინონ, რა დოკუმენტიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონით საჯაროა და ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მისივე ცნობით, წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება შესაძლოა, არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ჰქონდეთ. ჯერ კიდევ მოქმედი „საარჩევნო კოდექსით“, დეპუტატობის მსურველ კანდიდატს ნარკოლოგიური შემოწმება მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ცესკო საარჩევნო რეგისტრაციაში არ გაატარებს.  

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, შესაძლოა, ხელფასები გაიზარდოს

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ. ამის შესაძლებლობას “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომლითაც დაგეგმილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფიქსირება. პროექტის ავტორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებითაც, ცვლილება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის გასამრჯელოს ოდენობის ზრდას გამოიწვევს. დღეს არსებული ანაზღაურების წესის საფუძველზე კონკრეტულად განსაზღვრული კოეფიციენტი არ არის, ხოლო პროექტის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს კონკრეტული კოეფიციენტები დგინდება. პროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ კანონმდებლობა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს უფლებას აძლევს, მათი სახელფასო ანაზღაურება დადგენილი კოეფიციენტის ფარგლებში თავად განსაზღვრონ, რაც გარკვეულწილად არასისტემურობას იწვევს. “პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის, დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფიქსირებას, რაც გამოიწვევს გასამრჯელოს ოდენობის ზრდას. აღნიშნული თანამდებობის პირები გადაიხდიან გადასახადებს გაზრდილი ხელფასის პროპორციულად. შესაძლოა, აღნიშნული ცვლილებით მოხდეს ქონების გადასახადის გადამხდელთა გადასვლა “საგადასახადო კოდექსით“ დიფერენცირებულ შემდგომ კატეგორიაში - 100 000 ლარს ზემოთ,“ - აღნიშნული პროექტის განმარტებით ბარათში. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგოს წესში ცვლილება შემდეგ თანამდებობის პირების ანაზღაურებას შეეხებათ: - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი, მათი პირველი მოადგილე და მოადგილეები, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის თავმჯდომარე, მათი მოადგილეები. რაც შეეხება პარლამენტის წევრების შრომით ანაზღაურებას, მათთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე თვის წინ განხორციელდა და ის პარლამენტის რეგლამენტში აისახა. ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება.  

თამბაქოს ნაწარმზე შესაძლოა, აქციზი შემცირდეს

თამბაქოს ნაწარმზე შესაძლოა, აქციზი შემცირდეს და ამ მიმართულებით 2025 წლიდან ახალი საგადასახდო განაკვეთი ამოქმედდეს. იმის გათვალისწინებით, რომ კანონის პროექტი აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას ითვალისწინებს, ინიციატორთა მონაცემებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად დაახლოებით 24 965 047.2 ლარით შემცირდება. „თუმცა აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე მოხდება,“ - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში. პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: - დავით სონღულაშვილმა, ბეჟან წაქაძემ, გოჩა ენუქიძემ და ელგუჯა გოცირიძემ მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა “საგადასახდო კოდექსში“ ცვლილებები მოამზადეს, რომლის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 60 ლარიდან 30 ლარამდე მცირდება თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, “ჰომოგენიზებული“ ან “აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და “საგადასახადო კოდექსის“ 2403 19 (“დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე. ინიციატორთა განმარტებით, გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია. “საქართველოში მეთამბაქეობა ძირითადად მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხშია გავრცელებული. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო გაშენებული იყო 140 ჰა-ზე, მიღებულმა მოსავალმა 314 ტონა შეადგინა და მეთამბაქეობით დაკავებული იყო 1000-მდე საოჯახო მეურნეობა. დარგის განვითარება ისეთი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა გადამუშავების რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგია; კვალიფიციური კადრების და ლაბორატორიების არ არსებობა; არალეგალური სიგარეტის წილის ზრდა, რომლის ფასი დაფასოებული ე.წ. მოსაწევი თამბაქოს ფასს უტოლდება და აღნიშნულ პროდუქტს არაკონკურენტულს ხდის. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც “საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილების საფუძველზე უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი გათანაბრდა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის მოცულობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს საგადასახადო შემოსავლებს,“ - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.  

ომბუდსმენი „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დაცვის კანონპროექტზე“: კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ლგბტ თემთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელზეც უმრავლესობა მუშაობს, წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დეტალების შეფასებას კანონპროექტის გაცნობის შემდეგ შეძლებს. „წინასწარ კანონპროექტის შინაარსის შეფასება გამიჭირდება, თუმცა ერთი რამ არის ცალსახა, ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ველოდები კანონპროექტს, რომლის გაცნობის შემდეგაც შევძლებ დეტალების შეფასებას,"- აცხადებს იოსელიანი. მამუკა მდინარაძე: მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაიცავს  

პარლამენტმა თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტის წევრებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა წარუდგინა. „ცვლილების თანახმად, კანონპროექტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის კონკრეტული თანამდებობრივი სარგოს კანონით განსაზღვრულ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება იმ კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. ამასთანავე, არ ხდება ზედა ზღვრის კოეფიციენტების ცვლილება. საკანონმდებლო ცვლილებით წესრიგდება შემდეგი პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესი: საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და მთავრობის თავმჯდომარის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის და მინისტრის პირველი მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის,“ წერს პარლამენტის პრესსამსახური. მომხსენებლის განცხადებით, გასულ წელს, ამ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რაც აღნიშნულ კოეფიციენტებთან საპარლამენტო თანამდებობის პირების სახელფასო სარგოების შესაბამისობაში მოყვანას ისახავდა მიზნად. ახლა მნიშვნელოვანია, რომ იგივე სტანდარტი გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, მათ შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე სახალხო დამცველისა და გენერალური აუდიტორის მიმართ. კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება შედის ასევე „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და „აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს პარლამენტის წევრისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით. შესაბამისად, ხელფასები შემდეგნაირად განისაზღვრება: საქართველოს პრეზიდენტი — 13 300 ლარი; პრემიერ-მინისტრი — 13 300 ლარი; მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი — 11 305 ლარი; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს/მთავრობის თავმჯდომარეები — 11 305 ლარი; მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე — 9 975 ლარი; მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილე — 9 642 ლარი; ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება.

პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციიდან არის დანიშნული. გარდა ამისა, პროექტი ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ცვლილებას ითვალისწინებს. მათი არჩევის პროცედურა 3-ეტაპიანი ხდება - პირველ ეტაპზე, ცესკოს წევრის და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება პარლამენტის შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 ხმა) მხარდაჭერით. თუკი კანდიდატები ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოიპოვებენ, პარლამენტი მეორე კენჭისყრაზე ჩვეულებრივი უმრავლესობით (76 ხმა) მიიღებს გადაწყვეტილებას. კანდიდატურების მორიგი ჩავარდნის შემთხვევაში, კენჭისყრა ანალოგიური პრინციპით გაიმართება. თუ პარლამენტი ვერც ამ შემთხვევაში შესძლებს ცესკოს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას, კანდიდატურების დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა. ამასთან, პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტით, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების შესარჩევად კონკურსის გამოცხადებისთვის ვადა 2024 წლის პირველ მაისამდე აქვს. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გაეგზავნება და თუ ის დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, კანონპროექტს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს და გამოაქვეყნებს. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ცესკოს თავმჯდომარეს ოპოზიციონერი მოადგილე ჰყავდეს  

ვინ ჩაანაცვლა მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი გახდა, პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მომდევნო წევრმა, იმედა ნიკურაძემ ჩაანაცვლა. პარლამენტმა დღეს, 22 მარტს, 89 ხმით ცნო იმედა ნიკურაძის უფლებამოსილება. ის დღემდე „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. როგორც რადიო თავისუფლება წერს, იმედა ნიკურაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კომპანიის, „ელიტა ბურჯის“ ადვოკატი, შემდეგ კი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო („ელიტა ბურჯი“ 2020 წელს ფონდ „ქართუს“ საკუთრებაში გადავიდა). მოგვიანებით თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მიხეილ სარჯველაძე, ვისი ადგილიც ნიკურაძემ დაიკავა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. იგი 2024 წლის 11 მარტს დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრად და ზურაბ აზარაშვილი ჩაანაცვლა. სარჯველაძე წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ და ასევე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.  

ილია დარჩიაშვილი: საზღვარგარეთ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა დაბალია

„დემოკრატიული, თავისუფალი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველყოფა გახლავთ ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამოცანა, რომლის შესასრულებლადაც მიმდინარეობს აქტიური, მრავალმხრივი მუშაობა, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე არჩევნების ადმინისტრირების კუთხით, მათ შორის, საგარეო უწყების ჩართულობით,“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საგარეო უწყება თანამშრომლობს ეუთო-ს შესაბამის ერთეულთან საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის მიზნით; აგრეთვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარეობს ყველა იმ საკითხის კოორდინირება, რომლებიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საარჩევნო უფლების სრულყოფილ რეალიზაციას. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 აპრილის N01-72 ბრძანებით დამტკიცებული ,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის“ თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზანია საზღვარგარეთ მათი უფლებების, კანონიერი ინტერესების დაცვა და საკონსულო ფუნქციების ეფექტიანი განხორციელება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მრავალი სამართლებრივი ხასიათის მომსახურებას. ილია დარჩიაშვილის თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეთა დადგომა არ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო უფლების რეალიზაციას. „საკონსულო აღრიცხვის მონაცემები გამოიყენება გლობალური, რეგიონული ან ადგილობრივი კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს მოქალაქეების ეფექტიანი საკონსულო დაცვის უზრუნველყოფისა და მათ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით. ჩვენ ამის მაგალითები არაერთხელ გვქონია, მათ შორის, გლობალური პანდემიის დროს,“ – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ნებაყოფლობითია და ამისათვის საგარეო უწყება მოქალაქეებს მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეს შეუძლია, საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, ისე ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში პირადი გამოცხადების გზით ან განაცხადის საფოსტო გზავნილით გაგზავნის საშუალებით. მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ხდება კონკრეტული საკონსულო ოლქის ფარგლებში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის არ არის დაწესებული საკონსულო მოსაკრებელი, შესაბამისად, მომსახურება უფასოა. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები/საკონსულო დაწესებულებები მჭიდრო კომუნიკაციაში იმყოფებიან საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. დიასპორის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რეგულარული ხასიათი აქვს თანამემამულეებთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში, რამაც ბოლო წლებში განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო. საკუთრივ ჩვენს საკონსულო დაწესებულებებს უწევთ ინტენსიური, თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია თანამემამულეებთან მათი საჭიროებების, უფლებებისა და სხვადასხვა საკონსულო სერვისის შესახებ. საკონსულო თანამდებობის პირები მუდმივად ცდილობენ მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებით გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მოქალაქისათვის რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს, ეს ემსახურება მათ საჭიროებებზე რეაგირებასა და უფლებების დაცვას. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა, სამწუხაროდ, კვლავ დაბალია,“ – აღნიშნა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ უშუალოდ საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის საჭიროებასთან დაკავშირებით, წინა არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად გეგმავს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია როგორც უშუალოდ ამ საკითხზე, ისე არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2023 წელს აწარმოვა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პორტალი – geoconsul.gov.ge) შესახებ, რომელმაც ასიათასობით მოქალაქე მოიცვა (980,000 ადამიანი, მოქალაქეთა 39,30 %). აღნიშნული კამპანია მოიცავდა საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლებს და მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას როგორც პორტალის, ისე ზოგადად საკონსულო სერვისების, მათ შორის, საკონსულო აღრიცხვის თაობაზე. „განვლილ არაერთ არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამინისტრო, მოქალაქეთა საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის მიზნით, მიმართავს მის ხელთ არსებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და რაიმე დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა. ასე მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამოქმედდა სპეციალური საძიებო ველი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, გადაემოწმებინათ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის მიცემას,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში: თუ ქვეყნიდან მოქალაქეები გარბიან, თბილისში რატომ არის ამხელა საცობი?

„ხალხის ძალის” დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიცია დეზინფორმაციას ავრცელებს, მათ შორის, ქვეყნიდან ხალხის გადინების საკითხზე. როგორც მან აღნიშნა, ტყუილია, თითქოს მოსახლეობა ქვეყნიდან მასობრივად გადის. „მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიანო, 800 ათასი მოქალაქე გაიქცაო. მეგობრებო, აბსოლუტური ტყუილი, უსინდისო, უწიგნური და არაფერს დაფუძნებული ტყუილია. 800 ათასი მოქალაქე დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ერთად აღებული ყველა ხელისუფლების დროს არ გასულა ქვეყნიდან ისე, რომ უკან არ დაბრუნებულიყო, მაგრამ სპეკულირებენ, ამდენი ადამიანი გავიდაო. სხვათა შორის, ქვეყნიდან გასვლა დანაშაული არ არის, მაშინ გამოვაცხადოთ საბჭოთა კავშირი და საზღვრები ჩაკეტოთ. ვიზალიბერალიზაცია რატომ მივიღეთ? იმიტომ,რომ გავაადვილოთ. როცა ქვეყნიდან გადიან ადამიანები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა გარბის,“ - განაცხადა ხუნდაძემ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 5-ჯერ მეტი ადამიანი გადიოდა ქვეყნიდან. „ჩემი ოჯახის წევრიც არის წასული, ძალიან ბევრი ჩემი მეზობელი და მეგობარიც, მაგრამ მაშინ ამაზე არავინ საუბრობდა. დღეს ყველა ტელევიზიაში, ყველა საინფორმაციოში, მით უმეტეს, ოპოზიციურში ერთი და იმავე ინფორმაცია ტრიალებს, რომ მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. თუ გარბიან, მაშინ თბილისში რატომ არის ამხელა საცობი?!“ - განაცხადა ხუნდაძემ. 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,1%-ით გაიზარდა - საქსტატი  

„არანაირ „რუსულ კანონს“ პარლამენტი არ იღებს, შარშან გაგივიდათ, წელს არ გამოგივათ“ - პაპუაშვილი ოპოზიციას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა და ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ყველა იმ დეპუტატს გაუთიშავდა მიკროფონს, რომელიც სიტყვებს „რუსულ კანონს“ ახსენებს. მანმადე, პლენარულ სხდომაზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „აგენტების კანონის“ პარლამენტში კიდევ ერთხელ შეტანით დეპუტატებსა და ხალხს  მმართველმა პარტიამ შეურაცხყოფა მიაყენა. ელისაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტს რუსული უწოდა. ასევე ხმაური მოჰყვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხატია დეკანოიძის განცხადებას. „ქალბატონო ხატია, მაინც შეგახსენებთ, რომ ამ დარბაზს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ. არანაირ „რუსულ კანონს“ საქართველოს პარლამენტი არ იღებს. არც არასდროს მიღია და არც არასდროს მიიღებს. ეს პათეტიკა, რაც შარშან გაგივიდათ, წელს არ გამოგივათ. დაივიწყეთ. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი დეკანოიძეს მიმართა, რომ საქართველოს პარლამენტი არანაირ „რუსულ კანონს“ არ იღებს და არც არასდროს მიუღია. როგორც დეკანოიძემ სხდომაზე განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ სურს, დემოკრატია დაანგრიოს და ქვეყანას მომავალი წაართვას. „რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველოში პოლიტიკოსების მოვალეობა ჩვენ თავზე ზრუნვაა და საქართველოში პოლიტიკოსების მოვალეობაა ჩაგრულ ადამიანებზე ზრუნვა. ჩაგრულ ქალებზე, ემიგრაციაზე და ყველა იმ ადამიანზე ზრუნვა, ვის მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ქვეყანა, რომლის გადატეხვაც ახლა უნდა „ქართლ ოცნებას“ ახალი „რუსული კანონმდებლობის“ შემოტანით... თქვენ გინდათ, რომ დემოკრატია დაანგრიოთ და ამ ქვეყანას მომავალი წაართვათ. ეს პოლიტიკური ძალა ხართ თქვენ,“ - განაცხადა დეკანოიძემ. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის

პარლამენტმა სადავო კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო

პარტია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 3 აპრილს პირველი მოსმენით - 82 ხმით, 15-ის წინააღმდეგ მიიღო. პირველ აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ „გირჩის“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა ამავე სხდომაზე კოლეგებს აცნობა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია შედგა. შეთანხმების თანახმად, უმრავლესობა მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას. სანაცვლოდ, „გირჩი“ ხმას მისცემს „ოცნებისთვის“ სასურველ კანდიდატს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის დროს. საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, კვოტები 2032 წლამდე არ უნდა გაუქმებულიყო. კანონში წერია, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიებს მოეთხოვებათ სიები, რომლებშიც „ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი“. ცესკოში წარდგენილი სია პარტიას დაუბრუნდება, თუკი არ არის დაცული სქესთა შორის ბალანსი. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევათ 3 დღე. თუკი პარტია ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს საარჩევნო სიას, რომლის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც იქნება ქალი, საარჩევნო სუბიექტი კანონით გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებას მიიღებს. 2028 წლის და 2032 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. 2032 წლის ჩათვლით, მუნიციპალური არჩევნებისათვის პარტიულ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი. „გირჩის“ ინიციატივა 203-ე მუხლის მთლიანად ამოღებას გულისხმობს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" სარჩელი. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. პარლამენტმა, პირველი მოსმენით, ასევე მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის საფუძველზეც პარტია უფლებამოსილი ხდება, პარტიული სიის შედგენისას, დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს. „ქართული ოცნების“ მიერ “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 80 ხმით (13 წინააღმდეგი) მიიღეს. ამავე ცვლილებით, საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად დადგენილი 40%-იანი ბარიერი უქმდება და არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. კანონპროექტის ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება.“ ოპოზიცია ცვლილებებს საარჩევნო ოლქებსა და მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ კანდიდატების „ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმების მცდელობად“ აფასებს. ცვლილებას არასამთავრობო ორგანიზაციები რომლები შეცდომაში შემყვანად მიიჩნევენ. ცნობისთვის, 2020 წლის არჩევნები კვლავ შერეულად ჩატარდა, მაგრამ 120 დეპუტატი პროპორციული სიებით აირჩიეს და მხოლოდ 30 - მაჟორიტარული წესით. წინა შემთხვევებში ეს თანაფარდობა გაცილებით მაღალი იყო - 77/73. 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით იმართება. ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს. ახლა პარტიას ენიჭება უფლება, პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის (ან ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა „დელეგატად“ განსაზღვროს. თალაკვაძე განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას  

“ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონსტიტუციო ცვლილებები დაინიცირდა

პარლამენტში მმართველი უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერით “ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ მომზადებული საკანონსტიტუციო ცვლილებები ინიცირებულია. დარეგისტრირებულია ორი საკონსტიტუციო ინიციატივა. “ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილია როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.“ თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“ რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს. კონსტიტუციური კანონის პროექტით, მმართველი გუნდი შემდეგი შეზღუდვებისა და აკრძალვების შემოღებას გეგმავს: - კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებიდან და კონსტიტუციურ კანონპროექტიდან გამომდინარე, ახლო მომავალში პარლამენტში რამდენიმე კანონში ცვლილებების პროექტი დაინიცირდება. მდინარაძე: ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დავაინიცირებთ  

პარლამენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების შესახებ სადავო კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ქალთა კვოტირების გაუქმებას დღევანდელ, 4 აპრილის სხდომაზე მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 22 იყო. შედეგად, გაუქმდება საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლი, რომელიც პარტიებს ავალდებულებს, საპარლამენტო არჩევნების სიაში, სულ მცირე ყოველ მეოთხე ადამიანად ჩაწეროს ქალი. პარლამენტმა სადავო კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო დოკუმენტის ასამოქმედებლად საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო. ვეტოს შემთხვევაში დოკუმენტი განსახილველად კვლავ პარლამენტში დაბრუნდება. მმართველ პარტიას საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. პარტია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 3 აპრილს პირველი მოსმენით - 82 ხმით, 15-ის წინააღმდეგ მიიღო. პირველ აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ „გირჩის“ კანონპროექტი დარეგისტრირდა.  

„არა რუსულ კანონს“ - ჟურნალისტები, სტუდენტების ნაწილი და აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართვენ

სამოქალაქო აქტივისტებისა და სტუდენტების ნაწილი, ასევე, მედიის წარმომადგენლები პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას მართავენ. „არა რუსულ კანონს“, „თავისუფლება ლაზარეს!“ - პროტესტს ამ ლოზუნგებით გამოხატავენ.  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. ჟურნალისტებიც და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ მმართველი პარტია ამ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებით ცდილობს, რუსული მეთოდებით გააჩუმოს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. მსგავსი სახელწოდებით საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთანაც მიმდინარეობს, სადაც სამოქალაქო აქტივისტები 7-8 მარტის აქციების დროს დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ. „დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ “რუსული კანონი”, რომლის მიღებასაც ისევ აპირებენ. შარშან ძლივს ხელიდან გამოგლეჯილი “რუსული კანონი” გადაწყვიტეს, რომ ერთი წლის თავზე ისევ აქტუალური გახადონ და ისევ ცდილობენ მიიღონ და დაამტკიცონ, ეს კანონი. გარდა ამისა, პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოშიც ლაზარეს მხარდასაჭერად აქცია გაიმართება, რადგან დღეს მისი სასამართლო პროცესიც იმართება. ასევე, მობილური აქციები იქნება, ადამიანები, მოქალაქეები, თავისი სურვილის მიხედვით მანქანით თბილისის სხვადასხვა ქუჩებში ტრანსპარანტებით და ამ მესიჯებით ივლიან, რომ მთელ ქალაქს მისწვდეს ხმა “რუსული კანონის” შესახებ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ მიიღონ. ირაკლი კობახიძემ ძალიან კარგად იცის “ენჯეო” სექტორის გამჭვირვალობის შესახებ, რადგან მას “ენჯეო” სექტორში უმუშავია და USAID პროექტებშიც ყოფილა ჩართული. ეს არის მტკნარი ტყუილი და ამით ცდილობენ, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი დაარწმუნონ, თითქოს “ენჯეო” სექტორი რაღაც დაფარულ საქმიანობებს ეწევა, რაც არის ტყუილი,” - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა “ტალღის” წევრმა, ნინო კალანდიამ. პარლამენტში სამართალდამცველები მედია ორგანიზაციების ნაწილს არ უშვებენ. მათი თქმით, აკრედიტაციის მიუხედავად, მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ. ამ წუთებში ისინი საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურისგან პასუხს ელოდებიან. „მედიასთან ურთიერთობის სამსახურთან დილიდან გვაქვს კომუნიკაცია. ჩვენ წესით პარლამენტში უნდა შევდიოდეთ. ველოდებით პრესსამსახურის პასუხს, თუ რატომ არ გვიშვებენ. ჩვენ საშვები გვაქვს. ვისაც აკრედიტაცია აქვს არ შეუშვეს. ბიუროზე არის განხილვა „რუსულ კანონის“. ამ კანონთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კითხვები. ეს კანონი მათ შორის, ჩვენს მომავალს, ქვეყნის მომავალს ეხება,“ - განაცხადა ონლაიმ მედია „პუბლიკას“ მთავარმა რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა. აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე 400-ზე მეტმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ამ განცხადებით, კანონპროექტი ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს მისი მხილების საწინააღმდეგო ნაბიჯს. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

9 აპრილს თავისუფლების მარში გაიმართება

9 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება! "შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს" - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, სამართლიანი არჩევნების და სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ერობლივი ღონისძიების ანონსს. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

გახარიას პარტია პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კიდევ ერთ ალტერნატივას აინიცირებს

პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტში "აგენტების კანონპროექტის" კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს აინიცირებს. პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი "არც იარლიყების მიწებებას ითვალისწინებს" და "საჭიროზე მეტ გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს." ალტერნატიული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს ორ კანონში: ერთი გრანტების მიღების წესს ეხება, მეორე კი - ბუღალტრულ აღრიცხვებსა და ანგარიშგებას. ბექა ლილუაშვილი განმარტავს, რომ "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონს, რომელიც გრანტის მიღების პროცესსა და საფუძვლებს არეგულირებს, უნდა დაემატოს ჩანაწერები: ნებისმიერი, როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებულია შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში; წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობასა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას; წარდგენილი ანგარიშგებები გამოქვეყნდება საჯაროდ. "ცვლილებები არ ითვალისწინებს არანაირ რეგისტრაციას არანაირ რეესტრში და მით უმეტეს რაიმე იარლიყის მიწებებას ან გრანტის მიმღები ორგანიზაციების რაიმე ფორმით სახელდებას", - ამბობს ბექა ლილუაშვილი და აზუსტებს, რომ მიდგომა გრანტის მიმღები ყველა იურიდიული პირისთვის საერთოა: "შეიძლება გამონაკლისად დადგინდეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფო გრანტის მიმღები და სხვა პირები მთავრობის დადგენილებით.“ ბექა ლილუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, მხარი დაუჭიროს ამ ალტერნატიულ კანონპროექტს. პარტიამ "საქართველოსთვის" კიდევ ერთი ალტერნატიული პროექტი რამდენიმე დღის წარადგინა. ის ბიუროს სხდომაზე დღეს, 8 აპრილს, დარეგისტრირდება. კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, გავრცელდება ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პროექტს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერას ითვალისწინებს

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონპროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. ამ მიმართულებით “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. ინიციატორთა ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 145 842 ფიზიკურ პირს ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1-ელ იანვრამდე. აღნიშნული საგადასახადო დავალიანება ჯამურად, დაახლოებით, 591 458 571 ლარს შეადგენს, მათ შორისაა, გადასახადი - 225 746 111 ლარი; ჯარიმა - 138 611 457 ლარი და საურავი - 227 101 003 ლარი. „ფიზიკური პირები, რომლებსაც საგადასახადო დავალიანება ერიცხებათ, მათ მიმართ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამო პრაქტიკულად ვეღარ საქმიანობენ. წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით მათ შესაძლებლობა ეძლევათ ხელახლა, საგადასახადო ვალდებულების გარეშე განაახლონ საქმიანობა,“ - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. რაც შეეხება ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობისთვის მომზადებულ საგადასახადო ინიციატივას, პროექტის თანახმად, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს. “საქართველოში ინვესტიციის დაბანდება ხშირად შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორში) რეგისტრირებული უცხოური საწარმოების მიერ ხორციელდება, რომლებიც საქართველოში შვილობილი საწარმოების მეშვეობით საქმიანობენ, რაც მოიცავს გადასახადისგან თავის არიდების რისკს და ეფექტურ საგადასახადო ადმინისტრირებას უშლის ხელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადისგან თავის არიდების პრევენციის, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და გადასახადის ადმინისტრირების გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესს,“ - ვკითხულობთ კანონპროექტში. “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტის წევრებმა: - პაატა კვიჟინაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, ირაკლი კირცხალიამ, ბეჟან წაქაძემ, ზაალ მიქელაძემ, ირაკლი ზარქუამ და გოგი მეშველიანმა წარადგინეს. პრემიერი: 145 000 ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალინება

15 აპრილს, პარლამენტში მუშაობის უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ

ხვალ, 15 აპრილს, პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ. სააგენტოს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების დამატებითი ზომების ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღო. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 15 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა," - აცხადებენ პარლამენტში. ცნობისთვის, ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით, "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" სადავო კანონპროექტს იხილავს. პარლამენტს გარეთ დაგეგმილია საპროტესტო აქცია. კობახიძე ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს  

ანრი ოხანაშვილმა დეზინფორმაცია უწოდა განცხადებას, რომ პარლამენტში მუშაობის შესაძლებლობა მედიასაშუალების ბევრ წარმომადგენელს არ მიეცა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს პარლამენტში შესვლის უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს მიეცათ, სხვა მედიასაშუალებების კორესპონდენტებს კი, საკანონმდებლო ორგანოში შესვლისა და ადგილზე მუშაობის შესაძლებლობა არ აქვთ. დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, დღეს ამ სხდომაზე დასწრების საშუალება და უფლება არ მიეცა ძალიან ბევრი მედიის წარმომადგენელს, განსაკუთრებით, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ვალდებულებაა დეზინფორმაციის დროს გათიშოს მიკროფონი და თქვას სიმართლე. „ტყუილია! თქვენ როდესაც ამბობთ, რომ არ მიეცა საშუალება ბევრს დასწრების, ეს არის ტყუილი. აქ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბევრნი, ვინც მოგვმართა მაქსიმალურად შევძელით, რომ დასწრებოდნენ დღევანდელ სხდომას. ასევე, მედიაორგანიზაციების სახელით ვინც ითხოვა დასწრება, მასაც მივეცით საშუალება. დეზინფორმაციის შემთხვევაში გავთიშავ ყველა მიკროფონს!“ - განაცხადა ოხანაშვილმა. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში. პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას აქციის ფონზე იწყებს  

პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას აქციის ფონზე იწყებს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის განხილვაც იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დღეს დილიდან იწყება. საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, რომლებსაც გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით „არა რუსულ კანონს!” აქციის მონაწილეებმა ასევე პარლამენტის უკან, გაშალეს დიდი ბანერით წარწერით, “დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით”. ადგილზე ისმის საყვირების ხმა და შეძახილები “არა რუსულ კანონს”. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. გარდა დილით ჩანიშნული აქციისა, კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ გაიმართება საღამოს, 19:00 საათზე. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება. ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. „რუსული კანონი“ გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! „რუსული კანონი“ არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - წერია ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში. პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს. ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.  

პრეზიდენტი პრემიერის ინიციატივაზე: დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის, სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული

„დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. გერმანიის კანცლერის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ საქართველო არ მიიღებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს. მან ამის შესახებ ბერლინში, საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კანცლერის თქმით, „მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში.“ გერმანიის ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს. მისი განცხადებით, „საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში.“ ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ინიციატივას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროტესტის ფონზე განიხილავს. პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას აქციის ფონზე იწყებს

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება იყო

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, ხელი გაარტყა. მომხდარის გამო, კომიტეტის სხდომა, რომელიც შეჩერებული იყო, მოგვიანებით, განახლდა. მდინარაძის თქმით, „უცხო ქვეყნის ინტერესებს“ შეიძლება, ჰქონდეს როგორც ცუდი, ასევე, კარგი მნიშვნელობა  

„არა რუსულ კანონს“ - პარლამენტთან აქცია იმართება

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. მოქალაქეები ე.წ. აგენტების კანონის პარლამენტში განხილვის დაწყებას აპროტესტებენ და ამ საკანონმდებლო ინიციატივას „რუსულ კანონს“ უწოდებენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტოს კანონპროექტის განხილვა. დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. აგენტების კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს პარლამენტში მუშაობა შეეძლოთ მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტებს, სხვა დანარჩენს დაცვა შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს თამარ კორძაიასა და „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო სექტორის წევრების გამოსვლებს პასუხობდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ არის რუსული, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა. „თუკი რამე არის რუსული, თუკი რამე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს და ჩვენი სახელის გატეხას ემსახურება, ეს სწორედ ის განცხადებებია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ გაკეთებული,“ - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა, რასაც თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურნენ და უკმაყოფილება გამოთქვეს. „პროვოკაციისთვის შემოხვედით, დატოვეთ დარბაზი. მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია. თქვენს შეურაცხყოფებს საზღვარი აქვს. ჩვენ ეროვნულ ინტერესებს ყველგან დავიცავთ,“ - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

შსს განცხადებას ავრცელებს, პარლამენტთან სპეცრაზმია მობილიზებული

სპეცრაზმი მოაბილიზეს აქციის გარშემო მას შემდეგ, რაც პარლამენტთან მიმდინარე პროტესტის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ „მშვიდობიანი ფორმით წრეს დაარტყამდნენ საკანონმდებლო ორგანოს“, სადაც იურიდიულ კომიტეტზე ამ დრომდე განიხილებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. პოლიციის კორდონებმა პარლამენტის შენობისკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტეს. სპეცრაზმის გამოჩენის პარალელურად, განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „არა რუსულ კანონს“ - პარლამენტთან აქცია იმართება „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,“ წერს შსს.  

შსს აცხადებს, რომ გამოიყენებს სპეციალურ საშუალებებს, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციის მოთხოვნას

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. უწყება აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. შსს-ს განცხადებით, „იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ. „სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას,” - წერია განცხადებაში. შსს განცხადებას ავრცელებს, პარლამენტთან სპეცრაზმია მობილიზებული ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების ფონზე "ჩაგდებული" პროექტის იდენტურია. კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს." პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არ შევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. შსს აცხადებს, რომ გამოიყენებს სპეციალურ საშუალებებს, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციის მოთხოვნას  

პრეზიდენტი: საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა Twitter-ე წერს: „რუსული კანონის” წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი აქციები თბილისში. „სპეცრაზმელები” წყლისა და გაზის ჭავლებით მზადყოფნაში არიან, ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება. მიმდინარეობს დაკავებები. საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა  

ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, არ შეუშალოს ხელი შეკრების მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაში

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ თვალს ადევნებს შეკრების მიმდინარეობას, რომელიც მშვიდობიან ხასიათს ატარებს და მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ. „შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს. ამ დროისთვის სახალხო დამცველის დაკვირვებით, არ იკვეთება შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, შესაბამისად არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ შეუშალოს ხელი შეკრების მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაში,“ წერს ომბუდსმენის აპარატი. პრეზიდენტი: საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!  

პოლიციამ აქციაზე 14 პირი დააკავა

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა. შესაბამის ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რამდენიმე საათია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა,“ წერს შსს. პრეზიდენტი: საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს! იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

ევროპარლამენტარი თიის როიტენი: ძლიერი პროევროპელი ხალხი ამბობს: „არა რუსულ კანონს“

საქართველოში რუსეთის მოკავშირეები ქვეყნის ევროკავშირის პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, თიის როიტენი აცხადებს. „თბილისში დაკავებები იწყება. საქართველოში რუსეთის მოკავშირეები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. მაგრამ საქართველოს ძლიერი პროევროპელი ხალხი ამბობს: „არა რუსულ კანონს“. „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“ - წერს ევროპარლამენტარი თიის როიტენი სოციალურ პლატფორმა X-ზე. პრეზიდენტი: საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!  პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა. შესაბამის ინფორმაციას შსს ავრცელებს.  

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტები, ხოლო სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები შენობაში შესვლას ვერ შეძლებენ. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა," - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, უსაფრთხოების მსგავსი რეჟიმი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "უცხოური გამჭვირვალობის კანონპროექტის" განხილვასთან დაკავშირებით, 15 აპრილსაც მოქმედებდა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პარლამენტში 16 აპრილს საკომიტეტო მოსმენები, ბიუროს სხდომა და პლენარული სესიაა ჩანიშნული. პრეზიდენტი: საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!

მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე დღეს გაიტანს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პლენარულ სხდომაზე გავა. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ „ახლა, ფაქტობრივად, მოწმეები ვართ დეზინფორმაციული შტურმის ქართულ საზოგადოებაზე, სადაც კვლავ ცდილობენ სლოგანებით, ლოზუნგებით და დოგმებით ჩაახშონ საღი აზრი.“ „ამ პროცესს თავისი აღწერაც აქვს, ამას ჰქვია დოგმატიზმი, სადაც ნაცვლად არგუმენტების წარმოდგენისა, მოსაზრება მიეყიდება საზოგადოებას როგორც არგუმენტი,“ - განუცხადა მან პარლამენტის ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

მეთიუ მილერი: რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე. სპიკერ მეთიუ მილერს ჟურნალისტმა ჰკითხა თბილისში მიმდინარე პროტესტზეც. „ჩვენ ისევ ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად მუშაობენ და საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის უზრუნველსაყოფად მუშაობენ, მაგრამ რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე, თუ ის რეალურად კანონად იქცევა,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. პრეზიდენტი: საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს! მან მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. კერძოდ, იმის თაობაზე, რომ მმართველი გუნდი მოსამართლეების მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს და ჰქონდა თუ არა აშშ-ს რაიმე ტიპის კომუნიკაცია ამ თემაზე საქართველოს ოფიციალურ პირებთან. „თქვენ მიერ ნახსენები სამი სანქცია დაწესდა, რათა მავნე აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეეწყოს, რომლებმაც დაუსჯელობით ისარგებლეს, ასევე, მუშაობდნენ იმისთვის, რომ ძირი გამოეთხარათ კანონის უზენაესობისთვის და სასამართლო სისტემის მიმართ საქართველოს საზოგადოების ნდობისთვის. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ხელშეწყობის მიზნით ნაბიჯები გადადგას,“ - აღნიშნა მეთიუ მილერმა. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

შსს: 15 აპრილის აქციაზე დაკავებული 14 ადამიანიდან ოთხი ხელწერილით გათავისუფლდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო 15 აპრილის აქციაზე დაკავებულებიდან ოთხის გათავისუფლების შესახებ იუწყება,. უწყების ცნობით, ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ, დანარჩენი ათი დემონსტრანტი კი წინასწარი დაკავების იზოლატორებში რჩება. შსს-ს განცხადებით, ყველა დაკავებულს წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება და მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდნენ როგორც ადვოკატებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენელს. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იზოლატორში ყოფნის პერიოდში დაკავებული პირებისთვის დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება არ დამდგარა," - ნათქვამია განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობა წინააღმდეგობაშია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომელშიც ნათქვამია, რომ "დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რაზეც სურდა რეაგირება; აღენიშნებოდა დაზიანებაც." სახალხო დამცველმა ამ ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. აქციაზე დაკავებულებზე განცხადებას ავრცელებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც" - უფლებადამცველი ორგანიზაცია წერს, რომ ადვოკატები მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავებულების ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. საია შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს: ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა; დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები და შეუფერხებლად შეძლონ მათთან შეხვედრა; დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს. ე.წ. "უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.  

კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ფრანგული კანონი არ არის - ელჩი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის. მისი განცხადებით, „საქართველოს, ცხადია, შეუძლია, მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს“, მაგრამ საფრანგეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. „საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ, ცხადია, ვაღიარებთ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. საქართველოს შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს. როგორც საფრანგეთის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის, მთავრობის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირის ოჯახში მივესალმებით. ეს კარგად მოგეხსენებათ. როგორც საქართველოს მეგობრები, - ქვეყნისა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრება სურს, - საქართველოს ვეუბნებით, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. და [მიიღებს თუ არა] საქართველოს გადასაწყვეტია,“ - განუცხადა ელჩმა გასრიმ 16 აპრილს ჟურნალისტებს გორში სტუმრობისას რადიო თავისუფლებიც ცნობით. 14 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობდა. 15 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ერთ-ერთი ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

ლევან ხაბეიშვილი: გთავაზობთ, კანონპროექტი პლებისციტზე გაიტანოთ

„გთავაზობთ შემდეგ რამეს, [კანონი] გაიტანეთ პლებისციტზე, არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საჭიროა, ოპოზიციიდან „ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი.“ „ფაქტია ვერ ვთანხმდებით. თქვენ თქვენი გადმოსახედი გაქვთ, არავისი არ გესმის, ერთი პარტნიორი არ გყავთ. ჩვენ გვესმის ისე, როგორც არის, თქვენ ამბობთ, რომ სხვანაირად არის. ქუჩაში ათ ათასობით ადამიანი გამოდის. მამუკა, თქვენ თქვით, რომ არცერთი ადამიანი არ გიღირთ ვნებათაღელვად, რაც სწორია. ახლა სპეცრაზმი გყავთ მობილიზებული. ხომ არ გეუბნებით, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, ოპოზიციამ გადაწყვიტოს. მიეცით ხალხს მშვიდად გადაწყვეტის და ცხოვრების შესაძლებლობა. გთავაზობთ შემდეგ რამეს, გაიტანეთ პლებისციტზე არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე ჩაატარეთ. ხალხს მიეცით შესაძლებლობა გადაწყვიტოს მოსწონს თუ არ მოსწონს. თუ ხალხი გადაწყვეტს, ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე უყრის კენჭს. პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.  ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ერთ-ერთი ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

"არა რუსულ კანონს" - პარლამენტში ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს პირველი მოსმენით, აქცის ფონზე განიხილავენ

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მეორე დღეა, მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა. პარლამენტში ახლა კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ერთ-ერთი ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

შარლ მიშელი: ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირთან კი არ დააახლოებს, არამედ, დააშორებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. „ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასული წლის დეკემბერში მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, გაწევრიანების ტრაექტორიას და ის საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ, დააშორებს,“ – წერს მიშელი სოციალურ პლატფორმა X-ზე. "არა რუსულ კანონს" - პარლამენტში ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს პირველი მოსმენით, აქცის ფონზე განიხილავენ  

ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება.  კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობას უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო 17 აპრილს, 12:00 საათზე დაუბრუნდება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება, გაგრძელდეს მხოლოდ 21:00 საათამდე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა). ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ წარადგინა. “კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა! შარშანწინ 27-მა ქვეყანამ თავისი ელჩების პირით გვითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება და გაათავისუფლეთო, მაგრამ არ კვდებოდა და არ გავათავისუფლეთ. მარტო აღმოვჩნდით და მართლები აღმოვჩნდით. მერე ყველამ თქვა, რომ არა, არ კვდებაო, აღარ აღმოვჩნდით მარტო. ახლა სააკაშვილის გათავისუფლებას აღარავინ აღარ ითხოვს. დღეს გვეუბნებიან, რომ ეს კანონი გაიწვიეთო, მაგრამ არ გავიწვევთ იმიტომ, რომ ქართულია და შემდეგ 27-ვე ქვეყანა იგივე აზრზე იქნება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. "არა რუსულ კანონს" - პარლამენტში ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს პირველი მოსმენით, აქცის ფონზე განიხილავენ  

აქციის მონაწილეები თუ გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს - შსს

აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, - ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყება პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკაონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის წევრებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან. აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება,“ - ნათქვამია განცხადებაში. ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო დეპუტატები პარლამენტის შენობას სპეცრაზმის კორიდორის საშუალებით მომიტინგეთა შეძახილების ფონზე ტოვებენ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება.  

შსს განცხადებას ავრცელებს

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებულნი არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.“ უწყების განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“ - ნათქვამია განცხადებაში. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული. პარლამენტის მიმდებარედ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც. სპეცრაზმია მობილიზებული, ასევე პარლამენტის ეზოშიც. "არა რუსულ კანონს" - პარლამენტში ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს პირველი მოსმენით, აქცის ფონზე განიხილავენ  

სახალხო დამცველი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა და ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ლევან იოსელიანის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეკრების მონიტორინგს.  

პრეზიდენტი ხელისუფლების ქმედებას „დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად“ აფასებს

პრეზიდენტი "დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიას" უწოდებს ე.წ. „უცხოური აგენტების კანონის" მიღების მცდელობას პროტესტის ფონზე. „ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა,“ - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შექმნილ ვითარებას. ის ხელისუფლების ქმედებას დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად აფასებს. „თბილისში მასობრივი პროტესტის მეორე დღე რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა - დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებული პოსტით. ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო  

22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ განაგრძობს თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეკრების მონიტორინგს.  აპარატის განცხადებით, 2024 წლის 16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ. „მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი.  საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ამავე დროს ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.  საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს - უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უსაფრთხო გარემოში და ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები,“ წერია გავრცელებულ განცხადებაში. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა. პოლიცია ცდილობს, შენობის შესასვლელი გაათავისუფლოს დემონსტრანტებისგან, რომლებსაც კორდონს მიღმა გადაადგილება სურდათ. როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, კადრებში ჩანს, დაშავებული ადამიანები, რომლებიც თვალებს ფიზიოლოგიური ხსნარით ირეცხავენ, ასევე ჩანს, რომ სპეცრაზმელების აღჭურვილობა ფერადი ნივთიერებით არის დასვრილი. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა. მანამდე, დეპუტატები საქართველოს პარლამენტის შენობას სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ გაკეთებული კორიდორის საშუალებით ტოვებდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, დეპუტატების გამოსვლამდე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან გზა გაათავისუფლა. უმრავლესობის დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით და სტვენით შეხვდნენ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, "თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან." „იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება."  

შსს აქციაზე „წიწაკის სპრეის“ გამოყენებას ადასტურებს, დაკავებულია 11 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იფორმაციით, პარლამენტტან აქციაზე სამართალდამცველების მიერ დაკავებულია 11 პირი. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ „ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი. „რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი. სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

საქართველოში მოქმედი ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, რომ შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ 2024 წლის 16 აპრილს გამართულ აქციაზე დაკავებულია 11 დემონსტრანტი. თუმცა ეს არ არის დაკავებულთა საბოლოო რაოდენობა, პოლიცია განაგრძობს მოქალაქეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, კვლავ აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს ადვოკატებს არ აწვდის ინფორმაციას დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე დროულად მიაწოდოს ადვოკატებს ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები,“ - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"; "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"; "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"; "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"; "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"; "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი"; "ადამიანის უფლებათა ცენტრი"; "უფლებები საქართველო"; "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი"; ცნობისთვის, სატელევიზიო ეთერებით გავრცელებული ვიდეობის მიხედვით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა ონლაინ გამოცემების "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტებს სცემეს. ამასთანავე, სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის მიმდინარეობისას დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. უწყება აქციაზე „წიწაკის სპრეის“ გამოყენებას ადასტურებს და ავრცელებს ცნობას, რომ დაკავებულია 11 პირი. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი რუსთაველის გამზირზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესო აქცია მიმდინარეობდა, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.,პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია ორი დღეა, მიმდინარეობს.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი 17 აპრილს, 12:00 საათიდან, ისევ განახლდება. ამ დროისთვის გაგრძელდება ამ სადავო კანონპროექტის განხილვა. მას მკვეთრად აკრიტიკებენ საქართველოს პარტნიორები და ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდებენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა 16 აპრილის საღამოს განაცხადა, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო

83 ხმით, 0-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირბალობის“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მომხსენებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მანამდე, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით იხილავდნენ, დღეს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრების დაპირისპირების გამო დროებით შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ასევე, სასესიო დარბაზიდან გააძევა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი. უმრავლესობის წევრების გამოსვლისას ოპოზიციონერი დეპუტატები სკანდირებდნენ „არა, რუსულ კანონს!“, „ყველა არის ქვეყნის მოღალატე“; „პასუხს აგებთ!“ ისინი ასევე, პროტესტს მაგიდაზე ხელისა და წიგნის ბრახუნით გამოხატავდნენ. ცნობისთვის, პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ ალტერნატიული ინიციატივებს კი, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ამ წუთებში პარლამენტის შენობის უკან მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს.“ „აგენტების კანონს“ რამდენიმე დღეა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან აპროტესტებენ. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები  

გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მისთვის ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია. „ბევრ დროს არ წაგართმევთ. კანონპროექტის, რომელსაც დასახასიათებლად რა გეოგრაფიული დეფინიციაც არ უნდა მოუნახო რუსეთიდან ზიმბაბვემდე, არსებობას და მით უმეტეს მიღებას, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც მორალური და არც პრაგმატული გამართლება აქვს. ეს კანონპროექტი თუ კანონად გადაიქცევა, საბოლოოდ ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად იქნება გამოყენებული. დღეს რომ შეწყდეს ამ კანონპროექტის განხილვა, უდიდესი ზიანი ჩვენს ევროპულ პერსპექტივას უკვე მიადგა. ასეა: როდესაც საკუთარი ანატომიის არასწორი ნაწილით ფიქრობ, შედეგად იღებ სოციალურ დაძაბულობას, დაპირისპირებას მოქალაქესთან, მოკავშირეებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია. ვტოვებ პარლამენტს! ქართული საზოგადოების აზრს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვიტოვებ იმედს, რომ ხელისუფლება უარს იტყვის ამ კანონპროექტის მიღებაზე,” - აღნიშნულია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში.  

ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

დღეს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის მხარდამჭერი იყო 83 დეპუტატი, მათ შორის, 73 - „ქართული ოცნებიდან“, „ხალხის ძალიდან“ - 9 და „ევროპელი სოციალისტებიდან“ -1. კერძოდ: „ქართული ოცნება“: ზაზა ლომინაძე დავით მათიკაშვილი ​სამველ მანუკიანი ლევან მაჭავარიანი ლევან მგალობლიშვილი მამუკა მდინარაძე ირაკლი მეზურნიშვილი გოგი მეშველიანი ირაკლი მეძმარიაშილი სავალან მირზოევი გივი მიქანაძე იმედა ნიკურაძე ანტონ ობოლაშვილი ბექა ოდიშარია ანრი ოხანაშვილი შალვა პაპუაშვილი გელა სამხარაული ნიკოლოზ სამხარაძე ვიქტორ სანიკიძე დავით სონღულაშვილი გიორგი სოსიაშვილი ალექსანდრე ტაბატაძე ნოდარ ტურძელაძე ირაკლი ქადაგიშვილი ლევან ქარუმიძე მერაბ ქვარაია სალომე ქურასბედიანი ალუდა ღუდუშაური თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი შატაკიშვილი გიორგი ჩაკვეტაძე გოდერძი ჩანქსელიანი ქეთევან ჩარკვიანი ვასილ ჩიგოგიძე გიორგი ცაგარეიშვილი ბეჟან წაქაძე ნინო წილოსანი ხატია წილოსანი გრეტა წიწავა შოთა ხაბარელი გიორგი ხახუბია სალომე ჯინჯოლავა გიორგი ბარვენაშვილი გია ბენაშვილი რიმა ბერაძე მაია ბითაძე ანზორ ბოლქვაძე ელისო ბოლქვაძე მაკა ბოჭორიშვილი ელგუჯა გოცირიძე ბექა დავითულიანი ალექსანდრე დალაქიშვილი ზაურ დარგალი ისკო დასენი ზაალ დუგლაძე გოჩა ენუქიძე გია ვოლსკი ირმა ზავრადაშვილი ირაკლი ზარქუა არჩილ თალაკვაძე ედიშერ თოლორაია რატი იონათამიშვილი ლადო კახაძე გიორგი კახიანი კახა კახიშვილი პაატა კვიჟინაძე ბაია კვიციანი ირაკლი კირცხალია სუმბატ კიურეღიანი ლევან კობიაშვილი რესან კონცელიძე მარიამ ლაშხი დიმიტრი სამხარაძე „ხალხის ძალა“: დავით კაჭარავა გურამ მაჭარაშვილი სოზარ სუბარი ეკა სეფაშვილი ვიქტორ ჯაფარიძე ირაკლი (დაჩი) ბერაია ზაალ მიქელაძე დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ ყაველაშვილი „ევროპელი სოციალისტები“: ავთანდილ ენუქიძე შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია დღესაც იგეგმება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.  

ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება

საქართველოს სახალხო დამცველი „16-17 აპრილის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მხრიდან ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტებსა ეხმიანება და მონიტორინგის პირველად შედეგებს ასაჯაროებს.“ ამ შინაარსის ტექსტი ომბუდსმენის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ომბუდსმენის განცხადებით, ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები. ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში აშკარად იკვეთება სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 11 დაკავებული, რომელიც ლევან იოსელიანმა უშუალოდ მოინახულა, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებდა და რეაგირებას ითხოვდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შემაშფოთებელია აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი. სახალხო დამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, აღნიშნულ ფაქტებზე დროული და მკაცრი რეაგირება მოახდინოს. „შეკრების თავისუფლების დარღვევა - ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები. 16 აპრილს საღამოს საათებში მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა სპეციალური გასასვლელის მოწყობით უზრუნველყვეს პარლამენტის წევრთა ტერიტორიიდან გაყვანა, აქციის მონაწილეებს ეზღუდებოდათ უკანა შესასვლელთან მიახლოებისა და ამგვარი ფორმით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა; სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად. აღნიშნული სტანდარტი დაცული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის კონკრეტული შეზღუდვის დაწესების დაუძლეველი მიზეზი. 16 აპრილის საღამოს საათებში აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რა დროსაც სამართალდამცავების მხრიდან მომიტინგეთა არაძალადობრივი მიახლოების შემთხვევაშიც ხდებოდა ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება. ასევე გამოიკვეთა მშვიდობიან მონაწილეებზე დადევნების შემთხვევები, ტერიტორიის დატოვების იძულების მიზნით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები ცალსახად წარმოადგენს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას; ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ, აქციის მონაწილეთა მისამართით გაისმა გამაფრთხილებელი სიგნალი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. სამინისტროს მხრიდან გაფრთხილების გაჟღერების მომენტისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მონაწილეთა დაშლისკენ მოწოდების საფუძველი. სახალხო დამცველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ შესაძლო ძალადობის იზოლირებული ინციდენტები არ არის საკმარისი მთლიანი შეკრების ძალადობრივად მიჩნევისთვის. ამგვარ გაფრთხილებას აქვს „მსუსხავი ეფექტი“ შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე, მას შეუძლია შეაკავოს საერთო იდეებისა და ინტერესების მხარდამჭერი ადამიანები თავიანთი აზრის ღიად გამოხატვისაგან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები იწვევს სიტუაციის ხელოვნურ ესკალაციას. სავარაუდო არასათანადო მოპყრობა და დაკავებულების უფლებები - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში აშკარად იკვეთება სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სამართალდამცავების უფლებამოსილება, გამოიყენონ პროპორციული ძალა სამართალდარღვევის აღსაკვეთად, არ უნდა იყოს გამოყენებული ბოროტად, აქციის მონაწილეთა დასჯისა თუ შეშინების მიზნით და არ უნდა მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, გავრცელებულ რამდენიმე კადრში ჩანს სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე აქტიური ძალადობა, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს დროული და ეფექტიანი გამოძიება. გარდა ამისა, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები 16 აპრილის ღამისა და 17 აპრილის დღის განმავლობაში აქტიურად ხვდებოდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ დაკავებულებს და მოინახულეს 16 აპრილის აქციაზე დაკავებული ყველა პირი. კერძოდ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს 16 პირი (მათგან ორი მონახულების მომენტისათვის იმყოფებოდა კლინიკაში და აპარატის ინფორმაციით, იყვნენ ხელწერილით გათავისუფლებული). დამატებით, პირადად სახალხო დამცველმა 17 აპრილს მოინახულა 18 დაკავებული პირი, მათ შორის 15 აპრილის აქციაზე დაკავებულები. 16-დან 11 პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე და ითხოვდნენ რეაგირებას. ყველა შემთხვევის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს. გარდა ამისა, 3 პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის გარემოებებზე, თუმცა ითხოვდნენ ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვას და რეაგირებაზე უარს აცხადებდნენ. ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები - შემაშფოთებელია აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელავას და წაართვეს ტელეფონიც, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს. გავრცელებულ ვიდეოკადრში ნათლად ჩანს, როგორ ურტყამენ ჟურნალისტს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია „ტაბულას” ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეზე ფიზიკური ძალადობის და ტელეფონის წართმევის და „აპრილი მედიის” ჟურნალისტის გიორგი ბასხაჯაურის ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ საკუთარი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის შეკრების მონაწილეების მხრიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯადია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა. კიდევ უფრო მძიმეა დანაშაული, როდესაც ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება მათი საქმიანობიდან გამომდინარე. მსგავსი ფაქტები არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხს, შეიცავს საშიშ გზავნილს, რომ მედიის წარმომადგენლები, მათი საქმიანობის გამო, შესაძლოა, ანგარიშსწორებას დაექვემდებარონ და ამდენად, მსუსხავი ეფექტის მატარებელია მათ მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე. სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს დროული და მკაცრი რეაგირება ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტზე და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საგამოძიებო უწყებების სათანადო რეაგირებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ინდივიდუალურ შემთხვევებში კანონის უზენაესობის აღსრულებისთვის, ისე, ზოგადად მედიის წარმომადგენლებისა და საპროტესტო აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად,“ - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია დღესაც იგეგმება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის, კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები  

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ პოლიციელების უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება „პარლამენტთან მიმდებარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების/ძალადობის შესაძლო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობის ან იარაღის გამოყენებით და 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კითხვას, გამოჰკითხეს თუ არა სამართალდამცავები შესაძლო გადამეტებაზე, უწყებაში განაცხადეს, რომ „თავის კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო საპროცესო მოქმედებას ატარებს.“ „ყველა შემოსული საჩივარი და შეტყობინება განიხილება და გვაქვს შესაბამისი რეაგირება. გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს,“ - ამბობენ უწყებაში. 16 აპრილს პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი და ხელკეტები. შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია დღესაც იგეგმება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზემიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები  

ირაკლი კობახიძე: შეკრების დაშლა საზოგადოდ მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით, იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ, პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა

პრემიერ-მინისტრ ირკლი კობახიძის შეფასებით, „გუშინდელ აქციაზე არ მომხდარა არავითარი დარბევა.“ როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „გუშინდელ აქციაზე იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. „შეკრების დაშლა საზოგადოდ მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით, იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ, პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა, მაგრამ რაც შეეხება დაზიანებებს, ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და დაზიანებებზე დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ, რაც ეფუძნება ექიმების მიერ შედგენილ დასკვნებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები  

პროტესტის ფონზე, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზეა განთავსებული

პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღდეგ საპროტესტო აქცია გრძელდება. გასული დღეებისგან განსხვავებით, ამჯერად უშუალოდ პარლამენტის ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მობილიზება არ შეინიშნება, მათ შორის, პოლიციის წარმომადგენლები არ იმყოფებიან არც ჭიჭინაძისა და არც ჩიტაძის ქუჩებზე - საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან. ამასთან დაკავშირებით სააგენტო "ინტერპრესნიუსი“ ადგილიდან იუწყება, დღეს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე არიან მობილიზებული, მათ შორის დიდი ოდენობით სამართალდამცავი იმყოფება მთავრობის ადმინისტრაციასთან. პოლიციის დანაყოფები ამ დროისთვის, უმეტესად, სპეციალურ ავტობუსებში არიან განთავსებული. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

რატი ამაღლობელი ხელისუფლებას: გაიტანეთ უკან ეს კანონი და გააკეთეთ განცხადება დღესვე, ველოდებით პოლიტიკურ განცხადებას 1 საათის განმავლობაში

დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი - ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას, - ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა განაცხადა. როგორც აქციაზე განაცხადეს, ხელისუფლებისთვის მიცემული დროის ამოწურვის შემდეგ სამოქმედო გეგმა გამოცხადდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაგრძელდება პროტესტი. რატი ამაღლობელის თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს ქართველი ხალხის ნება და მოიქცნენ ისე, როგორც 1 წლის წინ და კანონი კვლავ უნდა გაიწვიონ. „ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან? დღესვე! გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, 1 წლის წინ, როცა ახალგაზრდების ჩამოვარდნილ თმებზე საუბრობდნენ. ყველა თმა დათვლილია, როგორც სახარება გვეუბნება. დიახ, თქვენ იმყოფებით ქართველი ხალხის წნეხის ქვეშ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება. ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა. გონება არის ის, რაც მომავალს ხედავს და წარსულს აფასებს და აწმყოს ადეკვატურად უყურებს. თქვენი გულის იმედი არ გვაქვს, თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტის იმედი გვაქვს. ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში,” - განაცხადა რატი ამაღლობელმა აქციაზე. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

„ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, პროტესტის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ

ხელისუფლებისთვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, პროტესტის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ, სადაც მოითხოვენ აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას და ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის გაწვევას - კანონის, რომელსაც მისი მოწინააღმდეგეები რუსულს უწოდებენ. „დემონსტრანტები მსვლელობით გადაინაცვლებენ მთავრობის კანცელარიისკენ, რათა მოითხოვონ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა. გეგმის შესახებ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „საქართველოს ევროპული პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ გამოაცხადა. „ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ რომ ახლა ჩვენთან ერთად შვიდობიანად შვიდად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს. უპირველეს ყოვლისა გვინდა გთხოვოთ, ხელისაწევით მოგვცეთ უფლება და მანდატი, წარვუძღვეთ ამ მშვიდობიან მანიფესტაციას,“ - მიმართა მან აქციის მონაწილეებს და მოუწოდა, არ აყვნენ არანაირ პროვოკაციას. მანამდე, პარალმენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა მმართველ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ კანონპროექტის უკან გასაწვევად ვადა 22:30 საათამდე მისცა. ამის შესახებ სცენიდან აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა ისაუბრა. პარალელურად, აშშ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

პრეზიდენტი: პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!

„პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!“ - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.პრეზიდენტის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტი დღეს არ სრულდება.„პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა! ხალხმა სიმშვიდისა და შემართების მაგალითი ყველას მოგვცა! დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!" - განაცხადა პრეზიდენტმა. რა ვითარებაა მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც პროტესტის მონაწილეებმა გადაინაცვლეს

შსს: დაკავებულია 2 პირი, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები

შსს განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს აქციის მონაწილეებს “დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.“ უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მესამე დღეა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს. ასევე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“ წერია შსს-ს განცხადებაში. უწყებამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი. სამართალდამცველემა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოყვება სამართლებრივი რეაგირება,“ წერს შსს. რა ვითარებაა მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც პროტესტის მონაწილეებმა გადაინაცვლეს  

რა ვითარებაა მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც პროტესტის მონაწილეებმა გადაინაცვლეს

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან 3 პირი დააკავეს. შსს-ს ოფიციალური ცნობა ჯერ არ გაუვრცელებია. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს, აქციაზე ვითარება დაძაბულია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შესვლას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება იყო. ელისაშვილმა რამდენჯერმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რისი საშუალებაც მას პოლიციამ არ მისცა. საბოლოოდ, ელისაშვილი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, ვინაიდან ელისაშვილი დეპუტატია, მას ვერ დააკავებენ, ამიტომ, მისი ტერიტორიიდან განრიდება მოხდა. „ამ ეტაპისათვის პოლიცია დგას. არანაირი განკარგულება არ აქვს, გარდა ერთისა, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად,“ - განუცხადა თავის მხრივ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმ, ვაჟა სირაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მყოფ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, რაიმე სახის სამართალდარღვევის შემთხვევაში, ძალადობა, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. „არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ როდესაც აქცია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და არ სცდება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონით დადგენილ ნორმებს, პოლიცია არის სტანდარტულად მშვიდ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რაიმე სახის სამართალდარღვევა, ძალადობა კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამ ეტაპისათვის პოლიცია დგას. არანაირი განკარგულება არ აქვს, გარდა ერთისა, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ამასთან, ყველა სამართალდარღვევაზე ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. წინასწარ რაიმე განცხადების გაკეთების საშუალება არ გვაქვს. ვიმყოფებით და ვმოქმედებთ არსებული რეალობიდან გამომდინარე," - განაცხადა ვაჟა სირაძემ. შსს: დაკავებულია 2 პირი, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, პროტესტის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ  

მიტროპოლიტი გრიგოლი ხელისუფლებას სადავო კანონპროექტის განხილვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით შეწყვიტოს საქართველოს პარლამენტში სადავო კანონპროექტის განხილვა და ამით უარი თქვას დაძაბულობის ესკალაციის რისკზე. ის საქართველოს მთავრობას შეახსენებს, რომ "უდიდესია ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობის ტვირთი ისტორიისა და საკუთარი ხალხის წინაშე." "ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება საქართველოს პარლამენტში და მის ირგვლივ, ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება, მოჰყვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა საიმისოდ, რომ შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები, რამაც შექმნა უკიდურესი დაძაბულობის საფუძვლები ქართულ საზოგადოებაში. მიმაჩნია, რომ ეს გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი გაუხსნის გზას სამოქალაქო მშვიდობას, ხოლო ჩვენს სამშობლოს ააცილებს იმ საფრთხეს, რასაც დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი რევანშისთვის გამოიყენებს და შექმნილ ვითარებაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას; მაშინ კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ვეღარ დაიხსნიან ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს," - წერს მიტროპოლიტი წერილში, რომელსაც აქვეყნებს ფოთისა და ხობის ეპარქიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს Facebok-ზე. მეუფე გრიგოლის გარდა, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიდან "აგენტების შესახებ" კანონზე აზრი გამოთქვა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამაც. „მე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ, რომ ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი, უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან! ასეთი პოლარიზაციის პირობებში, როცა ჩვენი დაუძინებელი მტერი საზოგადოების ორად გაყოფას მცდელობას არ აკლებს, დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი ქვეყნებისა და კავშირების ლიდერები მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისა და ანალიზისთვის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალი კანონპროექტის მიღებას," - აღნიშნა მან და ხელისუფლებას ამ კანონზე უარის თქმა ურჩია. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

ვედანტ პატელი: ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე გაააკეთა, როდესაც უპასუხა შეკითხვას თბილისში მიმდინარე პროტესტზე. მისი თქმით, კანონპროქტი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ გზაზე. დამაზუსტებელ კითხვას, განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, „მკვდარია თუ არა დიპლომატია“ საქართველოსთან ურთიერთობაში, სპიკერის მოადგილემ უპასუხა: „ჩვენ არასოდეს ვფიქრობთ, რომ დიპლომატია მკვდარია. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას ამ ტიპის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი.“ პატელის კომენტარის ეს მონაკვეთი დღეს ამერიკის საელჩომაც გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ეს სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე მეექვსე კომენტარია ამ საკითხზე. პირველი განცხადება სამ აპრილს გაკეთდა, როდესაც კანონპროექტის ინიცირება მოხდა. ბოლო განცხადება კი სპიკერმა მეთიუ მილერმა გუშინ გააკეთა. რა გზავნილი აქვს აშშ-ს თბილისში პროტესტის მონაწილეთა მიმართ - მეთიუ მილერის პასუხი მეთიუ მილერი: რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

პრეზიდენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უქმდება ქალთა კვოტირების სავალდებულო წესი. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. „საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, იგი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან. გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ევროკომისიამ შესრულებულად ჩათვალა,“ - აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში. მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს, ვალდებულია ცესკო წარუდგინოს ისეთი სია, რომელშიც სულ მცირე ყოველი მეოთხე ადამიანი ქალი იქნება. ქალთა კვოტირების გაუქმებას 4 აპრილის პარლამენტის სხდომაზე მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 22 იყო. მმართველ პარტიას აქვს ხმების საკმარისი რაოდენობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად. ვეტოს დაძლევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, საპარლამენტო უმრავლესობაში კი, 83 დეპუტატია. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.  

პარლამენტი კიდევ ერთ სადავო კანონპროექტს განიხილავს

პარლამენტი მუხლობრივად „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. პროექტი 82 ხმით, პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ჩამოიწერება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. "შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში: ა) ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნისთვის განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან; ბ) აქტივის/საქონლისსაქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან. ამ ქვეპუნქტის გამოყენების წესს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი; გ) საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე. შენიშვნა: 1. ეს ნაწილი გამოიყენება: ა) თუ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი); ბ) მხოლოდ იმ აქტივის გადაცემის შემთხვევაში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია ამ ნაწილის ამოქმედების დღისთვის," - ნათქვამია კანონპროექტში, რომლის ინიციატორებიც არიან საქართველოს პარლამენტის წევრები "ქართული ოცნებიდან." საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები არიან დეპუტატები პაატა კვიჟინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა და გოგი მეშველიანი, პარლამენტში განსახილველად 10 აპრილს დარეგისტრირდა. მისი დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 15 აპრილს მიიღო, რომლის საჭიროებასაც "ქართული ოცნება" მეტი გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნის. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სადაც საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით, დაჩქარებულად იხილავენ, განაცხადა, რომ „რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს იღებენ რუსული ფულის კანონს.“ ეს კანონი, რომელიც დღეს თქვენ გამოგაქვთ, ისევე როგორც რუსული კანონი, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, ეროვნულ ინტერესებს. ის ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ოფშორული ფულის საქართველოში დაუბეგრავად გადმორიცხვის ინტერესს, ისევე, როგორც რუსი სანქცირებული თუ სხვა ოლიგარქების ოფშორული ფულის გადმორიცხვას საქართველოში ისე, რომ არ დაიბეგროს. საქართველოს მოქალაქეები იბეგრებიან და შემდეგ ამ ბეგარიდან აღებულ ფულს თქვენ ჯიბეში იდებთ, იმის ნაცვლად, რომ მათ მოახმაროთ. ასე რომ „რუსული კანონის“ კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, პარლანენტის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად წესდება საგადასახადო შეღავათები შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომელიც განხორციელდება 2028 წლის პირველ იანვრამდე. კერძოდ, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების, საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან, ხოლო საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე.  

პრეზიდენტი: საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას აშკარად პრორუსულ მთავრობას, კვლავ მის მთავრობად დარჩეს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნათელია ის, რომ საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობს, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის ძირითად ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის აკეთებს და რომელიც არ შეიცვლება. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებას და ეს არჩევანი არასდროს შეცვლილა. „ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ძალიან ახლოს ვართ მოლაპარაკებების დაწყების პროცესთან, რომელიც უკრაინამ და მოლდოვამ უკვე დაიწყეს. ყველა ქართველი თავს ევროპელად გრძნობს, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი, გასული 30 წლის განმავლობაში მუდმივად, აცხადებს, რომ სურს ევროკავშირსა და ატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანება. ეს არის ის, რაც ვერაფერმა შეცვალა, ვერც ომმა, ვერც ტერიტორიის ოკუპაციამ - მოსახლეობის სიმტკიცე ურღვევია და არ შეიცვლება და სწორედ ეს სიმტკიცე მიგვიყვანს არჩევნებზე წელს ოქტომბერში და დარწმუნებული ვარ, რომ გასული წლის მსგავსად, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, წელს მივიღებთ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის რუსული კანონი, ეს არის პუტინის კანონის ზუსტი ასლი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიიღეს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურების მიზნით. მისი თქმით, შარშან, ეს კანონი ვერ მიიღეს და ჩვენ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მოსახლეობის პროტესტის წყალობით. „ახლა ჩვენ ერთი ნაბიჯით მიახლოებული ვართ ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან წლის ბოლოს, შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია და ცდილობს, შეგვაჩეროს ამ გზაზე და მათ აშკარად ეხმარება დღევანდელი ხელისუფლება,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. კითხვას, რას მოიმოქმედებს ის, თუკი საქართველოს ხელისუფლება კანონპროექტს დაამტკიცებს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ შეუძლია, ვეტო დაადოს კანონპროექტს, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური ვეტო იქნება, რადგან მმართველ პარტიას ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა ექნება. „ასე რომ, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყურადღების მიქცევა, რადგან კანონი ჩვენი პარტნიორების, საქართველოში მოქმედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგაც არის მიმართული. ეს არის ნამდვილად გეოპოლიტიკური ომი, არა სამხედრო ომი, როგორსაც თქვენ ახლა უკრაინაში ხედავთ, არამედ, სხვა ტიპის, „რბილი“ ომი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.  

პაპუაშვილი: ზუსტად აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ

„ჩვენ არ ვმოქმედებთ სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე,“ - უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას, არის თუ არა მისთვის უხერხულობის შემქმნელი ის, რომ მათ მიერ წარმოდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხოლოდ რუსეთი იწონებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობისთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის ნება, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ სხვების მოსაზრება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის. „არა, იმიტომ, რომ თუკი პოზიცია არის ასეთი, რომ ჩვენთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის ნება, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ სხვების მოსაზრება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის. ჩვენ უპირატესად არ ვმოქმედებთ სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე.“ - აღნიშნა პაპუაშვილმა. ამავე საკითხზე საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ „რაღაცა თეთრია თუ შავია უნდა გადაწყდეს არგუმენტით, რომ ეს ფერი რაღაცას ნიშნავს და არა ის, ვინ რა თქვა.“ „რაღაცა თეთრია თუ შავია უნდა გადაწყდეს არგუმენტით, რომ ეს ფერი რაღაცას ნიშნავს და არა ის, ვინ რა თქვა. მთელი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ გვაქვს დოგმებით საუბარი, რომ „იმან რომ თქვა“, „ამან რომ თქვა“ - ეს არგუმენტი არ არის. ეს არის ავტორიტეტებით საუბარი და არა არგუმენტებით. ჩვენ რომ მხოლოდ ავტორიტეტებს დავყრდნობოდით, მაშინ უნდა დაგვეწესებინა სანქციები, რაც კატასტროფა იქნებოდა ქართველი ხალხისთვის, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაგვეთავისუფლებინა, აქეთკენ გვიბიძგებდნენ იგივე ავტორიტეტები - ეს იქნებოდა კატასტროფა ხალხისთვის და ბევრი სხვა, რისკენაც გვიბიძგებდნენ იგივე ავტორიტეტები პირდაპირ, ირიბად, ღიად, დახურულ კარს მიღმა და ა.შ. ჩვენ მივყვებოდით და მივყვებით არა იმას, რას ამბობენ ავტორიტეტები, არამედ იმას, რა არის სწორი ქართველი ხალხისთვის საღი, გონივრული განსჯის შედეგად,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. გარდა ამისა, მან ისაუბრა საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე და აღნიშნა, რომ „მიმდინარე აქციებმა მათ დაანახეს ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ.“ „ამ დღეებმაც დაგვანახეს ერთი საჭიროება ამ კანონის და მეორე, ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ. ზუსტად ამ აქციებმა დაგვანახა ამ კანონპროექტის მიმართ ხალხის მხარდაჭერა. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი ამ კანონზე მსჯელობას გააგრძელებს,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს ხალხმრავალი პროტესტის მესამე ღამე იყო პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

მაკფოლი: თავისუფლების მომხრეები საქართველოში ძლიერდებიან

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს: „შთამაგონებელი ხალხმრავლობა საქართველოში! თავისუფლების მომხრეები საქართველოში ძლიერდებიან. #არარუსულკანონს."    

იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, პოლიციამ როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა - Amnesty International-ი

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი თბილისში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პოლიციამ პასუხი უნდა აგოს მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დენის კრივოშეევი ამბობს: „რისი მოწმენიც გავხდით გუშინ თბილისში, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის წინააღმდეგ, მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო. ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მათი პრეროგატივაა, გადაწყვიტოს, როდის შეუძლიათ ან არ შეუძლიათ ხალხს პროტესტი და გამოიყენონ სპეცრაზმი, რათა დაარბიონ და თვითნებურად დააკავონ მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით. რამდენჯერმე ნახეს პოლიცია, როგორ მისდევდა და ურტყამდა გაქცეულ მომიტინგეებს ხელკეტებით, აკრავდა მათ და უმოწყალოდ სცემდა მათ ადგილზე ყოფნისას.“ „იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, პოლიციამ როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა,“ ამბობს დენის კრივოშეევი. Amnesty International ასევე იმეორებს თავის მოწოდებას კანონპროექტის გაწვევის შესახებ და მიუთითებს, რომ ის გაერთიანების თავისუფლების უფლების შეზღუდვას ცდილობს და აშკარად მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას. შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს ხალხმრავალი პროტესტის მესამე ღამე იყო პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონცეტრიტრდეს ევროპული გზის გასაგრძელებლად აუცილებელ ზომებზე

საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით. ამის შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. საფრანგეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი და ჩარევის ბრალდებები, რომელთა სამიზნეა ეს უკანასკნელი, მიუღებელია. საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონცენტრირდეს ყველა იმ ზომის დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად, რომლის მიმართაც ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ღრმა ერთგულება. „საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით ამ მომთხოვნ გზაზე,” - წერია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საფრანგეთის, ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მეთიუ მილერი: ღრმად იმედგაცრუებულები ვართ კრემლისგან შთაგონებული კანონის წინ წაწევით  

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ახალგაზრდული მოძრაობა მართავს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის წინ შეკრებილებმა გზა გადაკეტეს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, 18 აპრილს საპროტესტო აქცია არ იყო დაგეგმილი. მანამდე, აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და "ქართული ოცნების" ოფისთან მსვლელბით გამოხატეს პროტესტი, ბოლოს კი, ისევ პარლამენტთან დაბრუნდნენ. დემონსტრანტებმა შეკრება საღამოს შვიდ საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა - „დაფიონის“ ორგანიზებით დაიწყეს. აქციის ბირთვს სტუდენტები წარმოადგენენ, რომელთა განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, როგორც თსუ-ს ლექტორმა უნივერსიტეტის სტუდენტების ხმა უნდა გაიგოს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

პარლამენტმა ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანის გამარტივებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ოფშორიდან კომპანიების გადმოტანაზე გადასახადები უქმდება. დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ცხრა იყო. კანონპროექტი დაჩქარებული წესით სამი მოსმენით განიხილეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიას კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით შეტანა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამო სურს. მმართველ პარტიაში უარყოფენ, რომ ეს საკითხი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებსი გამო მიიღეს. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ჩამოიწერება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. „ე.წ. ოფშორებში საინტერესო აღარ არის ბიზნესის წარმოება - გაძლიერდა მონიტორინგი, გაძლიერდა გამჭვირვალობა, გადასახადებმა მოიმატა, ამიტომ ბევრი ამ ოფშორებიდან გადის და ჩვენთვის ძალიან პრინციპული არის, რომ [...] მაქსიმალურად მოვიზიდოთ, საქართველოში გადმოიტანონ თავიანთი ბიზნესი,“ - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ 17 აპრილს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. „ასეთი ტრანზაქციები ექცევა ფულის გათეთრების, ტერორიზმთან ბრძოლის, თუ სხვა საერთაშორისო (მაგ.: FATCA) რეგულაციებში, რომლითაც საქართველოს მთავრობას აქვს ნაკისრი მრავალი ვალდებულება. ამ ვალდებულებების დარღვევა კი საქართველოს სანქცირების საფუძველი შეიძლება გახდეს,” – ამბობს იურისტი ლევან ალაფიშვილი გამოცემა „პუბლიკასთან“ საუბარში. აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, ტრადიციულ ბრიფინგზე დაისვა შეკითხვა სახელმწიფო დეპარტამენტში. სპიკერის მთავარმა მოადგილემ ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ ინფორმაციას გაეცნობოდნენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" 2022 წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2012-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა, რაც შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია. 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლისას ბიძინა ივანიშვილის დაპირება იყო, რომ გაასხვისებდა რუსეთში კუთვნილ ბიზნესს, რათა საზოგადოებას ზედმეტი კითხვები არ გასჩენოდა. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კანონპროექტს ვეტო დაადოს, თუმცა მმართველ პარტიას - „ქარულ ოცნებას“ მისი დაძლება არ გაუჭირდება. ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობაში კი 83 დეპუტატია. ამავე თემაზე: პარლამენტი კიდევ ერთ სადავო კანონპროექტს განიხილავს  

ვახტანგ გომელაური: ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა

შს მინისტრის განცხადებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აქციაზე მყოფი პირის დაკავების დროს, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. „რაც შეეხება აქციის მესამე დღეს, პოლიციის კორდონი აღარ იყო მობილიზებული პარლამენტის შენობის გარშემო, რადგან შენობაში სამუშაო პროცესი დასრულებული იყო და იქ არავინ იმყოფებოდა. ჩვენ სრულად დავტოვეთ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია და პოლიციელები უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადანაწილდნენ რუსთაველის გამზირზე. აქცია მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მთავარ მიზანს კონფლიქტის ხელოვნურად შექმნა წარმოადგენდა და სავარაუდოდ, სწორედ, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება კანცელარიის შენობისკენ გადაენაცვლათ. საზოგადოებამ კარგად ნახა, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, როგორ ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას. ისინი ასევე ცდილობდნენ ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას, ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა, აწვებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აღარ დავასახელებ აქ სახელებსა და გვარებს. ტელე-ეთერებშიც კარგად ისმოდა პოლიციისადმი მათი მიმართვები და ძალადობრივი მოწოდებები. საზოგადოებამ ნახა, მათ გვერდით მდგომი ცივი იარაღით - დანით შეიარაღებული აქციის მონაწილეც, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მისი დაკავების პროცესში ამავე დანით ხელი დაუზიანდა ჩვენს თანამშრომელს,“ - განაცხადა ვახტანგ გომელურმა. მისი თქმით, „პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა გარკვეული ძალების მიზანი, ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ.“„მათ შორის, 16 აპრილს, გვიან ღამით მაშინაც, როცა უკვე სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს. აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ, მათ ოჯახის წევრებს, შვილებს და აღარ გავაგრძელებ. ამის შემდეგ, მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ. თუმცა შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა. პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გომელაურის თქმით, “ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება მათ სიტყვიერი, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს.“ ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ჯამში 40 ადამიანი დააკავა

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გამოვლისას განაცხადა, რომ ე,წ. უცხოური აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, საერთო ჯამში, 40 პირი დააკავეს.  „მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. „ამ ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებებით. ადმინისტრაციული წესით, საერთო ჯამში, დავაკავეთ 40 პირი,“ აღნიშნა გომელაურმა.  ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

ვახტანგ გომელაური: ძალიან სამწუხაროა ალეკო ელისაშვილის შემთხვევა - რა მოხდა, საგამოძიებო სამსახური გაარკვევს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, რომ „ძალიან სამწუხაროა ალეკო ელისაშვილის შემთხვევა - რა მოხდა, საგამოძიებო სამსახური გაარკვევს.“ ალეკო ელისაშვილზე განცხადების გაკეთებისას შინაგან საქმეთა მინისტრს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის გამოც, მინისტრმა საკითხის შეფასება შეწყვიტა და ინტერპელაციის კითხვებზე გადავიდა. „სამწუხაროა, აბა, რა უნდა ვთქვათ?! იქნებ მაცადოთ, კულტურა ან ზრდილობა იქონიოთ და მაცადოთ საუბარი. მე გისმენთ ხოლმე ყველას. გამოძიება დაიწყო, რა მოხდა გაარკვევს საგამოძიებო სამსახური. მე რომ ვთქვა, მერე იტყვით მიკერძოებული ხარო... რომ გამოხვალთ მერე ისაუბრეთ თქვენ, გადავალ პირდაპირ ინტერპელაციის კითხვებზე,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ელისაშვილთან დაკავშირებული “ინციდენტის შესწავლა“ დაიწყო. ალეკო ელისაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დღეს გამოიკითხება. „მოქალაქეების“ პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის ოპოზიციონერს წევრს აღენიშნება არაერთი ფიზიკური დაზიანება, მათ შორის, სახის, თავის, გულმკერდის და ზურგის არეში. მათივე ინფორმაციით, აქვს ნეკნის მოტეხილობა და ნაჭდევი ჭრილობები. „საუბარია 18 აპრილის გამთენიისას, სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე, საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრის, უკანონო დაკავების და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც საპატრულო პოლიციის დირექტორის ვაჟა სირაძის ბრძანებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის მეთვალყურეობით პოლიციელების მიერ გაკეთდა ე.წ. ძალადობის კორიდორი, რომელშიც ათობით პოლიციელი მონაწილეობდა და თავს ესხმოდა დეპუტატს და სასტიკად უსწორდებოდა. პარლამენტის ოპოზიციონერს წევრს აღენიშნება არაერთი ფიზიკური დაზიანება, მათ შორის სახის, თავის, გულმკერდის და ზურგის არეში. აქვს ნეკნის მოტეხილობა და ნაჭდევი ჭრილობები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ელისაშვილი პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, კონკრეტულ სამხილებს წარუდგენს და ჩვენებას მისცემს.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლიდან სანაპიროს გავლით მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან „არა რუსულ კანონს“, „საქართველო“ სკანდირებენ. მთავრობის ადმისტრაციასთან შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები.  

პარლამენტთან შეკრების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, ახალგაზრდები „უცხოური აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად კვლავ შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ გადაინაცვლეს. მსვლელობა იუსტიციის სახლთან დასრულდა. ხვალიდან, პროტესტი კვლავ გაგრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

აქციის მონაწილეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 17-18 აპრილის ღამეს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს, ანდრო ჭელიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი საჩივარი დაუშვებლად ცნო. ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა ანდრო ჭელიძეზე იძალადეს. ორგანიზაციის ცნობით, 19 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ჩიკაშუამ, „ნეიტრალური მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე ცნო პირი სამართალდამრღვევად და მის მიმართ ყველაზე მკაცრი სახდელი - ადმინისტრაციული პატიმრობა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გამოიყენა. საქმეში არანაირი მყარი მტკიცებულება პოლიციას არ წარმოუდგენია, დაცვის მხარე კი ნათლად, მათ შორის მოწმეების ჩვენებით, ასაბუთებდა, რომ დაკავებულს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.“ „პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე - ანდრო ჭელიძე, რომელიც პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა, პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის შაბლონური საფუძვლით დააკავა. დაკავების მომენტში და ძველი თბილისის I სამმართველოში გადაყვანისას ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს. დაკავებული აქციის მიმდინარეობისას მხოლოდ რუსების მისამართით იგინებოდა, რაც სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებაში და არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. აქციაზე ანდრო ჭელიძესთან ერთად დააკავეს აქციაზე მყოფი ლუკა ირემაშვილი, რომელიც დაკავებულზე ძალადობის მობილურით გადაღებას ცდილობდა,“ - ვკითხულობთ განცხადებაში. ანდრო ჭელიძის მიმართ შსს ცალკეული თანამშრომლების მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება. დაზარალებულის თანხმობით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოაქვეყნა მოწმის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

ფრიდონ ინჯია: კარგი იქნება „ქართული ღირებულებების“ სახელმძღვანელო შევქმნათ, რომელსაც სკოლაში ასწავლიან

„კარგი იქნება, რომ შეიქმნას „ქართული ღირებულებების“ სახელმძღვანელო, რომელსაც სკოლაში ასწავლიან. სწორედ ამ „ქართულ ღირებულებებშია“ როგორც ოჯახის ღირებულებები, ასევე ქრისტიანობის, მამულიშვილობის და მრავალი სხვა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ასეთი სახელმძღვანელო გადაითარგმნოს და ევროპაში დაიწყოს სწავლება „ქართული ღირებულებების,“ - განაცხადა ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ამბროლაურში. ფრიდონ ინჯიას თქმით, მისი პარტია სრულად ეთანხმება მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციაში წარმოდგენილი ცვლილების პროექტს. ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის შეფასებით, იყო ოპოზიციონერი არ ნიშნავს იყო ქვეყნის წინააღმდეგი. ფრიდონ ინჯიას მოსაზრებით, კანონპროექტში „ოჯახური ღირებულებები“ უნდა შეიცვალოს ტერმინით „ქართული ღირებულებები.“ „ვფიქრობ, „ოჯახური ღირებულებები“ უნდა შევცვალოთ „ქართული ღირებულებებით“, ვინაიდან „ქართული ღირებულებები“ უფრო ფართო ცნებაა და იგი მოიცავს „ოჯახურ ღირებულებებსაც“, მართლმადიდებლობასა და პატივისცემას ქრისტიანობის წინაშე, სხვა ტრადიციებსაც. სწორედ „ქართულ ღირებულებებშია“ დედაენისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემაც“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ახალგაზრდებმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი ევროკავშირის წარმომადგენლობამდე მსვლელობით გააპროტესტეს

სტუდენტებმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეთა განმარტებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გადანაცვლება სიმბოლურია და გადაწყვეტილება მთავრობის წარმომადგენლების მიერ ევროპარლამენტარების მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება. მანამდე, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატ, "ხალხის ძალის" წევრ დავით კაჭარავასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. კერძოდ, ინცინდენტი იმ დროს დაიწყო, როდესაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისკენ მსვლელობით მიემართებოდნენ. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილში დეპუტატი კაჭარავა შენიშნეს და მას ჰკითხეს, რატომ დაუჭირა მხარი ამ კანონპროექტს. დემონსტრანტებმა მას გზა გადაუკეტეს და კითხვები დაუსვეს. აქციის მონაწილეები მას სთხოვდნენ, საჯაროდ, ტელეეთერების მეშვეობით განეხილათ "აგენტების კანონი" მათთან ერთად, რა დროსაც დეპუტატი გადმოვიდა მანქანიდან და შეკრებილების დარწმუნება დაიწყო, რომ "ეს კანონი ქართულია." „ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ესაა მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის, მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამიტომ ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ყოველდღიურად გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებელი და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით,“ - მიმართა მან აქციის მონაწილეებს, რის შემდეგაც დატოვა მსვლელობის ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

შსს: აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა

შსს მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების პარალელურად, მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს სხვადასხვა ტერიტორიის მიმართულებით, რაც აფერხებს საავტომობილო მოძრაობას. ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით ხდებოდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ. გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელს უშლის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის თანახმად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა. აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება,“ ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც ისინი ევროპის მოედნისკენ დაიძრნენ

24 აპრილს პარლამენტთან ე.წ. "აგენტების კანონის" გასაპროტესტებლად კვლავ შეიკრიბნენ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მიუთითებდა, რომ კრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. დღევანდელი აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ევროპის მოედნის მიმართულებით დაიძრნენ. მეშვიდე დღეა, სტუდენტები, ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობას მართავენ სხვადასხვა მიმართულებით. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ ახალგაზრდების აქცია დღესაც გაიმართა. დღევანდელ აქციაზე მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, შემდეგ მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ. მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს და ბოლოს, კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ, სადაც რუსთაველია გამზირი ხელმეორედ გადაკეტეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დატოვებისკენ არაერთხელ მოუწოდეს და განუცხადეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავდნენ. საბოლოოდ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის მონაკვეთი გაათავისუფლეს. აქციას პარლამენტთან 26 აპრილსაც, კვლავ 19:00 საათზე გამართავენ. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

აქციის მონაწილეებმა პარლამენტს წრე შემოარტყეს

აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის და საქართველოს დროშებით, პარლამენტს წრე შემოარტყეს და „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს. პროტესტის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ: “საქართველოს გაუმარჯოს!” "არა რუსულ კანონს!" აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ "თავისუფლების მარშს" მართავენ  

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დააზიანონ პარლამენტთან სცენის ინვენტარი - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყების თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. „მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. ასევე, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,“ წერს შსს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს მიმართეს, მისცენ უფლება, „ქართული ოცნების“ მოწყობილ სცენაზე, - რომელიც 29 აპრილს მმართველი პარტიის მხარდამჭერი დემონსტრაციისთვის არის გამზადებული, 10-მდე დემონსტრანტი აუშვან, რათა მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალონ. პოლიცია აქციის მონაწილეებს ამის საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტს წრე შემოარტყეს  

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ "თავისუფლების მარშს" მართავენ

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - ამ სლოგანით, აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ "თავისუფლების მარშს" მართავენ. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქცია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით იმართება. დემონსტრაცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ და ჯაჭვს შეკრავენ. მათივე თქმით, ეს იქნება “მოქალაქეობრივი ხორუმი.” მსვლელობის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშა გაშალეს. აქციის მონაწილეებს თან მოტანილი აქვთ ბანერები შემდეგი წარწერებით; “არ წამართვა მომავალი”, “კი ევროპას, არა რუსულ კანონს”, “რუსული მთავრობაც გვყოფნის”, “ჩრდილოეთიდან ერთადერთი მზე ამოდის!”. აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

სახალხო დამცველი: მივმართავთ შსს-ს, არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ

სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ომბუდსმენის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს. სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. „საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც სიტუაცია პერიოდულად იძაბება, ჩნდება აქციის მონაწილეთა და სამართალდამცველთა დაპირისპირების კერები, პარალელურად ხდება სამართალდამცველთა მობილიზება, ასევე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანა, აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდოდ წიწაკის სპრეის გამოყენების თაობაზეც. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს. საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით ამ ეტაპზე (29 აპრილი, 00:30სთ) არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს, შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს,“ - ნათქვამია განცხადებაში. არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა - საია

ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მწვავე კამათის ფონზე განიხილავს

პარლამენტი ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საკომიტეტო განხილვაზე ონლაინმედიას არ უშვებს. კანონპროექტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილება.  მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა. სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლები გააფრთხილა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს დარბაზის დატოვება მოსთხოვა. ოპოზიცია ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს, როდესაც მმართველი გუნდი ამბობს, რომ მსგავსი კანონპროექტი დასავლეთის ქვეყნებშიც არის, რაზეც საპასუხოდაც ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ შინაარსობრივი კითხვები უნდა დასვან.  „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა,“ - აცხადებს თავის მხრივ, პარლამენტის პრესსამსახური. „დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები,“ - აცხადებს პარლამენტი. 29 აპრილს პარლამენტთან ხალხმრავალი აქცია გაიმართა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტის საკომიტეტო განხილვიდან, ოხანაშვილმა 7 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა

ანა წითლიძე მეშვიდე დეპუტატია, რომელიც დარბაზიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გააძევა. მიზეზად ოხანაშვილმა „რეგლამენტის დარღვევა“ დაასახელა, რაც მისი თქმით, მიკროფონის გარეშე საუბარში გამოიხატებოდა. მანამდე, სხდომათა დარბაზიდან გააძევეს დეპუტატები ქეთი თურაზაშვილი, თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი. განახლება: საკომიტეტო მოსმენიდან ლევან ხაბეიშვილიც გააძევეს. „არანაირი განხილვა არ აინტერესებს რუსულ ოცნებას. არანაირი მიზანი არა აქვთ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. გამომაგდეს რის გამო არ ვიცი, უბრალოდ ვუპასუხე მამუკა მდინარაძეს კონკრეტულ კითხვაზე. ყველა ის ადამიანი ვინც ცდილობს შინაარსობრივი კითხვა დასვას გამოაძევეს გარეთ,“ აცხადებს ანა წითლიძე. სადავო კანონპროექტის მეორე საკომიტეტო განხილვა 09:00 საათზე დაიწყო. ის ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობს. 29 აპრილს პარლამენტთან ხალხმრავალი აქცია გაიმართა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. მეორე მოსმენა სესიაზე ხვალ იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ალექსი პეტრიაშვილი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია

"რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც 28 აპრილის ღამეს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო ხალხმრავალ აქციაზე პარლამენტის შენობასთან დააკავეს, კვლავ წინასწარი დაკავების იზოლატორშია. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილმა "სახალხო დამცველის აპარატს უფლებამოსილების ფარგლებში მისი დაკავების საკითხის შესწავლა და დაკავების კადრების დაარქივებაში დახმარება სთხოვა." „სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად აკვირდებოდა და მონიტორინგს უწევდა 28 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას. სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგენდნენ აქციაზე დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი დაკავების პირობებისა და ფიზიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც, სახალხო დამცველის აპარატს უფლებამოსილების ფარგლებში მისი დაკავების საკითხის შესწავლა და დაკავების კადრების დაარქივებაში დახმარება სთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ გარეგნული დათვალიერებით ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ემჩნევა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. პეტრიაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს. 28 აპრილს რუსთაველზე, პარლამენტის წინ, "აგენტების კანონის" წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის ფარგლებში ხალხმრავალი აქცია გაიმართა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. მეორე მოსმენა სესიაზე ხვალ იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი გაათავისუფლეს

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც 28 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველ მაისს, 12:00 საათზე დანიშნა. „სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს, მიუხედავად იმისა, უამრავ ვიდეოკადრშია დაფიქსირებული ჩემი მცდელობა, რომ სიტუაცია ნორმალიზებულიყო და მოწესრიგებისკენ ყოფილიყო მიმართული. ამ ვითარებაში მოხდა ჩემი დაკავება, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი, უსამართლო და უკანონო იყო,“ აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა გათვისუფლების შემდეგ მედიასთან. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ალექსი პეტრიაშვილი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია  

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვას. განხილვის დროს, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ჯამში ოპოზიციის 14 დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების სამი წარმომადგენელი გააძევა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ანრი ოხანაშვილი სადავო კანონპროექტის განხილვისას „ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და ზღუდავს დეპუტატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას - ოპონირება გაწიონ, დასვან მწვავე კითხვები და მიიღონ პასუხები." შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო.  ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

პრეზიდენტი მმართველი პარტიის მიერ მოწყობილ „საყოველთაო შეკრებას“ „პუტინის სტილის“ აქციად აფასებს

„გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს, „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში „ავტობუსებით გადაჰყავთ“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მისასალმებლად. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.  

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი 29 აპრილს დაუჭირა. ახლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენა მიმდინარეობს. პარალელურად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია პარლამენტთან იმართება. პარლამენტის წინა მხარეს დამონტაჟებულია სცენაც. სტუდენტები, ოპოზიციური პარტიების წევრები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილები საკანონმდებლო ორგანოს როგორც ცენტრალურ, ასევე, უკანა შესასვლელთან. შეკრებილებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მარშით შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამ დროისთვის, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "არა რუსულ მთავრობას”, “არა რუსულ კანონს”. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.

ზაზა სარალიძემ ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2017 წელს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ შიმშილს იწყებს კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით. როგორც მან მედიას განუცხადა, არასამთავრობო სექტორისა და თავისუფალი მედიის გარეშე, მისი შვილის მკვლელები თავისუფლები იქნებოდნენ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.  

შსს პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. შესაბამის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველები მობილიზებულები არიან და იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარშემო შეკრებილნი არიან აქციის მონაწილეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ შეკრებილებს, გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება, აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს მოუწოდეს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს სამართალდამცველების მხრიდან კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება,“ წერს შსს. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. დღეს, 21:00 საათზე, რეგლამენტით დადგენილ დროს დასრულდა პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავდნენ. 30 აპრილს 11 პუნქტისგან შემდგარი კანონპროექტის მხოლოდ სამი მუხლზე მსჯელობა დასრულდა. კანონპროექტის განხილვა პირველ მაისს გაგრძელდება. სხდომის განმავლობაში კანონპროექტის მომხსენებელ ანრი ოხანაშვილსა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის არაერთი სიტყვიერი დაპირისპირება იყო.  

შსს აქციაზე „სპეციალური საშუალებების გამოყენებას“ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციაზე სპეციალური საშუალებები გამოიყენა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის დაზუსტებული, რა ტიპის ნივთიერებაზეა საუბარი. როგორც მედიასაშუალებების მიერ გავრცელებლი ვიდეოდან ირკვევა, პარლამენტის უკანა მხარეს, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე, 9 აპრილის პარკთან, ვითარება დაიძაბა. პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელბიც ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს აპროტესტებენ, სპეციალური საშუალება გამოიყენეს. შსს აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მათ სხვადასხვა საგანი ესროლეს. მედიაში გავრცელებული ცნობით, პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად, მოქალაქეებს პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები უწევენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე. მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“ წერს შსს. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებოდნენ, კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ. ადმინისტრაციის შესავლელთან რჩებიან პოლიციელები, ასევე ეზოში მობილიზებულია სპეცრაზმი. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მსვლელობით მივიდნენ, მათ გადაკეტილი ჰქონდათ ინგოროყვასა და სულხან საბას ქუჩა. დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზე ისხდნენ და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. დღეს, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავდა სადავო კანონპროექტს. მოსმენა ხვალ გაგრძელდება.  

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ, პოლიციამ ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. მანამდე, სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. ვითარება პერიოდულად იძაბებოდა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს, თუმცა დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ გაუვრცელებია. უწყებამ განაცხადა, რომ „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.“ „მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს. გამომდინარე იქიდან რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას,“ წერს შსს. მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, აქციაზე არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც არიან. მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილზე გაუწია დახმარება. ცოტა ხნის წინ, სახალხო დამცველმა მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, უფლებამოსილების განხორციელებისას არ გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ომბუდსმენი პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებსაც მოუწოდებს, „არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.“ ის აღნიშნავს, რომ „ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე.“ ასევე, ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამველთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტების დაშავების თაობაზე. ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე და პირველადი შეფასებით, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს, დაუშვებელია სპეციალური საშუალებების (მათ შორის, ე.წ.)წიწაკის სპრეის) დამიზნებით სახეში გამოყენება. ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღვოდეს გაფრთხილება. პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. ასევე, მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უფლებამოსილების განხორციელებისას არ გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. ასევე სახალხო დამცველი მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შეისწავლოს ძალის გადამეტების ფაქტები და შედეგების თაობაზე მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება,“ წერია განცხადებაში.

ომბუდსმენმა შსს-ს, აქციის მონაწილეებსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უფლებამოსილების განხორციელებისას არ გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ომბუდსმენი პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებსაც მოუწოდებს, „არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.“ ის აღნიშნავს, რომ „ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე.“ „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს. აქციაზე მოვლენები პერიოდულად იძაბება, რა დროსაც სამართალდამცავები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. ასევე, ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამველთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტების დაშავების თაობაზე. ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე და პირველადი შეფასებით, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს, დაუშვებელია სპეციალური საშუალებების (მათ შორის, ე.წ.)წიწაკის სპრეის) დამიზნებით სახეში გამოყენება. ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღვოდეს გაფრთხილება. პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. ასევე, მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უფლებამოსილების განხორციელებისას არ გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. ასევე სახალხო დამცველი მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შეისწავლოს ძალის გადამეტების ფაქტები და შედეგების თაობაზე მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება,“ წერია განცხადებაში.  

პრეზიდენტი შს მინისტრს მოუწოდებს, დაუყონებლივ შეწყვიტოს „შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა“

პრეზიდენტი შს მინისტს მიმართავს, „დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა.“ „მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა. მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები. ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა. სირცხვილია, შენს ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია, საეწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!“ აცხადებს პრეზიდენტი.  

ომბუდსმენი: პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და პარლამენტთან მიმდინარე „მშვიდობიანი აქციის დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტს ეხმიანება.“ ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პოლიციამ „აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის“ დარღვევით დაიწყო თბილისში აქციის მონაწილეთა დაშლა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. ომბუდსმენმა შსს-ს, აქციის მონაწილეებსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა სახალხო დამცველის აპარატის გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. „გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, „ძალადობა“ გულისხმობს შეკრების მონაწილეთა მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებას, რომლის შედეგადაც, მოსალოდნელია გარდაცვალება, ჯანმრთელობის ან საკუთრების სერიოზული დაზიანება. შესაბამისად, კომიტეტის მითითებით, ძალადობად არ უნდა ჩაითვალოს, მათ შორის, უბრალო მიწოლა ან ხელის კვრა. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ. მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცველებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე,“ - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. ცნობისთვის, მანამდე პრეზიდენტმა მიმართა სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები.  

ჯანდაცვის სამინისტრო: ჰოსპიტალიზებულია 3 პოლიციელი

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად სამი სამართალდამცავის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. „გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას. ამ დროისთვის განხორციელდა სამი სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია,“ წერს უწყება გავრცელებულ განცხადებაში. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.  

"გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება" - პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამჯერად სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლას და წერს, რომ "სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული" ძალის გამოყენება მიმდინარეობს თბილისში, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.“ "სრული პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ქართველ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება წაართვეს," - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.  

ჰაკერთა ჯგუფი Anonymous-ი ხელისუფლებას მიმართავს

ჰაკერთა ჯგუფი Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოში აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ. ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა მხარდაჭერა გამოუცხადა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს და „ქართული ოცნების" ხელისუფლებას კიბერშეტევებით და მონაცემთა ბაზების გასაჯაროებით დაემუქრა. „საქართველოში აქციის მონაწილეებს: მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარებასთან დაკავშირებით. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები დგანან თქვენთან ერთად და დაგეხმარებიან დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას თქვენი ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ. ხელში ჩავიგდებთ თქვენს მონაცემთა ბაზებს და ელექტრონულ ფოსტებს და ინტერნეტში გავავრცელებთ. ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა,“ - აღნიშნულია Anonymous-ის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული. Anonymous "ქართულ ოცნებასაც" მიმართავს. „რუსეთის მიერ მხარდაჭერილ „ოცნების პარტიას“: გახსოვდეთ, რომ საქართველო არ არის და არასდროს იქნება რუსეთი. გველოდეთ," - აცხადებს Anonymous-ი.  

პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პროტესტის ფონზე, მეორე მოსმენით მიიღო

მწვავე განხილვის შემდეგ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან გააძევა ოთხი დეპუტატი ოპოზიციიდან: თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, გიორგი ბოტკოველი და თინა ბოკუჩავა,  პარლამენტმა 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. მანამდე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლაც იყო. კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია - „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ მიმდინარეობს. იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. პარლამენტმა კანონის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა. 30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობს. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 11 მოქალაქე - მათგან ექვსი პოლიციელი იყო. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო.  საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს“ - პარტნიორების გამოხმაურება

პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა

პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე, „წიწაკის სპრეი“ და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს აცხადებს, რომ „მას შემდეგ, რაც დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეების გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.“ „მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეების გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ,“ წერს შსს. საღამოს 8 საათისთვის პარლამენტმა მეორე მოსმენითაც მიიღო სადავო კანონპროექტი. მოსმენა მოსმების თარიღი ჯერ დაუზუსტებელია. პლენარული სესიის პარალელურად საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო. საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა უსაფრთხოდ დატოვეს პარლამენტის შენობა, ხოლო პოლიციამ „სრულად დატოვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.“ 30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობს. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო.  საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს“ - პარტნიორების გამოხმაურება  

დღეს პარლამენტში დაგეგმილი სხდომები არ გაიმართება

პარლამენტის ინფორმაციით, დღეს 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს, 14.00 საათამდე იმოქმედებს. პარლამენტის დღევანდელი პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო. დარჩიაშვილი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში იყო მიწვეული. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, “საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც დღეს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები - ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება.“ წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. პარლამენტის განცხადებაში წერია, რომ 2 მაისს, 14:00 საათის შემდეგ, გაუქმდება წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.  

დიდი ბრიტანეთის საელჩო: საქართველოს მოქალაქეების ხმა გაგონილი უნდა იყოს

დიდი ბრიტანეთის საელჩო მიმდინარე პროცესებს „ყურადღებით აკვირდება.“ დიპლომატიური წარმომადგენლობის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები და მათი ხმა უნდა იყოს გაგონილი. „ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილი უნდა იყოს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული,“ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში. 30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობდა. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო.  პირველ მაისს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პროტესტის ფონზე, მეორე მოსმენით მიიღო, რასაც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობის გარშემო მოქალაქეთა მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, სპეცრაზმი იყენებდა წყლის ჭავლსა და ე.წ. წიწაკის სპრეის. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 1-2 მაისის ღამით, თბილისში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან 15 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა ნაწილმა, რომლებიც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, კლინიკები დატოვეს. სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულთა შორის არიან სამართალდამცველები. შს მინისტრის მოადგილის თქმით, „აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთისა და კონსტრუქციის გამოყენებით, ასევე გაურკვეველი წარმოშობის ცრემლმდენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობაში მყოფ პოლიციელებზე.“ მან გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ, „ძალადობრივი ქმედებების შედეგად“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დაშავდა. „ამ დროისთვის (22:25სთ) სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა ჩიტაძის ქუჩის მხრიდან საქართველოს პარლამენტის შენობის ჭიშკართან, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა ჭიშკარის მთლიანობის დაზიანებას. საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მართალია შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი და მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს,“ - ნათქვამი იყო თავის მხრივ, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს“ - პარტნიორების გამოხმაურება

აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ

პროტესტის მონაწილეები მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან მსვლელობით მივიდნენ, სადაც შენობასთან მისასვლელი ქუჩა სამართალდამცველებს ჰქონდათ დაკავებული. ადგილზე მისვლისას, აქციის მონაწილეების ნაწილმა მალევე შეცვალა გეგმა და მოძრაობა დედა ენის ბაღის მიმართულებით გააგრძელეს. მანამდე, მათი ნაწილი აქციას პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე მართავდა , ნაწილი კი, პუშკინის სკვერთან, სასტუმრო "პარაგრაფთან" შეიკრიბა, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებას ესწრებოდნენ. მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ბანერები წარწერით, "არა რუსულ კანონს" და ცდილობდნენ ღონისძიების სტუმრებისთვის, მათ შორის, "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ხმა მიეწვდინათ. გარდა ამისა, მათი მოთხოვნების ნაწილია, გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები. „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღემდე, ვერც ერთმა ოპონენტმა ვერ წარმოადგინა არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება კანონპროექტი, ან მისი ერთი პუნქტი მაინც იყოს რუსული, ან ცუდი. „ბოლო დღეების განმავლობაში, აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე და ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც შეეხება თავად „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას. დღემდე, ვერც ერთმა ოპონენტმა ვერ წარმოადგინა არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება კანონპროექტი, ან მისი ერთი პუნქტი მაინც იყოს რუსული, ან ცუდი. ასევე, რა არის ცუდი იმაში, რომ დეკლარაცია შეავსონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიაორგანიზაციებმა. ამიტომ, მთავარი თემა რომ არ დაგვავიწყდეს, ვაქვეყნებთ კანონპროექტის ტექსტს. ყველას მოვუწოდებთ მისი წაკითხვისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანისკენ,“ წერს პარტია. განცხადება სრულად პარტიის Facebook გვერდზე გავრცელდა. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.   

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ „გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება.“ როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „დაგეგმილი იყო ასევე, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა.“ „გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების მონაწილეები შეკრება-მანიფესტაციის დროს, ასევე, სხვადასხვა მედიის საშუალებით მიმართავენ პოლიციელებს და მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ მათ პროტესტს. იმის გამო, რომ მათ მიერ დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა, აქციის მხარდამჭერები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ღიად სვამენ კითხვებს, იმის თაობაზე თუ როგორ არის შესაძლებელი პოლიციის უნიფორმისა და ეკიპირების მოძიება. მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, აქციის ორგანიზატორებსა და მსგავსი განზრახვის მქონე პირებს, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან და პატივი სცენ სამართალდამცველთა პროფესიულ საქმიანობას,“ - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.   

Amnesty International-ი: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენება

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოში ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე ვრცელ განცხადებაში მიუთითებს, რომ „ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენება და უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება.“ ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამმ უნდა გააუქმოს კანონპროექტი, რომელიც აშკარად მიზნად ისახავს გამოხატვის თავისუფლების ზედმეტად შეზღუდვას. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს ეკისრება ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს. „პოლიციამ და უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცენ საერთაშორისო კანონებსა და სტანდარტებს ძალის გამოყენებისას. ბრალდებები მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენების შესახებ, მათ შორის, ქიმიური გამაღიზიანებლების, წყლის ჭავლის და რეზინის ტყვიების, დაუყოვნებლად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა იყოს გამოძიებული. ეჭვმიტანილმა სახელმწიფო მოხელეებმა პასუხი უნდა აგონ მიუჯერძოებელი სასამართლოს წინაშე," - წერს ორგანიზაცია. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.   

მეთიუ მილერი: კრემლის მიერ შთაგონებულმა კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა

შეერთებული შტატები გმობს „კრემლისგან შთაგონებულ“ „უცხოეთის გავლენის“ კანონმდებლობის წინსვლას. შესაბამისი განცხადებით სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამოვია. „ეს ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას და გავლენას მოახდენს  ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს მისწრაფებებზე. მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ მშვიდობიან შეკრებას და თავიდან აიცილონ ესკალაცია,“ დაწერა მეთიუ მილერმა სოციალურ პლატფორმა X-ზე. ამასთან, მისი განცხადება უწყების ვებგვერდზე განთავსდა, რომლის თანახმადაც, საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა. „საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა. შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის" კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. განცხადებები, რომლებიც არასწორად წარმოაჩენს საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას - რასაც ოცდათორმეტი წელია საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერებისთვის უზრუნველვყოფთ - არსებითად უთხრის ძირს იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება,“ - წერია განცხადებაში. 30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობდა. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო.  პირველ მაისს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პროტესტის ფონზე, მეორე მოსმენით მიიღო. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს“ - პარტნიორების გამოხმაურება

„საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს“ - პარტნიორების გამოხმაურება

30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობს. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა გააკეთა განცხადება იმ ფონზე, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდებოდა. აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის ვითარება პერიოდულად იძაბებოდა. „მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, მათ შორის, ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტზე, და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე მის უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით,“ წერდა ო'ბრაიენი. დღეს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ „საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოუწოდა, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს.“ „მე მკაცრად ვგმობ ძალადობას საქართველოში დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ მშვიდობიან დემონსტრაციას ახდენდნენ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს, მისი ჩახშობისთვის ძალის გამოყენება მიუღებელია,“ - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე. თავის მხრივ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, გაიწვიოს სადავო კანონპროექტი. „ძვირფასო პრემიერო კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე ძალადობა შენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ ევროპული ღირებულებებისთვის. გაიწვიე უცხოელ აგენტთა კანონი! არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!" - წერს გერმანელი პოლიტიკოსი. NGO-ების შეფასებით, აქციის დარბევისას გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას. არასამთავრობო სექტორი წუხანდელი აქციის დაშლის შესახებ ერთობლივ სამართლებრივ შეფასებაში ამბობს, რომ „2024 წლის 30 აპრილს და პირველი მაისის გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო, გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა.“ 30 აპრილის აქციის დაშლას გამოეხმაურა გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი - საქართველოს ხელისუფლებას ისიც „ძალადობის შეწყვეტისკენ“ მოუწოდებს. „ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასდროსაა გამოსავალი. გერმანია და ევროკავშირი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ. ჩვენ საქართველოს პარტნიორები და მეგობრები ვართ მშვიდობაში, თავისუფლებასა და განვითარებაში," -  წერს პეტერ ფიშერი. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო.   

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე 14 მაისს განიხილავენ

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა. „ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქნება მესამე მოსმენით განხილვა, რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე განხილვას, სამშაბათს იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ კანონპროექტზე ცნობილია. სამწუხაროა, რომ ამდენი კვირის განმავლობაში უცხოელმა აქტორებმა ნაცვლად რეკომენდაციებისა, ამჯობინეს დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება საქართველოში, რაც 9 რეკომენდაციიდან პირველს ეწინააღმდეგება. უცხოელმა აქტორებმა პირველივე ტესტი ვერ ჩააბარეს. დეზინფორმაციული კაპანია წამოიწყეს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებასაც გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.

პარლამენტთან აქცია - "გავათენოთ საქართველოსთვის" იმართება, საავტომობილო გზა გადაკეტილია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე. აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. 13 მაისს, დილით, მმართველ გუნდს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა აქვს დაგეგმილი. პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“. ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. პარლამენტის შესასვლელებთან საპოლიციო ძალები განლაგდნენ. პოლიცია იმყოფება ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე, ასევე პარლამენტის უკანა შესასვლელში. მანამდე კი, ჭიშკრები რკინის ჯებირებით გაამაგრეს. გარდა ამისა თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზეა განლაგებული წყლის ჭავლის მანქანა, ასევე, სპეციალური მანქანა, რომლის მეშვეობითაც, ხმოვანი სიგნალის გამოყენებით დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებენ ხოლმე. ამავე ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე ავტობუსი, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფები იმყოფებიან. ცნობისთვის, მიმდინარე პროცესების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.

იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის და წყებისას აღნიშნა, რომ დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა ჰქონდათ. კომიტეტის სხდომის დამსწრე დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები არ ჰქონდათ და მათ პროექტს მხარი დაუჭირეს. სხდომა დაწყებიდან დაახლოებით წუთნახევარში დასრულდა. სხდომა, პარლამენტთან მიმდინარე აქციის ფონზე გაიმართა. უმრავლესობის წევრები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეიყვანეს. "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევდათ, რომლებიც მათ "მონებს" და "რუსებს" ეძახდნენ. პარლამენტთან აქცია - "გავათენოთ საქართველოსთვის" იმართება, საავტომობილო გზა გადაკეტილია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.  

ომბუდსმენი: თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, უმოკლეს ვადებში, მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, როგორც კანონდამრღვევი პოლიციელების, ისე მოძალადე ფიზიკური პირებისა თუ ჯგუფების, და მათი ორგანიზატორების ან/და წამქეზებლების იდენტიფიცირების მიზნით. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „სახალხო დამცველი საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს აქციებზე დაკავებული პირების მონახულების შედეგების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის მონაცემების შესახებ. ამჯერად, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ დამატებითი ინფორმაცია ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების, პარტიების წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, მედიასაშუალებებისა და აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ფაქტებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ, რაზეც მედიით საჯაროდ გახდა ცნობილი. სახალხო დამცველის აპარატმა არაერთ მსგავს ფაქტზე მოახდინა რეაგირება და მიმართა შესაბამის საგამოძიებო უწყებებს - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატმა საგამოძიებო უწყებებს, დროული და ეფექტიანი რეაგირების განხორციელების მიზნით, მიმართა ლევან ხაბეიშვილის, სოფო ჯაფარიძის, ალეკო ელისაშვილის, გია ჯაფარიძის, გიორგი მუმლაძის, ბორის ჩელე ყურუას, ნოდარ ჩაჩანიძის, დიმიტრი ჩიქოვანის, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძის, დიჯეი გიორგი შენგელიას, სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანის მამის, აშშ-სა და საქართველოს მოქალაქე თეოდორ ჯონასის, პედაგოგ ლადო აფხაზავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე; ასევე, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელავასა და ამავე მედიის ჟურნალისტების, ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტ გიორგი ბადრიძის, გამოცემა „აპრილის“ ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაულის, ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ შესაძლო ჩასაფრებისა და ამავე ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის საქმიანობის ხელშეშლაზე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტებზე; ასევე, 13 მაისსა და წინა დღეებში მომხდარ/საჯაროდ გავრცელებულ არაერთ ვიდეომასალაში აღბეჭდილ ძალადობრივ ქმედებებზე, მათ შორის, ლეონიძის ქუჩაზე მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გმირთა მოედანზე ახალგაზრდების ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის შემთხვევებზე. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ ადამიანთა ინდივიდუალურ უფლებებს, ისე დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, უმოკლეს ვადებში, მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, როგორც კანონდამრღვევი პოლიციელების, ისე მოძალადე ფიზიკური პირებისა თუ ჯგუფების, და მათი ორგანიზატორების ან/და წამქეზებლების იდენტიფიცირების მიზნით. აქვე, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებმა ყურადღების მიღმა არ დატოვონ ხსენებული არასათანადო ქმედებების მოტივი, რომელიც უკავშირდება მათი განსხვავებული შეხედულებების, პროფესიული საქმიანობისა თუ პოლიტიკური პოზიციების გამო დევნას“,-  ნათქვამია განცხადებაში.  

Freedom House: „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი. „თუ ამ კანონს მიიღებენ, ის ლეგიტიმური სამოქალაქო აქტივობისა და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციას მოახდენს და მიაწვდის ხელისუფლებას ახალ ინსტრუმენტებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დასაჯარიმებლად, ან სხვაგვარად დასასჯელად, რომელთა საქმიანობასაც ისინი არ ეთანხმებიან. ეს დააკავშირებს საქართველოს რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი - ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე მსგავსი ზომების გამოყენებით - და მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას „ქართული ოცნების“ მიმართ : დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. Freedom House გმობს საქართველოში მიმდინარე რეპრესიებსა და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მათ შორის წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და მასობრივი დაპატიმრებების გამოყენებას. „ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ ქართველი უფლებადამცველების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული მუქარითა და თავდასხმებით. ეს რეპრესიები მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. Freedom House შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების შესაჩერებლად დაუყოვნებლივი და კოორდინირებული ქმედებისკენ მოუწოდებს. „ამ მთავრობებმა უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიას მიეცეს უფლება შეაფასოს შემოთავაზებული კანონი და შეაფასოს მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. თუ კანონს ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე ან მისი დასკვნის გამოქვეყნებამდე მიიღებენ, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ. საქართველოს დემოკრატიული გზისთვის გადამწყვეტი ეტაპი დგას. დემოკრატიული მთავრობები ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგნენ და გააგზავნონ მკაფიო გზავნილი, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ამჟამინდელ ქმედებებს არ მოითმენენ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

Amnesty International-ი: საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორი მარი სტრათერსი აცხადებს, რომ „ამ დამაზიანებელი კანონპროექტის წინწაწევისას, საქართველოს ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებს, რამაც ბოლო დღეებში საგანგაშო დონეს მიაღწია." "ის, თუ როგორ იქნა ეს კანონპროექტი მიღებული - ძალაუფლების დერეფნებში პოლიტიკური ოპონენტების იურიდიული პროცედურებით ჩახშობით, როცა დემონსტრანტებს უმოწყალოდ სცემდნენ და აპატიმრებდნენ გარეთ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის პირობებში - აჩვენებს ამ კანონპროექტის მავნებლურ გავლენას, რისი აშკარა სამიზნეც ადამიანის უფლებებია," - წერია განცხადებაში. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავისი ძალისხმევა გამოხატვის, ასოციაციების და მშვიდობიანი შეკრების უფლებების ჩასახშობად. მათ დაუყოვნებლივ უნდა უარყონ ეს რეპრესიული კანონმდებლობა. ბრძანების გაცემის უმაღლესი ეშელონების ჩათვლით, უნდა დადგეს ყველას პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეჭვმიტანილი იქნება ადამიანის უფლებების დარღვევაში - მათ შორის პოლიციელების, რომლებიც ძალას უკანონოდ იყენებენ," - აცხადებს Amnesty International-ი. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოვიდა. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა. 13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი). „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.

პარლამენტში სადავო კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების წინ, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, 14 მაისს, ტრადიციულად, პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. თითოეული დეპუტატის გამოსვლის ხანგრძლივობა 4 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გაახსენა, რომ მმართველი პარტიის ამჟამინდელი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთში საქმიანობის დროს პრეზიდენტობის კანდიდატის, გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. ვითარება ამის შემდეგ დაიძაბა. შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე დაადანაშაულა აქციის მონაწილეებზე სახლებთან ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზებაში. ხაბეიშვილმა სამხარაძეს მიმართა, რომ მას „თავში ნაგვის ყუთი აქვს.“ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი სამხარაძის მისამართით მან განაცხადა, რომ სამხარაძის დაორგანიზებულია ახალგაზრდებთან მივარდნა და თავპირის ლეწვა." სამხარაძემ ოპონენტის მისამართით შეიგინა და მისკენ დაიძრა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი მანდატურებმა გააჩერეს. სხდომა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მცირე შესვენების შემდეგ პარლამენტის სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაგრძელდა, რის შემდეგაც „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება. პარლამენტის შენობის გარეთ დემონსტრანტები სადავო კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი, პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.  

როთი: საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი თქვა

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ დელეგაციასთან საუბარზე უარი განაცხადა და მათ მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა. „საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე. ჩვენ აქ არ ვართ ჭკუის სასწავლებლად, ჩვენ აქ ვართ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. მხოლოდ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო, თუმცა ის პარლამენტის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში შეგვხვდა,“ წერს მიხაელ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე. „ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის," - წერს შემდეგ პოსშტი გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან, ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს. ცნობისთვის, 10 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება, ვინაიდან მათ ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს. შეგახსენებთ, ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. დღეს, 14 მაისს, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო, ხალხმრავალი პროტესტის გამომწვევ კანონპროექტს პლენარულ სესიაზე, მესამე - საბოლოო მოსმენით მიღებას გეგმავენ.  

პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო

დღეს, 14 მაისს, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო, ხალხმრავალი პროტესტის გამომწვევი კანონპროექტი პლენარულ სესიაზე, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღეს. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა, რითაც კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.        

ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ აცხადებენ, რომ პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმზე გადადიან. „ამ რეჟიმში, როდესაც ქვეყანაში რუსული რეჟიმი, გაფორმდა, წარმოუდგენელია ნორმალური საპარლამენტო მუშაობა. ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია და ოპოზიციის უმრავლესობა არ ვაპირებთ ამ რეჟიმში ჩვეულებრივი საქმიანობის გაგრძელებას, გავდივართ ბოიკოტის რეჟიმში,“ - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად „საბოლოო გეგმას“ გააცნობენ საზოგადოებას, „თუ როგორ ვაპირებთ რუსული რეჟიმის პირობებში შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობას.“ „ლელოს“ ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში - „როცა ყველა წითელი ხაზი გადალახულია, როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია.“ „ვფიქრობთ, რომ პარლამენტში მუშაობის რესურსი აღარ არსებობს და ბოიკოტი არის ის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, რომლითაც რეჟიმს უნდა დავუპირისპირდეთ,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. პარლამენტის მუშაობას პოლიტიკური ბოიკოტი „სტრატეგია აღმაშენებელმაც“ გამოუცხადა. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 13 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში მესამე მოსმენით განხილვის გაპროტესტების მიზნით, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 14 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყეს შეკრება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის პარალელურად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და იცავდნენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. იმისთვის, რომ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს საპარლამენტო ორგანოში უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთავისუფლებინა პარლამენტის შესასვლელები. პარალელურად, აქციის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირსა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჰქონდათ შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი. პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს, რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება და შედეგად მოახერხეს პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაზე საღებავებით გააკეთეს სხვადასხვა სახის წარწერები. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტი, სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული არაერთი გამაფრთხილებელი განცხადებისა, რომ აქცია ჩაეტარებინათ მშვიდ ვითარებაში, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოწოდებებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ სამართალდამცველებს, პოლიციის მიმართულებით ისვროდნენ სხვადასხვა ბლაგვ საგანებსა და საღებავებს. ასევე, სხვადასხვა რკინის კონსტრუქციები განათავსეს საავტომობილო გზაზე. პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრის აღკვეთის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს, კანონით დადგენილი პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი დააკავა. ამ დროისთვის აქციის მონაწილეების მიერ დაზიანებული დამცავი რკინის ღობე აღდგენილია და აქციის მონაწილეებს აქვთ საშუალება პროტესტი გამოხატონ პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე კანონით დადგენილი წესით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს. სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,” - ნათქვამია განცხადებაში. დღეს გავრცელდა ინფორმცია, რომ რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან, დაკავებულებს შორის ერთ-ერთია 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი. მის დაკავებას გრიგორიადისის დედა ადასტურებს.  

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, გზა გადაკეტილია

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ. საავტომობილო გზა გადაკეტილია. მოქალაქეებმა შეკრება 17:00 საათიდან დაიწყეს. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებიც. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.  

პარლამენტთან აქციაზე რუსეთის დროშა დაწვეს

ე.წ. უცხოური აგენტების კანონის გასაპროტესტებლად, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. თბილისში, რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის წინ საავტომობილო გზა დაახლოებით 21:00 საათზე გადაიკეტა. აქციის მიმდინარეობისას დაწევს რუსეთის დროშა. მასთან ერთად, „ქართული ოცნების“ დროშაც დაწვეს. მანამდე ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოეწყო. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქცია-მსვლელობა ბათუმშიც მოეწყო. სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ორგანიზებით კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო. ამ დროს რუსთაველის ქუჩის ერთი ნაწილი გადაიკეტა. დემონსტრანტებმა პლაკატებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და შეძახილებით „გამოდით“ მსვლელობა დაიწყეს ისტორიული ბათუმის უბნებში. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა. რაც შეეხება პლენარულ სხდომას, როგორც ცნობილია, პარლამენტი აღნიშნულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ხვალინდელ სხდომაზე გეგმავს. ცნობისთვის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავდა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო. პრეზიდენტი ამბობს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება), 22-ე (გაერთიანების თავისუფლება), მე-15 (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები), 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლებს. „ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და ქართველის ხალხის ნებას წარმოადგენს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში - ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე", - წერს პრეზიდენტი პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში.   ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა.   რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

პარლამენტი ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს, მიმდინარეობს საპროტესტო აქცია

პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები იქ მმართველი გუნდის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცესის პარალელურად შეიკრიბნენ. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. შედარებით მასშტაბური აქცია პარლამენტთან 17:00 საათზეა დაგეგმილი. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 27 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

ლანდსბერგისი: ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღებას აკრიტიკებს. „ძალიან სევდიანი დღე საქართველოსთვის და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ისე, რომ არავინ არ იღებს სარგებელს. თითქმის არავინ," - წერს ლანდსბერგისი სოციალურ პლტფორმა X-ზე. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია  

პრემიერი საერთაშორისო პარტნიორებს: მაქვს მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში, ყველა აღიარებს ამ კანონის დადებით მიზნებსა და შინაარს

პრემიერმა „ე.წ. უცხოური აგენტების კანოს მიღების შემდეგ „მადლობა გადაუხადა პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მისი თქმით, მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამით უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.“ მისი შეფასებით, ამ კანონის მიღება ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის - დეპოლარიზაციის შესრულებას შეუწყობს ხელს. „ხაზი უნდა გაესვას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას - დეპოლარიზაციას. გარდა ამისა, საქართველოს დამშვიდება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობის შესახებ კანონი შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. როგორც არაერთხელ აღინიშნა, 2030 წლისთვის, საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ იქნება მომზადებული და საქართველო ღირსებით, დამოუკიდებლობით, თავისუფლებითა და სუვერენიტეტით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა,“ - განაცხადა პრემიერმა. მან აშშ-სგან სანქციების შესაძლო დაწესებას კვლავ არასერიოზული უწოდა და განაცხადა, რომ „ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერავინ დასჯის.“ „ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ," განაცხადა მან სანქციებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. მისი განცხადებით, „საბოლოო ჯამში ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად, მიიღო სამართლებრივად და ყველა თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართული კანონი.“ ირაკლი კობახიძის თქმით, უცხოელმა პარტნიორებმა კანონთან დაკავშირებით, "ყალბი განცხადებები" გაავრცელეს. ის იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოო ჯამში, პარტნიორები "აღიარებენ ამ კანონის დადებით მიზნებსა და შინაარსს." პრემიერ-მინისტრი „საქართველოს პარტნიორებისგან, მეგობრებისგან პრაგმატულ მიდგომას მოელის.“ ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არ გაითვალისწინა მთავრობამ უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციები. „რაც შეეხება უცხოელ პარტნიორებს, მათგანაც ველით პრაგმატულ მიდგომას. უამრავი ყალბი განცხადება იყო, რომელიც კანონთან დაკავშირებით გავრცელდა. ბუნებრივია, ეს მათთვის ცუდ ფონს ქმნის, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მაქვს იმის მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში, ყველა აღიარებს ამ კანონის დადებით მიზნებს და შინაარს. საბოლოო ჯამში, ეს არის ერთადერთი გზა, საერთო ინტერესების სათანადოდ რეალიზებისკენ. თუ ჩვენ გვინდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად საერთო ინტერესებზე შევჯერდეთ, ამისათვის არის აუცილებელი სამართლიანობა. სამართლიანობა, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ კანონის გამართული ბუნება ყველამ უნდა აღიაროს და როცა არგუმენტები არ გაქვს, ასეთ დროს არ უნდა გააგრძელო შავი კამპანიის წარმოება,” - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ასევე, პრემიერი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობას” შესახებ კანონთან დაკავშირებით ყველას საჯარო დისკუსიის ფორმატს კიდევ ერთხელ სთავაზობს. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს

მომიტინგეებმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას აპროტესტებენ, მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს. ტერიტორიაზე მათ სამართალდამცველები დახვდნენ მობილიზებულები. “ქართული ოცნების” ოფისთან მისვლამდე აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მსვლელობით ჯერ პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ, სადაც რამდენიმე წუთი შეჩერდნენ, ხოლო შემდგომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)    

პრეზიდენტი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტი მმართველი გუნდის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ამ ქვეყნის მომავალს ვერაფერს შეუცვლის.“ მან აქციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას პასუხი არჩევნებზე უნდა გაეცეს. „ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს, ჩვენ ახლა უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე. გაბრაზებულები ხართ დღეს, ხომ? გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის ის, რომ უნდა მოვამზადოთ, პირველ რიგში, ნამდვილი რეფერენდუმი, ანუ ეს ენერგია, რაც თქვენშია, უნდა იმას მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს. გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა? 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს, ჩვენ გადავწყვეტთ, ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არაა, იმასთან შედარებით, თუ დღეს ვინც ხართ აქ, ახალი საქართველო, მომავლის საქართველო და მეორე, მთავარი საქმე, თქვენ, ვინც აქ ხართ, ახალგაზრდები, როცა უკვე მოაგვარებთ ამ ხელმოწერების შეგროვებას და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ თქვენ დაიცვათ არჩევნები, ყველგან, სადაც საჭირო იქნება, რადგან თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის ნახევარი მილიონი ხმა, არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს. და მე ამ დროს იმას მივხედავ, რომ ჩვენი პარტნიორები, რომ ჩვენი მეგობრები, იმიტომ რომ ზოგმა ვერ გაიგო, ვინაა მეგობარი და ვინაა საუკუნოვანი მტერი, ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდში იქნებიან, შეიძლება, ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას, რადგან ქვეყანამ გამოაჩინა, რა არის, სად არის. 26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ. მე ვარ თქვენ გევრდში. მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე,” განაცხადა პრეზიდენტმა. ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმი შეიძლება, მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს კანონებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი საკითხებისა და პრინციპების შესახებ. „რეფერენდუმის შესახებ კანონის“ თანახმად, რეფერენდუმის დანიშვნისას პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის თანხმობაც ესაჭიროება. „რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით,“ - წერია ორგანულ კანონში. რეფერენდუმი შეიძლება ასევე მოეწყოს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდის მიზნით. 2. არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება: ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად; ბ) ამნისტიის ან შეწყალების გამო; გ) საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ; დ) ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო “საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე - ე.წ. ოფშორების კანონპროექტზეც დაძლია. სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტი კენჭისყრით 1-მომხრე, 64 -წინააღმდეგი ჩააგდეს. “საგადასახადო კოდექსის“ პროექტის თავდაპირველი ვარიანტი კი 83- ხმით (1 წინააღმდეგი) მიიღეს. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს. “საგადასახადო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლება. პარლამენტმა ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანის გამარტივებას მხარი დაუჭირა  

სახალხო დამცველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებით, 2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 676 641-ს შეადგენდა, რაც დღემდე, პროგრამის მოქმედების პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა. „სიღარიბე ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. 2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 676 641-ს შეადგენდა, რაც დღემდე, პროგრამის მოქმედების პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა - ბავშვთა სიღარიბეა. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა. ხანდაზმულთა შორის მაღალია სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი, რაც მათ მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განაკუთვნებს. უსახლკარობის გამომწვევი მიზეზებისა და მისი მასშტაბების კვლევის, ასევე, უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზის არარსებობა თავისთავად იწვევს სოციალური საცხოვრისებში გაუსაძლის მდგომარეობას. ქვეყანაში კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრებლის მოწყობის მინიმალური სტანდარტები,” - აღნიშნა იოსელიანმა. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, საპატიმროებში მსჯავრდებულ-ბრალდებულთა ოდენობის შემცირება, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. ლევან იოსელიანის განცხადებით, კარგი იქნება თუ საპატიმროებში პატიმრების რაოდენობა შემცირდება. „სამწუხაროდ, საქართველო, პატიმრების რაოდენობის მიხედვით, ევროპაში, თურქეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა. 9500 მსჯავრდებულ-ბრალდებული გვყავს მთლიანობაში, რაც არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე. ვფიქრობ, რომ ეს მაჩვენებელი არის შესამცირებელი. ეს ამნისტიის გზით გაკეთდება, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების მექანიზმით თუ პრეზიდენტი უფრო მეტ ადამიანს შეიწყალებს, ან სამაჯურების გამოყენების მექანიზმი იქნება, რაც არის აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი ფორმა, არ ვიცი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იქამდე, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების რაოდენობა შემცირდება, აღარ ვიქნებით მეორე ადგილზე, აღარ იქნება დაწესებულებები გადატვირთული. ეს არის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯები ამ თუ არა მომავალ პარლამენტში მაინც. ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ - არის მთელი რიგი დანაშაულები, მთელი რიგი რაოდენობა მსჯავრდებულების, რომლებიც აღარ საჭიროებენ საპატიმროში ყოფნას, რომელთა გათავისუფლება დღეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის პირობებში, პირობითი მსჯავრის პირობებში და ა.შ მაგრამ უმჯობესია მათ ჰქონდეთ საშუალება იყვნენ ოჯახში და გარეთ მოიხადონ მსჯავრი, ვიდრე ეს ხდებოდეს საპატიმროში, სადაც ხშირ შემთხვევაში მათი უფლებები ისე არ იყოს დაცული, როგორც ეს სტანდარტით არის გათვალისწინებული. ყველა დაწესებულებას არ ეხება ეს. ყველა დაწესებულება მოვინახულე და ვიცი რა მდგომარეობაა საქართველოში. არის სანიმუშო, კარგი დაწესებულებები და არის დაწესებულებები, სადაც მძიმე სიტუაციაა. საპატიმროში პოპულაციის ეს შემცირება, ამ მიმართულებითაც გამოასწორებს მდგომარეობას,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა. ლევან იოსელიანმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საზოგადოება სრულფასოვნად უნდა იყოს ინფორმირებული. „საქართველოში, სამწუხაროდ, იმდენად პოლარიზებულია პოლიტიკური გარემო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ დადიან კონკრეტული ეთერში, მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ მიდიან კონკრეტულ ეთერში. არ ხდება ამ სივრცის შევსება განსხვავებული მოსაზრებებით. 2016 წლამდე ყველა ეთერში იყო დებატები, 2016 წლის შემდეგ ეს დებატები არ არსებობს. იმისთვის, რომ საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული, პარლამენტის წევრებმა კითხვებს უნდა გასცენ პასუხი ყველა შემთხვევაში, მათი მანდატი პირდაპირ დემოკრატიის წესით მათ არჩევას გულისხმობს. არ არსებობს უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ორგანო, პარლამენტის წევრი ვალდებულია მოქალაქეების შეკითხვას უპასუხოს, რაც ამ შენობაში მედიის საშუალებით ჟღერდება,“ - აღნიშნა იოსელიანმა. სამწუხაროა, რომ ასეთ ცარიელ დარბაზში მიწევს ანგარიშის წარმოდგენა - უცნაურია, როგორ შეიძლება, არ აინტერესებდეთ პარლამენტის წევრებს ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ანგარიშშია ასახული, - ამის შესახებ ლევან იოსელიანმა უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკუთარი ყოველწლიური მოხსენების დასკვნით სიტყვაში განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც სხვადასხვა უწყებამ, ისე პარლამენტმა, სახალხო დამცველის რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რადგან „ეს ქვეყანას სჭირდება.“ „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები, რომელთაც სახალხო დამცველი და მისი აპარატი გასცემს, რომელიც მთელი წლის მუშაობის შედეგია და რომელშიც სახელმწიფო, სხვათა შორის, დაახლოებით 10 მილიონ ლარს ხარჯავს წელიწადში, იყოს გაზიარებული როგორც უწყებების, ისე პარლამენტის მხრიდან. სამწუხაროა, რომ ასეთ ცარიელ დარბაზში მიწევს ანგარიშის წარმოდგენა. უცნაურია, როგორ შეიძლება არ აინტერესებდეთ პარლამენტის წევრებს ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ანგარიშშია ასახული. ყოველ შემთხვევაში დღემდე არ მომისმენია რაიმე ტიპის კრიტიკა ანგარიშის მიმართ, რომელიც იქნებოდა დაფუძნებული რაღაც მტკიცებულებებზე, რომ რაიმე მონაცემები არასწორად წარმოვადგინეთ. შეიძლება შეფასებებში გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ის, რომ ყველა საკითხი, პრობლემა და უფლება, რაზეც ვსაუბრობთ, აქტუალურია და მეტი ყურადღება სჭირდება, მგონი, ეჭვგარეშეა. ვისურვებ, რომ მომავალ წელს, როდესაც ამ დარბაზში მოვალ, სადაც სხვა პარლამენტი დამხვდება, მეტი ინტერესი ყოფილიყოს ანგარიშის მიმართ, პარლამენტის მეტ წევრს ჰქონდეს წაკითხული და მეტი შინაარსობრივი კითხვა დამისვან. ამით მხოლოდ მოხარული ვიქნები. მადლობას გიხდით ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც მოხსენებას დაესწარით. მადლობას ვუხდი ვახო მეგრელიშვილს და თეონა აქუბარდიას - ამ ორ გამორჩეულ ოპოზიციონერს, რომელიც ჩემს მოხსენებას ესწრებოდა. იმედი მაქვს, რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ გავეცით, მნიშვნელოვანწილად იქნება შესრულებული, ეს სჭირდება ამ ქვეყანას და იმას, რომ დემოკრატიის ხარისხი გაუმჯობესდეს. დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება კი ნიშნავს ჩვენს წინსვლას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსის მიმართულებით; ჩვენს წინსვლას თანამედროვე სამყაროსკენ. ამ ნაბიჯების, გადადგმა ყველაფერთან ერთად, ადამიანის უფლებების სტანდარტის გაუმჯობესებაზე გადის,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა. 25 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. 386-გვერდიანი ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის 30-მდე მიმართულებას მოიცავს და მასში 2023 წელს გამოკვეთილი ტენდენციები, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციებია ასახული. წარმოდგენილ თემებს შორის არის - კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, სიცოცხლის უფლება, წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გამოხატვის, ინფორმაციის, შეკრების თავისუფლება და უფლებადამცველთა უფლებები. ასევე, საკუთრების უფლება, რწმენისა და რელიგიის თავისუფლება, გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის, შრომის უფლება, სოციალური უზრუნველყოფის, სათანადო საცხოვრებლის უფლება, შშმ პირთა, ბავშვთა, ხანდაზმულთა უფლებები, თანასწორობის უფლება და გენდერული თანასწორობა, ეროვნული უმცირესობები, დევნილთა, ეკომიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ადამიანის უფლებათა სწავლების საკითხები.  

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადახედოს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს - საელჩო

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს შეფასებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის’’ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის შემდგომ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს. სალჩომ მწუხარება გამოთქვა, რომ საკანონმდებლო პაკეტი მიღებულია ვენეციის კომისიის რჩევის უგულებელყოფით, რომ ის სრულიად უნდა გადაიხედოს და მისი მიღება უნდა შეჩერდეს.“ „დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის’’ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო. ეს საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის შემდგომ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს. ამ საკანონმდებლო პაკეტს გავლენა ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. ვწუხვართ, რომ საკანონმდებლო პაკეტი მიღებულია ვენეციის კომისიის რჩევის უგულებელყოფით, რომ ის „სრულიად უნდა გადაიხედოს და მისი მიღება უნდა შეჩერდეს.“ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან ერთად, ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, კანონი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული პროექტი მმართველმა უმრავლესობამ 84 - ხმით, ერთხმად მიიღო. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განცხადებით  დაგმეს „სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების პროცესი პარლამენტში.“ ორგანიზაციების შეფასებით, კანონების პაკეტის მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა. ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს კანონების პაკეტს და არ დაუშვას სიძულვილის, ცენზურისა და ჩაგვრის დაკანონება. კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა, არ გააგრძელონ მასზე მუშაობა. კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ. „ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის,“ - წერია 4 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვა, საქართველოს პარლამენტს თავი შეეკავებინა ლგბტქ ადამიანების უფლებების შემზღუდველი კანონპროექტის დამტკიცებისგან. ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 10 ივნისს დაარეგისტრირეს, რასაც წინ უძღოდა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონმდებლო ცვლილების დაანონსება. საპარლამენტო უმრავლესობამ რეგიონებში უკვე ჩაატარა შეხვედრები კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის ფარგლებში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაასახელა თავიანთი მთავარი არგუმენტი, რატომაა საჭირო ამ საკითხის კონსტიტუციაში ასახვა. „ოდესმე, 10-15 წლის შემდეგ, შეიძლება ფსევდოლიბერალური ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, მაგრამ თეორიულ დონეზე ყველაფერი უნდა დავუშვათ, რომელმაც შესაძლოა, ეს კანონები გააუქმოს, რადგან მარტივი გასაუქმებელი იქნება 76 ხმით, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ, ვერ გააუქმებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებები გაცილებით მყარი გარანტიაა იმისა, რომ ვეღარასდროს შეძლოს ვერავინ ფსევდოლიბერალური პოზიციები,“ - აღნიშნა მდინარაძემ. კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის (113 დეპუტატის) მხარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებას ორი მესამედით (100 ხმით) დაამტკიცებენ, ის მხოლოდ მაშინ ჩაითვლება მიღებულად, თუკი შემდეგი მოწვევის პარლამენტში ამავე რაოდენობის დეპუტატი მხარდაჭერას კიდევ ერთი კენჭისყრით დაადასტურებს. დღეის მონაცემებით, საპარლამენტო უმრავლესობაში 83 წევრია. დღეს, 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლევა ჩაატარა და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მიღებას 91% უჭერს მხარს. „პროპაგანდასთან დაპირისპირება ჩვენი ვალია ქართული საზოგადოების წინაშე,“ გააცხადა ირაკლი კობახიძემ. ინფორმაციისთვის, კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში (ქორწინების უფლება, დედათა და ბავშვთა უფლებები) შესწორებას ითვალისწინებს. კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლში წერია: 1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. 2. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. პროექტის თანახმად, ამ მუხლს დაემატება მესამე პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“  

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო - ვის შეეხება ამნისტია

84 ხმით - პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონის საფუძველზე ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება - აქედან 1 000-ზე მეტი პენიტენციურ დაწესებულებას დაუყონებლივ დატოვეს, ხოლო 4 000 პატიმარზე მეტს სასჯელი შეუმცირდება. ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. ის ვრცელდება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებზე. პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით, 22 000 პირს შეეხება - აქედან დაახლოებით 7 000 პრობაციის სისტემას დატოვებს. საერთო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება "სისხლის სამართლის კოდექსის" 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება. "ამნისტიის კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. პირველად ამის თაობაზე გარკვეული გზავნილი გავაჟღერე 8 თებერვალს, როდესაც მტკიცდებოდა მთავრობა, მეორედ ასეთი გზავნილი გავაჟღერე უკვე როდესაც მთავრობის ანგარიში წარვადგინე ივნისში და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახა იმ კანონპროექტში, რომელიც მიღებულ იქნა უკვე დღეს მესამე მოსმენით. 10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5 000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება. ეს არის მაქსიმალურად დაბალანსებული კანონი იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად განიტვირთება ციხეები და გათავისუფლდებიან ადამიანები საპატიმროებიდან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ასევე საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვაც, ანუ დამატებითი რისკები არ შეექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. შესაბამისად, ხანგრძლივი დისკუსიები იყო ამ კანონის გარშემო და ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური სახით ჩამოყალიბდა ეს კანონი," - განაცხადა დღეს, 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, პროექტი ამნისტიის შემდეგ ფორმებს ადგენს: პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით შემცირება; სასჯელის 1/4-ით შემცირება; სასჯელის 1/6-ით შემცირება; პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება. ამნისტია არასრულწლოვანი და ქალი პატიმრებისთვის უფრო მსუბუქ ზომებს ადგენს. კერძოდ, ნაცვლად სასჯელის განახევრების, ¼-ით ან 1/6-ით შემცირებისა, გათვალისწინებულია სასჯელის 2/3-ით, 1/3-ით და 1/5-ით შემცირება. ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და ზოგიერთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.  

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს თავისი კურსი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის ინდივიდუალურ სამოქალაქო უფლებებს.  „საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია LGBTQI-პირების დისკრიმინაციისკენ. როგორც ვენეციის კომისიამ დაადგინა, იგი არღვევს ადამიანის ინდივიდუალურ სამოქალაქო უფლებებს. ის საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს თავისი კურსი,“ წერს გერმანიის საგარეო უწყება სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ბორელი: მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს კანონმებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს  

ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,931%-ით გაიმარჯვა. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე მიუთითებს. არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა." ეს ძალა აცხადებს, რომ უარს იტყვის მანდატებზე. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ პარლამენტში შევლას არ აპირებს. "კოალიცია ცვლილებებისთვის" უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს "გაყალბებულად და არალეგიტიმურად" მიიჩნევს. პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე. ისინი აცხადებენ, რომ ლეგიტიმაციას არ მისცემენ არალეგიტიმურ პარლამენტს. საქართველოს პრეზიდენტმა 27 ოქტომბერს მოუწოდა მოქალაქეებს, რომ „არალეგიტიმურ არჩევნებთან“ დაკავშირებით, მათ პარლამენტთან დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია. დღეს, 28 ოქტომბერს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, რუსთაველის გამზირზე, პარტლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სამოქმედო გეგმა გააცნეს. „პირველი, როგორც თქვენ, ასევე ჩვენ, ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად. მეორე, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და არათუ შესვლას, ჩვენ ჩავხსნის სიებს. მესამე, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და გავიმარჯვებთ ერთად. მეოთხე, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ არჩევნები ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ. არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას, არ ვაპირებთ არანაირი დიალოგების წარმოებას. ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახლიდან ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია,“ - განაცხადა „ერთობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. თავის მხრივ, 24-საათიანი ვადა მისცეს ხელისუფლებას „სიების გასაჯაროებისთვის. „გაშიფრული გვაქვს ის სქემა, რომლითაც არჩევნები მიიტაცეს და ერთერთი შავი ყუთი, რომელიც ატარებს უტყუარ მტკიცებულებებს მიტაცებული არჩევნების, არის სიები, რომლის გასაჯაროებასაც ჩვენ მოვითხოვთ 24 საათში. თუ არაფერი გაქვთ დასამალი, მაშინ ამ სიებს თქვენ გაასაჯაროებთ, ხოლო თუ ამ სიებს 24 საათში არ გაასაჯაროებთ, დაემატება იმ დიდ დასტას მტკიცებულებების, რომელიც ჩვენ შეგროვილი გვაქვს თქვენი დანაშაულის სამხილებლად და ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სიმართლე დამტკიცდეს,“ ამბობს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ფიცს დებს საქართველოს ძველი და მოქმედი სახელმწიფო დროშების წინაშე, რომ ხალხთან ერთად იქნება ბოლომდე. „თქვენ აქ ვინც ხართ, თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის არ მისცეთ. აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის დღევანდელი ჩვენი დროშა. ორივე დროშის წინაშე მე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე... ვიდრე არ მივაღწევთ იმ ევროპის კარებთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა, რეალობა. მომავალი სხვა ჩვენ არ გვაქვს, არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას თავისი შემდეგი თაობებისთვის - დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და რომელიც არის ესოდენ ძვირფასი,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.  

ევროპელმა დეპუტატებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართეს

ევროპელი დეპუტატები დღეს, 11 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას მსვლელობით შეუერთდნენ. თბილისში ვიზიტით არიან გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები. გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდა, არ დანებდნენ. "მოხარულები ვართ, რომ ისევ დავბრუნდით თბილისში, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. მადლიერები ვართ თქვენი სტუმართმოყვარეობით, მაგრამ ვიცით, რომ მმართველი პარტია და მთავრობა არაა გახარებული ჩვენი აქ ყოფნით. მაგრამ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ვართ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობრები. ევროპაშია თქვენი ადგილი და თქვენ ეს დაიმსახურეთ. ისინი ჩვენ გვაკრიტიკებენ, თითქოს, ჩვენ ვერევით ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩარევაა თუ არა თქვენიქვეყნის პრეზიდენტთან, მამაც ქალთან შეხვედრა, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის? ჩარევაა თქვენთან, ამაყი ქვეყნის მოქალაქეებთან შეხვედრა, რომლებიც იბრძვიან ევროპული, დემოკრატიული ღირებულებებისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის? აქ საუბარია არა ჩარევაზე, არამედ საერთო მომავალზე გაერთიანებულ ევროპაში. ამიტომაც ვართ აქ. გვინდა მხარი დაგჭიროთ, მე კარგად ვიცი ჩემი ქართველი მეგობრებისგან, რომ თქვენ იმედგაცრუებული და დაღლილი ხართ, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო, არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას თქვენდამი," - განაცხადა როთმა. აქციის მონაწილეებს, ასევე მიმართა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემაც: "ვიღაც ცდილობს, მოიპაროს თქვენი თავისუფლება, დემოკრატია, თქვენი ქვეყანა, თქვენი ევროკავშირისა და ნატოს წევრობა. არ დანებდეთ! იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის! იბრძოლეთ თქვენი დემოკრატიისთვის! იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის! იბრძოლეთ იმისთვის, რომ გახდეთ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი! გახსოვდეთ, არ არსებობს ორბანის გზა ევროკავშირისკენ. არ არსებობს რუსული ოცნება, არის ევროპული ოცნება." პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიჰაუ კამინსკიმ აქციაზე გამოსვლისას 2008 წლის 12 აგვისტო გაიხსენა, როდესაც „რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან იდგნენ საქართველოს მიმართ თავიანთი ქვეყნების სოლიდარობის გამოცხადების მიზნით - ესტონეთის, ლიეტუვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე, ლატვიის პრემიერ-მინისტრი. “მიყვარხარ, საქართველო! მიყვარხარ, თბილოსო! აქ ვიდექი თქვენს დიდებულ პრეზიდენტ სააკაშვილთან და ყოველთვის დიდებულ პრეზიდენტ ლეხ კაჩისკისთან ერთად. აქ ვიდექით, როდესაც რუსული ტანკები თბილისს უახლოვდებოდნენ და თბილისი გადარჩა! საქართველო გადარჩა! საქართველო გადაურჩა რუსულ აგრესიას. მე მქონდა ოცნება, მე მქონდა ნამდვილი ქართული ოცნება, რომ თქვენი ქვეყანა ევროპაში ყოფილიყო, სავსე ყოფილიყავით თავისუფლებით და სიყვარულით. ეს არის ჩემი ქართული ოცნება, თქვენი ქართული ოცნება და თქვენ გაიმარჯვებთ! მათთვის, ვისაც უნდა, რომ მოიპაროს თქვენი არჩევნები, ვისაც უნდა თქვენი ხმები და თქვენი თავისუფლება მოიპაროს, ჩვენ გავიმეორებთ უკრაინელი ჯარისკაცების სიტყვებს - “Русский военный корабль…” ეს არის ჩვენი პასუხი პუტინს, ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს. ჩვენ გავიმარჯვებთ! საქართველო იქნება ევროპაში. არავინ უნდა გაბედოს თქვენი ხმების და თავისუფლების მოპარვა. საქართველო იქნება თავისუფალი. მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი!,” - განაცხადა კამინსკიმ. „ჩვენ აქ ვართ, რათა დემოკრატიისკენ და ევროპისკენ გზაზე მხარი დაგიჭიროთ,“ - თავის მხრივ, ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იუკა კოპრამ თბილისში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ქართველებს დემონსტრაციების კარგი ისტორია აქვთ, შესაბამისად, ყველაფერი, რათა ქვეყანას დემოკრატია მოუტანონ. „დემოკრატიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდება, დემოკრატიას ხალხი სჭირდება და აქ ბევრ ხალხს ვხედავ. მაგრამ რატომ ჩამოვედი ფინეთიდან თბილისში? სინამდვილეში, ეს თბილისში ჩემი პირველი ვიზიტი არ არის. მე აქ პირველად 1978 წელს ვიმყოფებოდი, როდესაც პატარა ბავშვი ვიყავი, საბჭოთა მმართველობის დროს და როცა ჩემს ოჯახთან ერთად ჩამოვედი აქ დემონსტრაციები იყო. ხალხი დემონსტრაციას საბჭოთა ენის კანონის წინააღმდეგ მართავდა და 1978 წელს ქართველმა ხალხმა შეძლო, რომ საბჭოთა მთავრობას ენის კანონი უკან გაეტანა, რომ არ ამოქმედებულიყო. ასე რომ, ქართველებო, დემონსტრაციების კარგი ისტორია გაქვთ. ყველაფერი გაქვთ, რათა ქვეყანას დემოკრატია მოუტანოთ. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დაგიჭიროთ დემოკრატიისკენ და ევროპისკენ გზაზე. ჩვენ ვართ ევროპა, თქვენ ევროპა ხართ, ყველანი ევროპა ვართ. არასდროს დანებდეთ ამ გზაზე, საკუთარი თავის გჯეროდეთ, გჯეროდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გჯეროდეთ თავისუფლების და თავისუფლება გაიმარჯვებს, საქართველოში დემოკრატია მოვა,“ - განაცხადა იუკა კოპრამ. შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ერიკ ოტოსონმა ქართველ ხალხს მოუწოდა, არასდროს დანებდნენ. „მე შვედეთიდან მოვდივარ, სადაც ხუმრობით ვამბობთ, რომ ორასი წელია, ქვეყანა მშვიდობით იტანჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება ცოტათი გულუბრყვილოები ვიყოთ. მაგრამ რეალობა გვიახლოვდება, რეალობა მთლიანად კონტინენტს უახლოვდება. რუსულ აგრესიას მხოლოდ ერთი სახე არ აქვს, ტანკებითა და ჭურვებით. მას აქვს სახე, რომელიც უკანა კარიდან შემოდის, რომელსაც თითქმის ვერ ცნობ, ვიდრე გვიანი არ არის. მაგრამ საქართველო გვიანი არ არის, გვიანი არასდროს არ არის. ვიდრე თქვენ დემოკრატიისთვის იბრძვით, გვიანი არასდროს იქნება. როდესაც დემოკრატიისთვის იბრძვით, მაშინ დემოკრატია ცოცხლობს. არასდროს დანებდეთ,“ - განაცხადა ერიკ ოტოსონმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რვა ქვეყნის პარლამენტარების საქართველოში ვიზიტი, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება. მისი თქმით, დელეგაციის წევრები არიან ადამიანები, რომლებიც არღვევენ საარჩევნო პრინციპებს, რადგან ჩართული იყვნენ საარჩევნო აგიტაციაში. „ყველა შემთხვევაში, ამ ვიზიტის სულისკვეთება, სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ პირდაპირ ჰქონდათ საუბარი პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე. ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს, სუვერენული ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ არის შესაბამისი,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპელ პარლამენტარებს არ შეხვდნენ. გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე უარი თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. დღეს ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს. მისი თქმით, ისინი საქართველოს მეგობრები არიან და არა მეტრები. პრეზიდენტის შეფასებით, „კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან.“ ევროპელი პარლამენტარები ასევე შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსაც.  

ირაკლი კობახიძე: პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 25 ნოემბერს წარედგინება

„მომავალ ორშაბათს საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად, აქედან გამომდინარე, მინდა, ვთხოვო ყველა სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტს წარედგინება როგორც სამთავრობო, ასევე 4-წლიანი პროგრამა. „როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, ჩვენ უნდა წარვუდგინოთ საქართველოს პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც, 4-წლიანი პროგრამაც და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს დაზუსტებული. ეს არის ჩემი თხოვნა თითოეული სამინისტროს და მინისტრის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც ასახულია სამთავრობო პროგრამაში. 4 წლის თავზე ჩვენ განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ამას უზრუნველყოფს ჩვენი სამთავრობო პროგრამა. ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა იმისათვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის დასუსტება მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ქვეყანა სწორი გზით განვითარდეს.“ პრემიერის განცხადებით, არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვება ძალიან დამაჯერებელი იყო.“  ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა ბორელის თქმით, 100 მილიონ ევროზე მეტი უნდა გაიყინოს და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდოს