თეგი: პეკა ჰაავისტო

ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვის გეგმა შეიმუშავა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ რუსი ტურისტების გაზრდილი რაოდენობის შედეგად გამოწვეული უკმაყოფილების გამო, გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების შეზღუდვას ითვალისწინებს. „ტურიზმის კატეგორია შეიძლება შეიზღუდოს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენი ვიზა შეიძლება გაიცეს დღიურად“, - განაცხადა ჰაავისტომ და აღნიშნა, რომ საბოლოოს გადაწყვეტილებას თვის ბოლოსთვის ელის. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ევროკავშირში ფრენები შეჩერდა, ფინეთი იქცა სატრანზიტო ქვეყნად რუსებისთვის, რომლებიც ევროპაში გამგზავრებას ცდილობენ, რაც ჰაავისტოს შეფასებით, ბევრმა სანქციების თავიდან არიდების ჭკვნიანურ მეთოდად აღიქვა. ფინეთი რუსეთის ერთადერთ ევროკავშირის წევრ მეზობლად რჩება, რომელსაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვა დაწესებული არ აქვს.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ უნდა შეასრულოს გაცემული დაპირება, რომ შიდა სიტუაციას დაასტაბილურებს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ განაცხადა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს გაცემული დაპირება, რომ შიდა სიტუაციას დაასტაბილურებს. ჰაავისტომ უპასუხა შეკითხვას, რა მოლოდინები აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს. „მე მაქვს საუბარი ქართველ პოლიტიკოსებთან და ის, რასაც საქართველოსგან ველოდებით, არის, რომ ისინი დაიცავენ ევროკავშირის მითითებებს და მხარს დაუჭერენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას“, - აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.