თეგი: პესტიციდები
აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას, 40-მდე დარღვევა გამოვლინდა - სეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას დარღვევები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ინსპექტორები იღებენ პრეპარატების ნიმუშებსაც. მიმდინარე წელს, აღებულია აგროქიმიკატების და პესტიციდების 190-მდე ნიმუში. წლის ბოლომდე, დაგეგმილია 380 ნიმუშის აღება. ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, გამოვლინდა 40-მდე დარღვევა - ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, მარკირების წესისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა და სხვა, რაზეც სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. უხარისხო, ვადაგასული და ფალსიფიცირებული პრეპარატების გამოვლენისა და ბაზრიდან ამოღების მიზნით, ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.