თეგი: პეტრას აუსტრევიჩიუსი
რა საკითხები წამოჭრეს ევროპარლამენტში გამართული დებატებისას ევროდეპუტატებმა
8 ივნისს საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხებზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. რეზოლუციაზე - „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დებატებისას ევროდეპუტატებმა მიუთითეს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური თავისუფლების დამცველი იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაშინაც კი თუ ამისთვის ხელისუფლებაში მყოფი პირების ღიად გაკრიტიკებაა საჭირო. ევროპარლამენტარმა ასევე მიუთითა ცვლილების საჭიროებაზე სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში, თუმცა მიუღებელი ქმედება უწოდა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაჩუმებას, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის შეზღუდვას, მათ მიმართ ღია მუქარას და სამართლებრივ დევნას, რაც მისი თქმით, საქართველოს ამ ამბიციებისგან აშორებს. „დროა, თბილისმა გააცნობიეროს, რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყნის მომავალი“,- აღნიშნა აუსტრევიჩიუსმა. ვიოლა ფონ კრამონი: ჩვენ დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა დებატენი ევროპარლამენტარმა, რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა მირიამ ლექსმანმა გახსნა. მისი თქმით, ტენდენცია, რომელიც ბოლო წლებში შეინიშნება საქართველოში მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვებზე, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში და ჰქონდეთ ევროპული მომავალი. „ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია, გაატაროს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის საჭირო რეფორმები და შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლის პროცესი“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ანდრიუს კუბილიუსი: გვსურს, რომ ქართველი ხალხი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი, საჭიროა კრიტერიუმების დაკმაყოფილება ის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნითაც გამოვიდა. „როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს, არ შეგვიძლია, ჩუმად ვუყუროთ ქართული დემოკრატიის რეგრესს. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“, განაცხადა მირიამ ლექსმანმა. „საქართველო რამდენიმე წლის წინ მოწინავე იყო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ხანებში მან დაკარგა თავისი სიჩქარე და დემოკრატიული რეფორმებისადმი მტკიცე ერთგულება , - თავის მხრივ, განაცხადა ევროპარლამენტარმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მარინა კალიურანდმა. „რამდენიმე თვის წინ, ჩვენ, ამ შენობაში, ძალიან დიდი უმეტესობით მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, რომელიც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება. რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ კარგი მოლაპარაკებები გვქონდა მოლდოვის პრეზიდენტთან და ჩვენ ვაღიარეთ მათი მიღწევები ევროინტეგრაციის პროცესში. დღეს ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს“, - აღნიშნა კალიურანდმა. ევროპარლამენტარმა მოუწოდა ქართველ პოლიტიკოსებს, დღევანდელი განხილვა ბოლო გაფრთხილებად მიიღონ. „მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, დღევანდელი დისკუსია მიიღონ, როგორც ბოლო გაფრთხილება. გვერდზე გადადეთ პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება და ერთად დაიწყეთ მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე. შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ესაა, რასაც ქართველი ხალხი თქვენგან მოელის", - აღნიშნა ევროდეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას. მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, მიიღონ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ყურადებას ამახვილებს იმაზე, რომ მყარი სამართლებრივი ჩარჩოს მიუხედავად, მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად უარესდება. მაგალითად, ევროპარლამენტარმა მიუთითა - „ეს ილუსტრირებული იყო ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ გასული წლის „პრაიდის“ მონაწილეების და იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობით, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ. ახლახან კი ამის ილუსტრირება მოხდა კარგად ცნობილი მედია ფიგურის, ბატონი გვარამიას მიმართ საეჭვო ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენით“. „რეზოლუცია, რომელსაც კენჭი უნდა ვუყაროთ, შეეხება მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას საქართველოში და ის ამ კუთხით საკმაოდ კრიტიკულია. ჩვენ ყველას გვაქვს ლეგიტიმური შეშფოთება ბოლოდროინდელ ნეგატიურ ტენდენციებთან დაკავშირებით კანონის უზენაესობის და ზოგადად, დემოკრატიის მიმართულებით. საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქცევა იმედგამაცრუებელია ბევრი მიმართულებით. მჯერა, რომ ასეთ სიტუაციაში ქართველი მმართველების მიმართ უფრო მტკიცე და მომთხოვნი ხაზი უნდა გავატაროთ იმისთვის, რომ გაიგონ, რომ სწორედ მათ უნდა იმოქმედონ, როცა საქმე საქართველოს ევროპულ მისწრაფებას ეხება. ჩვენი მხრიდან პოლიტიკის ცვლილება უნდა ეფუძნებოდეს ყოვლისმომცველ და კარგად გააზრებულ სტრატეგიას და არა ემოციებს. მოგიწოდებთ, ყურადღებით გააანალიზოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების პოტენციური შედეგები და ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გეგმა, რათა ძირი არ გამოუთხაროს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას ამ ჩვენს საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში“,- განაცხადა სვენ მიქსერმა. ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს. ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას
პეტრას აუსტრევიჩიუსი: გზავნილი ძალიან აშკარა უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალისთვის და განსაკუთრებით, მმართველი პარტიისთვის - შეასრულეთ 12 პრიორიტეტი
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა) საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე კონცეტრირდნენ. დევიდ მაკალისტერი: საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია ევროპარლამენტარის შეფასებით, საქართველოსთვის დროა, რომ ქვეყანაში გადაილახოს უთანხმოება და ყველა პოლიტიკური ძალა ნაკლოვანებების გამოსწორებაზე კონცეტრირდეს. პეტრას აუსტრევიჩიუსი იმედოვნებს, რომ მმართველი პარტია დადებით როლს შეასრულებს და გამოიჩენს ინიციატივას იმისთვის, რომ ხსენებულ პროცესში მონაწილეობისთვის ყველა პოლიტიკური პარტია მოიწვიოს, რადგან „საქმე საქართველოს მომავალს ეხება“. ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს „საქართველოში მიმდინარე ვითარების განხილვას დიდ დროს ვუთმობთ, მაგრამ საშუალოდ, ეს დრო გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა სხვა ქვეყანასთან მიმართებით, რატომ არის ასე?! ალბათ, რაღაც არის საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, რაც არ გვაძლევს ოპტიმისტურად განწყობის საშუალებას ამ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. და მართლაც, გზავნილი ძალიან აშკარა უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალისთვის და განსაკუთრებით, მმართველი პარტიისთვის - შეასრულეთ 12 პრიორიტეტი. ეს არის მკაფიო და მარტივი გზავნილი“, - აღნიშნავს პეტრას აუსტრევიჩიუსი.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია ომის დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებაა - ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი
ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ თითოეულ დანაშაულს უნდა მოჰყვეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაგმობა, სამართლებრივი ქმედებები, ისევე როგორც ევროკავშირის სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, აუსტრევიჩიუსის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია პირდაპირი მტკიცებულებაა ომის დანაშაულისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის. „რუსეთის საოკუპაციო ძალები აწარმოებენ პროვოკაციების აქტიურ პოლიტიკას, ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას, იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს. 58 წლის თამაზ გინტური, საქართველოს მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანასკნელი მსხვერპლია. ის მოკლეს მამის საფლავის მონახულებისას. მასთან მყოფი ლევან დოთიაშვილი კი უკანონოდ დააკავეს“, – აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩიუსმა. რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რეზოლუციის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს შედგება.