თეგი: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რეკომენდაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილ ორივე კანდიდატს გაუწია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რეკომენდაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილ ორივე კანდიდატს გაუწია. კომიტეტის წევრებმა კოკა კაციტაძეს და ემზარ გაგნიძეს თანაბარი თანაფარდობით დაუჭირეს მხარი. კოკა კაციტაძეს მხარი უმრავლესობის 10-მა დეპუტატმა დაუჭირა, ემზარ გაგნიძეს კი უმრავლესობის 9 დეპუტატმა და "ევროპელ სოციალისტთა" წევრმა ფრიდონ ინჯიამ. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აიჩევს, პლენარულ სხდომაზე კენჭს ორივე კანდიდატს უყრიან. ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების შედეგად შეიქმნა.