თეგი: პეტრას აუსტრევიჩუსი
აუსტრევიჩუსი: დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს, ქვეყანა ლამისაა უკან, სსრკ-ში დაბრუნდეს
"ქართული ოცნების" რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ქვეყანა ლამისაა უკან, სსრკ-ში დაბრუნდეს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ პლატფორმა X-ის გვერდზე წერს. "ქართული ოცნების" რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ეს ქვეყანა ლამისაა უკან სსრკ-ში დაბრუნდეს. ცრუ ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს," - წერს აუსტრევიჩუსი. თავის მხრივ, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას თქმით, ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის საფრთხე არა დასავლეთიდან, არამედ სხვა მიმართულებიდან მოდის. „გასაგებია, ამდენი ადამიანი რატომ დგას "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში მზარდი რუსული გავლენისადმი დაპირისპირებას არ ისახავს მიზნად. ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ [საქართველოს] მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებსაც ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევა შეუძლია," - წერს ფოტიგა.