თეგი: პაციენტები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 251 კვლევა ტესტით, მათ შორის 53 616 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 635 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.61%, ბოლო 14 დღის - 28.31% ხოლო 7 დღის - 31.86%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 221 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 124 442. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 300 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 801 შემთხვევა, აჭარა - 2 187, იმერეთი - 3 382, ქვემო ქართლი - 1 265, შიდა ქართლი -1 418, გურია - 657, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577, კახეთი - 1 114, მცხეთა-მთიანეთი - 697, სამცხე-ჯავახეთი - 380, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 138. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 210 686 საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 437, აჭარაში - 813, იმერეთში - 1 258. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 228 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 469, აჭარაში - 150, იმერეთში - 379. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 277 პაციენტი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 43, იმერეთში - 29. 1 897 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 184 - თბილისში, 490 - აჭარაში. 202 707 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 2.
ბათუმში, პაციენტებს სამედიცინო დახმარებას მოტომედიკოსები გაუწევენ
ბათუმში, პაციენტებს სამედიცინო დახმარებას მოტომედიკოსები გაუწევენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოტომედიკოსის ისეთ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა, ტრავმები, გულის გაჩერება, მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსებს. „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახალი პროექტის - მოტომედიკოსების განხორციელებას იწყებს. დღეიდან ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს სასწავლო ცენტრის მიერ გადამზადებული მოტომედიკოსები შეემატებიან, რომლებიც მსოფლიო ბანკის მიერ შეძენილი სამედიცინო მოტოციკლებით ოპერატიულად შეძლებენ გამოძახებაზე გასვლას და სწრაფი და ეფექტური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, პროექტი იქნება ეფექტური, ვიწრო და რთული გამავლობის ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საკურორტო ზოლებში გადაუდებელი დახმარების შემთხვევებზე გაიზრდება ოპერატიულობა. მოტომედიკოსის ისეთ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა, ტრავმები, გულის გაჩერება, მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსებს. ქ. ბათუმში ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე დაესწრნენ. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.