თეგი: პირადობის მოწმობა

მაისიდან პირადობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღება ძვირდება

პირველი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების ფასი იზრდება. შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა. 1-ელი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი ეღირება, ხოლო ID ბარათის - 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი. რაც შეეხება დაჩქარებულ გაცემას, საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტის იმავე დღეს აღება 350 ლარი დაუჯდება, მეორე დღეს - 300 ლარი, მესამე დღეს - 225 ლარი, ხოლო მეხუთე დღეს - 180 ლარი. პირადობის მოწმობის იმავე დღეს გაცემის საფასური 150 ლარი იქნება, მეორე დღეს - 120 ლარი, მესამე დღეს - 100 ლარი, მეხუთე დღეს - 80 ლარი.  

ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფასური დღეიდან გაძვირდა

ბიომეტრიული პასპორტი 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი ღირს, ID ბარათის - 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი. პირველი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების ფასი იზრდება. შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა. რაც შეეხება საბუთის დაჩქარებულ გაცემას, საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტის იმავე დღეს აღება 350 ლარი დაუჯდება, მეორე დღეს - 300 ლარი, მესამე დღეს - 225 ლარი, ხოლო მეხუთე დღეს - 180 ლარი. პირადობის მოწმობის იმავე დღეს გაცემის საფასური 150 ლარი იქნება, მეორე დღეს - 120 ლარი, მესამე დღეს - 100 ლარი, მეხუთე დღეს - 80 ლარი.

იუსტიციის მინისტრი პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაძვირებაზე: საფასური 2011 წელს დაწესდა და ბუნებრივია, საჭირო იყო მათი გადახედვა

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ გაძვირდა პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების საფასური. რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების საფასური 2011 წელს დაწესდა და ბუნებრივია, საჭირო იყო მათი გადახედვა“.  „იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ტარიფებში არის ცვლილებები. ცვლილება განიცადა როგორც პირადობის მოწმობის, ასევე პასპორტის საფასურმა. აქვე, მაგალითისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ დიასპორის წარმომადგენლებისთვის პასპორტის საფასური 130 დოლარის ნაცვლად, რომელსაც ისინი იხდიდნენ და განსხვავებულ მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ახლა გახდება 50 დოლარი. არსებული საფასურები 2011 წელს დაწესდა და ბუნებრივია, საჭირო იყო მათი გადახედვა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მისივე თქმით, ზემოთ ეს სახელმწიფო უწყებები მეტწილად დამოკიდებული არიან მათ შემოსავლებზე. შესაბამისად, თანხების დიდი ნაწილი მიემართება თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები თანამშრომლების ხელფასების გასათანაბრებლად. ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფასური პირველი მაისიდან გაძვირდა.

საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ

სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ. „არმენპრესის“ ინფორმაციით, მოქალაქეებს საზღვრის კვეთისას პასპორტის წარდგენა აღარ მოუწევთ.  სომხეთის მედიის ცნობით, მთავრობის მორიგ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დასამტკიცებლად წარადგინა წინადადების პროექტი სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის [ორივე ქვეყნის მოქალაქეების] უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. „მეზობელ საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარება, სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ეს არის ასახული მთავრობის გეგმაში. პრაქტიკაში არის ინტენსიური კონტაქტები ყველა დეპარტამენტს შორის სხვადასხვა დონეზე. საქართველო ასევე არის ჩვენი მოქალაქეებისთვის მივლინებებისა და დასვენების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. 2019 წელს საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის 1 365 000 მოქალაქე ეწვია. რა თქმა უნდა, პანდემიის გამო გარკვეული კლება იყო. ვფიქრობთ, რომ დინამიკა უახლოეს მომავალში აღდგება“, - განაცხადა მირზოიანმა. ნიკოლ ფაშინიანი ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანად მიიჩნევს, თუმცა მისი თქმით, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებამ გარკვეული რისკები გამოიწვიოს, რაზეც ქართველ პარტნიორებთან ეფექტიანი მუშაობა გაგრძელდება. „მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ველოდებით ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. სომხეთისა და საქართველოს შემდეგი მთავრობათაშორისი შეხვედრა ერევანში გაიმართება. ამ შეხვედრის ფარგლებში ვიმედოვნებთ, რომ ამ შეთანხმებას მოვაწერთ ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.